ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა მონტელუკასტი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10მგ მონტელუკასტს (მონტელუკასტის ნატრიუმის სახით); სხვა დამხმარე ინგრედიენტებია: ტაბლეტის გული: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსკარმელოზას ნატრიუმი, ბანანის არომატი (შეიცავს: არომატიზატორებს, მალტოდექსტრინს, მოდიფიცირებულ სახამებელს, პროპილენგლიკოლს), ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი.
ჩვენება: დენკ-ეარ 10მგ წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ხელს უშლის ზოგიერთი ანთებითი მედიატორის (ლეიკოტრიენების) მიერთებას. ლეიკოტრიენები იწვევენ სასუნთქი გზების შევიწროვებას, შეშუპებას და ალერგიული სიმპტომების განვითარებას. ლეიკოტრიენების დაბლოკვით დენკ-ეარ 10მგ ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს, ეხმარება ასთმის კონტროლში და ხსნის სეზონური ალერგიის სიმპომებს (სეზონური ალერგიული რინიტი, ასევე ცნობილი თივის ცხელების სახელწოდებით). დენკ-ეარ 10მგ ინიშნება დღისით და ღამით განვითარებული ასთმის სიმპტომების პრევენციისთვის. დენკ-ეარ 10მგ ინიშნება პაციენტებში, რომელთა ასთმის სიმპტომები ვერ კონტროლდება ადექვატურად სხვა პრეპარატებით და რომელთაც ესაჭიროებათ დამატებითი მკურნალობა; დენკ-ეარ 10მგ ასევე გამოიყენება ფიზიკური ვარჯიშით გამოწვეული სასუნთქი გზების შევიწროვების პრევენციისთვის; დენკ-ეარ 10მგ ასევე ამსუბუქებს სეზონური ალერგიის (სეზონური ალერგიული რინიტი) სიპტომებს იმ პაციენტებში, რომლებშიც დენკ-ეარ 10მგ დანიშნულია ასთმის სამკურნალოდ. სიმპტომებიდან და ასთმის სიმძიმიდან გამომდინარე მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დენკ-ეარ 10მგ-ს მიღების წესს.
უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია მონტელუკასტის ან აღნიშნულ პრეპარატში
შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
ბავშვები: 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არსებობს დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ
საღეჭი ტაბლეტები. 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არსებობს დენკ-ეარ
ჯუნიორ 5მგ საღეჭი ტაბლეტები.
ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ეჭვობს ორსულობის შესახებ ან გეგმავს დაორსულებას, ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
მიღების წესი: მიიღება დენკ-ეარ 10მგ-ის 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში, როგორც დანიშნულია ექიმის მიერ; აღნიშნული პრეპარატის მიღება გრძელდება, მიუხედავად სიმპტომების არ არსებობისა; არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა მიუხედავად ასთმის მწვავე შეტევის არსებობისა; დენკ-ეარ 10მგ ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის მითითების შესაბამისად. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მიიღება შიგნით.
15 წლის ასაკზე უფროსი მოზარდებისა და მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზა: დენკ-
ეარ 10მგ-იანი ერთი შემოგარსული ტაბლეტი დღეში, მიიღება საღამოს. დენკ-ეარ 10მგ-ს
შემოგარსული ტაბლეტი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
დენკ-ეარ 10მგ-ით მკურნალობის დროს პაციენტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის არ
ღებულობს იგივე აქტიური ნივთიერების-მონტელუკასტის შემცველ სხვა პრეპარატს.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
შეფუთვა: ჩალისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები. დენკ- ეარ 10მგ მოთავსებულია ალუმინი-ალუმინის ბლისტერში. შეფუთვა: 28 შემოგარსული ტაბლეტი.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
25.66 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით