ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, პარასიმპათომიმეტური სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
გლიატონფორტე20****კაფსულა
შემადგენლობა
ქოლინ ალფოსცერატი 400მგ,
პანთოტენის მჟავა 20მგ.
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი წარმოადგენს ორიგინალურ ნაერთს და მიეკუთვნება ცენტრალური ქოლინომიმეტური საშუალებების ჯგუფს, რომლიც ახდენს ზემოქმედებას ცნს-ზე. მის შემადგენლობაში შედის მეტაბოლურად დაცული ქოლინი. მეტაბოლური დაცვა უზრუნველყოფს თავის ტვინში ქოლინის გამოთავისუფლებას. დადგენილია, რომ გლიატონ ფორტე ახდენს მნიშვნელოვან დადებით მოქმედებას მეხსიერების ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ემოციური მდგომარეობის და მოქმედების მაჩვენებლებზე, რომლებიც გაუარესებული იყო თავის ტვინის ინვოლუციური პათოლოგიის განვითარებით.
მოქმედების მექანიზმი ეფუძვნება შემდეგს: ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ქოლინ ალფოსცერატი იშლება ფერმენტების ზემოქმედებით ქოლინად და გლიცეროფოსფატად: ქოლინი მონაწილეობს ნერვული აღგზნების ერთ-ერთი ძირითადი მედიატორის - ცეტილქოლინის (AX) ბიოსინთეზში;
გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ფოსფოლიპიდების (ფოსფატიდილქოლინი) ნეირონული მემბრანის წინამორბედს. ამგვარად, გლიატონ ფორტე აუმჯობესებს ქოლინერგულ ნეირონებში ნერვული იმპულსების გადაცემას, დადებითად მოქმედებს ნეირონული მემბრანების პლასტიკურობაზე და რეცეპტორების ფუნქციაზე. გლიატონ ფორტე აუმჯობესებს ცერებრულ სისხლმიმოქცევას, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულური ფორმაციის აქტივაციას და აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმატული დაზიანებისას.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას საშუალოდ აბსორბირდება შეყვანილი დოზის 88%. მისი ელიმინაცია, ძირითადად, წარმოებს ფილტვებით – ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) სახით. პრეპარატის დაახლოებით 15% გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით.
ფარმაკოდინამიკა
ექსპერიმენტულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გლიატონ ფორტე ახდენს აცეტილქოლინის დოზადამოკიდებულ გამოყოფის სტიმულირებას ნეიროტრანსმისიის ფიზიოლოგიურ პირობებში.
გამოყენების****ჩვენებები
უკუ****ჩვენება
დადგენილი ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობადალაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
გვერდითი****მოვლენები
როგორც წესი, პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი. იშვიათად გულისრევა (დოფამინერგული რეცეპტორების სტიმულაციის შედეგი), ალერგიული რეაქციები.
მექანიზმებისმართვა ზეზემოქმედება
იგი გავლენას არ ახდენს ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენებისწესიდა****დოზირება
ქრონიკული ცერებროვასკულური უკმარისობისას და დემენციის სინდრომებისას გლიატონ ფორტე ინიშნება 2-3-ჯერ დღეში 400 მგ (1 კაფსულა), სასურველია ჭამამდე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 თვეს.
ბავშვებში 50-100 მგ/კგ/დღ.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალო****საშუალებებთან
არ არის გამოვლენილი.
გამოშვების****ფორმა
კაფსულა #20.
გაცემ ის წესი
აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ
შენახვა
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
მწარმოებელი
FORTEX
ბულგარეთი.
შემადგენლობა: 400 მგ ქოლინის ალფოსცერატი, 20 მგ პანტოთენის მჟავა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნოოტროპული საშუალება.
ჩვენებები: ქალა-ტვინის ტრავმა, ძირითადად ტვინის ღეროს დაზიანების შემთხვევაში, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, ბავშვების ფსიქომოტორული განვითარების ჩამორჩენა, მეტყველების განვითარების შედერხება, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება, იშემიური ინსულტი, ჰანტინგტონის ქორეა, ფსევდომელანქოლია ასაკოვნებში.
დოზირება და მიღების წესი: შიგნით მისაღებად კვებამდე, თითო კაფსულა დღეში 3-ჯერ, 3-6 თვე. ბავშვებისთვის პერეპარატი ინიშნება დოზირებით 50-100 მგ კგ-ზე დღეში.
გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, გულისრევა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #20 კაფსულა.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: „ფორტექს“, ბულგარეთის რესპუბლიკა.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით