ნო-შპა - NO-SPA
ნო-შპა - NO-SPA

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პაპავერინი და წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნო-შპა
(NO-SPA)

_პრეპარატის სავაჭრო დასახელება
_
ნო-შპა
_
საერთაშორისო (დაუპატენტებელი) სახელწოდება:_
დროტავერინი.
_
ქიმიური რაციონალური სახელწოდება_

1-[(3,4-დიეთოქსიფენილი)მეთილენ)]-6,7-დიეთოქსი-1,2,3,4-ტეტრაჰიდროიზოქინოლინ ჰიდროქლორიდი.
_
სამკურნალო ფორმა:_
40 მგ ტაბლეტები
** _
შემადგენლობა_**
თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით 40,0მგ დროტავერინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნიოვთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოლივიდონი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა.
_
აღწერილობა:_

ყვითელი ფერის მსხვილი ტაბლეტები, მომწვანო ან მოწითალო შეფერილობის, ცალ მხარეს – მარკირება- “spa”
** _
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:_** სპაზმოლიზური საშუალება [A03AD02]

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:

დროტავერინი - იზოქინოლინის წარმოებული, მოქმედებს უშუალოდ გლუვ კუნთებზე (მუსკულატურაზე) ფოსფოდიესთერაზის ინჰიბირების გზით და ციკლური ამფ შიდაუჯრედოვანი დაგროვებით, რაც იწვევს გლუვი კუნთის მოდუნებას მიოზინ კინაზის მსუბუქი ჯაჭვის (მმჯკ) ინაქტივაციის დახმარებით. პაპავერინთან შედარებით აქვს უფრო ძლიერ მოქმედება, შეწოვა ხდება უფრო სწრაფად, ძნელად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დროტავერინის სპაზმოლიზური მოქმედება არ არის დამოკიდებული ვეგეტატიური ინერვაციის ხასიათზე, ერთნაირად მოქმედებს გასტრიონტესტინური, ბილიარული, უროგენიტალური და სისხლძარღვთა სისტემების გლუვ კუნთებზე. სისხლძარღვთა გაფართოების გამო იზრდება სისხლის მიწოდება ქსოვილში. არ აქვს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური მოქმედება.
_
ჩვენება:_

ფუნქციური მდგომარეობებისა და ტკივილის სინდრომის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია გლუვი კუნთის სპაზმთან, მ.შ ქრონიკული გასტროდუოდენიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ქოლელითიაზის, პოსტ- ქოლეცისტექტომიური სინდრომის დროს, კუჭის წყლულოვანი დაავადებისას და 12-გოჯა ნაწლავის, კუჭის პილორული და კარდიული ნაწილების სპაზმის დროს, სპასტიური კოლიტის, შარდ-კენჭოვანი დაავადებებისას, პიელიტის, ცისტიტის, ალგოდისმენორეის დროს.
მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის სპაზმის მოხსნისას და საშვილოსნოს კუმშვადობის შესუსტების დროს.
პერიფერიულ არტერიულ სისხლძარღვთა, თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმების დროს.
გლუვი კუნთების სპაზმის პროფილაქტიკა, ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების დროს.
_
გამოყენების წესი და დოზები:
_
მოზრდილებს ენიშნებათ 40-80 მგ 1-3 ჯერ დღე-ღამეში.
ბავშვებს: 1-6 წლის ასაკში დღიურ დოზას შეადგენს 10-40 მგ, 6 წლის ზევით-20-40 მგ (1-2 მიღება)
_
გვერდითი მოვლენები;_

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, არტერიული ჰიპოტენზია, ოფლიანობა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.
_
უკუჩვენება:_

ინდივიდუალური აუტანლობა; ღვიძლის, თირკმლის, გულის გამოხატული უკმარისობა, II- III ხარისხის AV ბლოკადა.
_
გაფრთხილება:
_
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გამოხატული კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი, პროსტატის ადენომა, გლაუკომა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
_
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:_

ერთდროული მიღებისას ნო-შპამ შეიძლება შეამციროს ლევოდოპას ანტიპარკინსონული ეფექტი.

გამოშვების ფორმა:
20 ტაბლეტი (2X10) ბლისტერულ შეფუთვაში.
100 ტაბლეტი პოლიპროპილენის ფლაკონში პოლიეთილენის საცობით.
_
შენახვის პირობები:_

ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, 30ºC დაბალ ტემპერატურაზე.
ტაბლეტები ფლაკონში: ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC) სინათლისაგან დაცულ ადილას
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისაგან მოუწვდომელ ადგილას.
_
შენახვის ვადა:_

5 წელი
არ მიიღება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
_
აფთიაქიდან გაცემის პირობა_

რეცეპტით
** _
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:_**
ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქტების ქარხანა სს ხინოინი
1045 ბუდაპეშტი, ქ. 1-5. უნგრეთი

საერთაშორისო დასახელება - დროტავერინის ჰიდროქლორიდი

ჩვენებები: • გლუვი მუსკულატურის სპაზმი, რომელიც დაკავშირებულია ბილიარული ტრაქტის დაავადებებთან: ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პერიქოლეცისტიტი, ქოლეცისტოლითიაზი, ქოლანგიოლითიაზი, პაპილიტი.
• შარდგამომყოფი სისტემის გლუვი მუსკულატურის სპაზმი: ნეფროლითიაზი, ურეთროლითიაზი, პიელიტი, ცისტიტი, შარდის ბუშტის ტენეზმები.
• კუჭ-ნაწლავის გლუვი მუსკულატურის სპაზმი: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის, ენტერიტის, კოლიტის, ყაბზობით მიმდინარე სპასტიური კოლიტის და კოლიტის მეტეორიზმით მიმდინარე ფორმის დროს.
• ტენზიური ტიპის თავის ტკივილების დროს: კუნთოვანი დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი, ფსიქოგენური, სტრესული, ყოველდღიური თავის ტკივილი, ტრანსფორმირებული შაკიკი;
• მეანობა-გინეკოლოგიაში: მტკივნეული მენსტრუაციის, საშვილოსნოს ტონუსის შესამცირებლად ფეხმძიმობის დროს, აბორტის საშიშროების დროს.

უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
• ღვიძლის, თირკმელების, გულის მძიმე უკმარისობა.

დოზირება და მიღების ხერხები:
მოზრდილებში: დღიური დოზა შეადგენს 120-240მგ, ე.ი. 3-6 ტაბლეტი დღეში, რომელიც უნდა განაწილდეს 2-3 მიღებაზე. ერთჯერად დოზას მოზრდილებისთვის შეადგენს 40-80მგ (1-2 ტაბლეტი);
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
ბავშვებში 6 წლის ზემოთ: რეკომენდირებული დღიური დოზაა 80-200მგ, ე.ი. 2-5 ტაბლეტი დღეში, რომელიც უნდა განაწილდეს 2-5 მიღებაზე. ერთჯერად დოზას 6 წლის ზემოთ ბავშვებისთვის შეადგენს 40მგ (1 ტაბლეტი);
1 წლიდან 6 წლამდე ბავშვებში: რეკომენდებული დღიური დოზაა 40-120მგ, ე.ი. 1-3 ტაბლეტი დღეში, რომელიც უნდა განაწილდეს 2-3 მიღებაზე. ერთჯერად დოზას 1-დან 6 წლამდე ბავშვებში შეადგენს 20-40მგ (1/2 - 1 ტაბლეტი).
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25რc ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი მიეკუთვნება იზოქინოლინის წარმოებულ სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს გლუვი კუნთების მოდუნებას ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას IV-ის ბლოკირების, ცამფ-ის კონცენტრაციის გაზრდის და მიოზინის კინაზას მსუბუქი ჯაჭვების ინაქტივირებით. ჩვენებები
კუჭისა და ნაწლავების სპაზმი, ნაღვლისა და თირკმლის კონკრემენტებით გამოწვეული სპაზმი, საშარდე გზების გლუვი კუნთების სპაზმი, მენსტრუალური სპაზმები, თავის ტკივილი გამოწვეული სისხლძარღვების სპაზმით. მიღების წესები და დოზები
პრეპარატ ნო-შპას ჩვეულებრივი მისაღები დოზა: | კატეგორია | ერთჯერადი დოზა| დღეღამური დოზა
---|---|---
მოზრდილებში . | 1-2 ტაბ. | 3-6 ტაბ
1-6 წლამდე ბავშვებში | 1/2-1 ტაბ. | 7-14 წლამდე
ბავშვებში . | 1 ტაბ. | 2-5 ტაბ

პრეპარატ ნო-შპა ფორტე-ს ჩვეულებრივი მისა¬ღები დოზა:

კატეგორია | ერთჯერადი დოზა| დღეღამური დოზა
---|---|---
მოზრდილებში | 1/2-1 ტაბ. | 1-3 ტაბ.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია აღინიშნოს: თავის ტკივილი, უძილობა, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, გულისრევა, არითმია, ყაბზობა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რძის შაქარის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ყაბზობა.

უკუჩვენება
ღვიძლის, თირკმელებისა და გულის მძიმე დაავადებები, პრეპარატით გამოწვეული ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის უსაფრთხოებისა და ტოქსიკურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოსალოდნელი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ. ნო-შპასა და ანტიპარკინსონული საშუალების _ ლევოდოპას ერთდროული გამოყენებისას მცირდება ლევოდოპას ეფექტი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

რეგისტრაციის # და თარიღი
R001618 25.01.2010
R002493 25.04.2007
R000605 13.05.2009
R002494 25.04.2007

საერთაშორისო დასახელება - დროტავერინის ჰიდროქლორიდი

ჩვენებები: • გლუვი მუსკულატურის სპაზმი, რომელიც დაკავშირებულია ბილიარული ტრაქტის დაავადებებთან: ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პერიქოლეცისტიტი, ქოლეცისტოლითიაზი, ქოლანგიოლითიაზი, პაპილიტი.
• შარდგამომყოფი სისტემის გლუვი მუსკულატურის სპაზმი: ნეფროლითიაზი, ურეთროლითიაზი, პიელიტი, ცისტიტი, შარდის ბუშტის ტენეზმები.
• კუჭ-ნაწლავის გლუვი მუსკულატურის სპაზმი: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის, ენტერიტის, კოლიტის, ყაბზობით მიმდინარე სპასტიური კოლიტის და კოლიტის მეტეორიზმით მიმდინარე ფორმის დროს.
• ტენზიური ტიპის თავის ტკივილების დროს: კუნთოვანი დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი, ფსიქოგენური, სტრესული, ყოველდღიური თავის ტკივილი, ტრანსფორმირებული შაკიკი;
• მეანობა-გინეკოლოგიაში: მტკივნეული მენსტრუაციის, საშვილოსნოს ტონუსის შესამცირებლად ფეხმძიმობის დროს, აბორტის საშიშროების დროს.

გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთში ან ვენაში.
მოზრდილებს ენიშნებათ 40-80 მგ 1-3 ჯერ დღე-ღამეში.
თირკმლისმიერი ან ღვიძლისმიერი ჭვალის კუპირებისათვის შეჰყავთ 40-80 მილიგრამი ვენაში ნელ-ნელა.
ნო-შპის შეყვანის დროს ავადმყოფი უნდა იწვეს!
მშობიარობის დროს ფაზის შემცირებისათვის საშვილოსნოს ყელის გაფართოებისათვის შეჰყავთ 40 მგ კუნთში. აუცილებლობისას შესაძლებელია ამ დოზის ხელმეორედ შეყვანა.

უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
• ღვიძლის, თირკმელების, გულის მძიმე უკმარისობა.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნო-შპა 40მგ #100ტ
  • სახელი: ნო-შპა 40მგ #100ტ
  • მწარმოებელი: CHINOIN Pharmaceutical and Chemical Works Private CJSC (უნგრეთი)
  • შეფუთვა: 40მგ ტაბლეტი №100 პოლიპროპილენის ფლაკონში
Aversi 12.24 ლ
ნო-შპა 40მგ/2მლ #25ა
  • სახელი: ნო-შპა 40მგ/2მლ #25ა
  • მწარმოებელი: CHINOIN Pharmaceutical and Chemical Works Private CJSC (უნგრეთი)
  • შეფუთვა: 40მგ ტაბლეტი №24 (1X24)
Aversi 19.48 ლ
ნო-შპა ფორტე 80მგ #24ტ
  • სახელი: ნო-შპა ფორტე 80მგ #24ტ
Aversi 7.65 ლ
ნო-შპა ტაბლეტი 40მგ #24
  • სახელი: ნო-შპა ტაბლეტი 40მგ #24
  • მწარმოებელი: CHINOIN Pharmaceutical and Chemical Works Private CJSC (უნგრეთი)
  • შეფუთვა: 40მგ ტაბლეტი №24 (1X24)
Pharmadepot 8.18 ლ
ნო-შპა ხსნარი საინექციო 40მგ/2მლ ამპულა #25
  • სახელი: ნო-შპა ხსნარი საინექციო 40მგ/2მლ ამპულა #25
  • მწარმოებელი: CHINOIN Pharmaceutical and Chemical Works Private CJSC (უნგრეთი)
  • შეფუთვა: 40მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №25
Pharmadepot 18.89 ლ
NO-SPA - ნო-შპა 40მგ.2მლ. 25 ამპულა
  • სახელი: NO-SPA - ნო-შპა 40მგ.2მლ. 25 ამპულა
  • მწარმოებელი: CHINOIN Pharmaceutical and Chemical Works Private CJSC (უნგრეთი)
  • შეფუთვა: 40მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №25
PSP 18.38 ლ
NO-SPA - ნო-შპა 40მგ 24 ტაბლეტი
  • სახელი: NO-SPA - ნო-შპა 40მგ 24 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: CHINOIN Pharmaceutical and Chemical Works Private CJSC (უნგრეთი)
  • შეფუთვა: 40მგ ტაბლეტი №24 (1X24)
PSP 4.6 ლ

GPC 19.43 ლ