ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ოფთან დექსამეტაზონი
** _
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:_** (11 ბეტა, 16 ალფა) – 9 ფტორ
-11,17,21 – ტრიჰიდროქსი – 16 – მეტილპრგნა - 1,4 – დიენ - 3,20 - დიონი
** წამლის ფორმა:** თვალის წვეთები.
შემცველობა 1 მლ. ხსნარში:
აქტიური ნივთიერებები:
დექსამეტოზონის ნატრიუმის ფოსფატი – 1 მგ/მლ (დექსამეტაზონზე გადათვლით)
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ბორაკი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო
წყალი.
აღწერილობა:
უფერო გამჭვირვალე ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი
კოდი ATX: S01BA01
** გამოყენების ჩვენებები:**
მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები:
- კონიუნქტივიტის, კერატიტის, კერატოკონიუნქტივიტის და ბლეფარიტის არაჩირქოვანი
ფორმები;
- სკლერიტი და ეპისკლერიტი;
- ირიტი, ირიდოციკლიტი და სხვადასხვა გენეზის უვეიტები;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის რქოვანას ზედაპირული დაზიანებები (ქიმიური, ფიზიკური და
იმუნური მექანიზმებით) რქოვანას სრული ეპითელიზაციის შემდეგ;
- თვალის უკანა მონაკვეთის ანთება (ქორიოიდიტი, ქორიორეტინიტი);
- სიმპათიკური ოფთალმია.
თვალების ალერგიული დაავადებები:
- ალერგიული კონიუნქტივიტი და კერატოკონიუნქტივიტი.
ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა პოსტოპერაციულ და პოსტტრავმულ
პერიოდში.
უკუჩვენება:
- კერატიტი, გამოწვეული herpes simplex ან ჩუტყვავილით აგრეთვე რქოვანას და
კონიუნქტივის სხვა ვირუსული დაავადებები.
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები
- თვალის სოკოვანი დაავადებები
- რქოვანას ეპითელიუმის დაზიანებით მიმდინარე თვალის მწვავე ჩირქოვანი
დაავადებები
- რქოვანას ეპითელიოპათია
- მომატებული თვალშიდა წნევა
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ
** გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:**
დღეისათვის კლინიკური გამოკვლევების მონაცემები პრეპარატი გამოყენების შესახებ
ორსულობის და ლაქტაციის დროს ან მეძუძურ ბავშვებში არ არსებობს. მაგრამ მისი
გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის სავარაუდო სარგებლობა
უფრო მეტია ვიდრე შესაძლო რისკი ნაყოფისათვის.
მიღების წესი და დოზირება:
ოფთან დექსამეტაზონის თვალის წვეთების 1-2 წვეთი კონიუნქტივალურ პარკში 3-5 ჯერ
დღეში.
თვალის წვეთები ოფთან დექსამეტაზონით მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 კვირას არ
უნდა აღემატებოდეს.
გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების შესახებ ეფუძნება ობიექტურ მონაცემებს,
რომლებიც მოიცავენ პრეპარატის მოქმედების ეფექტურობას, სიმპტომატიკის
გამოხატულობას, გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობას.
_გვერდითი ეფექტები:
_ თვალის წვეთების ოფთან დექსამეტაზონის ჩაწვეთისას შესაძლებელია გამოვლინდეს
წვის შეგრძნება.
ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომის და სტეროიდული
კატარაქტის წარმოქმნის მიზეზი, ამიტომ, პრეპარატის გამოყენებისას 2 კვირაზე მეტი
დროის განმავლობაში, და ასევე ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებისათვის,
რეკომენდებულია თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი.
გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის
გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ოფთალმოლოგს.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატ ოფთან დექსამეტაზონის ადგილობრივი გამოყენებისას, ჭარბი დოზირება ნაკლებ
სავარაუდოა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება, ძირითადად, განპიროვებულია გამოყოფის
პროცესში იგივე ციტოქრომ შემცველი ფერმენტების მონაწილეობით. დექსამეტაზონს
შეუძლია გააძლიეროს ფენიტოინის, ბარბიტურატების და ვარფარინის მოქმედება. ის
ახდენს იზოფერმენტის CYP3A4 ინდუცირებას და ამით ამცირებს კალციუმის არხების
ბლოკატორების, ქინიდინის და ერითრომიცინის ეფექტურობას. ადგილობრივი გამოყენების
ჩვეულებრივი რეჟიმის დროს, დოზა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მან გამოიწვიოს
ღვიძლის ფერმენტების ინდუქცია ან გაჯერება.
_განსაკუთრებული მითითებები
_ პრეპარატის გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარების დროს მიზანშეწონილი არ
არის. პრეპარატის გამოყენების წინ კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან
ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.
წვეთების ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება მოხდეს თვალშიდა წნევის მომატება.
თუ პრეპარატი გამოიყენება 2 ან მეტი კვირის განმავლობაში, უნდა რეგულარულად
გაიზომოთ თვალშიდა წნევა. კორტიკოსტეროიდულ თერაპიას შეუძლია შენიღბოს მიმდინარე
ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია. ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში, წვეთების
გამოყენებასთან ერთად უნდა ჩაიტაროთ შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპია.
ჩაწვეთებისას შესაძლო ცრემლდენის გამო, რეკომენდებული არ არის მისი მიღება
უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებების მართვის წინ ან მექანიკურ მოწყობილობებთან
მუშაობის დროს.
გამოშვების ფორმა:
პოლიეთილენის 5 მლ. პლასტიკური საწვეთურიან ფლაკონში, დახურული ხრახნიანი
თავსახურით. ფლაკონს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ
მუყაოს კოლოფში.
შენახვის ვადა:
2 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 1 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები:
სია ბ.
შეინახეთ +2 . . +8ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: რეცეპტით
** მწარმოებელი:**
სს „სანტენ“, ნიიტტიჰაანკატუ 20, 33720
ტამპერე, ფინეთი
საერთაშორისო დასახელება - dexamethasone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ანთების საწინააღმდეგო
საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში → გლუკოკორტიკოიდული
საშუალებები
შემცველობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტოზონის ნატრიუმის ფოსფატი – 1,32 მგ
(დექსამეტაზონის 1 მგ-ის ექვ.)
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ნატრიუმის
ტეტრაბორატი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 1 მგ/მლ
5 მლ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში პლასტიკური საცობით დახრახნილი ხუფით.
ფლაკონ-საწვეთურს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს
ყუთში.
მიღების ჩვენება:
მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები:
- კონიუნქტივიტის, კერატიტის, კერატოკონიუნქტივიტის არაჩირქოვანი ფორმები
ეპითელიუმის დაზიანების და ბლეფარიტის გარეშე;
- სკლერიტი და ეპისკლერიტი;
- ირიტი, ირიდოციკლიტი და სხვადასხვა გენეზის უვეიტები;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის რქოვანას ზედაპირული დაზიანებები (ქიმიური, ფიზიკური და
იმუნური მექანიზმები) რქოვანას სრული ეპითელიზაციის შემდეგ;
- თვალის უკანა სეგმენტის ანთება (ქორიოდიტი, ქორიორეტინიტი);
- სიმპათიკური ოფთალმია.
თვალების ალერგიული დაავადებები:
- ალერგიული კონიუნქტივიტი და კერატოკონიუნქტივიტი.
ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა პოსტოპერაციულ და პოსტტრავმულ
პერიოდში.
უკუჩვენება:
- კერატიტი, ასოციირებული მარტივ ჰერპესთან, ჩუტყვავილასთან და რქოვანას და
კონიუნქტივის სხვა ვირუსულ დაავადებებთან;
- თვალის ტუბერკულოზი;
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
- თვალის სოკოვანი დაავადებები;
- თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები;
- რქოვანას ეპითელიუმის დაზიანება (მათ შორის რქოვანას უცხო სხეულის მოცილების
შემდგომი მდგომარეობა);
- რქოვანას ეპითელიოპათია;
- მომატებული თვალშიდა წნევა;
- გლაუკომა;
- 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის ეფექტურობის
და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო);
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
მწვავე მდგომარეობების დროს: 1-2 წვეთი ყოველ კონიუნქტივურ პარკში ყოველ 1-2
საათში.
ანთების შემცირების შემდეგ თვალის წვეთებს ოფტან® დექსამეტაზონს იწვეთებენ
კონიუნქტივურ პარკში, 1-2 წვეთი 3-5-ჯერ დღეში.
თვალის წვეთები ოფტან® დექსამეტაზონით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 2-3 კვირას.
გადაწყვეტილება მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ობიექტურ მონაცემებს ეყრდნობა,
რომლებიც შეიცავს პრეპარატის მოქმედების ეფექტურობას, კლინიკური სიმპტომების
გამოხატულობას და გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შესაძლო რისკს.
გვერდითი მოვლენები
თვალის წვეთების ოფთან® დექსამეტაზონის ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია
გამოვლინდეს სწრაფად გარდამავალი წვის შეგრძნება, ალერგიული რეაქციები.
დექსამეტაზონის ხანგრძლივი გამოყენება (3 კვირაზე მეტ ხანს) შეიძლება გახდეს
მეორადი გლაუკომის და სტეროიდული კატარაქტის მიზეზი, ასევე შესაძლებელია რქოვანას
გარსის დაწყლულება, შემღვრევა, გათხელება ან პერფორაცია. იშვიათ შემთხვეაში,
დექსამეტაზონმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰერპესული და ბაქტერიული ინფექციების
გავრცელებას.
ოფთან® დექსამეტაზონი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს,
რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.
გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს
მკურნალ ექიმს.
dexamethasonum (დექსამეტაზონი)
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ეს ინსტრუქცია, რადგან მოგვიანებით შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
• თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანის მიყენება მაშინაც კი, თუ ამ ადამიანებს დაავადების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ გაქვთ.
• თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოხსენიებული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
ამ ინსტრუქციიდან შეგიძლიათ გაიგოთ
1. რა არის ოფთან დექსა და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა ვიცოდეთ ოფთან დექსას გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ ოფთან დექსა
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ ოფთან დექსა
6. კოლოფის შინაარსი და სხვა ინფორმაცია
ოფთან დექსა თვალის წვეთები შეიცავს დექსამეტაზონს. ის, კორტიზონის მსგავსად, ამცირებს ანთების და ალერგიის სიმპტომებს და ხსნის ტკივილს თვალში. ოფთან დექსა თვალის წვეთები გამოიყენება თვალის არაჩირქოვანი ანთების სამკურნალოდ (როგორიცაა ალერგია და ირიტი). თვალის წვეთების გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე თვალის ტრავმული დაზიანებისას და თვალის ოპერაციების შემდეგ.
არ გამოიყენოთ ოფთან დექსა შემდეგ შემთხვევებში:
· თუ ალერგიული ხართ დექსამეტაზონზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ნახსენები მე-6 პუნქტში);
· თუ გაქვთ თვალის ტუბერკულოზი, ვირუსული ან სოკოვანი ინფექცია;
· თუ გაქვთ რქოვანას დაზიანება;
· თუ გაქვთ თვალების ჩირქოვანი ანთება და ერთდროულად არ იყენებთ ანტიბაქტერიულ საშუალებებს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ოფთან დექსას გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გაწუხებთ მხედველობის დაბინდვა ან სხვა პრობლემები, მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ თვალის ჩირქოვანი ანთება, გამოიყენეთ მხოლოდ ანტიინფექციურ საშუალებებთან ერთად. მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ წონაში მატება და შეშუპება წელისა და სახის მიდამოებში, რადგან ეს, ჩვეულებრივ, კუშინგის სინდრომის პირველი ნიშნებია. თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს ოფთან დექსათი ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. სანამ დამოუკიდებლად შეწყვეტთ მკურნალობას, გაესაუბრეთ ექიმს. ეს რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ რიტონავირის ან კობიცისტატის წამლებით.
**სხვა მედიკამენტები და ოფთან დექსა **
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის რაოდენობა სისხლში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ტექნიკის მომსახურება
ოფთან დექსა თვალის წვეთები არ მოქმედებს ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.
ოფთან დექსა შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და ბორს
თვალის წვეთები ოფთან დექსა შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს,როგორც კონსერვანტს.ეს წამალი შეიცავს დაახლოებით 0,001 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს წვეთში, რაც უდრის 0,04 მგ/მლ.
რბილ კონტაქტურ ლინზებს შეუძლია შთანთქას ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. ამ მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და ჩაისვათ უკან 15 წუთის შემდეგ.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაქვთ მშრალი თვალები ან რქოვანას დაზიანება (თვალის წინა ფენა). თუ თქვენ გაქვთ უჩვეულო შეგრძნებები თვალებში, ჩხვლეტა ან ტკივილი თვალებში ამ წამლის გამოყენების შემდეგ, მიმართეთ ექიმს.
გაღიზიანებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ადჰეზირებაზე ბავშვებში.
არ გამოიყენოთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 22 წვეთზე მეტი დოზით დღეში, რადგან წამალი შეიცავს ბორს და შეიძლება მომავალში გამოიწვიოს ფერტილური პრობლემები.
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა დასაწყისში არის 1-2 წვეთი თვალში (თვალებში) საათში ერთხელ, შემდეგ 4-6-ჯერ დღეში. ოფთან დექსა სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, იხილეთ ნაწილი 2, „ოფთან დექსა შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და ბორს“.
მომხმარებლის სახელმძღვანელო
წვეთების ჩაწვეთებამდე:
1. დაიბანეთ ხელები.
2. დაიკავეთ თქვენთვის მოსახერხებელი პოზიცია (დაჯექით, დაწექით ზურგზე, დადექით სარკის წინ).
წვეთების გამოყენება:
1. გახსენით ბოთლი. ბოთლის შიგთავსის დაბინძურების
თავიდან ასაცილებლად, არ შეეხოთ მიმდებარე საგნებს ბოთლის საწვეთურით.
2. თავი უკან გადახარეთ და ბოთლი თვალთან ახლოს მიიტანეთ.
3. ქვედა ქუთუთო ჩამოწიეთ და მაღლა აიხედეთ.
ნაზად მოუჭირეთ ბოთლს და ჩაისხით წვეთი თვალში.
4. დახუჭეთ თვალი და საჩვენებელი თითით დააჭირეთ
თვალის შიდა კუთხეს 1 წუთის განმავლობაში.
ეს ხელს უშლის თვალის წვეთების სწრაფ გაჟონვას
თვალიდან არხის გავლით ცხვირის ღრუში.
შემდეგ დახურეთ ბოთლი.
თუ საჭიროა ერთზე მეტი წამლის ჩაწვეთება იმავე თვალში, დაელოდეთ 10-15 წუთს ბოლო წვეთების ჩაწვეთებიდან.
თუ იყენებთ თვალის წვეთებს და თვალის მალამოს, გამოიყენეთ მალამო ბოლოს.
თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ ოფთან დექსას, ვიდრე საჭიროა
დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად.
თუ დაგავიწყდათ ოფთან დექსას მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ოფთან დექსას მიღებას
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
წვეთების ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია დროებითი ჩახშობის შეგრძნება.
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს თვალშიდა წნევა. თვალის წვეთების გამოყენებისას ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება მოხდეს რქოვანას დაწყლულება და დაბინდვა. წამლის მიღების შემდეგ ასევე შესაძლებელია გუგების გაფართოება, თვალის ინფექციები და რქოვანას ანთება.
სიხშირე უცნობია (სიხშირე შეუძლებელია განისაზღვროს არსებული მონაცემების მიხედვით)
ჰორმონალური დარღვევები: სხეულზე თმის გადაჭარბებული ზრდა (განსაკუთრებით ქალებში), კუნთების სისუსტე და ატროფია, მეწამული სტრიები კანზე, მაღალი არტერიული წნევა, არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუაცია, ცილის და კალციუმის დონის ცვლილებები, ბავშვებში და მოზარდებში ზრდის შენელება, წონაში მატება და შეშუპება წელისა და სახის მიდამოებში (ე.წ. "კუშინგის სინდრომი") (იხ. ნაწილი 2, "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები").
ბუნდოვანი ხედვა.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, ან თუ რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენა თქვენთვის მძიმეა, გთხოვთ, აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ მაცივარში (2°C-8°C).
შეინახეთ ბოთლი გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბოთლზე "EXP"-ის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
გამოიყენეთ გახსნილი ბოთლი 28 დღის განმავლობაში.
პირველი გახსნის შემდეგ ბოთლის შენახვა შესაძლებელია 25 °C-მდე ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
რას შეიცავს ოფთან დექსა
- აქტიური ნივთიერებაა 1,32 მგ/მლ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი, რაც შეესაბამება 1 მგ/მლ დექსამეტაზონს.
- სხვა ინგრედიენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ბორაქსი, ნატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი. ასევე იხილეთ ნაწილი „ოფთან დექსა შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და ბორს“ მე-2 პუნქტში.
ოფთან დექსას გარეგნობა და შეფუთვის შიგთავსი
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
პლასტმასის ბოთლები საწვეთურით.
შეფუთვის მოცულობა: 5 მლ.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით