ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სახსრებისა და კუნთების ტკივილის საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - NAPROXEN
მოქმედი ნივთიერება: ნაპროქსენი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ტაბ.ნაპროქსენი ......... 250 მგ
1 ტაბ.ნაპროქსენი .......... 500 მგ
ჩვენებები:
გამოიყენება თავის და კბილის ტკივილის, კუნთების, სახსრებისა და ხერხემლის,
აგრეთვე მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილის დასათრგუნად, აგრეთვე
შაკიკის დროს არსებული ტკივილის კუპირებისათვის.
უზრუნველყოფს სხეულის მომატებული ტემპერატურის დაქვეითებას და ამცირებს ანთებითი
პროცესისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს.
მიღების წესი და დოზირება:
ინიშნება 1 ტაბლეტის ოდენობით ყოველ 8-12 საათში (დღეში მაქს. 3 ტაბლეტი), სანამ
არ იქნება მიღწეული სასურველი შედეგი.
მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია პაციენტმა მიიღოს ორმაგი დოზა 1 საათის
ინტერვალით.
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ასაკის ზევით) ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 12
საათში მანამ, სანამ ექიმის მიერ არ იქნება დადგენილი სხვა დოზა.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ექიმის კონსულტაციის გარეშე არ ინიშნება.
პრეპარატი გამოიყენება ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები:
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება,
ძილის დარღვევა, ყურებში შუილი, ქვედა კიდურების შეშუპება. აღნიშნული მოვლენები
ატარებენ მსუბუქ ხასიათს.
იშვიათ გვერდით მოვლენას წარმოადგენს:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, სახის შეშუპება, ურტიკარია, ასთმური შეტევა ან
გულყრა, თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, აპლასტური ანემია, ჰემოლიზური
ანემია, სმენის დაქვეითება, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ეს
მოვლენები ატარებენ ეპიზოდურ ხასიათს.
უკუჩვენებები:
საერთაშორისო დასახელება - naproxen sodium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები →
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების
საწინააღმდეგო საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
გელის 1 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნაპროქსენი (ნატრიუმის ნაპროქსენის ფორმით) 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%,
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, არომატიზატორი ,,ვარდი”, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) გარეგანი
გამოყენებისთვის.
გამოყენების ჩვენებები
ნაპროფი გელი გამოიყენება ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანთების
საწინააღმდეგო საშუალების სახით:
-საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებისას;
-ოსტეოართრიტისას.
გამოყენების წესი და დოზები
გელის ფენა კანზე დაიტანება დაზიანებული უბნის ზომის მიხედვით (ჩვეულებრივ 4 სმ),
ანაწილებენ დაიზანებულ მონაკვეთზე და ფრთხილად შეიზელენ სრულ შეწოვამდე.
პრეპარატი გამოიყენება 4-5-ჯერ დღეში, რანდენიმე საათიანი ინტერვალებით.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა.
პრეპარატი არ უნდა გამოვიყენოთ რამდენინე კვირაზე მეტხანს (ჩვეულებრივ 4 კვირა).
თუ ტკივილი და შეშუპება შენარჩუნდა ან მდგომარეობა უარესდება მკურნალობიდან 1
კვირის შემდეგ, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
კანის შეწითლების და გაღიზიანების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ
სიმპტომები შენარჩუნდა აუცილებელია სასწრაფო დახმარებისთვის მიმართვა.
უკუჩვენება
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს მიმართ;
-დერმატიტი, კანის დაზიანება ან ღია ჭრილობები;
-ორსულობის პერიოდი;
-ლაქტაცია;
-ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ნაპროფის გელი უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი უკუნაჩვენებია 3 წლამდე ბავშვთა ასაკში.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის. მხოლოდ
ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას კანის დიდ მონაკვეთზე არ შეიძლება
რაიმე ურთიერთქმედების გამორიცხვა.
შემადგენლობა
გელის 1 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნაპროქსენი (ნატრიუმის ნაპროქსენის ფორმით) 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, არომატიზატორი ,,ვარდი”, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის კოდი ათქ: М02АА12
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) გარეგანი გამოყენებისთვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნაპროფი გელი – აასს გარეგანი გამოყენებისთვის. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსიგენაზა-2 არასელექციურ დათრგუნვასთან, ანთების კერაში პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვასა და არაქიდინის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევასთან. პრეპარატი არის ლიპოოქსიგენაზას ძლიერი ინჰიბიტორი, ბლოკავს არაქიდინის მჟავას სინთეზს, აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. ნაპროფი გელი ამცირებს ანთების მედიატორების და ლიზოსომების აქტივობას, აფერხებს ლეიკოციტების მიგრაციას. პრეპარატის გამოყენება ანთებითი პროცესის დროს იწვევს ტკივილის სინდრომის და ქსოვილის შეშუპების შემცირებას ან აღმოფხვრას.
ფარმაკოკინეტიკა
ნაპროქსენის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში ადგილობრივი გამოყენებისას მიიღწევა 4 საათის შემდეგ. ვლინდება სამკურნალო საშუალების მნიშვნელოვანი კუმულაცია ეპიდერმისში, დერმაში და კუნთოვან ქსოვილში. კონცენტრაცია შრატში და სინოვიალურ სითხეში არ არის დიდი. ნაპროქსენის 99,9% უკავშირდება შრატის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. ნაპროქსენი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფიან უპირატესად შარდით.
გამოყენების ჩვენებები
ნაპროფი გელი გამოიყენება ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალების სახით:
-საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებისას;
-ოსტეოართრიტისას.
გამოყენების წესი და დოზები
გელის ფენა კანზე დაიტანება დაზიანებული უბნის ზომის მიხედვით (ჩვეულებრივ 4 სმ), ანაწილებენ დაიზანებულ მონაკვეთზე და ფრთხილად შეიზელენ სრულ შეწოვამდე. პრეპარატი გამოიყენება 4-5-ჯერ დღეში, რანდენიმე საათიანი ინტერვალებით.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა.
პრეპარატი არ უნდა გამოვიყენოთ რამდენინე კვირაზე მეტხანს (ჩვეულებრივ 4 კვირა). თუ ტკივილი და შეშუპება შენარჩუნდა ან მდგომარეობა უარესდება მკურნალობიდან 1 კვირის შემდეგ, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
კანის შეწითლების და გაღიზიანების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ სიმპტომები შენარჩუნდა აუცილებელია სასწრაფო დახმარებისთვის მიმართვა.
უკუჩვენება
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს მიმართ;
-დერმატიტი, კანის დაზიანება ან ღია ჭრილობები;
-ორსულობის პერიოდი;
-ლაქტაცია;
-ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან იშვიათი (≥1/10), ხშირი (≥1/100, მაგრამ <1/10), არახშირი (≥1/1000, მაგრამ <1/100), იშვიათი (≥1/10000, მაგრამ <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად – ადგილობრივი გაღიზიანება (ერითემა, წვა, ქავილი), რომელიც აღმოიფხვრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
თუ პრეპარატი გამოიყენება დაზიანებული კანის დიდ მონაკვეთზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არ უნდა გამოირიცხოს სისტემური არასასურველი რეაქციები, როგორებიცაა გულისრევა, დიარეა, ძილიანობა, თავის ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები). სისტემური არასასურველი რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია აცნობით ექიმს. ქოშინის ან დერმატიტის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები
ნაპროფი გელის დაიტანება მხოლოდ დაუზიანებელ კანზე, თავიდან უნდა იქნეს აცილებული მისი მოხვედრა ღია ჭრილობაზე. თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ან სოლარიუმში ვიზიტი მკურნალობის დროს და შემდგომი ორი კვირის განმავლობაში.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება:
-ანამნეზში ალერგიული რეაქციების არსებობისას (გამონაყარი, ქავილი, კანის შეწითლება), აასს ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობისას;
-პრეპარატის გამოყენებისას კანის ფართო მონაკვეთზე ხანგრძლივი დრიოს განმავლობაში, რადგან არსებობს სისტემური არასასურველი რეაქციების წარმოქმნის საფრთხე;
-თირკმლის, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულისას და ჰემორაგიული დაავადებებისას სისხლისმიმოქცევაში ნაპროქსენის შეწოვის შესაძლებლობის გამო.
პრეპარატი განკუთვნილი არ არის შიგნით მისაღებად და სახვევის შიგნით გამოსაყენებლად (ბანდაჟი, პლასტირები). თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსებზე. გელის შემთხვევით მოხვედრისას თვალებში ან ლორწოვან გარსებზე ჩამობანა უნდა მოხდეს დიდი რაოდენობის წყლით.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
არ არის მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ნაპროფის გელი უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი უკუნაჩვენებია 3 წლამდე ბავშვთა ასაკში.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის. მხოლოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას კანის დიდ მონაკვეთზე არ შეიძლება რაიმე ურთიერთქმედების გამორიცხვა.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზა ნაკლებად შესაძლებელია, რადგან ნაპროქსენის სისტემური აბსორბცია გარეგანი გამოყენების დროს ძალიან დაბალია. შემთხვევით შიგნით მიღების შემთხვევაში, პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, რაც დამახასიათებელია ნაპროქსენის შიგნით მისაღები ფორმებისათვის. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
გამოშვების ფორმა
გელის 45 გ ალუმინის ტუბში.
1 ალუმინის ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით