ტერბექსინი - Terbexin
ტერბექსინი - Terbexin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგიური გამოყენების ანტიმიკოზური საშუალებები, გარეგანი გამოყენების სხვა ანტიმიკოზური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტერბექსინი /Terbexin/ 10 მგ/გ კრემი

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი


პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

  • შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს.

შინაარსი:

  1. რა არის ტერბექსინი 10 მგ/გ კრემი და რა დროს გამოიყენება

  2. რა უნდა იცოდეთ ტერბექსინი 10 მგ/გ კრემის გამოყენებამდე

  3. ტერბექსინი 10 მგ/გ კრემის გამოყენების წესი

  4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

  5. ტერბექსინი 10 მგ/გ კრემის შენახვის პირობები

  6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

**1.**რა არის ტერბექსინი 10 მგ/გ კრემი და რა დროს გამოიყენება

ტერბექსინი 10 მგ/გ კრემი მიეკუთვნება ანტიფუნგინალური პრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების, განსაკუთრებით კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. იგი გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ათლეტის ტერფი (ტინეა პედის), ტინეა ცრურის, ტინეა ცორპორი. ის აგრეთვე გამოიყენება საფუარასმაგვარი სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციების, როგორიცაა: კანდიდოზის და ნაირფერი პიტირიაზის სამკურნალოდ.

ათლეტის ტერფი (ტინეა პედის) ვითარდება მხოლოდ ტერფის ნაწილში (როგორც წესი, ორივე ფეხზე ვრცელდება, მაგრამ არა ყოველთვის, ძირითადად ფეხის თითებს შორის. შეიძლება განვითარდეს კოჭის ან ტერფის სხვა ნაწილში. ყველაზე გავრცელებულ ფორმებს ახასიათებს კანზე ნახეთქები ან აქერცვლა, ასევე მსუბუქი შეშუპება, ვეზიკულები ან წყლულები.

გთხოვთ, გახსოვდეთ, ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის (სოკო ფრჩხილზე და ფრჩხილის ქვეშ) არსებობისას, რომელსაც ახასიათებს ფრჩხილის გაუფერულება და მისი სტრუქტურის შეცვლა (შესქელება, მსხვრევადობა) უნდა მიმართოთ ექიმს, რადგანაც ტერბექსინი 10 მგ/გ კრემი არ ინიშნება აღნიშნული ინფექციების სამკურნალოდ.ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებულ უნდა იქნეს ტერბინაფინის შემცველი ტაბლეტები, რომელიც გაიცება რეცეპტით.

ტინეა ცრურის (Tinea cruris) ვითარდება სხეულის ნაწილებში,სადაც კანის ნაკეცებია (ინტერტრიგო),განსაკუთრებით მაშინ თუ სველია. ეს ადგილები ძირითადად არის საზადრულის ადგილებსა და ბარძაყების შიგნით, დაზიანება ჩვეულებრივ არის ორმხრივი, თუმცა ხშირად ერთი მხარე უფრო დაზიანებულია, ვიდრე მეორე. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ფეხებს შორის ადგილებში, დუნდულებამდე ან ზემოთ მუცლამდე. ინფექცია ასევე შეიძლება განვითარდეს სარძევე ჯირკვლების ნაკეცებში, იდაყვის ან სხვა ნაკეცებში. კანის გამონაყარს აქვს გლუვი კიდეები და შეიძლება იყოს ბუშტუკები. ამას ყველაფერს თან ახლავს ქავილი.

ტინეა ცორპორი ( Tinea corporis) შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილას სხეულზე, უფრო ხშირად თავში, კისერზე, სახესა და ხელებზე. ხშირად ის გამოვლინდება კანის ერითემატოზული გამონაყარის მრგვალი ფორმებით, თუმცა ასევე შეიძლება გამოხატულ იქნეს აქერცვლის უბნებითა და ქავილით.

კანის კანდიდოზი ასევე ვითარდება სხეულის ადგილებში, სადაც არის კანის ნაკეცები და კანის სისველე, ოფლიანობის გამო (სარძევე ჯირკვლების ქვემოთ, იღლია). ის ხშირად ვითარდება ხანდაზმულ ასაკში ან სიმსუქნის ან დიაბეტის არსებობისას, ის იწვევს ერითემას, ქავილსა და აქერცვლას.

ნაირფერი პიტირიაზი ვითარდება კანზე დესქვამაციის ადგილებით რომელიც რჩება თეთრი ლაქების სახით კანის პიგმენტის დეფიციტის გამო. ეს ლაქები უფრო კარგად ჩანს ზაფხულში, მაშინ როდესაც კანის გარშემო ნაწილები გარუჯულია. ინფექცია შეიძლება განვითარდეს სხეულზე, კისერზე, ხელებზე და შეიძლება კვლავ გაჩნდეს რამდენიმე კვირის შემდეგ, განსაკუთრებით თბილი ამინდისა და ჭარბი ოფლიანობის პირობებში.

თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი ინფექციის მიზეზის შესახებ, კრემის გამოყენებამდე გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, და საშუალება მიეცით მას შემოგთავაზონ საჭირო რეკომენდაციები.

**2.**რა უნდა იცოდეთ ტერბექსინი 10 მგ/გ კრემის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტერბექსინი 10 მგ/გ კრემი:

  • თუ ხართ ალერგიული ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის, ან აღნიშნული მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 პუნქტში)

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ტერბექსინი 10 მგ/გ კრემის გამოყენებამდეგაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ტერბექსინი 10 მგ/გ კრემი ნაჩვენებია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ შეიძლება მისი პერორალურად მიღება ან გადაყლაპვა. მოერიდეთ კონტაქტს თვალებთან. თვალში შემთხევვით მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ თვალები დიდი რაოდენობის ცივი წყლით.

ტერბექსინი 10 მგ/გ კრემის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები. ნუ გამოიყენებთ სხვა წამლებს სამკურნალო ადგილებში.

ორსულობა

ნაყოფის ტოქსიკურობასა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებით ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმაარ გამოავლინა გვერდითი ეფექტები. ორსულებში არ არსებობს ტერბექსინი 10 მგ/გ კრემის გამოყენების კლინიკური გამოცდილება. ორსულობის დროს არ გამოიყენოთ ტერბექსინი 10 მგ/გ კრემი,თუ არ არის აუცილებელი.

ლაქტაცია

ნუ გამოიყენებთ ტერბექსინი 10 მგ/გ კრემს ლაქტაციის დროს, ვინაიდან კრემში შემავალი აქტიური ნივთიერება ტერბინაფინი გამოიყოფარძეში. ჩვილებმა არ უნდა შეეხონ კანის ადგილებს, სადაც კრემია წასმული, ძუძუს ჩათვლით.

ნაყოფიერება

ნაყოფიერებასთან დაკავშირებით ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმაარ გამოავლინა ტერბინაფინის ეფექტი.

მანქანის ან სხვა მექანიზმის მართვა

ტერბინაფინი არ ახდენს გავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

ტერბექსინი 10 მგ/გ კრემი შეიცავს ცეტეარილის სპირტს. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქცია (დერმატიტი).ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის შემთხევვაში შეწყვიტეთ კრემის გამოყენება.

**3.**ტერბექსინი 10 მგ/გ კრემის გამოყენების წესი

მოზრდილები და მოზარდები

ტერბექსინი 10 მგ/გ კრემი გამოიყენება დღეში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა****და გამოყენების სიხშირე

ტინეა პედისის და ტინეა ცრურის შემთხევვაში მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ კვირას. ლინიკური სიმპტომატიკის გაუმჯობესება ზოგადად შესამჩნევია რამდენიმე დღეში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის განახლების რისკი. იმ შემთხვევაში, თუ 2-კვირიანი მკურნალობის შემდეგ ადგილი არა აქვს გაუმჯობესების ნიშნებს, რეკომენდებულია სამედიცინო გამოკვლევა.

ტინეა პედის: | დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში.\
---|---
ტინეა ცრურის და ტინეა ცორპორი: | დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში.
კანდიდოზი: | დღეში ერთხელ-ორჯერ 1-2 კვირის განმავლობაში.
ნაირფერი პიტირიაზი: | დღეში ერთხელ-ორჯერ 1-2 კვირის განმავლობაში.

დოზირება

ბავშვები

16 წლამდე ასაკის ბავშვებში ტერბექსინის 10მგ/გ კრემის გამოყენება შეზღუდულია. შესაბამისად, არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში .

ხანდაზმულები

დოზის კორექტირება საჭირო არ არის. რეკომენდირებულია მოზრდილების დოზა.

გამოყენება

გამოიყენება კანზე.

კრემის თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ უბანსა და მის მიმდებარე უბნებზე და მსუბუქი მასაჟით ხდება მისი ფრთხილად შეზელვა. კრემის გამოყენებამდე საჭიროა დაზიანებული უბნების გასუფთავება და გამშრალება. გამოყელვის თანხლებით მიმდინარე ინფექციებისას (თითთაშორისი, ინგვინალური) კრემის წასმის ადგილები შეიძლება დაიფაროს მარლით, განსაკუთრებით ღამით.

ტერბექსინის 10მგ/გ კრემის გამოყენების შეწყვეტა

ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის განახლების რისკი.აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

**4.**მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი**(** ვლინდება 10-დან 1 პაციენტში)

ხშირი ( ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში)

იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში )

ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10 000- დან 1 პაციენტში )

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

იშვიათი: ქავილი, კანის გამონაყარი, ბულოზური გამონაყარი და ურტიკარია. ამ სიმპტომების განვითარებისას, შეწყვიტეთ კრემის გამოყენება.

ძალიან იშვიათი: გამოყენების ადგილზე შეიძლება განვითარდეს: კანის სიწითლე, წვის შეგრძნება, გაღიზიანება. ამ სიმპტომების განვითარებისას, შეწყვიტეთ კრემის გამოყენება.

იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ამ ინსტრუქციაში მოცემული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ

გვერდით ეფექტის გამოვლენის შემთხევვაში, რომელიც არ არის ამ ინსტრუქციაში მოცემული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ საქართველოს მედიცინის სააგენტოსა ეროვნული სისტემის საშუალებით. შეტყობინება სამედიცინო პროდუქტის გვერდითი რექციების შესახებ მნიშვნელოვანია.

**5.**ტერბექსინის 10მგ/გ კრემის შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისგან და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე თავდაპირველ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ აღნიშნული მედიკამენტი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

**6.**შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რასშეიცავსტერბექსინის 10მგ/გ კრემი**:**

  • აქტიური ნივთიერება არის ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი. 1 გრამი კრემი შეიცავს 10მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.
  • სხვა ინგრედიენტებია: ცეტეარილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი,თხევადი პარაფინი, პოლისორბატი 80, ტროლამინი, ბენზილის სპირტი, დისტილირებული წყალი.

ტერბექსინის 10მგ/გ კრემის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ტერბექსინის 10მგ/გ კრემი არის თეთრი,ერთგვაროვანი კრემი. 20გ კრემი ალუმინის ტუბში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს ნექსტრა გრუპი

საქართველო, თბილისი,0154, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18, სართული 2, ოფისი #3

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი** III,****გაიცემა რეცეპტის გარეშე.**

მწარმოებელი:

S.C. SLAVIA PHARM SRL

რუმინეთი, ბუქარესტი, რაიონი 3, თეოდორ პალადის ბულვ.#44

საერთაშორისო დასახელება - terbinafine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის → სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები

შემადგენლობა:
თითო ტაბლეტი შეიცავს 1281.25 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 250 მგ ტერბინაფინს.

ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერორალური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

ჩვენება:
კანისა და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული Trichophyton-ით (მაგალითად, T. rubrum, T. mentagrophytes, T. verrucosum, T. violaceum), Microsporum canis-ით და Epidermophyton floccosum-ით.
1. ინიშნება მკრეჭელი ლიქენის სამკურნალოდ (tinea corporis, tinea cruris და tinea pedis), როდესაც პერორალურ მკურნალობას ენიჭება უპირატესობა ინფექციის ადგილის, სიმძიმის ან გავრცელების ხარისხის გამო.
2. ინიშნება ონიქომიკოზის სამკურნალოდ.

დოზირება და მიღების წესი:
მიღების წესი
მოზრდილები
250 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებასა და ინფექციის სიმძიმეზე.
კანის ინფექციები
როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს:
Tinea pedis (თითებს შორის, ფეხის გულებზე): 2-6 კვირა
Tinea corporis: 4 კვირა
Tinea cruris: 2-4 კვირა
ონიქომიკოზი
უმრავლესი პაციენტისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6 კვირიდან 3 თვემდე. 3 თვემდე მკურნალობის პერიოდი შეიძლება საჭირო იყოს ხელის, ფეხის ფრჩხილების ინფექციების შემთხვევაში, გარდა ინფექციისა ფეხის დიდი თითის ფრჩხილზე, ასევე ახალგაზრდა ასაკის პაციენტებისა. ფეხის თითის ფრჩხილების ინფექციის მკურნალობისას 3 კვირა ჩვეულებრივ საკმარისია, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს 6 თვიანი ან უფრო ხანგრძლივი მკურნალობა. ფრჩხილის ნელა ამოსვლა მკურნალობის პირველ კვირეებში განსაზღვრავს უფრო ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობას.
ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების სრული მოხსნა შეიძლება განვითარდეს მიკოლოგიური მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

მიღების წესი
მიიღება პერორალურად.
დოზის გადაჭარბება:
არსებობს ცნობები დოზის გადაჭარბების (5 მგ) რამდენიმე შემთხვევის შესახებ, რაც გამოიხატება თავის ტკივილით, გულისრევით, ტკივილით მუცლის ზედა ნაწილში და თავბრუსხვევით. დოზის გადაჭარბების მკურნალობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ითვალისწინებს პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყვანას, ძირითადად აქტივირებული ნახშირის მიღების გზით, და საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარებას.

საერთაშორისო დასახელება - terbinafine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის → სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები

შემადგენლობა:
თითო ტაბლეტი შეიცავს 1281.25 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 250 მგ ტერბინაფინს.

ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერორალური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

ჩვენება:
კანისა და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული Trichophyton-ით (მაგალითად, T. rubrum, T. mentagrophytes, T. verrucosum, T. violaceum), Microsporum canis-ით და Epidermophyton floccosum-ით.
1. ინიშნება მკრეჭელი ლიქენის სამკურნალოდ (tinea corporis, tinea cruris და tinea pedis), როდესაც პერორალურ მკურნალობას ენიჭება უპირატესობა ინფექციის ადგილის, სიმძიმის ან გავრცელების ხარისხის გამო.
2. ინიშნება ონიქომიკოზის სამკურნალოდ.

დოზირება და მიღების წესი:
მიღების წესი
მოზრდილები
250 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებასა და ინფექციის სიმძიმეზე.
კანის ინფექციები
როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს:
Tinea pedis (თითებს შორის, ფეხის გულებზე): 2-6 კვირა
Tinea corporis: 4 კვირა
Tinea cruris: 2-4 კვირა
ონიქომიკოზი
უმრავლესი პაციენტისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6 კვირიდან 3 თვემდე. 3 თვემდე მკურნალობის პერიოდი შეიძლება საჭირო იყოს ხელის, ფეხის ფრჩხილების ინფექციების შემთხვევაში, გარდა ინფექციისა ფეხის დიდი თითის ფრჩხილზე, ასევე ახალგაზრდა ასაკის პაციენტებისა. ფეხის თითის ფრჩხილების ინფექციის მკურნალობისას 3 კვირა ჩვეულებრივ საკმარისია, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს 6 თვიანი ან უფრო ხანგრძლივი მკურნალობა. ფრჩხილის ნელა ამოსვლა მკურნალობის პირველ კვირეებში განსაზღვრავს უფრო ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობას.
ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების სრული მოხსნა შეიძლება განვითარდეს მიკოლოგიური მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

მიღების წესი
მიიღება პერორალურად.
დოზის გადაჭარბება:
არსებობს ცნობები დოზის გადაჭარბების (5 მგ) რამდენიმე შემთხვევის შესახებ, რაც გამოიხატება თავის ტკივილით, გულისრევით, ტკივილით მუცლის ზედა ნაწილში და თავბრუსხვევით. დოზის გადაჭარბების მკურნალობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ითვალისწინებს პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყვანას, ძირითადად აქტივირებული ნახშირის მიღების გზით, და საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარებას.

ტერბექსინი/Terbexin/ 250მგ ტაბლეტები

ტერბინაფინი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

· შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

· დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

· აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.

· ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს. იხილეთ ქვეთავი 4 .

შინაარსი:

1) რა არის ტერბექსინი და რა დროს გამოიყენება

**2) რა უნდა იცოდეთ ტერბექსინის მიღებამდე **

3) ტერბექსინის მიღების წესი

4) მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5) ტერბექსინის შენახვის პირობები

6) შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ტერბექსინი და რა დროს გამოიყენება

ტერბექსინი გამოიყენება ფეხებისა და ხელების ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. ტერბექსინი აგრეთვე გამოიყენება თმის, სკალპის, საზარდულის და სხეულის სხვა უბნების (დერმატოფიტები) და ტერფის („ათლეტის ტერფი“) სოკოვანი ინფექციების და ასევე საფუარასმაგვარი სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციების სამკურნალოდ.

ტერბინაფინი მიეკუთვნება ანტიფუნგალური პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება კანის, თმის და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

ტერბინაფინი მიიღება პერორალურად, აღწევს ინფექციის კერამდე, კლავს სოკოს ან აჩერებს მის ზრდას.

2. რა უნდა იცოდეთ ტერბექსინის მიღებამდე

ტერბექსინი დაგენიშნათ თქვენ. ყურადღებით დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მიერ გაცემული მითითებები, მაშინაც კი, თუ ისინი განსხვავდება აღნიშნულ ინსტრუქციაში აღნიშნული ზოგადი ინფორმაციისაგან.

არ მიიღოთ ტერბექსინი:

· თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ტერბინაფინის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია ქვეთავში 6).

· თუ გაქვთ თირკმელთან ან ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები .

თუ აღნიშნულთაგან რომელიმე აღგენიშნებათ, ტერბექსინის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

· თუ ღებულობთ ტერბექსინს სხვა მედიკამენტებთან ერთად (იხ.„ტერბექსინის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“);

· თუ აღგენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მადის დაქვეითება, დაღლილობა; თუ შენიშნეთ კანის სიყვითლე ან სკლერების ყვითელი შეფერილობა, მუქი ფერის შარდი ან ღია ფერის განავალი;

· თუ განვითარდა კანის სერიოზულიალერგიული რეაქციები,როგორიცაა: გამონაყარი, სიწითლე,ტუჩების, თვალების ან პირის ღრუს ბუშტუკები, კანის აქერცვლა;

· თუ აღგენიშნებათ სისუსტე, უჩვეულო სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან ხშირი ინფექციები.

შეწყვიტეთ ტერბექსინის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები და მოზარდები

ტერბექსინის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული.

ტერბექსინის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს , თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის მცენარეული პრეპარატები ან ორალური კონტრაცეპტივები.

ესენია:

· რიფამპიცინი - გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ;

· ანტიდეპრესანტები- როგორიცაა დესიპრამინი;

· ანტიფუნგალური პრეპარატები - გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ფლუკონაზოლი ან კეტოკონაზოლი;

· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა პროპაფენონი;

· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როგორიცაა მეტოპროლოლი;

· კუჭის წყლულის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ციმეტიდინი;

· ხველების საწინააღმდეგო მედიკამენტების შემცველი კომბინირებული პრეპარატები, როგორიცაა დექსტრომეტორფანი;

· კოფეინის შემცველი ტკივილგამაყუჩებლები;

· ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დასარეგულირებლად ტრანსპლანტაციების შემდეგ.

ტერბექსინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტერბექსინის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

**ორსულობა და ლაქტაცია **

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ ექიმს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე. ორსულობის დროს ტერბექსინის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება რისკებს.

ტერბექსინი გამოიყოფა რძეში. არ მიიღოთ ტერბექსინი ლაქტაციის პერიოდში

მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვა

პაციენტებმა, რომელთაც ტერბექსინის მიღების შემდეგ აღენიშნებათ თავბრუსხვევა, არ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები.

3. ტერბექსინის მიღების წესი

აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის
დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.

მოზრდილები

მოზრდილებსა და ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდირებული დოზა არის 250 მგ დღეში ერთხელ (ერთი ტაბლეტი ტერბექსინი).

ბავშვები

არ არსებობს ტერბექსინის გამოყენების გამოცდილება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ( როგორც წესი, 12 კგ-მდე წონის ბავშვებში). რეკომედირებული დოზა შეადგენს 250 მგ დღეში. ერთჯერადი დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე:

· 62.5 მგ ( ¼ -250მგ) დღეში ერთხელ 20 კგ-მდე წონის ბავშვებში;

· 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში, რეკომენდირებული დოზა შეადგენს 250 მგ დღეში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე.

ზაგადად, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს:

დერმატოფიტის და ათლეტის ტერფის ინფექციების შემთხვევაში, ტერბექსინი მიიღება 2-6 კვირის განმავლობაში.

დერმატოფიტის და საფუარასმაგვარი სოკოებით გამოწვეული ინფექციების, საზარდულის, და სხეულის სხვა უბნების ინფექციების შემთხვევაში, ტერბექსინი მიიღება 2-4 კვირის განმავლობაში.

თმის და სკალპის ინფექციები

თმის და სკალპის ინფექციების (დერმატოფიტი) შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს ოთხ კვირას.

ფრჩხილის ინფექციები

ხელის ფრჩხილის ინფექციები: 250მგ (ერთი 250მგ ტერბექსინი) დღეში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში.

ფეხის ფრჩხილის ინფექციები: 250მგ (ერთი 250მგ ტერბექსინი) დღეში ერთხელ 12 კვირის განმავლობაში.

ინფექციის სრული განკურნება მოხდება მკურნალობის კურსის დასრულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჯანსაღი ფრჩხილის გაზრდას სჭირდება რამდენიმე თვე.

მნიშვნელოვანია, მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღიურად და მკურნალობა გააგრძელოთ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნული აუცილებელია ინფექციის სრულად განკურნებისთვის.

ინფექციის სრულად განკურნების მიზნით აუცილებელია სხვა ზომების დაცვაც. მაგალითად, დაზიანებული უბანი უნდა იყოს მშრალი და ყოველდღიურად გამოიცვალეთ ტანსაცმელი, რომელიც პირდაპირ შეხებაშია დაზიანებულ უბანთან.

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები

ექიმი დაგინიშნავთ ტერბექსინის დაბალი დოზით მკურნალობას.

დოზის გადაჭარბება

ტერბექსინის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. ჭარბი დოზირებისას გამოხატული სიმპტომებია: თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი გულმკერდის არეში და თავბრუსხვევა .

დოზის გამოტოვება

მიიღეთ გახსენებისთანავე, თუ შემდეგ მიღებამდე სულ მცირე 4 საათი მაინც არის დრო. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას კომპენსაციის მიზნით.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები:

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული

· ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან ღვიძლის უკმარისობა ;

· ღებინება , კუჭის პრობლემები, მადის დაქვეითება ან დაღლილობა ან სისუსტე;

· კანის ან თვალის სკლერების ყვითელი შეფერილობა. მუქი ფერის შარდი ან ღია ფერის განავალი;

· ყელის ტკივილი,ცხელება და კანკალი;

· უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები- არსებობს ნიშნები, რომ აღნიშნული მედიკამენტი მოქმედებს თქვენი სისხლის უჯრედებზე;

· დაღლილობა ან სისუსტე ან ქოშინი ფიზიკური დაძაბულობის დროს -შეიძლება იყოს სისხლის უჯრედების დარღვევების ნიშნები;

· სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, სახის და ყელის შეშუპება, სახის უეცარი გაწითლება, მუცლის ტკივილი, გამონაყარი, ცხელება ან გადიდებული ლიმფური კვანძები - სერიოზული ალერგიული რეაქციების შესაძლო ნიშნები;

· სიმპტომები, როგორიცაა: გამონაყარი, ცხელება, ქავილი, დაღლილობა ან თუ შენიშნავთ კანქვეშ წითელი- იისფერი ლაქების გამოჩენას -სისხლძარღვების ანთების ნიშნები;

· მწვავე ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში, რომელიც გადაეცემა ზურგში - პანკრეასის ანთების შესაძლო ნიშნები;

· კუნთების სისუსტე ან ტკივილი ან მუქი ფერის შარდი (წითელი-ყავისფერი) –„კუნთების ნეკროზის“ შესაძლო ნიშნები;

ძალიან ხშირი ( ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

· მადის დაკარგვა, დისპესია, გულისრევა, ტკივილი გულ-მკერდის არეში და დიარეა. იმ შემთხვევაში, თუ დიარეა გაგრძელდა რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს, შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის სქემის შეცვლა;

· გამონაყარი კანზე;

· კუნთებისა და სახსრების ტკივილი.

ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

· თავის ტკივილი

არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):

· გემოვნების დარღვევა, გემოვნების შეგრძნების დაკარგვა. როგორც წესი, აღნიშნული სიმპტომი ქრება მედიკამენტის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში .

იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):

· ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10 000- დან 1 პაციენტში ):

· სისხლის უჯრედოვანი ელემენტების რაოდენობის შემცირება, ლუპუსი (აუტოიმუნური დაავადება), კანის სერიოზული დაავადებები, ალერგიული რეაქციები, თმის ცვენა, თავბრუსხვევა, უგუნებობა, ქავილი.

ასევე ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

· სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, მწვავე ალერგიული რეაქციები, სისხლძარღვების ანთება, ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა ან დაქვეითება, პანკრეასის ანთება, კუნთოვანი ქსოვილის ნეკროზი, გრიპის მსგავსი სიმპტომები (დაღლილობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი), ცხელება, სისხლში კუნთის ფერმენტის კრეატინინფოსფოკინაზის ზრდა , კანის მომატებული მგრძნობელობა.

უცნობი (სიხშირე ვერ დადგინდა არსებული მონაცემების საფუძველზე ):

· ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება - გამონაყარი კანზე, დაღლილობა, კანის ანთებითი რეაქციები

ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ტერბექსინის შენახვის პირობები

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლის და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ250C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ტერბექსინი :

· აქტიური ნივთიერება არის ტერბინაფინი. თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი, რომელიც 250მგ ტერბინაფინის ექვივალენტია.

· სხვა კომპონენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა,სიმინდის სახამებელი,უწყლო კოლოიდური სილიციუმი,მეთილცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.

· ტერბექსინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

შეფუთვაშია 14 ტაბლეტი ბლისტერზე.

ტაბლეტები არის თეთრი -მოთეთრი ფერის, მრგვალი და ბრტყელი, ზომა: 11მმ დიამეტრი.

გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ტერბექსინი 10მგ/გ 20გ კრემი
  • სახელი: ტერბექსინი 10მგ/გ 20გ კრემი
  • მწარმოებელი: S.C. SLAVIA PHARM S.R.L. (რუმინეთი)
  • შეფუთვა: 10მგ/გ 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
Aversi 27.89 ლ
ტერბექსინი 250მგ #14ტ
  • სახელი: ტერბექსინი 250მგ #14ტ
  • მწარმოებელი: S.C. SLAVIA PHARM S.R.L. (რუმინეთი)
  • შეფუთვა: 250მგ ტაბლეტი №14 (2X7)
Aversi 45.23 ლ
ტერბექსინი ტაბლეტი 250მგ #14
  • სახელი: ტერბექსინი ტაბლეტი 250მგ #14
  • მწარმოებელი: S.C. SLAVIA PHARM S.R.L. (რუმინეთი)
  • შეფუთვა: 250მგ ტაბლეტი №14 (2X7)
Pharmadepot 54.12 ლ
ტერბექსინი კრემი 1% 20გრ #1
  • სახელი: ტერბექსინი კრემი 1% 20გრ #1
  • მწარმოებელი: S.C. SLAVIA PHARM S.R.L. (რუმინეთი)
  • შეფუთვა: 10მგ/გ 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
Pharmadepot 33.22 ლ
ტერბექსინი ტაბლეტი 250მგ #14
  • სახელი: ტერბექსინი ტაბლეტი 250მგ #14
  • მწარმოებელი: S.C. SLAVIA PHARM S.R.L. (რუმინეთი)
  • შეფუთვა: 250მგ ტაბლეტი №14 (2X7)
GPC 56.97 ლ
ტერბექსინი კრემი 1% 20გრ #1
  • სახელი: ტერბექსინი კრემი 1% 20გრ #1
  • მწარმოებელი: S.C. SLAVIA PHARM S.R.L. (რუმინეთი)
  • შეფუთვა: 10მგ/გ 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
GPC 34.97 ლ
ტერბექსინი 250მგ 14 ტაბლეტი
  • სახელი: ტერბექსინი 250მგ 14 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 250მგ ტაბლეტი №14 (2X7)
PSP 40.74 ლ
Terbexin - ტერბექსინი კრემი 10მგ/გ 20გ
  • სახელი: Terbexin - ტერბექსინი კრემი 10მგ/გ 20გ
  • შეფუთვა: 10მგ/გ 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
PSP 22.46 ლ