დიალაკი - DIALAC
დიალაკი - DIALAC

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების საწინააღმდეგო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დიალაკი

1. სამედიცინო პროდუქტის დასახელება

დიალაკი

2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითო კაფსულა შეიცავს:

სიმეტიკონი ------ 120 მგ

დამხმარე ნივთიერებები გარკვეული ეფექტით:

გლიცერინი ----- 38.6 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა

ჟელატინის რბილი კაფსულები

გამჭვირვალე, ოვალური კაფსულები

4. კლინიკური თავისებურებები

4.1 ჩვენებები

სიმეტიკონი 120 მგ გამოიყენება მეტეორიზმის სიმპტომური მკურნალობისთვის მოზრდილებში.

4.2 დოზირება და მიღების წესი

დოზირება:

მოზრდილები: დიალაკის რეკომენდებული მაქსიმალური დოზა შეადგენს 4 კაფსულას დღეში, არაუმეტეს 500 მგ-ისა დღეში.

მიიღეთ 1 კაფსულა ყოველი ძირითადი კვების შემდეგ (სადილი, ვახშამი)

დიალაკი (სიმეტიკონი) 120 მგ არ გამოიყენება ბავშვებში, მოცემულ ჯგუფში კვლევების არ არსებობის გამო.

მიღების წესი:

ორალური.

კაფსულა მიიღება წყალთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღემდე.

4.3 უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სიმეტიკონის ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე კომპონენტების მიმართ (ნაწილი 6.1).

4.4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

სიმპტომების გახანგრძლივების ან გაუარესების, ყაბზობის გახანგრძლივების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

სიმეტიკონი არ არის რეკომენდებული ახალშობილებში კოლიკის სამკურნალოდ, უსაფრთხოების მწირი მონაცემების გამო.

4.5 სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

კვლევები მედიკამენტოზური ურთიერთქმედების შესასწავლად არ ჩატარებულა.

4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულობის პერიოდში სიმეტიკონის გამოყენების შესახებ. ცხოველებში, რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე არასაკმარისი კვლევებია ჩატარებული (იხ. ნაწილი 5.3).

არ არსებობს მონაცემები ორსულებისთვის ზიანის მიყენების თაობაზე, ვინაიდან სიმეტიკონი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

ლაქტაცია

არ არსებობს ცნობები სიმეტიკონის დედის რძეში (ცხოველისა თუ ადამიანის) გადასვლის თაობაზე; არ არის მოსალოდნელი მისი გადასვლა რძეში, ვინაიდან კუჭ-ნაწლავში არ აბსორბირდება.

გამოყენება დასაშვებია

ვინაიდან პრეპარატის აბსორბცია არ ხდება კუჭ-ნაჭლავის ტრაქტში, მედიკამენტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

4.7 გავლენა ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

კვლევები ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა. მედიკამენტი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

4.8 არასასურველი ეფექტები

სიმეტიკონის მიღების პერიოდში გამოვლენილ იქნა შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომელთა სიხშირე ზუსტად დადგენილი არ არის:

გასტრო-ინტესტინალური დარღვევები: ზომიერი და გარდამავალი ყაბზობა და გულისრევა.

შესაძლოა გამოიწვიოს ბოყინი, რაც აირების ელიმინაციის დამახასიათებელი მექანიზმია სიმეტიკონით მკურნალობის დროს.

იმუნოლოგიური რეაქციები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა, გამონაყარი კანზე, ქავილი, სახის ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება.

4.9 დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები უცნობია.

ვინაიდან პრეპარატი არ აბსორბირდება, რეკომენდებულზე გაცილებით მაღალი დოზით მედიკამენტის მიღების შემთხვევაშიც კი, გვერდითი მოვლენები ნაკლებ სავარაუდოა.

შემთხვევითი ან გამიზნული ჰიპერდოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია. განსაკუთრებული ღონისძიებები ჰიპერდოზირების სამკურნალოდ არ არსებობს.

5. ფარმაკოლოგიური თავისებურებები

5.1 ფარმაკოდინამიკა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაწლავთა ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა საშუალებები; ათქ კოდი: A03AX13

სიმეტიკონი ფიზიოლოგიურად ნეიტრალური ნაერთია, არ ახასიათებს ფარმაკოლოგიური აქტივობა. ის მოქმედებს აირების ზედაპირული დაჭიმულობის შეცვლის გზით და იწვევს მათ შებოჭვას და გამოდევნას.

5.2 ფარმაკოკინეტიკა

სიმეტიკონი არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში და გამოიყოფა შეუცვლელი სახით ფეკალურ მასებთან ერთად.

ბიოშეღწევადობა: სიმეტიკონი არ აბსორბირდება.

5.3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

არ არსებობს კლინიკამდელი კვლევის მონაცემები, რომლებიც განიხილებოდა პროდუქტის მახასიათებლებთან შესაბამისობაში. სიმეტიკონი ინერტული ნაერთია, რომელიც სისტემურად არ აბსორბირდება.

ამგვარად, სისტემური ტოქსიკურობის გამოვლენა სავარაუდო არ არის.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

6. ფარმაცევტული თავისებურებები

6.1 დამხმარე ნივთიერებები

ჟელატინი, გლიცერინი (E-422) და გამოხდილი წყალი.

6.2 შეუთავსებლობა

არ არის აღწერილი.

6.3 ვარგისობის ვადა

36 თვე.

6.4 შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

6.5 გამოშვების ფორმა

20 ან 40 რბილი კაფსულა PVჩ/PVDჩ ალუმინის ბლისტერში. ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

6.6 განადგურება

ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის განადგურება ხდება ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ან ბრუნდება აფთიაქში.

დიალაკი აქტიური სუბსტანციის სახით შეიცავს 40 მგ სიმეტიკონს.

დიალაკი 40 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსიის ფორმით, გამოიყენება შებერილობის სიმპტომების მოსახსნელად და განკუთვნილია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

არ მიიღოთ დიალაკი მდგომარეობების დროს, თუ:

- გაქვთ ალერგია დიალაკის აქტიური ნივთიერების - სიმეტიკონის ან პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ.
დოზირება: ახალშობილები და ჩვილები

25 წვეთს (1 მლ) ყოველი კვების დროს უმატებენ ბავშვის საკვების ბოთლში ან აძლევენ ძუძუთი კვების წინ ან შემდეგ (კოვზით ან საწვეთურით)

1-6 წლის ასაკის ბავშვები

25 წვეთი (1 მლ)

3-5-ჯერ დღე-ღამეში

6-14 წლის ასაკის ბავშვები

25-50 წვეთი (1-2 მლ)

3-5-ჯერ დღე-ღამეში

14 წლის ზემოთ მოზარდები და მოზრდილები

50 წვეთი (2 მლ)

3-5-ჯერ დღე-ღამეში

რენტგენოგრაფია, სონოგრაფია(ულტრაბგერითი გამოკვლევა):

გამოკვლევამდე 24 საათით ადრე

დილით, გამოკვლევის ჩატარების დღეს

2 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში

(50 წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში)

2 მლ (50 წვეთი)

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25˚C.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 6 თვის განმავლობაში.

გამოყენება ვარგისობის ვადის შესაბამისად

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დიალაკი 120მგ #40კაფს
  • სახელი: დიალაკი 120მგ #40კაფს
  • მწარმოებელი: Laboratorio ALCALA FARMA, S.L (ესპანეთი)
  • შეფუთვა: 120მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №40 (2X20)
Aversi 27.23 ლ
დიალაკი 40მგ/მლ 30მლ წვეთები
  • სახელი: დიალაკი 40მგ/მლ 30მლ წვეთები
  • მწარმოებელი: World Medicine Ilac San ve Tic. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1
Aversi 12.89 ლ
დიალაკი წვეთები ორალური 40მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1
  • სახელი: დიალაკი წვეთები ორალური 40მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: World Medicine Ilac San ve Tic. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1
Pharmadepot 12.12 ლ
დიალაკი კაფსულა 120მგ #40
  • სახელი: დიალაკი კაფსულა 120მგ #40
  • მწარმოებელი: Laboratorio ALCALA FARMA, S.L (ესპანეთი)
  • შეფუთვა: 120მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №40 (2X20)
Pharmadepot 21.78 ლ
დიალაკი წვეთები ორალური 40მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1
  • სახელი: დიალაკი წვეთები ორალური 40მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: World Medicine Ilac San ve Tic. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1
GPC 12.89 ლ
დიალაკი კაფსულა 120მგ #40
  • სახელი: დიალაკი კაფსულა 120მგ #40
  • მწარმოებელი: Laboratorio ALCALA FARMA, S.L (ესპანეთი)
  • შეფუთვა: 120მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №40 (2X20)
GPC 21.78 ლ