აციჰერპინი 5% - ACIHERPIN 5%
აციჰერპინი 5% - ACIHERPIN 5%

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ანტივირუსული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

აციჰერპინი 5% (აციკლოვირის კრემი BP)

**შემადგენლობა: **

თითო გრამი კრემი შეიცავს: აციკლოვირი BP . . . . . . . . . 50 მგ ; კრემის ბაზა

**ჩვენებები: **

მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული ტუჩებისა და სახის ინფექციების მკურნალობა (Herpes labialis). აღნიშნული პროდუქციის გამოყენება არ არის რეკომენდებული დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.

არ გამოიყენება თვალებში.

**დოზირება და მიღების წესი: **

მიღების წესი

გამოიყენება კანზე.

მოზრდილები და ბავშვები:

მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე ინფექციის დაწყების შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში პროდრომალურ პერიოდში ან დაზიანებების პირველად გამოვლენისას.

კრემის თხელი ფენა უნდა წაისვათ ინფიცირებულ და უშუალოდ მიმდებარე კანის უბნებზე 5-ჯერ დღეში 4 საათის ინტერვალით დღის განმავლობაში, არ გამოიყენება ღამით.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 5 დღე, შემდეგ კიდევ 5 დღე თუ არ მოხდა შეხორცება.

პაციენტებმა უნდა დაიბანონ ხელები კრემის წასმამდე და შემდეგ და მოერიდონ დაზიანებებზე არასაჭირო ზეწოლას ან პირსახოცით შეხებას, რომ არ მოხდეს ინფექციის გამწვავება ან გადატანა.

გამოყენება ხანდაზმულებში: კონკრეტული მითითება არ არსებობს.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აციკლოვირის, ვალაციკლოვირის, პროპილენ გლიკოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

პაციენტებში, რომლებსაც მნიშვნელოვნად აქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი (მაგ.: შიდსით დაავადებული პაციენტები ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტატის მიმღებები) უნდა განიხილებოდეს პერორალური დოზირება. ასეთ პაციენტებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს ნებისმიერი ინფექციის მკურნალობასთან დაკავშირებით.

მარტივი ჰერპესის მქონე პირები უნდა მოერიდონ ვირუსის გადაცემას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს აქტიური დაზიანებები.

კრემი არ გამოიყენება ლორწოვან გარსებზე (მაგ.: პირის ღრუში, თვალში ან საშოში), რადგან შესაძლოა აღინიშნოს ადგილობრივი გაღიზიანება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თვალებთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.

დამხმარე ნივთიერებამ პროპილენ გლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. დამხმარე ნივთიერებამ ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ.: კონტაქტური დერმატიტი).

რეკომენდებულია მხოლოდ ტუჩებზე და სახეზე არსებულ მარტივ ჰერპესზე გამოყენებისთვის. აციკლოვირის კრემი შეიცავს სპეციალურად შემუშავებულ ბაზას და არ არის დაშვებული მისი განზავება ან ბაზის სახით გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებების შესარევად.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

პრობენეციდი ზრდის სისტემურად მიღებული აციკლოვირის საშუალო ნახევარ-გამოყოფის პერიოდს და ფართობს პლაზმური კონცენტრაციის მრუდის ქვეშ. სხვა პრეპარატებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმელების ფიზიოლოგიაზე, შეიძლება პოტენციურად იმოქმედონ აციკლოვირის ფარმაკოკინეტიკაზე. თუმცა, სავარაუდოდ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია აციკლოვირის კანზე გამოყენებისას.

აციკლოვირის ადგილობრივად გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებები არ არის აღწერილი.

**ორსულობა და ლაქტაცია: **

ორსულობა:

აციკლოვირის პოსტმარკეტინგული ორსულობის რეესტრში ფიქსირდება ორსულობის შედეგები ქალებში, რომლებიც ღებულობდნენ აციკლოვირის ნებისმიერ ფორმას. რეესტრის მონაცემების მიხედვით არ ვლინდება თანდაყოლილი დეფექტების რაოდენობის ზრდა სუბიექტებში, რომლებიც ღებულობდნენ აციკლოვირს, საერთო პოპულაციასთან შედარებით, ასევე ნებისმიერი თანდაყოლილი დეფექტი არ იყო უნიკალური ან თანმიმდევრული, რომელიც მიუთითებდა საერთო მიზეზზე.

ადგილობრივი გამოყენების აციკლოვირის სპეციფიური კვლევები არ ჩატარებულა ორსულ ქალებში ან მეძუძურ დედებში.

ჯერჯერობით არ შეფასებულა შესაბამისი პლაზმური დონეები და არ დაფიქსირებულა სისტემური ეფექტები.

თუმცა, კრემის გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს დაუდგენელი რისკების შესაძლებლობას.

ტერატოგენურობა:

საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტულ ტესტებში აციკლოვირის სისტემურ გამოყენებას არ გამოუწვევია ემბრიოტოქსიური ან ტერატოგენული ეფექტები ბოცვრებში, ვირთაგვებში ან თაგვებში.

კლინიკამდელ კვლევებში ეფექტები დაფიქსირდა მხოლოდ ისეთი ზემოქმედებების შემთხვევებში, რომლებიც საკმარისად აღემატებოდა ადამიანებში დაფიქსირებულ მაქსიმალურ ზემოქმედებას, რაც მიუთითებდეს ნაკლებ მნიშვნელობაზე კლინიკური გამოყენებისთვის (იხ. ნაწილი 5.3).

ნაყოფიერება:

ნაყოფის ანომალიები დაფიქსირდა არასტანდარტულ ტესტებში ვირთაგვებში, მაგრამ მხოლოდ ისეთი მაღალი კანქვეშა დოზების შემდეგ, რომლებიც იწვევდნენ დედის ტოქსიურობას. აღნიშნული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ძირითადად შექცევადი გვერდითი ეფექტები სპერმატოგენეზზე ვირთაგვებსა და ძაღლებში საერთო ტოქსიურობასთან ერთად დაფიქსირდა მხოლოდ იმ დოზების შემთხვევაში, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ თერაპიულ დოზებს. თაგვებში ორი თაობის კვლევებში არ გამოვლენილა პერორალურად მიღებული აციკლოვირის ზეგავლენა ფერტილობაზე.

ადამიანებში ქალების ნაყოფიერებაზე აციკლოვირის ტაბლეტების გავლენის შესახებ გამოცდილება არ არსებობს. როგორც ნაჩვენები იყო მამაკაცებში აციკლოვირის ტაბლეტები არ ახდენს გარკვეულ ზეგავლენას სპერმის რაოდენობაზე, მორფოლოგიასა და მოძრაობაზე.

ძუძუთი კვება:

200 მგ აციკლოვირის დღეში ხუთჯერ პერორალურად მიღებისას აციკლოვირი აღმოჩნდა დედის რძეში კონცენტრაციით, რომელიც 0.6 - 4.1-ჯერ აღემატება შესაბამის პლაზმურ დონეს. ეს დონეები პოტენციურად იმოქმედებენ ძუძუზე მყოფ ჩვილებზე აციკლოვირის დოზით დღეში 0.3 მგ/კგ-მდე.

**გვერდითი ეფექტები: **

სიხშირე: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); ნაკლებად ხშირი (≥1/1,000, <1/100); იშვიათი ≥1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი:

· მყისიერი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ანგიონევროზული შეშუპებისა და ჭინჭრის ციების ჩათვლით

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ნაკლებად ხშირი:

· გარდამავალი წვა ან ჩხვლეტა აციკლოვირის კრემის გამოყენების შემდეგ

· კანის მსუბუქი გამოშრობა ან აქერცვლა

· ქავილი

იშვიათი:

· ერითემა

· კონტაქტური დერმატიტი გამოყენების შემდეგ. მგრძნობელობის ტესტების ჩატარებისას რეაქტიული ნივთიერებები ყველაზე ხშირად კრემის კომპონენტებია და არა აქტიური ინგრედიენტი (აციკლოვირი).

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაკეთება, რაც იძლევა სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკი თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგი საშუალებას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა თუ კრემი გამოიყენება ადგილობრივად, ჩვენების შესაბამისად. აციკლოვირის კრემის დოზის გადაჭარბების შესახებ არ არსებობს მონაცემები.

არასასურველი ეფექტი არ არის მოსალოდნელი კრემის 20 გ ტუბის მთლიანი შიგთავსის ჩაყლაპვისას. 800 მგ დოზები ხუთჯერ დღეში (4 გ დღეში) გამოიყენებოდა გვერდითი ეფექტების გარეშე. 80 მგ/კგ-მდე ერთჯერადი ინტრავენური დოზების შემთხვევითი მიღებისას არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები. თუმცა, პერორალურად აციკლოვირის შემთხვევითი, განმეორებითი დოზის გადაჭარბებამ რამდენიმე დღის განმავლობაში, გამოიწვია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ეფექტები (გულისრევა და ღებინება) და ნევროლოგიური ეფექტები (თავის ტკივილი და დაბნეულობა). აციკლოვირი ექვემდებარება დიალიზს.

**ფარმაკოლოგიური მოქმედება: **

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

აციკლოვირი არის ფარმაკოლოგიურად არააქტიური ნივთიერება. I და II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსით (HSV 1 & HSV II) ან ცუტყვავილას ვირუსით (VZV) ინფიცირებულ უჯრედებში შეღწევის შემდეგ აციკლოვირი გარდაიქმნება ვიროსტატიკურ აგენტად. აციკლოვირის გარდაქმნა კატალიზდება ვირუსული HSV- ან VZV-თიმიდინ კინაზით. ადამიანის თიმიდინ კინაზა არ იყენებს აციკლოვირს ეფექტურად სუბსტრატის სახით, შესაბამისად ტოქსიურობა ძუძუმწოვრების მასპინძელ უჯრედებზე დაბალია.

ინფიცირებულ უჯრედში ვირუსული თიმიდინ კინაზას მიერ აციკლოვირი ფოსფორილირდება აციკლოვირის მონოფოსფატად, რომელიც შემდგომ უჯრედული ფერმენტებით გარდაიქმნება აციკლოვირის ტრიფოსფატად. აციკლოვირის ტრიფოსფატს აქვს უფრო ძლიერი აფინურობა ვირუსული დნმ პოლიმერაზას მიმართ მასპინძელი უჯრედის დნმ პოლიმერაზასთან შედარებით და შესაბამისად შერჩევითად ზემოქმედებს ვირუსის ფერმენტზე, რაც იწვევს ვირუსის დნმ-ის რეპლიკაციის დათრგუნვას. აციკლოვირი ასევე შედის ვირუსის დნმ-ში ვირუსული დნმ პოლიმერაზას საშუალებით, რაც იწვევს ჯაჭვის შეწყვეტას, რადგან აციკლოვირს აკლია З'-ჰიდროქსილის ჯგუფი, რაც ხელს უშლის ნუკლეოტიდების დამატებას 3'-5'- კავშირით.

პაციენტებში, რომლებსაც მნიშვნელოვნად აქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი, აციკლოვირით ხანგრძლივმა ან განმეორებითმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული შტამების შერჩევა შემცირებული მგრძნობელობით. შედეგად, ასეთი პაციენტები აღარ რეაგირებენ აციკლოვირით მკურნალობაზე. შემცირებული მგრძნობელობის მქონე კლინიკური იზოლატების უმეტესობამ გამოავლინა ვირუსის თიმიდინ კინაზას შედარებითი ნაკლებობას. თუმცა, ასევე დაფიქსირდა შტამები შეცვლილი/განსხვავებული ვირუსის თიმიდინ კინაზით ან დნმ პოლიმერაზით. HSV-იზოლატების in vitro ექსპოზიციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ნაკლებად მგრძნობიარე შტამების განვითარება. კავშირი HSV-იზოლატების in vitro მგრძნობელობასა და აციკლოვირით მკურნალობაზე კლინიკურ პასუხს შორის არ არის გარკვეული.

**ფარმაკოკინეტიკა: **

შეწოვა და პლაზმური კონცენტრაციები

აციკლოვირი აღწევს კანში. კანში კონცენტრაციის დონეები უფრო მაღალია, ვიდრე მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაცია (MIC) ქსოვილში წონასწორულ მდგომარეობაში.

აციკლოვირის ადგილობრივად გამოყენების შემდეგ აციკლოცირის პლაზმური კონცენტრაციები ვერ განისაზღვრება.

ვინაიდან აციკლოვირის პლაზმური კონცენტრაციები ადგილობრივად გამოყენებისას გამოვლენის ლიმიტის ქვემოთაა, არ ჩატარებულა ადგილობრივი გამოყენების აციკლოვირის ფარმაკოკინეტიკური კვლევები. შესაბამისად, შემდეგი მონაცემები ეფუძნება პერორალურად ან ინტრავენურად გამოყენებისას დაფიქსირებულ მონაცემებს.

პლაზმის ცილებთან შეკავშირება მერყეობს 9-დან 33%-მდე დოზის მიხედვით. წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა მოზრდილებში არის 50 ± 8,7 1/1.73 მ2, ან 0.7 1/კგ.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების შარდში 14C-აციკლოვირის ერთჯერადი მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ორი მეტაბოლიტი: 9-კარბოქსიმეტოქსიმეთილგუანინი (მიღებული დოზის 2-4%) და 8-ჰიდროქსი-9-(2-ჰიდროქსიეტოქსიმეთილ) გუანინი (დოზის <0.2%). თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში გამოიყოფა აციკლოვირის დოზის 62-91% უცვლელი სახით და 9-14% 9-კარბოქსიმეტოქსიმეთილ გუანინის სახით თირკმელებით.

აციკლოვირი უპირატესად გამოიყოფა თირკმელებით, ძირითადად გორგლოვანი ფილტრაციით და ნაკლებად მილაკოვანი სეკრეციით.

ჩატარდა აციკლოვირის კრემისა და აციკლოვირის მალამოს და აციკლოვირის in vitro და in vivo კვლევები ადამიანის კანში აციკლოვირის ბიოშეღწევადობის განსაზღვრის მიზნით. in vitro კვლევებში გამოიყენებოდა ადამიანის კანის ბიოფსია, ხოლო ბიოანალიზები ჩატარდა ადამიანის კანის ტრანსპლანტატზე თაგვებში ან ადამიანის თვალზე (3 პაციენტი). კანში პრეპარატის შემდეგი კონცენტრაციის გრადიენტი წარმოიქმნა აციკლოვირის როგორც ადგილობრივად, ასევე პერორალურად მიღებისას: რქოვანი შრე > ეპიდერმისი > დერმისი. განსხვავება არ დაფიქსირებულა კრემის და მალამოს კონცენტრაციაში.

ეპიდერმისის ზედა ფენების შემთხვევაში საშუალოდ 48-ჯერ უფრო მაღალი კონცენტრაცია იყო აციკლოვირის მალამოს ან კრემის 5% ადგილობრივად გამოყენების შემდეგ, ვიდრე პერორალურად მიღებისას, მაგრამ პრეპარატის კონცენტრაცია ბაზალურ ეპიდერმისში - ჰერპეს ვირუსის ინფექციის ადგილზე - 2-3-ჯერ ნაკლები იყო ადგილობრივად გამოყენებისას, ვიდრე დოზის მიღების შემდეგ.

უწყვეტი შეწოვის საფუძველზე კონცენტრაცია გაიზარდა დროის მიხედვით (პრეპარატის უფრო მაღალი კონცენტრაცია იყო ადგილობრივად დოზის მიღებიდან 48 საათის შემდეგ, ვიდრე ადგილობრივად დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ). ამგვარად, დოზირების მოკლე ინტერვალები რაციონალურია მარტივი ჰერპესის ვირუსით (HSV) გამოწვეული ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის.

შენახვის პირობები:ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ალუმინის ტუბი, რომელიც შეიცავს 5 გრამ კრემს, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე