ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმის არხების ბლოკატორები, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
კამლოდინი****® 5
Camlodin® 5
შემადგენლობა
კამლოდინი®5
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ამლოდიპინს, ამლოდიპინის ბეზილატის BP სახით.
ფარმაკოლოგია
კამლოდინი****® (ამლოდიპინი) არის დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტი. კალციუმის ნელი არხების ბლოკირების საშუალებით იგი აფერხებს კალციუმის იონების შეღწევას გულის კუნთში და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან ელემენტებში. გამოიყენება ჰიპერტენზიის და სტენოკარდიის სამკურნალოდ.
აღწევს რა სისტემურ სისხლმიმოქცევაში კამლოდინი® ნელა და არასრულად შეიწოვება პერორალურად მიღებული დოზის 60-80%. პლაზმური ნახევარ გამოყოფის პერიოდი მერყეობს 30-60 საათს შორის (ნიშნული 35.7 სთ). კამლოდინი® ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და 5% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში.
ჩვენებები
– ჰიპერტენზია:
კამლოდინი****® ნაჩვენებია ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. მისი გამოყენება შეიძლება ცალკე ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში.
– ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია:
კამლოდინი****® ნაჩვენებია სტაბილური სტენოკარდიის სამკურნალოდ. მისი გამოყენება შეიძლება ცალკე და ასევე სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან კომბინაციაში.
– ვაზოსპასტური სტენოკარდია.
კამლოდინი****® ნაჩვენებია დადასტურებული ვაზოსპასტური სტენოკარდიის სამკურნალოდ, ან მისი არსებობის ეჭვის დროს. მისი გამოყენება შეიძლება ცალკე და ასევე სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან კომბინაციაში.
დოზირება და მიღების წესი
კამლოდინის® საწყისი ანტიჰიპერტენზული პერორალური დოზა შეადგენს 5 მგ ერთხელ დღეში, მაქსიმუმ 10 მგ ერთხელ დღეში მიღებით. ბავშვებში, ხანდაზმულებში და განსაკუთრებულ პაციენტებში ან ღვიძლის უკმარისობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5მგ ერთხელ დღეში და ამ დოზის გამოყენება ხდება კამლოდინის® სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში მიღების დროს.
დოზის კორექცია უნდა მოხდეს თითოეული პაციენტის საჭიროების მიხედვით.
ვაზოსპასტური ან სტაბილური ქრონიკული სტენოკარდიის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა შეადგენს 5-10მგ, შედარებით მცირე დოზით კი ხანდაზმულებში და პაციენტებში ღვიძლის უკმარისობისთ. ძირითადად, ადეკვატური ეფექტისთვის გამოიყენება 10მგ.
უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები
ამლოდპინი უკუნაჩვენებია დიჰიდროპირიდინის (მაგ. ამლოდიპინი, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, ისრადიპინი) მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში. ვინაიდან დასაწყისში ამლოდიპინის მიერ გამოწვეული ვაზოდილატაცია ეტაპობრივია, იშვიათად აღინიშნებოდა მწვავე ჰიპოტენზია ამლოდიპინის პერორალური მიღების შედეგად. ამლოდიპინის სხვა პერიფერულ ვაზოდილატატორებთან ერთად გამოყენებისას განსაკუთრებით პაციენტებში მწვავე აორტის სტენოზით, სიფრთხილით უნდა მოხდეს.
გამოყენება პაციენტებში გულის შეგუგებითი უკმარისობით
მე-2-მე-3 კლასის კონტროლირებად ჰემოდინამიკურ კვლევებში, რომელიც ჩატარდა პაციენტებში გულის უკმარისობით, ამლოდიპინის მიღების შედეგად არ გამოვლენილა კლინიკური გაუარესება, როგორიცაა მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია და კლინიკური სიმპტომები, ყველა სახის კალციუმის არხების ბლოკერების გამოყენება სიფრთხილით უნდა განხორციელდეს ასეთ პაციენტებში.
ბეტა-ბლოკატორების მოხსნა
ამლოდიპინი არ წარმოადგენს ბეტა- ბლოკატორს და არ იცავს ბეტა-ბლოკატორების უეცარი მოხსნის საფრთხისგან. ნებისმიერი ამგვარი მოხსნა უნდა მოხდეს ბეტა-ბლოკატორების დოზის თანდათანობით შემცირების გზით.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
ვინაიდან, ამლოდიპინი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 56 საათს პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ამიტომ ღვიძლის უკმარისობისას, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით.
გვერდითი მოვლენები
კამლოდინი® კარგად გადაიტანება. ადგილი ჰქონდა თავის ტკივილის, შეშუპების, გულისრევის, წამოხურების, თავბრუსხვევის, ღრძილების ჰიპერპლაზიის, მულტიფორმული ერითემის შემთხვევებს.
ჭარბი დოზირებისას მოსალოდნელია გადაჭარბებული პერიფერული ვაზოდილატაცია ჰიპოტენზიით და შესაძლო ტაქიკარდიით.
ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ გამოცდილება მწირია.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, აქტიური კარდიო და სასუნთქი ფუნქციის მონიტორინგია საჭირო. ასევე ხშირად უნდა შემოწმდეს არტერიული წნევა.
წამალთშორისი ურთიერთქმედება
დიგოქსინი
ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში დადასტურებულია ამლოდიპინს და დიგოქსინს შორის ურთიერთქმედების არარსებობა.
ვარფარინი
ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამლოდიპინი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს ვარფარინის პროთრომბინული დროის ეფექტზე.
ციმეტიდინი
ჯანმრთელ მოხალისეებში ჩტარებულ კვლევებში დადასტურებულია ამლოდიპინსა და ციმეტიდინს შორის ურთიერთქმედების არარსებობა.
საკვები
საკვები არ მოქმედებს ამლოდიპინის აბსორბციის სიჩქარესა და მოცულობაზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები. ამიტომ ამლოდიპინის გამოყენება ორსულებში დაუშვებელია.
ლაქტაცია
ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები, ამიტომ მეძუძური დედებისთვის შესაძლოა საუკეთესო იყოს ამ წამლისთვის თავის არიდება.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ინახება სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
დაკა უნიტ, კალიაკოირ, გაზიპურ, ბანგლადეში.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
7.8 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით