ეტორიკოქსიბ ნორმონი 120მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG - Etoricoxib Normon 120mg comprimidos recubieros con pelcula EFG
ეტორიკოქსიბ ნორმონი 120მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG - Etoricoxib Normon 120mg comprimidos recubieros con pelcula EFG

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, კოქსიბები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ეტორიკოქსიბი. თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 120მგ ეტორიკოქსიბს; დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შეიგთავსი: ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460) და მაგნიუმის სტეარატი (E470b); ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518), ტალკი (E553b), ინდიგო კარმინი (E132) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ჩვენება: ეტორიკოქსიბი ამცირებს სახსრებისა და კუნთების ტკივილსა და შეშუპებას (ანთებას) 16 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი და პოდაგრა; ეტორიკოქსიბი, ასევე, გამოიყენება ხანმოკლე მკურნლობის სახით სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ზომიერი ტკივილის დროს 16 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში.
ოსტეოართრიტი არის სახსრების დაავადება. ის იწვევს ძვლების დამაბოლოებელი ხრტილების თანდათანობით დაშლას, რაც თავის მხრივ იწვევს შეშუპებას (ანთებას), ტკივილს, დაჭიმულობას, გაშეშებას და მოძრაობის შეზღუდვას.
რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების ხანგრძლივი ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს ტკივილს, გაშეშებას, შეშუპებას და დაზიანებული სახსრების მოძრაობის თანდათანობით დაკარგვას. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილების ანთება.
პოდაგრა არის დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ანთების უეცარ, რეციდიულ შეტევებს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი და სიწითლე.
მაანკილოზებელი სპონდილიტი არის ხერხემლისა და მსხვილი სახსრების ანთებითი დავადება.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია ეტორიკოქსიბის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტი ალერგიულია არასტეორიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების, მათ შორის ასპირინისა და COX-2 ინჰიბიტორების, მიმართ; თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის რეციდიული წყლული ან სისხლდენა; თუ პაცინტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება; თირკმელების მძიმე დაავადება; თუ პაციენტი არის ან შეიძლება იყოს ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში; თუ პაციენტი 16 წელზე ნაკლები ასაკისაა; თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების ანთებითი დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან კოლიტი; თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მკურნალობით (საჭიროა ექიმთან ან ექთანთან კონსულტაცია, არტერიული წნევა სათანადოდ არის თუ არა გაკონტროლებული); თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს გულის დაავადებები, მათ შორის გულის უკმარისობა (საშუალო ან მძიმე ხარისხის), სტენოკარდია (მკერდის არეში ტკივილი); თუ პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, გაკეთებული აქვს აორტო-კორონარული შუნტირება, აღენიშნება პერიფერიული არტერიული დაავადება (ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევა არტერიების შევიწროვების ან ბლოკირების გამო); თუ პაციენტს გადატანილი აქვს ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის ჰემორაგიული ან ტრანზიტორული იშეიმიური ინსულტი); ეტორიკოქსიბმა შეიძლება ოდნავ Gგაზარდოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკი, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გულის პრობლემების ან ინსულტის ანამნეზის შემთხვევაში. მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება მას.
ბავშვები და მოზარდები: მედიკამენტი არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა: დაუშვებელია ეტორიკოქსიბის მიღება ორსულობის, ორსულობის დაგეგმვის ან დაორსულების დროს. დაორსულებისას უნდა შეწყდეს ტაბლეტების მიღება და საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ან თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექითან კონსულტაცია.
ლაქტაცია: არ არის ცნობილი ეტორიკოქსიბი აღწევს თუ არა დედის რძეში. ეტორიკოქსიბის მიღებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედა ან გეგმავს ლაქტაციას. ამ მედიკამენტით მკურნალობისას ლაქტაცია დაუშვებელია.
ფერტილობა: ეტორიკოქსიბი არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის ტემპერატურის განსაკუთრებულ პირობებს. ინახება ორიგინალი შეფუ

ეტორიკოქსიბი ნორმონი 60 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ეტორიკოქსიბი ნორმონი 90 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ეტორიკოქსიბი ნორმონი 120 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

· საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

· დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

· მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის, დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

· ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

1. რას წარმოადგენს ეტორიკოქსიბი ნორმონი და მისი გამოყენება;

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეტორიკოქსიბი ნორმონის მიღებამდე;

3. ეტორიკოქსიბი ნორმონის მიღების წესი;

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;

5. ეტორიკოქსიბი ნორმონის შენახვის წესი;

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.

**1. რას წარმოადგენს ეტორიკოქსიბი ნორმონი და მისი გამოყენება **

რას წარმოადგენს ეტორიკოქსიბი ნორმონი?

· ეტორიკოქსიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ეტორიკოქსიბს. ეტორიკოქსიბი მიეკუთვნება ე.წ. სელექციური COX-2 (ციკლოოქსიგენაზა-2) ინჰიბიტორების მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც თავის მხრივ მიეკუთვნება არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების ჯგუფს (NSAID).

ეტორიკოქსიბის გამოყენება

· ეტორიკოქსიბი ამცირებს სახსრებისა და კუნთების ტკივილსა და შეშუპებას (ანთებას) 16 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი და პოდაგრა;

· ეტორიკოქსიბი, ასევე, გამოიყენება ხანმოკლე მკურნლობის სახით სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ზომიერი ტკივილის დროს 16 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში.

რა არის ოსტეოართრიტი?

ოსტეოართრიტი არის სახსრების დაავადება. ის იწვევს ძვლების დამაბოლოებელი ხრტილების თანდათანობით დაშლას, რაც თავის მხრივ იწვევს შეშუპებას (ანთებას), ტკივილს, დაჭიმულობას, გაშეშებას და მოძრაობის შეზღუდვას.

რა არის რევმატოიდული ართრიტი?

რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების ხანგრძლივი ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს ტკივილს, გაშეშებას, შეშუპებას და დაზიანებული სახსრების მოძრაობის თანდათანობით დაკარგვას. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილების ანთება.

რა არის პოდაგრა?

პოდაგრა არის დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ანთების უეცარ, რეციდიულ შეტევებს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი და სიწითლე.

რა არის მაანკილოზებელი სპონდილიტი?

მაანკილოზებელი სპონდილიტი არის ხერხემლისა და მსხვილი სახსრების ანთებითი დავადება.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეტორიკოქსიბი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ეტორიკოქსიბი ნორმონის მიღება:

· თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ეტორიკოქსიბის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

· თუ პაციენტი ალერგიულია არასტეორიდული ანტიანთებითი მედიკამენტების, მათ შორის ასპირინისა და ჩOX-2 ინჰიბიტორების, მიმართ (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები, პარაგრაფი 4);

· თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის რეციდიული წყლული ან სისხლდენა;

· თუ პაცინტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება;

· თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე დაავადება;

· თუ პაციენტი არის ან შეიძლება იყოს ფეხმძიმედ ან ძუძუთი კვების დროს (იხ. “ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა1);

· თუ პაციენტი 16 წელზე ნაკლები ასაკისაა;

· თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების ანთებითი დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან კოლიტი;

· თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მკურნალობით (საჭიროა ექიმთან ან ექთანთან კონსულტაცია, არტერიული წნევა სათანადოდ არის თუ არა გაკონტროლებული);

· თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს გულის დაავადებები, მათ შორის გულის უკმარისობა (საშუალო ან მძიმე ხარისხის), სტენოკარდია (მკერდის არეში ტკივილი);

· თუ პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, გაკეთებული აქვს აორტო-კორონარული შუნტირება, აღენიშნება პერიფერიული არტერიული დაავადება (ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევა არტერიების შევიწროების ან ბლოკირების გამო);

· თუ პაციენტს გადატანილი აქვს ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის ჰემორაგიული ან ტრანზიტორული იშეიმიური ინსულტი);
ეტორიკოქსიბმა შეიძლება ოდნავ Gგაზარდოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკი, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გულის პრობლემების ან ინსულტის ანამნეზის შემთხვევაში.

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება მას.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ეტორიკოქსიბის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

· თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლულის ან სისხლდენის ანამნეზი;

· თუ პაციენტს აღენიშნება დეჰიდრატაცია, მაგ.: გახანგრძლივებული ღებინება ან დიარეა;

· თუ პაციენტს აღენიშნება შეშუპება სითხის შეკავების გამო;

· თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადები;

· თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა. ეტორიკოქსიბმა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, განსაკუთრებით, მაღალი დოზებით მიღებისას და ექიმმა პერიოდულად შეიძლება შეამოწმოს არტერიული წნევა;

· თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები;

· თუ პაციენტი მკურნალობს ინფექციის გამო, ეტორიკოქსიბმა შეიძლება შენიღბოს ცხელება, რომელიც წარმოადგენს ინფექციის ნიშანს;

· თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან მწეველია – ამ მდგომარეობებმა შეიძლება გაზარდონ გულის დაავადებების რისკი;

· თუ პაციენტი დაფეხმძიმებას ცდილობს;

· თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა.

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება თუ არა მას, რადგან ეტორიკოქსიბის მიღება შეიძლება არ იყოს რეკომენდებული.

ეტორიკოქსიბი თანაბრად ეფექტურია, როგორც ასაკოვან, ისე ახალგაზრდა პაციენტებში. თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა, ექიმმა შეიძლება გამოკვლევა ჩაუტაროს მას. არ არის საჭირო დოზის კორექცია 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.

ბავშვები და მოზარდები

მედიკამენტი არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და ეტორიკოქსიბი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

განსაკუთრებით, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს. ეტორიკოქსიბით მკურნალობის დაწყებისას შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი, რათა შემოწმდეს მიღებული მედიკამენტების ეფექტურობა:

· სისხლის გამათხევადებელი მედიკამენტები (ანტიკოაგულანტები), როგორიცაა მაგ.: ვარფარინი;

· რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);

· მეთოტრექსატი (მედიკამენტი, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას და ხშირად გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს);

· ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი (გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად);

· ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის დეპრესიის დროს);

· აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ, მაგ.: ენალაპრილი და რამიპრილი, ლოსარტანი და ვალსარტანი;

· დიურეზულები (შარდმდენები);

· დიგოქსინი (გამოყენება გულის უკმარისობის და არითმიის დროს);

· მინოქსიდილი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს);

· სალბუტამოლის ტაბლეტები ან შიგნით მისაღები ხსნარი (ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტები);

· პერორალური კონტრაცეპტივები (ამ კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი);

· ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ამ კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი);

· აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კუჭის წყლულების რისკი უფრო მაღალია, თუ ეტორიკოქსიბის მიღება ხდება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად.

- აცეტილსალიცილის მჟავა მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის პრევენციისათვის:

ეტორიკოქსიბის მიღება შეიძლება ასპირინის დაბალ დოზებთან ერთად. თუ პაციენტი იღებს ასპირინს დაბალი დოზებით მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის პრევენციისათვის, არ უნდა შეწყდეს აპირინის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

- აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტები:

დაუშვებელია მაღალი დოზებით ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მიღება ამ მედიკამენტთან ერთად.

ეტორიკოქსიბის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ეტორიკოქსიბის ეფექტი შეიძლება უფრო სწრაფად დადგეს, თუ მისი მიღება მოხდება საკვებთან ერთად.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ფეხმძიმობა

დაუშვებელია ეტორიკოქსიბის მიღება ფეხმძიმობის დროს. ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში დაუშვებელია ამ ტაბლეტების მიღება. ფეხმძიმობის დადგომისას, უნდა შეწყდეს ტაბლეტების მიღება და საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ან თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექითან კონსულტაცია.

ძუძუთი კვება

არ არის ცნობილი ეტორიკოქსიბი აღწევს თუ არა დედის რძეში. ეტორიკოქსიბის მიღებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის მეძუძური დედა ან გეგმავს ძუძუთი კვებას. ამ მედიკამენტით მკურნალობისას დაუშვებელია ძუძუთი კვება.

ფერტილობა

ეტორიკოქსიბი არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ფეხმძიმობას.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

თავბრუსხვევა და ძილიანობა აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს.

დაუშვებელია ავტომობილის მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან ძილიანობა.

დაუშვებელია სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან ძილიანობა.

3. ეტორიკოქსიბი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

დაუშვებელია მდგომარეობის მიხედვით რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება. დროდადრო ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს მკურნალობის სქემას. მნიშვნელოვანია მოხდეს უმცირესი დოზის მიღება, რომელიც საკმარისია ტკივილის გასაკონტროლებლად და არ უნდა გაგრძელდეს ეტორიკოქსიბის მიღება საჭიროზე მეტად, რადგან გახანგრძლივებული და განსაკუთრებით, მაღალი დოზებით მკურნალობის დროს შეიძლება გაიზარდოს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკი.

ხელმისაწვდომია სამკურნალო პროდუქტის სხვადასხვა ფარმაცევტული ფორმები და დაავადების მიხედვით ექიმი დანიშნავს შესაბამისი დოზის ტაბლეტს.

რეკომენდებული დოზებია:

ოსტეოართრიტი

რეკომენდებული დოზაა 30 მგ ერთხელ დღეში, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 60 მგ-მდე ერთხელ დღეში საჭიროების მიხედვით.

რევმატოიდული ართრიტი

რეკომენდებული დოზაა 60 მგ ერთხელ დღეში, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 90 მგ-მდე ერთხელ დღეში საჭიროების მიხედვით.

მაანკილოზებელი სპონდილიტი

რეკომენდებული დოზაა 60 მგ ერთხელ დღეში, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 90 მგ-მდე ერთხელ დღეში საჭიროების მიხედვით.

მდგომარეობები მწვავე ტკივილით

ეტორიკოქსიბი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მწვავე ტკივილის დროს.

პოდაგრა

რეკომენდებული დოზაა 120 მგ ერთხელ დღეში, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მწვავე ტკივილის დროს. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 8 დღე.

სტომატოლოგიური პოსტოპერაციული ტკივილი

რეკომენდებული დოზაა 90 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 3 დღე.

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები

· თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის სუსტი დაზიანება, დაუშვებელია 60 მგ-ზე მეტის მიღება დღეში;

· თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის საშუალო ხარისხის დაავადება, დაუშვებელია 30 მგ-ზე მეტის მიღება დღეში.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ეტორიკოქსიბის ტაბლეტები არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

65 წელზე მეტი ასაკის პაციენტები

არ არის საჭირო დოზის კორექცია 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში. როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას.

მიღების მეთოდი

ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტები მიიღება ერთხელ დღეში. ეტორიკოქსიბის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.

ეტორიკოქსიბის დოზის გადაჭარბებისას

დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებულზე მეტი ტაბლეტების მიღება. ეტორიკოქსიბის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. პაციენტმა სასურველია თან იქონიოს შეფუთვა ან გამოყენების ინსტრუქცია სამედიცინო პერსონალთან მიმართვისას.

ეტორიკოქსიბის დოზის გამოტოვებისას

მნიშვნელოვანია მედიკამენტის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. დოზის გამოტოვებისას შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მომდევნო დღეს ჩვეული სქემით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა (იხ. პარაგრაფი 2, რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეტორიკოქსიბის მიღებამდე):

· ქოშინი, ტკივილი მკერდის არეში ან კოჭების შეშუპება, ან მათი გაუარესება;

· კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე) – ღვიძლის პრობლემების ნიშნები;

· კუჭის ძლიერი ან ხანგრძლივი ტკივილი ან კუპრისფერი განავალი;

· ალერგიული რეაქცია – მოიცავს კანის პრობლემებს, როგორიცაა წყლულების ან ბუშტუკების განვითარება სახეზე, ტუჩებზე, ენაზე ან ხახაზე, რომელმაც შეიძლება გამოივიოს სუნთქვის გაძნლება.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღინიშნა ეტორკოქსიბით მკურნალობის დროს:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

· კუჭის ტკივილი

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში):

· ანთება და ტკივილი კბილის ამოღების შემდეგ

· ფეხების და/ან ტერფების შეშუპება სითხის შეკავების გამო (შეშუპება)

· თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

· გულის თრთოლვა (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), არარეგულარული გულის რიტმი (არითმია)

· მაღალი არტერიული წნევა

· ხმაურიანი სუნთქვა ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი)

· ყაბზობა, მეტეორიზმი (ჭარბი აირები), გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), გულძმარვა, დიარეა, დისპეფსია/დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, საყლაპავის ანთება, კუჭის წყლულები

· ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები სისხლის ანალიზებში

· სისხლჩაქცევა

· სისუსტე და დაღლილობა, გრიპის მსგავსი დაავადება.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

· გასტროენტერიტი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, რომელიც მოიცავს როგორც კუჭს, ისე წვრილ ნაწლავებს), ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები

· ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები (ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება)

· ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია ჭინჭრის ციების ჩათვლით, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას)

· მადის მომატება ან დაქვეითება, წონაში მომატება

· შფოთვა, დეპრესია, აზროვნების სიმახვილის დაქვეითება; მხედველობითი, სმენითი ჰალუცინაციები

· გემოს ცვლილება, უძილობა, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, ძილიანობა

· მხედველობის დაბინდვა, თვალის გაღიზიანება და სიწითლე

· ყურებში ხმაური, ვერტიგო (ტრიალის შგრძნება უმოძრაობის დროსაც)

· არითმია (წინაგულების ფიბრილაცია), ტაქიკარდია, გულის უკმარისობა, მოჭერის, ზეწოლის ან სიმძიმის შეგრნება მკერდის არეში (სტენოკარდია), მიოკარდიუმის იფარქტი

· ალები, ინსულტი, მინი-ინსულტი (ტრანზიტორული იშემიური შეტევა), არტერიული წნევის მკვეთრი მომატება, სისხლძარღვების ანთება

· ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ცხვირიდან სისხლდენა

· ბოყინი, ნაწლავების მოქმედების ცვლილება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე და გამოიწვიოს სისხლდენა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, პანკრეასის ანთება

· სახის შეშუპება, გამონაყარი კანზე ან ქავილი, კანის სიწითლე

· კუნთების სპაზმები, კუნთების ტკივილი/გაშეშება

· სისხლში კალიუმის მაღალი დონე, თირკმლის ფუნქციის სისხლის ან შარდის ანალიზების ცვლილებები, თირკმლის მძიმე პრობლემები

· ტკივილი მკერდის არეში

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

· ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებით, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას), ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას)

· ცნობიერების დაბინდვა, მოუსვენრობა

· ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

· ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში

· ღვიძლის უკმარისობა, კანის და/ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე)

· კანის მძიმე რეაქციები

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა,

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. ეტორიკოქსიბი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის ტემპერატურის განსაკუთრებულ პირობებს.

ინახება ორიგინალი შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ეტორიკოქსიბი ნორმონი

· აქტიური ნივთიერებაა ეტორიკოქსიბი. თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 30 მგ, 60 მგ, 90 მგ ან 120 მგ ეტორიკოქსიბს;

· სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

- ტაბლეტის შეიგთავსი: ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460) და მაგნიუმის სტეარატი (E470ბ);

- ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518), ტალკი (E553ბ), ინდიგო კარმინი (E132) (ეს დამხმარე ნივთიერება არ შედის ეტორიკოქსიბი ნორმონი 90 მგ-ში) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) (ეს ნივთიერება არ შედის ეტორიკოქსიბი ნორმონი 90 მგ-ში).

ეტორიკოქსიბი ნორმონის ფორმა და შეფუთვა

· ეტორიკოქსიბი ნორმონი 30 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები:

მოლურჯო-მწვანე, მრგვალი და ორმხრივ ამობურცული აპკით შემოგარსული ტაბლეტები;

თითოეული შეფუთვა შეიცავს 28 აპკით შემოგარსულ ტაბლეტს.

· ეტორიკოქსიბი ნორმონი 60 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები:

მუქი მწვანე, მრგვალი და ორმხრივ ამობურცული აპკით შემოგარსული ტაბლეტები;

თითოეული შეფუთვა შეიცავს 28 აპკით შემოგარსულ ტაბლეტს.

·ეტორიკოქსიბი ნორმონი 90 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები:

თეთრი, მრგვალი და ორმხრივ ამობურცული აპკით შემოგარსული ტაბლეტები;

თითოეული შეფუთვა შეიცავს 28 აპკით შემოგარსულ ტაბლეტს.

· ეტორიკოქსიბი ნორმონი 120 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები:

ღია მწვანე, მრგვალი და ორმხრივ ამობურცული აპკით შემოგარსული ტაბლეტები;

თითოეული შეფუთვა შეიცავს 7 აპკით შემოგარსულ ტაბლეტს.
გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით