მირომაქსი-BID - Miromax-BID
მირომაქსი-BID - Miromax-BID

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, პენიცილინის კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მირომაქსი-BID 100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი
პერორალური გამოყენებისთვის
- აქტიური ნივთიერება: 1005მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი, 875მგ ამოქსიცილინის ექვივალენტური და 149მგ კალიუმის კლავულანატი, 125მგ კლავულანის მჟავას ექვივალენტური (კო-ამოქსიკლავი 875-125);
- დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი.
პრეპარატის მიღებამდე მთლიანად და ყურადღებით გაეცანით ამ ინსტრუქციას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლებელია თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ ექიმს ჰოსპიტალში ვიზიტის დროს.
- მკაცრად მიყევით ამ ინსტრუქციებს. ნუ გამოიყენებთ დანიშნულზე მეტ ან ნაკლებ დოზას.
მოცემული ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რა არის მირომაქსი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა ვიცოდეთ მირომაქსის გამოყენებამდე
3. როგორ მივიღოთ მირომაქსი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ შევინახოთ მირომაქსი
1. რა არის მირომაქსი და რისთვის გამოიყენება
მირომაქსი არის ფართო სპექტრის (ეფექტური უმეტესობა ბაქტერიების და მიკრობების წინააღმდეგ) ანტიბიოტიკი.
მირომაქსი არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, გარსით დაფარული ტაბლეტი, 10 ან 14 ტაბლეტი წარმომოდგენილია ალუ-ალუ ბლიესტერულ შეფუთვაში.
მირომაქსი ნაჩვენებია მირომაქსის მიმართ მგრძნობიარე შემდეგი ბაქტერიული ინფექციების ხანმოკლე მკურნალობისთვის:
• ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიც არის განმეორებითი ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ინფექცია;
• ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიც არის ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და ფილტვების ანთება;
• სასქესო და საშარდე ტრაქტის ინფექციები, როგორიც არის საშარდე ტრაქტის ანთება, ურეთრიტი (შარდის ბუშტის ანთება) და თირკმელების ბაქტერიული ანთება;
• კანისა და რბილი ქსოვილების ანთება, როგორიც არის პუსტულა, აბსცესი (ჩირქის პარკი) და ცელულიტი;
• კბილისა და ღრძილების ინფექციები, როგორიც არის კბილის აბსცესი;
• მშობიარობის შემდგომი ცხელება ან სისხლში ბაქტერიებით და ტოქსინებით გამოწვეული აბორტის შემდგომი ინფექცია, ინტრა-აბდომინურ სისხლსა და ქსოვილებში ბაქტერიების ან ტოქსინების არსებობა.
2. რა უნდა ვიცოდეთ მირომაქსის გამოყენებამდე
არ მიიღოთ მირომაქსი თუ:
• ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (როგორიც არის პენიცილინი ან ცეფალოსპორინები) მიმართ;
• ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება) მირომაქსის ან პენიცილინების მიმართ;
• ანტიბიოტიკებით გამოწვეული კოლიტის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მირომაქსის გამოყენება, დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი გამოკვლეულია ექიმის მიერ და დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში, ნუ გამოიყენებთ პერისტალტიკის საწინააღმდეგო პრეპარატებს.
მირომაქსი გამოიყენეთ სიფრთხილით:
• თუ წარსულში გქონიათ მომატებული მგრძნობელობა პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ალერგენების მიმართ, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს;
• თუ არის ეჭვი ინფექციური მონონუკლეოზის (ინფექციური დაავადება) შესახებ (მირომაქსის გამოყენების შემდეგ წითელას მსგავსი გამონაყარის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფექციურ მონონუკლეოზთან);
• მირომაქსი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული ვადით. მირომაქსის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს მირომაქსის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდას (მაგ. სოკო);
• გახანგრძლივებული სისხლდენის და შედედების დრო დაფიქსირდა ზოგ პაციენტში მირომაქსის მიღების შემდეგ. შესაბამისი მონიტორინგი საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ პარალელურად იღებთ ნებისმიერ ანტითრომბოზულ პრეპარატს;
• თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა);
• სიყვითლე (იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს) ჩვეულებრივ დაკავშირებულია ნაღვლის სადინრებში ექსკრეციის შექცევად პრობლემებთან. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არ გამვლინდეს მკურნალობის დასრულებიდან 6 კვირამდე;
• თუ თქვენ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, თქვენი დოზა უნდა შეიცვალოს თირკმლის პრობლემის შესაბამისად;
• კრისტალურია (კენჭის გავლა) გამოვლინდა პაციენტებში შარდვის შემცირებით. შესაბამისი სითხეების გამოყენება უნდა მოხდეს ამ პრობლემის პრევენციისთვის.
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში ნებისმიერი პერიოდით.
მირომაქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მირომაქსის მიღება საჭიროა ჭამის წინ, კუჭ-ნაწლავის პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თქვენ არ უნდა მიიღოთ მირომაქსი ორსულობის დროს, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მირომაქსის ორივე აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში. შესაბამისად, შესაძლებელია ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში ფაღარათის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის განვითარება, ამგვარად საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, კარგი არჩევანია თუ არა ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას გამოყენება ლაქტაციის დროს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მირომაქსმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, როგორიც არის თავბრუსხვევა და გულყრა. თუ გაქვთ მსგავსი მოვლენები, ამ მოვლენების გასვლამდე ნუ მართავთ სატრანსპორტო საშუალებებს და მანქანა-დანადგარებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მირომაქსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
დამხმარე ნივთიერებები არ საჭიროებს სიფრთხილეს.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
• თუ თქვენ ღებულობთ ალოპურინოლს (პოდაგრის სამკურნალოდ) მირომაქსთან ერთად, შესაძლებელია გაგივითარდეთ ალერგიული რეაქცია;
• თუ თქვენ ღებულობთ პრობენეციდს (პოდაგრის სამკურნალოდ) თქვენი ექიმი გადაწყვეტს მირომაქსის დოზის ცვლილებას;
• სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატების (როგორიც არის ვარფარინი) მირომაქსთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სისხლის დამატებითი ანალიზების ჩატარება;
• მირომაქსი მოქმედებს მეთოტრექსატის (პრეპარატი რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ) ეფექტურობაზე;
• მირომაქსმა შეიძლება გავლენა იქონიოს მიკოფენოლატ მოფეტილის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის დროს) მოქმედების მექანიზმზე;
• მიმრომაქსის კონტრაცეპტივებთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება კონტრაცეპტივების ეფექტურობა.
თუ თქვენ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რეცეპტულ ან ურეცეპტო პრეპარატს, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ მივიღოთ მირომაქსი
რეკომენდაციები ოპტიმალური გამოყენებისთვის და დოზირება/მიღების სიხშირე
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:
მსუბუქი ან საშუალო ინფექციები: თითო 625მგ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
ძლიერი ინფექციები: თითო 1გ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
დოზირება კბილის ინფექციების დროს:
მოზრდილები და 12 წლის ზევით მოზარდები:
მსუბუქი ან საშუალო ინფექციები: თითო 625მგ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება აღემატებოდეს 14 დღეს მკურნალობის შეფასების გარეშე.
მიღების გზა და მეთოდი
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის შუაზე გაყოფა და დაღეჭვის გარეშე მიღება.
ამ პრეპარატის მიღება საჭიროა ჭამის წინ, კუჭისა და ნაწლავების პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები :
მირომაქსის ტაბლეტები არ არის ნაჩვენები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. მირომაქსი ხელმისაწვდომია სუსპენზიის სახით ბავაშვთა ასაკობრივი ჯგუფისთვის.
მოხუცები :
არ არსებობს მონაცემები.
განსაკუთრებული სიტუაციები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა (თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები) თქვენი დოზა უნდა შეიცვალოს და აუცილებლობის შემთხვევაში შემცირდეს.
დიალიზი (სისხლის გაწმენდა): თუ თქვენ გიტარდებათ დიალიზი, საჭიროა ყურადღება დოზის კორექციისთვის.
თუ თქვენ თვლით, რომ მირომაქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი მირომაქსი
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გართულებები და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დაარღვევა შეიძლება განვითარდეს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ გართულებების მართვა შესაძლებელია სიმპტომურად, სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის გათვალისწინებით.
კრისტალურია (კენჭის გავლა) გამოვლინდა ზოგ პაციენტებში მირომაქსის მიღების შემდეგ, რამაც გამოიწვია თირკმლის ფუნქციის მოშლა. საჭიროა სითხეების დიდი რაოდენობით გამოყენება.
მირომაქსის გამოდევნა ცირკულაციიდან შესაძლებელია დიალიზის მეშვეობით.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი მირომაქსი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ მირომაქსის მიღება
თუ თქვენ დგავიწყდათ მირომაქსის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუ გაგახსენდათ მომდევნო დოზის მიღების დროს, ნუ მიიღებთ გამორმაგებულ დოზას.
ნუ მიიღებთ გამორმაგებულ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მირომაქსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:
თქვენ უნდა მიიღოთ მირომაქსი ექიმის მიერ რეკომენდირებული ხანგრძლივობით. ნუ შეწყვეტთ მირომაქსის მიღებას მაშინაც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, მირომაქსსაც შეუძლია გერდითი მოვლენების გამოწვევა მისი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ უახლოესი კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარებას.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:
• სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონვროზული შეშუპება);
• სერიოზული ალერგიული მდგომარეობები, რომლებიც ვლინდება გამონაყარით, ქავილით, ჭინჭრის ციებით, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებით, ხიხინით ან სუნთქვის გაძნელებით (ანაფილაქსია);
• ალერგიული მდგომარეობა, რომელიც გრძელდება პრეპარატის მიღებიდან 7-12 დღე და ვლინდება როგორც გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი და ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, განსაკუთრებით იღლიებში (შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი);
• სისხლძარღვების ანთება, რომელიც ვლინდება ისეთი ალერგიული რეაქციებით, როგორიც არის ხილული წითელი ფერის ამობურცული ლაქები კანზე, გამონაყარი ან კანის სისხლჩაქცევა (ჰიპერსენსიტიური ვასკულიტი);
• ფართო გამონაყარი ბუშტუკებთან და კანის აქერცვლასთან ერთად, განსაკუთრებით ტუჩების, თვალების პირის, ცხვირის და გენიტალიების გარშემო (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
• კანის ძლიერი რეაქცია, რომელიც იწყება მტკივნეული წითელი ფერის ლაქებით, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება დიდი ზომის ბუშტუკებად, რაც იწვევს აქერცვლას (კანის აშრევება). ამ მდგომარეობას თან ახლავს
ცხელება, შემცივნება, კუნთების ტკივილი და შეუძლოდ ყოფნა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
• ფართოდ გავრცელებული გამონაყარი კანზე, პატარა ზომის ჩირქის შემცველი ბუშტუკებით (დერმატიტი ბულოზური გამონაყარით);
• წითელი, ქერცვლადი გამონაყარი კანის ქვეშ შეშუპებით და ბუშტუკებით (მწვავე გენერალიზირებული ეგზანთემა).
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
• ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ქავილიანი, მოწითალო-მოიისფრო ლაქებით, განსაკუთრებით ფეხისა და ხელის გულებზე, ჭინჭრის ციების მსგავსი კანის შეშუპება, პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების ჰიპერმგრძნობელობა, ცხელება და ძლიერი დაღლილობა (მულტიფორმული ერითემა).
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის სერიოზული გვერდითი მოვლენა.
თუ თქვენ გაგივითარდათ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, ეს მიუთითებს თქვენს ალერგიულობაზე მირომაქსისი მიმართ. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:
• მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ხშირი ინფექციების ნიშნებით, როგორიც არის ცხელება, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს დაწყლულება (შექცევადი აგრანულოციტოზი);
• ანემია, რომელიც ვლინდება შეუძლოდ ყოფნით, თავის ტკივილით, დატვირთვის დროს სუნთქვის გაძნელებით, თავბრუსხვევით, სიფერმკრთალით და კანის და თვალების გაყვითლებით (ჰემოლიზური ანემია);
• მკურნალობასთან დაკავშირებული წყლიანი ფაღარათი ჩვეულებრივ სისხლით და ლორწოთი;
• ენის გაშავება;
• თირკმლის დაავადება (ინტერსტიციული ნეფრიტი);
• შარდში კრისტალები (კრისტალურია);
• ღვიძლის ანთება, რომელიც ვლინდება გულისრევით ღებინებით, მადის დაქვეითებით, შეუძლოდ ყოფნით, ცხელებით, ქავილით, კანის და თვალების გაყვითლებით, შარდის გამუქებით (ჰეპატიტი);
• კანისა და/ან თვალების გაყვითლება (ქოესტაზური სიყვითლე).
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის სერიოზული გვერდითი მოვლენა. ასეთ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი:
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:
• კბილების ფერის შეცვლა (კბილის ფერის შეცვლა);
ამის პრევენცია შესაძლელბელია პირის ღრუს კარგი ჰიგიენით, ვინაიდან ლაქების მოშორება შესაძლებელია კბილების გამოხეხვით.
• ჰიპერაქტიურობა;
• სპაზმები, გულყრები და კრნჩხვები;
არახშირი გვერდითი მოვლენები:
• თავბრუსხვევა;
• თავის ტკივილი;
• საჭმლის მონელების გაძნელება;
• გამონაყარი კანზე;
• ქავილი;
• ჭინჭრის ციება.
ხშირი გვერდითი მოვლენები:
• სოკოვანი ინფექციის ტიპი, რომელიც აზიანებს კანსა და ლორწოვანს (კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი);
• ფაღარათი;
• გულისრევა;
• ღებინება;
ეს არის მირომაქსის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან.
დამატებით, თქვენ შეიძლიათ აცნობოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (თUFAM) შემდეგ ვებგვერდზე წწწ.ტიტცკ.გოვ.ტრ უშუალოდ “გვერდითი მოვლენების შეტყობინების” ღილაკზე დაწკაპუნებით ან სატელეფონო შეტყობინებით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
5. როგორ შევინახოთ მირომაქსი
მირომაქსი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში, არაუმეტეს 25*ჩ-ზე, მშრალ ადგილას.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
ნუ გამოიყენებთ მირომაქსს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ნუ გამოიყენებთ მირომაქსს თუ შეამჩნევთ პროდუქტთან ან მის შეფუთვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
ი.ე. ულაგაი ილაჯ სანაი თურქ. ა.ს. მასლაკ მაჰ. შუმერ სოკ. #4 მასლაკის ოფისის შენობა Kატ:7-8 34485 მასლაკი, შარიერი/სტამბოლი
საწარმოო მოედანი:
ი.ე. ულაგაი ილაჯ სანაი თურქ. ა.ს. დავუთფაშა კად. #12 (34010) ტოპკაპი-სტამბოლი.
თარგმანი სწორია:

მირომაქსი-BID 1000მგ გარსით დაფარული ტაბლეტი

პერორალური გამოყენებისთვის

- აქტიური ნივთიერება: 1005მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი, 875მგ ამოქსიცილინის ექვივალენტური და 149მგ კალიუმის კლავულანატი, 125მგ კლავულანის მჟავას ექვივალენტური (კო-ამოქსიკლავი 875-125);

- დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი.

პრეპარატის მიღებამდე მთლიანად და ყურადღებით გაეცანით ამ ინსტრუქციას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლებელია თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს.

- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ ექიმს ჰოსპიტალში ვიზიტის დროს.

- მკაცრად მიყევით ამ ინსტრუქციებს. ნუ გამოიყენებთ დანიშნულზე მეტ ან ნაკლებ დოზას.

მოცემული ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

1. რა არის მირომაქსი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა ვიცოდეთ მირომაქსის გამოყენებამდე

3. როგორ მივიღოთ მირომაქსი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ შევინახოთ მირომაქსი

1.რა არის მირომაქსი და რისთვის გამოიყენება
მირომაქსი არის ფართო სპექტრის (ეფექტური უმეტესობა ბაქტერიების და მიკრობების წინააღმდეგ) ანტიბიოტიკი.

მირომაქსი არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, გარსით დაფარული ტაბლეტი, 10 ან 14 ტაბლეტი წარმომოდგენილია ალუ-ალუ ბლიესტერულ შეფუთვაში.

მირომაქსი ნაჩვენებია მირომაქსის მიმართ მგრძნობიარე შემდეგი ბაქტერიული ინფექციების ხანმოკლე მკურნალობისთვის:

· ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიც არის განმეორებითი ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ინფექცია;

· ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიც არის ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და ფილტვების ანთება;

· სასქესო და საშარდე ტრაქტის ინფექციები, როგორიც არის საშარდე ტრაქტის ანთება, ურეთრიტი (შარდის ბუშტის ანთება) და თირკმელების ბაქტერიული ანთება;

· კანისა და რბილი ქსოვილების ანთება, როგორიც არის პუსტულა, აბსცესი (ჩირქის პარკი) და ცელულიტი;

· კბილისა და ღრძილების ინფექციები, როგორიც არის კბილის აბსცესი;

· მშობიარობის შემდგომი ცხელება ან სისხლში ბაქტერიებით და ტოქსინებით გამოწვეული აბორტის შემდგომი ინფექცია, ინტრა-აბდომინურ სისხლსა და ქსოვილებში ბაქტერიების ან ტოქსინების არსებობა.

2.რა უნდა ვიცოდეთ მირომაქსის გამოყენებამდე
არ მიიღოთ მირომაქსი თუ:

ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (როგორიც არის პენიცილინი ან ცეფალოსპორინები) მიმართ;
ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება) მირომაქსის ან პენიცილინების მიმართ;
ანტიბიოტიკებით გამოწვეული კოლიტის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მირომაქსის გამოყენება, დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი გამოკვლეულია ექიმის მიერ და დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში, ნუ გამოიყენებთ პერისტალტიკის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

მირომაქსი გამოიყენეთ სიფრთხილით:

თუ წარსულში გქონიათ მომატებული მგრძნობელობა პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ალერგენების მიმართ, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს;
თუ არის ეჭვი ინფექციური მონონუკლეოზის (ინფექციური დაავადება) შესახებ (მირომაქსის გამოყენების შემდეგ წითელას მსგავსი გამონაყარის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფექციურ მონონუკლეოზთან);
მირომაქსი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული ვადით. მირომაქსის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს მირომაქსის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდას (მაგ. სოკო);
გახანგრძლივებული სისხლდენის და შედედების დრო დაფიქსირდა ზოგ პაციენტში მირომაქსის მიღების შემდეგ. შესაბამისი მონიტორინგი საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ პარალელურად იღებთ ნებისმიერ ანტითრომბოზულ პრეპარატს;
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა);
სიყვითლე (იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს) ჩვეულებრივ დაკავშირებულია ნაღვლის სადინრებში ექსკრეციის შექცევად პრობლემებთან. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არ გამვლინდეს მკურნალობის დასრულებიდან 6 კვირამდე;
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, თქვენი დოზა უნდა შეიცვალოს თირკმლის პრობლემის შესაბამისად;
კრისტალურია (კენჭის გავლა) გამოვლინდა პაციენტებში შარდვის შემცირებით. შესაბამისი სითხეების გამოყენება უნდა მოხდეს ამ პრობლემის პრევენციისთვის.
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში ნებისმიერი პერიოდით.

მირომაქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მირომაქსის მიღება საჭიროა ჭამის წინ, კუჭ-ნაწლავის პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.

ორსულობა

ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თქვენ არ უნდა მიიღოთ მირომაქსი ორსულობის დროს, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მირომაქსის ორივე აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში. შესაბამისად, შესაძლებელია ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში ფაღარათის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის განვითარება, ამგვარად საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, კარგი არჩევანია თუ არა ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას გამოყენება ლაქტაციის დროს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მირომაქსმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, როგორიც არის თავბრუსხვევა და გულყრა. თუ გაქვთ მსგავსი მოვლენები, ამ მოვლენების გასვლამდე ნუ მართავთ სატრანსპორტო საშუალებებს და მანქანა-დანადგარებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მირომაქსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

დამხმარე ნივთიერებები არ საჭიროებს სიფრთხილეს.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

თუ თქვენ ღებულობთ ალოპურინოლს (პოდაგრის სამკურნალოდ) მირომაქსთან ერთად, შესაძლებელია გაგივითარდეთ ალერგიული რეაქცია;
თუ თქვენ ღებულობთ პრობენეციდს (პოდაგრის სამკურნალოდ) თქვენი ექიმი გადაწყვეტს მირომაქსის დოზის ცვლილებას;
სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატების (როგორიც არის ვარფარინი) მირომაქსთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სისხლის დამატებითი ანალიზების ჩატარება;
მირომაქსი მოქმედებს მეთოტრექსატის (პრეპარატი რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ) ეფექტურობაზე;
მირომაქსმა შეიძლება გავლენა იქონიოს მიკოფენოლატ მოფეტილის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის დროს) მოქმედების მექანიზმზე;
მიმრომაქსის კონტრაცეპტივებთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება კონტრაცეპტივების ეფექტურობა.
თუ თქვენ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რეცეპტულ ან ურეცეპტო პრეპარატს, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3.როგორ მივიღოთ მირომაქსი
რეკომენდაციები ოპტიმალური გამოყენებისთვის და დოზირება/მიღების სიხშირე

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:

მსუბუქი ან საშუალო ინფექციები: თითო 625მგ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

ძლიერი ინფექციები: თითო 1გ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

დოზირება კბილის ინფექციების დროს:

მოზრდილები და 12 წლის ზევით მოზარდები:

მსუბუქი ან საშუალო ინფექციები: თითო 625მგ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება აღემატებოდეს 14 დღეს მკურნალობის შეფასების გარეშე.

მიღების გზა და მეთოდი

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის შუაზე გაყოფა და დაღეჭვის გარეშე მიღება.

ამ პრეპარატის მიღება საჭიროა ჭამის წინ, კუჭისა და ნაწლავების პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

მირომაქსის ტაბლეტები არ არის ნაჩვენები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. მირომაქსი ხელმისაწვდომია სუსპენზიის სახით ბავაშვთა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

მოხუცები:

არ არსებობს მონაცემები.

განსაკუთრებული სიტუაციები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა (თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები) თქვენი დოზა უნდა შეიცვალოს და აუცილებლობის შემთხვევაში შემცირდეს.

დიალიზი (სისხლის გაწმენდა): თუ თქვენ გიტარდებათ დიალიზი, საჭიროა ყურადღება დოზის კორექციისთვის.

თუ თქვენ თვლით, რომ მირომაქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

**თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი მირომაქსი **

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გართულებები და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დაარღვევა შეიძლება განვითარდეს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ გართულებების მართვა შესაძლებელია სიმპტომურად, სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის გათვალისწინებით.

კრისტალურია (კენჭის გავლა) გამოვლინდა ზოგ პაციენტებში მირომაქსის მიღების შემდეგ, რამაც გამოიწვია თირკმლის ფუნქციის მოშლა. საჭიროა სითხეების დიდი რაოდენობით გამოყენება.

მირომაქსის გამოდევნა ცირკულაციიდან შესაძლებელია დიალიზის მეშვეობით.

თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი მირომაქსი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ მირომაქსის მიღება

თუ თქვენ დგავიწყდათ მირომაქსის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუ გაგახსენდათ მომდევნო დოზის მიღების დროს, ნუ მიიღებთ გამორმაგებულ დოზას.

ნუ მიიღებთ გამორმაგებულ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მირომაქსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:

თქვენ უნდა მიიღოთ მირომაქსი ექიმის მიერ რეკომენდირებული ხანგრძლივობით. ნუ შეწყვეტთ მირომაქსის მიღებას მაშინაც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ.

4.შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, მირომაქსსაც შეუძლია გერდითი მოვლენების გამოწვევა მისი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ უახლოესი კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარებას.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონვროზული შეშუპება);
სერიოზული ალერგიული მდგომარეობები, რომლებიც ვლინდება გამონაყარით, ქავილით, ჭინჭრის ციებით, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებით, ხიხინით ან სუნთქვის გაძნელებით (ანაფილაქსია);
ალერგიული მდგომარეობა, რომელიც გრძელდება პრეპარატის მიღებიდან 7-12 დღე და ვლინდება როგორც გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი და ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, განსაკუთრებით იღლიებში (შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი);
სისხლძარღვების ანთება, რომელიც ვლინდება ისეთი ალერგიული რეაქციებით, როგორიც არის ხილული წითელი ფერის ამობურცული ლაქები კანზე, გამონაყარი ან კანის სისხლჩაქცევა (ჰიპერსენსიტიური ვასკულიტი);
ფართო გამონაყარი ბუშტუკებთან და კანის აქერცვლასთან ერთად, განსაკუთრებით ტუჩების, თვალების პირის, ცხვირის და გენიტალიების გარშემო (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
კანის ძლიერი რეაქცია, რომელიც იწყება მტკივნეული წითელი ფერის ლაქებით, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება დიდი ზომის ბუშტუკებად, რაც იწვევს აქერცვლას (კანის აშრევება). ამ მდგომარეობას თან ახლავს ცხელება, შემცივნება, კუნთების ტკივილი და შეუძლოდ ყოფნა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
ფართოდ გავრცელებული გამონაყარი კანზე, პატარა ზომის ჩირქის შემცველი ბუშტუკებით (დერმატიტი ბულოზური გამონაყარით);
წითელი, ქერცვლადი გამონაყარი კანის ქვეშ შეშუპებით და ბუშტუკებით (მწვავე გენერალიზირებული ეგზანთემა).
იშვიათი გვერდითი მოვლენები:

ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ქავილიანი, მოწითალო-მოიისფრო ლაქებით, განსაკუთრებით ფეხისა და ხელის გულებზე, ჭინჭრის ციების მსგავსი კანის შეშუპება, პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების ჰიპერმგრძნობელობა, ცხელება და ძლიერი დაღლილობა (მულტიფორმული ერითემა).
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის სერიოზული გვერდითი მოვლენა.

თუ თქვენ გაგივითარდათ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, ეს მიუთითებს თქვენს ალერგიულობაზე მირომაქსისი მიმართ. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ხშირი ინფექციების ნიშნებით, როგორიც არის ცხელება, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს დაწყლულება (შექცევადი აგრანულოციტოზი);
ანემია, რომელიც ვლინდება შეუძლოდ ყოფნით, თავის ტკივილით, დატვირთვის დროს სუნთქვის გაძნელებით, თავბრუსხვევით, სიფერმკრთალით და კანის და თვალების გაყვითლებით (ჰემოლიზური ანემია);
მკურნალობასთან დაკავშირებული წყლიანი ფაღარათი ჩვეულებრივ სისხლით და ლორწოთი;
ენის გაშავება;
თირკმლის დაავადება (ინტერსტიციული ნეფრიტი);
შარდში კრისტალები (კრისტალურია);
ღვიძლის ანთება, რომელიც ვლინდება გულისრევით ღებინებით, მადის დაქვეითებით, შეუძლოდ ყოფნით, ცხელებით, ქავილით, კანის და თვალების გაყვითლებით, შარდის გამუქებით (ჰეპატიტი);
კანისა და/ან თვალების გაყვითლება (ქოესტაზური სიყვითლე).
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის სერიოზული გვერდითი მოვლენა. ასეთ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.

სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი:

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

კბილების ფერის შეცვლა (კბილის ფერის შეცვლა);
ამის პრევენცია შესაძლელბელია პირის ღრუს კარგი ჰიგიენით, ვინაიდან ლაქების მოშორება შესაძლებელია კბილების გამოხეხვით.

ჰიპერაქტიურობა;
სპაზმები, გულყრები და კრნჩხვები;
არახშირი გვერდითი მოვლენები:

თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
საჭმლის მონელების გაძნელება;
გამონაყარი კანზე;
ქავილი;
ჭინჭრის ციება.
ხშირი გვერდითი მოვლენები:

სოკოვანი ინფექციის ტიპი, რომელიც აზიანებს კანსა და ლორწოვანს (კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი);
ფაღარათი;
გულისრევა;
ღებინება;
ეს არის მირომაქსის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

როგორ შევინახოთ მირომაქსი
მირომაქსი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში, არაუმეტეს 25*ჩ-ზე, მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

ნუ გამოიყენებთ მირომაქსს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ნუ გამოიყენებთ მირომაქსს თუ შეამჩნევთ პროდუქტთან ან მის შეფუთვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით