ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 - AmoxiClav-Denk 1000/125
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 - AmoxiClav-Denk 1000/125

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინ ტრიჰიდრატი და კალიუმის კლავულანატი. ერთი პაკეტი შეიცავს 1148მგ ამოქსიცილინ ტრიჰიდრატს, ექვივალენტურია 1გ ამოქსიცილინის და 148.9მგ კალიუმის კლავულანატი, რომელიც შეესაბამება 125მგ კლავულანის მჟავას. დამატებითი ნივთიერებები არის კვარცის დიოქსიდი, საქაროზა, ქსანტანის გომიზი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის ფხვნილი.

ჩვენება: ეს მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ზედა და ქვედა რესპირატორული გზების ინფექციები, მათ შორის: შუა ყურის ინფექციები (ოტიტის მედია); პარანაზალური წიაღების მწვავე ინფექციები (მწვავე სინუსიტი); ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება; ფილტვის ინფექციები; თირკმელების და ქვედა საშარდე გზების ინფექციები; გენიტალური ინფექციები. შენიშვნა: პნევმონიის მკურნალობა უნდა დაიწყოს პარენტერალურად, გასანკუთრებით პნევმონიის მძიმე ფორმების დროს, რომელიც შეძენენილია. გათვალისწინებული უნდა იქნას ოფიციალური საერთაშორისო გაიდლაინები შესაბამისი ანტიმიკრობული საშუალების გამოყენების შესახებ.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერება ამოქსიცილინის და-ან კლავულანის მჟავას, ან ამოქსიკლავ-დენკ 1000-125-ის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გარკვეული ტიპის ბეტა- ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიული რეაქციები (მაგ. პენიცილინები, ცეფალოსპორინები), რადგან ასეთ შემთხვევაში იზრდება ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკი. აქედან გამომდინარე, საჭიროა ექიმის დეტალურად ინფორმირება იმ ანტიბიოტიკის შესახებ, რომლებსაც წარსულში ღებულობდა პაციენტი. თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა ღვიძლის მხრივ პრობლემები ან სიყვითლე ამოქსიკლავ-დენკ 1000-125-ის მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმის ინფორმირება.ორსულობა: ამპიცილინის მიღება ორსულებში იწვევს ესტრადიოლის (ჰორმონი) და მასთან დაკავშირებული ნაერთების დონის დროებით შემცირებას. ეს ეფექტი შესაძლოა ასევე გამოვლინდეს ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავის მიღების დროს.იღების წესი: ამოქსიკლავ-დენკ 1000-125 ყოველთვის მიიღება ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული მკურნალობასთან დაკავშირებით, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ არ არსებობს ექიმის განსხვავებული დანიშნულება, ჩვეულებრივ დოზა არის შემდეგი:

დოზირება: ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავას დოზა დამოკიდებულია ინდივიდუალურად პაციენტის ასაკზე, წონასა და თირკმელების ფუნქციაზე, ინფექციის სიმძიმესა და ადგილზე და საეჭვო ან უკვე დადგენილ პათოგენზე. როგორც წესი დოზირებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი არის პაციენტის სხეულის წონა, მიუხედავად იმისა ინდივიდუალურ შემთხვევებში შეესაბამება იგი პაციენტის ასაკს თუ არა.
მოზრდილები, რომელთა წონა არის 40კგ: მიიღება 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში. ერთჯერადი დოზები მიიღება რეგულარული ინტერვალებით დღის განმავლობაში, თუ არის შესაძლებელი; 12 საათიანი ინტერვალებით, თუ მედიკამენტი მიიღება ორჯერ დღეში. პაკეტის შემადგენლობა იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში მიღების წინ.
ხანდაზმული პაციენტები: მიიღება ასევე 1 პაკეტი 2-3-ჯერ დრეში, თუ არ არის თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქციის ნიშნები.
ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტები: თუ პაციენტს აქვს ღვიძლის დისფუნქციის ნიშნები, ექიმმა უნდა განახორციელოს მისი ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. თუ ღვიძლის ფუნქცია დაქვეითდება ამოქსიკლავ-დენკ 1000-125-ით მკურნალობის დროს, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. არ არსებობს სპეციალური რეკომენდაციები ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში დოზირებისთვის.მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მიიღება რეგულარული ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში. პაკეტის შიგთავსი მიღების წინ იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში. ამოქსიკლავ-დენკ 1000-125 საუკეთესო შედეგს იძლევა თუ იგი მიიღება კვების დაწყების, პირველი ლუკმის მიღების შემდეგ. ამოქსიკლავ-დენკ 1000-125-ის ამ გზით მიღება ყველაზე უფრო ეფექტურია. თუმცა ამოქსიკლავ-დენკ 1000-125 ასევე ეფექტურია როდესაც მიიღება ჭამის წინ ან მის შემდეგ.შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა: 36 თვე. ინახება 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინ ტრიჰიდრატი და კალიუმის კლავულანატი. ერთი პაკეტი შეიცავს 1148მგ ამოქსიცილინ ტრიჰიდრატს, ექვივალენტურია 1გ ამოქსიცილინის და 148.9მგ კალიუმის კლავულანატი, რომელიც შეესაბამება 125მგ კლავულანის მჟავას. დამატებითი ნივთიერებები არის კვარცის დიოქსიდი, საქაროზა, ქსანტანის გომიზი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის ფხვნილი.

ჩვენება: ეს მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ზედა და ქვედა რესპირატორული გზების ინფექციები, მათ შორის: შუა ყურის ინფექციები (ოტიტის მედია); პარანაზალური წიაღების მწვავე ინფექციები (მწვავე სინუსიტი); ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება; ფილტვის ინფექციები; თირკმელების და ქვედა საშარდე გზების ინფექციები; გენიტალური ინფექციები. შენიშვნა: პნევმონიის მკურნალობა უნდა დაიწყოს პარენტერალურად, გასანკუთრებით პნევმონიის მძიმე ფორმების დროს, რომელიც შეძენენილია. გათვალისწინებული უნდა იქნას ოფიციალური საერთაშორისო გაიდლაინები შესაბამისი ანტიმიკრობული საშუალების გამოყენების შესახებ.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერება ამოქსიცილინის და-ან კლავულანის მჟავას, ან ამოქსიკლავ-დენკ 1000-125-ის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გარკვეული ტიპის ბეტა- ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიული რეაქციები (მაგ. პენიცილინები, ცეფალოსპორინები), რადგან ასეთ შემთხვევაში იზრდება ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკი. აქედან გამომდინარე, საჭიროა ექიმის დეტალურად ინფორმირება იმ ანტიბიოტიკის შესახებ, რომლებსაც წარსულში ღებულობდა პაციენტი. თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა ღვიძლის მხრივ პრობლემები ან სიყვითლე ამოქსიკლავ-დენკ 1000-125-ის მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმის ინფორმირება.ორსულობა: ამპიცილინის მიღება ორსულებში იწვევს ესტრადიოლის (ჰორმონი) და მასთან დაკავშირებული ნაერთების დონის დროებით შემცირებას. ეს ეფექტი შესაძლოა ასევე გამოვლინდეს ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავის მიღების დროს.იღების წესი: ამოქსიკლავ-დენკ 1000-125 ყოველთვის მიიღება ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული მკურნალობასთან დაკავშირებით, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ არ არსებობს ექიმის განსხვავებული დანიშნულება, ჩვეულებრივ დოზა არის შემდეგი:

დოზირება: ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავას დოზა დამოკიდებულია ინდივიდუალურად პაციენტის ასაკზე, წონასა და თირკმელების ფუნქციაზე, ინფექციის სიმძიმესა და ადგილზე და საეჭვო ან უკვე დადგენილ პათოგენზე. როგორც წესი დოზირებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი არის პაციენტის სხეულის წონა, მიუხედავად იმისა ინდივიდუალურ შემთხვევებში შეესაბამება იგი პაციენტის ასაკს თუ არა.
მოზრდილები, რომელთა წონა არის 40კგ: მიიღება 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში. ერთჯერადი დოზები მიიღება რეგულარული ინტერვალებით დღის განმავლობაში, თუ არის შესაძლებელი; 12 საათიანი ინტერვალებით, თუ მედიკამენტი მიიღება ორჯერ დღეში. პაკეტის შემადგენლობა იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში მიღების წინ.
ხანდაზმული პაციენტები: მიიღება ასევე 1 პაკეტი 2-3-ჯერ დრეში, თუ არ არის თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქციის ნიშნები.
ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტები: თუ პაციენტს აქვს ღვიძლის დისფუნქციის ნიშნები, ექიმმა უნდა განახორციელოს მისი ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. თუ ღვიძლის ფუნქცია დაქვეითდება ამოქსიკლავ-დენკ 1000-125-ით მკურნალობის დროს, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. არ არსებობს სპეციალური რეკომენდაციები ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში დოზირებისთვის.მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მიიღება რეგულარული ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში. პაკეტის შიგთავსი მიღების წინ იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში. ამოქსიკლავ-დენკ 1000-125 საუკეთესო შედეგს იძლევა თუ იგი მიიღება კვების დაწყების, პირველი ლუკმის მიღების შემდეგ. ამოქსიკლავ-დენკ 1000-125-ის ამ გზით მიღება ყველაზე უფრო ეფექტურია. თუმცა ამოქსიკლავ-დენკ 1000-125 ასევე ეფექტურია როდესაც მიიღება ჭამის წინ ან მის შემდეგ.შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა: 36 თვე. ინახება 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ამოქსიკლავ-დენკ 1000/125
ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
პენიცილინისა და ბ-ლაქტამაზას ინჰიბიტორის კომბინაცია.
აქტიური ნივთიერება: ამოქსიცილინი, კლავულანის მჟავა

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მთლიანი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან იგი შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
 საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიქმნას მისი ხელახალი წაკითხვის საჭიროება.
 დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
 აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვას.
 გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ისეთ გვერდით ეფექტებს, რაც არ არის მითითებული გამოყენების აღნიშნულ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენების ამ ინსტრუქციაში
1. რა არის ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 და მისი გამოყენება
2. რა არის გასათვალისწინებელი ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღებამდე
3. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის შენახვის წესი
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 და მისი გამოყენება
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 არის ანტიბიოტიკი, რომელიც შედგება პენიცილინ ამოქსიცილინისგან და ბ-ლაქტამაზას ინჰიბიტორ კლავულანის მჟავასგან.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც ექვემდებარება პერორალურ მკურნალობას. გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები არიან შესაძლო პათოგენები, რომელთა მდგრადობაც ბეტა-ლაქტამის შემცველი ანტიბიოტიკების მიმართ გამოწვეულია ბეტა ლაქტამაზებით, რომლებიც თავის მხრივ მგრძნობიარეა ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ.
თუ არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ინფექცია შესაძლოა გამოწვეული იყოს ზემოთ ხსენებული პათოგენებით, ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობის დაწყება შეიძლება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრამდე (ანტიბიოგრამა).
მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
• ზედა და ქვედა რესპირატორული გზების ინფექციები:
 შუა ყურის ინფექციები (ოტიტის მედია)
 პარანაზალური წიაღების მწვავე ინფექციები (მწვავე სინუსიტი)
 ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
 ფილტვის ინფექციები (პნეუმონია)
• თირკმლის და ქვედა საშარდე გზების ინფექციები.
• სასქესო ორგანოების ინფექციები.
შენიშვნა:
პნევმონიის მკურნალობა უნდა დაიწყოს პარენტერალურად, გასანკუთრებით პნევმონიის მძიმე ფორმების დროს, რომელიც შეძენილია საავადმყოფოს გარეთ.
გასათვალისწინებელია ოფიციალური საერთაშორისო სახელმძღვანელოები (გაიდლაინები) შესაბამისი ანტიმიკრობული საშუალების გამოყენების შესახებ.

2. რა არის გასათვალისწინებელი ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღებამდე
არ შეიძლება ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღება
• თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერსენსიტიული) აქტიური ნივთიერების ამოქსიცილინის და/ან კლავულანის მჟავას, ან ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ. (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
• თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ალერგიული რეაქციები გარკვეული ტიპის ბეტა- ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ (მაგ. პენიცილინები, ცეფალოსპორინები), რადგან ასეთ შემთხვევაში იზრდება ალერგიული (ანაფილაქსიური) შოკის განვითარების რისკი. უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, პაციენტის მიერ მიღებული ანტიბიოტიკების შესახებ.
• თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის მხრივ დარღვევები ან სიყვითლე ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღების შემდეგ.
ასეთ შემთხვევებში, საჭიროა ექიმის ინფორმირება.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღებამდე, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
 დარღვეული ღვიძლის ფუნქციის/ღვიძლის დაზიანებით დაავადებულ პაციენტებთან. თუ რისკების და შესაძლო სარგებლობის გულდასმით შეფასების შემდეგ, მაინც აუცილებელი გახდა მკურნალობა, უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. თუ მკურნალობის დროს ღვიძლის ფუნქციური ტესტების მონაცემები დაირღვა, მკურნალობა უნდა შეწყდეს. მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან ორი თვის შემდეგ, რეგულარული ინტერვალებით უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის პარამეტრების კვლევა.
 პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ფორმის ალერგიები ან ასთმა, უფრო ხშირად უვითარდებათ ალერგიული რეაქციები ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიმართ. ასევე შესაძლოა გავითარდეს ჯვარედინი ალერგიული რეაქცია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, მაგ: ცეფალოსპორინების.
 პაციენტებში, ვისაც აღენიშნებათ გასტროინტესტინალური ტრაქტის მძიმე ფორმის დაზიანება, ღებინება და ფაღარათი. ამ ჯგუფის პაციენტების მკურნალობა ორალურად მისაღები ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავით არ არის სასურველი, რადგან შესაძლოა ვერ მოხდეს ადექვატური შეწოვა. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია პარენტერალური მკურნალობა.
 პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ექიმი გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა მიიღოს პაციენტმა ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 (იხ. პუნქტი 3. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღების წესი).
 იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ შეზღუდული რაოდენობის კალიუმს, კლავულანატის კალიუმის შემცველობის გამო არის ჰიპერკალემიის რისკი, კუჭთან დაკავშირებული ჩივილები და ფაღარათი.
 პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლისმიერი სეკრეციის დარღვევა (შემცირებული შარდვა). ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შარდში შეიძლება წარმოიქმნას კრისტალები (კრისტალურია), განსაკუთრებით ინტრავენური მკურნალობის დროს. ამოქსიცილინის შემცველი მედიკამენტების დიდი დოზით დანიშვნისას, სასურველია, რომ პაციენტმა მიიღოს საკმარისი რაოდენობის სითხე, რათა შემცირდეს კრისტალურიის განვითარების რისკი (იხ. პუნქტი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები).
 პაციენტებს, რომლებსაც აქვთ შარდის ბუშტის კათეტერი. რადგან, თუ შარდში არის დიდი კონცენტრაციით ამოქსიცილინი, ოთახის ტემპერატურაზე ის შეიძლება დაგროვდეს შარდის ბუშტის კათეტერში, კათეტერის განვლადობა უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
 ვირუსული ინფექციების დროს, განსაკუთრებით ინფექციური მონონუკლეოზის (პფეიფერის დაავადება) და გარკვეული ტიპის ლეიკემიის დროს (ლიმფური ლეიკემია). ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა არ ინიშნება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ასეთ პაციენტებში, რადგან ის ზრდის კანის სიწითლის რისკს (კანის გამონაყარი).
 კბილების შეფერილობის ცვლილების პროფილაქტიკა ხდება პირის ღრუს ინტენსიური ჰიგიენის დაცვით, მკურნალობის პერიოდში.
 ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ში კლავულანის მჟავის შემცველობამ შეიძლება განაპირობოს სისხლის წითელ უჯრედებზე იმუნოგლობულ და ალბუმინის არასპეციფიკური მიერთება, რაც შედეგად იძლევა კომბსის ტესტის ცრუ დადებით პასუხს.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღების შედეგად შეიძლება განვითარდეს მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები, და საჭირო გახდეს მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა, მაგ.
• ნაწლავების ინფექციების დროს (ფსევდომემბრანოზული ენტეროკოლიტი,)
• მძიმე ფორმის, სიცოცხლისთვის საშიში მწვავე ალერგიული რეაქციები,
• გულყრის (ეპილეფსიის მსგავსი) შეტევები.

მედიკამენტის ხანგრძლივი დროით გამოყენება
• სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, შეიძლება განვითარდეს თანდართული ინფექცია რეზისტენტული ბაქტერიით ან სოკოთი.
• თირკმლის, ღვიძლის ფუნქციები და სისხლის მონაცემები უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
• ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ძირითადად ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ და აქვს დაბალი ტოქსიურობა, რაც დამახასიათებელია ზოგადად პენიცილინებისთვის. თუმცა, ხანგრძლივი მკურნალობის დროს მაინც ნაჩვენებია ორგანოების ფუნქციების კონტროლი ასევე თირკმლის, ღვიძლის ფუნქციის და ჰემოპოიეზის კონტროლი.

ბავშვები და მოზარდები
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 არ ინიშნება პაციენტებში, რომელთა წონა არის 40 კგ-ზე დაბალი.

ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებთან (60 ან უფრო მეტი ასაკის) მედიკამენტის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი.

სხვა მედიკამენტები და ამოქსიკლავ-დენკ 1000/125
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა, ან გეგმავს რომ მიიღოს რომელიმე სხვა მედიკამენტი.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს, თუ დაინიშვნა მოხდება შემდეგი სახის მედიკამენტებთან ერთად:

სხვა სახის ანტიბიოტიკები და/ან ქიმიოთერაპიული საშუალებები
ამოქსიკლავ დენკ 1000/125 არ ინიშნება იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც აფერხებენ ბაქტერიის ზრდას (მაგ. ტეტრაციკლინები, მაკროლიდები, სულფონამიდები ან ქლორამფენიკოლი), რადგან მათ შეიძლება შეასუსტონ ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის ეფექტი.

პრობენეციდი (პოდაგრას სამკურნალო მედიკამენტი)
პრობენეციდის კომბინირებული თერაპიის დანიშვნა იწვევს შრატში და ნაღველში ამოქსიცილინის კონცენტრაციის ხანგრძლივად შენარჩუნებას, რადგან ხელს უშლის მის თირკმლისმიერ ექსკრეციას. თუმცა, ეს გავლენას არ ახდენს კლავულანის მჟავას ექსკრეციაზე.

ალოპურინოლი (პოდაგრას სამკურნალო მედიკამენტი)
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობის დროს ალოპურინოლის დანიშვნამ შეიძლება ხელი შეუწყოს კანის ალერგიული რეაქციის განვითარებას.

შარდმდენები
შარდმდენები აძლიერებენ ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის ექსკრეციას, და ხელს უწყობენ ანტიბიოტიკის აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის შემცირებას სისხლში.

დიგოქსინი (საგულე სხვადასხვა საშუალებები)
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-მა შეიძლება გააძლიეროს დიგოქსინის შეწოვა ორგანიზმის მიერ.

დისულფირამი (ალკოჰოლის სინდრომის მოხსნის სამკურნალო მედიკამენტი)
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 არ მიიღება დისულფირამთან ერთად.

ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების ინჰიბიტორები)
როდესაც კომბინაციაში ინიშნება ისეთი მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ სისხლის შედედებას (კოუმარინის კლასის, მაგ. ვარფარინი) შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენები.

ჰორმონული კონტრაცეპტივები (“აბები”)
ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავამ შეიძლება დროებით გავლენა მოახდინოს ჰორმონალური კონტრაცეპტივების (“აბების”) ეფექტზე. სასურველია არა-ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება.

ორსულობა
ამპიცილინის მიღება ორსულებში იწვევს ესტრადიოლის (ჰორმონი) და მასთან დაკავშირებული ნაერთების დონის დროებით შემცირებას. ეს ეფექტი შესაძლოა ასევე გამოვლინდეს ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავის მიღებისას.

გავლენა ლაბორატორიულ ანალიზებზე.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-მა კლავულანის მჟავას შემცველობის გამო, შესაძლოა გამოიწვიოს იმუნოგლობულინ და ალბუმინის არა-სპეციფიკური მიერთება სისხლის წითელ უჯრედებთან და მოგვცეს კომბსის ტესტის ცრუ დადებითი შედეგი.
შარდში გლუკოზის განმსაზღვრელ ზოგიერთ (არაფერმენტულ) მეთოდს შეიძლება ქონდეს ცრუ დადებითი შედეგი.
შეიძლება გავლენა მოახდინოს ურობილინოგენის ტესტზე. (ნაღვლის პიგმენტი, იზომება შარდში).

სხვა ურთიერთქმედებები
ფაღარათმა და ღებინებამ შეიძლება გამოიწვიოს ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას შეწოვის შემცირება, ისევე როგორც სხვა მედიკამენტების და აქედან გამომდინარე, გავლენა მოახდინოს მათ ეფექტურობაზე.
ეს ინფორმაცია შეიძლება ასევე ეხებოდეს სხვა უახლოეს წარსულში მიღებულ მედიკამენტებს.

ამოქსიკლავ-დენკ 1000/1125-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 მიიღება კვების დაწყების ან მის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ან გეგმავს დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. ორივე აქტური ნივთიერება გადადის ემბრიონში/ნაყოფში პლაცენტის მეშვეობით. ორსულებში, მიღების შედეგად არ გამოვლენილა ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის უარყოფითი გავლენა ნაყოფზე/ახალშობილზე. თუმცა, ცალკეულმა კველვებმა ქალებში, რომლებსაც ქონდათ ამნიონური მემბრანის ნაადრევი დარღვევა აჩვენა, რომ ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 პროფილაქტიკური მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალშობილებში ნეკროზული ენტეროკოლიტის განვითარების მომატებულ რისკთან.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ორსულებში გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის აზრით მიღებული მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს.
ორივე აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღება შესაძლებელია ლაქტაციის დროს. ძუძუთი კვების დროს, ახალშობილს შესაძლებელია განუვითარდეს ფაღარათი და ნაწლავის ლორწოვანის კოლონიზაცია სოკოთი, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ბავშვისთვის კვების შეწყვეტა. გასათვალისწინებელია მგრძნობელობის განვითარების შესაძლებლობაც.
თუმცა, ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავა დაშვებულია ლაქტაციის დროს, შესაბამისი სარგებელის და რისკების გათვალისწინების შემდეგ.

ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 აქვს მცირე ან ზომიერად მსუბუქი გავლენა ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 შეიძლება ზოგჯერ დაკავშირებული იყოს გვერდით ეფექტებთან, როგორიცაა, თავბრუსხვევა ან ეპილეფსიის მსგავსი გულყრები, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის ავტომობილების მართვას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობას და/ან უსაფრთხო მუშაობას. განსაკუთრებით ეს ეხება მედიკამენტის ალკოჰოლთან ერთად მიღებას.

ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 შეიცავს კალიუმს და საქაროზას
ერთი პაკეტი შეიცავს 24.5 მგ კალიუმს. განსაკუთრებით საყურადღებოა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის გაუარესება და რომლებიც იმყოფებიან კალიუმის კონტროლირებად დიეტაზე.
ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. ზოგიერთი შაქრის აუტანლობის შემთხვევაში, ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

3. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას დოზა დამოკიდებულია ინდივიდუალურად პაციენტის ასაკზე, წონასა და თირკმლის ფუნქციაზე, ინფექციის სიმძიმესა და ადგილზე, საეჭვო ან უკვე დადგენილ პათოგენზე.
როგორც წესი, დოზირებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი არის პაციენტის წონა, მიუხედავად იმისა შეესაბამება ის პაციენტის ასაკს თუ არა.

მოზრდილები, რომელთა წონა არის 40 კგ-ზე მეტი
მიიღება 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში. ერთჯერადი დოზები მიიღება რეგულარული ინტერვალებით დღის განმავლობაში, თუ არის შესაძლებელი; 12 საათიანი ინტერვალებით, თუ მედიკამენტი მიიღება ორჯერ დღეში.
დალევამდე პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ნახევარ ჭიქა წყალში.

ხანდაზმულ პაციენტებში
მათ ასევე ეძლევათ 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში, თუ არ აღინიშნება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები.

ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში
თუ პაციენტს დარღვეული აქვს ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები, ექიმმა უნდა განახორციელოს მისი ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
თუ მოხდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობის დროს, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. (იხ. 2. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 არ მიიღება). არ არსებობს დოზირების სპეციალური რეკომენდაციები ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებისათვის.

თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე ან დიალიზზე მყოფი პაციენტები
თირკმელის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებმა, უნდა მიმართორ მკურნალ ექიმს. ექიმი გადაწვეტს შეუძლია თუ არა პაციენტმა მიიღოს ამოქსიკლავ-დენკ 1000/125.
დოზირება მოზრდილი პაციენტებისთვის, რომელთა გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარე/კრეატინინის კლირენსი არის უფრო მეტი ვიდრე 30 მლ/წთ, დოზა არის 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 უკუნაჩვენებია დიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის და იმ პაციენტებში, რომელთა გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარე/კრეატინინის კლირენსი არის 30 მლ/წთ-ზე ნაკლები. ასეთი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია უფრო შესაფერისი ფარმაცევტული ფორმები/აქტიური ინგრედიენტების სიძლიერე.
თუ პაციენტს აქვს შარდის ბუშტის კათეტერი უნდა აცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს, რადგან ასეთი შემადგენლობის მედიკამენტმა (ამოქსიცილინი) შარდში მაღალი კონცენტრაციით არსებობის დროს, ოთახის ტემპერატურაზე შეიძლება წარმოქმნას კრისტალები. ამის გამო სასურველია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობისას.
მწვავე გასტროინტესტინალური დარღვევების დროს, რომელსაც თან ახლავს ღებინება და/ან ფაღარათი, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. მედიკამენტის მიღება არ არის სასურველი ასეთ შემთხვევაში, რადგან შესაძლოა ვერ მოხდეს ადექვატური შეწოვა.

მიღების წესი
ერთჯერადი დოზა მიიღება რეგულარული ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში. მიღებამდე პაკეტის შიგთავსი იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მისაღებად საუკეთესო დრო არის კვების დაწყებისას, პირველი ლუკმის მიღების შემდეგ. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ყველაზე უფრო ეფექტურია ასეთი გზით მიღებისას. თუმცა, ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ასევე ეფექტურია როდესაც მიიღება ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა
ექიმი გადაწყვიტავს მკურნალობის ხანგრძლივობას.
როგორც წესი, ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 მიიღება 7-დან 10 დღემდე, სულ მცირე 2 დღე სიმპტომების რეგრესიიდან.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ თითოეული პაცენტისთვის ინდივიდუალურად და არ უნდა აჭარბებდეს 14 დღეს შესვენების გარეშე. თირკმლის ღვიძლის და სისხლის მონაცემები უნდა შემოწმდეს რეგულარულად ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში.
მწვავე ბაქტერიული სინუსიტის მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 14 დღე.
სიფრთხილისთვის საჭიროა ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღება სულ მცირე 10 დღის განმავლობაში, ბ-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის შემთხვევაში, რათა მოხდეს გვიანი გართულებების პროფილაქტიკა (მაგ. რევმატიული ცხელება, გლომერულონეფრიტი).

ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გარდა მედიკამენტის შეწყვეტის, სხვა ზომების მიღება არ არის საჭირო. შეიძლება განვითარდეს წამლის გვერდით ეფექტებთან დაკავშირებული სიმპტომები და ჩივილები. საჭიროა ექიმის ინფორმირება, რათა ნებისმიერი სიმპტომის მკურნალობა მოხდეს სწორად, ან საჭიროების შემთხვევაში მოხდეს აქტიური ნივთიერების გამოდევნა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის დოზის გამოტოვება
თუ პაციენტს დაავიწყდა ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღება დანიშნულ დროზე, მისი მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე და მიემართოს მკურნალ ექიმს. ორ მისაღებ დოზას შორის საჭიროა იყოს ინტერვალი, სულ მცირე 4 საათი. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.

ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობის შეწყვეტა
არ შეიძლება ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. შეიძლება ამის გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდეს.
თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 იწვევს გვერდით ეფექტებს. თუმცა ყველას არ უვითარდება ისინი.
გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება შემდეგი სიხშირით:

ძალიან ხშირი | 10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად
---|---
ხშირი | 1 /10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად
არა ხშირი | 1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად
იშვიათი | 1/1000-ზე იშვიათდ, მაგრამ 1/10,000-ზე ხშირად
ძალიან იშვიათად | 1/10,000–ზე ან უფრო ნაკლები, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით
უცნობი სიხშირით | არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირე არ არის დადგენილი

ამ დროისთვის მოცემულია შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები:
ინფექციები
ხშირი: კანის და ლორწოვანი გარსის გაძლიერებული კოლონიზაცია სოკოვანი ინფექციებით (კანდიდიაზი).
ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავის გახანგრძლივებულმა და განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს, რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოთი გამოწვეული ინფექციის განვითარება.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი: სისხლის მონაცემების ცვლილება, მაგალითად სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, მათ შორის ნეიტროპენია), თრომბოციტების რიცხვის შემცირება (თრომბოციტოპენია).
ძალიან იშვიათი: სისხლის მონაცემების ცვლილება, რომელიც გამოხატულია გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით (გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი), სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), ჰემოლიზური ანემია, ძვლის ტვინის მიერ სისხლის წარმოქმნის სუპრესია (მიელოსუპრესია) სისხლდენის და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება. ეს გამოვლინებები შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: მწვავე ალერგიული რეაქციები, რომელიც ვითარდება 6-ამინო პენიცილის მჟავათი სენსიბილიზაციის შედეგად, მაგ. წამლისმიერი ტემპერატურის მომატება, სპეციფიკური სისხლის უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია), კანის და ლორწოვანის მტკივნეული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ალერგიული რეაქციები ყველანაირი სიმძიმის, ზოგჯერ იწვევს ალერგიულ შოკს (ანაფილაქსიას), შრატის დაავადება, სისხლძარღვების ალერგიული დაავადება და თირკმლისმიერი ჩივილები (ვასკულიტი და/ან ნეფრიტი) და ხორხის შეშუპება, საჰაერო გზების დახშობით და გაძნელებული სუნთქვით (ლარინგიალური შეშუპება).
სიმწვავის ყველა ხარისხის ალერგიული რეაქცია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ანაფილაქტიურ შოკს, გამოვლინდა პენიცილინებთან ერთად მიღების დროს. ძლიერი ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება საჭიროებდეს შესაბამის გადაუდებელი დახმარების ზომების მიღებას (იხ. სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტების განვითარების დროს მისაღები ზომები).

ნერვული სისტემის მხრივ
არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ძალიან იშვიათი: შექცევადი ჰიპერაქტიურობა, აგზნებადობა, უძილობა, გონების დაბინდვა, აგრესია და გულყრები. სხვა პენიცილინების მსგავსად, ცერებრალური გულყრები შეიძლება განუვითარდეთ იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან იღებენ დიდი დოზით ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას. შესაფერისი დოზის შერჩევა ხდება სიფრთხილით, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ თირკმლის ფუნქცია.

გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირი: დიარეა
ხშირი: გულისრევა (ძლიერდება მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში), ღებინება, მუცლის ტკივილი, შებერილობა და თხელი ფეკალური მასები. აღნიშნული ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობის არის და მკურლაობის შეწყვეტის შემდეგ თავისით ქრება. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ, როდესაც მიიღება საკვებთან ერთად.
არახშირი: მუცლის ზედა ნაწილთან დაკავშირებული ჩივილები (დისპეპსია).
იშვიათი: ნაწლავების გაძლიერებული კოლონიზაცია სოკოვანი ინფექციებთან ერთად (ნაწლავური კანდიდიაზი).
ძალიან იშვიათი: ანტიბიოტიკებით გამოწვეული ნაწლავური ინფექცია (ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული ენტეროკოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანოზული ენტერკოლიტი და ჰემორაგიული ენტეროკოლიტი), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. ძლიერი გახანგრძლივებული ფაღარათის დროს, რომელიც ვითარდება მკურნალობიდან პირველ რამდენიმე კვირაში, გასათვალისწინებელია ფსევდომემბრანოზული ენტეროკოლიტის დიაგნოზი (უმეტეს შემთხვევებში გამოწვეულია პათოგენით ცლოსტრიდიუმ დიფფიცილე) (იხ. სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტების განვითარებისას მისაღები ზომები). შავი ენა.
იმ ქალებთან ჩატარებული ერთჯერადი კვლევის შედეგად, რომლებსაც ორსულობის დროს ჰქონდათ ამნიონური მემბრანის ნაადრევი დარღვევა, გამოვლინდა, რომ ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით პროფილაქტიკური მკურნალობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახალშობილებში მძიმე ფორმის ნაწლავურ ინფექციასთან (ნეკროზული ენტეროკოლიტი).

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
არახშირი: ღვიძლის ფერმენტების (Aშთ, ALთ, ტუტე ფოსფატაზა) ზომიერი ასიმპტომური მომატება. თუმცა ეს არ არის აუცილებლად ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავის მიღების შედეგად განვითარებული ღვიძლის დაზიანების ნიშანი.
ძალიან იშვიათი: ღვიძლის გარდამავალი ინფექცია და სანაღვლე გზების დახშობით გამოწვეული სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე). ასეთი რეაქციები ასევე აღინიშნებოდა სხვა პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთანაც.
ღვიძლის დაზიანების სიმპტომები (ხშირად მწვავე ქავილი, კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, მუქი შარდი და ჩვეულებრივზე უფრო ღია ფერის ფეკალური მასები) შეიძლება განვითარდეს ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 მკურნალობის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან ძალიან მალე. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი არ ვლინდება მკურნალობის დამთავრებიდან რამოდენიმე კვირის გასვლამდე. ღვიძლის დაზიანება შეიძლება იყოს მწვავე ფორმის და უმეტესად ვლინდება მამაკაც და ხანდაზმულ პაციენტებში (60 წლის და მეტი) ან თუ მკურნალობა გრძელდება 14 დღეზე მეტ ხანს. ის ხშირად დროებითია. თუმცა ძალიან იშვიათ შემთხვევებში, გამოვლინდა ფატალური შედეგიც. ეს უმეტეს შემთხვევებში ვლინდება ისეთ პაციენტებში, რომელთაც უკვე აქვთ რომელიმე სახის სერიოზული დაავადება ან იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა მედიკამენტებსაც.
ღვიძლის დაზიანება ასევე აღინიშნებოდა ბავშვებში ძალიან იშვიათ შემთხვევებში.
თუ გამოვლინდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომთაგანი, დაუყოვნებლვ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები
არახშირი: გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ქავილი (პრურიტი), გამონაყარი კანზე (ეგზანთემა).
ეს ტიპიური წითელას მსგავსი გამონაყარი ვითარდება მკურნალობის დამთავრებიდან 5-11 დღეში.
ინფექციური მონონუკლეოზით დაავადებული პაციენტებს (პფეიფერის დაავადება) და პაციენტები, რომლებსაც აქვთ გარკვეული სახის ლეიკემია (ლიმფური ლეიკემია), იმყოფებიან ეგზანთემის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. გამონაყარით გამოხატული კანის დაუყოვნებლივი რეაქცია ხშირად მიუთითებს ნამდვილ პენიცინილ ალერგიულობაზე და მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ასევე შეიძლება განვითარდეს მუკოზიტი (ლორწოვანის ანთება), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება. პირის სიმშრალე და გემოვნების ცვლილებები.
იშვიათი: სიცოცხლისთვის საშიში კანის გაძლიერებული აქერცვლა (ერითემა ეხსუდატივუმ მულტიფორმი).
ძალიან იშვიათი: ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების გარშემო (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), და უფრო მწვავე ფორმა, რომელიც იწვევს კანის აქერცვლას (სხეულის ზედაპირის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის 30%-ზე მეტი); ფართოდ გავრცელებული წითელი გამონაყარი კანზე, ბუშტუკოვანი გამონაყარით (ბულოზური ექსფოლიატური დერმატიტი); წითელი, აქერცლილი, კანქვეშა ბუშტუკოვანი გამონაყარი (ეგზანთემა პუსტულოზი); გრიპის მსგავსი სიმპტომები როგორიცაა: გამონაყარი, ცხელება, შესიებული ჯირკვლები და პათოლოგიური სისხლის ტესტის შედეგები (მათ შორის, სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტები) (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DღEშშ)). კანის მხრივ რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობა და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ალერგიული რეაქცია არ გამოირიცხება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან წარსულში ქონდათ სოკოვანი ინფექციები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ პენიცილინი ეძლევად პირველად (სოკოსა და პენიცილინს შორის ანტიგენის გაერთიანება).

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ
ძალიან იშვიათი: თირკმლის ინფექციები (მწვავე ინტერსტიციალური ნეფრიტი), აქტიური ნივთიერების ამოქსიცილინის კრისტალიზაცია შარდში (კრისტალურია).

ზოგადი სახის დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები:
ძალიან იშვიათი: სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, აღინიშნებოდა კბილების ფერის ცვლილება. მიუხედავად პირის ღრუს ინტენსიური ჰიგიენისა, თითქმის ნახევარ შემთხვევაში ფერის ცვლილება დარჩა (უფრი ხშირად 10 წლამდე ასაკის ბავშვებში).

სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტების განვითარების დროს მისაღები ზომები
ზოგიერთი, ზემოთ ჩამოთვლილი წამლის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს მწვავე და სიცოცხლისთვის საშიში. თუ ასეთი მოვლენები განვითარდა, ან მოულოდნელად გართულდა, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ფსევდომემბრანოზული ენტეროკოლიტი
ძლიერი, გახანგრძლივებული ფაღარათი ამოქსიცილინ/კლავლანის მჟავით მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ, შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ფსევდომემბრანოზული ენტეროკოლიტის მაჩვენებელი. საჭიროა ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის დაწყება ექიმის მიერ (მაგალითად სპეციფიკური ანტიბიოტიკების/ქიმიოთერაპიული საშუალებების დანიშვნა, რომელთა კლინიკური ეფექტურობა დამტკიცებულია). არ მიიღება მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ ნაწლავის მოძრაობას (პერისტალტიკას).

მწვავე ფორმის, სიცოცხლისთვის საშიში მწვავე ალერგიული რეაქციები
ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავით მკურნალობა უნდა შეწყდეს ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე და საჭიროა სიმპტომების შესაბამისი გადაუდებელი მკურნალობის ზომების მიღება (მაგ. ანტიჰისტამინების, კორტიკოს- ტეროიდების, სიმპათომიმეტიური საშუალებების დანიშვნა საჭიროების შემთხვევაში ხელოვნური ვენტილაცია) კვალიფიციური ექიმების მიერ.

გულყრების (ეპილეფსიის მსგავსი) განვითარება
საჭიროა შესაბამისი გადაუდებელი მკურნალობის ზომების მიღება (მაგ. სასუნთქი გზების გათავისუფლება, ანტიკონვულსანტების დანიშვნა, როგორიცაა დიაზეპამი ან ბარბიტურატები).
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის დიდი დოზებით მიღების დროს სასურველია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება და გამოყოფა რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ამოქსიცილინის კრისტალურიის განვითარება.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ასევე ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებს, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ დაეხმარებით მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფრომაციის შეგროვებაში.

5. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის შენახვის წესი
• მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
• მედიკამენტი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ
• შენახვის ვადა: 36 თვე
• ინახება 300ჩ -ზე დაბალ ტემპერატურაზე. ნესტისგან დაცულ ადგილას.
• არ შეიძლება მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყალში. მიმართეთ ფარმაცევტს იმ მედიკამენტების გასანადგურებლად, რომლებსაც აღარ იყენებთ. Eეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამოქსიცილინი არის სემი-სინთეზური ამინოპენიცილინი, რომლიც არ არის რეზისტენტული ბეტა ლაქტამაზების მიმართ. კლავულანის მჟავა არის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორი, რომელიც სტრუქტურულად ამოქსიცილინის და სხვა პენიცილინების ანალოგია.
ათქ კოდი: ჟ01ჩღ02
ამოქსიცილინი აფერხებს ბაქტერიის კედლის სინთეზს (ზრდის ფაზაში), ბლოკირებას უწევს პენიცილინთან შემაკავშირებელ ცილას, (PBPს) როგორიცაა ტრანსპეპტიდაზები. ეს იწვევს ბაქტერიციდულ ეფექტს.
კლავულანის მჟავასთან კომბინაციით, ამოქსიცილინი დაცულია ბეტა-ლაქტამაზების მიერ ინაქტივაციისგან. კლავულანის მჟავა იცავს ამოქსიცილინს სტაფილოკოკის უმეტესი ბეტა-ლაქტამაზები, ასევე სხვა პლაზმიდებით წარმოებული (მაგ. თEM, OXA) და გარკვეული ტიპის ქრომოსომებით წარმოებული გრამუარყოფითი ბაქტერიების ბეტა- ლაქტამაზების მიერ დეგრადაციისგან. ბეტა-ლაქტამაზებს შეიძლება შეიცავდეს მაგალითად: ეშერიხია კოლი, კლებსიელა, პროტეუს მირაბილის და ჰემოფილუს ინფლუენზა. ამოქსიცილინის სამკურნალო ანტიბაქტერიული სპექტრი ვრცელდება ამ ბაქტერიებზე, რომელთა ბეტალაქტამაზების ინჰიბირებაც შესაძლებელია კლავულანის მჟავა მიერ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ორივე აქტიური ნივთიერება, ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა, სრულად იხსნება წყლიან ხსნარებში ფიზიოლოგიურ PH-ზე. პეროლალურად მიღების დროს, ორივე კომპონენტი სწრაფად და ადვილად შეიწოვება. ოპტიმალური შეწოვა ხდება, როდესაც ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავა მიიღება კვების დასაწყისში.

ამოქსიცილინი
ამოქსიცილინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია დოზაზე და მერყეობს 72%სა და 94%-ს შორის. 250-დან 750 მგ-მდე დოზაზე ბიოშეღწევადობა დოზის პირდაპირპროპორციულია. მაღალი დოზის მიღების დროს შეწოვა მცირდება. შეწოვაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება. პიკური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა ამოქსიცილინის პერორალური მიღებიდან დაახლოებით 1-2 საათში. გავრცელების მოცულობა მერყეობს 0.3 და 0.4 ლ/კგ შორის და შრატის ცილებთან შეკავშირება არის დაახლოებით 18%. ამოქსიცილინი გადის პლაცენტარულ ბარიერს და მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში.
ამოქსიცილინი დიდი რაოდენობით გამოიყოფა თირკმელების მიერ (52 + 15% დოზის გამოიყოფა უცვლელი სახით 7 საათში) მცირე ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად. სრული კლირენსი მერყეობს 250 დან 370 მლ/წთ-ში. შრატში ნახევარდაშლის პერიოდი თირკმლის ნორმალური ფუნქციონირებისას არის დაახლოებით 1 საათი (0.9-1.2 სთ.), იმ პაციენტებში რომელთა თირკმლის კლირენსი არის 10 და 30 მლ/წთ ნახევარდაშლის პერიოდი არის 6 საათი და ანურიის დროს მერყეობს 10 დან 15 საათამდე. ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავის ერთჯერადი პეროლალური დოზის მიღების შემდეგ ამოქსიცილინის საშუალო მინიმალური პლაზმური კონცენტრაცია (8 საათის შემდეგ) იყო 0.3 მგ/ლ. ამოქსიცილინის ორგანიზმიდან გამოდევნა შესაძლებელია დიალიზით.

კლავულანის მჟავა
კლავულანის მჟავას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 60% და მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასვხა პაციენტში. შეწოვა უფრო მეტია, როდესაც მიიღება უშუალოდ ჭამის წინ. კლავულანის მჟავის პლაზმის პიკური კონცენტრაცია მიიღწევა ორალურად მიღების შემდეგ დაახლოებით 1-2 საათში. გავრცელების მოცულობა არის დაახლოებით 0.2 ლ/კგ, და შრატში ცილებთან შეკავშირება 25%. კლავულანის მჟავა გადადის პლაცენტარულ ბარიერს, მისი ნაწილაკები შეიძლება აღმოჩნდეს დედის რძეშიც.
კლავულანის მჟავა ნაწილობრივ იშლება (დაახლოებით 50-70%). ნივთიერების დაახლოებით 40% გამოიყოფა თირკმელების მიერ (18-38% დოზის უცვლელი ფორმით).
სრული კლირენსი არის დაახლოებით 260 მლ/წთ. თირკმლის ნორმალური ფუნქციონირებისას შრატში ნახევარდაშლის პერიოდი არის დაახლოებით 1 საათი. იმ პაციენტებში, რომელთა კრეარინინის კლირენსი არის 20 დან 70 მლ-მდე წუთში. ნახევარდაშლის პერიოდი არის დაახლოებით 2.6 საათი და ანურიის დროს მერყეობს 3-დან 4 საათამდე. ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას ერთჯერადი პეროლალური დოზის 500/126 მგ-ის მიღების შემდეგ კლავულანის მჟავას საშუალო მინიმალური პლაზმური კონცენტრაცია (8 საათის შემდეგ) იყო 0.08 მგ/ლ. კლავულანის მჟავას ორგანიზმიდან გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით.
ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ფარმაკოკინეტიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ამ დროისთვის არ გამოვლენილა.

ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 -ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინ ტრიჰიდრატი და კლავულანის კალიუმი.
ერთი პაკეტი შეიცავს 1148 მგ ამოქსიცილინ ტრიჰიდრატს, ექვივალენტურია 1000 მგ ამოქსიცილინის და 148.9 მგ კლავულანის კალიუმის, რომელიც შეესაბამება 125 მგ კლავულანის მჟავას.
დამხმარე ნივთიერებები არის სილიციუმის დიოქსიდი, საქაროზა, ქსანტანის ქვა, ნატრიუმის საქჩარინი, ფორთოხლის არომატი.

ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის აღწერილობა და შეფუთვა
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 არის ჰომოგენური თეთრი ფერის გრანულები ფორთოხლის არომატით.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ხელმისაწვდომია პაკეტებში 3 გ ფხვნილი სუსპენზიისთვის.
პაკეტები შედგება ქაღალდისგან (გარე სახის), პოლიეთილენისგან, ალუმინი, სურლინი (შიგნითა სახის).
შეფუთვა: 8 ან 12 პაკეტი.

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით