ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
ექსოპინი
ექსოპინი 4000 ანტი-Xa სე/ 0.4 მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცებში
კანქვეშ ან ვენაში ინექციით შესაყვანად.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 40მგ ნატრიუმის
ენოქსაპარინს, რაც 4000 ანტი-Xa სე-ს ექვივალენტია.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
ექსოპინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 40მგ ნატრიუმის ენოქსაპარინს 0.4 მლ-ში. 1
მლ სტერილური ხსნარი შეიცავს 10000 ანტი-Xa სე-ს, რომელიც 100 მგ ნატრიუმის
ენოქსაპარინის ექვივალენტურია. 1მგ (0.01 მლ) ნატრიუმის ენოქსაპარინი შეესაბამება
დაახლოებით 100 ანტი-Xa სე-ს.
ნატრიუმის ენოქსაპარინი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მიიღება ღორის ნაწლავის
ლორწოვანიდან მიღებული ჰეპარინის ბენზილესტერის ტუტე დეპოლიმერიზაციით.
ექსოპინი - 40მგ ნატრიუმის ენოქსაპარინის ეკვივალენტურია. პრეპარატის კოლოფში
მოთავსებულია 2 წინასწარ შევსებული შპრიცი 0,4 მლ ტევადობით.
ექსოპინი მიეკუთვნება დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინების ჯგუფს. ეს საშუალებები
გამოიყენება არასასურველი სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად და/ან
ვენებში არსებული თრომბების სამკურნალოდ.
პროდუქტი ბიოანალოგიურია.
ფარმაკოდინამიკა
In vitro, ნატრიუმის ენოქსაპარინს გააჩნია მაღალი აქტივობა სისხლის შედედების
ანტი- Xa ფაქტორის მიმართ (ანტი-Xa აქტივობა დაახლოებით 100 სე/მლ) და დაბალი
აქტივობა შედედების IIa ფაქტორის მიმართ (ანტი-IIa ან ანტითრომბინული აქტივობა
დაახლოებით 28 სე/მლ). ანტი-Xa/IIa აქტივობის გარდა, როგორც ადამიანების, ასევე
ცხოველების მოდელებზე, გამოვლენილია ნატრიუმის ენოქსაპარინის დამატებითი
ანტიკოაგულანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც მოიცავს შედედების
სხვა ფაქტორების, როგორიცაა VIIa ფაქტორი, AT–III-დამოკიდებულ ინჰიბირებას;
ქსოვილოვანი ფაქტორის ინჰიბიტორის გამოთავისუფლების აქტივაციას; ასევე,
სისხლძარღვების ენდოთელიუმიდან სისხლის მიმოქცევაში ვილებრანდის ფაქტორის
გამოთავისუფლების დაქვეითებას. მთლიანობაში ყოველივე ეს უზრუნველყოფს ნატრიუმის
ენოქსაპარინის ანტიკოაგულაციურ ეფექტს.
პროფილაქტიკური დოზებით გამოყენებისას ნატრიუმის ენოქსაპარინი უმნიშვნელოდ ცვლის
აქტივირებულ პარციალურ თრომბოპლასტინის დროს (აპთდ), პრაქტიკულად ზეგავლენას არ
ახდენს თრომბოციტების აგრეგაციაზე და თრომბოციტების რეცეპტორებთან ფიბრინოგენის
შეკავშირების ხარისხზე.
პლაზმის საშუალო მაქსიმალური ანტი-Xa აქტიურობა აღინიშნება პრეპარატის კანქვეშ
შეყვანიდან დაახლოებით 3-5 საათის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
თერაპიული დოზებით გამოყენებისას, ნატრიუმის ენოქსაპარინის ფარმაკოკინეტიკა
წრფივი ხასიათისაა. პაციენტების ჯგუფებს შორისი და შიდა ვერიაბელობა დაბალია.
ნატრიუმის ენოქსაპარინის კანქვეშ შეყვანისას ანტი-Xa აქტივობის მიხედვით
შეფასებული ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%-ია.
ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტი-Xa განაწილების მოცულობა დაახლოებით 5 ლ-ს
შეადგენს, რაც მიახლოებულია საერთო სისხლის მოცულობასთან.
ნატრიუმის ენოქსაპარინი წარმოადგენს პრეპარატს დაბალი კლირენსით. სხეულის მასაზე
1,5 მგ/კგ დოზით ი/ვ შეყვანისას 6 საათის განმავლობაში, პლაზმაში ანტი-Xa
კლირენსის საშუალო მნიშვნელობა 0,74 ლ/სთ-ს შეადგენს.
ნატრიუმის ენოქსაპარინი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში დესულფატირების და/ან
დეპოლიმერიზაციის გზით, ძალიან დაბალი ბიოლოგიური აქტიურობის მქონე
დაბალმოლეკულური ნივთიერებების წარმოქმნით.
პრეპარატის გამოყოფა მონოფაზური ხასიათისაა, ნახევრად გამოყოფის პერიოდით (T½)
4სთ (ერთჯერადად კანქვეშ შეყვანის შემდეგ) და 7 სთ (პრეპარატის მრავალჯერადი
შეყვანის შემდეგ).
პრეპარატის აქტიური ფრაგმენტების თირკმელებით გამოყოფა შეადგენს შეყვანილი დოზის
დაახლოებით 10%-ს; აქტიური და არააქტიური ფრაგმენტების საერთო ექსკრეცია შეადგენს
შეყვანილი დოზის დაახლოებით 40%-ს.
ჩვენებები
– ზოგადი ქირურგიული ჩარევის ან ორთოპედიული ქირურგიული ჩარევის შემდეგ ვენური
თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება;
– ვენურ სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან აცილება მწვავე
დაავადებების დროს (როგორიცაა, გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა,
ინფექციები და რევმატული დაავადებები) და მწოლიარე პაციენტებში;
– კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა ღრმა ვენური თრომბოზი
(ძირითადად ვითარდება ქვედა კიდურების ვენური შეგუბებითი თრომბით, ფილტვის
სისხლძარღვებში თრომბული ბლოკირების მიუხედავად);
– არასტაბილური სტენოკარდიის და გარკვეული ტიპის გულის შეტევის (არა Q-ტალღოვანი
მიოკარდიუმის ინფარქტი) მკურნალობა, მიიღება ასპირინთან ერთად;
– თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება დიალიზის დროს (დიალიზი პროცედურაა, რომლის
დროსაც პაციენტის სისხლი იწმინდება სპეციალურ აპარატში გავლით გარკვეული
ინტერვალებით, როდესაც თირკმელები ვერ ასრულებს სისხლის გამწმენდ ფუნქციას)
აპარატის მილებში სისხლის დინებისას;
- კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა ST სეგმენტის ელევაციით
მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (STEMI), რომელიც ვლინდება ეკგ-ზე ST
სეგმენტის გაზრდით და გამოწვეულია გულის კუნთში სისხლნაკლებობით (პრეპარატის
დანიშვნა შესაძლოა საჭირო გახდეს მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულია სამედიცინო
მკურნალობა ან პერკუტანული კორონარული ინტერვენცია [PCI]).
უკუჩვენებები
– ალერგია ნატრიუმის ენოქსაპარინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის
მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის
გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება;
– ალერგია ჰეპარინის ან სხვა დაბალმოლეკულური მასის ჰეპარინის წარმოებულების
მიმართ, როგორიცაა ნადროპარინი, ტინზაპარინი ან დალტეპარინი;
– ბოლო 100 დღის განმავლობაში გამოვლენილი რეაქცია ჰეპარინზე (როგორიცაა
ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია), რომლის ნიშანია თრომბოციტების რაოდენობის
მკვეთრი შემცირება;
– სისხლში ენოქსაპარინის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა;
– ძლიერი სისხლდენა ან მდგომარეობა სისხლდენის მაღალი რისკით (როგორიცაა კუჭის
წყლული, ტვინზე ან თვალებზე ცოტა ხნის ჩატარებული ოპერაცია) და სისხლდენით
გამოწვეული ინსულტი ბოლო პერიოდში;
– სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია ან წელის პუნქცია ბოლო 24 საათის
განმავლობაში.
განსაკუთრებული სიფრთხილე
ექსოპინი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა პრეპარატების ნაცვლად, რომლებიც
მიეკუთვნება დაბალმოლეკულური მასის ჰეპარინების ჯგუფს, რადგან ისინი ზუსტად იგივე
არ არის და არ აქვთ იგივე აქტივობა და გამოყენების ინსტრუქციები.
ექსოპინის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რომელიმე ქვემოთ
ჩამოთვლილი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში.
– გულის სარქველის მექანიკური პროთეზი, განსაკუთრებით ორსულ ქალებში შეიძლება
არსებობდეს თრომბოემბოლიის რისკი;
– ენდოკარდიტი (გულის შიდა გარსის ინფექცია);
– აქტიური ან ცოტა ხნის წინ გადატანილი კუჭის წყლული;
– თირკმელების პრობლემები ან თირკმლის უკმარისობა;
– ღვიძლის პრობლემები ან ღვიძლის უკმარისობა;
– ადრე გადატანილი ინსულტი;
– მაღალი არტერიული წნევა;
– დიაბეტი ან დიაბეტით გამოწვეული თვალის პრობლემები (დიაბეტური რეტინოპათია);
– ცოტა ხნის წინ გადატანილი ოპერაცია თვალებზე ან ტვინზე;
– ხანდაზმული ასაკი (65 წლის ზემოთ) და განსაკუთრებით 75 წლის ზემოთ ასაკი;
– ნორმაზე ნაკლები სხეულის წონა ან ჭარბი წონა;
– სისხლში კალიუმის მაღალი დონე (შეიძლება შემოწმდეს სისხლის ანალიზით);
– კოაგულაციის დარღვევა (ჰემოსტაზი) გაზრდილი სისხლდენით და მძიმე ჰიპერტენზიით;
– იმავდროული მკურნალობა მედიკამენტებით, რომლებიც გავლენას ახდენს ორგანიზმში
სისხლდენის პრევენციის მექანიზმებზე (მათი გავლენით შეიძლება შეიცვალოს
პრეპარატის მოქმედება ან ექსოპინმა შეიძლება შეცვალოს ამ მედიკამენტების
მოქმედება);
– ექსოპინით მკურნალობისას საანესთეზიო საშუალების გამოყენების საჭიროება
(სპინალური ან ეპიდურული, საანესთეზიო საშუალება შეჰყავთ ნემსით ზურგის ტვინის
გარშემო წელის მიდამოში) (არის შემთხვევები, როდესაც აღინიშნა ხანგრძლივი დამბლა
ან მუდმივი დამბლა). პაციენტებში, რომლებსაც უკეთდებათ სპინალური ლუმბარული
პუნქცია, სპინალური ანესთეზია ან ეპიდურული ანესთეზია, დაბალმოლეკულური მასის
ჰეპარინის ინექციასა და სპინალური/ეპიდურული კათეტერის ან ნემსის მოთავსებას ან
ამოღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 12 საათი პროფილაქტიკური დოზისთვის
და 24 საათი თერაპიული დოზებისთვის. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში
შესაძლოა განხილულ იქნას დროის ინტერვალის გაზრდა. აუცილებელია პაციენტთა ხშირი
მონიტორინგი ნევროლოგიური დარღვევების ნიშნებსა და სიმპტომებზე. ნევროლოგიური
რისკის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი მკურნალობა. გარდა ამისა,
ხერხემლის პრობლემის მქონე და ხერხემალზე ოპერაციაგადატანილი პაციენტები
საჭიროებენ ექიმის დამატებით კონსულტაციას;
– კანის ნეკროზი ან კანის ვენური სისხლძარღვების ანთება (კანის ვასკულიტი). ასეთ
შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს;
– ჰეპარინის გამოყენებასთან დაკავშირებული თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი
ვარდნა;
– კორონარულ არტერიებში თრომბის მოცილებისა და სისხლის ნაკადის აღდგენის მიზნით
ჩატარებული პერკუტანული კორონარული ოპერაცია.
ქირურგიული ჩარევის ან ანესთეზიის საჭიროებისას, აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს,
რომ იყენებთ ექსოპინს. ექიმმა შეიძლება შეცვალოს მედიკამენტური მკურნალობა.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე და მისი გამოყენების დროს პერიოდულად შეიძლება
საჭირო გახდეს სისხლის ანალიზი სისხლის შემადედებელი უჯრედების (თრომბოციტების)
და კალიუმის დონის შემოწმების მიზნით.
ყველა სხვა თერაპიული ცილის ანალოგიურად, ექსოპინის შემთხვევაშიც არსებობს
პოტენციური იმუნოგენურობის რისკი.
ექსოპინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებთან და სასმელებთან ექსოპინის ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, ამ პრეპარატის
გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
– ორსულობის დროს ეს პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ექიმი ამის აუცილებლობას განსაზღვრავს.
– ქალებში, რომლებსაც გულის სარქველების მექანიკური პროთეზი აქვთ, არსებობს
ორსულობის დროს სისხლის შედედების (თრომბოემბოლიის) განვითარების მაღალი რისკი.
ექიმმა ეს საკითხი პაციენტთან ერთად უნდა განიხილოს.
თუ მკურნალობის დროს პაციენტი შეამჩნევს, რომ ორსულად არის, დაუყოვნებლივ უნდა
მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ან გეგმავს ძუძუთი კვებას, ექსოპინის გამოყენებამდე
კონსულტაციისთის უნდა მიმართოს ექიმს.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ინფორმაცია ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის
შესახებ ცნობილი არ არის.
დამხმარე ნივთიერების შესახებ
ექსოპინი არ შეიცავს რაიმე დამხმარე ნივთიერებას, რომელიც საჭიროებს
გაფრთხილებას.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებს ან შეიძლება გამოიყენოს
ან ცოტა ხნის წინ იყენებდა სხვა მედიკამენტებს.
რეკომენდებულია, ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობამდე შეწყდეს იმ
მედიკამენტების მიღება, რომლებიც სისხლის შედედებაზე ახდენს გავლენას, თუ ისინი
არსებითად საჭირო არ არის მკურნალობისთვის. ასეთი საშუალებებია:
– სისხლის გამათხელებელი (როგორიცაა ასპირინი, დიპირიდამოლი) ან მედიკამენტები,
რომლებიც აფერხებს სისხლის შედედებას (მაგ. ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა,
ტენექტეპლაზა, უროკინაზა, ვარფარინი);
– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (როგორიცაა იბუპროფენი,
დიკლოფენაკი, კეტოროლაკი), რომლებიც გამოიყენება სახსრებთან დაკავშირებული
ანთებითი დაავადების დროს, ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ;
– დექსტრანი 40, საინექციო;
– ტიკლოპიდინი და კლოპიდოგრელი (გამოიყენება სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ,
თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას);
– გლიკოპროტეინი IIb/IIIa ინჰიბიტორების შემცველი მედიკამენტები;
– სისტემური გლუკოკორტიკოიდები (მაგალითად, პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი),
რომლებიც გამოიყენება ასთმის, რევმატოიდული ართრიტის და სხვა მდგომარეობების
სამკურნალოდ;
– ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა დივალპროექსი, ვალპროის მჟავა;
– დიურეტიკები, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი (ექსოპინთან
ერთად ამ პრეპარატების გამოიყენებამ შესაძლოა სისხლში კალიუმის დონის მომატება
გამოიწვიოს);
– პლიკამიცინი (გამოიყენება მომატებული კალციუმის და კიბოს სამკურნალოდ),
სულფინპირაზონი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ).
ექსოპინით მკურნალობის პერიოდში, სხვა მედიკამენტის გამოყენების საჭიროების
შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
თუ პაციენტი იყენებს ან ცოტა ხნის წინ იყენებდა რომელიმე სარეცეპტო ან რეცეპტის
გარეშე გასაცემ პრეპარატს, საჭიროა აცნობოს ამის თაობაზე ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი
სხვადასხვა დანიშნულების ტიპის მიხედვით ექსოპინის დოზირება განსხვავებულია.
სისხლში არსებული თრომბების მკურნალობა
– ჩვეულებრივი დოზაა სხეულის წონის 1 კილოგრამზე 150 სე (1,5 მგ) დღეში ან
სხეულის წონის 1 კილოგრამზე 100 სე/მგ (1 მგ) ორჯერ დღეში.
– ექსოპინით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
სისხლში თრომბის წარმოქმნის შეჩერება შემდეგ სიტუაციებში
ქირურგიული ჩარევა ან ავადმყოფობის გამო შეზღუდული მობილობის პერიოდი
– დოზა დამოკიდებულია თრომბის განვითარების ალბათობის ხარისხზე – 2000 სე (20 მგ)
ან 4000 სე (40 მგ) ექსოპინი ყოველდღიურად.
– ქირურგიული ჩარევა - პირველი ინექცია ჩვეულებრივ კეთდება ოპერაციამდე 2 საათით
ან 12 საათით ადრე.
– მობილობის შეზღუდვით ავადმყოფობისას 4000 სე (40 მგ) ექსოპინის ინექცია
ყოველდღიურად.

გულის შეტევის შემდეგ
– ექსოპინი შეიძლება გამოყენებული იყოს გულის შეტევის ორი სხვადასხვა ტიპის დროს:
STEMI (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით) ან არა-STEMI
(NSTEMI). ექსოპინის დოზა დამოკიდებულია ასაკზე და გულის შეტევის ტიპზე.
გულის შეტევა არა-ST სეგმენტის ელევაციით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ტიპი:
– ჩვეულებრივი დოზაა სხეულის 1კილოგრამ სხეულის წონაზე 100 სე (1 მგ) ყოველ 12
საათში.
– ექიმის დანიშნულებით გამოიყენება ასპირინიც (აცეტილსალიცილის მჟავა).

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით, 75 წლამდე ასაკის
პაციენტებში:
– ექსოპინის საწყისი დოზაა 3000 სე (30 მგ) ინექციის სახით ვენაში.
– იმავდროულად კეთდება ექსოპინი კანის ქვეშ ინექციის სახით (კანქვეშა ინექცია).
ჩვეულებრივი დოზაა სხეულის წონის 1კილოგრამზე 100 სე (1 მგ), ყოველ 12 საათში.
– ექიმის მიერ ინიშნება ასპირინიც (აცეტილსალიცილის მჟავას).

STEMI ტიპის გულის შეტევა 75 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტებში:
– ჩვეულებრივი დოზაა სხეულის წონის 1 კილოგრამზე 75 სე (0.75 მგ) ყოველ 12
საათში.
– პირველი ორი ინექციისთვის გამოყენებული ექსოპინის მაქსიმალური რაოდენობაა 7500
სე (75 მგ).

პაციენტებისთვის, რომლებსაც ჩატარებული აქვთ პერკუტანული კორონარული ინტერვენცია
(PCI):
– იმის მიხედვით, თუ როდის იქნა ბოლოს ექსოპინი გამოყენებული, ექიმმა შეიძლება
გადაწყვიტოს ექსოპინის დამატებითი დოზის გამოყენება პერკუტანული კორონარული
ინტერვენციის ოპერაციამდე. პრეპარატის შეყვანა ხდება ვენაში ინექციით.
დიალიზის აპარატის მილებში სისხლის კოლტების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ
– ჩვეულებრივი დოზაა სხეულის წონის 1 კილოგრამზე 100 სე (1 მგ).
– დიალიზის სესიის დაწყებისას ექსოპინი ემატება ორგანიზმიდან გამომავალ
(არტერიული ხაზი) მილს. ეს რაოდენობა ჩვეულებრივ საკმარისია 4 საათიანი
სეანსისთვის. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს დამატებითი დოზა სხეულის წონის 1
კილოგრამზე 50 სე-დან 100 სე-მდე (0,5-დან 1 მგ-მდე).
შეყვანის გზა და მეთოდი
ექსოპინი ინიშნება კანქვეშა ინექციის სახით.
ექსოპინის შეყვანა კუნთში არ შეიძლება.
ექსოპინის შეყვანა შესაძლებელია აგრეთვე ვენაში გულის შეტევის ან ოპერაციის
შემდეგ.
დიალიზის სეანსის დაწყებისას, ექსოპინი შეიძლება დაემატოს ორგანიზმიდან გამომავალ
მილში (არტერიული ხაზი).
საავადმყოფოს პირობებში, ექსოპინის ინექციას აკეთებს ექიმი ან ექთანი.
მკურნალობის გაგრძელების მიზნით შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტმა თვითონ
გაიკეთოს ინექციები სახლის პირობებში. ინექცია სახლის პირობებში უნდა გაკეთდეს
ექიმის ან ექთნის მიერ ახსნილი ინსტრუქციის მიხედვით.
კანქვეშა ინექციისა სათანადო წესის დაცვა მნიშვნელოვანია ინექციის ადგილზე
სისხლჩაქცევებისა და ტკივილის შესამცირებლად.
ექსოპინის ინექციის გაკეთება
ექსოპინის ინექცია უნდა გაკეთდეს კანქვეშ მუცლის არეში.
არ შეიყვანოთ ექსოპინი კუნთში ინექციით. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევა
კუნთში.
კანი ნაზად მოაქციეთ თითებს შორის და დაიჭირეთ მთელი ინექციის დროს. ამგვარად
პრეპარატის შეყვანა მოხდება ცხიმოვან ქსოვილში მუცლის კანზე და არა კუნთში.
საინექციო ადგილი უნდა იყოს მინიმუმ 5 სანტიმეტრის დაშორებით ჭიპიდან
გვერდებისკენ, მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.
ინექციის ადგილის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს:
– ინექციის ადგილი ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს;
– არ უნდა იყოს ძალიან ახლოს ჭიპთან ან არსებულ ნაწიბურებთან და
სისხლჩაქცევებთან;
– ინექციის ადგილი უნდა მონაცვლეობდეს მუცლის მარცხენა და მარჯვენა მხარეებს
შორის;
– პერიოდულად საჭიროა საინექციო უბნის დათვალერება, რათა შემოწმდეს ბოლო ინექციამ
გამოიწვია თუ არა რაიმე სიწითლე, ტკივილი, შეშუპება, კანის ფერის შეცვლა,
გამონადენი, ანთებითი ან კანის რეაქცია. რომელიმე მათგანის აღნიშვნის
შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს.
ექსოპინის კანქვეშა ინექციის გაკეთება პაციენტის მიერ
არ შეურიოთ ექსოპინი სხვა საინექციო სითხეს.
მიჰყევით ქვემოთ მოცემულ საფეხურებს:
1. დაიბანეთ ხელები და ინექციის გასაკეთებელი ადგილი საპნით და შეაშრეთ.
2. დაჯექით ან დაწექით კომფორტულ მდგომარეობაში. დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ
დაინახოთ და მიწვდეთ იმ ადგილს, სადაც აპირებთ ინექციის გაკეთებას. შეგიძლიათ
დაწვეთ დივანზე ან საწოლზე წამოწეულ მდგომარეობაში ბალიშის გამოყენებით.
3. აირჩიეთ ადგილი მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, რომელიც უნდა იყოს
მინიმუმ 5 სანტიმეტრის დაშორებით ჭიპიდან გვერდებისკენ.
არ დაგავიწყდეთ:
ინექცია უნდა გაიკეთოთ მუცლიდან ან არსებული სისხლჩაქცევებისგან ან
ნაწიბურებისგან მინიმუმ 5 სანტიმეტრის დაშორებით. მუცელზე ინექციის ადგილი უნდა
შეცვალოთ მარცხენა და მარჯვენა მხარეთა შორის.
4. ექსოპინის შპრიცს მოხსენით ნემსის თავსახური. თავსახური შეგიძლიათ გადააგდოთ.
შპრიცი სავსეა და მზადაა გამოსაყენებლად.
ინექციის გაკეთებამდე ჰაერის ბუშტუკების გამოსადევნად დგუშს არ დააჭიროთ, რადგან
ამან შეიძლება პრეპარატის დაკარგვა გამოიწვიოს. თავსახურის მოხსნის შემდეგ,
დარწმუნდით, რომ ნემსი არაფერს ეხება, რათა სტერილურობა შენარჩუნებული იყოს.
5. აიღეთ და დაიჭირეთ შპრიცი ერთ ხელში, ისე როგორც კალამი და მეორე ხელით,
საჩვენებელი და ცერა თითებით, ნაზად მოუჭირეთ კანს ისე, რომ წარმოქმნას კანის
ნაკეცი.
წარმოქმნილ კანის ნაკეცს ხელი არ გაუშვათ ინექციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
6. შეიყვანეთ ნემსი მთელ სიგრძეზე კანის ნაკეცში (ვერტიკალურად 90° კუთხით).
7. დააწექით შპრიცის დგუშს ცერა თითით. ამ გზით მოხდება პრეპარატის შეყვანა
მუცლის ცხიმოვან ქსოვილში. ინექციის გაკეთების განმავლობაში კანის ნაკეცს ხელი არ
გაუშვათ.
8. ინექციის ადგილიდან ნემსი ამოიღეთ მისი პირდაპირ ამოქაჩვით. ამის შემდეგ
შეგიძლიათ ხელი გაუშვათ კანის ნაკეცს.
სისხლჩაქცევების თავიდან ასაცილებლად, ინექციის შემდეგ არ დაზილოთ ინექციის
ადგილი.
9. გამოყენებული შპრიცი უსაფრთხოდ მოათავსეთ კონტეინერში. მჭიდროდ დახურეთ
კონტეინერის სახურავი და კონტეინერი მოათავსეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ ჩააგდოთ ურნაში, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის გამოიყენება.
ანტიკოაგულანტური მკურნალობის შეცვლა
• ექსოპინიდან სისხლის გამათხელებლებზე გადასვლა, როგორიცაა ვიტამინი K-ს
ანტაგონისტები (მაგალითად, ვარფარინი)
ექიმის მოთხოვნით ტარდება სისხლის ანალიზი საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების
(INR) განსასაზღვრავად და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება თუ როდის უნდა
შეწყვიტოთ ექსოპინით მკურნალობა.
• სისხლის გამათხელებლებიდან - ვიტამინი K-ს ანტაგონისტებიდან (მაგალითად
ვარფარინი) გადასვლა ექსოპინზე
K ვიტამინის ანტაგონისტის მიღება უნდა შეწყდეს. ექიმის მოთხოვნით ტარდება სისხლის
ანალიზი საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) განსასაზღვრავად და ამის
მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება, როდის უნდა დაიწყოს ექსოპინის მიღება.
• ექსოპინიდან პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტით მკურნალობაზე გადასვლა
ექსოპინის მიღება უნდა შეწყდეს. პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტის მიღება
უნდა დაიწყოს მომდევნო ინექციის გაკეთებამდე 0-2 საათით ადრე, შემდეგ გაგრძელდეს
ჩვეულებრივად.
• პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტით მკურნალობიდან გადასვლა ექსოპინზე
პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტის მიღება უნდა შეწყდეს. ექსოპინით მკურნალობა
არ უნდა დაიწყოს, ვიდრე არ გავა 12 საათი პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტის
საბოლოო დოზის მიღების შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში შეფასებული არ არის. რეკომენდებული არ არის
ბავშვებში გამოყენება.
გამოყენება ხანდაზმულებში
75 წელზე მეტი ასაკის და ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის
ინფარქტით დიაგნოსტირებულ პირებში, რეკომენდირებული არ არის პრეპარატის ვენაში
შეყვანა მკურნალობის დასაწყისში.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები
თირკმლის უკმარისობა
თირკმელების პრობლემების შემთხვევაში, გამოკვლევების საფუძველზე ექიმი
განსაზღვრავს მკურნალობის შესაბამის დოზას.
ღვიძლის უკმარისობა
სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ექსოპინის ძალიან ძლიერი ან სუსტი ეფექტის შთაბეჭდილების შემთხვევაში, პაციენტმა
უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
საჭიროზე მეტი დოზით ექსოპინის მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
თუ ბავშვმა შემთხვევით ინექციით გაიკეთა ან გადაყლაპა ექსოპინი, სასწრაფოდ
გადაიყვანეთ საავადმყოფოში.
ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას სათანადო მკურნალობის შესახებ.
დოზის გამოტოვება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.
თუ დაგავიწყდათ დოზის გაკეთება, გაიკეთეთ როგორც კი გაგახსენდებათ. იმავე დღეს არ
გაიკეთოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. ინექციები, რომლებსაც
ყოველდღიურად იკეთებთ, შეგიძლიათ ჩაიწეროთ, რათა თავიდან აიცილოთ დოზის
გამოტოვება და საჭიროზე მეტის მიღება.
მკურნალობის შეწყვეტა
ექიმის თანხმობის გარეშე ექსოპინის ინექციების შეწყვეტის შემთხვევაში, დამცავი და
თერაპიული ეფექტი შეიძლება გაქრეს. შესაძლოა განვითარდეს ზოგიერთი დარღვევა,
რომელიც უკავშირდება ვენებში თრომბის წარმოქმნას.
გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ექსოპინის შემცველი ნივთიერებების მიმართ
მგრძნობიარე ადამიანებში, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები.
თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, შეწყვიტეთ ექსოპინის
გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს
სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ასეთი სიმპტომებია:
მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები (სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, პირის ღრუს,
ყელის ან თვალების შეშუპება). ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ ექსოპინის გამოყენება
და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს.
ყველა ეს მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
რომელიმე ასეთი რეაქციის განვითარება ნიშნავს, რომ ადგილი აქვს ექსოპინის მიმართ
მძიმე ალერგიას. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან
ჰოსპიტალიზაცია.
სხვა ანალოგიური პრეპარატების მსგავსად (სისხლის შედედების შესამცირებელი
მედიკამენტები), ექსოპინმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მათ შორის შესაძლოა
სიცოცხლისთვის საშიში. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება არ იყოს აშკარა.
რაიმე სისხლდენითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც თავისთავად არ ჩერდება, ან
ჭარბი სისხლდენის ნიშნებისას (განსაკუთრებული სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე,
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება), დაუყოვნებლივ მიმართეთ
ექიმს.
ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს პაციენტის დაკვირვების ქვეშ ყოფნა ან პრეპარატის
შეცვლა.
თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
• თრომბის მიერ სისხლძარღვის ბლოკირების რაიმე ნიშანი, როგორიცაა:
- კრუნჩხვითი ტკივილი, სიწითლე, სითბოს შეგრძნება ან შეშუპება ერთ-ერთ ფეხში,
რაც ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომებია;
- სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის არეში ტკივილი, სისუსტე ან სისხლიანი ხველა,
რაც ფილტვის ემბოლიის სიმპტომებია;
• ტკივილით მიმდინარე გამონაყარი კანქვეშ მუქი წითელი ლაქებით, რომლებიც არ ქრება
მათზე ზეწოლის დროს.
ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლის ანალიზის ჩატარება თრომბოციტების რაოდენობის
შესამოწმებლად.
შესაძლო გვერდითი ეფექტების საერთო ჩამონათვალი
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიებით:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან
ერთზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან
ერთზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ
10000-დან ერთზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი
• სისხლდენა (ჭრილობიდან ჭარბი სისხლდენა);
• თრომბოციტოზი (სისხლში თრომბოციტების ნორმაზე მეტი რაოდენობა);
• ღვიძლში ტრანსამინაზას ფერმენტების მატება.
ხშირი
• ჰემატომა (კანის ქვეშ მუქი წითელი ლაქების სახით გამონაყარის წარმოქმნა
ტკივილით, რომელიც არ ქრება მათზე ზეწოლის დროს ან კანზე ვარდისფერი ლაქები).
გამონაყარი შეიძლება აღინიშნოს ექსოპინით ინექცირებულ უბნის მიდამოში.
• სისხლჩაქცევების ჩვეულებრივზე უფრო იოლად განვითარება. ეს შეიძლება გამოწვეული
იყოს სისხლის პრობლემის გამო, თრომბოციტების დაბალი შემცველობით
(თრომბოციტოპენია).
• ტკივილი, შეშუპება ან ჰიპერმგრძნობელობა, ანთება, ტკივილი ექსოპინის ინექციის
უბანზე (ჩვეულებრივ, ეს ნიშნები უნდა გაქრეს რამდენიმე დღეში).
• ალერგიული რეაქცია, ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემა (სიწითლე კანზე).
• ჰემორაგიული ანემია (სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) რაოდენობის
შემცირება).
• თავის ტკივილი.
არახშირი
• სისხლდენა პერიტონიუმის უკან (რეტროპერიტონეალური სისხლდენა).
• ქალასშიდა სისხლდენა.
• ბულოზური დერმატიტი (კანზე დიდი წითელი, არარეგულარული ფორმის დაზიანებები
ბუშტუკებით ან მის გარეშე).
• კანის გაღიზიანება (ადგილობრივი გაღიზიანება).
• ჰეპატოცელულარული ღვიძლის დაზიანება (კანის ან თვალების გაყვითლება და შარდის
გამუქება – ღვიძლის შესაძლო პრობლემა).
იშვიათი
• ანაფილაქსიური/ანაფილაქსოიდური რეაქციები (შოკის ჩათვლით) (მძიმე ალერგიული
რეაქცია. სუნთქვის გაძნელება ან სტვენით სუნთქვა; სახის, ენის ან ყელის შეშუპება,
რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას და გამონაყარი სხეულზე).
• ხერხემლის არეში ჰემატომა (სისხლდენა) აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც
ექსოპინით მკურნალობის დროს ჩაუტარდათ ეპიდურული ან სპინალური ანესთეზია
(საანესთეზიო საშუალების ინექცია ზურგის ტვინის გარშემო ნემსით წელის არეში).
ასეთი ანესთეზიის ჩატარების შემთხვევაში ექსოპინის გამოყენებისას, დაუყოვნებლივ
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჩხვლეტა, მგრძნობელობის
დაკარგვა, კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით ქვედა ტანისა და ფეხების არეში,
შარდის ან განავლის შეუკავებლობა.
• ღვიძლის ქოლესტაზური დაზიანება.
• სისხლში კალიუმის დონის ცვლილებები (ეს ცვლილებები უფრო სავარაუდოა თირკმელების
პრობლემების ან დიაბეტის მქონე ადამიანებში. ეს ცვლილებები ექიმმა შესაძლოა
შეამოწმოს სისხლის ანალიზის ჩატარებით).
• სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის ზრდა. (ეს ცვლილებები ექიმმა შესაძლოა
შეამოწმოს სისხლის ანალიზის ჩატარებით).
• აღინიშნა პაციენტებში თრომბოზით (ვენაში ან გულში სისხლის შედედება) და იმუნო-
ალერგიული (იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული) თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების
რაოდენობის შემცირება) ორგანოს ინფარქტი ან კიდურების იშემია, ზოგიერთ პაციენტში
ვენაში ან გულში სისხლის შედედებასთან ერთად.
• ალოპეცია (თმის ცვენა).
• კანის ვასკულიტი (კანის სისხლძარღვის ანთება).
• კანის ნეკროზი (ზოგადად მტკივნეული და ინფილტრაციული პურპურა [მცირე წითელი
გამონაყარი გამოწვეული კანის შიგნით სისხლდენით ან სისხლდენის მიდრეკილებით
გამოწვეული სისხლჩაქცევების ადვილად წარმოქმნით], ვიდრე კანი გახდება უსიცოცხლო
ან განვითარდება ერითემატოზული ფირფიტები).
• ოსტეოპოროზი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ (თუ მკურნალობის ხანგრძლივობა 3
თვეზე მეტია).
• გამკვრივება ან ამონაბურცი ინექციის ადგილზე.
თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი არ არის, მიმართეთ
ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების ინფორმირება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული
ანოტაციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი ეფექტების
შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას იმ
პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.
შენახვის წესი
ექსოპინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და ორიგინალურ შეფუთვაში.
არ შეურიოთ ექსოპინი სხვა საინექციო ან საინფუზიო სითხეებს.
გაზავებული საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ექსოპინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ექსოპინი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტის ან/და შეფუთვის
მხრივ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! პრეპარატები მიიტანეთ
გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო
სისტემაში.
ექსოპინი
ექსოპინი 4000 ანტი-Xa სე/ 0.4 მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ
შპრიცებში კანქვეშ ან ვენაში ინექციით შესაყვანად.

ანოტაციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, გვერდითი
ეფექტების შესახებ აცნობეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM)
„გვერდითი ეფექტების ინფორმირების“ მეშვეობით ვებგვერდზე www.titck.gov.tr ან
დარეკეთ 0 800 314 00 08, რომელიც არის გვერდითი ეფექტების ინფორმირების ხაზი.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის
მოპოვებას იმ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.
შენახვის წესი
ექსოპინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და ორიგინალურ შეფუთვაში.
არ შეურიოთ ექსოპინი სხვა საინექციო ან საინფუზიო სითხეებს.
გაზავებული საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ექსოპინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ექსოპინი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტის ან/და შეფუთვის
მხრივ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! პრეპარატები მიიტანეთ
გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო
სისტემაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
VEM Ilaç San. ve Tic A. Ş.
Maslak Mahallesi AOS 55. Sokak
42 Maslak A Blok Sit. No: 2/134
Sariyer/სტამბოლი/თურქეთი
საწარმოო ქარხანა
VEM İlaç San. ve Tic. A.Ş.
Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi
Karaağaç Mahallesi Fatih Bulvarı No: 38
Kapaklı/თექირდაღი/თურქეთი.
საერთაშორისო დასახელება - Exopine
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 40მგ ნატრიუმის
ენოქსაპარინს, რაც 4000 ანტი-Xa სე-ს ექვივალენტია.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
ჩვენებები
– ზოგადი ქირურგიული ჩარევის ან ორთოპედიული ქირურგიული ჩარევის შემდეგ ვენური
თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება;
– ვენურ სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან აცილება მწვავე
დაავადებების დროს (როგორიცაა, გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა,
ინფექციები და რევმატული დაავადებები) და მწოლიარე პაციენტებში;
– კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა ღრმა ვენური თრომბოზი
(ძირითადად ვითარდება ქვედა კიდურების ვენური შეგუბებითი თრომბით, ფილტვის
სისხლძარღვებში თრომბული ბლოკირების მიუხედავად);
– არასტაბილური სტენოკარდიის და გარკვეული ტიპის გულის შეტევის (არა Q-ტალღოვანი
მიოკარდიუმის ინფარქტი) მკურნალობა, მიიღება ასპირინთან ერთად;
– თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება დიალიზის დროს (დიალიზი პროცედურაა, რომლის
დროსაც პაციენტის სისხლი იწმინდება სპეციალურ აპარატში გავლით გარკვეული
ინტერვალებით, როდესაც თირკმელები ვერ ასრულებს სისხლის გამწმენდ ფუნქციას)
აპარატის მილებში სისხლის დინებისას;
- კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა ST სეგმენტის ელევაციით
მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (STEMI), რომელიც ვლინდება ეკგ-ზე ST
სეგმენტის გაზრდით და გამოწვეულია გულის კუნთში სისხლნაკლებობით (პრეპარატის
დანიშვნა შესაძლოა საჭირო გახდეს მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულია სამედიცინო
მკურნალობა ან პერკუტანული კორონარული ინტერვენცია [PCI]).
უკუჩვენებები
– ალერგია ნატრიუმის ენოქსაპარინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის
მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის
გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება;
– ალერგია ჰეპარინის ან სხვა დაბალმოლეკულური მასის ჰეპარინის წარმოებულების
მიმართ, როგორიცაა ნადროპარინი, ტინზაპარინი ან დალტეპარინი;
– ბოლო 100 დღის განმავლობაში გამოვლენილი რეაქცია ჰეპარინზე (როგორიცაა
ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია), რომლის ნიშანია თრომბოციტების რაოდენობის
მკვეთრი შემცირება;
– სისხლში ენოქსაპარინის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა;
– ძლიერი სისხლდენა ან მდგომარეობა სისხლდენის მაღალი რისკით (როგორიცაა კუჭის
წყლული, ტვინზე ან თვალებზე ცოტა ხნის ჩატარებული ოპერაცია) და სისხლდენით
გამოწვეული ინსულტი ბოლო პერიოდში;
– სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია ან წელის პუნქცია ბოლო 24 საათის
განმავლობაში
გამოყენების წესი
ჩვეულებრივი დოზაა სხეულის წონის 1 კილოგრამზე 150 სე (1,5 მგ) დღეში ან სხეულის
წონის 1 კილოგრამზე 100 სე/მგ (1 მგ) ორჯერ დღეში.
შენახვის წესი
ექსოპინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე და ორიგინალურ შეფუთვაში

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით