ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების საწინააღმდეგო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - simethicone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავებში
აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
შემადგენლობა:
თითოეული კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 120 მგ სიმეთიკონი.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, ჟელატინი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნაწლავთა ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა საშუალებები.
ჩვენებები:
მეტეორიზმის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში.
დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილები: დიალაკის რეკომენდირებული მაქსიმალური დოზაა 4 კაფსულა დღეში.
მიიღება 1 კაფსულა ყოველი ძირითადი კვების შემდეგ. პრეპარატი მოწოდებულია შიგნით
მისაღებად წყალთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. არ
გამოიყენება ბავშვებში.
გვერდითი მოვლენები:
ზომიერი და გარდამავალი შეკრულობა და გულისრევა, ბოყინი, მომატებული
მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი, სახის ან ენის
შეშუპება, სუნთქვის გაძნელება.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა სიმეთიკონის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე
ინგრედიენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
არ არსებობს სათანადო მონაცემები.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის პერიოდში სიმპტომების გახანგრძლივების ან გაუარესების, შეკრულობის
გახანგრძლივების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს. სიმეთიკონი არ არის
რეკომენდირებული ახალშობილებში კოლიკის სამკურნალოდ.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღებამდე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა მიემართოს მკურნალ
ექიმს.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:
მედიკამენტი არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა გვერდითი მოვლენების განვითარება.
მკურნალობა სიმპტომურია.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით