ნალგეზინი - Nalgesin
ნალგეზინი - Nalgesin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - NAPROXEN
მოქმედი ნივთიერება: ნაპროქსენი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ტაბ.ნაპროქსენი ......... 275 მგ
1 ტაბ.ნაპროქსენი .......... 500 მგ

ჩვენებები:
გამოიყენება თავის და კბილის ტკივილის, კუნთების, სახსრებისა და ხერხემლის, აგრეთვე მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილის დასათრგუნად, აგრეთვე შაკიკის დროს არსებული ტკივილის კუპირებისათვის.
უზრუნველყოფს სხეულის მომატებული ტემპერატურის დაქვეითებას და ამცირებს ანთებითი პროცესისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს.

მიღების წესი და დოზირება:
ინიშნება 1 ტაბლეტის ოდენობით ყოველ 8-12 საათში (დღეში მაქს. 3 ტაბლეტი), სანამ არ იქნება მიღწეული სასურველი შედეგი.
მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია პაციენტმა მიიღოს ორმაგი დოზა 1 საათის ინტერვალით.
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ასაკის ზევით) ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 12 საათში მანამ, სანამ ექიმის მიერ არ იქნება დადგენილი სხვა დოზა.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ექიმის კონსულტაციის გარეშე არ ინიშნება. პრეპარატი გამოიყენება ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ძილის დარღვევა, ყურებში შუილი, ქვედა კიდურების შეშუპება. აღნიშნული მოვლენები ატარებენ მსუბუქ ხასიათს.
იშვიათ გვერდით მოვლენას წარმოადგენს:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, სახის შეშუპება, ურტიკარია, ასთმური შეტევა ან გულყრა, თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, აპლასტური ანემია, ჰემოლიზური ანემია, სმენის დაქვეითება, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ეს მოვლენები ატარებენ ეპიზოდურ ხასიათს.

უკუჩვენებები:

  • პრეპარატის ან მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. აგრეთვე,
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი;
  • „ასპირინული ტრიადა“;
  • თირკმელების ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <20მლ/წთ);
  • პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია, თუ კი პაციენტს ადრე აწუხებდა გასტროდუოდენალური სისხლდენა;
    პრეპარატი ტკივილის კუპირებისათვის გამოიყენება არა უმეტეს 10 დღისა, ხოლო სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად კი არა უმეტეს 3 დღე.
    პრეპარატის გამოყენების წინ სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევაში: თუკი აღინიშნება კანზე გამონაყარი ან პაციენტი იმყოფება ექიმის დაკვირვების ქვეშ ქრონიკული დაავადების გამო, ან ტკივილის კუპირებისათვის გამოიყენებოდა სხვა რომელიმე ანალგეზიური საშუალება.
    იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება ახალი ან მოულოდნელი სიმპტომები, ან მათი გაუარესება, ნერწყვის გადაყლაპვის გაძნელება, კუჭის არეში წვის ან ტკივილის შეგრძნება, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

**შემდგენლობა: **
აპკით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: 275 მგ ნაპროქსენის ნატრიუმის მარილს
დამხმარე ნივთიერებებს: პოვიდონი, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ტალკს, მაგნიუმის სტეარატს, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას, ტიტანის დიოქსიდს (E 171), მაკროგოლს, ინდიგოტინს (E 132)

აღწერილობა
ოვალური, ორმხრივამობურცული ტაბლეტები დაფარული ლურჯი ფერის აპკით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნალგეზინს აქვს გამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

**გამოყენების ჩვენებები **
ნალგეზინი გამოიყენება თავის, კბილის, კუნთოვანი ტკივილის, კისრის ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის დროს. ართრიტის დროს ზომიერი ტკივილისას; ზედა სასუნთქი სისტემნის ინფექციურ-ანთებითი დაავადებიბის დროს ტემპერატური მატებისას და ტკივილის სინდრომისას.

გამოყენების გზა და დოზები
პერორალურად 1 ტაბლეტი ყოველ 8-12 საათში, არაუმეტეს 3 ტაბლეტისა დღეში.
ხანდაზმული პირებისთვის 65 წლის და ზემოთ: პერორალურად არაუმეტეს 2 ტაბლეტისა დღეში. ტაბლეტების მიღება რეკომენდირებულია საკმაო რაოდენობის წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად.

უკუჩვენებები
ნალგეზინის მიღება არ არის რეკომენდირებული იმ შემთხვევაში, რომდესაც პაცინეტს ადრე აღენიშნებოდა ალერგია ნაპროქსენის ან ნატრიუმის ნაპროქსენის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშიალებების მიმართ, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰეპატიტის, თირკმლის ფუნქციის მოშლის, კუჭის და ნაწლავის წყლულის დროს და ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს.
ნალგეზინი არ უნდა გამოვიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
ნალგეზინის მიღება არ არის რეკომენდირებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გაფრთხილებები
არ შეიძლება ინსრუქციაში მითითებული დოზის გადაჭარბება. აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება პრეპარატის მიღება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში როგორც ტკივილგამოაყუჩებელი საშუალება და 3 დღეზე მეტ ხანს როგორც სიცხის დამწევი საშუალება.
თუკი ტკივილი და ცხელება გრძელდება ან ძლიერდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. პაციენტები ბრინქიალური ასთმით, სისხლის შედედების დარღვევით და სხვა ანალგეტიკების მიმართ აწეული მგრძნობელობით ნალგეზინის მიღების წინ უნდა გაეწიოთ ექიმის რეკომენდაცია.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნალგეზინ ფორტე არ მიიღება სხვა ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებთან ერთად.
ნალგეზინის ერთი ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის 25 მგ-ს. მარილის შეზღუდვის დროს ეს აუცილებელია გათვალისწინებული იყოს.

გვერდითი მოქმედება
ნალგეზინმა შეიძლება ზოგიერთ პაციენტში გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის გვრდითი ეფექტები. გვხვდება: დისპეპსიური დარღვევები (გულძმარვა, გულისრევა, მუცლის შებერვა), სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანიბა, ეროზიულ- წყლულოვანი დაზიანებები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა.
ზოგ შემთხვევაში ნალგეზინის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს ალერგიური რეაქციები (კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება).
შეიძლება სასუნთქი ფინქციის ან სისხლმბადი სისტემის ფუნქციის დარღვევე (თრომბოციტოპენია, ანემია) განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც წინასწარგანწყიბილნი არიან მოცემული დაავადებების მიმართ, ასევე ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს.
თუკი შენიშნეთ აღნიშნული მოვლენები, შეწყვიტეთ პრეპარატის მირება და შეძლებისდაგვარად, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ნალგეზინი არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე გავლენა
ნაპროქსენის გავლენის შესახებ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ურთერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ჰედანტონების, ანტიკოაგულანტების და სხვა მედიკამენტების ერთდროული მიღება ნალგეზინთან და ასევე იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც პლაზმის ცილებს მნიშვნელოვნად უკავშირდებიანმ აუცილებელია ამ პრეპარატების მოქმედების პოტენცირებაზე და გადამეტდოზებაზე თვალყურის დევნება. დაუდგენელია ურთიერთკავშირი ნალგეზინს და ვარფარისნ ან ტოლბუტამიდთან. თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, ვინაიდან ადრე არსებობდა ურთიერთქმედება ან კლასის არასტეროიდულ ნაერთებთან.
პრეპარატი ნალგეზინი შეიძლება ამცირებდეს პროპრანოლოლის და სხვა ბეტა- ბლოკატორების ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას, ასევე შეიძლება შგაიზარდოს თირკმლის უკამრისობის განვიტარების რისკი, რომელიც აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებითაა გამოწვეული. ნაპროქსენის მოქმედების ქვეშ ხდება ფუროსემიდის ნატრიურეზული მოქმედების ინჰიბირება. ლითიუმის თირკმლის კლირენსის ინჰიბირება იწვევს ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდას სისხლის პლაზმაში. პრობენეციდის მიღება ზრდის ნაპროქსენის დონეს პლაზმაში.
ანტაციდური პრეპარატები, რომლენიც შეიცავენ მაგნიუმს და ალუმინს, ამცირებენ ნაპროქსენის აბსორბციას.
თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციური ტესტების ჩატარებამდე 48 საათით ადრე აუცილებელია ნაპროქსენის მიღების შეწყვეტა, ვინაიდან შეიძლება მოხდეს რეზულტატებზე გავლენა. ანალოგიურიად, ნაპროქსენმა შეიძლება იმოქმედოს 5-ჰიდროქსიინდოლძმარმჟავის განსაზღვრაზე შარდში.
აუცილებელია თქვენი მკურნალი ექიმის ინფორმირება იმ შემთხვევაში, როდესაც თქვე გაწუხებთ სხვა დაავადებები ან ალერგია თუკი თქვენ იღებთ რაიმე სხვა პრეპარატებს (მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატები).

ჭარბი დოზირება
პრეპარატით მნიშვნელოვანი გადამეტდოზება შეიძლება ხასითდებოდეს ძილიანობით, დისპეპსიური მოვლენებით (გულძმარვა, გულისრევა და პირღებინება).
პაციენს, რომელმაც შემთხვევით ან შეგნებულად მიიღო პრეპარატ ნალგეზინის დიდი რაოდენობა აუცილებელია გამოერეცხოს კუჭი და ჩაუტარდეს სიმპტომური თერაპია. აქტივირებული ნახშირის სწრაფი შეყვანა შესაბამისი რაოდენოებით ხელს უწყობს პრეპარატის შეწოვის შემცირებას.
ჰემოდიალიზი არ იწვევს ნაპროქსენის კონცენტრაციის დაქვეითებას სისხლის პლაზმაში იმის გამო რომ იგი მაღალი კონცენტრაციით უერთდება ცილებს.

გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერზე. 1 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერეტურაზე.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. არ გამოიყენოთ შეკვრაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ექიმის რეცეპტის გარეშე.