ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნუკლეოზიდები და ნუკლეოტიდები უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების გარდა
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
აციკლოვირი
ფარმაკოლოგიური თვისება : აციკლოვირ-დენკი 200-ის ტაბლეტები ნაჩვენებია კანის და
ლორწოვანი გარსის მარტივი ჰერპესის, მათ შორის გენიტალური ჰერპესის საწყისი და
რეციდიული ფორმის სამკურნალოდ.
ჩვენება: ტაბლეტები განკუთვნილია მოზრდილებში გენიტალური მარტივი ჰერპესის ხშირი
და-ან მძიმე ეპიზოდების დასათრგუნად (რეციდივის თავიდან ასაცილებლად).
დოზირება და მიღების წესი: 1 ტაბლეტი დღეში 4-ჯერ 6 საათიანი ინტერვალით.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
გვერდითი მოვლენები : გულისრევა, ღებინება, დიარია, მუცლის ტკივილი, დაღვლილობა,
უძილობა, მოთენთილობა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან : პრობენიციდი ამცირებს თირკმლის მიერ
აციკლოვირის გამოყოფას. ეს იწვევს აციკლოვირის ნახევარდაშლის პერიოდის გაზრდას.
აციკლოვირი
ფარმაკოლოგიური თვისება : აციკლოვირ-დენკი 200-ის ტაბლეტები ნაჩვენებია კანის და
ლორწოვანი გარსის მარტივი ჰერპესის, მათ შორის გენიტალური ჰერპესის საწყისი და
რეციდიული ფორმის სამკურნალოდ.
ჩვენება: ტაბლეტები განკუთვნილია მოზრდილებში გენიტალური მარტივი ჰერპესის ხშირი
და-ან მძიმე ეპიზოდების დასათრგუნად (რეციდივის თავიდან ასაცილებლად).
დოზირება და მიღების წესი: 1 ტაბლეტი დღეში 4-ჯერ 6 საათიანი ინტერვალით.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
გვერდითი მოვლენები : გულისრევა, ღებინება, დიარია, მუცლის ტკივილი, დაღვლილობა,
უძილობა, მოთენთილობა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან : პრობენიციდი ამცირებს თირკმლის მიერ
აციკლოვირის გამოყოფას. ეს იწვევს აციკლოვირის ნახევარდაშლის პერიოდის გაზრდას.
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები
აციკლოვირი
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა,
რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის
აუცილებლობა;
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა
პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო
აღმოჩნდეს მათთვის;
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის
ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. იხ.
პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები და მისი გამოყენება
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების მიღებამდე
3. აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების შენახვის წესი
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები და მისი გამოყენება
აციკლოვირი მიეკუთვნება ე.წ. ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფს.
ის გამოიყენება მარტივი ჰერპესის ვირუსით, გენიტალური ჰერპესით, ჰერპეს ზოსტერითა
და ჩუტყვავილით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციისათვის.
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების მიღებამდე
დაუშვებელია აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების მიღება:
• თუ პაციენტი ალერგიულია აციკლოვირის ან ვალაციკლოვირის ან მედიკამენტის
რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აციკლოვირის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა:
- თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები ან ხანდაზმულია. ექიმმა შეიძლება
შეამციროს დოზა. ასევე, საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება მედიკამენტით
მკურნალობის განმავლობაში, რათა შენარჩუნებულ იქნას ადექვატური ჰიდრატაცია;
- თუ პაციენტს აღენიშნება გენიტალური ჰერპესის ინფექცია, რეკომენდებულია მიღებულ
იქნას სიფრთხილის ზომები სქესობრივი აქტის დროს, ანტივირუსული მკურნალობის
დაწყების მიუხედავად.
სხვა მედიკამენტები და აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში
იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი უკანასკნელ პერიოდში იღებდა პრობენეციდს, ციმეტიდინს ან მიკოფენოლატის მოფეტილს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტირებულ პაციენტებში).
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის
შემთხვევაში, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან
ფარმაცევტთან კონსულტაცია.
აციკლოვირი აღწევს დედის რძეში. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ, როგორიცაა მოთენთილობა ან ძილიანობა, შეიძლება
გავლენა იქონიოს კონცენტრაციისა და რეაქციის უნარზე. დაუშვებელია ავტომობილის ან
სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტი გრძნობს, რომ მისი უნარებზე გავლენა
იქონია მედიკამენტმა.
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ შეიცავს ლაქტოზას
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან
კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.
3. აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს საჭირო დოზას, სქემას და მკურნალობის ხანგრძლივობას.
პაციენტს უნდა ახსოვდეს მედიკამენტის მიღება.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს აციკლოვირი ნორმონით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად.
მოზრდილებისათვის ჩვეულებრივი დოზაა:
- მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: ერთი 200 მგ ტაბლეტი
ხუთჯერ დღეში ყოველ ოთხ საათში, საღამოს დოზის გამოტოვებით;
- მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული რეციდივების სუპრესია: ერთი 200 მგ
ტაბლეტი ოთხჯერ დღეში ყოველ ექვს საათში, ან ორი 200 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში
ყოველ თორმეტ საათში;
- მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების პრევენცია იმუნოსუპრესორულ
პაციენტებში: ერთი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში ყოველ ექვს საათში;
- ჩუტყვავილისა და ჰერპეს ზოსტერით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: ოთხი 200
მგ ტაბკლეტი ხუთჯერ დღეში ყოველ ოთხ საათში, საღამოს დოზის გამოტოვებით.
ბავშვებისათვის ჩვეულებრივი დოზაა:
- მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და მარტივი ჰერპესით
გამოწვეული ინფექციების პრევენცია იმუნოსუპრესორულ ბავშვებში:
- ბავშვები და მოზარდები (2-დან 18 წლამდე): დოზა იგივეა, რაც მოზრდილებში
- ჩვილები (28 დღიდან 23 თვემდე): ინიშნება მოზრდილების დოზის ნახევარი.
ხელმისაწვდომია სხვა ფარმაცევტული ფორმები, რომლებიც უფრო შესაბამისია 6 წლამდე
ასაკის ბავშვებში.
ჩუტყვავილის მკურნალობა:
- ბავშვები (6 წლის ასაკის ზემოთ) და მოზარდები: ოთხი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ
დღეში;
- 2-6 წლის ასაკის ბავშვები: ორი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში.
ხელმისაწვდომია სხვა ფარმაცევტული ფორმები, რომლებიც უფრო შესაბამისია 6 წლამდე
ასაკის ბავშვებში.
რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ აციკლოვირი ნორმონის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა
ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა,
ტელ.: +34 91 562 04 20, მიღებული მედიკამენტისა და რაოდენობის მითითებით.
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის
მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი
მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ხშირი შესაძლო გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ
პაციენტში)
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ცხელება;
• გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი;
• ქავილი, კანზე გამონაყარი (შეიძლება გამოწვეული იყოს სინათლეზე მგრძნობელობით).
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ
პაციენტში)
• თმის ცვენა;
• ურტიკარია (ჭინჭრის ციება).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ
პაციენტში)
• გავლენა სისხლის ანალიზებზე (ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების შექცევადი
მომატება, სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მომატება);
• სუნთქვის გაძნელება;
• ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების და ენის შეშუპება);
• მძიმე, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია).
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ
პაციენტში)
• ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება) ან ლეიკოპენია (ლეიკოციტების
რაოდენობის შემცირება), სისხლჩაქცევა (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების
გამო);
• აღელვება, ცნობიერების დაბინდვა, ტრემორი, მოძრაობის გაძნელება, ლაპარაკის
გაძნელება, ცნობიერების დაბინდვა ან ჰალუცინაციები, პიროვნული აშლილობები და
ქცევის ცვლილებები, კრუნჩხვები, ძილიანობა, ენცეფალოპათია (თავის ტვინის
დარღვევები), კომა. ეს ეფექტები ძირითადად შექცევადია და ჩვეულებრივ ვითარდება
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის დარღვევები ან წინასწარგანმწყობი
ფაქტორები;
• ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), სიყვითლე (კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა),
თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ტკივილი (შეიძლება დაკავშირებული იყოს
თირკმლის უკმარისობასთან).
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ალერგიული სიმპტომი: ხმაურიანი სუნთქვა, გულის თრთოლვა ან მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, გამონაყარი კანზე ან სისხლჩაქცევა. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს, რომ პაციენტი ალერგიულია აციკლოვირი ნორმონის მიმართ. დაუშვებელია დამატებითი ტაბლეტების მიღება ექიმის მითითების გარეშე.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის
ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის
განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის
საშუალებით:https://www.noificaRAM.es გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
5. აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების შენახვის წესი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30°ჩ-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალური შეფუთვით.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის
გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო
ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს
აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის
დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ
ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები
ემსახურება გარემოს დაცვას.
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები შეიცავს
- აქტიური ნივთიერებაა აციკლოვირი.
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური
ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, (ტიპი A) (მიღებულია კარტოფილის
სახამებლიდან), პოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა
პვქ/ალუმინის ბლისტერი
თეთრი ფერის, მრგვალი და ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები.
შეფუთვა შეიცავს 25 და 500 ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა შეიძლება ბაზარზე არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2016 წლის მარტი.
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და
სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPშ) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე
მუყაოს კოლოფი 25 ტაბლეტი
1. სამკურნალო პროდუქტის დასახელება
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები EFG
2. შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ აციკლოვირს.
ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი და სხვა დამხმარე ნივთიერებები
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. გამოყენების ინსტრუქცია.
3. ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
25 ტაბლეტი
4. მიღების მეთოდი და გზა
შიგნით მისაღებად
პრეპარატის მიღებამდე იხ. გამოყენების ინსტრუქცია.
5. განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30ºС-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალური შეფუთვით.
6. სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამკურნალო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში
სიგრე სიმბოლო
7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6
28760 TRES CANTOS - MADRID (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)
8. გაცემის წესი
სამკურნალო პროდუქტი გაიცემა ექიმის რეცეპტის საფუძველზე
9. ინფორმაცია ბრაილის შრიფტით
აციკლოვირი-ნორმონი
200 მგ
ტაბლეტები
10. უნიკალური იდენტიფიკატორი - 2D შტრიხ-კოდი და უნიკალური იდენტიფიკატორი - ადამიანის მიერ წაკითხვადი მონაცემები
შეიცავს 2D შტრიხ-კოდს, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ იდენტიფიკატორს
შN {ნომერი}[სერიული ნომერი]
Pჩ {ნომერი} [პროდუქტის კოდი]
სერიის კოდი
შენახვის ვადა
11. სხვა ინფორმაცია
ეროვნული კოდი: 729053.7
ექიმის რეცეპტის სიმბოლო O
შეფუთვის დოზა
ნორმონის ლოგო
EFG: გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი
ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე
ბლისტერი
1. სამკურნალო პროდუქტის დასახელება
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები EFG
2. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის დასახელება
NOღMON, შ.A.
ნორმონი, ს.ა.
3. შენახის ვადა
შენახვის ვადა:
4. სერიული ნომერი
სერია:
5. მიღების წესი და მეთოდი
შიგნით მისაღებად
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით