ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
გამოყენების ინსტრუქცია
დექსამეტაზონი
Dexamethasone
თვალის და ყურის სტერილური წვეთები
დექსამეტაზონი BP 0.1%
შემადგენლობა:
დექსამეტაზონის წვეთების ყოველი მლ შეიცავს:
დექსამეტაზონი BP 1.0 მგ
ჩვენებები :
თვალი: კონიუნქტივიტის, კერატიტის და ბლეფარიტის, განსაკუთრებით ალერგიული წარმოშობის არაინფექციური ფორმები. თვალის წინა ნაწილის სისხლძარღვოვანი გარსის (ირიტი, ირიდოციკლიტი) ანთება, სკლერიტი, ეპისკლერიტი, ორბიტალური მიოზიტი და სიმპათიკური ოფთალმია .
_ყური:_ყურის გარკვეული პრობლემებით გამოწვეული სიწითლე, ქავილი და შეშუპება.
დოზა და მიღების წესი:
თვალი: ჩაიწვეთეთ 1 წვეთი 3-5-ჯერ დღეში კონიუნქტივალურ პარკში.
მწვავე შემთხვევებში: 1 წვეთი საათში.
ყური: 3-4 წვეთი ყურში ორჯერ ან სამჯერ დღეში.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ, დაზიანებები და რქოვანას წყლულოვანი პროცესები, მარტივი ჰერპესი და სხვა ვირუსული ინფექციები, მიკოზი, გლაუკომა. ამგვარად, დექსამეტაზონი 0.1% არ გამოიყენება ახალშობილებში.
სიფრთხილის ზომები:
თუ 7-8 დღიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მაშინ გასათვალისწინებელია მკურნალობის სხვა ზომები. კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შენიღბონ, გაააქტიურონ ან გაამწვავონ თვალის ინფექციები. სისტემური რეაქციის რისკის გამო, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. 0.1 % დექსამეტაზონით მკურნალობის დროს საჭიროა თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი. პაციენტები, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, დაუშვებელია თვალის წვეთების გამოყენება ლინზების ტარების დროს.
წამალთშორისი ურთიერთქმედება :
არ არის შესაბამისი ადგილობრივი გამოყენებისთვის.
გვერდითი მოვლენები :
წინასწარმიდრეკილ პაციენტებში რამდენიმე კვირიანი გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს თვალშიდა წნევის შექცევადი ზრდა.
ადგილობრივად კორტიკოსტეროიდების (პირველ რიგში ბავშვებში) ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს სისტემური უარყოფითი რეაქციები. სტეროიდებით ხანგრძლივად მკურნალობის შემდეგ აღინიშნა კატარაქტას და რქოვანას დარბილების ცალკეული შემთხვევები.
ორსულობა და ლაქტაცია :
ორსულ ქალებში არ ჩატარებულა კონტროლირებული კვლევები. ამ გარემოებებში დექსამეტაზონის 0.1% გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.
შენახვის პირობები :
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. გახსნის შემდეგ ბოთლი შეინახეთ 2-80C ტემპერატურაზე 7 დღე.
შეფუთვა:
დექსამეტაზონი თვალის და ყურის წვეთები:5 მლ პლასტმასის კონტეინერი, დაბეჭდილი ეტიკეტით, დალუქული საწვეთურით მუყაოს ერთ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია Drug International Limited-ს მიერ, ბანგლადეში
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: დექსამეტაზონის ფოსფატი.
ჩვენება: ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების სეკრეციის უკმარისობის დროს ჩანაცვლებითი
თერაპიის სახით (პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობით, აგრეთვე
თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი დაავადებების დროს -
ჰიპერპლაზია); სხვადასხვა დაავადებების დროს: მაგ., თავის ტვინის შეშუპება,
აუტოიმუნური, რევმატოიდული, კანის და სასუნთქი გზების დაავადებები, მძიმე
ინფექციების სამკურნალოდ ანტიბიოტიკებთან ერთად, ენდოკრინული დაავადებები, და
ზოგიერთი ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ (ისევე როგორც ანთება, ტკივილი, ალერგიები,
იმუნური სისტემა და
ღებინების საწინააღმდეგო ეფექტები), და თვალის ანთებითი რეაქციები. პაციენტებში
ანთებითი რევმატოიდული
დაავადებებით (განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი), დექსამეტაზონი კრკა
გამოიყენება სიმპტომური მკურნალობის სახით, ძირითადი სამკურნალო საშუალების
ეფექტის გამოვლენამდე ან როდესაც ის არ არის საკმარისი.
უკუჩვენება: ალერგია; მწვავე ვირუსული, ბაქტერიული ან სისტემური სოკოვანი
ინფექცია, რომლის მკურნალობა შესაბამისად ვერ ხერხდება; თუ კორტიკოსტეროიდების
ჭარბი გამოყენება არის კუშინგის სინდრომის მიზეზი; თუ პაციენტს ცოტა ხნის
წინ ჩაუტარდა ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით; ლაქტაცია; სისხლის შედედების
მნიშვნელოვანი შემცირება - არ გამოიყენება
ინტრამუსკულარულად.
ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
დოზირება და გამოყენების წესი: მოზრდილები და ხანდაზმულები: აღნიშნული პრეპარატი
შეიყვანება ინტრავენურად,
კუნთში, სახსარში, სახსართან ახლოს და სხვა ქსოვილებში.
რეკომენდებული საშუალო საწყისი დოზა ინტრავენური და ინტრამუსკულარული
გამოყენებისთვის შეადგენს 0,5-9მგ
(საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება უფრო მაღალი დოზებით).
სახსარში რეკომენდებული დოზა არის - 0,4-4 მგ (დამოკიდებულია დაზიანებული სახსრის
ზომაზე).
კანის დაავადებების სამკურნალო დექსამეტაზონის დოზა სახსრების სამკურნალო დოზის
იდენტურია.
ქსოვილებში, სახსრების ირგვლივ დექსამეტაზონის რეკომენდებული საინექციო დოზა
შეადგენს 2-6 მგ. აღნიშნული
პრეპარატი ინიშნება დაავადების, მკურნალობის მოსალოდნელი ხანგრძლივობის,
ტოლერანტობის და ეფექტურობის
მიხედვით, შესაბამისად ზუსტ დოზას, სიხშირეს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს
ექიმი.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ ინახება 25C მაღალ ტემპერატურაზე.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: დექსამეტაზონის ფოსფატი.
ჩვენება: ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების სეკრეციის უკმარისობის დროს ჩანაცვლებითი
თერაპიის სახით (პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობით, აგრეთვე
თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი დაავადებების დროს -
ჰიპერპლაზია); სხვადასხვა დაავადებების დროს: მაგ., თავის ტვინის შეშუპება,
აუტოიმუნური, რევმატოიდული, კანის და სასუნთქი გზების დაავადებები, მძიმე
ინფექციების სამკურნალოდ ანტიბიოტიკებთან ერთად, ენდოკრინული დაავადებები, და
ზოგიერთი ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ (ისევე როგორც ანთება, ტკივილი, ალერგიები,
იმუნური სისტემა და
ღებინების საწინააღმდეგო ეფექტები), და თვალის ანთებითი რეაქციები. პაციენტებში
ანთებითი რევმატოიდული
დაავადებებით (განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი), დექსამეტაზონი კრკა
გამოიყენება სიმპტომური მკურნალობის სახით, ძირითადი სამკურნალო საშუალების
ეფექტის გამოვლენამდე ან როდესაც ის არ არის საკმარისი.
უკუჩვენება: ალერგია; მწვავე ვირუსული, ბაქტერიული ან სისტემური სოკოვანი
ინფექცია, რომლის მკურნალობა შესაბამისად ვერ ხერხდება; თუ კორტიკოსტეროიდების
ჭარბი გამოყენება არის კუშინგის სინდრომის მიზეზი; თუ პაციენტს ცოტა ხნის
წინ ჩაუტარდა ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით; ლაქტაცია; სისხლის შედედების
მნიშვნელოვანი შემცირება - არ გამოიყენება
ინტრამუსკულარულად.
ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
დოზირება და გამოყენების წესი: მოზრდილები და ხანდაზმულები: აღნიშნული პრეპარატი
შეიყვანება ინტრავენურად,
კუნთში, სახსარში, სახსართან ახლოს და სხვა ქსოვილებში.
რეკომენდებული საშუალო საწყისი დოზა ინტრავენური და ინტრამუსკულარული
გამოყენებისთვის შეადგენს 0,5-9მგ
(საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება უფრო მაღალი დოზებით).
სახსარში რეკომენდებული დოზა არის - 0,4-4 მგ (დამოკიდებულია დაზიანებული სახსრის
ზომაზე).
კანის დაავადებების სამკურნალო დექსამეტაზონის დოზა სახსრების სამკურნალო დოზის
იდენტურია.
ქსოვილებში, სახსრების ირგვლივ დექსამეტაზონის რეკომენდებული საინექციო დოზა
შეადგენს 2-6 მგ. აღნიშნული
პრეპარატი ინიშნება დაავადების, მკურნალობის მოსალოდნელი ხანგრძლივობის,
ტოლერანტობის და ეფექტურობის
მიხედვით, შესაბამისად ზუსტ დოზას, სიხშირეს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს
ექიმი.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ ინახება 25C მაღალ ტემპერატურაზე.
გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება)
დექსამეტაზონი
წამლის ფორმა
0,4% საინიექციო ხსნარი
შემადგენლობა
1 ამპულა (პრეპარატის 1 მლ) შეიცავს
დექსამეტზონის დინატრიუმის ფოსფატს - 4,4 მგ (ექვივალენტური 4 მგ დექსამეტაზონის ფოსფატის)
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი.
ათქ კოდი Н02АВ02
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები. გლუკოკორტიკოსტეროიდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სინთეზური გლუკოკორტიკოიდი(სგკ), ფტორპრედნიზოლონის მეთილწარმოებული. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, იმუნოდეპრესიული მოქმედება; ზრდის ბეტა- ადრენორეცეპტორების მგრძნობელობას ენდოგენური კატექოლამინებისადმი. ურთიერთქმედებს სპეციფიურ ციტოპლაზმურ რეცეპტორებთან (რეცეპტორები სგკ-სათვის არის ყველა ქსოვილში, განსაკუთრებით ბევრია ღვიძლში) კომპლექსის წარმოქმნით, რომელიც აინდუცირებს ცილების წარმოქმნას (მათ შორის ფერმენტების, რომლებიც არეგულირებენ უჯრედში სასიცოცხლო პროცესებს). ცილოვანი მიმოცვლა: ამცირებს გლობულინის რაოდენობას პლაზმაში, ზრდის ალბუმინის სინთეზს ღვიძლსა და თირკმლებში (ალბუმინ/გლობულინ კოეფიციენტის ზრდით), ცილის სინთეზს ამცირებს და აძლიერებს კატაბოლიზმს კუნთოვან ქსოვილში.
ლიპიდური ცვლა: ზრდის უმაღლესი ცხომოვანი მჟავებისა და ტრიგლიცერიდების სინთეზს, გადაანაწილებს ცხიმს(ცხიმის დაგროვება უმეტესად მიმდინარეობს მხრის სარტყელში, სახესა და მუცელზე), იწვევს ჰიპერქოლესტერინემიის განვითარებას.
ნახშირწყლების ცვლა: ზრდის ნახშირწყლების აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; აძლიერებს გლუკოზო-6-ფოსფატაზის აქტივობას(ღვიძლიდან სისხლში გლუკოზის გადასვლის მომატება); ზრდის ფოსფოენოლპირუვატკარბოქსილაზას აქტივობას და ამინოტრანსფერაზის სინთეზს (გლუკონეოგენეზის აქტივაცია); ხელს უწყობს ჰიპერგლიკემიის განვითარებას;
წყალ-ელექტროლიტური მიმოცვლა: ორგანიზმში აკავებს Na**+** და წყალს, ასტიმულორებს К**+** გამოდევნას (მინერალოკორტიკოიდული აქტივობა), ამცირებს კუჭ- ნაწლავის ტრაქტიდან Са2+ აბსორბციას, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას. ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი დაკავშირებულია ეოზინოფილებიდან და პოხიერი უჯრედებიდან ანთებითი მედიატორების გამონთავისუფლების დათრგუნვასთან; ლიპოკორტინების წარმოქმნის ინდუცირებასთან და პოხიერი უჯრედების რაოდენობის შემცირებასთან, რომლებიც გამოიმუშავებენ ჰიალურონის მჟავას; აგრეთვე კაპილარების განვლადობის შემცირებას; უჯრედული (განსაკუთრებით ლიზოსომური) და ორგანოების მემბრანების სტაბილიზაციასთან. ანთებითი პროცესის ყველა ამ ეტაპზე მოქმედებით: აინჰიბირებს პროსტაგლანდინების(Pg) სინთეზს არაქიდონის მჟავას დონეზე(ლიპოკორტინი ასუსტებს A2 ფოსფოლიპაზას, თრგუნავს არაქიდონის მჟავას ლიბერაციას და ანელებს ენდოზეჟანგებისა და ლეიკოტრიენების ბიოსინთეზს, რომლებიც ხელს უწყობენ ანთებით, ალერგიულ და სხვა პროცესებს), ”პროანთებითი ციტოკინების” სინთეზი (ინტერლეიკინ 1, სიმსივნის სიმსივნის მანეკროზირებელი ფაქტორი ალფა და სხვ.) ზრდის უჯრედის მემბრანის მდგრადობას სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორების მიმართ. იმუნოდეპრესიული ეფექტი განპირობებულია ლიმფოიდური ქსოვილის ინვოლუციით, ლიმფოციტების პროლიფერაციის დათრგუნვით(განსაკუთრებით Т-ლიმფოციტები), В-უჯრედების მიგრაციისა და Т- და В-ლიმფოციტების ურთიერთქმედების დათრგუნვით, ციტოკინების გამოთავისუფლების შეფერხებით(ინტერკლინ 1,2; გამა-ინტერფერონი) ლიმფოციტებიდან და მაკროფაგებიდან, და ანტისხეულების წარმოქმნის დაქვეითებით. ალერგიის საწინააღმდეგო ეფექტი ვითარდება ალერიგის მედიატორების სინთეზის და სეკრეციის დაქვეითების შედეგად, სენსიბილიზებული პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან ჰისტამინის და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოთავისუფლების შეფერხებით, მოცირკულირე ბაზოფილების რიცხვის შემცირებით, ლიმფოიდური და შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დათრგუნვით, Т- და B- ლიმფოციტების, პოხიერი უჯრედების რაოდენობის შემცირებით, ეფექტორული უჯრედების მგრძნობელობის შემცირებით ალერგიის მედიატორების მიმართ, ანტისხეულების წარმოქმნის დათრგუნვით, ორგანიზმის იმუნური პასუხის ცვლილებით. სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებებისას მოქმედება პირველ რიგში განპირობებულია ანთებითი პროცესის დათრგუნვით, ლორწოვანი გარსების შეშუპების პრევენციით ან შემცირებით, ბრონქების ლორწქვეშა შრის ეოზონოფილური ინფილტრაციის შემცირებით და ბრონქებში ცირკულირებული იმუნური კომპლექსების გადანაწილებით, აგრეთვე ეროზიის და ლორწოვანი გარსის დესქვამაციის შეფერხებით. იგი ზრდის მსხვილი და საშუალო ყალიბის ბრონქების ბეტა ადრენორეცეპტორების მგრძნობელობას ენდოგენური კატექოლამინების და ეგზოგენური სიმპათომიმეტურების მიმართ, აქვეითებს ლორწოს წებოვნებას მისი პროდუქციის შემცირებით. ასევე თრგუნავს შემაერთებელქსოვილოვან რეაქციებს ანთებითი პროცესის დროს და აქვეითებს ქსოვილთა ნაწიბურების წარმოქმნას. აქვეითებს აკტჰ - ს სინთეზს და სეკრეციას და მეორადად - ენდოგენური გკს - ს სინთეზს. მოქმედების თავისებურებაა-ჰიპოფიზის ფუნქციის მნიშვნელოვანი ინჰიბირება და მინერალკორკიკოიდული აქტივობის პრაქტიკულად სრული არ არსებობა.
ფარმაკოკინეტიკა. სისხლში უკავშირდება(60-70%) სპეციფიურ ცილა-გადამტან- ტრანსკორტინს. ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს(მათ შორის ჰემატოენცეფალურსა და პლაცენტარულს). მეტაბოლიზდება ღვიძლში(ძირითადად კონიუგაციით გლუკურონისა და გოგირდის მჟავებთან) არააქტიურ მეტაბოლიტებამდე. გამოიყოფა თირკმელით(უმნიშვნელო ნაწილი - საოფლე ჯირკვლებით). დექსამეტაზონის T1/2 შეადგენს 3-5 საათს.
ჩვენებები
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება ვენაში, კუნთებსა და სახსრებში შესაყვანად. მწვავე და გადაუდებელ შემთხვევებში მოზრდილებში შეყავთ ვენაში ნელა ნაკადად ან წვეთებად, ან კუნთში - დოზით 4-20 მგ 3-4-ჯერ დღეღამეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 80 მგ, შემანარჩუნებელი თერაპიის დოზა - 0,2 – 9 მგ დღეღამეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 დღეს, შემდეგ ხდება პრეპარატის პერორალურ ფორმაზე გადასვლა. ბავშვებში ინიშნება კუნთში გაანგარიშებით 0,02776-0,16665 მგ/კგ ყოველ 12-24 სთ. სახსარში(დაზიანების არეში) მოზრდილებსა და მოზარდებში შეყავთ დოზით 0,2-6 მგ (2-8 მგ), განმეორებით 3 დღიდან 3 კვირის ინტერვალით, საჭიროების მიხედვით; დიდებისათვის მაქსიმალური დოზა არის - 80 მგ დღეღამეში. შოკისას(მოზრდილებში) - ვენაში 20 მგ ერთჯერადად, შემდეგ 3 მგ/კგ 24 საათის განმავლობაში უწყვეტი ინფუზიის სახით, ან ვენაში ერთჯერადად 2-6 მგ/კგ, ან 40 მგ ყოველ 2-6 საათში. ტვინის შეშუპებისას (მოზრდილებში) - ვენაში 10 მგ, შემდეგ კუნთში 4 მგ ყოველ 6 საათში სიმპტომების მოხსნამდე; დოზას ამცირებენ 2-4 დღის შემდეგ და თანდათანობით
გვერდითი მოვლენები
ენდოკრინული სისტემის მხრივ: სტეროიდული დიაბეტი, სასქესო ჰორმონების სეკრეციის დარღვევა (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰირსუტიზმი, იმპოტენცია), ზრდის შენელება ბავშვებში, თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის მეორადი უკმარისობა, იცენკო- კუშინგის სინდრომი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, ჰემორაგიული პანკრეატიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ატონია, მადის მომატება, ღებინება, გულისრევა.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ხასიათის ლაბილობა, დეპრესია, ფსიქოზები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ნატრიუმისა და წყლის შეკავება, არტერიული
ჰიპერტენზია, ქალის შიდა და თვალშიდა წნევის აწევა, თრომბის განვითარების რისკის
მომატება.
დერმატოლოგიური რეაქციები: პეტექიები, სტრიები, კანის ატროფია, ეკქიმოზი.
სხვა: ოსტეოპოროზი, იმუნოსუპრესია, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების განვითარებისა და გამწვავების რისკის გაზრდა, რეგენერაციული და რეპარაციული პროცესების დათრგუნვა, ჭარბი ოფლდენა, მიოპათია, გლაუკომა, კატარაქტა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა დექსამეტაზონის, ან რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. მწვავე ვირუსული, ბაქტერიული და სისტემური სოკოვანი ინფექციები (როდესაც შესაბამისი მკურნალობა არ ტარდება), ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით.
ორსულობისას პრეპარატის გამოყენება შეიძლება სასიცოცხლო ჩვენებისას.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ლაქტაციისას
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დექსამეტაზონი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების ეფექტს კალციუმის დეფიციტის ხარჯზე, ამცირებს დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას და კუმარინის წარმოებულების ანტიკოაგულანტურ ეფექტს. რიფამპიცინი, ფენიტოინი, ბარბიტურატები ასუსტებენ, ხოლო ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივები აძლიერებენ დექსამეტაზონის მოქმედებას.
პრეპარატის სალურეზულებთან ერთად გამოყენება იწვევს კალიუმის გაძლიერებულ გამოყოფას, თიროლიბერინთან ერთად გამოყენებისას მცირდება თირეოტროპული ჰორმონის დონე სისხლში. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას იზრდება გასტროპათიის განვითარების საშიშროება. მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები (ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი, მეფლოქინი) დექსამეტაზონთან შეთავსებისას აძლიერებენ მიოპათიის, კარდიომიოპათიის განვითარების რისკს. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები დექსამეტაზონთან ერთად დანიშვნისას ცვლიან პერიფერიული სისხლის შემცველობას.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბებისას შეინიშნება იმ სიმპტომების გამწვავება, რომლებიც აღწერილია ნაწილში “გვერდითი მოვლენები”.
მკურნალობა: პრეპარატის შეწყვეტა და სიმპტომური თერაპია, რომელიც მიმართულია სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისაკენ. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება დასაშვებია, თუ მოსალოდნელი ეფექტი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციალურ რისკს. მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ბაქტერიული და ამებიური ინფექციებისას, თრომბოემბოლიების, გულისა და თირკმლის უკმარისობის დროს ძირითადი დაავადების ადექვატური მკურნალობის ერთდროული ჩატარების პირობით. პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ფსიქოზი აქვთ, პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო მაჩვენებლებით. ღვიძლის ციროზისა და ჰიპოთირეოზის დროს პრეპარატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს. დექსამეტაზონით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
დექსამეტაზონით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა და გასტროინტესტინული წყლულების გამორიცხვა. ამ პათოლოგიის მიმართ მიდრეკილ პაციენტებში პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება ანტაციდური საშუალებები, ტარდება მათი მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩათვლით.
შეფუთვა
1 მლ სინათლისაგან დამცველ მინის ამპულაში.
5 ამპულა კონტურულ პოლიმერულ პენალში, პვქ ფირისაგან.
5 კონტურულ პოლიმერული პენალი(25 ამპულა) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას 15°С -დან 25°С -მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე).
მწარმოებელი ფირმა
შპს „ბიოპოლუსი“, საქართველო
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით