ენოქსი - ENOX
ენოქსი - ENOX

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ENOX® 6000 ანტი-Xa სე/0,6 მლ

მზა საინექციო შპრიცი

  1. 1.ENOXდა მისი გამოყენება
  • ENOX, 0,6 მლ შეიცავს 60 გ ენოქსაპარინის ნატრიუმს. ყოველი 1 მლ-იანი სტერილური ხსნარი 100 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტ 10000 ანტი-Xa სე შეიცავს. 1 მგ (0,01 მლ) ენოქსაპარინის ნატრიუმი დაახლოებით 100 ანტი-Xa სე შეესაბამება.
  • ENOX-ის მოქმედი ნივთიერება ენოქსაპარინის ნატრიუმი, არის ბიოს მიმსგავსებული ბიოლოგიური ნივთიერება, რომელიც მიღებულია ჰეპარინის ბენზილესტრინის ტუტე დეპოლიმერიზაციით ღორის ნაწლავის ლორწოვანიდან.
  • ENOX, 60 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ეკვივალენტია. პრეპარატის ყუთში არის 2 ან 20 0,6 მლ მოცულობის საინექციოდ გამზადებული შპრიცი.
  • პრეპარატი მიეკუთვნება დაბალმოლეკულური ჰეპარინების ჯგუფს. გამოიყენება სხეულის ვენებში არსებული თრომბის სამკურნალოდ. ეს პრეპარატი ბიოს მიმსგავსებული პრეპარატია.
  • ENOX გამოიყენება ქვემოთ მითითებული მიზეზის ან მიზეზების სამკურნალოდ

- ზოგადი ქირურგიული ან ოროპედიული ჩარევის შედეგად ვენებში თრომბების გაჩენის თავიდან ასაცილებლად;

-უეცარი დაავადებებისას (მაგალითად გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ინფექციები და რევმატიული დაავადებები) საწოლში წოლის შედეგად ვენებში თრომბების განვითარების თავის ასაცილებლად;

-ღრმა ვენების თრომბოზის კლინიკური მკურნალობისათვის, რომელიც ძირითადად გამოწვეულია ქვედა კიდურების ვენების თრომბოზით, რასაც თან ახლავს ფილტვების ვენების ოკლუზია თრომბით ან მის გარეშე;

-სტენოკარდია (გულის სისხლძარღვების დათრომბვით გამოწვეული მკერდის ტკივილი) და გულის შეტევის გარკვეული ტიპის (Q ტალღის მიოკარდიული ინფარქტი) დაავადების მკურნალობისთვის ასპირინთან ერთად;

-დიალიზის დროს აპარატში გამავალი სისხლის დათრომბვის საწინააღმდეგოდ (დიალიზი - თირკმელებში გამავალის სისხლის გასაწმენდად გამოყენებული ტექნიკა, რომლის დროსაც სისხლი გასაწმენდად გაივლის სპეციალურ დანადგარში);

-ელექტროკარდიოგრაფიის დროს ST სეგმენტის აწევის (ნიშნავს რომ ხდება გულის კუნთის არასაკმასისი სისხლმომაგრაგება) მკურნალობა, კლინიკური მდგომარეობის - მიოკარდის ინფარქტის (STEMI) სამკურნალოდ (მიუხედავად სამედიცინო მკურნალობისა და შემდეგში სტენტირებისა (PCI), ეს პრეპარატი მაინც დაინიშნება ექიმის მიერ).

2.ENOXგამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

არ გამოიყენოთ ENOX**, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გესადაგებათ.**

  • თუ გაქვთ ალერგია ენოქსაპარინის ნატრიუმის ან ამ პრეპარატში შემავალი სხვა ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერება). ალერგიული რეაქციის გამოხატულებაა: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩის, სახის, ყელისა და ენის შეშუპება.
  • თუ გაქვთ ალერგია ჰეპარინის, ნადროპარინის, ტინზაპარინის ან დალტეპარინის მსგავსი დაბალმოლეკულური, განსაკუთრებით, ჰეპარინწარმოებული ნივთიერების მიმართ.
  • თუ გქონდათ უკანასკნელი 100 დღის განმავლობაში რეაქცია ჰეპარინზე, შედედების უჯრედების (თრომბოციტების) ზედმეტად შემცირება (ამ რეაქციას ეწოდება ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია).
  • თუ სისხლში გაქვთ ენოქსაპარინის საწინააღმდეგო ანტისხეულები.
  • თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენა ან სისხლდენის მაღალი რისკი (მაგ., კუჭის წყლული, უახლოეს წარსულში გადატანილი თავის ტვინის და თვალის ოპერაცია) და უახლოეს წარსულში სისხლდენასთან დაკავშირებული ინსულტი გადაიტანეთ.
  • თუ სისხლის შედედების სამკურნალოდ იყენებთ ENOX და 24 საათის განმავლობაში უნდა გაგიკეთდეთ სპინალური ანესთეზია ან ეპიდურული ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია.

ENOX****-ის სიფრთხილით გამოყენება

დაბალმოლეკულური ჰეპარინების ჯგუფში შემავალი სხვა პრეპარატების შესაცვლელად არ გამოიყენოთ. ამის მიზეზი არის ის, რომ, იგი არ არის შესაცვლელი პრეპარატის ეკვივალენტი, გააჩნია სხვა მოქმედება და აქვს სხვა გავლენა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გესადაგებათ, ENOX მოხმარებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

  • თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი, განსაკუთრებით ეხება ორსულ ქალებს, ვინაიდან თრომბის მოწყვეტის (თრომბოემბოლია) მაღალი რისკის ქვეშ არიან;
  • ენდოკარდიტი (გულის შიდა გარსის ანთება);
  • კუჭის წყლული ამჟამად ან წარსულში;
  • თირკმელების პრობლემა ან უკმარისობა;
  • ღვიძლის პრობლემები ან უკმარისობა;
  • წარსულში გადატანილის დამბლა;
  • ჰიპერტენზია;
  • დიაბეტი და მისი მიზეზით მხედველობის დაქვეითება (დიაბეტური რეტინოპათია);
  • უახლოეს წარსულში გადაიტანეთ ოპერაცია თვალზე ან თავის ტვინზე;
  • ხანდაზმული ასაკი (65 წლს ზემოთ), განსაკუთრებით ეხება 75 წელს ზემოთ მყოფთ;
  • სიგამხდრე ან სიმსუქნე;
  • სისხლში მომატებულია კალიუმის დონე (სისხლის ანალიზით განისაზღვრება);
  • სისხლდენის პოტენციალის კოაგულაციის დარღვევა (ჰემოსტაზი), მაღალი წნევა

(ჰიპერტენზია);

  • თუ იყენებთ სისხლდენის შემაჩერებელ სხვა მექანიზმის მქონე პრეპარატებს (ENOX ცვლის პრეპარატების მოქმედებას და გავლენას);
  • თუ მკურნალობთ ENOX-ით, ვერ გაიკეთებთ ანესთეზიას (სპინალურს ან ეპიდურულს; ანუ საანესთეზიო სითხის შეყვანა შპრიცით წელის მიმდებარე ხერხემლის მიდამოებში), ვინაიდან გამოვლენილია როგორ დროებითი, ასევე მუდმივი დამბლის შემთხვევები. სპინალური ლუმბალური პუნქციის, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის გაკეთების შემდეგ უნდა გავიდეს მინიმუმ 12 საათი დაბალმოლეკულური ჰეპარინის გაკეთებამდე, ან 24 საათი, თუ ჰეპარინს იკეთებთ მკურნალობის ფარგლებში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ეს დრო კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. პაციენტების ნევროლოგიური აშლილობის სიმპტომებსა და შედეგებს სჭირდება ხშირი მოკვლევა. თუ გამოვლინდა გადაუდებელი ნევროლოგიური პრობლემა, სასწრაფო დამხმარე მკურნალობა დაინიშნება. გარდა ამისა, ექიმს აუცილებლად უნდა შეატყობინოთ, თუ გაქვთ პრობლემა ხერხემალზე ან გადატანილი გაქვთ მასზე ოპერაცია;
  • თუ გამოვლინდა კანის ქსოვილი კვდომა (ნეკროზი) და კანის სისხლძარღვებში ანთებითი პროცესი (კანის ვასკულიტი), სასწრაფოდ შეწყვიტეთ მკურნალობა;
  • თუ წარსულში ჰეპარინით მკურნალობისას გამოვლინდა თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება;
  • თუ გულის მკვებავი კორონარულ სისხლძარღვებში შედედებების მოცილების მიზნით ჩატარდა პერკუტანული კორონარული რევასკულარიზაციული ჩარევა;

თუ დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია, უნდა ჩაგიტარდეთ ანესთეზია, გააფრთხილეთ თქვენი ექიმი ან სტომატოლოგი ENOX მიღების თაობაზე, ვინაიდან აუცილებელი იქნება შეიცვალოს სამკურნალო პრეპარატის მისაღები დოზა.

ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის შუალედებში აუცილებელია სისხლის ანალიზის გაკეთება. ამის მიზანია გაკონტროლდეს სისხლში თრომბოციტები და კალიუმის დონე.

ბიოს მიმსგავსებული ბიოლოგიური ნივთიერებებით მკურნალობისას აუცლებელია ჩაწერილი გქონდეთ მისი სავაჭრო სადახელება და სერიული ნომერი.

თუ ამ გაფრთხილებათაგან რომელიმე შეგიმჩნევიათ წარსულში ან ახლა განიცდით, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.


ENOX მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ENOX არ არის ორალურად მისაღები პრეპარატი.ENOX რაიმე გავლენა საჭმელ-სასმელზე არ გააჩნია.

ორსულობა

ვიდრე მიიღებთ წამალს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად, შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

  • ეს პრეპარატი ექიმის მიერ ორსულებში ინიშნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის გამო.
  • იმ ორსულ ქალებში, ვისაც აქვს გულის ხელოვნური სარქველი, არის თრომბის მოწყვეტის (თრომბოემბოლია) დიდი რისკი. ექიმი ამის თაობაზე გაგესაუბრებათ.

თუ მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ENOX მიღება და მაშინვე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში, ან გეგმავთ ლაქტაციას, ENOX მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ავტომობილის და დანადგარების მართვა

არ ფიქსირდება რაიმე განსაკუთრებული ნიშნები ავტომობილის მართვისას ან დანადგართან მუშაობისას.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია****ENOX შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების შესახებ

არ შეიცავს რაიმე ისეთ დამხმარე ნივთიერებას, რომ განსაკუთრებული ზომები იქნას მიღებული.

მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

თუ ამჟამად იღებთ რაიმე პრეპარატს, აპირებთ მიიღოთ ან უახლოეს წარსულში მოიხმარეთ, მიაწოდეთ ეს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს.

  • თრომბის განვითარების თავიდან აცილების მიზნით ENOX-ით მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყვიტოთ შემდეგი სხვა პრეპარატების მიღება:

- სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (ასპირინი, დიპირიდამოლის მსგავსი) ან სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, ტენექტეპლაზა, უროკინაზა, ვარფარინი).

- იბუპროფენი, დიკლოფენაკი, კეტოროლაკის მსგავსი სახსრების ანთების საწინააღმდეგო ტკივილისა და შეშუპების მკურნალობისათვის გამოყენებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები.

- ინექციის სახით დექსტრანი 40 (ინტენსიური შრატი).

- ტიკლოპიდინი და კლოპიდოგელი (რომელიც თრგუნავს თრომბოციტების უჯრედების აგრეგაციას, სისხლის დათრომბვის შემამცირებელი პრეპარატები).

- გულში სისხლის მიმოქცევის უეცარი შემცირებით გამოწვეული დაავადებებისთვის გამოყენებული გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორების შემცველი პრეპარატები.

- პრედნიზოლონი, დექსამეტაზონის მსგავსი ასთმის, რევმატოიდული ართრიტის და სხვა ტიპის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული სისტემური გლუკოკორტიკოიდები.

- დივალპროქსი და ვალპროის მჟავის მსგავსი ანტიეპილეფსიური პრეპარატები.

  • სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდის მსგავსი შარდმდენი პრეპარატები (თუ ეს პრეპარატები მოხმარებული იქნა ENOX ერთად, სისხლში მოიმატებს კალიუმის დონე).
  • პლიკამიცინი (მომატებული კალციუმისა და სიმსივნის სამკურნალო პრეპარატი), სულფინპირაზონი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი).

თუ მომავალში ENOX მკურნალობის მიმდინარეობისას გიწევთ სხვა პრეპარატის მიღებაც, ჩააყენეთ ექიმი საქმის კურსში.

__

თუ უახლოეს წარსულში მიგიღიათ ან ახლა იყენებთ ურეცეპტო პრეპარატებს, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს და გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

3. ENOX-ის გამოყენების წესი

მითითებები შესაბამისი დოზისა და მიღების წესის შესახებ:

ENOX მისაღები დოზირება განსხვავდება დაავადების შესაბამისად დანიშნულების მიხედვით.

სისხლის****შედედების მკურნალობა

  • ძირითადად გამოყენებული დოზა არის სხეულის წონის ყოველ კგ-ზე დღეში 150 სე (1,5 მგ) ან დღეში ორჯერ 1 კგ-ზე 100 სე (1 მგ).
  • პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:

ოპერაციის ან რაიმე დაავადების მიზეზით შეწყვეტილი მოძრაობის პერიოდში:

  • დოზა დამოკიდებულია თრომბის წარმოქმნის შესაძლებლობაზე. ინიშნება ENOX დღეში 2.000 სე (20 მგ) ან 4.000 სე (40 მგ).
  • საოპერაციოდ მომზადებისას, პირველი ინექცია ძირითადად კეთდება ოპერაციამდე 2 ან 12 საათით ადრე.
  • თუ რაიმე დაავადების მიზეზით შეზღუდულია მოძრაობა, ENOX დღიური ნორმა შეადგენს 4.000 სე (40 მგ).
  • პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

გულის შეტევის შემდეგ

ENOX გამოიყენება როგორც მიოკარდის ინფარქტის (STEMI) ასევე NSTEMI, ორი სხვადასხვა ტიპის გულის შეტევის სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში დოზა განისაზღვრება პაციენტის ასაკისა და გულის შეტევის ტიპის მიხედვით.

NSTEMI ტიპის გულის შეტევისას:

  • ძირითადი დოზა 12 საათში ერთხელ სხეულის წონის მიხედვით 1 კგ-ზე 100 სე (1 მგ) ინიშნება.
  • შესაძლოა ექიმმა ასევე დანიშნოს ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა).
  • პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი

75 წლამდე ასაკის პაციენტებში STEMI გულის შეტევის შემთხვევაში:

  • პირველი დოზა 3.000 სე (30 მგ) ENOX ინექცია გაკეთდება ვენაში.
  • იმავდროულად ხდებს კანქვეშ (კანქვეშა ინექცია) ENOX შეყვანაც. ძირითადი დოზა 12 საათში ერთხელ სხეულის წონის მიხედვით 1 კგ-ზე 100 სე (1 მგ) ინიშნება.
  • შესაძლოა ექიმმა ასევე დანიშნოს ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა).
  • პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

75 წლის და ზემოთ პაციენტებში STEMI გულის შეტევის შემთხვევაში:

  • ძირითადი დოზა 12 საათში ერთხელ სხეულის წონის მიხედვით 1 კგ-ზე 75 სე (0,75 მგ) ინიშნება.
  • პირველი ორი ინექციის მაქსიმალური დოზა შეიძლება იყოს 7.500 სე (75მგ).
  • პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

სტენტის ჩადგმისას პაციენტებში:

  • იმის მიხედვით, თუ ბოლოს როდის იყო ENOX-ის დადგენილი დოზა მიღებული, ექიმმა სტენტირებამდე შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოზის მიღება.

დიალიზის აპარატში გამავალ სისხლში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:

  • ძირითადი დოზა სხეულის წონის მიხედვით 1 კგ-ზე 100 სე (1 მგ) ინიშნება.
  • ENOX დიალიზის სეანსის დასაწყისში გაეშვება გამომავალ მილში (არტერიულ მილში). ეს დოზა საკმარისია 4 საათიანი სეანსისათვის. მაგრამ, შესაძლებელია, ექიმმა სხეულის წონის მიხედვით ყოველ 1 კგ-ზე დაამატოს 50 სე (0,5 მგ).

გამოყენების გზა და მეთოდი

კეთდება კანქვეშ

- ENOX არ კეთდება კუნთში.

- ENOX ზოგჯერ გულის შეტევისა და ოპერაციის ტიპიდან გამომდინარე შესაძლოა გაკეთდეს ვენაში (ინტრავენოზური ინექცია).

- ENOX დიალიზის სეანსის დასაწყისში გაეშვება სხეულიდან გამომავალ მილში (არტერიულ მილში).

სტაციონარში ENOX კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ. ბინაზე გაწერის შემდეგ ინექცია თქვენ თვითონ უნდა გაიკეთოთ. ამისათვის ექიმი ან ექთანი აგიხსნით ინექციის გაკეთებას. თუ გექნებათ შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ექთანს.

ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ გაიხსენოთ პირველადი სამედიცინო დახმარების ჩვევები და რჩევები.

გააკონტროლეთ ENOX ვადა მის მოხმარებამდე. არ გამოიყენოთ ვადაგასული პრეპარატი. დარწმუნდით, რომ შპრიცი არ არის დაზიანებული და ფლაკონში არსებული სითხე გამჭვირვალეა. თუ რაიმე საეჭვო შეამჩნიეთ, აიღეთ ახალი შპრიცი.

სად უნდა გაიკეთოთ ინექცია ENOX ფლაკონით?

ENOX უნდა გაიკეთოთ მუცლის მიდამოებში კანქვეშ.

არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ ENOX კუნთქვეშ. შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა კუნთებში.

მოაქციეთ კანი ნაზად თითებში და ინექციის განმავლობაში ასე გეჭიროთ. ამგვარად პრეპარატი შევა არა კუნთში, არამედ კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებში. საინექციოს ადგილი განსაზღვრეთ ჭიპიდან 5 სმ-ის დაშორებით მარჯვენა ან მარცხენა მხარეს უფრო გვერდების მიმართულებით.

საინექციო ადგილის სწორად შერჩევისათვის ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

  • მარტივად უნდა მიადგეთ ამ წერტილს.
  • არ უნდა გაიკეთოთ ჭიპის ახლო მიდამოში, ასევე ნაიარევსა თუ სილურჯეში.

ინექცია გაიკეთეთ მხარის მორიგეობით, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.

დააკვირდით წინა ჯერზე გაკეთებული ინექციის ადგილს, არის თუ არა სიწითლე, ტკივილი, მხურვალება, შეშუპება, კანის ფერის ცვლა, გამონადენი, ანთება ან კანის რაიმე სხვა რეაქცია. თუ რომელიმე მათგანი გამოიკვეთა, მიმართეთ ექიმს.

როგორ გაიკეთოთ ENOX კანქვეშ დამოუკიდებლად?

არ შეურიოთ ENOX სხვა საინექციო სითხეში.

ვიდრე დამოუკიდებლად გაიკეთებთ ENOX ინექციას, საჭიროა მიიღოთ შესაბამისი ცოდნა. ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით სპეციალისტი ან თქვენი ექიმი. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ ინექციის დამოუკიდებლად გაკეთებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.

ინექციის გაკეთების შესასწავლად დააკვირდით შემდეგ 8 ნაბიჯს:

1. დაიბანეთ ხელი და საინექციო ადგილი საპნით და გაიშრეთ.

2. დაწექით ან დაჯექით მოხერხებულად. კარგად უნდა ხედავდეთ და წვდებოდეთ საინექციო ადგილს. შესაძლოა ეს იყოს ტახტზე ან ბალიშებით შემოწყობილ საწოლზე წამოწექით.

3. აირჩიეთ საინექციო ადგილი დაშორებული ჭიპიდან 5 სმ-ით მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.

არ დაგავიწყდეთ:

რომ ინექცია გაიკეთოთ მუცელზე არსებული იარებიდან ან სილურჯეებიდან 5 სმ-ის დაშორებით. ინექცია გაიკეთეთ მხარის მორიგეობით, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.

4. ფრთხილად მოხსენით თავსახური ENOX შპრიცს. თავსახური გადააგდეთ. ნემსი სავსეა და გამოსაყენებლად მზადაა.

ინექციის გაკეთებამდე შპრიციდან ჰაერის ბუშტუკების გამოსაშვებად შპრიცის დგუშს არ დააწვეთ. ამით შემცირდება გასაკეთებელი დოზა. როცა მოხსნით თავსახურს შპრიცს, მიაქციეთ ყურადღება, რომ ნემსი სტერილური იყოს და შპრიცი არაფერს შეახოთ.

5. დაიჭირეთ შპრიცი ხელში ისე, როგორც საწერკალამი. მეორე ხელით მოძიებული საინექციო ადგილზე ნაზად დაიჭირეთ კანი და მოაქციეთ ცერა და საჩვენებელ თითებს შორის, ისე რომ დაინახოთ ამობურცული კანი. ინექციის განმავლობაში ასე უნდა გეჭიროთ.

6. დაიჭირეთ შპრიცი 90° კუთხით ამობურცული კანის მიმართ და კანში ბოლომდე ჩაარჭვეთ.

7. დააჭირეთ თითი საინექციო დგუშს. ამით პრეპარატი კანქვეშ არსებულ ცხიმოვან ქსოვილში შევა. ინექციის განმავლობაში კანს ხელი არ გაუშვათ.

8. ამოაძვრეთ შპრიცი ასევე მართობულად ერთი მოძრაობით. გაუშვით ხელი დაჭერილ კანს.

არ დაიმასაჟოთ ნაინექციები ადგილი ჩალურჯების საწინააღმდეგოდ მცდელობის მიზნით.

9. უსაფრთხოდ გადააგდეთ გამოყენებული შპრიცი. კარგად დაახურეთ თავსახური ყუთს, სადაც ჩააგდეთ და ყურადღება მიაქციეთ ბავშვების ხელში არ აღმოჩნდეს. არ ჩააგდოთ საყოფაცხოვრებო ნაგვის ყუთში.

- თუ კი არის საჭიროება ENOX გაკეთდეს ვენაში, ამას გააკეთებს ექიმი ან ექთანი საავადმყოფოში.

ანტიკოაგულაციური თერაპიის შეცვლა

- ENOX-დან K ვიტამინის ანტაგონისტი სისხლის გამათხელებელზე (მაგ. ვარფარინი) გადასვლა

ექიმი მოგთხოვთ გაიკეთოთ INR სისხლის ანალიზი და მის საფუძველზე გადაწყვეტს, როდის შეწყვიტოს ENOX-ით მკურნალობა.

- K ვიტამინის ანტაგონისტიდან (მაგ. ვარფარინი) ENOX-ზე გადასვლა

შეაჩერეთ K ვიტამინის ანტაგონისტის მიღება. ექიმი მოგთხოვთ გაიკეთოთ INR სისხლის ანალიზი და მის საფუძველზე გადაწყვეტს, როდის დაიწყოთ ENOX-ით მკურნალობა.

- ENOX-დან პირდაპირ ორალურ ანტიკოაგულაციურ მკურნალობაზე გადასვლა

შეწყვიტეთ ENOX მიღება. ჩვეულებრივ მომდევნო ინექციის დროისთვის 0 - 2 საათით ადრე ორალურად მიიღეთ პრეპარატი და შემდგომი მიღებები გააგრძელეთ ჩვეულებრივად.

- პირდაპირი ორალური ანტიკოაგულაციური მკურნალობიდან ENOX-ზე გადასვლა

შეწყვიტეთ პირდაპირი ორალური ანტიკოაგულაციური მკურნალობა. პირდაპირი ორალური ანტიკოაგულაციური მკურნალობიდან 12 საათის შემდეგ გაიკეთეთ ENOX ინექცია და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

ENOX გამოიყენება ბავშვებში არ არის რეკომენდირებული უსაფრთხოებისა და/ან ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

გამოყენება ასაკიან პაციენტებში:

თუ ხართ 75 წელზე მეტის და გადატანილი გაქვთ მიოკარდის ინფარქტი (STEMI), რეკომენდებულია მკურნალობის დასაწყისში პრეპარატის ერთჯერადად ინტრავენურად გამოყენება.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები

თირკმელების უკმარისობა

თუ გაწუხებთ თირკმელის უკმარისობია, ექიმი გარკვეული ანალიზების საფუძველზე დაადგენს უკმარისობის ხარისხს და დანიშნავს საჭირო დოზას.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ყურადღებაა საჭირო.

თუ ENOX მკურნალობისას შეამჩნიეთ პრეპარატის გადაჭარბებული მოქმედება ან არ არის რაიმე რეაქცია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გაიკეთეთENOXსაჭიროზე მეტი დოზით

თუ გაიკეთეთ მითითებულ დოზაზე მეტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ბავშვი შემთხვევით გაიკეთებს ENOX ინექციას ან ჩაყლაპავს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ საავადმყოფოს სასწრაფოს მიმღებში.

მკურნალობის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი.

თუ დაგავიწყდათENOXგაკეთება

გამოტოვებული დოზის აღსადგენად ორმაგ დოზას ნუ გაიკეთებთ.

თუ დაგავიწყდათ მიღება და დროულად შენიშნეთ, მიიღეთ შესაბამისი დოზა და შემდგომი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. გამოტოვებული დოზის აღსადგენად იმავე დღეს ორმაგ დოზას ნუ მიიღებთ. იმისათვის რომ აკონტროლოთ და არ გამოგრჩეთ ინექციის გაკეთება, აწარმოეთ ინექციების დღიური.

ENOX****მკურნალობის შეწყვეტისას შესაძლო მოვლენები

არ დააასრულოთ ENOX მკურნალობა ექიმის თანხმობის გარეშე. ამგვარად პრეპარატის მიერ მოცემული დამცავი და სამკურნალო თვისებები დაიკარგება. შესაძლოა ისევ იჩინოს თავი სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნით გამოწვეულმა პრობლემებმა.

4. შესაძლო****გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატს, ასევე ENOX, შესაძლოა ახასიათებდეს მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების ინდივიდუალური აუტანლობა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილათაგან ერთი მაინც შეამჩნიეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან მიაკითხეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო მიმღებს.

რაიმე ძლიერი ალერგიული რეაქციის გამოხატულება (მაგალითად გართულებული სუნთქვა, ტუჩების, პირისა და ყელის ან თვალების შეშუპება).

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ ამათგან რომელიმე გესადაგებათ, ნიშნავს იმას, რომ გაქვთ ძლიერი ალერგია ENOX მიმართ. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა და სტაციონარში გადაყვანა.

როგორც სხვა მსგავსი პრეპარატები (სისხლში თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო პრეპარატები), შესაძლოა ENOX გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა. ზოგ შემთხვევებში სისხლდენა ვერ შეამჩნიოთ.

თუ დაგეწყოთ რაიმე სისხლდენა და თავისით ვერ შეწყდა ან მოჭარბებული სისხლდენა გაქვთ (უჩვეულო სისუსტე, ძალის უქონლობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება) სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ექიმი მოითხოვს უფრო ხშირ დაკვირვებას და წამლის შეცვლას.

შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს:

  • თუ გაგიჩნდათ ვენის დათრომბვის ნიშნები, მაგ:

- ქვედა კიდურში კრუნჩხვის მსგავსი ტკივილი, სიწითლე, მხურვალება ან შესიება იგრძენით - ეს კანის ვენური თრომბოზის მაჩვენებელია.

- სუნთქვის გაძნელება, მკერდის ტკივილი, გულის წასვლა ან ხველისას სისხლიანი ნახველი - ფილტვის ემბოლის ნიშნებია

  • თუ კანქვეშ გაქვთ ტკივილი და შეწითლებული ლაქები, რომლებიც არ ქრება, ექიმი მოგთხოვთ გაიკეთოთ სისხლის ანალიზი თრომბოციტების რაოდენობის დასადგენად.

ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები კატეგორიების მიხედვით დალაგდა:

ძალიან ხშირი: 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

ხშირი: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, თუმცა 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

არახშირი: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, თუმცა 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

იშვიათი: 1 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, თუმცა 10 000 პაციენტში 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: 10 000 პაციენტში 1-ზე ნაკლებში.

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია).

ძალიან ხშირი

  • ჰემორაგია (სხეულზე არსებული ჭრილობის ზომაზე მეტი სისხლდენა);
  • თრომბოციტოზი (სხეულში სისხლის შედედებაზე გავლენის მქონე თრომბოციტების რაოდენობის მომატება);
  • ღვიძლში ტრანსამინაზას ფერმენტის მატება.

ხშირი

  • ჰემატომა (კანქვეშ წითელი ფერის ხელის დადებით მტკივნეული ან კანზედა საფარის ვარდისფრად შეფერილი ლაქები). ეს ლაქები, უმეტესად ENOX ინექციის ადგილების მიმდებარედ ჩნდება;
  • თრომბოციტოპენია (სხეულზე ჩვეულებრივზე უფრო მეტად მუქი სილურჯეები. ეს მიუთითებს სისხლში თრომბოციტების რაოდენობის სიმცირეზე);
  • ENOX ინექციის ადგილზე ტკივილი, შეშუპება ან ჰიპერმგრძნობიარობა, ანთება, უწყვეტი ტკივილი (მსგავსი სიმპტომები ძირითადად რამდენიმე დღეში ქრება);
  • ალერგიული რეაქცია, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ქავილი, ერითემა (კანის ზედაპირზე სიწითლეები);
  • ჰემორაგიული ანემია (სისხლის წითელი ბურთულების შემცირება);
  • თავის ტკივილი.

არახშირი

  • სისხლდენა პერიტონეუმის უკან (რეტროპენიტონეუმი);
  • გაჟონვა შიდა ქალაში (ინტრაკარანალური);
  • ბულოზური დერმატიტი (დიდი, წითელი, უფორმო კანის დაზიანებები, შეიძლება ახლდეს ან არ ახლდეს სითხიანი ბუშტუკები);
  • ადგილობრივი გაღიზიანება;
    • ღვიძლის ჰეპატოცელულური დაზიანება (კანის ან თვალის სიყვითლე და შარდის ფერის გამუქება). ეს ღვიძლის პრობლემის მაჩვენებელია.

იშვიათი

  • ანაფილაქსიური/ანაფილაქსოიდური (შოკის ჩათვლით) (ძლიერი ალერგიული რეაქცია (სუნთქვის გაძნელება და ქოშინი, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებით გამოწვეული შეშუპება და სხეულზე გამონაყარი).
  • ENOX მკურნალობის პერიოდში, ზოგ პაციენტებში, თუკი მათ გაიკეთეს ეპიდურული ან სპინალური ანესთეზია (საანესთეზიო სითხის შეშვება წელის ქვედა არეში ხეხემლის მიმდებარედ), დაფიქსირდა ჰემატომა (სისხლდენა) ხერხემალში. თუ მკურნალობის პერიოდში გაგიკეთდათ ანესთეზია, განსაკუთრებით სხეულის ქვედა ნაწილში და კიდურებში იგრძნობთ ჩხვლეტას, მგრძნობელობის დაკარგვას, კუნთების სისუსტეს, შარდის ან განავალის შეუკავებლობას - ამ შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
  • ღვიძლის ქოლესტაზური დაზიანება (ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებით გამოწვეული სიმპტომი).
  • სისხლში ეოზინოფილების მატება. ექიმი ამ საკითხის გაკონტროლებას შეძლებს შესაბამისი ანალიზის ჩატარებით.
  • სისხლში კალიუმის დონის მატება (ექიმი გაგაკეთებინებთ შესაბამის ანალიზს ამის დასადგენად).
  • ზოგ შემთხვევაში თრომბოზთან (სისხლძარღვებსა და გულში თრომბის წარმოქმნა) ერთად იმუნო-ალერგიული (იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული) თრომბოციტოპენია განვითარდა. ზოგიერთ სისხლძარღვებში ან გულში წარმოქმნილი თრომბის გარდა განვითარდა ორგანოების ინფარქტი (კრიზი) და კიდურების (ხელი-ფეხი-მკლავი-ბარძაყი) იშემია.
  • ალოპეცია (თმისცვენა).
  • კანის ვასკულიტი (კაპილარების ანთება).
  • კანის ნეკროზი, კანის უჯრედების კვდომამდე, ტკივილიანი და ინფილტრაციული პურპურა (კანქვეშა სისხლჩაქცევების შედეგად გაჩენილი მცირე, წითელი გამონაყარი და მარტივად მიღებული ჩალურჯებები) ან ერითემატოზული გამონაყარი.
  • ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად მიღებული ოსტეოპოროზი (თუ მკურნალობა გრძელდება 3 თვეზე მეტად, ძვლების მარტივად მსხვრევადობის მდგომარეობა დგება დღის წესრიგში).

თუ მკურნალობის პერიოდში ისეთი გვერდითი მოვლენა განვითარდა, რაც აქ არ არის ჩამოთვლილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ ისეთი გვერდითი მოვლენები განვითარდა, რაც აღწერილია ან არ არის აღწერილი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

5. ENOX****შენახვის წესი

შეინახეთ ENOX ბავშვებისათვს მიუწვდომელ ადგილას თავისივე შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C თავის ორიგინალ შეფუთვაში.

არ აგერიოთ ENOX სხვა საინექციო და საინფუზიო პრეპარატებში.

გამოიყენეთ მხოლოდ ვადიანი****ENOX

არ გამოიყენოთ ENOX ვადის გასვლის შემდეგ.

არ მოიხმაროთ ENOX თუ შეამჩნიეთ რაიმე დაზიანება მასზე ან მის შეფუთვაზე.

ვადაგასული ან უხმარი პრეპარატები არ გადაყაროთ ნაგავში! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტოს მიერ მითითებულ შემგროვებელ სისტემას.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ენოქსი 60მგ/0.6მლ#2შპრ
  • სახელი: ენოქსი 60მგ/0.6მლ#2შპრ
Aversi 20.78 ლ
ენოქსი 40მგ/0.4მლ#10შპრ
  • სახელი: ენოქსი 40მგ/0.4მლ#10შპრ
Aversi 58.57 ლ