ფაქსიმინი 550მგ - FAXIMIN 550mg
ფაქსიმინი 550მგ - FAXIMIN 550mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიბიოტიკები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფაქსიმინი 550მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მიიღება პერორალურად.

· მოქმედი ნივთიერება: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 550 მგ რიფაქსიმინს.

· დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებები: შეიცავს ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას 200, კოლოიდურ სილიციუმის დიოქსიდს, მაგნიუმის სტეარატს, გლიცერილის დისტეარატს, ტალკს, ჰიპრომელოზას, ტიტანის დიოქსიდს, პროპილენგლიკოლს, რკინის წითელ ოქსიდს, დინატრიუმის ეთილენდიამინტეტრა ძმარმჟავას.

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ მოცემული მომხმარებლის ინსტრუქცია. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.

- აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს, თუ გიწევთ ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტი მოცემული პრეპარატის მიღების პერიოდში,.

- ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციის მითითებები. არ მიიღოთ პრეპარატი თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან მცირე დოზით.
მოცემული ჩანართის შინაარსი:

1. რა არის ფაქსიმინი და რისთვის გამოიყენება

**2. რა უნდა გაითვალისწინოთ ფაქსიმინის გამოყენებამდე **

**3. როგორ მიიღება ფაქსიმინი **

**4. შესაძლო გვერდითი მოქმედება **

5. ფაქსიმინის შენახვის პირობები

სათაურები ჩართულია

1. რა არის ფაქსიმინი და რისთვის გამოიყენება

ფაქსიმინი გამოდის ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 42 ვარდისფერ, ოვალურ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 550 მგ რიფაქსიმინს.

ფაქსიმინი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს რიფაქსიმინს. ფაქსიმინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ანადგურებს ბაქტერიას, რომელიც დალექილია ნაწლავში და იწვევს ღვიძლის ენცეფალოპათიას. ღვიძლის ენცეფალოპათია;

ღვიძლის მოულოდნელი ან ქრონიკული უკმარისობის დროს მავნე ნივთიერებები, რომლებიც არ იწმინდება ღვიძლის მიერ, ხვდება ტვინში სისხლის საშუალებით და იწვევს ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ფსიქიკური დაძაბულობა, აგრესიულობა, დაბნეულობა, დარღვევები კუნთების მხრივ, მეტყველების გაძნელება და კომა. ფაქსიმინი გამოიყენება ღვიძლის დაავადების მქონე მოზრდილ პაციენტებში ღვიძლის გამოხატული ენცეფალოპათიის ეპიზოდების რეციდივის შესამცირებლად. პრეპარატი გამოიყენება კუჭ- ნაწლავის ისეთი ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ, რომლებსაც ახასიათებს დიარეა, ძირითადად, მუცლის ტკივილი, შეშუპება და დეფეკაციის სიხშირის შეცვლა.

ფაქსიმინის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიაში ან განავლის დამარბილებელ საშუალებასთან კომბინაციაში, რომელიც, როგორც წესი, შეიცავს ლაქტულოზას.

**2. რა უნდა გაითვალისწინოთ ფაქსიმინის გამოყენებამდე **

არ გამოიყენოთ ფაქსიმინი შემდეგ შემთხვევებში

თუ:

· გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა რიფაქსიმინის, სხვა რიფამიცინების (მაგ., რიფამპიცინის ან რიფაბუტინის) მსგავსი ტიპის ანტიბიოტიკების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ზემოაღნიშნული დამხმარე ნივთიერების მიმართ (თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგია),

· გაქვთ ციებ-ცხელება,

· გაქვთ არარეგულარული დეფეკაციის 8 ან მეტი ეპიზოდი ბოლო 24 საათის განმავლობაში,

· გაქვთ წყლული, შეკრულობა ან ნაწლავის ობსტრუქცია,

· აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა,

· გაქვთ სისხლიანი განავალი და ციებ-ცხელებით მიმდინარე დიარეა,

· რიფაქსიმინი; არ გამოიყენთ მსგავსი ტიპის ანტიბიოტიკებთან ერთად (როგორიცაა რიფამპიცინი ან რიფაბუტინი).

სიფრთხილეა საჭირო ფაქსიმინის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში

თუ:

· მკურნალობის პერიოდში დაგიმძიმდათ სიმპტომები, შეწყვიტეთ ფაქსიმინის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.

· თქვენმა შარდმა შეიძლება მიიღოს წითელი ფერი ფაქსიმინით მკურნალობის შემთხვევაში. ეს ნორმაა.

· რიფაქსიმინის შემცველი ანტიბიოტიკებით მკურნალობა შეიძლება იწვევდეს დიარეას. ეს შეიძლება გაგრძელდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 1 თვის განმავლობაში. თუ დიარეა განვითარდა ფაქსიმინით მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ; შეწყვიტეთ ფაქსიმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.

· თუ ღვიძლის დაავადება სერიოზულია; საჭიროა თქვენი მონიტორინგი ექიმის მიერ.

· თქვენი ექიმი გააკონტროლებს შრატში ნატრიუმისა და კალიუმის კონცენტრაციების ცვლილებებს.

· Escherichia coli, ბაქტერია, რომელიც ჩართულია რიფაქსიმინი K ვიტამინის სინთეზში.

თქვენი ექიმი გააკონტროლებს თქვენი სისხლის შედედების მდგომარეობას.

· რიფაქსიმინი; დაიცავით სიფრთხილის ზომები ისეთი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას, როგორიცაა ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი), ვერაპამილი (კარდიოცირკულატორული პრეპარატი), ამიოდარონი (გულის რიტმის მარეგულირებელი საშუალება).

თუ სიფრთხილის ეს ზომები თქვენ გეხებათ, ან გეხებოდათ ნებისმიერ დროს წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

**ფაქსიმინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: **

პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე არ ცვლის მის ეფექტს. პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭიქა წყლის მიყოლებით.

ორსულობა

მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნაყოფისთვის ფაქსიმინის ზიანი ცნობილი არ არის. ამიტომ, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში.

მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა რიფაქსიმინი დედის რძეში. ამიტომ, ფაქსიმინი არ უნდა გამოიყენოთ ძუძუთი კვების პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების გამოყენება

როგორც წესი, ფაქსიმინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ იგრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან გამოიყენოთ მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფაქსიმინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ფაქსიმინის შემადგნელობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ, რაიმე სახის არასასურველი მოქმედება მოსალოდნელი არ არის.

**სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღება **

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

- ანტიბიოტიკები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)

- ვარფარინი (სისხლის შედედების პროფილაქტიკური პრეპარატი)

- ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები)

- არითმიის სამკურნალო საშუალებები (პათოლოგიური გულისცემის სამკურნალო პრეპარატები)

- ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი)

- პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საკონტროლო პრეპარატები)

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გამოწერილი ან ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ ან იღებდით ახლო წარსულში.

**3. როგორ მიიღება ფაქსიმინი **

მითითებები პრეპარატის სათანადო გამოყენების და დოზების/მიღების სიხშირის შესახებ:

ფაქსიმინი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა:

ფაქსიმინის რეკომენდებული დოზა შეადგენს ორ ტაბლეტს დღეში. გამოყენების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, თქვენი ექიმი შეაფასებს თქვენი მკურნალობის გაგრძელების საკითხს.

ფაქსიმინი გამოიყენება სამჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში კუჭ-ნაწლავის ისეთი ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ, რომლებსაც ახასიათებს დიარეა, ძირითადად, მუცლის ტკივილი, შეშუპება და ნაწლავის სტრუქტურის შეცვლა. სიმპტომების განმეორების შემთხვევაში თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ განმეორებითი მკურნალობა.

მიღების წესი და მეთოდი:

ამოიღეთ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერიდან და გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში რიფაქსიმინით მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია.

განსაკუთრებული შემთხვევები:

განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენება აღწერილი არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ ფაქსიმინის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ფაქსიმინის საჭიროზე მეტი დოზა:

დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ ფაქსიმინის ძალიან მაღალი დოზა.

თუ დაგავიწყდათ ფაქსიმინის დოზის მიღება

მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ფაქსიმინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:

მკურნალობის დასრულებამდე ფაქსიმინის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში თქვენი დაავადების სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს.

**4. შესაძლო გვერდითი მოქმედება **

როგორც ყველა პრეპარატს, გვერდითი მოქმედება შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა ფაქსიმინის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ განვითარებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც მითითებულია ქვემოთ, შეიძლება აღინიშნოს ფაქსიმინის მიღების შედეგად.

პრეპარატის გვერდითი მოქმედება კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს.

ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს.

არახშირი: 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.

იშვიათად: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.

ძალიან იშვიათად: 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს.

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია.

შეწყვიტეთ ფაქსიმინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმთან ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას, ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში:

**ხშირი: **

· დეპრესია

· თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

· ქოშინი

· ტკივილი მუცლის ზედა არეში, მუცლის შებერილობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ასციტი

· ქავილი, გამონაყარი

· კუნთების სპაზმი, ართრალგია

· პერიფერიული შეშუპება

არახშირი:

· ჩლოსტრიდიუმ (ბაქტერიის სახეობა) ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, ცანდიდიასის (ზედაპირული სოკოვანი ინფექციის სახეობა)

· ანემია

· ანორექსია, ჰიპერკალიემია (კალიუმის მაღალი შემცველობა)

· დაბნეულობა, შფოთვა (შფოთვა), უძილობა, დაძინების ძლიერი სურვილი (ჰიპერსომნია)

· წონასწორობის დარღვევა, მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია), კრუნჩხვა (კონვულსია), ყურადღების დარღვევა, ნერვების დაქვეითებული მგრძნობელობა (ჰიპოსთეზია), მეხსიერების დარღვევა

· მოულოდნელი წამოხურება

· ფილტვის გარსში წყლის დაგროვება (პლევრული გამონაჟონი)

· მუცლის ტკივილი, ვარიკოზული სისხლდენა, პირის ღრუს სიმშრალე, დისკომფორტი კუჭის არეში

· კუნთების ტკივილი (მიალგია)

· მტკივნეული შარდვა (დიზურია), ხშირი შარდვა (პოლაკიურია)

· შეშუპება, ცხელება

· დაცემა
იშვიათი:

· ფილტვის ანთება (პნევმონია), ცელულიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, შემცივნება

· სითხის დაკარგვა

· ჩვეულებრივზე მაღალი და დაბალი არტერიული წნევა

· ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

· შეკრულობა

· ზურგის ტკივილი

· შარდში ცილის არსებობა

· სისუსტე (ასთენია)

· დაბნეულობა, პროცედურული ტკივილი

სიხშირე უცნობია:

· თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

· ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა

· გულის წასვლის წინა მდგომარეობა (გულის წასვლის შეგრძნება), გულის წასვლა

· ღვიძლის ფუნქციური ანალიზების პათოლოგიური შედეგები

· კანის ანთებითი დაავადება (დერმატიტი), გამონაყარი კანზე (ეგზემა)

· საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის პათოლოგიური მაჩვენებლები

მაღალი დოზებით ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში ან ნაწლავის შიდა შრის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს პრეპარატის მცირე დოზის (1%-ზე ნაკლები) აბსორბციას და შარდის მოწითალო ფერის მიღებას.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გეხებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართში.

**5. ფაქსიმინის შენახვის წესი **

ფაქსიმინი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

პრეპარატი გამოიყენეთ ვარგისობის ვადის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ფაქსიმინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ფაქსიმინი, თუ შენიშნავთ პრეპარატის ან/და მისი შეფუთვის დაზიანების ნებისმიერ ნიშანს.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით ისინი გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დანიშნულ შემგროვებელ დაწესებულებას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

დასახელება - ფაქსიმინი ტაბლეტი 550მგ #42
რა არის ფაქსიმინი და რისთვის გამოიყენება