ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პაპავერინი და მისი წარმოებულები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
დროტავერინი2% 2მლ10ამპულა
სავაჭრო დასახელება**:****** დროტავერინი.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება**:** დროტავერინი/Drotaverine.
შემადგენლობა
ერთი ამპულა (პრეპარატის 2 მლ) შეიცავს მოქმედ****ნივთიერებას – დროტავერინის ჰიდროქლორიდს – 0,04 გ.
დამხმარენივთიერებები: ნატრიუმის ტექნიკური პიროსულფატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ძმარმჟავა 99,8%, საკვები ნედლეულისგან დამზადებული ეთილის სპირტი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სპაზმოლიზური საშუალება.
მიღების ჩევენება
- თირკმლის კოლიკა, ნაღვლის ბუშტის კოლიკა, ნაწლავის კოლიკა, სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ჰიპერკინეტიკური ტიპის დისკინეზია, ქოლეცისტიტი, პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი; პიელიტი, სპასტიური ყაბზობა, სპასტიური კოლიტი, პროქტიტი, ტენეზმები, პილოროსპაზმი, გასტროდუოდენიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
- ენდარტერიტი, პერიფერიული და კორონარული არტერიების სპაზმები.
- ალგოდისმენორეა, მოსალოდნელი აბორტი, მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა; საშვილოსნოს ყელის სპაზმი მშობიარობის დროს, მშობიარობის შემდგომი ჭინთვები.
- ზოგიერთი ინსტრუმენტული გამოკვლევის ჩატარებისას (ქოლეცისტანგიოგრაფია).
გამოყენების მეთოდი და დოზები
ი/ვ შეყავთ 40-80 მგ დღეში 1-3- ჯერ.
თირკმლის და ნაღვლის ბუშტის კოლიკის დროს - ი/ვ ნელა, 40-80 მგ.
6 წლამდე ბავშვები – ერთჯერადი დოზით 10-20 მგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 120 მგ;
6-12 წელი, ერთჯერადი დოზა – 20 მგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 200 მგ;
დანიშნვის ჯერადობაა – 1-2-ჯერ დღეში.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა; ღვიძლის, თირკმლის და გულის გამოხატული უკმარისობა; II და III ხარისხის AV ბლოკადა, კარდიოგენული შოკი, არტერიული ჰიპოტენზია.
სიფრთხილით – კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ლაქტაციის პერიოდი, ორსულობა (I ტრიმესტრი).
გვერდითი ეფექტები
თავბრუსხვევა, გულისცემის და ცხელების შეგრძნება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, არტერიული წნევის შემცირება, კანის ალერგიული რეაქციები.
ინტრავენური შეყვანისას – კოლაფსი, AV ბლოკადა, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, ლაქტაციის პერიოდში, ორსულობისას (I ტრიმესტრი).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერთდროული გამოყენებისას დროტავერინს შეუძლია შეასუსტოს ლევოდოპის ანტიპარკინსონული ეფექტი.
უსაფრთხოების მეთოდები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზისას, დახულკუთხოვანი გლაუკომისას და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიისას.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილის დაცვაა საჭირო კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ
დროტავერინი გამოიყენება წყლულის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. პრეპარატის პარენტერული შეყვანიდან 1 საათის განმავლობაში საჭიროა თავის შეკავება ავტომობილის მართვისგან, ასევე ყურადღების მომატებული კონცენტრაციის და სწრაფი ფსიქო-მოტორული რეაქციების საჭიროების მქონე საქმიანობისგან.
ჭარბი****დოზირება
სიმპტომები: წინაგულ-პარკუჭოვან გამტარებლობის დარღვევა, გულის კუნთის აგზნებადობის დაქვეითება, შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, სუნთქვის ცენტრის დამბლა.
გამოშვების ფორმა
2% საინექციო ხსნარი, 2 მლ ამპულები.
შენახვის პირობები
ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული თარიღის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
აფთიაქიდან გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
ბორისოვის სამედიცინო პრეპარატების ქარხანა.
ბელარუსის რესპუბლიკა.
მინსკის ოლქი, ქალაქი ბორისოვი, ჩაპაევის ქუჩა 64/27.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით