ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 875 მგ ამოქსიცილინს, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით და 125 მგ კლავულანის მჟავას, კალიუმის კლავულანატის სახით. დამატებითი ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენ გლიკოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკი. ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.
ჩვენებები: კლავოტონი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: შუა ყურის და ცხვირის დანამატი წიაღების ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები; საშარდე გზების ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ინფექციები პირის ღრუში; ძვლებისა და სახსრების ინფექციები.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით 40 კგ და მეტი: სტანდარტული დოზა - 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა - 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში. ბავშვები სხეულის მასით 40 კგ-ზე ნაკლები: 6 წლის ან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში უპირატესობა ენიჭება კლავოტონის შიგნით მისაღებ სუსპენზიას ან საშეტებს. 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში კლავოტონის ტაბლეტებით მკურნალობის შემთხვევაში რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. თირკმლის პრობლემების შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექტირება. ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის უფრო ხშირად ჩატარება, ღვიძლის ფუნქციონირების შესაფასებლად. ტაბლეტები მიიღება მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით ჭამის დაწყებისას ან ჭამის წინ. თანაბრად უნდა განაწილდეს დოზები დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალით. არ მიიღება 2 დოზა 1 საათის განმავლობაში. არ მიიღება კლავოტონი 2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით. თუ პაციენტი თავს კვლავ შეუძლოდ გრძნობს, უნდა მიმართოს ექიმს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან კლავოტონის შემადგენელი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. წარსულში მძიმე ალერგიული რეაქციები ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ. ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე, რომელიც განვითარდა ანტიბიოტიკების მიღების ფონზე.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისგან და ტენისგან დაცვის მიზნით პრეპარატი ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
კლავოტონი
Clavoton
1 გ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი.
• შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
• თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• აღნიშნული სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. დაუშვებელია
მისი გადაცემა სხვა პირებისთვის. შესაძლოა მედიკამენტი საზიანო აღმოჩნდეს მათთვის
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
• ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის
აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს
ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული
წინამდებარე ჩანართში.
1. კლავოტონის აღწერა და გამოყენება
2. რა უნდა იცოდეთ კლავოტონის მიღებამდე
3. კლავოტონის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. კლავოტონის შენახვის პირობები
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
1. კლავოტონის აღწერა და გამოყენება
კლავოტონი არის ანტიბიოტიკი და მოქმედებს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის
განადგურების გზით. ის შეიცავს ორ სხვადასხვა სამკურნალო საშუალებას,
სახელწოდებით ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება
სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ~პენიცილინი~, რომლის მოქმედება
ზოგჯერ შეიძლება შეჩერებულ იქნას (მოხდეს ინაქტივაცია). მეორე აქტიური
ნოივთიერება (კლავულანის მჟავა) აჩერებს ამ პროცესს.
კლავოტონი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების
სამკურნალოდ:
• შუა ყურის და სინუსის ინფექციები
• სასუნთქი გზების ინფექციები
• საშარდე გზების ინფექციები
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ინფექციები პირის ღრუში
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები
2. რა უნდა იცოდეთ კლავოტონის მიღებამდე
არ მიიღოთ კლავოტონი:
• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის,
პენიცილინის ან კლავოტონის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია
მე-6 პარაგრაფში);
• თუ წარსულში გქონდათ მძიმე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია ნებისმიერ
სხვა ანტიბიოტიკზე. ეს შეიძლება იყოს კანზე გამონაყარი ან სახისა თუ ყელის
შეშუპება
• თუ წარსულში გქონდათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება)
ანტიბიოტიკების მიღების ფონზე.
არ მიიღოთ კლავოტონი, თუ თქვენ გეხებათ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მდგომარეობა. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში კლავოტონის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
კლავოტონის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან
ფარმაცევტს, თუ:
• გაქვთ ინფექციური მონონუკლეოზი,
• გაქვთ ჩატარებული მკურნალობა ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებთან დაკავშირებით
• გაქვთ შარდვის პრობლემები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენ გეხებათ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე დაავადება, კლავოტონის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ზოგ შემთხვევაში ექიმს შეუძლია ჩაატაროს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ანალიზი. ამ ანალიზის შედეგების მიხედვით, თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ კლავოტონის სხვა დოზა ან სხვა მედიკამენტი.
მდგომარეობები, როდესაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა
კლავოტონს შეუძლია დაამძიმოს ზოგიერთი არსებული მდგომარეობა ან გამოიწვიოს
სერიოზული გვერდითი მოქმედება. აღნიშნული ითვალისწინებს ალერგიულ რეაქციებს,
კონვულსიას (კრუნჩხვას) და მსხვილი ნაწლავის ანთებას. კლავოტონის მიღებისას
საჭიროა სიფრთხილის დაცვა გარკვეულ სიმპტომებთან დაკავშირებით ნებისმიერი
პრობლემის რისკის შესამცირებლად. იხ. პარაგრაფი 4 მდგომარეობები, როდესაც საჭიროა
სიფრთხილის ზომების დაცვა.
სისხლისა და შარდის ანალიზები
აცნობეთ ექიმს ან მედდას, რომ ღებულობთ კლავოტონს, თუ გეგმავთ სისხლის ანალიზის
(მაგალითად, სისხლის წითელი უჯრედების ან ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელი
ანალიზი) ან შარდის ანალიზის (გლუკოზის განსაზღვრა) ჩატარებას. კლავოტონს შეუძლია
გავლენა იქონიოს აღნიშნული სახის ანალიზების შედეგებზე.
სხვა სამკურნალო საშუალებები და კლავოტონი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან
შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, ურეცეპტოდ გაცემული
პრეპარატებისა და მცენარეული საშუალებების ჩათვლით.
ალოპურინოლისა (გამოიყენება პოდაგრის დროს) და კლავოტონის მიღების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციას კანის მხრივ.
თუ თქვენ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის დროს), ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კლავოტონის დოზის კორექტირების შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ კლავოტონთან ერთად თქვენ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც აჩერებს თრომბის წარმოქმნას (როგორიცაა ვარფარინი), შეიძლება საჭირო იყოს დამატებითი სისხლის ანალიზი.
კლავოტონს შეუძლია გავლენა იქონიოს მეტოტრექსატის (კიბოს ან რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალება) მოქმედებაზე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული ფუნქცია
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან
გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა
კლავოტონს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, რომლის სიმპტომებმა შესაძლოა
გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვის უნარზე.
არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, თუ არ გრძნობთ თავს
კარგად.
3. კლავოტონის მიღების წესი
მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები.
აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით 40 კგ და მეტი
• სტანდარტული დოზა - 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში
• მაქსიმალური დოზა - 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში.
ბავშვები სხეულის მასით 40 კგ-ზე ნაკლები
6 წლის ან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში უპირატესობა ენიჭება კლავოტონის პერორალურ
სუსპენზიას ან საშეტებს.
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში კლავოტონის ტაბლეტებით მკურნალობის შემთხვევაში
რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის პრობლემებით
• თირკმლის პრობლემების შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექტირება. ექიმს შეუძლია
დაგინიშნოთ პრეპარატის სხვა დოზა ან სხვა მედიკამენტი.
• ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის უფრო
ხშირად ჩატარება, ღვიძლის ფუნქციონირების შესაფასებლად.
კლავოტონის მიღების წესი
• მიიღეთ ტაბლეტები მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით ჭამის დაწყებისას ან ჭამის
წინ.
• თანაბრად გაანაწილეთ დოზები დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 საათიანი
ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათის განმავლობაში.
• არ მიიღოთ კლავოტონი 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში. თუ თავს ისევ ცუდად
გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ მიიღეთ კლავოტონის საჭიროზე მეტი დოზა
კლავოტონის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს
კუჭის აშლას (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, შეუძლოდ ყოფნა ან დიარეა) ან კონვულსიას.
რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ მკურნალ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა ან
ფლაკონი.
თუ დაგავიწყდათ კლავოტონის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. არ
მიიღოთ შემდეგი დოზა დროის მცირე ინტერვალში, მიიღეთ ის დაახლოებით 4 საათის
შემდეგ.
თუ შეწყვიტეთ კლავოტონის მიღება
არ შეწყვიტოთ კლავოტონის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, იმ შემთხვევაშიც კი,
თუ თავს უკეთ იგრძნობთ. ინფექციის დასაძლევად საჭიროა დანიშნული კურსის ჩატარება.
თუ ბაქტერია სრულად არ არის განადგურებული, მან შეიძლება ისევ გამოიწვიოს
ინფექცია.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს
გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
მოცემული პრეპარატის მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოქმედებას.
მდგომარეობები, როდესაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა
ალერგიული რეაქციები
• გამონაყარი კანზე
• სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რაც შეიძლება გამოვლინდეს კანზე წითელი ან
მეწამული მზარდი ლაქებით, მაგრამ შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე
• ცხელება, სახსრების ტკივილი, ყელში, იღლიაში ან საზარდულში ჯირკვლების შეშუპება
• შეშუპება, ზოგჯერ სახისა და პირის არეში (ანგიოედემა), რაც იწვევს სუნთქვის
გაძნელებას
• კოლაფსი.
აღნიშნულიდან ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. შეწყვიტეთ კლავოტონის მიღება.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს დიარეას, როგორც წესი სისხლის და ლორწოს
თანხლებით, კუჭის ტკივილი ან/და ცხელება.
აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
ძალიან ხშირი გვერდითი მოქმედება
შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს
• დიარეა (მოზრდილებში)
ხშირი გვერდითი მოქმედება
შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს
• კანდიდოზი (ცანდიდა - საფუარა სოკოვანი ინფექცია საშოში, პირის ღრუსა თუ კანზე)
• შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა), განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას
აღნიშნული მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში კლავოტონი მიიღეთ საკვების
მიღებამდე.
• ღებინება
• დიარეა (ბავშვებში)
არახშირი გვერდითი მოქმედება
შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს
• გამონაყარი კანზე, ქავილი
• მზარდი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება)
• დისპეფსია
• თავბრუსხვევა
• თავის ტკივილი
არახშირი გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში
• ღვიძლის მიერ გამომუშავებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტის) დონის მომატება
იშვიათი გვერდითი მოქმედება
შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს
• გამონაყარი კანზე ბუშტუკების ან წვრილი ლაქების სახით (მუქი ლაქები გარშემო
კანის აქერცლილი უბნებით - მულტიფორმული ერითემა)
თუ შენიშნავთ აღნიშნულიდან ნებისმიერ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
იშვიათი გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში
• სისხლის შედედების პროცესში მონაწილე უჯრედების დაბალი რაოდენობა
• სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა
სხვა გვერდითი მოქმედება
• ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ)
• მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ)
• მძიმე რეაქციები კანის მხრივ:
კანის ფართო უბნებზე გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით,
განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და გენიტალიების არეში (სტივენს-ჯონსონის
სინდრომი), და უფრო მძიმე ფორმა, რომელიც გამოიხატება კანის ფართო უბნების
აქერცვლით (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
კანის ფართო უბნებზე გავრცელებული წითელი ფერის გამონაყარი წვრილი ჩირქოვანი
ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი)
წითელი, ფსოირაზული გამონაყარი შებერილი კანის ქვეშ და ბუშტუკები
(ეგზანთემატოზური პუსტულოზი)
აღნიშნულიდან ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ
დაუკავშირდით ექიმს.
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
• სიყვითლე, გამოწვეული სისხლში ბილირუბინის დონის მომატებით (ღვიძლში
გამომუშავებული ნივთიერება), რაც იწვევს კანისა და თვალის გუგების გაყვითლებას
• თირკმლის ფიალების ანთება
• სისხლის შედედების დროის გახანგრძლივება
• ჰიპერაქტიურობა
• კონვულსია (კლავოტონის მაღალი დოზების მიღების ან თირკმლის პრობლემების
შემთხვევაში)
• შავი, თმიანი ნადები ენაზე
• ნადები კბილებზე (ბავშვებში), ჩვეულებრივ ქრება კბილების გახეხვის შემდეგ.
გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ან შარდის ანალიზებში
• სისხლის თეთრი უჯრედების რიცხვის მკვეთრად შემცირება
• სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რიცხვი (ჰემოლიზური ანემია)
• კრისტალები შარდში
გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში
გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან
ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის
აღნიშნული წინამდებარე ჩანართში.
5. კლავოტონის შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25˚ჩ ტემპერატურაზე, სინათლისგან და ტენისგან დაცვის მიზნით პრეპარატი ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან ნაგავთან. პრეპარატის
უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს
შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
კლავოტონის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები არის ამოქსიცილინი, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით, და
კლავულანის მჟავა, კალიუმის კლავულანატის სახით.
თითი ტაბლეტი შეიცავს 875 მგ ამოქსიცილინს, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით, და 125 მგ კლავულანის მჟავას, კალიუმის კლავულანატის სახით.
დამატებითი ინგრედიენტები: მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.
კლავოტონის აღწერა და შეფუთვა
კლავოტონი არის 1 გ თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. ტაბლეტები
წარმოდგენილია ალუმინი-პოლივინილქლორიდი-ალუმინის უჯრედიან ბლისტერულ შეფუთვაში.
კლავოტონი 1 გ შეფუთვაში წარმოდგენილია 10, 14, 20 ან 100 ტაბლეტი.
შესაძლოა, ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N№3 რეცეპტით.
მწარმოებელი
შპს ~მედოქემი~ - ქარხანა B.
იაპეტუს ქუჩა 48, აგიოს ათანასიოსის ინდუსტრიული ზონა, 4101 აგიოს ათანასიოსი,
ლიმასოლი, კვიპროსი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს ~მედოქემი~, კონსტანტინოპოლეოსის ქუჩა 1-10, 3011 ლიმასოლი, კვიპროსი.
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2015 წლის იანვარი.
რჩევა/სამედიცინო მითითება
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. ისინი
არ მოქმედებენ ვირუსებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ.
ზოგჯერ ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებით ჩატარებულ
მკურნალობას. აღნიშნულის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ინფექციის
გამომწვევი ბაქტერია რეზისტენტულია მიღებული ანტიბიოტიკის მიმართ. ეს ნიშნავს,
რომ მათ შეუძლიათ გადარჩენ და გამრავლდნენ კიდეც, მიუხედავათ ანტიბიოტიკისა.
ბაქტერია შეიძლება გახდეს რეზისტენტული ანტიბიოტიკების მიმართ სხვადასხვა
მიზეზით. ანტიბიოტიკის სიფრთხილით გამოყენებისას შეიძლება შევამციროთ
ანტიბიოტიკის მიმართ ბაქტერიის რეზისტენტობის შესაძლებლობა.
ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკებით თერაპიის კურსი გამიზნულია მხოლოდ არსებული
დაავადების სამკურნალოდ. შემდეგი რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია
ბაქტერიის რეზისტენტობის პრევენცია, რომელიც იწვევს ანტიბიოტიკის მოქმედების
შეწყვეტას.
1. მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკის მიღება დანიშნული დოზით, დანიშნულ დროს და
ხანგრძლივობით. წაიკითხეთ ინსტრუქცია ეტიკეტზე და ნებისმიერ საკითხზე
გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
2. არ მიიღოთ ანტიბიოტიკი, თუ ის არ არის გამოწერილი პირადად თქვენთვის და
მიიღეთ ის მხოლოდ იმ ინფექციის სამკურნალოდ, რომლისთვის დაინიშნა.
3. არ მიიღოთ სხვა პირებისთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი იმ შემთხვევაშიც კი, თუ
მათი ინფექცია თქვენსას ემთხვევა.
4. არ გადასცეთ თქვენთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი სხვა პირებს.
5. ექიმის მიერ გამოწერილი ანტიბიოტიკების კურსის დასრულების შემდეგ დარჩენილი
ანტიბიოტიკები გადაეცით ფარმაცევტს სათანადო წესით უტილიზაციისთვის.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 875 მგ ამოქსიცილინს, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით და 125 მგ კლავულანის მჟავას, კალიუმის კლავულანატის სახით. დამატებითი ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენ გლიკოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკი. ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.
ჩვენებები: კლავოტონი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: შუა ყურის და ცხვირის დანამატი წიაღების ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები; საშარდე გზების ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ინფექციები პირის ღრუში; ძვლებისა და სახსრების ინფექციები.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით 40 კგ და მეტი: სტანდარტული დოზა - 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა - 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში. ბავშვები სხეულის მასით 40 კგ-ზე ნაკლები: 6 წლის ან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში უპირატესობა ენიჭება კლავოტონის შიგნით მისაღებ სუსპენზიას ან საშეტებს. 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში კლავოტონის ტაბლეტებით მკურნალობის შემთხვევაში რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. თირკმლის პრობლემების შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექტირება. ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის უფრო ხშირად ჩატარება, ღვიძლის ფუნქციონირების შესაფასებლად. ტაბლეტები მიიღება მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით ჭამის დაწყებისას ან ჭამის წინ. თანაბრად უნდა განაწილდეს დოზები დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალით. არ მიიღება 2 დოზა 1 საათის განმავლობაში. არ მიიღება კლავოტონი 2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით. თუ პაციენტი თავს კვლავ შეუძლოდ გრძნობს, უნდა მიმართოს ექიმს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან კლავოტონის შემადგენელი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. წარსულში მძიმე ალერგიული რეაქციები ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ. ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე, რომელიც განვითარდა ანტიბიოტიკების მიღების ფონზე.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისგან და ტენისგან დაცვის მიზნით პრეპარატი ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით