ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოანალეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ციტიკოლინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე უფერო ხსნარი;
შემადგენლობა :
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ციტიკოლინ ნატრიუმს, 250 მგ ციტიკოლინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი,
დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული საშუალებები. ათქ-კოდი: N06BX06.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციტიკოლინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული
კომპონენტების (უპირატესად ფოსფოლიპიდების) წინამორბედს. პრეპარატს გააჩნია
მოქმედების ფართო სპექტრი: ხელს უწყობს ნეირონების დაზიანებული მემბრანების
აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, რითიც ხელს უშლის თავისუფალი
რადიკალების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას და მემბრანული სისტემების დაზიანებას,
აუმჯობესებს ცერებლურ სისხლმიმოქცევას, აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს თავის
ტვინში, ააქტიურებს რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურებს. ნეირონების მემბრანაზე
მასტაბილიზებელი მოქმედების გამო, ციტიკოლინი ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო
თვისებებს და ხელს უწყობს თავის ტვინის შეშუპების შემცირებას.
ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას, აუმჯობესებს
ქოლინერგულ გადაცემას.
თავის ტვინის ტრავმისას ამცირებს ნევროლოგიური სიმპტომების სიმძიმეს, ხელს უწყობს
ცნობიერების აღდგენას, ამცირებს პოსტტრავმატული სინდრომის ხანგრძლივობას და
ინტენსივობას.
თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს ციტიკოლინი ამცირებს კოგნიტიური
დარღვევების გამოხატვას, როგორებიცაა: მეხსიერების გაუარესება, უინიციატივობა,
სიძნელეები ყოველდღიური საქმიანობის და თვითმომსახურების დროს. აუმჯობესებს
ყურადღებისა და ცნობიერების ხარისხს, ასევე ამცირებს ამნეზიის გამოვლენას.
ეფექტურია დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის სენსიტიური და მოძრაობითი
დარღვევების მკურნალობისას.
ფარმაკოკინეტიკა :
კუნთში და ვენაში შეყვანისას ციტიკოლინის ბიოშეღწევადობა აღემატება 90%-ს.
შეყვანილი დოზის ძირითადი ნაწილი ერთვება მეტაბოლიზმის პროცესებში. მეტაბოლიზდება
ღვიძლში ქოლინისა და ციტიდინის წარმოქმნით. ქოლინის ფრაქციები სწრაფად ნაწილდება
თავის ტვინის სტრუქტურულ ლიპიდებში, ხოლო ციტიდინის ფრაქციები – ციტიდინის
ნუკლეოტიდებში და ნუკლეინის მჟავებში. ციტიკოლინის პარენტერალურად შეყვანის
შემდეგ აღინიშნება მისი პლაზმური კონცენტრაციის ორი პიკი: პირველი – ერთი საათის
შემდეგ და მეორე, უფრო დიდი პიკი - 24 საათის შემდეგ. ორგანიზმიდან გამოიყოფა
ძალიან ნელა, უპირატესად ამოსუნთქული ნახშიროჟანგით (დაახლოებით 12%) და შარდით
(3%-ზე ნაკლები).
ჩვენება :
• იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
• აღდგენითი პერიოდი იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდეგ;
• ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
• თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებებით გამოწვეული
კოგნიტიური, სენსიტიური და მოძრაობითი აშლილობები (მათ შორის პარკინსონიზმი და
ალცჰაიმერის დაავადება).
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური და ინტრამუსკულური გამოყენებისთვის.
ინტრავენურად ინიშნება ნელი ინექციის სახით (დანიშნული დოზიდან გამომდინარე 3-5
წუთის განმავლობაში) ან წვეთოვნად (40-60 წვეთი წუთში). ინტრამუსკულურად
შეყვანისას არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის შეყვანა ერთიდაიმავე ადგილას.
ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო. ხსნარი განკუთვნილია
ერთჯერადი მოხმარებისთვის და უნდა იყოს გამოყენებული ამპულის გახსნისთანავე.
თავის ტრავმით ან თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ცნობიერების
დარღვევა: ლაბრონი ჩვეულებრივ ინიშნება დოზით 100-500 მგ 1-2 ჯერ დღეში
ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. დოზირება
და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტვინის დაზიანების სიმძიმეზე და
დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.
მწვავე ან განმეორებითი ქალაშიდა სისხლჩაქცევის შემთხვევაში ლაბრონი შეჰყავთ
ინტრავენურად ძალიან ნელა (30 წვეთი წუთში), დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს
1000 მგ-ს.
ქალაშიდა სისხლჩაქცევით გამოწვეული ჰემიპლეგია: ლაბრონი ინიშნება ინტრავენურად
1000 მგ ერთხელ დღეში ოთხი კვირის განმავლობაში.
ნევროლოგიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი
დაავადებების დროს:
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების
სიმძიმეზე. პარკინსონიზმის დროს ლაბრონი ინიშნება ინტრავენურად 500 მგ ერთხელ
დღეში კომბინაციაში ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან 3-4 კვირის განმავლობაში.
მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ მკურნალობას განაგრძობენ მხოლოდ
ანტიქოლინერგული პრეპარატებით.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად (<1/10 000).
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, აღგზნება,
ჰალუცინაციები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანმოკლე არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მადის დაქვეითება,
ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: სიმხურვალის შეგრძნება, ქოშინი, შეშუპება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, გამოხატული
ვაგოტონია (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპატიკური ნაწილის ტონუსის
მოჭარბება).
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ლაბრონი აძლიერებს L-დიჰიდროქსიფენილალანინის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება მეკლოფენოქსატის შემცველ
პრეპარატებთან ერთად.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დაბალი ტოქსიურობის გამო ჰიპერდოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის
თერაპიული დოზის გადაჭარბების შემთხვევაშიც კი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს ლაბრონის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც
დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე უარყოფითი
მოქმედების რისკს.
პრეპარატის უსაფრთხოება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის დადგენილი.
განსაკუთრებული მითითებები:
ბავშვებში ლაბრონი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი
თერაპიული სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს, რადგან არ არსებობს საკმარისი
კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენებაზე პედიატრიულ პრაქტიკაში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ინდივიდუალურ შემთხვევებში ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარი
შეიძლება შეიზღუდოს განვითარებული გვერდითი მოვლენების გამო.
შეფუთვა :
2 ან 4 მლ საინექციო ხსნარი გამჭვირვალე მინის ამპულებში, 5 ამპულა მუყაოს
კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის
მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში
პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება
დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით).
მწარმოებელი :
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი :
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge
საერთაშორისო დასახელება - citicoline
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის
მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები → ნოოტროპული პრეპარატები
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ციტიკოლინი (ნატრიუმის მარილის სახით) 500 მგ ან 1000 მგ.
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა, საინექციო წყალი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული პრეპარატები.
გამოყენების ჩვენებები
- იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი;
- ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
- კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი
დაავადებების დროს.
გამოყენების წესი და დოზები
ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის.
ინტრავენურად ინიშნება ნელი ინტრავენური ინექციის სახით (5 წუთის განმავლობაში)
ან წვეთოვანით ინტრავენური გადასხმისთვის (40 – 60 წვეთი წუთში). ინტრავენური
შეყვანის გზა უფრო ეფექტურია, ვიდრე ინტრამუსკულარული. ინტრამუსკულარული
გამოყენებისას არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის განმეორებითი ინექცია
ერთიდაიმავე ადგილზე. იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი და ქალა-ტვინის ტრავმის
დროს: რეკომენდებული დოზაა 1000 მგ ყოველ 12 საათში დიაგნოზის დადგენის პირველივე
დღიდან; მკურნალობის ხანგრძლივობა – არანაკლებ 6 კვირა. მკურნალობის დაწყებიდან
3-7 დღის შემდეგ, შესაძლებელია ინტრამუსკულარულ (1-2 ინექცია დღე-ღამეში) ან
პერორალურ (თუ ყლაპვის ფუნქცია დარღვეული არ არის) გამოყენებაზე გადასვლა.
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის, ქალა-ტვინის ტრამვის აღდგენითი პერიოდი, თავის
ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს კოგნიტიური
დარღვევები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 500-2000 მგ დღე-ღამეში. დოზა და
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმძიმეზე.
ცნობიერების ხანგრძლივი დარღვევების დროს შესაძლებელია დაავადების საწყისი
სტადიიდან პრეპარატის უწყვეტი გამოყენება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებს პრეპარატ რონოციტის ინსტრავენური ან
ინტრამუსკულარული შეყვანისას დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ.
ხსნარი ინსტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისათვის განკუთვნილია ერთჯერადი
გამოყენებისათვის. პრეპარატი შეთავსებადია ინტრავენური იზოტონური ხსნარების ყველა
სახეობასთან და დექსტროზას ხსნარებთან.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
- ვაგოტონია (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილის ტონუსის
მომატება).
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების სიხშირის ქემოთ გამოყენებული პარამეტრები, განსაზღვრა ხდება
შემდეგი სახით: ძალიან იშვიათად (< 1/10000)
ცენტრალური ნერვული სისტემის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან
იშვიათად - უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნებადობა, ტრემორი,
პარალიზებული კიდურების დაბუჟება.
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - გულისრევა, მადის
დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლა.
ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად - კანზე გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსიური
შოკი.
სხვა: ძალიან იშვიათად - ცხელება; ცალკეულ შემთხვევებში ხანმოკლე ჰიპოტენზიური
მოქმედება, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულირება.
განსაკუთრებული მითითებები
თავის ტვინის ტრავმების დროს ქალასშიდა წნევის დაქვეითებისთვის აუცილებელია ისეთი
პრეპარატების დანიშვნა, როგორიცაა მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები.
ქალასშიდა სისხლდენის დროს ერთჯერადი გამოყენებისას არ შეიძლება 500 მგ
ციტიკოლინის დოზის გადაჭარბება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დოზის დაყოფა
(100-200 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში).
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტომობილის მართვისა და ისეთი
სამუშაოს შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისთვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია უნდა დაისვას საკითხი
ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

ლაბრონი 500მგ/2მლ 5 ამპულა
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ციტიკოლინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე უფერო ხსნარი;
შემადგენლობა:
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ციტიკოლინ ნატრიუმს, 250 მგ ციტიკოლინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული საშუალებები. ათქ-კოდი: N06BX06.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციტიკოლინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტების (უპირატესად ფოსფოლიპიდების) წინამორბედს. პრეპარატს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი: ხელს უწყობს ნეირონების დაზიანებული მემბრანების აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, რითიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას და მემბრანული სისტემების დაზიანებას, აუმჯობესებს ცერებლურ სისხლმიმოქცევას, აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, ააქტიურებს რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურებს. ნეირონების მემბრანაზე მასტაბილიზებელი მოქმედების გამო, ციტიკოლინი ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო თვისებებს და ხელს უწყობს თავის ტვინის შეშუპების შემცირებას.
ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას.
თავის ტვინის ტრავმისას ამცირებს ნევროლოგიური სიმპტომების სიმძიმეს, ხელს უწყობს ცნობიერების აღდგენას, ამცირებს პოსტტრავმატული სინდრომის ხანგრძლივობას და ინტენსივობას.
თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს ციტიკოლინი ამცირებს კოგნიტიური დარღვევების გამოხატვას, როგორებიცაა: მეხსიერების გაუარესება, უინიციატივობა, სიძნელეები ყოველდღიური საქმიანობის და თვითმომსახურების დროს. აუმჯობესებს ყურადღებისა და ცნობიერების ხარისხს, ასევე ამცირებს ამნეზიის გამოვლენას. ეფექტურია დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის სენსიტიური და მოძრაობითი დარღვევების მკურნალობისას.
ფარმაკოკინეტიკა:
კუნთში და ვენაში შეყვანისას ციტიკოლინის ბიოშეღწევადობა აღემატება 90%-ს. შეყვანილი დოზის ძირითადი ნაწილი ერთვება მეტაბოლიზმის პროცესებში. მეტაბოლიზდება ღვიძლში ქოლინისა და ციტიდინის წარმოქმნით. ქოლინის ფრაქციები სწრაფად ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურულ ლიპიდებში, ხოლო ციტიდინის ფრაქციები – ციტიდინის ნუკლეოტიდებში და ნუკლეინის მჟავებში. ციტიკოლინის პარენტერალურად შეყვანის შემდეგ აღინიშნება მისი პლაზმური კონცენტრაციის ორი პიკი: პირველი – ერთი საათის შემდეგ და მეორე, უფრო დიდი პიკი - 24 საათის შემდეგ. ორგანიზმიდან გამოიყოფა ძალიან ნელა, უპირატესად ამოსუნთქული ნახშიროჟანგით (დაახლოებით 12%) და შარდით (3%-ზე ნაკლები).
ჩვენება:
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური და ინტრამუსკულური გამოყენებისთვის. ინტრავენურად ინიშნება ნელი ინექციის სახით (დანიშნული დოზიდან გამომდინარე 3-5 წუთის განმავლობაში) ან წვეთოვნად (40-60 წვეთი წუთში). ინტრამუსკულურად შეყვანისას არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის შეყვანა ერთიდაიმავე ადგილას. ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო. ხსნარი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის და უნდა იყოს გამოყენებული ამპულის გახსნისთანავე.
თავის ტრავმით ან თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ცნობიერების დარღვევა: ლაბრონი ჩვეულებრივ ინიშნება დოზით 100-500 მგ 1-2 ჯერ დღეში ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტვინის დაზიანების სიმძიმეზე და დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.
მწვავე ან განმეორებითი ქალაშიდა სისხლჩაქცევის შემთხვევაში ლაბრონი შეჰყავთ ინტრავენურად ძალიან ნელა (30 წვეთი წუთში), დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ-ს.
ქალაშიდა სისხლჩაქცევით გამოწვეული ჰემიპლეგია: ლაბრონი ინიშნება ინტრავენურად 1000 მგ ერთხელ დღეში ოთხი კვირის განმავლობაში.
ნევროლოგიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს:
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმძიმეზე. პარკინსონიზმის დროს ლაბრონი ინიშნება ინტრავენურად 500 მგ ერთხელ დღეში კომბინაციაში ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან 3-4 კვირის განმავლობაში. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ მკურნალობას განაგრძობენ მხოლოდ ანტიქოლინერგული პრეპარატებით.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად (<1/10 000).
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, აღგზნება, ჰალუცინაციები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანმოკლე არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: სიმხურვალის შეგრძნება, ქოშინი, შეშუპება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, გამოხატული ვაგოტონია (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპატიკური ნაწილის ტონუსის მოჭარბება).
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ლაბრონი აძლიერებს L-დიჰიდროქსიფენილალანინის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება მეკლოფენოქსატის შემცველ პრეპარატებთან ერთად.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დაბალი ტოქსიურობის გამო ჰიპერდოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის თერაპიული დოზის გადაჭარბების შემთხვევაშიც კი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს ლაბრონის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების რისკს.
პრეპარატის უსაფრთხოება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის დადგენილი.
განსაკუთრებული მითითებები:
ბავშვებში ლაბრონი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს, რადგან არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენებაზე პედიატრიულ პრაქტიკაში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ინდივიდუალურ შემთხვევებში ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარი შეიძლება შეიზღუდოს განვითარებული გვერდითი მოვლენების გამო.
შეფუთვა:
2 ან 4 მლ საინექციო ხსნარი გამჭვირვალე მინის ამპულებში, 5 ამპულა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით).
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით