ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ფუნგოსილი კრემი 1%
ადგილობრივი გამოყენებისთვის
აქტიური ინგრედიენტი: 1გ კრემი შეიცავს 10მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.
შემავსებლები : ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტანმონოსტეარატი, ცეტილპალმიტატი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, პოლისორბატი 60, იზოპროპილ მირისტატი, დემინერალიზებული წყალი.
მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ბროშურა, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
• დამატებითი კითხვების ან ეჭვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს, ეს შეიძლება მათვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც თუ მათი სიმპტომები თქვენის მსგავსია.
• ექიმის ან საავადმყოფოს ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ რომ ამ წამალს იღებთ.
• მკაცრად დაიცავით ინსტრუქცია. არ მიიღოთ რეკომენდებულზე დაბალი ან მაღალი დოზა.
პაციენტის საინფორმაციო ბროშურაში:
1. რა არის ფუნგოსილი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ფუნგოსილის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ფუნგოსილი
4.შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ფუნგოსილი
1**. რა არის ფუნგოსილი და რისთვის გამოიყენება**
ფუნგოსილი გამოდის 15გ ან 30გ მეტალის ტუბში, რომელიც მოთავსებულია კოლოფში. ეს არის თეთრი გლუვი კრემი, ოდნავ დამახასიათებელი სუნით. ფუნგოსილი აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს. ფუნგოსილის კრემი არის ეფექტური პრეპარატი სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ფუნგოსილი არის პრეპარატი, რომელიც ხასიათდება სოკოთა ზოგიერთი სახეობის ლეტალობით ან გამრავლების შეჩერების უნარით. ფუნგოსილის კრემი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ათლეტის ტერფის დაავადება (თინეა პედის), საზარდულის სოკოვანი ინფექციები (თინეა ცრურის), დალაქის ქავილი (თინეა ცორპორის), გამონაყარი (კანდიდოზი) და ნაირფერი პიტირიაზი.
2**. რა უნდა იცოდეთ ფუნგოსილის გამოყენებამდე**
ფუნგოსილის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად****საჭიროა :
ფუნგოსილის მიღების მეთოდი არ განაპირობებს საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედებას.
ორსულობა
მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ ან ეჭვობთ რომ ორსულად ხართ, ფუნგოსილით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს, ფუნგოსილი ორსულობის დროს არ უნდა გამოიყენონ გარდა უკიდურესი აუცილებლობისა.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
მედიკამენტის გამოყენებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუნგოსილის გამოყენებისას თავი შეიკავეთ ძუძუთი კვებისგან.
მოარიდეთ ბავშვები იმ მიდამოს შეხებას, სადაც წამალი იდება, მკერდის ჩათვლით.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ფუნგოსილის ადგილობრივი გამოყენება არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფუნგოსილის ზოგიერთი შემავსებლის შესახებ
ფუნგოსილი შეიცავს ბენზილის სპირტს, ცეტილის სპირტს და სტეარილის სპირტს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
არ წაისვათ სხვა მედიკამენტები იმ ადგილას სადაც ისმება ფუნგოსილის კრემი.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტები რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით.
3. როგორ გამოიყენება ფუნგოსილი?
გამოიყენეთ ფუნგოსილის კრემი ინფიცირებულ კანზე შემდეგნაირად:
• ათლეტის ფეხი (თინეა პედის): დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში
• საზარდულის სოკოვანი ინფექციები (თინეა ცრურის) და დალაქის ქავილი (თინეა ცორპორის): დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში
• გამონაყარი (კანის კანდიდოზი): დღეში ერთხელ ან ორჯერ ორი კვირის განმავლობაში
• ნაირფერი პიტირიაზი: დღეში ერთხელ ან ორჯერ ორი კვირის განმავლობაში.
კრემის გამოყენება გააგრძელეთ რეკომენდებული ხანგრძლივობით, თუმცა კლინიკური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს რამდენიმე დღის შემდეგ. თუ კრემი არ გამოიყენება რეგულარულად ან მკურნალობის კურსის დასრულებამდე ხდება მისი გამოყენების შეწყვეტა, სოკოვანი ინფექციის გართულების რისკი მატულობს.
თქვენმა მდგომარეობამ გაუმჯობესება უნდა დაიწყოს ფუნგოსილით რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ. თუმცა ინფექციის განკურნების შემდეგ დაზიანებული კანის სრულ გამოჯანმრთელებას უფრო დიდი დრო დაჭირდება. ფუნგოსილის კრემის ეფექტი გაგრძელდება მკურნალობის პერიოდის დასრულების შემდეგ, გაგრძელდება კანის სტრუქტურის გაუმჯობესება. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაუმჯობესების ნიშნებს არ აღნიშნავთ მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში.
გამოყენების მეთოდი:
კრემი წაისვით შემდეგნაირად:
• მთლიანად გაწმინდეთ დაზიანებული მიდამო და დაიბანეთ ხელები
• ტუბის პირველად გამოყენებისას ის დახურული იქნება. მემბრანა გახვრიტეთ თავსახურის ბასრი წვერით.
• კრემის მცირე რაოდენობა დაიტანეთ თითზე
• დაახურეთ ტუბს თავსახური
• წაისვით საკმარისი კრემი რათა წარმოიქმნას თხელი ფენა დაზიანებულ კანზე და გარშემო მიდამოზე
• ნაზად შეიზილეთ
• დაიბანეთ ხელები, სხვაგვარად შეიძლება ინფექცია გაავრცელოთ თქვენი კანის სხვა ნაწილებში ან სხვა ადამიანებში.
თუ კანის დაზიანებული ნაწილი ხელის ან ფეხის თითებს შორის ან დუნდულოებზე, მკერდზე ან იღლიის და საზარდულის მიდამოშია, შეიძლება ეს ნაწილი ბინტით დაფაროთ, განსაკუთრებით ღამით. ბინტის გამოყენებისას კრემის ყოველი წასმისას გაწმინდეთ ის.
მკურნალიბას შეიძლება დაეხმაროს დაზიანებული ადგილის სუფთად შენარჩუნება რეგულარული დაბანით. კანი ნაზად გააშრეთ ნელი შეხებით, არ გახეხოთ. ქავილის შემთხვევაშიც არ დაკაწროთ მიდამო რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის უფრო მეტი დაზიანება, შეანელოს შეხორცების პროცესი და გამოიწვიოს ინფექციის გავრცელება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში:
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის. ფუნგოსილი რეკომენდებული არ არის 16 წლამდე ბავშვებში გამოყენებისთვის.
ხანდაზმულები:
ფუნგოსილის გამოყენება შეიძლება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
განსაკუთრებული პირობები გამოყენებისთვის:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში არ არსებობის მონაცემები დოზის ცვლილების შესახებ.
დაიცავით ინსტრუქცია, თუ სხვა დანიშნულება არ მოგცათ ექიმმა.
თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს უნდა გამოიყენოთ ფუნგოსილი. მკურნალობა ადრე არ შეწყვიტოთ, რადგან ფუნგოსოლით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გაუარესება.
თუ გრჩებათ შთაბეჭდილება რომ ფუნგოსილის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფუნგოსილი
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი კრემი, კანიდან ფუნგოსილის მოშორება საკმარისია. ეს დამაზიანებელი არ იქნება.
თუ თქვენ ან სხვამ განსაკუთრებით ბავშვმა შემთხვევით კრემი გადაყლაპა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ისინი გეტყვიან რა უნდა გააკეთოთ.
თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ფუნგოსილი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფუნგოსილის მიღება
თუ დაგავიწყდათ წასმა, კრემი წაისვით რაც შეიძლება მალე, შემდეგ მკურნალობა ჩვეულებრივ განაგრძეთ. თუ მხოლოდ გახსოვთ შემდგომი წასმის დრო, კრემი ჩვეულებრივ წაისვით.
გამოიყენეთ კრემი დანიშნულებისამებრ. თუ წასმა დაგავიწყდათ, ინფექცია შეიძლება ხელახლა განვითარდეს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირებისთვის.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ფუნგოსილის მიღების შეწყვეტისას
თუ წყვეტთ ფუნგოსილით მკურნალობას, დაავადება შეიძლება გაუარესდეს. მკურნალობა არ მოხსნათ სანამ ამას ექიმი არ გეტყვით.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ფუნგოსილმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.
ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები განსაზღვრულია შემდეგი კატეგორიებით:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-იდან მინიმუმ 1 შემთხვევაში.
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-იდან 1-ზე ნაკლებ მაგრამ 100-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში;
ნაკლებად ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-იდან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
აცნობეთ ექიმს თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგს:
ხშირი:
• კანის აქერცვლა (კანის ექსფოლიაცია)
• ქავილი (პრურიტუსი)
ნაკლებად ხშირი:
• კანის დაზიანება
• კანის გარქოვანება
• კანის დაავადება
• კანის დისკოლორაცია (პიგმენტაციის დარღვევა)
• სიწითლე (ერითემა)
• კანის წვის შეგრძნება
• ტკივილი
• ტკივილი გამოყენების ადგილას
• წასმის ადგილის გაღიზიანება
იშვიათი:
• თვალის გაღიზიანება
• კანის სიმშრალე
• კანის გამონაყარი და ქავილი (კონტაქტური დერმატიტი)
• კანის გამონაყარი, რომელსაც ახლავს ქავილი, სიწითლე და წვის შეგრძნება (ეგზემა)
• კანის მდგომარეობის გაუარესება
უცნობია:
ეს გვერდითი ეფექტები დაფუძნებულია პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებაზე და სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების გამოყენებით:
• ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა)
• კანის გამონაყარი
ეს არის ფუნგოსილის მსუბუქი გვერდითი ეფექტები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღნიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გთხოვთ აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, იმ მოვლენების გარდა, რომლებიც ბროშურაში აღნიშნული არ არის. დამატებით, გთხოვთ შეატყობინოთ განცდილი გვერდითი ეფექტები თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ნახატზე დაჭერით - “გვერდითი ეფექტების შეტყობინება” საიტზე www.tick.gov.tr
ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის მიღებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
5. როგორ ინახება ფუნგოსილი?
ფუნგოსილი შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25oC-ზე დაბლა.
ტუბი შეინახეთ მჭიდროდ დახურული.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად
არ გამოიყენოთ ფუნგოსილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი :
Santa Farma İlaç San. A.Ş.
Okmeydanı, Boruçiçeği Sokak, No: 16 34382 Şişli-İSTANBUL
ტელ: (+90 212) 220 64 00
ფაქსი: (+90 212) 222 57 59
საერთაშორისო დასახელება - terbinafine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს
საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის_ → სხვა სოკოს
საწინააღმდეგო პრეპარატები
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 0,01გ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 1გ კრემში.
გამოყენების ჩვენება
კანის სოკოვანი ინფექცია, რომელიც გამოწვეულია Trichophyton_ის გვარის
(მაგალითად, T. rubrum, T. mentagrophytes, T. verrucosum, T. violacem),
Microsporum-ის გვარის (მაგალითად, M. canis, M. gypseum) სოკოებით და
Epidermophyton floccosum_ით.
კანის ინფექციები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია Candida_ს გვარის
წარმომადგენელი საფუარი სოკოებით.
ადგილობრივი მკურნალობისათვის ნაირფეროვანი ლიქენის დროს, რომელიც გამოწვეულია
Malassezia furfur_ით.
გამოყენების წესები და დოზირება
კრემი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს ბავშვებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და ინფექციის სიმძიმეზე.
კრემის წასმა
კრემი იდება დღეში ერხელ ან ორჯერ, წინასწარ დაბანილ და გამშრალებულ კანის
უბნებზე. კრემი თხელ ფენად უნდა წაისვას კანის დასნებოვნებულ და მიმდებარე
უბნებში და მსუბუქად შეიზილოს. ინფექციების დროს, რომელსაც ახლავს გამოყელვა
(მკერდქვეშ, თითებს შორის, დუნდულებს შორის, პახის არეში) გამოყენების ადგილებში
შესაძლებელია მარლის საფენის დადება, განსაკუთრებით ღამით. წარმატებული
მკურნალობისათვის საჭიროა ზემოქმედება ინფექციის წყაროზე.
მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობა:
კანის და პახის სოკოვანი დაზიანება (გლუვი კანის ტრიქოფიტია, პახის
ეპიდერმოფიტია) - 1 კვირა
ტერფების მიკოზი (ტერფების ეპიდერმოფიტია) - 1 კვირა
კანის კანდიდოზური დასნებოვნება - 1 კვირა
ნაირფეროვანი ლიქენი - 2 კვირა
კლინიკური სიმპტომების პოზიტიური დინამიკა სოკოვანი ინფექციის დროს,
დამტკიცებულია მიკოლოგიური გამოკვლევით და დგება თერაპიის დაწყებიდან რამოდენიმე
დღის განმავლობაში. არარეგულარულმა გამოკვლევებმა ან/და ადრეულად შეწყვეტილმა
მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს რეციდივი.
თუ გაუმჯობესება არ დგება მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში,
შემოწმებული უნდა იქნას დასმული დიაგნოზის სიზუსტე.
ბავშვები
კრემი ტერბიზილის გამოყენების გამოცდილება 12 წელზე პატარა ბავშვებში შეზღუდულია,
ამიტომ მისი დანიშვნა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის უნდა განხორციელდეს ექიმის
დანიშნულებით.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის
საჭიროა დოზირების განსხვავებული სქემები, ან ის, რომ მათ აღენიშნებათ სხვა სახის
გვერდითი ეფექტები, ვიდრე შედარებით ახალგაზრდა პაციენტებს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა
ტერბინაფინის გამოყენებისას ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებით არ იქნა
აღმოჩენილი ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიკური ეფექტები. ცხოვილებზე ჩატარებულმა
გამოკვლევებმა არ გამოავლინა უარყოფითი ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ტერბინაფინის გამოყენების სარწმუნო კონტროლირებადი კლინიკური გამოკვლევები ორსული
ქალებისათვის არ ჩატარებულა, ამიტომ ტერბინაფინის დანიშვნა არ არის რეკომენდებული
ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს
შესაძლო რისკს.
ლაქტაციის პერიოდი
ტერბინაფინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ადგილობრივი გამოყენებისას
მოსალოდნელია მხოლოდ უმნიშვნელო სისტემური ეფექტი . არ არის რეკომენდებული კრემის
გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. აგრეთვე არ უნდა დაუშვათ ბავშვის კონტაქტი კრემით
დამუშავებული კანის უბნებთან, მკერდის კანის ჩათვლით.
საერთაშორისო დასახელება - terbinafine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს
საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის_ → სხვა სოკოს
საწინააღმდეგო პრეპარატები
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 0,01გ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 1გ კრემში.
გამოყენების ჩვენება
კანის სოკოვანი ინფექცია, რომელიც გამოწვეულია Trichophyton_ის გვარის
(მაგალითად, T. rubrum, T. mentagrophytes, T. verrucosum, T. violacem),
Microsporum-ის გვარის (მაგალითად, M. canis, M. gypseum) სოკოებით და
Epidermophyton floccosum_ით.
კანის ინფექციები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია Candida_ს გვარის
წარმომადგენელი საფუარი სოკოებით.
ადგილობრივი მკურნალობისათვის ნაირფეროვანი ლიქენის დროს, რომელიც გამოწვეულია
Malassezia furfur_ით.
გამოყენების წესები და დოზირება
კრემი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს ბავშვებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და ინფექციის სიმძიმეზე.
კრემის წასმა
კრემი იდება დღეში ერხელ ან ორჯერ, წინასწარ დაბანილ და გამშრალებულ კანის
უბნებზე. კრემი თხელ ფენად უნდა წაისვას კანის დასნებოვნებულ და მიმდებარე
უბნებში და მსუბუქად შეიზილოს. ინფექციების დროს, რომელსაც ახლავს გამოყელვა
(მკერდქვეშ, თითებს შორის, დუნდულებს შორის, პახის არეში) გამოყენების ადგილებში
შესაძლებელია მარლის საფენის დადება, განსაკუთრებით ღამით. წარმატებული
მკურნალობისათვის საჭიროა ზემოქმედება ინფექციის წყაროზე.
მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობა:
კანის და პახის სოკოვანი დაზიანება (გლუვი კანის ტრიქოფიტია, პახის
ეპიდერმოფიტია) - 1 კვირა
ტერფების მიკოზი (ტერფების ეპიდერმოფიტია) - 1 კვირა
კანის კანდიდოზური დასნებოვნება - 1 კვირა
ნაირფეროვანი ლიქენი - 2 კვირა
კლინიკური სიმპტომების პოზიტიური დინამიკა სოკოვანი ინფექციის დროს,
დამტკიცებულია მიკოლოგიური გამოკვლევით და დგება თერაპიის დაწყებიდან რამოდენიმე
დღის განმავლობაში. არარეგულარულმა გამოკვლევებმა ან/და ადრეულად შეწყვეტილმა
მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს რეციდივი.
თუ გაუმჯობესება არ დგება მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში,
შემოწმებული უნდა იქნას დასმული დიაგნოზის სიზუსტე.
ბავშვები
კრემი ტერბიზილის გამოყენების გამოცდილება 12 წელზე პატარა ბავშვებში შეზღუდულია,
ამიტომ მისი დანიშვნა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის უნდა განხორციელდეს ექიმის
დანიშნულებით.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის
საჭიროა დოზირების განსხვავებული სქემები, ან ის, რომ მათ აღენიშნებათ სხვა სახის
გვერდითი ეფექტები, ვიდრე შედარებით ახალგაზრდა პაციენტებს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა
ტერბინაფინის გამოყენებისას ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებით არ იქნა
აღმოჩენილი ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიკური ეფექტები. ცხოვილებზე ჩატარებულმა
გამოკვლევებმა არ გამოავლინა უარყოფითი ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ტერბინაფინის გამოყენების სარწმუნო კონტროლირებადი კლინიკური გამოკვლევები ორსული
ქალებისათვის არ ჩატარებულა, ამიტომ ტერბინაფინის დანიშვნა არ არის რეკომენდებული
ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს
შესაძლო რისკს.
ლაქტაციის პერიოდი
ტერბინაფინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ადგილობრივი გამოყენებისას
მოსალოდნელია მხოლოდ უმნიშვნელო სისტემური ეფექტი . არ არის რეკომენდებული კრემის
გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. აგრეთვე არ უნდა დაუშვათ ბავშვის კონტაქტი კრემით
დამუშავებული კანის უბნებთან, მკერდის კანის ჩათვლით.
ფუნგოსილი****® 250 მგ ტაბლეტი
პერორალური გამოყენებისთვის.
აქტიური ნივთიერება**:** ყოველი ტაბლეტი შეიცავს ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს, რომელიც არის 250მგ ტერბინაფინის ფუძის ექვივალენტური.
შემავსებლები : სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი.
მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ
ბროშურა**,**რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან
ინფორმაციას
• შეინახეთ ბროშურა, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
ამ ბროშურაში შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგი ინფორმაცია**:**
რა არის ფუნგოსილი®და რისთვის გამოიყენება
**2.**ფუნგოსილის მიღებამდე****®
**3.**როგორ მიიღება ფუნგოსილი****®
**4.**შესაძლო გვერდითი ეფექტები
**5.**როგორ ინახება ფუნგოსილი****®
**6.**დამატებითი ინფორმაცია
რა არის ფუნგოსილი®და რისთვის გამოიყენება
ფუნგოსილი® გამოდის ბლისტერულ შეფუთვებში, თითოეულში 14 და 28 ტაბლეტი. ტაბლეტები
არის თეთრი ან ყვითელი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები. ერთ მხარეს
T25 ლოგო ნაზოლით.
ფუნგოსილის® ტაბლეტები შეიცავს აქტიური ინგრედიენტის სახით ტერბინაფინის
ჰიდროქლორიდს და მიეკუთვნება მედიკამენტების სოკოს საწინააღმდეგო კლასს.
ფუნგოსილის® ტაბლეტები გამოიყენება ხელის და ფეხის თითების სოკოვანი ინფექციების
სამკურნალოდ, ასევე საფუარა სოკოების მიერ გამოწვეული კანის ინფექციების
საკმურნალოდ. თავის ქალას, თმის, საზარდულის, ორგანიზმის სხვა ნაწილების
სირსველის სამკურნალოდ. ფუნგოსილის® ტაბლეტები ასევე გამოიყენება ე.წ. ,, ტინეა
პედის'' სამკურნალოდ.
პერორალურად მიღებისას ტერბინაფინი იწვევს პათოლოგიის გამომწვევი სოკოების ზრდის
შეჩერებას ან განადგურებას.
ფუნგოსილის გამოყენებისას საჭირო სიფრთხილე**,თუ:**
• იყენებთ სხვა მედიკამენტებს (იხ. გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად).
• გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება, უჩვეულო დაღლილობა;
კანის და თვალების სიყვითლე; შარდის გამუქება და მკრთალი განავალი (ღვიძლის
პრობლემების ნიშანი). ფუნგოსილით მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი ჩაატარებს
სისხლის ტესტებს ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგისთვის. ანომალური შედეგების
შემთხვევაში შეიძლება ფუნგოსილის შეწყვეტა მოგიწიოთ.
• თუ აღგენიშნებათ გამონაყარი, სიწითლე, ტუჩების, თვალების ან პირის ვეზიკულები,
კანის პრობლემები, როგორიცაა დესქვამაცია, ცხელება (შესაძლოა კანის მწვავე
რეაქციების სიმპტომები), სისხლის სპეციფიური თეთრი უჯრედების მომატება, რაც
იწვევს კანის აქერცვლას (ეოზინოფილია);
• გაგაჩნიათ მასიური ლაქები მოწითალო/მკრთალი/ნაცრისფერი (ფსორიაზი) ან კანის
გამონაყარი, ტკივილი სახსრებში, კუნთების დისკომფორტი ან მაღალი ტემპერატურა
(კანის ან სისტემური წითელი მგლურა).
• თუ გაქვთ დაღლილობა, მოულოდნელი სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან ხშირი ინფექციები
(სისხლის პრობლემების სიმპტომები);
• ამჟამად იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტები, იხ.
პარაგრაფი "გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად". თუ რომელიმე ზემოაღნიშნული
გეხებათ თქვენ ან როდესმე გეხებოდათ მიმართეთ ექიმს.
**ფუნგოსილი****® **საკვებთან და სასმელთან ერთად
ფუნგოსილის® ტაბლეტების მიღება შეიძლება კვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
თქვენი ექიმი განიხილავს ფუნგოსილის ორსულობის დროს გამოყენების შესაძლო რისკს.
თუ ორსულად ხართ ან ორსულობას ეჭვობთ, მიმართეთ ექიმს.
თუ სხვაგვარად არ იქნება დოკუმენტირებული ექიმის მიერ, ფუნგოსილი ორსულობის დროს
არ უნდა გამოიყენოთ.
თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული ფუნგოსილის® მიღება. ამან შეიძლება
ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
თუ ფუნგოსილის® ტაბლეტების მიღებისას გრძნობთ ძილიანობას თავი უნდა შეიკავოთ
ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებისგან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია **ფუნგოსილის****® **ზოგიერთი
შემავსებლის შესახებ
თუ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ფუნგოსილის რომელიმე შემავსებლის მიმართ,
ინგრედიენტებით გამოწვეული გვერდითი რეაქციები ნაკლებსავარაუდოა.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება**:**
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგ საშუალებებს:
• ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების
სამკურნალოდ, ანტიბიოტიკიები (მაგ. რიფამპიცინი)
• კოფეინი
• განწყობის დარღვევის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი
(ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
1A, 1B და 1C კლასის ჩათვლით, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორი ტიპი B და
ანტიდეპრესანტები, როგორიცაა დეზიპრამინი).
• გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (ანტი-არითმული
საშუალებები როგორიცაა პროპაფენონი, ამიოდარონი).
• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკრუნალოდ
(ზოგიერთი ბეტა-ბლოკერი, როგორიცაა მეტოპროლოლი).
• ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ (მაგ.,
ციმეტიდინი)
• სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული გარკვეული მედიკამენტები (მაგ.,
ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი).
• ხველის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ., დექსტრომეტორფანი).
• მედიკამენტი, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება იმუნური
სისტემის კონტროლისთვის , რათა თავიდან იქნას აცილებული ტრანსპლანტირებული
ორგანოების უარყოფა .
• ვარფარინი, სისხლის გამათხელებელი საშუალება.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტის მიღებას.
მოზრდილები:
ნორმალური დოზაა 250მგ ტაბლეტი, დღეში ერთხელ.
ბავშვები:
ფუნგოსილის გამოყენების გამოცდილება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (წონა ჩვეულებრივ
12კგ-ზე ნაკლები) არ არსებობს.
≥ 2 წლის ბავშვებში დოზირების ცვლილება ხდება წონის მიხედვით.
20-40კგ წონის ბავშვებში: 125მგ დღეში ერთხელ (1/2 ტაბლეტი ფუნგოსილი®)
40კგ წონის ბავშვებში: 250მგ დღეში ერთხელ (1 ტაბლეტი ფუნგოსილი®)
როდის მიიღება ფუნგოსილი®?
მედიკამენტი მიიღეთ დღის ერთსა და იმავე დროს, რათა გახსოვდეთ მკურნალობის გეგმა.
რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ფუნგოსილის გამოყენება?
ეს დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, სიმწვავეზე და ადგილზე. ექიმი გეტყვით ზუსტად
რამდენი ხნით უნდა მიიღოთ ტაბლეტები.
ნორმალური მკურნალობის ხანგრძლივობა შემდეგია:
ფეხის სოკოვანი ინფექციებისთვის (თინეა) (ათლეტის ტერფი) ფუნგოსილის ზოგადად
გამოიყენება 2-6 კვირის განმავლობაში.
საზარდულის და ორგანიზმის სხვა ნაწილების სოკოვანი (თინეა) და საფუარა
ინფექციები, ფუნგოსილი ® ჩვეულებრივ გამოიყენება 2-4 კვირის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია ტაბლეტების ყოველდღე მიღება ექიმის მიერ განსაზღვრული
ხანგრძლივობით. ეს უზრუნველყოფს ინფექციის სრულ გაქრობას და მინიმუმამდე იქნება
დასული რეციდივის რისკი.
თმისა და თავის ქალას ინფექციები:
თავის ქალას და თმის სოკოვანი ინფექციებისთვის მკურნალობის ნორმალური
ხანგრძლივობაა 4 კვირა.
ფრჩხილების ინფექციები:
ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები ჩვეულებრივ კანის სოკოვან იფენქციებზე გაცილებით
ნელა იკურნება. ფრჩხილის ინფექციების უმრავლესობისათვის ფუნგოსილის® ტაბლეტები
უნდა გამოიყენონ 6-12 კვირის განმავლობაში.
ხელის თითების ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები:
უმრავლეს შემთხვევებში ადექვატურია მკურნალობის 6 კვირიანი კურსი
ცერა თითის ინფექციები
უმრავლეს შემთხვევებში ადექვატურია მკურნალობის 12 კვირიანი კურსი.
მკურნალობის უფრო დიდი ხანგრძლივობა შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტებში,
რომლებსაც აღენიშნებათ ფრჩხილების არაადექვატური ზრდა. თქვენი ექიმი ამას
თქვენთან ერთად განიხილავს.
გამოყენების სიხშირე და მეთოდი
ფუნგოსილის® ტაბლეტები მიიღება პერორალურად. ფუნგოსილის მიღება შეგიძლიათ
კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი გადაყლაპეთ ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
არსებობს სხვა ნაბიჯები, რომლებსაც უნდა მიმართოთ ინფექციის გაქრობისთვის და
დარწმუნდეთ რომ ის ხელახლა აღარ განვითარდება. მაგალითად, ინფიცირებული ადგილის
მშრალად და გრილად შენახვა, ყოველდღე ტანსაცმლის გამოცვლა, რომელიც პირდაპირ
კონტაქტშია ინფიცირებულ ადგილთან.
ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში**(2-17წლამდე)**
ფუნგოსილის გამოყენება შეიძლება 2 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში და ბავშვებში.
თქვენი ექიმი დოზას შეცვლის ასაკის და წონის მიხედვით.
ფუნგოსილის ტაბლეტები რეკომენდებული არ არის 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან
არ არსებობს ამ ასაკობრივ ჯგუფში კლინიკური გამოცდილება.
გამოყენება ხანდაზმულებში** ≥65 **წელი თუ ხართ 65 წლის და უფროსი ასაკის, შეგიძლიათ ფუნგოსილის იგივე დოზის მიღება, რომელსაც იღებენ ახალგაზრდა ინდივიდები, ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტები უდნა შეფასდნენ ღვიძლის ან თირკმლის დისფუნქციის შესაძლებლობის გათვალისწინებით. უნდა გაითვალისწინონ არსებული ღვიძლის ან თირკლის პრობლემის პოტენციალი ფუნგოსილის ხანდაზმულებში დანიშვნისას.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები ღვიძლის**/**თირკმლის უკმარისობისთვის
თუ გქონდათ ან ამჟამად გაქვთ ღვიძლის ან თირკლის პრობლემები, ფუნგოსილის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მიყევით ამ ინსტრუქციას თუ არ გაქვთ ექიმის სხვანაირი რეკომენდაცია.
ექიმი გეტყვით რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ფუნგოსილი®. არ შეწყვიტოთ მკურნალობა
ნაადრევად, რადგან ფუნგოსილის® შეწყვეტამ შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ფუნგოსილის® ეფექტი მოსალოდნელზე ძლიერი ან სუსტია,
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფუნგოსილი****®
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფუნგოსილი®, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან
საავადმყოფოს. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმრება. ეს აგრეთვე ეხება სხვა
პირებსაც, რომლებმაც შემთხვევით მიიღეს თქვენი წამალი. ფუნგოსილის® დოზის
გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, სისუსტეს,
მუცლის ტკივილს ან თავბრუსხვევას.
რა უნდა გააკეთოთ თუ დაგავიწყდათ ფუნგოსილის მიღება
მიიღეთ მაშინვე როგორც კი გაგახსენდებათ, თუ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილი
არ არის 4 საათზე ნაკლები. ამ შემთხვევაში მოიცადეთ შემდეგი ტაბლეტის მიღებამდე.
შემდეგ მკურნალობა გააგრძელეთ ჩვეული სქემით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა
გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.
შესაძლო ეფექტები ფუნგოსილით მკურნალობის შეწყვეტის
შემდეგ
ფუნგოსილით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს თქვენი მდგომარეობა.
მკურნალობა არ შეწყვიტოთ თუ ეს ექიმმა არ გირჩიათ.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს
და ეძებეთ გადაუდებელი დახმარება**.**
• ფუნგოსილმა შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები, რაც შეიძლება
იყოს მწვავე ძალიან იშვიათ შემთხვევებში.
• აღწერილია სისხლის უჯრედების გარკვეული ტიპის დაქვეითების, აუტოიმუნური
მდგომარეობის (მადგომარეობა, რომელიც მოქმედებს იმუნურ სისტემაზე (მგლურა)) ან
კანის მწვავე რეაქციების შემთხვევები.
• სისხლძარღვების, პანკრეასის ანთება.
ეს წარმოადგენს ძალიან იშვიათ გვერდით ეფექტს.
თუ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, შეიძლება სერიოზული ალერგია გქონდეთ ფუნგოსილის
მიმართ, რაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.
გვერდითი ეფექტები იშვიათად ვითარდება.
შეწყვიტეთ ტაბლეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ რომელიმე
შემდეგ სიმპტომს:
• აუხსნელი გახანგრძლივებული გულისრევა, კუჭის პრობლემები, მადის დაკარგვა,
ანომალური დაღლილობა ან სისუსტე.
• კანის და თვალების გაყვითლება. უჩვეულოდ მუქი შარდი ან ღია განავალი (ეს
შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის პრობლემებზე).
• ცხელება, წვა, ყელის სიმშრალე ან ორალური წყლულები და დაღლილობა ინექციების ან
ინფექციების მომატებული სიხშირის გამო.
• მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (სისხლის გარკვეული ტიპი უჯრედების
მდგომარეობის შესაძლო ნიშნები).
• სუნთქვის გაძნებელა, ძილიანობა, შეშუპება განსაკუთრებით სახეზე და ყელზე,
ალები, მაღალი ცხელება ან ლიმფური კვანძების შეშუპება/გადიდება (მწვავე ალერგიული
რეაქციების შესაძლო ნიშნები)
• სიმპტომები როგორიცაა გამონაყარი, ცხელება, ქავილი, დაღლილობა ან თუ შენიშნავთ
იისფერი ლაქების არსებობას კანის ზედაპირის ქვეშ (სისხლძარღვების ანთების
ნიშნები).
• კანის გამონაყარი ან სიწითლე, ტუჩების, თვალების ან პირის ღრუს ბუშტუკები,
კანის აქერცვლა და ცხელება.
• კუჭის ზედა ნაწილის მწვავე ტკივილი, რომელიც ვრცელდება ზურგისკენ (პანკრეასის
შესაძლო ნიშნები).
• კუნთების მოულოდნელი სისუსტე ან ტკივილი, ან მუქი (წითელი-ყავისფერი) შარდი
(კუნთების უჯრედების შესაძლო დაშლა).
ეს ყველა სერიოზული გვერდითი ეფექტია და საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას.
მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგს**:**
გვერდითი ეფექტების სიხშირე კატეგორიზებულია შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი**:**
ხშირი:
ნაკლებად ხშირი**:**
იშვიათი:
ძალიან იშვიათი:
სიხშირე უცნობია:
≥ 1/10 პაციენტი
< 1/10 და ≥ 1/100 პაციენტი
< 1/100 და≥ 1/1000 პაციენტი < 1/1000 პაციენტი
< 1/10000 პაციენტი ვითარდება ძალიან მცირე რაოდენობით პაციენტში, სიხშირის
ანალიზი.
ძალიან ხშირი**:**
თავის ტკივილი
გულისრევა
მუცლის მსუბუქი ტკივილი
გულძმარვა საკვების მიღების შემდეგ
დიარეა
შებერილობა ან ნაწლავში აირები
მადის დაკარგვა
გამონაყარი (ქავილი)
სახსრების და კუნთების ტკივილი
ხშირი :
განწყობის დარღვევა (დეპრესია)
გემოს ცვლილება/ დაკარგვა
თავბრუსხვევა
მხედველობის დარღვევები
დაღლილობა
ნაკლებად ხშირი
ანომალურად მკრთალი კანი , ლორწოვანის ან ფრჩხილების
უჩვეულო დაღლილობა, სისუსტე ან სუნთქვის უკმარისობა ფიზიკურად დატვირთვის დროს
(სისხლის წითელ უჯრედებზე გავლენის შესაძლო ნიშნები )
შფოთვა
-კანის ჩხვლეტა, დაბუჟება ან შეხების შეგრძნების დაქვეითება, მზის სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა.
ანომალური სმენა,
მაღალი ცხელება
წონაში კლება
იშვიათი
თვალების და კანის მოყვითალო შეფერილობა (ღვიძლის პრობლემები, ღვიძლის ანომალური
ფუნქციური ტესტები.)
ძალიან იშვიათი:
სისხლის გარკვეული უჯრედების დაქვეითებული რაოდენობა
მგლურა (იმუნური სისტემის დარღვევა)
კანის მწვავე რეაქციები
ალერგიული რეაქციები
ფსორიაზის მსგავსი კანის გამონაყარი (მარგალიტისფერი-ნაცრისფერი გამონაყარი)
ფსორიაზის გაუარესება
კანის აქერცვლა
თმის ცვენა
აღწერილია შემდეგი გვერდითი ეფექტები
მწვავე ალერგიული რეაქციები ან ინფექციები
სისხლის უჯრედების ანთება
ყნოსვის შეგრძნების დარღვევა (მაგ., ყნოსვის შეგრძნების პერმანენტული
დაქვეითება).
ყნოსვის შეგრძნების დაქვეითება
მხედველობის დაბინდვა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება
პანკრეასის მწვავე ანთება
კანის გამონაყარი, რაც გამოწვეულია სისხლის თეთრი უჯრედების სპეციფიური ტიპის
რაოდენობის მომატებით.
გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგ., დაღლილობა, წვა, ყელის სიმშრალე, სახსრების და
კუნთების ტკივილი)
კუნთის ენზიმის მომატებული კონცენტრაცია (კრეატინ ფოსფოკინაზა).
თუ აღგენიშნებათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის,
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეამოწმეთ ვარგისობის ვადა შეფუთვაზე
არ გამოიყენოთ ფუნგოსილი® შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის
შემდეგ.
თუ შენიშნავთ პროდუქტის და/ან მისი შეფუთვის დაზიანებას, ფუნგოსილი® არ გამოიყენოთ
გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი :
Santa Farma İlaç San. A.Ş.
Okmeydanı, Boruçiçeği Sokak,
No: 16 34382
Şişli-İSTANBUL
ტელ: (+90 212) 220 64 00
ფაქსი: (+90 212) 222 57 59
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით