ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
აქტიური ინგრედიენტები:
რას წარმოადგენს დექსამეტაზონი კრკა და რისთვის
გამოიყენება**
**პრეპარატი დექსამეტაზონი კრკა წარმოადგენს სინთეზულ გლუკოკორტიკოიდს.
გლუკოკორტიკოიდი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვალი.
პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ალერგიის
საწინააღმდეგო ეფექტი და ახდენს იმუნური სისტემის აქტივობის დათრგუნვას.
მედიკამენტი დექსამეტაზონი კრკა ნაჩვენებია რევმატული და ავტოიმუნური
დაავადებების სამკურნალოდ (მაგ., სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდური ართრიტი,
იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, კვანძური პოლიართრიტი), სასუნთქი გზების
დაავადებები (მაგ., ბრონქეალური ასთმა, კრუპი), კანის დაავადებებისას (მაგ.,
ერითროდერმია, ვულგარული პემფიგუსი), ტუბერკულოზური მენინგიტი (კომბინაციაში
ანტიმიკრობულ პრეპარატებთან), სისხლის დაავადებებისას (მაგ,. იდიოპათიური
თრომბოციტოპენიური პურპურა უფროსებში), ტვინის შეშუპება, მრავალფორმიანი მიელომის
სიმპტომური მკურნალობისას, მწვავე ლიმფოზური ლეიკოზისას, მწვავე ლიმფობლასტური
ლეიკოზისას, ჰოჯკინის დაავადებისას არა ჰოჯკინის ლიმფომისას სხვა მედიკამენტებთან
კომბინაციაში, პალიატიური მკურნალობისათვის ნეოპლასტური დაავადებებისას (კიბოს
დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად), ქიმიოთერაპიისას ღებინების და
ფაღარათის პროფილაქტიკისთვის და სიმპტომების შესამსუბუქებლად (ღებინების
საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში).
ინფორმაცია დექსამეტაზონი კრკას გამოყენებამდე
არ შეიძლება დექსამეტაზონი კრკას გამოყენება:
• თუ აღინიშნება ალერგია დექსამეტაზონის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი
ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6).
• თუ აღინიშნება ინფექციები მთელ ორგანიზმში (გარდა იმ ინფექციისას, რომელსაც
მკურნალობთ)
• თუ აღინიშნება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
• თუ იკეთებთ ცოცხალ ვაქცინას.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
დექსამეტაზონი კრკას გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
კონსულტაციისათვის:
• თუ აღინიშნება რთული დეპრესია ან მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი (ბიპოლარული
აშლილობა); ასევე თუ აღინიშნება დეპრესია სტეროიუდლი პრეპარატების გამოყენებამდე
ან მათი გამოყენების შემდეგ, როგორიცაა დექსამეტაზონი.
• თუ ეს დაავადებები აღენიშნა თქვენს ოჯახის წევრს.
სტეროიდულების გამოყენებისას, როგორიცაა დექსამეტაზონი კრკა შესაძლოა გამოვლინდეს
ფსიქიური დარღვევები.
• ეს დაავადებები შესაძლოა იყოს სერიოზული სახის.
• როგორც წესი ეს დაავადებები ვლინდება თერაპიის დაწყებიდან რამოდენიმე დღის ან
კვირის განმავლობაში.
• მაღალი დოზირებების გამოყენებისას არსებობს აღიშნული სიმპტომების ძლიერად
გამოვლენის ალბათობა.
• ამ სიმპტომების უმეტესი წილი ქრება დოზირების შემცირებისას ან მკურნალობის
შეწყვეტისას, თუმცა ზოგჯერ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას.
თუ თქვენს შემთხვევაში (ან სხვა პაციენტის შემთხვევაში, რომელიც იღებს ამ მედიკამენტს) გამოვლინდება ფსიქიური აშლილობა, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ვლინდება დეპრესიული მდგომარეობა ან სუიციდური აზრები. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია ამ ეფექტების შემცირება დოზირების შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შედეგად.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს:
- თუ აღინიშნება თირკმელების და ღვიძლის დაავადება (ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის
ქრონიკული უკმარისობა)
- თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა)
- თუ აღინიშნება სისხლის მაღალი წნევა, გულის დაავადება ან გადატანილი გაქვთ
ცოტა ხნის წინ გულის ინფარქტი (გულის კუნთის დაზიანება)
- თუ გაქვთ დიაბეტი ან ოჯახის წევრს აღენიშნება დიაბეტი
- თუ ვლინდება ოსტეოპოროზი (ძვლების გათხელება), განსაკუთრებით ქალებში
მენოპაუზის შემდეგ
- თუ წარსულში აღინიშნებოდა კუნთების სისუტე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ
ან სხვა სტეროიდულებს,
- თუ აღინიშნება გლაუკომა (თვალის წნევის მომატება) ან ოჯახის წევრს აღენიშნება
გლაუკომა, კატარაქტა (თვალის ბროლის ამღრვევა, რაც იწვევს მხედველობის
დაკარგვას).
- მიასთენია გრავისი (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს)
- თუ აღინიშნება ნაწლავური დაავადებები ან კუჭ-ნაწლავის წყლული
- თუ აღინიშნება ფსიქიური გართულებები ან აღინიშნებოდა პრეისტორიაში ფსიქიური
დაავადებები, რომელიც გართულდა მსგავსი მედიკამენტების მიღებისას
- თუ აღინიშნება ეპილეფსია (დაავადება, რომელიც იწვევს შეტევებს და კრუნჩხვას)
- თუ აღინიშნება შაკიკი
- თუ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
- თუ აღინიშნება პარაზიტული ინფექციები
- თუ აღინიშნება ტუბერკულოზი, სეფსისი ან თვალის სოკოვანი ინფექციები
- თუ აღინიშნება ცერებრალური მალარია
- თუ აღინიშნება ჰერპესი (ტუჩებზე ან გენიტალიის ჰერპესი ან მარტივი ჰერპესი
თვალზე, რქოვანას პერფორაციის ალბათობის გამო)
- თუ აღინიშნება ასთმა,
- თუ იტარებთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო მკურნალობას (თრომბოემბოლიის
საწინააღმდეგოდ)
- თუ აღინიშნება რქოვანას წყლული და დაზიანება.
კორტიკოსტეროიდულებით მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს ორგანიზმის ინფექციების მიმართ ბრძოლის უნარი. ამან ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციების მიმართ მიდრეკილება, რომლებიც გამოწვეულია მიკროორგანიზმებით, რომლებიც ჩვეულებრივ არ იწვევენ ინფექციურ დაავადებებს (ეგრეთ წოდებული მაოპორტუნიზირებელი ინფექციები). თუ ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში ვლინდება მსგავსი ინფექციები, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ვლინდება პმევმონიის სიმპტომები: ხველა, ცხელება, ქოშინი და მკერდის არეში ტკივილი. ასევე შესაძლოა აღინიშნოს დაბნეულობა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. უნდა აცნობოთ ექიმს ასევე, თუ აღინიშნება ტუბერკულოზი ან თუ ასევე იმყოფებოდით იმ რაიონებში, სადაც გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში მოერიდოთ ადამიანებთან
კონტაქტს, რომლებთაც სავარაუდოდ აღენიშნებათ ჩუტყვავილა, ყბა-ყურა და წითელა. თუ
ეჭვობთ, რომ იყავით კონტაქტში ამ პაციენტებთან, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გადაიტანეთ ეს დაავადებები, როგორიცაა წითელა და
ჩუტყვავილა და ჩაიტარეთ ვაქცინაცია.
ამ მედიკამენტით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰორიორეტინოპათია, თვალის
დაავადებები, რომლებიც იწვევენ მხედველობის დაბინდვას და გართულებას. ეს ეფექტი
ჩვეულებრივ ხდება ერთ თვალზე. თუ შენიშნავთ მხედველობის დაბურვას და გართულება,
რომელიც გრძელდება რამოდენიმე დღის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
ამ პრეპარატით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს მყესების ანთებები. ძალიან იშვიათ
შემთხვევებში ვლინდება მათი გაწყვეტა. რისკ-ფაქტორი იზრდება ზოგიერთი
ანტიბიოტიკებით კომბინირებული მკურნალობის დროს და თირკმლის მხრივ გართულებების
გამოვლენისას. თუ აღინიშნება სახსრების ან მყესების ტკივილები, სიმყიფე ან
შეშუპება უნდა, უნდა მიმართოთ ექიმს.
დექსამეტაზონი კრკათი მკურნალობისას შესაძლოა აღინიშნოს თირკმელზედა ჯირკვლის
ფუნქციის დაქვეითება, რასაც ეწოდება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. ამ ეფექტზე
ასევე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სტრესმა ან ტრავმებმა, ქირურგიულმა
ჩარევებმა, მშობიარობის დროს ან სხვა დაავადებებისას როდესაც თქვენ ორგანიზმს არ
შეუძლია ჩვეულებრივ რეაგირება. თუ დექსამეტაზონი კრკას გამოყენებისას აღინიშნა
უბედური შემთხვევით გამოწვეული სტრესი, დაავადებები ან სხვა ფიზიკური დარღვევები,
რაც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევებს (მათ შორის სტომატოლოგიურს) ან ვაქცინაციას
(კერძოდ, ცოცხალი ვაქცინებით), უნდა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ დექსამეტაზონს ან
ცოტა ხნის წინ მიიღეთ სტეროიდულები.
თუ გესაჭიროებათ ტესტის ჩატარება (ორგანიზმში ჰორმონების რაოდენობის შემოწმება),
კანის ალერგიული სინჯი ან ანალიზი ბაქტერიულ ინფექციებზე, უნდა აცნობოთ ექიმს,
რომ იღებთ დექსამეტაზონს, რადგან პრეპარატმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს
ანალიზის შედეგებზე.
ამ მედიკამენტით მკურნალობისას ექიმმა უნდა შეამციროს მარილის რაოდენობა რაციონში
და დანიშნოს კალიუმის დანამატები. თუ პაციენტი არის ხანდაზმული შესაძლოა ზოგიერთი
გვერდითი ეფექტი გამოვლინდეს რთული ფორმით, განსაკუთრებით ძვლების გათხელება
(ოსტეოპოროზი), სისხლის მაღალი წნევა, კალიუმის დონის შემცირება, დიაბეტი,
ინფექციების მიმართ მგრძნობელობა და კანის გართულებები. საჭიროა ექიმის
მეთვალყურეობა.
ბავშვები
თუ ეს მედიკამენტი გამოიყენება ბავშვებში, მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა გარკვეული
დროის განმავლობაში ჩაატაროს კონტროლი ბავშვის ზრდის და განვითარების მხრივ.
დექსამეტაზონი კრკას გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა
მედიკამენტები ან აპირებთ ნებისმიერის მიღებას:
- ანტიკოაგულურები, სისხლის გამათხელებლები (მაგ., ვარფარინი)
- აცეტილსალიცილის მჟავა ან ანალოგიური პრეპარატები (არასტეროიდული ანთების
საწინააღმდეგო პრეპარატები), მაგ., ინდომეტაცინი
- დიაბეტის სამკურნალო საშუალებები
- სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებები
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები
- დიურეზულები (შარდმდენები)
- ამფოტერიცინი B-ს ინექცია
- ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი (ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტი)
- რიფაბუტინი, რიფამპიცინი, იზონიაზიდი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება
ტუბერკულოზის სამკურნალოდ)
- ანტაციდურები- განსაკუთრებით, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის ტრისილიკატს
- ბარბიტურატები (საძილე საშუალებები და დამამშვიდებლები)
- ამინოგლუტამინურები (კიბოს სამკურნალო საშუალებები)
- კარბენოქსოლონი (კუჭის წყლულის სამკურნალო)
- ეფედრინი (გამოიყენება ცხვირის შეგუბების სამკურნალოდ)
- აცეტალოზამიდი (გლაუკომის და ეპილეფსიის სამკურნალოდ)
- ჰიდროკორტიზონი, კორტიზონები ან სხვა კორტიკოსტეროიდულები
- კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები)
- რიტონავირი (ანტირეტროვირუსული (აივ ინფექციის) პრეპარატები)
- ანტიბიოტიკები, მათ შორის ერითრომიცინი, ფტორქიჰოლინები
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ კუნთების რელაქსაციას მიასთენიისას
(მაგ., პროზერინი)
- ქოლესტირამინი (გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის შესამსუბუქებლად)
- ესტროგენის ჰორმონები, მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები
- ტეტრაკოზაქტიდი, რაც გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ტესტისას
- სულტოპრიდი გამოიყენება ემოციის შესამცირებლად
- ციკლოსპორინი, გამოიყენება ორგანოს გადანერგვის შემდეგ სუპრესიისათვის.
- ტალიდომიდი, გამოიყენება მრავალფორმიანი მელომის სამკურნალოდ
- პრაზიკვანტელი, გამოიყენება ნემატოდებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ
- ცოცხალი ვაქცინებით ვაქცინაციისას
- ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი და მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის
სამკურნალოდ)
- სომატოტროპინი
- პროტირელინი
თუ დექსამეტაზონი გამოიყენება შემდეგ კიბოს სამკურნალო საშუალებებთან ერთად
შესაძლოა აღინიშნოს სერიოზული გვერდითი ეფექტები:
- აცეტილსალიცინის მჟავა ან ანალოგიური პრეპარატები (აასპ), მაგ,. ინდომეტაცინი
- დიაბეტის სამკურნალო საშუალებები
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები
- დიურეზულები (შარდმდენები)
- ამფოტერიცინი B ინექცია
- აცეტალოზამიდი (გლაუკომის და ეპილეფსიის სამკურნალო)
- ტეტრაკოზაქტიდი, გამოიყენება თირკმელზედა ინფექციების ტესტირებისას
- კარბენოქსოლონი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ)
- ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი და მეფლოქინი (მალარიის სამკურნალოდ)
- სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებები
- ტალიდომიდი, გამოიყენება მრავალმხრივი მიელომისას
- ცოცხალი ვაქცინებით ვაქცინაცია
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ კუნთების რელაქსაციას მიასთენიისას
(მაგ., პროზერინი)
- ანტიბიოტიკები, მათ შორის ფტორქინოლონები
დექსამეტაზონი კრკას გამოყენებამდე გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას სხვა პრეპარატების კომბინირებული გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ტალიდომიდის, ლენალიდომიდის ან პომალიდომიდის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული მკურნალობა ორსულობის ტესტების შესრულებისას და საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.
დექსამეტაზონი კრკას გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტთან და ალკოჰოლთან ერთად
დექსამეტაზონი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
გაღიზიანების შემცირების მიზნით. უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის ან კოფეინის შემცველ
პროდუქტებს. რეკომენდებულია მცირე, რეგულარული კვება და შესაძლებელია
ანტაციდურების მიღება ექიმის რეკომენდაციით.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან
გეგმავთ ორსულობას უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ
მედიკამენტის მიღEბამდე. ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის
პერიოდში პრეპარატი დექსამეტაზონი კრკას გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დედისა
და ჩვილის რისკ-სარგებელის მკაცრი შეფასების შემდეგ და თუ დედისათვის მოსალოდნელი
რისკი აღემატება ჩვილის მიმართ პოტენციურ რისკს. თუ დაორსულება მოხდება
მკურნალობის პერიოდში არ შეწყვიტოთ მკურნალობა, მაგრამ აცნობეთ ორსულობის შესახებ
აუცილებლად ექიმს.
კორტიკოსტეროიდულები გამოიყოფა დედის რძეში. არ არის გამორიცხული ახალშობილებში
და ჩვილებში რისკის გამოვლენა. გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღების გაგრძელების
ან შეწყვეტის შესახებ ან ლაქტაციის შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ იღებს ექიმი
ბავშვისა და დედის მიმართ რისკ-სარგებელის შეფასების შემდეგ.
ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
თუ გამოვლინდება გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები,
თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, გულყრა ან მხედველობის დაბიდნვა, მაშინ არ
უნდა მართოთ ავტომობილი და საშიში მექანიზმები.
დექსამეტაზონი კრკა შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისიერი შაქრის მიმართ, უნდა
აცნობოთ ექიმს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
დექსამეტაზონი კრკას გამოყენების წესი
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების
მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტი დექსამეტაზონი კრკა გაიცემა ტაბლეტების ფორმით 4მგ, 8მგ, 20 მგ და 40
მგ ტაბლეტების სახით. ტაბლეტის დაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ ნაწილად
დამატებითი დოზირების 2 მგ და 10 მგ მისაღებად ან გადაყლაპვის გაადვილების
მიზნით.
დექსამეტაზონის რეკომენდებული დოზირება შეადგენს 0,5 მგ-დან 10 მგ-მდე დღეში,
დაავადების შესაბამისად. რთული დაავადებებისას შესაძლოა საჭირო გახდეს 10 მგ-ზე
მაღალი დოზირების გამოყენება. დოზირების კორექცია უნდა მოხდეს ინდივიდუალურად
პაციენტის რეაქციის და დაავადების სირთულის შესაბამისად. გვერდითი ეფექტების
შემცირების მიზნით რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზირების გამოყენება.
თუ ექიმი არ დაგინიშნავთ სხვაგვარად რეკომენდებულია შემდეგი დოზირების გამოყენება: შემდეგში მოცემული დოზირება მოცემულია მითითების სახით. საწყისი დღიური დოზირება ყოველთვის განისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის და დაავადების სირთულის შესაბამისად
ტვინის შეშუპება: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია
შეშუპების მიზეზზე და სირთულეზე, მიიღება 6მგ-დან 16მგ-მდე (24 მგ-მდე) /დღეში,
დაყოფილი 3 ან 4 ინდივიდუალურ დოზად.
• მწვავე ასთმა: უფროსებში: 16 მგ/დღეში ორი დღის განმავლობაში. ბავშვები: 0,6
მგ/კგ სხეულის წონის შესაბამისად ერთი ან ორი დღის განმავლობაში.
• კრუპი: ბავშვები: 0,15 მგ/კგ-დან 0,6 მგ/კგ-მდე ერთჯერადი დოზის სახით.
• კანის მწვავე დაავადებები: დღიური დოზა 8მგ-დან 40 მგ-მდე, ზოგიერთ
შემთხვევებში 100 მგ-მდე, დამოკიდებულია დაავადების სირთულეზე და გავრცელებაზე,
შემდეგ ხდება დოზის შემცირება კლინიკური მონაცემების შესაბამისად.
• სისტემური რევმატოიდული დაავადებების აქტიური ფაზა: სისტემური წითელი მგლურა
6მგ-დან 16 მგ/დღეში.
• აქტიური რევმატოიდური ართრიტის რთული პროგრესირებული ფორმა: სწრაფად
პროგრესირებადი დესტრუქციული ფორმა: 12მგ-დან 16 მგ-მდე დღეში, არაგართულებული
ფორმა 6მგ-დან 12მგ-მდე დღეში.
• იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა (სისხლის დაავადება, რამაც შესაძლოა
გამოიწვიოს არასასურველი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები): 40 მგ 4 დღიანი ციკლით.
• ტუბერკულოზური მენინგიტი: დაავადების II ან III სტადიისას გამოიყენება ვენაში
ოთხი კვირის განმავლობაში (პირველ კვირაში 0,4 მგ/კგ/დღეში, მეორე კვირას 0,3
მგ/კგ/დღეში, მესამე კვირას 0,2 მგ/კგ/დღეში და მეოთხე კვირას 0,1 მგ/კგ/დღეში,
შემდეგ მიიღება პერორალურად ოთხი კვირის განმავლობაში საწყისი ჩვეულებრივი დღიური
დოზირებით 4 მგ, ხოლო შემდეგ ყოველ კვირაში 1 მგ-ით ნაკლები დოზირებით. I სტადიის
მქონე პაციენტებში გამოიყენება ვენაში ორი კვირა (პირველი კვირა 0,3 მგ/კგ/დღეშო
და მეორე კვირა 0,2 მგ/კგ/დღეში) და შემდეგ მიიღება პერორალურად დღიური დოზირებით
3 მგ, ხოლო შემდეგ ყოველ კვირას 1 მგ-ის შემცირებით).
• ნეოპლასტური დაავადების პალიატიური მკურნალობა (კიბოს დაავადების სიმპტომების
შესამსუბუქებლად): საწყისი დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია
დაავადების სირთულეზე და მიზეზზე, გამოიყენება 3 მგ-დან 20 მგ-მდე/დღეში.
პალიატიური მკურნალობისათვის გამოიყენება ძალიან მაღალი დოზირებები 96 მგ-მდე.
ოპტიმალური დოზირების მიღებისათვის და ტაბლეტების რაოდენობის შესამცირებლად
შესაძლოა მცირე (4მგ და 8 მგ) და მაღალი (20მგ ან 40 მგ) დოზირებების
კომბინირებული გამოყენება.
• ქიმიოთერაპიის დროს ციტოსტაზურებით, ემეტოგენური პრეპარატებით გამოწვეული
ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა: 8-დან 20მგ-მდე დექსამეტაზონი
ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე, შემდეგ 4 მგ-დან 16 მგ-მდე დღეში ქიმიოთერაპიიდან
მეორე და მესამე დღეს.
• ოპერაციის შემდეგ ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა: ერთჯერადი დოზა
ოპერაციამდე 8 მგ.
• მრავალფორმიანი მიელომის, მწვავე ლიმფობლასტური ანემიის, მწვავე ან
რეფრაქტორული ანემიის, ჰოჯკინის და არაჰოჯკინის ლიმფომის სიმპტომური მკურნალობა
სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 40 მგ ან 20 მგ
დღეში ერთჯერ.
დოზირება და გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია მკურნალობის მიმდინარეობაზე,
ასევე თანმდევ მედიკამენტებზე.
დექსამეტაზონის გამოყენებისას უნდა გაეცნოთ გამოყენების ინსტრუქციას, სადაც
მოცემულია ინფორმაცია სხვა მედიკამენტების კომბინირებული გამოყენებისას. საჭიროა
დაიცვათ მითითებები და მეთოდური რეკომენდაციები გამოყენების შესახებ. ექიმმა უნდა
განსაზღვროს დექსამეტაზონის დოზირება პაციენტის მდგომარეობის და დაავადების
სირთულის შესაბამისად.
ხანგრძლივი მკურნალობა
გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას ზოგიერთი დაავადების დროს,
დექსამეტაზონით პირველადი მკურნალობისას საჭიროა პრედნიზონით/პრედნიზოლონით
მკურნალობაზე გადასვლა თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნგის
შესამცირებლად.
გამოყენება ბავშვებში
თუ ეს პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში, მნიშვნელოვანია ექიმა აკონტროლოს ბავშვის
ზრდისა და განვითარების პროცესი.
თუ მიიღეთ დექსამეტაზონი კრკას რეკომენდებულზე მეტი დოზირება
დექსამეტაზონი კრკას ჭარბი დოზირების გამოყენებისას უნდა მიმართოთ ექიმს ან
კლინიკას დაუყონებლივ.
თუ გამოტოვეთ დექსამეტაზონი კრკას დოზირება
თუ დაგავიწყდათ დოზირების მიღება უნდა მიიღოთ ის გახსენებისათანავე, თუ ჯერ არ
ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ გსურთ დექსამეტაზონი კრკას მიღების შეწყვეტა
მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. საჭიროა
დოზირების თანდათან შეწყვეტა პრეპარატის სრულად მოხსნამდე. მკურნალობის სწრაფად
შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის დაბალი წნევის განვითარება, ზოგიერთ
შემთხვევებში დაავადების რეციდივი, რაც ვლინდებოდა მკურნალობის დაწყებამდე.
შესაძლოა ასევე განვითარდეს ,,მოხსნის სინდრომი“, რაც მოიცავს ტემპერატურის
მომატებას, კუნთების და სახსრების ტკივილს, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას
(რინიტი), წონაში დაკლებას, კანის ქავილს და თვალების გაღიზიანებას
(კონიუქტივიტი). მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას ამ მოვლენების განვითარების
შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს დროულად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერი პაციენტში.
აცნობეთ ექიმს თუ გამოვლინდება სერიოზული ფსიქიური დარღვევები. ეს ეფექტები
შესაძლოა აღინიშნოს 100 პაციენტიდან 5 პაციენტში, რომლებიც იღებენ დექსამეტაზონს.
ეს პრობლემები მოიცავენ:
- დეპრესია, მათ შორის სუიციდური აზრები.
- აჟიტირება (მანია) ან ხასიათის დათრგუნვა,
- მოუსვენრობა, ძილის გართულება, აზროვნების დარღვევები ან გონების დაბინდვა და
მეხსიერების დაკარგვა,
- ისეთი საგნების ხედვა ან მოსმენა, რომლებიც არ არსებობს. უცნაური ან საშიში
აზრები, საქციელის ცვლილება ან მარტოობის განცდა.
აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს:
- მუცლის ძლიერი ტკივილი, ღებინება, გულისრევა, დიარეა, კუნთების სისუტე და
დაღლილობა, სისხლის ძალიან დაბალი წნევა, წონაში დაკლება ან ცხელება, რაც
შესაძლოა იყოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების სიმპტომები;
- უეცარი მუცლის ტკივილები, ფაღარათი, ღებინება, გულისრევა, სხეულის
ტემპერატურის მატება და სისხლიანი განავალი, რაც შესაძლოა იყოს მსხვილი ნაწლავის
გახლეჩვის სიმპტომი, განსაკუთრებით თუ აღინიშნება ან წარსულში გამოვლინდა
ნაწლავური დაავადებები.
ამ მედიკამენტმა შესაძლოა გაართულოს გულის პრობლემები. თუ შეინიშნება ქოშინი ან
გულის არეში ტკივილი დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავენ (უცნობია სიხშირე):
ინფექციების რისკის მომატება, მათ შორის ვირუსული და სოკოვანი ინფექციების, მაგ.,
რძიანა (პირის ღრუს); ტუბერკულოზის რეციდივი ან სხვა ინფექციები, მაგ., თვალის
ინფექციები, თუკი ოდესმე გამოვლენილა.
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის შედედების დარღვევა
- ალერგიული რეაქციები პრეპარატზე, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული
რეაქციები (როგორიცაა გამონაყარი და ყელის ან ენის შეშუპება, რთულ შემთხვევებში
მაგ., სუნთქვის გართულებით ან თავბრუსხვევით)
- ჰორმონალური დარღვევები, შეშუპება და წონაში მატება, სახის დეფორმაცია
(კუშინგის სინდრომი), ენდიკრინული ჯირკვლების დარღვევები სტრესის და ტრავმის
დროს, ქირურგიული ჩარევებისას, მშობიარობის დროს ან დაავადებების დროს, როდესაც
ორგანიზმს არ შეუძლია ნორმალურად რეაგირება, ბავშვებში ზრდის შენელება,
არარეგულარული მენსტრუაცია ან მენსტრუაციის შეწყვეტა, თმის ჭარბი ზრდა
(განსაკუთრებით ქალებში).
- წონაში მომატება, ცილების და კალციუმის დონის დარღვევა, მადის მომატება,
მარილის დისბალანსი, წყლის შეკავება, კალიუმის შემცირება, რამაც შესაძლოა
გამოიწვიოს არითმია, დიაბეტის პრეპარატების მიმართ ჭარბი მოთხოვნილება, ლატენტური
დიაბეტის გამოვლენა სისხლში ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის დონის მომატება
(ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია)
- ხასიათის ექსტრემალური ცვლილებები, შიზოფრენია (ფსიქიური დაავადება),
დეპრესია, უძილობა
- თავის უჩვეულო ტკივილები მხედველობის დარღვევით, რაც კავშირშია მკურნალობის
შეწყვეტასთან, კრუნჩხვების და ეპილეფსიის გართულება, თავბრუსხვევები
- შიდათვალის წნევის მომატება, პაპილოოდემა, თვალის გარსის გათხელება, ხშირი
ვირუსები, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები, თვალის ინფექციები, რქოვანასთან
დაკავშირებული სიმპტომების გართულება, თვალის გუგუს დარღვევები, კატარაქტა
- გულის შეგუბებითი დაავადება მიდრეკილების მქონე პაციენტებში, გულის კუნთის
დარღვევა გადატანილი მიოკარდის ინფარქტის შემდეგ, გულის უკმარისობა
- სისხლის მაღალი წნევა, სისხლის შედედება: თრომბის განვითარება, რამაც შესაძლოა
გამოიწვიოს სისხლძარღვების გაჭედვა, მაგ., ფეხებზე ან ფილტვებზე (თრომბოემბოლია)
- ბოყინი
- ღებინება, გულისრევა, მუცლის დისკომფორტი, შებერილობა, საყლაპავის ანთება და
დაწყლულება, კუჭის წყლული პერფორაციის და სისხლდენის საშიშროებით
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის
ვადის გასვლის შემდეგ.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
12.82 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით