ინგამისტი - Ingamist
ინგამისტი - Ingamist

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ინგამისტი

(INGAMIST)

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: აცეტილცისტეინი.

1 მლ შეიცავს 100 მგ აცეტილცისტეინს.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმისედეტატი , ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები

გამჭვირვალე უფერო ხსნარი გოგირდის სუსტად გამოხატული სუნით.

ამპულის გახსნის შემდეგ ჰაერთან ხანგრძლივი კონტაქტისას შესაძლოა შეიძინოს სუსტი მოვარდისფრო-იისფერი შეფერილობა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მუკოლიზური საშუალება

ათქ კოდი: R05C B0l.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

აცეტილცისტეინი ათხიერებს ნახველს. აცეტილცისტეინის სტრუქტურაში სულფჰიდრილური ჯგუფის არსებობა ხელს უწყობს ნახველის შემადგენელი მჟავა მუკოპოლისაქარიდების დისულფიდური ბმების გაწყვეტას, რაც იწვევს მუკოპროტეიდების დეპოლარიზაციას და ლორწოს სიბლანტის შემცირებას. პრეპარატი აქტივობას ინარჩუნებს ჩირქოვანი ნახველის არსებობის შემთხვევაშიც.

აცეტილცისტეინს ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება, განპირობებული ნუკლეოფილური თიოლური SH-ჯგუფით, რომელიც ადვილად გასცემს წყალბადს და ანეიტრალებს მჟანგავ რადიკალებს.

აცეტილცისტეინის დამცავი მექანიზმი ეფუძნება მისი რეაქტიული სულფჰიდრილური ჯგუფების უნარს დაუკავშირდეს თავისუფალ რადიკალებს.

აცეტილცისტეინი ადვილად აღწევს უჯრედში, დეაცეტილირდება L-ცისტეინამდე, რომლისგანაც სინთეზირდება უჯრედშიდა გლუტატიონი.

გლუტატიონი - წარმოადგენს მაღალრეაქტიულ ტრიპეპტიდს, მძლავრ ანტიოქსიდანტს, ციტოპროტექტორს, რომელიც წარიტაცებს ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებს და ტოქსინებს. აცეტილცისტეინი ეწინააღმდეგება გამოფიტვას და ხელს უწყობს უჯრედის ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილე უჯრედშიდა გლუტატიონის სინთეზს და ამ გზით ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციას.

ფარმაკოკინეტიკა

600 მგ აცეტილცისტეინის ინტრავენური შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 300 მმოლ/ლ, სისხლის პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი - 2 საათია. საერთო კლირენსი - 0,21 ლ/სთ/კგ, განაწილების მოცულობა პლატოს შემთხვევაში - 0,34 ლ/კგ. აცეტილცისტეინი აღწევს უჯრედშორის სივრცეში, ნაწილდება უპირატესად ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში, ბრონქიალურ სეკრეტში. აცეტილცისტეინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები

სასუნთქი ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელთა მიმდინარეობას თან ახლავს ნახველის მომატებული წარმოქმნა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, სისხლიანი ნახველი, ფილტვისმიერი სისხლდენა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა

სახეები

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევა ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ნიტროგლიცერინის და აცეტილცისტეინის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია და საფეთქლის არტერიის გაფართოება. ნიტროგლიცერინის და აცეტილცისტეინის ერთდროულად მიღების აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჰიპოტენზიის განვითარების საფრთხის გამო, რომელიც შესაძლოა იყოს მძიმე. პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს თავის ტკივილის შესაძლო განვითარების თაობაზე.

აცეტილცისტეინი არ ინიშნება ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, რადგან ხველების რეფლექსის დათრგუნვამ შეიძლება ბრონქული სეკრეტის შეგუბება გააძლიეროს.

ინგამისტის მიღება შესაძლებელია ჩვეულებრივ ბრონქოდილატატორებთან,

ვაზოკონსტრიქტორებთან ერთად.

არსებობს ინფორმაცია ანტიბიოტიკებისა და აცეტილცისტეინის ურთიერთქმედების შესახებ, მოპოვებული in vitro კვლევების შედეგად, რომელიც ადასტურებს ანტიბიოტიკების აქტივობის შემცირებას ორი ნივთიერების შერევის შემდეგ. ამიტომ აცეტილისტეინის ხსნართან ანტიბიოტიკების შერევა არ არის რეკომენდებული.

ლაბორატორიული მაჩვენებლები

აცეტილცისტენის გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს კოლორიმეტრული მეთოდით სალიცილატების რაოდენობრივი განსაზღვრის შედეგები და შარდში კეტონების განსაზღვრის შედეგები

გამოყენების თავისებურებები

ინგამისტით მკურნალობის პერიოდში ბრონქული ასთმის მქონე პაციენტები აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ ექიმის კონტროლის ქვეშ. ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში აცეტილცისტეინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

ინგამისტი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში ან ანამნეზში, განსაკუთრებით სხვა სამკურნალო საშუალებების მიღების პერიოდში, რომლებიც აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

აცეტილცისტეინის მიღებამ, განსაკუთრებით აეროზოლის სახით, ძირითადად თერაპიის დასაწყისში, შეიძლება განაზავოს ბრონქული ჯირკვლების სეკრეტი და გაზარდოს მისი მოცულობა. თუ პაციენტს არ შეუძლია ნახველის ეფექტურად ამოხველება, უნდა ჩატარეს პასტურალური დრენაჟი ან ბრონქოასპირაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული ნახველის შეგუბება.

პრეპარატის ინტრავენური შეყვანა უნდა განხორციელდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. გვერდითი ეფექტები ინტრავენური შეყვანისას შესაძლოა გახშირდეს, თუ სამკურნალო საშუალების შეყვანა მოხდება ძალიან სწრაფად ან დიდი დოზებით. ამიტომ რეკომენდებულია „გამოყენების წესი და დოზების“ ნაწილში მოცემული მითითებების მკაცრი დაცვა.

მითითებული დოზებით აცეტილცისტეინის მოწამვლის სამკურნალოდ გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს პროთრომბინის დრო (შეამციროს პროთრომბინის ინდექსი, გაზარდოს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა). ინგამისტის ამპულის გახსნისას წარმოქმნილი გოგირდის სუნი წარმოადგენს მოქმედი ნივთიერების დამახასიათებელ სუნს და არ ახდენს გავლენას პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობაზე.

იშვიათ შემთხვევებში აცეტილცისტეინის ხსნარმა გახსნილ ამპულაში შენახვისას ან მისი აეროზოლურ მოწყობილობაში გადატანისას შეიძლება მიიღოს მსუბუქი იისფერი შეფერილობა, რაც გავლენას არ ახდენს მის ეფექტურობასა და ამტანობაზე.

სამკურნალო საშუალება შეიცავს 1,9 მმოლ (43 მგ)/დოზა ნატრიუმს ერთ ამპულაში. აღნიშნული უნდა გაითვალისწინონ ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფმა პაციენტებმა.

სამკურნალო საშუალების ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისას ამპულა იხსნება უშუალოდ გამოყენების წინ. გახსნილი ამპულის გამოყენება, მაცივარში შენახვის შემთხვევაში, შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის (იხ. „შენახვის პირობები“). გახსნილი ამპულის სახით შენახული ხსნარის გამოყენება ინექციური შეყვანისთვის აკრძალულია.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში აცეტილცისტეინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ სავარაუდო სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის, და ექიმის უშუალო დაკვირვების ქვეშ.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას

მონაცემები, რომლებიც ადასტურებს რეაქციის სიჩქარეზე გავლენას არ მოიპოვება.

გამოყენების წესი და დოზები

ადგილობრივი გამოყენება

_ინჰალაციის სახით შეყვანა:_მოზრდილებში - 1 ამპულა 1-2-ჯერ დღე-ღამეში, ექიმის დანიშნულებით, 5-10 დღის განმავლობაში, ბავშვებში 6 წლის ასაკიდან - 1 ამპულამდე 1-2-ჯერ დღე-ღამეში, ექიმის დანიშნულებით, 5-10 დღის განმავლობაში.

ენდობრონქიალური _შეყვანა:_მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლიდან - 1 ამპულამდე 1-2 - ჯერ დღე-ღამეში.

სისტემური გამოყენება:

ინტრამუსკულარული შეყვანა:

მოზრდილებში - 1 ამპულა 300 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში, შეჰყავთ კუნთში ღრმად.

ინტრავენური შეყვანა:

სამკურნალო საშუალება შეჰყავთ ნელა, წვეთობით, ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში.

მოზრდილებში - 1 ამპულა 300 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში.

ბავშვები

ბავშვებშიპრეპარატი ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისთვის არ გამოიყენება.

ადგილობრივი გამოყენებისთვის სამკურნალო საშუალება ბავშვებში ინიშნება 6 წლიდან.

დოზის გადაჭარბება

ინტრავენური შეყვანისას

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების სიმპტომები მაღალი ხარისხის გვერდითი ეფექტების სიმპტომების მსგავსია.

მკურნალობა

მკურნალობა მოითხოვს პრეპარატის შეყვანის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სიმპტომურ თერაპიას და რეანიმაციული ღონისძიებების გატარებას. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ეფექტურია დიალიზის ჩატარება.

ადგილობრივი გამოყენებისას

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის რეგისტრირებული. პრეპარატის მაღალ დოზებს ბრონქიალური სეკრეტის დიდი რაოდენობით გამოყოფის ინიცირება შეუძლია, რაც სასუნთქი გზების ობსტრუქციას გამოიწვევს.

მკურნალობა

ბრონქოასპირაციის ჩატარება.

გვერდითი რეაქციები

რეგისტრაციის შემდეგ გამოყენების პროცესში გამოვლინდა ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები; მათი წარმოქმნის სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

ინჰალაციის სახით გამოყენება

სისტემურ-ორგანული კლასი | გვერდითი რეაქციები
---|---
იმუნური სისტემის მხრივ | ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ | ბრონქოსპაზმი, რინორეა, ბრონქული ობსტრუქცია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ | სტომატიტი, ღებინება, გულისრევა
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ | ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი

პარენტერალური გამოყენება

სისტემურ-ორგანული კლასი | გვერდითი რეაქციები
---|---
იმუნური სისტემის მხრივ | ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსოიდური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა
გულის მხრივ | ტაქიკარდია
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ | ბრონქოსპაზმი, დისპნოე
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ | გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, დიარეა, დისპეპსია, გულძმარვა
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ | ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი
ზოგადი დარღვევები და გამოვლინებები შეყვანის ადგილზე | სახის შეშუპება, თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, ჰემორაგია, ჰიპერთერმია
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები | არტერიული წნევის დაქვეითება, ანემია, პროთრომბინის დროის გაზრდა

ძალიან იშვიათ შემთხვევებში აცეტილიცისტეინის გამოყენებისას გამოვლინდა კანის ისეთი სერიოზული რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსის სინდრომი და ლაიელის სინდრომი.

უმეტეს შემთხვევაში სავარაუდოა, რომ კანისა და ლორწოვანის ზემოთ აღნიშნული სინდრომები შეიძლება გამოეწვია მინიმუმ კიდევ ერთ სამკურნალო საშუალებასთან ერთად გამოყენებას. კანისა და ლორწოვანის ცვლილებების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და აცეტილცისტეინის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

აცეტილცისტეინის მიღებისას თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითება დადასტურებულია ზოგიერთი კვლევით. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა დღეისთვის არ არის განსაზღვრული.

შენახვის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. გახსნილი ამპულის შენახვა მხოლოდ ადგილობრივი გამოყენების მიზნით შესაძლებელია მაცივარში 24 საათის განმავლობაში. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეუთავსებლობა

ინგამისტის ხსნარი არ უნდა ეხებოდეს რეზინის და ლითონის ზედაპირებს.

ინჰალაციისთვის რეკომენდებულია მინის ან პლასტმასის მოწყობილობების გამოყენება, გამოყენების შემდეგ მოწყობილობები უნდა გაირეცხოს წყლით.

შეფუთვა

3 მლ მუქი მინის ამპულებში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში; 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა კოლოფში.

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი

შპს „იურია-ფარმი“

მწარმოებელი

უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი, ქ. ჩერკასი, ქუჩა კობზარსკაია, 108

ტელ.: +38 (044) 281-01-01.