ორნიდი - ORNID
ორნიდი - ORNID

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიპროტოზოული საშუალებები, ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობ ა: ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ორნიდაზოლი INN 500 მგ.

აღწერა : ორნიდაზოლი წარმოადგენს 5 ნიტრომიდაზოლის წარმოებულს. იგი მოქმედებს მეტრონიდაზოლის მსგავსად და ანალოგიურად გამოიყენება მგრძნობიარე პროტოზოული ინფექციების და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

ფარმაკოლოგია : ორნიდაზოლი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და დაახლოებით 30 მიკრო/გ/მლ-ს კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 1.5 გ ერთჯერადი დოზის მიღებიდან ორი საათის განმავლობაში. ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს 12-14 საათს. 15%-ზე ნაკლები უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი ფართოდ ნაწილდება სხეულის ქსოვილებში და სითხეებში, მათ შორის თავ-ზურგტვინის სითხეში. ორნიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდში ძირითადად კონიუგატების სახით და ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა განავალში. აღინიშნა რომ ერთჯერადი პერორალური დოზის 85% გამოიყოფოდა 5 დღის განმავლობაში.

ჩვენებები : ორნიდი ნაჩვენებია მგრძნობიარე პროტოზოული ინფექციების სამკურნალოდ და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისთვის.

დოზა და მიღბის წესი:

მოზრდილების ჩვეულებრივი დოზა

დაავადებები | დოზა | მკურნალობის ხანგრძლივობა
---|---|---
ამებიაზი |
ორდინაზოლის ტაბლეტი ორჯერ დღეში | 5-10 დღე

ამებური დიზენტერია | 3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით | 3 დღე

ლამბლიოზი | 3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით | 1-2 დღე
ტრიქომონიაზი |
3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით | 5 დღე

  • ანაერობული ბაქტერიული ინფექციები - ორნიდაზოლის ტაბლეტი ორჯერ დღეში 5-10 დღე.

ბავშვების დოზა

დაავადება | მგ/კგ/სხეული/წონა | დოზა | მკურნალობის ხანგრძლივობა
---|---|---|---
ამებიაზი | 25 მგ სხეულის მასის ყოველ ერთ კგ-ზე | ერთჯერადი დოზა | 5-10 დღე
ამებური დიზენტერია | 40 მგ სხეულის მასის ყოველ ერთ კგ-ზე | ერთჯერადი დოზა | 3 დღე
ლამბლიოზი | 40 მგ სხეულის მასის ყოველ ერთ კგ-ზე | ერთჯერადი დოზა | 2 დღე

** ანაერობული ბაქტერიული ინფექციები - 10მგ/კგ ორჯერ დღეში 5-10 დღე. ან ლიცენზირებული ექიმის მითითების შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები: ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია - კუჭ-ნაწლავის დარღვევები, განსაკუთრებით გულისრევა და ლითონის არასასიამოვნო გემო; გულისრევას ხანდახან თან ერთვის თავის ტკივილი, ანორექსია, ღებინება, დიარეა, სისუსტე, თავბრუსხვევა, უძილობა.

უკუჩვენებები: ორნიდი უკუნაჩვენებია პროდუქტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

წამალთშორისი ურთიერთქმედება: ორნიდი შეიძლება ურთიერთქმედებდეს შემდეგ პრეპარატებთან: ვეკურონიუმის ბრომიდი ან სხვა მიორელაქსანტები და ვარფარინი.

სიფრთხილის ზომები: ორნიდი დიდი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის დისკრაზია ან ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური დაავადება. დოზა უნდა შემცირდეს ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: ორსულობა კატეგორია C. ორნიდაზოლის გამოყენებას უნდა მოერიდოთ ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში და განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებას. ქალბატონებმა ამ პრეპარატს გამოყენების დროს არ უნდა კვებონ ბავშვები ძუძუთი.

ჭარბი დოზა:
ზედმეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ორნიდმა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირება. როგორც ასეთი, უმჯობესია, თავიდან აიცილოთ ამ პრეპარატის დიდი დოზით მიღება ან იმაზე მეტ ხანს ვიდრე დანიშნული გაქვთ.

შენახვა:

შეინახეთ არაუმეტეს 300 C ტემპერატურაზე.

მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.

ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

**შეფუთვა: **

ყოველ კოლოფში არის 10 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

დასახელება - ორნიდი ტაბლეტი 500მგ

ჩვენებები: ორნიდი ნაჩვენებია მგრძნობიარე პროტოზოული ინფექციების სამკურნალოდ და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისთვის.

დოზა და მიღბის წესი:
დაავადებები : ამებიაზი - ორდინაზოლის ტაბლეტი ორჯერ დღეში. 5-10 დღე
ამებური დიზენტერია- 3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით , 1-2 დღე
ლამბლიოზი- 3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით , 1-2 დღე
ტრიქომონიაზი-3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით, 5დღე
ანაერობული ბაქტერიული ინფექციები - ორნიდაზოლის ტაბლეტი ორჯერ დღეში 5-10 დღე.