პაბი-დექსამეტაზონი - PABI-DEXAMETHASON
პაბი-დექსამეტაზონი - PABI-DEXAMETHASON

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დექსამეტაზონი-პაბი****ტაბლეტები

1.პაბი-დექსამეაზონდამისი****გამოყენება

პაბი-დექსამეტაზონი სინთეზური გლუკოკორტიკოიდია. გლუკოკორტიკოიდი წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ. პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული ეფექტი, და ასევე თრგუნავს იმუნურ სისტემას.

პაბი-დექსამეტაზონი რეკომენდებულია რევმატული და აუტოიმუნური დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, არასრულწლოვანთა იდიოპათიური ართრიტი, კვანძოვანი პოლიარტერიტი (polyarteritis nodosa)), სასუნთქი გზების (მაგ. ბრონქული ასთმა, კრუპი), კანის (მაგ. ერითროდერმა, ვულგარული პემფიგუსი (pemphigus vulgaris)), ტუბერკულოზური მენინგიტის სამკურნალოდ მხოლოდ ანტიინფექციურ თერაპიასთან ერთად, სისხლის დაავადებების (მაგ. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში), ცერებრალური შეშუპების, სიმპტომატური მრავლობითი მიელომის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადება და არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ. სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, ნეოპლასტური დაავადებების პალიატიური მკურნალობისთვის, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა,ოპერაციის შემდეგომი ღებინების მკურნალობა და პრევენცია, ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში.

2.პაბი-დექსამეაზონისმიღებამდე****საჭირო ინფორმაცია

პაბი-დექსამეაზონი****არ გამოიყენება:

• თუ ალერგიული ხართ დექსამეტაზონზე ან ამ პრეპარატის შემადგენელ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე (ჩამოთვლილია პუნქტში 6);

• თუ გაქვთ ინფექცია, რომელიც ზემოქმედებს მთელ ორგანიზმზე (თუ არ იტარებთ მკურნალობას);

• თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;

• თუ აპირებთ აცრას ცოცხალი ვაქცინებით.

გაფრთხილებებიდასიფრთხილის****ზომები

გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს პაბი-დექსამეტაზონის მიღებამდე:

• თუ ოდესმე გქონიათ მძიმე დეპრესია ან მანიაკალური დეპრესია (ბიპოლარული აშლილობა). ეს მოიცავს სტეროიდული მედიკამენტების, როგორიცაა დექსამეტაზონი, მიღებამდე ან მიღების დროს არსებულ დეპრესიას;

• თუ რომელიმე თქვენს ახლო ოჯახის წევრს ჰქონდა ეს დაავადებები;

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება აღინიშნოს ისეთი სტეროიდების მიღებისას, როგორიცა არის პაბი-დექსამეტაზონი.

ეს დაავადებები შეიძლება იყოს სერიოზული. ჩვეულებრივ, ისინი იწყება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში. ამ მდგომარეობების განვითარება უფრო სავარაუდოა, მაღალი დოზების გამოყენებისას.

პრობლემების უმეტესობა ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის შეწყვეტის შემთხვევაში. თუმცა, თუ პრობლემები წარმოიქმნება, შეიძლება საჭირო გახდეს მათი მკურნალობა.

გაესაუბრეთ ექიმს, თუ თქვენ (ან ვინმე, ვინც ამ პრეპარატს იღებს) გაქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რაიმე ნიშანი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დეპრესიაში ხართ, ან შესაძლოა თვითმკვლელობაზე ფიქრობთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიქმნება დოზის შემცირების ან შეწყვეტისას.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე, თუ:

• გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა),

• გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა),

• გაქვთ მაღალი წნევა, გულის დაავადება ან ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ გულის შეტევა (ცნობილია მიოკარდიუმის გასკდომის შესახებ),

• გაქვთ დიაბეტი ან ანამნეზში გაქვთ დიაბეტი ოჯახის წევრების,

• გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლების გათხელება), განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში ქალები,

• წარსულში ამ ან სხვა სტეროიდების მიღებისას გქონდათ კუნთების სისუსტე,

• გაქვთ გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება) ან გაქვთ გლაუკომა, კატარაქტა ოჯახურ ანამნეზში (თვალში ირისის დაბინდვა, რაც იწვევს მხედველობის დაქვეითებას),

• გაქვთ მიასთენია გრავისი (მდგომარეობა, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს),

• გაქვთ ნაწლავური დარღვევა ან კუჭის (პეპტიური) წყლული,

• გაქვთ ფსიქიატრიული პრობლემები ან გქონდათ ფსიქიატრიული დაავადება, რომელიც გაუარესდა ამ ტიპის მედიკამენტების გამო,

• გაქვთ ეპილეფსია (მდგომარეობა განმეორებითი შეტევებით ან კრუნჩხვებით),

• გაქვთ შაკიკი,

• გაქვთ ჰიპოაქტიური ფარისებრი ჯირკვალი,

• გაქვთ პარაზიტული ინფექცია,

• გაქვთ ტუბერკულოზი, სეპტიცემია ან სოკოვანი ინფექცია თვალში,

• გაქვთ ცერებრალური მალარია,

• გაქვთ ჰერპესი (ცივი წყლულები ან გენიტალური ჰერპესი და თვალის მარტივი ჰერპესი რქოვანას შესაძლო პერფორაციის გამო),

• გაქვთ ასთმა,

• მკურნალობთ სისხლის კოლტების გამო დახშულ სისხლძარღვებს (თრომბოემბოლია),

• გაქვთ რქოვანას წყლულები და რქოვანას დაზიანებები.

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარი. ეს შეიძლება გახდეს მიზეზი ინფექციებისა, გამოწვეული იმ ბატერიების მიერ, რომელებიც ნორმალურ პირობებში იშვიათად იწვევს ინფექციას (ე.წ. ოპორტუნისტული ინფექციები). თუ ამ მედიკამენტით მკურნალობისას რაიმე სახის ინფექცია განვითარდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ შეამჩნევთ პნევმონიის ნიშნებს: ხველა, ცხელება, ქოშინი და გულმკერდის ტკივილი. ასევე შეიძლება იგრძნოთ გონების არევა, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული ასაკის. ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გქონდათ ტუბერკულოზი ან იმყოფებოდით რეგიონებში, სადაც გავრცელებულია მრგვალი ჭიებით ინფექციები.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მედიკამენტის მიღებისას მოერიდოთ კონტაქტს ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც აქვს ჩუტყვავილა, წითურა ან წითელა. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდათ კონტაქტი რომელიმე ამ დაავადების მქონე პირთან, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის. ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ოდესმე გქონიათ ინფექციური დაავადებები, როგორიცაა წითელა ან ჩუტყვავილა და ჩატარებული გაქვთ რაიმე სახის ვაქცინაცია.

უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ სიმსივნური ლიზისის სინდრომის რაიმე სიმპტომი, როგორიცაა კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, გონების არევა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევები და ქოშინი, თუ გაქვთ ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნე.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

ამ მედიკამენტით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, თვალის დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის დაბინდვას ან დარღვევას. ეს ჩვეულებრივ ხდება ერთ-ერთ თვალში.

ამ მედიკამენტით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მყესების ანთება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მყესები შეიძლება გაწყდეს. ეს რისკი იზრდება გარკვეული ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობისას და თირკმელების პრობლემებისას. მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ტკივილს, სახსრების ან მყესების გაშეშებას ან შეშუპებას.

პაბი-დექსამეტაზონით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობა სახელწოდებით თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა. ამის გამო შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ეფექტურობის ცვლილება სტრესისა და ტრავმის, ქირურგიული ჩარევის, მშობიარობის ან ავადმყოფობის შემდეგ და ორგანიზმმა შეიძლება ვერ შეძლოს ჩვეული რეაგირება მძიმე სტრესზე, როგორიცაა უბედური შემთხვევები, ოპერაცია, მშობიარობა ან ავადმყოფობა.

თუ მოხდა უბედური შემთხვევა, ხართ ავად, გაქვთ სხვა სპეციფიური ფიზიკური სტრესული მდგომარეობები, ან გჭირდებათ რაიმე ოპერაცია (თუნდაც სტომატოლოგიური), ან გჭირდებათ ვაქცინაცია (განსაკუთრებით ცოცხალი ვირუსის ვაქცინებით) პაბი- დექსამეტაზონის მიღების დროს ან მიღების დასრულების შემდეგ, აცნობეთ თქვენს მკურნალ პირს, რომ იღებთ ან იღებდით სტეროიდებს.

თუ იტარებთ სუპრესიულ ტესტებს (ტესტი ორგანიზმში ჰორმონის რაოდენობაზე), კანის ტესტს ალერგიაზე ან ტესტს ბაქტერიულ ინფექციაზე, უნდა აცნობოთ ტესტის ჩამტარებელ პირს, რომ იღებთ დექსამეტაზონს, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს შედეგებს.

ექიმმა შეიძლება ასევე შეამციროს მარილის რაოდენობა პაციენტის კვების რაციონში და დანიშნოს კალიუმის დანამატი ამ მედიკამენტის მიღების დროს.

თუ ხართ ხანდაზმული, ამ პრეპარატის ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს უფრო სერიოზული, განსაკუთრებით ძვლების გათხელება (ოსტეოპოროზი), მაღალი არტერიული წნევა, კალიუმის დაბალი დონე, დიაბეტი, ინფექციებისადმი მიდრეკილება და კანის გათხელება. ექიმი უფრო ყურადღებით უნდა აკონტროლებდეს პაციენტის მდგომარეობას.

ბავშვები და მოზარდები

თუ ამ პრეპარატს იღებს ბავშვი, მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა აკონტროლოს მისი ზრდა და განვითარება ხშირი ინტერვალებით. პაბი-დექსამეტაზონი არ უნდა იქნას გამოყენებული რუტინულად რესპირატორული პრობლემების მქონე დღენაკლულ ახალშობილებში.

სხვა მედიკამენტები და****პაბი-დექსამეტაზონი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ,ცოტა ხნის წინიღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები:

• ანტიკოაგულანტები, რომლებიც ათხელებს სისხლს (მაგ. ვარფარინი);

• აცეტილსალიცილის მჟავა ან მსგავსი პრეპარატები (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები) მაგ. ინდომეტაცინი;

• დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები;

• მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები;

• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ;

• დიურეტიკები;

• ამფოტერიცინი B ინექცია;

• ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი);

• რიფაბუტინი, რიფამპიცინი, იზონიაზიდი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);

• ანტაციდები - განსაკუთრებით მაგნიუმის ტრისილიკატის შემცველი;

• ბარბიტურატები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ჩაძინების გასაადვილებლად და შფოთვის მოსახსნელად);

• ამინოგლუტეთიმიდი (სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა);

• კარბენოქსოლონი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);

• ეფედრინი (ნაზალური დეკონგესტანტი);

• აცეტაზოლამიდი (გამოიყენება გლაუკომისა და ეპილეფსიის დროს);

• ჰიდროკორტიზონი, კორტიზონი და სხვა კორტიკოსტეროიდები;

• კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების დროს);

• რიტონავირი (შიდსისთვის);

• ანტიბაქტერიული საშუალებები ერითრომიცინის, ფტორქინოლონების ჩათვლით;

• მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს კუნთების მოძრაობას მიასთენია გრავისის დროს (მაგ. ნეოსტიგმინი);

• ქოლესტირამინი (ქოლესტერინის მაღალი დონეებისთვის);

• ესტროგენული ჰორმონები ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ჩათვლით;

• ტეტრაკოსაქტიდი, რომელიც გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციურ ტესტში;

• სულტოპრიდი, რომელიც გამოიყენება ემოციების დასამშვიდებლად;

• ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ უკუგდების თავიდან ასაცილებლად;

• ტალიდომიდი, რომელიც გამოიყენება მაგალითად, მრავლობითი მიელომისთვის;

• პრაზიკვანტელი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ჭიებით ინფექციების დროს;

• ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინებით;

• ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი და მეფლოქინი (მალარიისთვის);

• სომატოტროპინი;

• პროტირელინი.

აცნობეთექიმს,თუიღებთანცოტა ხნის წინიღებდითსხვაპრეპარატებს,მათშორისურეცეპტოდგაცემულმედიკამენტებს.სერიოზულიგვერდითიეფექტებისრისკიშეიძლებაგაზარდო,თუდექსამეტაზონსიღებთამმედიკამენტებთანერთად**:**

• ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს პაბი-დექსამეტაზონის ეფექტი და ექიმმა შეიძლება მოისურვოს მდგომარეობის მონიტორინგი ყურადღებით, თუ იღებთ ამ მედიკამენტებს (მათ შორისა აივ-ის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი: რიტონავირი, კობიცისტატი);

• აცეტილსალიცილის მჟავა ან მსგავსი პრეპარატი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები) მაგ. ინდომეტაცინი;

• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;

• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ;

• დიურეტიკები;

• ამფოტერიცინი B ინექცია;

• აცეტაზოლამიდი (გამოიყენება გლაუკომისა და ეპილეფსიის დროს);

• ტეტრაკოსაქტიდი, რომელიც გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციურ ტესტში;

• კარბენოქსოლონი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);

• ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი და მეფლოქინი (მალარიისთვის);

• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ;

• ტალიდომიდი, რომელიც გამოიყენება მაგალითად, მრავლობითი მიელომისთვის;

• ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინებით;

• მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს კუნთების მოძრაობას მიასთენია გრავის დროს (მაგ. ნეოსტიგმინი);

• ანტიბაქტერიული საშუალებები, მათ შორის ფტორქინოლონები.

პაბი-დექსამეტაზონით მკურნალობის დაწყებამდე უნდა წაიკითხოთ პაბი-დექსამეტაზონთან კომბინაციაში მიღებული ყველა სამკურნალო პროდუქტის ინსტრუქციები ამ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის. როდესაც გამოიყენება ტალიდომიდი, ლენალიდომიდი ან პომალიდომიდი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ორსულობის ტესტირებას და პრევენციის მოთხოვნებს.

პაბი-დექსამეტაზონის მიღებასაკვებთან,სასმელთანდაალკოჰოლთანერთად

დექსამეტაზონი მიიღება საკვებთან ერთად ან მის შემდეგ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების შესამცირებლად. თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლის ან კოფეინის შემცველი სასმელების მიღება. რეკომენდებულია მცირე ულუფებით ხშირი კვება და შესაძლოა ანტაციდების მიღება, ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში.

ორსულობადაძუძუთი****კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაბი-დექსამეტაზონი უნდა დაინიშნოს ორსულობის დროს და განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება რისკს დედისთვის და ბავშვისთვის.

თუ პროდუქტის გამოყენებისას დაორსულდებით, არ შეწყვიტოთ პაბი-დექსამეტაზონის გამოყენება, მაგრამ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომ ორსულად ხართ.

კორტიკოსტეროიდები შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის ან დექსამეტაზონით თერაპიის გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ მიღებული უნდა იქნას ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და ქალისთვის დექსამეტაზონით თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.

ავტომობილებისდამექანიზმებისმართვა

არ მართოთ ავტომობილი, არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები და არ შეასრულოთ რაიმე სახიფათო საქმიანობა თუ გაქვთ გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გონების არევა, ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, გონების დაკარგვა ან მხედველობის დაბინდვა.

პაბი-დექსამეტაზონიშეიცავსლაქტოზას

თითოეული 4 მგ ტაბლეტი შეიცავს 74 მგ ლაქტოზას (37 მგ გლუკოზა და 37 მგ გალაქტოზა).

თითოეული 8 მგ ტაბლეტი შეიცავს 148 მგ ლაქტოზას (74 მგ გლუკოზა და 74 მგ გალაქტოზა).

ეს გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ დოზაზე, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს".

3.პაბი-დექსამეაზონის მიღების წესი

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაბი-დექსამეტაზონი არის 4 მგ, 8 მგ და 20 მგ ტაბლეტების სახით. 20 მგ ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად, დამატებითი 10მგ დოზის უზრუნველსაყოფად ან ყლაპვის გასაადვილებლად.

დექსამეტაზონი მიიღება ჩვეულებრივ დოზებში 0,5-დან 10 მგ-მდე დღეში, დაავადების მიხედვით. დაავადების უფრო მძიმე მდგომარეობებისას, შეიძლება საჭირო გახდეს 10 მგ-ზე მეტი დოზა დღეში. დოზის ტიტრირება უნდა განხორციელდეს პაციენტის ინდივიდუალური პასუხისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით. გვერდითი ეფექტების შესამცირებლად, გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.

განსხვავებული დანიშნულების არარსებობის შემთხვევაში,გამოიყენებაშემდეგიდოზირებისრეკომენდაციები**:**

ქვემოთჩამოთვლილიდოზირებისრეკომენდაციებიმოცემულიამხოლოდსახელმძღვანელოდ**.საწყისიდადღიურიდოზებიყოველთვისუნდაგანისაზღვროსპაციენტისინდივიდუალურიპასუხისადადაავადებისსიმძიმისსაფუძველზე****.**

- ცერებრალურიშეშუპება: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და დაავადების სიმძიმეზე, 6-16 მგ (24 მგ- მდე)/დღეში პერორალურად, დაყოფილი 3-4 ინდივიდუალურ დოზად.

- მწვავე****ასთმა : მოზრდილები: 16 მგ/დღეში ორი დღის განმავლობაში. ბავშვები: 0.6 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით, ერთი ან ორი დღის განმავლობაში.

- კრუპი : ბავშვები: 0,15მგ/კგ-0,6მგ/კგ ერთჯერადი დოზის სახით.

- კანისმწვავედაავადებები**:** დაავადების ხასიათისა და გავრცელების მიხედვით, 8-40 მგ სადღეღამისო დოზები, ზოგიერთ შემთხვევაში 100 მგ-მდე, რასაც კლინიკური საჭიროების მიხედვით უნდა მოჰყვეს ქვემოთ ტიტრირება.

- რევმატიულისისტემისდარღვევებისაქტიურიფაზა**:** სისტემური წითელი მგლურა 6-16 მგ/დღეში.

- აქტიურირევმატოიდულიართრიტიმძიმეპროგრესირებადიფორმებით**:** სწრაფი დესტრუქციული ფორმებისას 12-16 მგ/დღეში, ექსტრა-არტიკულარული გამოვლინებით 6-12 მგ/დღეში.

- იდიოპათიურითრომბოციტოპენიურიპურპურა**:** 40 მგ 4 დღის განმავლობაში ციკლურად.

- ტუბერკულოზურიმენინგიტი: II ან III ხარისხის დაავადების მქონე პაციენტები იღებდნენ ინტრავენურ მკურნალობას ოთხი კვირის განმავლობაში (0.4 მგ კგ-ზე დღეში პირველ კვირას, 0.3 მგ კილოგრამზე დღეში მე-2 კვირას, 0.2 მგ კილოგრამზე დღეში მე-3 კვირას და 0.1 მგ კილოგრამზე დღეში მე-4 კვირას) და შემდეგ მკურნალობას აგრძელებდნენ პერორალურად ოთხი კვირის განმავლობაში, დაწყებული 4 მგ- ით დღეში და 1 მგ-ით შემცირებით ყოველ შემდეგ კვირაში. I ხარისხის დაავადების მქონე პაციენტებმა მიიღეს ორკვირიანი ინტრავენური თერაპია (0.3 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში ერთი კვირის განმავლობაში და 0.2 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში მე-2 კვირის განმავლობაში) და შემდეგ ოთხკვირიანი პერორალური თერაპია (0.1 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში მკურნალობის მესამე კვირას, შემდეგ 3 მგ დღეში, ყოველ მომდევნო კვირაში 1 მგ-ით შემცირებით).

- სიმსივნურიდაავადებებისპალიატიურიმკურნალობა: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა გამომწვევისა და სიმძიმის მიხედვით, 3-20 მგ/დღეში. ძალიან მაღალი დოზები 96 მგ-მდე ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პალიატიური მკურნალობისთვის. ოპტიმალური დოზირებისა და რაოდენობის ან ტაბლეტების შემცირებისთვის გამოიყენეთ მცირე დოზის სიძლიერის კომბინაცია (4 და 8 მგ) და უფრო მაღალი დოზის სიძლიერე (20 მგ).

- ციტოსტატიკებითგამოწვეულიღებინებისპროფილაქტიკადამკურნალობა,ემეტოგენურიქიმიოთერაპიაღებინებისსაწინააღმდეგომკურნალობისფარგლებში**:** 8-20 მგ დექსამეტაზონი ქიმიოთერაპიულ მკურნალობამდე, შემდეგ 4-16 მგ/დღეში მე-2 და მე-3 დღეს.

- პოსტოპერაციულიღებინებისპროფილაქტიკადამკურნალობა**,ღებინებისსაწინააღმდეგომკურნალობისფარგლებში****:** ერთჯერადი დოზა 8 მგ ოპერაციამდე.

- სიმპტომატურიმრავლობითიმიელომის**,მწვაველიმფობლასტურილეიკემიის,ჰოჯკინისდაავადებისდაარაჰოჯკინისლიმფომისმკურნალობასხვასამკურნალოსაშუალებებთანკომბინაციაში:** ჩვეულებრივი დოზაა 40 მგ ან 20 მგ ერთხელ დღეში.

იმ დოზებისთვის, რომლის მიღწევაც შეუძლებელია ამ სიძლიერით, ბაზარზე ხელმისაწვდომია სხვა სამკურნალო საშუალებები.

დოზა და მიღების სიხშირე ცვალებადია თერაპიული პროტოკოლისა და ასოცირებული მკურნალობა(ებ)ის მიხედვით. დექსამეტაზონის შეყვანისას დაცული უნდა იყოს დექსამეტაზონის შეყვანის შესახებ ინსტრუქციები, რაც აღწერილია ასოცირებული მკურნალობის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამებაში. თუ ეს არ არსებობს, დაცული უნდა იყოს მკურნალობის ადგილობრივი ან საერთაშორისო პროტოკოლები და გაიდლაინები. მკურნალმა ექიმებმა გულდასმით უნდა შეაფასონ გამოსაყენებელი დექსამეტაზონის დოზა, პაციენტის მდგომარეობისა და დაავადების სტატუსის გათვალისწინებით.

გრძელვადიანი მკურნალობა

საწყისი თერაპიის შემდეგ, ზოგიერთი მდგომარეობის გრძელვადიანი მკურნალობისას, გლუკოკორტიკოიდული მკურნალობა უნდა შეიცვალოს დექსამეტაზონიდან პრედნიზონზე/პრედნიზოლონზე გადასვლით, რათა შემცირდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.

გამოყენებაბავშვებშიდა****მოზარდებში

თუ ბავშვი იღებს ამ მედიკამენტს, მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა აკონტროლოს მისი ზრდა და განვითარება ხშირი ინტერვალებით.

თუიღებთსაჭიროზემეტპაბი-დექსამეაზონს

თუ მიიღებთ ძალიან პრეპარატს რეკომენდებულზე დიდი დოზით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.

თუდაგავიწყდათპაბი-დექსამეაზონის****მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და მნიშვნელოვნად მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუშეწყვეტთპაბი-დექსამეტაზონის****მიღებას

თუ მკურნალობა უნდა შეწყდეს, მიჰყევით ექიმის რჩევას. მან შეიძლება გირჩიოთ, მისაღები პრეპარატის რაოდენობის თანდათან შეამცირება, სანამ საერთოდ არ შეწყვეტთ მის მიღებას. სიმპტომები, რომლებიც დაფიქსირდა მკურნალობის ძალიან სწრაფად შეწყვეტისას, მოიცავდა დაბალ წნევას და ზოგიერთ შემთხვევაში, დაავადების რეციდივს, რომლისთვისაც ტარდებოდა მკურნალობა.

შეიძლება ასევე განვითარდეს „მოხსნის სინდრომი“, რომელიც მოიცავს ცხელებას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, ცხვირის ლორწოვანის ანთებას (რინიტი), წონის დაკლებას, კანის ქავილს და თვალის ანთებას (კონიუნქტივიტი). თუ მკურნალობას ძალიან მალე შეწყვეტთ და განვითარდება რამდენიმე ხსენებული სიმპტომი, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4.შესაძლოგვერდითი****ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ისინი შეიძლება განვითარდეს ყოველი 100 ადამიანიდან 5-ში, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, როგორიცაა დექსამეტაზონი. ეს პრობლემები მოიცავს:

• დეპრესიას, თვითმკვლელობაზე ფიქრის ჩათვლით,

• აჟიტირების განცდა (მანია) ან განწყობის ცვლილებები,

• შფოთვის შეგრძნება, ძილის პრობლემები, ფიქრის გაძნელება ან გონების არევა და მეხსიერების დაკარგვა,

• არარსებულის შეგრძნება, დანახვა ან მოსმენა. უცნაური და საშიში აზრების ქონა, ქცევის შეცვლა ან მარტო ყოფნის შეგრძნობა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ:

• მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთების ძლიერი სისუსტე და დაღლილობა, ძალიან დაბალი არტერიული წნევა, წონის დაკლება და ცხელება, რადგან ეს შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები;

• მუცლის უეცარი ტკივილი, მგრძნობელობა, გულისრევა, ღებინება, ცხელება და სისხლი განავალში, რადგან ეს შეიძლება იყოს ნაწლავის გახეთქვის ნიშნები, განსაკუთრებით თუ გაქვთ ან გქონდათ ნაწლავური დაავადება.

ამ პრეპარატმა შეიძლება გააუარესოს არსებული გულის პრობლემა. თუ გაწუხებთ ქოშინი ან კოჭის შეშუპება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

სხვა გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს (სიხშირე უცნობია):

• ინფექციების, მათ შორის ვირუსული და სოკოვანი ინფექციების განვითარება, მაგალითად, სტომატიტი; ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების რეციდივი, მაგალითად, თვალის ინფექციების, თუ უკვე გქონიათ;

• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა, კოაგულაციის დარღვევა;

• ალერგიული რეაქცია მედიკამენტზე, მათ შორის სერიოზული, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ალერგიული რეაქცია (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის და ყელის ან ენის შეშუპების სახით და მძიმე შემთხვევებში სუნთქვის გაძნელების ან თავბრუსხვევის სახით);

• ორგანიზმის მიერ ჰორმონების რეგულირების დარღვევა, სხეულის შეშუპება და წონის მომატება, „სავსე მთვარის“ სახე (კუშინგოიდური მდგომარეობა), ენდოკრინული სისტემის ეფექტურობის ცვლილება სტრესისა და ტრავმის, ქირურგიული ჩარევის, მშობიარობის ან ავადმყოფობის შემდეგ, შესაძლოა ორგანიზმმა ვერ შეძლოს რეაგირება ჩვეული გზით მძიმე სტრესზე, როგორიცაა უბედური შემთხვევები, ოპერაცია, მშობიარობა ან ავადმყოფობა; ზრდის შეფერხება ბავშვებში და მოზარდებში, მენსტრუალური ციკლის (პერიოდების) არარეგულარულობა და არარსებობა, ჭარბი თმის განვითარება სხეულზე (განსაკუთრებით ქალებში);

• წონის მომატება, ცილებისა და კალციუმის ბალანსის დაკარგვა, მადის მომატება, მარილოვანი დისბალანსი, ორგანიზმში წყლის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რიტმის დარღვევა, დიაბეტური მედიკამენტების საჭიროების გაზრდა, დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია);

• განწყობის უკიდურესი ცვალებადობა, შიზოფრენია (ფსიქიკური აშლილობა) შეიძლება გაუარესდეს, დეპრესია, ძილის უუნარობა;

• მძიმე უჩვეულო თავის ტკივილი მხედველობის დარღვევებით, რაც დაკავშირებულია მკურნალობის შეწყვეტასთან, კრუნჩხვები და ეპილეფსიის გაუარესება, თავბრუსხვევა;

• თვალის წნევის მომატება, პაპილოედემა, თვალის გარსების გათხელება, თვალის ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების მომატება, რქოვანას წყლულებთან დაკავშირებული სიმპტომების გაუარესება, თვალის არსებული ინფექციების გაუარესება, თვალის კაკლების პროტრუზია, კატარაქტა, მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა, ბუნდოვანი მხედველობა;

• გულის შეგუბებითი უკმარისობა მგრძნობიარე ადამიანებში, გულის კუნთის რღვევა ცოტა ხნის წინ გადატანილი ინფარქტის შემდეგ, გულის დეკომპენსაცია;

• მაღალი არტერიული წნევა, სისხლის შედედება: თრომბის წარმოქმნა, რამაც შეიძლება დაბლოკოს სისხლძარღვები, მაგალითად, ფეხებში ან ფილტვებში (თრომბოემბოლიური გართულებები);

• სლოკინი;

• გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი კუჭში და მუცლის შეშუპება, ანთება და წყლულები საყლაპავში, პეპტიური წყლულები, რომლებიც შეიძლება გასკდეს და განვითარდეს სისხლდენა, პანკრეასის ანთება (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ზურგში და მუცლის არეში ტკივილის სახით), მეტეორიზმი, საყლაპავის კანდიდოზი;

• გათხელებული ნაზი კანი, უჩვეულო ნიშნები კანზე, სისხლჩაქცევები, კანის სიწითლე და ანთება, სტრიები, შესამჩნევი შეშუპება, კაპილარები, აკნე, მომატებული ოფლიანობა, გამონაყარი კანზე, შეშუპება, თმის შეთხელება, უჩვეულო ცხიმოვანი დეპოზიტები, თმის ჭარბი ზრდა, ორგანიზმში წყლის შეკავება, პიგმენტური დარღვევები, დასუსტებული კაპილარები, რომლებიც ადვილად სკდება, აღინიშნება კანის ქვეშ სისხლდენა (კაპილარების სიმყიფის გაზრდა), კანის გაღიზიანება პირის გარშემო (პერიორალური დერმატიტი);

• ძვლის გათხელება მოტეხილობების (ოსტეოპოროზის), ძვლის ნეკროზის, ტენდინიტის, მყესების რღვევის, კუნთების განლევის, მიოპათიის, კუნთების სისუსტის, ძვლის ზრდის ადრეული შეჩერების გაზრდილი რისკით (ეპიფიზის ნაადრევი დახურვა);

• სპერმის რაოდენობისა და მოძრაობის ცვლილება, იმპოტენცია;

• ვაქცინაციაზე და კანის ტესტებზე რეაქციის დარღვევა, ჭრილობების შეხორცების შენელება, დისკომფორტი, სისუსტე;

• შეიძლება ასევე განვითარდეს „მოხსნის სინდრომი“, რომელიც მოიცავს ცხელებას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, ცხვირის ლორწოვანის ანთებას (რინიტი), წონაში კლებას, კანის ქავილს ტკივილით და თვალის ანთებას (კონიუნქტივიტი).

გვერდითიეფექტებისინფორმირება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ სამკურნალო საშუალების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური საშუალებების რეგისტრაციის სამსახურის ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა,

ტელეფონი: +48 22 49-21-301,

ფაქსი: +48 22 49-21-309,

www: https: //smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეიძლება ასევე მიეწოდოს სავაჭრო ნებართვის მფლობელს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5.როგორინახება****პაბი-დექსამეტაზონი

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6.შეფუთვისშიგთავსიდასხვა****ინფორმაცია

პაბი-დექსამეაზონი****ს შემცველობა

აქტიურინივთიერება: დექსამეტაზონი.

პაბი-დექსამეტაზონის თითოეული 4 მგ ტაბლეტი შეიცავს 4 მგ დექსამეტაზონს.

პაბი-დექსამეტაზონის თითოეული 8 მგ ტაბლეტი შეიცავს 8 მგ დექსამეტაზონს.

სხვაინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზებული, სილიკა, კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი (E572) და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი. იხილეთ პუნქტი 2 „პაბი-დექსამეტაზონიშეიცავს ლაქტოზას".

პაბი-დექსამეაზონიგარეგნული აღწერადაშეფუთვის****შიგთავსი

პაბი-დექსამეტაზონის 4 მგ ტაბლეტები: თეთრი-მოთეთრო, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრულია რიცხვი "4".

პაბი-დექსამეტაზონის 8 მგ ტაბლეტები: თეთრი-მოთეთრო, ოვალური, ბრტყელი ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრულია რიცხვი "8".

პვქ/პვდქ90/ალუმინის ფოლგის ბლისტერები მუყაოს კოლოფში.

პაბი-დექსამეტაზონის 4 მგ ტაბლეტები წარმოდგენილია ყუთებში 20, 30, 50, 100 ტაბლეტის შემცველობით.

პაბი-დექსამეტაზონის 8 მგ ტაბლეტები წარმოდგენილია ყუთებში 20, 30, 50, 100 ტაბლეტის შემცველობით.

სავაჭრო ლიცენზიისმფლობელიდა****მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის****მფლობელი

Adamed Pharma S.A.

პიენკოვი, მ. ადამკიევიჩის ქ. 6ა

05-152 ჩოსნოვი.

მწარმოებელი

Adamed Pharma S.A.

მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქ. 5

95-200 პაბიანიცე.

ჩვენებები
დაავადებები, რომლებიც რეაგირებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე. დამატებითი თერაპიის სახით თავის ტვინის შეშუპების მკურნალობისას.

მიღების წესები და დოზები
სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტს გაუჩნდა ეჭვი, განმეორებით უნდა მიმართოს ექიმს.
დოზები დგინდება ინდივიდუალურად, დაავადების და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის გათვალისწინებით.
მოზრდილები: ჩვეულებრივ იღებენ 0,5 მგ-დან 10 მგ-მდე დღე-ღამეში, დაავადების ტიპიდან გამომდინარე. თუ პრეპარატს ხსნიან რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ, ეს უნდა გაკეთდეს თანდათანობით.
ბავშვები: 0,01მგ-დან 0,1 მგ-მდე სხეულის მასის 1 კილოგრამზე.
სამკურნალო საშუალება მიიღება ჭამის დროს.
სამკურნალო საშუალებისს პაბი-დექსამეტაზონის მიღების გამოტოვების შემთხვევაში:
არ არის საჭირო ორმაგი დოზის მიღება, გამოტოვებული დოზის შევსების მიზნით.
სამკურნალო საშუალების პაბი-დექსამეტაზონით მკურნალობის შეწყვეტა:
თუ სამკურნალოპრეპარატს ხსნიან რამოდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ, ამის გაკეთება საჭიროა თანდათანობით. გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა მიღებამ და ამ სამკურნალო საშუალებების უეცარმა მოხსნამ, შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო საშუალების მოხსნის სინდრომი: ცხელება, მიალგია, ართრალგია და ცუდი თვითგრძნობა.
სამკურნალო საშუალებისს პაბი-დექსამეტაზონის მიღების წესი ბავშვებში:
ბავშვებში დექსამეტაზონს იყენებენ სიფრთხილით. გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება.
სამკურნალო საშუალების პაბი-დექსამეტაზონის გამოყენება პაციენტებში თირკმლის და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:
სამკურნალო საშუალების აუცილებელია სიფრთხილით დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის და (ან) თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
სამკურნალო პრაპარატის პაბი-დექსამეტაზონის გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
სამკურნალო საშუალების პაბი-დექსამეტაზონი მიიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
ხანდაზმულ პირებში გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო მეტად იყოს გამოხატული, განსაკუთრებით ეს ეხება ოსტეოპოროზს, არტერიულ ჰიპერტენზიას, ჰიპოკალემიას (სისხლში კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითება), შაქრიან დიაბეტეს, ინფექციებისადმი მიდრეკილებას და კანის განლევას.
უკუჩვენება
სამკურნალო საშუალების პაბი-დექსამეტაზონი არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
- მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან სამკურნალო საშუალებისს რომელიმე კომპონენტის მიმართ
- სისტემური ინფექციები, თუ არ გამოიყენება ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია. - “ცოცხალი ვაქცინებით” იმუნიზაცია.
- ოსტეოპოროზი (მომატებული რისკი ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში),
- ჰიპერტენზია ან გულის შეგუბებითი უკმარისობა,
- მძიმე ფსიქიური დაავადებები (განსაკუთრებით პოსტსტეროიდული) ამჟამად ან ანამნეზში,
- შაქრიანი დიაბეტი (ან შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი),
- ტუბერკულოზი ანამნეზში,
- გლაუკომა (ან გლაუკომის ოჯახური ანამნეზი),
- კუნთების სისუსტე, რომელიც გამოწვეულია გლუკოკორტიკოსტეროიდებით ანამნეზში,
- ღვიძლის უკმარისობა,
- თირკმლის უკმარისობა,
- ჰიპოთირეოზი,
- ეპილეფსია,
- კუჭის ლორწოვანის დაწყლულება,
- შაკიკი,
- ზრდის სეფერხება,
- ზოგიერთი ჰელმინთური დაავადებები.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნისას მიოკარდიუმის ინფარქტის ახლო წარსულში გადატანის შემდეგ.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ყიის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით პაციენტებში ანამნეზში ალერგიით.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25C მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შემადგენლობა**:
** 1 ტაბ.

დექსამეტაზონი. . . . . . . . . . . . 8მგ
დამხმარე ნივთიერება:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი,

სილიკა, კოლოიდური უწყლო (E551) მაგნიუმის სტეარატი

(E572) და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები**:**

დექსამეტაზონი – თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სინთეზური ჰორმონი გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფიდან შიგნით მისაღებად, გახანგრძლივებული და ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და იმუნოდეპრესიული მოქმედებით.
ჩვენებები**:**
პაბი-დექსამეტაზონი რეკომენდებულია რევმატული და აუტოიმუნური დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, არასრულწლოვანთა იდიოპათიური ართრიტი, კვანძოვანი პოლიარტერიტი (polyarteritis nodosa)), სასუნთქი გზების (მაგ. ბრონქული ასთმა, კრუპი), კანის (მაგ. ერითროდერმა, ვულგარული პემფიგუსი (pemphigus vulgaris)), ტუბერკულოზური

მენინგიტის სამკურნალოდ მხოლოდ ანტი-ინფექციურ თერაპიასთან ერთად, სისხლის დაავადებების (მაგ. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში), ცერებრალური შეშუპების, სიმპტომატური მრავლობითი მიელომის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადების და არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, ნეოპლასტური დაავადებების პალიატიური მკურნალობისთვის, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისათვის, ოპერაციის შემდეგომი ღებინების მკურნალობისა და პრევენციისათვის, ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში.
მიღების წესები და დოზები**:**
პაბი-დექსამეტაზონი მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
დოზები დგინდება ინდივიდუალურად, დაავადების და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის გათვალისწინებით.

დექსამეტაზონი მიიღება ჩვეულებრივ დოზებში 0,5-დან 10 მგ-მდე დღეში, დაავადების მიხედვით. დაავადების უფრო მძიმე მდგომარეობებისას შეიძლება საჭირო გახდეს 10 მგ- ზე მეტი დოზა დღეში. დოზის ტიტრირება უნდა განხორციელდეს პაციენტის ინდივიდუალური პასუხისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით. გვერდითი ეფექტების შესამცირებლად, გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.

განსხვავებული დანიშნულების არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება შემდეგი დოზირების რეკომენდაციები:

ქვემოთ ჩამოთვლილი დოზირების რეკომენდაციები მოცემულია მხოლოდ სახელმძღვანელოდ. საწყისი და დღიური დოზები ყოველთვის უნდა განისაზღვროს პაციენტის ინდივიდუალური პასუხისა და დაავადების სიმძიმის საფუძველზე.

- ცერებრალური შეშუპება: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და დაავადების სიმძიმეზე, 6-16 მგ (24 მგ- მდე)/დღეში პერორალურად, დაყოფილი 3-4 ინდივიდუალურ დოზად.

- მწვავე ასთმა: მოზრდილები: 16 მგ/დღეში ორი დღის განმავლობაში. ბავშვები: 0.6 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით, ერთი ან ორი დღის განმავლობაში.

- კრუპი: ბავშვები: 0,15მგ/კგ-0,6მგ/კგ ერთჯერადი დოზის სახით.

- კანის მწვავე დაავადებები: დაავადების ხასიათისა და გავრცელების მიხედვით, 8-40 მგ სადღეღამისო დოზები, ზოგიერთ შემთხვევაში 100 მგ-მდე, რასაც კლინიკური საჭიროების მიხედვით უნდა მოჰყვეს ქვემოთ ტიტრირება.

- რევმატიული სისტემის დარღვევების აქტიური ფაზა: სისტემური წითელი მგლურა 6-16 მგ/დღეში.

- აქტიური რევმატოიდული ართრიტი მძიმედ პროგრესირებადი ფორმებით: სწრაფი დესტრუქციული ფორმებისას 12-16 მგ/დღეში, ექსტრა-არტიკულარული გამოვლინებით 6-12 მგ/დღეში.

- იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა: 40 მგ 4 დღის განმავლობაში ციკლურად.

- ტუბერკულოზური მენინგიტი: II ან III ხარისხის დაავადების მქონე პაციენტები იღებდნენ ინტრავენურ მკურნალობას ოთხი კვირის განმავლობაში (0.4 მგ კგ-ზე დღეში პირველ კვირას, 0.3 მგ კილოგრამზე დღეში მე-2 კვირას, 0.2 მგ კილოგრამზე დღეში მე-3 კვირას და 0.1 მგ კილოგრამზე დღეში მე-4 კვირას) და შემდეგ მკურნალობას აგრძელებდნენ პერორალურად ოთხი კვირის განმავლობაში, დაწყებული 4 მგ-ით დღეში და 1 მგ-ით შემცირებით ყოველ შემდეგ კვირაში. I ხარისხის დაავადების მქონე პაციენტებმა მიიღეს ორკვირიანი ინტრავენური თერაპია (0.3 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში ერთი კვირის განმავლობაში და 0.2 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში მე-2 კვირის განმავლობაში) და შემდეგ ოთხკვირიანი პერორალური თერაპია (0.1 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში მკურნალობის მესამე კვირას, შემდეგ 3 მგ დღეში, ყოველ მომდევნო კვირაში 1 მგ-ით შემცირებით).

- სიმსივნური დაავადებების პალიატიური მკურნალობა: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა გამომწვევისა და სიმძიმის მიხედვით, 3-20 მგ/დღეში. ძალიან მაღალი დოზები 96 მგ-მდე ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პალიატიური მკურნალობისთვის. ოპტიმალური დოზირებისა და რაოდენობის ან ტაბლეტების შემცირებისთვის გამოიყენეთ მცირე დოზის სიძლიერის კომბინაცია (4 და 8 მგ) და უფრო მაღალი დოზის სიძლიერე (20 მგ).

- ციტოსტატიკებით გამოწვეული ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ემეტოგენური ქიმიოთერაპია ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში: 8-20 მგ დექსამეტაზონი ქიმიოთერაპიულ მკურნალობამდე, შემდეგ 4-16 მგ/დღეში მე-2 და მე-3 დღეს.

- პოსტოპერაციული ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში: ერთჯერადი დოზა 8 მგ ოპერაციამდე.

- სიმპტომატური მრავლობითი მიელომის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადების და არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა სხვა სამკურნალო

საშუალებებთან კომბინაციაში: ჩვეულებრივი დოზაა 40 მგ ან 20 მგ ერთხელ დღეში.

სამკურნალო საშუალება მიიღება ჭამის დროს**.**

სამკურნალო საშუალების** იღების** გამოტოვების შემთხვევაში**:
** არ არის საჭირო ორმაგი დოზის მიღება, გამოტოვებული დოზის შევსების მიზნით.
მკურნალობის შეწყვეტა**:** სამკურნალო პრეპარატის მოხსნა რამოდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ საჭიროა თანდათან. გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა მიღებამ და ამ სამკურნალო საშუალებების უეცარმა მოხსნამ, შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო საშუალების მოხსნის სინდრომი: ცხელება, მიალგია, ართრალგია და ცუდი თვითგრძნობა.
სამკურნალო საშუალების მიღების წესი ბავშვებში**:
** ბავშვებში დექსამეტაზონს იყენებენ სიფრთხილით. გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება.
გვერდითი მოვლენები**:**
პაბი-დექსამეტაზონმა, როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე არასასურველი მოვლენის განვითარებისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ:
ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დარღვევები, ზრდის შეფერხება ძუძუზე მყოფ ბავშვებში და მოზარდებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, კუშინგის სინდრომი, ჰირსუტიზმი(ქალებში მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა), ნახშირწყლებისადმი დაქვეითებული ტოლერანტობა, ინსულინის და ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებისადმი მოთხოვნის მომატება, ნაადრევი ოსიფიკაცია.
მეტაბოლიზმის და ალიმენტაციის დარღვევა:
სხეულის მასის მომატება, აზოტის და კალიუმის უარყოფითი ბალანსი, მადის მომატება, ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალემიური ალკალოზი.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
იმუნიტეტის დაქვეითება და ინფექციების მიმდინარეობის გამწვავება, მათი კლინიკური სიმპტომების დათრგუნვით, მკურნალობისადმი მდგრადი ინფექციები, არააქტიური ტუბერკულოზის რეციდივები, ვაქცინებზე და კანის ტესტებზე დაქვეითებული პასუხი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ალერგიული დერმატიტის, ჭინჭრის ციება, ვაზომოტორული შეშუპება.
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
ოსტეოპოროზი, ხერხემლის მალების და ლულოვანი ძვლების მოტეხილობები, ძვლების ნეკროზი, მყესების გაგლეჯა, კუნთების სისუსტე.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
კრუნჩხვები, ეპილეფსიის გამწვავება, ქალას შიდა წნევის მომატება და მოგრძო ტვინის შეშუპება (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.
ფსიქიკური დარღვევები:
აფექტური დარღვევები (გაღიზიანებადობა, ეიფორია, დეპრესია და ხასიათის ლაბილურობა, სუიციდალური აზრები), ფსიქიური რეაქციები (მანია, ჰალუცინაცია, ბოდვა, შიზოფრენიის გამწვავება), ქცევითი დარღვევები, ნევროზულობა, შფოთვა, ძილის დარღვევა, კონგიტიური ფუნქციის დარღვევა (დეზორიენტაცია, ამნეზია).
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ:
უკანა კაფსულისქვეშა კატარაქტა, მომატებული თვალის შიდა წნევა, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, ეკზოფთალმი, რქოვანას და სკლერის განლევა, თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებების გამწვავება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
დისპეფსია, კუჭის პეპტიური წყლული პერფორაციის და სისხლდენის საშიშროებით, მწვავე პანკრეატიტი, სოკოვანი ინფექციები, წყლულოვანი ეზოფაგიტი, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება. დარღვევები კანის საფარის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
ჭრილობის შეხორცების შენელება, ექხიმოზები, კანის განლევა, პეტექიები და ჰემორაგიები, ერითემა, სტრიები, ფერიმჭამელები, ოფლისდენის გაძლიერება.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე:
ლეიკოციტოზი (სისხლში ლეიკოციტების შემცველობის მომატება), სლოკინი, ცუდი თვითგრძნობა. ცვლილებები გულის მხრივ:
თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ გულის კუნთის გაგლეჯა, არტერიული ჰიპერტენზია.
ზოგიერთ პირს, სამკურნალო საშუალებისს პაბი-დექსამეტაზონის მიღების დროს შეიძლება განუვითარდეს სხვა არასასურველი მოვლენები.
სხვა არასასურველი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის აქ ჩამოთვლილი, აუცილებელია აცნობოთ ექიმს.
უკუჩვენება**:**
პაბი-დექსამეტაზონი არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
- მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან სამკურნალო საშუალების რომელიმე კომპონენტის მიმართ
- სისტემური ინფექციები, თუ არ გამოიყენება ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია. - “ცოცხალი ვაქცინებით” იმუნიზაცია.

სიფრთხილის ზომები**:
** სამკურნალო საშუალების,პაბი-დექსამეტაზონის, გამოყენება პაციენტებში თირკმლის და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

სამკურნალო საშუალება აუცილებელია სიფრთხილით დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის და (ან) თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
სამკურნალო პრაპარატის პაბი-დექსამეტაზონის გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
სამკურნალო საშუალება პაბი-დექსამეტაზონი მიიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ხანდაზმულ პირებში გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო მეტად იყოს გამოხატული, განსაკუთრებით ეს ეხება ოსტეოპოროზს, არტერიულ ჰიპერტენზიას, ჰიპოკალემიას (სისხლში კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითება), შაქრიან დიაბეტეს, ინფექციებისადმი მიდრეკილებას და კანის განლევას.

პრეპარატი პაბი-დექსამეტაზონი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ**.**
თერაპიული მიზნით საჭიროა დექსამეტაზონის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება. მისი დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათან. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღებისას შესაძლოა აღინიშნებოდეს ფსიქიური დარღვევები ეიფორიით, უძილობით, ხასიათის ცვლილებით, მძიმე დეპრესიით დაწყებული, ფსიქოზურ სიმპტომებამდე. აუცილებელია აცნობოთ ექიმს იმის შესახებ, თუ აღენიშნება პაციენტს, ან მის ახლო ნათესავს ემოციური ლაბილობა, ფსიქიური დარღვევები ან ანამნეზში ისეთი დაავადებები, როგორიცაა დეპრესია ან მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომი. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომები გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედებით შესაძლოა გაღრმავდეს.
გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა შენიღბონ ანთების სიმპტომები და მათი მიღების პერიოდში შეიძლება განვითარდეს ახალი ინფექციები. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების პერიოდში შეიძლება დაქვეითდეს ინფექციისადმი წინააღმდეგობის და მისი ლოკალიზაციის უნარი.
პაციენტებში, რომლებიც გადიან დექსამეტაზონით მკურნალობის კურსს, არ შეიძლება ცოცხალი ვაქცინებით იმუნიზაციის ჩატარება (მაგ. ყვავილი, წითელა), ნევროლოგიური დარღვევების განვითარების რისკის და იმუნიზაციის არაეფექტურობის გათვალისწინებით.
აუცილებელია აცნობოთ ექიმს გადატანილი ინფექციური დაავადებების, როგორიცაა ჩუტყვავილა, წითელა, ჩატარებული აცრების, ასევე ზემოთ აღნიშნული დაავადებით შესაძლო დაინფიცირების შესახებ. დექსამეტაზონის მიღების დროს აუცილებელია თავი აარიდოთ კონტაქტს ვირუსულ დაავადებებთან (ყვავილი, წითელა), განსაკუთრებით თუ თქვენ არ გაქვთ გადატანილი ეს დაავადებები წარსულში.
გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა გამოიწვიონ ლატენტური ამებიაზის აქტივაცია.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შემდეგი დაავადებების არსებობისას (უნდა აცნობოთ ექიმს მათ შესახებ დექსამეტაზონის მიღების დაწყებამდე):
- ოსტეოპოროზი (მომატებული რისკი ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში),
- ჰიპერტენზია ან გულის შეგუბებითი უკმარისობა,
- მძიმე ფსიქიური დაავადებები (განსაკუთრებით პოსტსტეროიდული) ამჟამად ან ანამნეზში,
- შაქრიანი დიაბეტი (ან შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი),
- ტუბერკულოზი ანამნეზში,
- გლაუკომა (ან გლაუკომის ოჯახური ანამნეზი),
- კუნთების სისუსტე, რომელიც გამოწვეულია გლუკოკორტიკოსტეროიდებით ანამნეზში,
- ღვიძლის უკმარისობა,
- თირკმლის უკმარისობა,
- ჰიპოთირეოზი,
- ეპილეფსია,
- კუჭის ლორწოვანის დაწყლულება,
- შაკიკი,
- ზრდის შეფერხება,
- ზოგიერთი ჰელმინთური დაავადებები.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნისას ახლო წარსულში მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციები , როგორიცაა ყიის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით პაციენტებში ანამნეზში ალერგიით.
აუცილებელია მიმართოთ ექიმს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ მოყვანილი გაფრთხილებები ეხება სიტუაციებს, რომელსაც ადგილი ქონდა წარსულში.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. სამკურნალო საშუალება შეიძლება დანიშნული იყოს ორსულობისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ექიმის აზრით, დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ ზიანს. იმ დედების ბავშვებზე, რომლებიც იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს ორსულობისას, აუცილებელია დაკვირვება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების შესაძლო რისკის გამო.
ძუძუთი კვება**:**
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. გლუკოკორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება შეანელოს ზრდა, გლუკოკორტიკოსტეროიდების ენდოგენური სეკრეცია და გამოიწვიოს სხვა არასასურველი მოვლენები. დედებმა, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს გლუკოკორტიკოსტეროიდებით, უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები**:**
პაბი-დექსამეტაზონი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადასტურებული აქვს აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა**:**
სამკურნალო საშუალება ჩვეულებრივ არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობაზე.
ჭარბი დოზირება**:**
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი, გამოიყენება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.
სამკურნალო საშუალების დანიშნულზე მეტი დოზის მიღებისას, აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება**:**
საჭიროა აცნობოთ ექიმს ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ უკანასკნელ პერიოდში, იმ მედიკამენტების ჩათვლით, რომლებსაც იღებთ რეცეპტის გარეშე.
დექსამეტაზონის გამოყენება სიფრთხილითაა საჭირო შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
- ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი, ფენობარბიტონი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),
- რიფამპიცინი, რიფაბუტინი (ანტიბიოტიკები),
- ანტაციდური საშუალებები, განსაკუთრებით მაგნიუმის სილიკატის შემცველი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კუჭის დაავადებისას),
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, მათ შორის ინსულინი,
- ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებები და დიურეტიკები,
- რიტონავირი, ინდინავირი ან საკვინავირი (ვირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ),
- მეტოტრექსატი (სამკურნალო საშუალების, რომელიც გამოიყენება სიმსივნური და ინფექციური დაავადების სამკურნალოდ),
- ესტროგენის და პროგესტერონის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივები,
- კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტები (აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი),
- კალიუმის კონცენტრაციის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებები,
- აცეტაზოლამინი (სამკურნალო საშუალების, რომელიც გამოიყენება ძირითადად გლაუკომის, ეპილეფსიის სამკურნალოდ),
- ეფედრინი (სამკურნალო საშუალების, რომელიც გამოიყენება ძირითადად ადგილობრივად, სისხლძარღვების შესავიწროვებლად ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების დროს).

შენახვის** პირობები და ვადა:**
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
აფთიაქიდან გაცემის პირობები**:** II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)