კლონტი - KLONT
კლონტი - KLONT

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, იმიდაზოლის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კლონტი (Klont) 200 მგ-იანი ტაბლეტები
მეტრონიდაზოლი {Metronidazole}

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით მთლიან ანოტაციას, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ანოტაციის ფურცელი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეკითხვით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ამ წამლის რეცეპტი გაცემულია ექსკლუზიურად მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ეს მედიკამენტი სხვებს. ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, როდესაც მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.

- თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.

რას შეიცავს ეს ანოტაცია
**1. რას წარმოადგენს კლონტი (Klont) და როგორ გამოიყენება იგი **

**2. რა უნდა იცოდეთ კლონტის (Klont) მიღებამდე **

3. როგორ მივიღოთ კლონტი (Klont)

**4. შესაძლო გვერდითი მოვლენები **

**5. კლონტის (Klont) შენახვის ინსტრუქცია **

**6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია **

**1. რას წარმოადგენს კლონტი (Klont) და როგორ გამოიყენება იგი **

კლონტის (Klont) ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება მეტრონიდაზოლი. იგი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს. იგი მოქმედებს ბაქტერიებსა და პარაზიტებზე, რომლებიც იწვევენ თქვენს ორგანიზმში ინფექციებს.

კლონტი (Klont) ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგ შემთხვევებში:

· ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა, რომელთა შორისაცაა სეპტიცემია (ინფექცია სისხლში), ტვინის, ფილტვების, ძვლების, სასქესო სისტემის ინფექციების (ბაქტერიული ვაგინიტი (ასევე ცნობილი როგორც არასპეციფიკური ვაგინიტი, ანაერობული ვაგინიტი ან Gardnerella-თი გამოწვეული ვაგინიტი), უროგენიტალური ტრიქომონადოზი ქალებში (ტრიქომონული ვაგინიტი) და მამაკაცებში), მენჯის არეში, კუჭში, ნაწლავებში, ასევე ლამბლიოზი (ჟიარდიაზი).

· მწვავე წყლულოვანი გინგივიტის და სხვა სტომატოლოგიური ინფექციების მკურნალობა (მაგ. მწვავე პერიკორონიტი და მწვავე წვეტიანი ინფექციები).

· ანაერობული მიკროორგანიზმებით და წოლით (ზეწოლის წყლულები) გამოწვეული ფეხის ინფიცირებული წყლულების მკურნალობა.

· ამებიაზის ყველა ფორმის მკურნალობა (ნაწლავის და ექსტრაინტესტინალური დაავადების და ასიმპტომური ცისტების გამავრცელებლებისგან გამოწვეული დაავადების).

· პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა

თქვენი დაავადების შესახებ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

გასათვალისწინებელია ოფიციალური მითითებები ანტიბაქტერიული აგენტების სათანადო გამოყენების შესახებ.

**2. რა უნდა იცოდეთ კლონტის (Klont) მიღებამდე **

არ მიიღოთ პრეპარატი კლონტი (Klont)

· მეტრონიდაზოლის, ნიტროიმიდაზოლის (მაგ. ტინიდაზოლის) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში). ალერგიული რეაქციის სიმპტომები მოიცავს გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
კლონტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:

· თუ გაქვთ თირკმლის დისფუნქცია.

· თუ გაქვთ ან როდესმე გქონიათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები (ღვიძლის უკმარისობა) ან ღვიძლის ენცეფალოპათია.

· თუ გაქვთ ნერვული სისტემის რომელიმე დაავადება.

· თუ გადიხართ დიალიზს. თირკმლის კლირენსი დევნის მეტრონიდაზოლს თქვენი სისხლიდან. თუ გადიხართ თირკმელების დიალიზს, ეს წამალი უნდა მიიღოთ დიალიზის შემდეგ.

ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ან თუკი რომელიმე ზემორე პუნქტი მოგესადაგებათ, წამლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. გაესაუბრეთ ექიმს მაშინაც კი, თუ რომელიმე პუნქტი ძალაში იყო წარსულში.

მეტრონიდაზოლის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას კოკაინის სინდრომის პაციენტებში დაფიქსირებულია ღვიძლის მძიმე ტოქსიკურობის / მწვავე ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები ფატალური შედეგების ჩათვლით. თუ თქვენ აღგენიშნებათ კოკაინის სინდრომი, თქვენმა ექიმმა უნდა აკონტროლოს თქვენი ღვიძლის ფუნქციები მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს და შემდგომში.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და შეწყვიტეთ მეტრონიდაზოლის მიღება, თუკი აღგენიშნებათ:

· კუჭის ტკივილი, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ცხელება, სისუსტე, დაღლილობა, სიყვითლე, მუქი შარდი, ნაცრისფერი ან თეთრი განავალი, ან ქავილი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
აცნობეთ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებთ ახლა, იღებდით ბოლო დროს ან შესაძლოა მიიღოთ.

განსაკუთრებით, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

- ციკლოსპორინს, რომელიც გამოიყენება გადანერგვის შემდეგ ორგანოთა უარყოფის პრევენციისათვის.

- დისულფირამს (გამოიყენება ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ).

- ლითიუმს (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის ზოგიერთი ფორმის დროს).

- ფენობარბიტალს და ფენოტოინს (გამოიყენება ეპილეფსიის მკურნალობის დროს).

- ორალურ ანტიკოაგულანტებს - ვარფარინს (გამოიყენება სისხლის გასათხელებლად).

- ბუსულფანს და 5-ფტორურაცილს (კიბოს სამკურნალოდ).

თუ არ ხართ დარწმუნებული, კლონტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კლონტი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ დალიოთ ალკოჰოლი კლონტის მიღების ეპრიოდში და მკურნალობის კურსის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში. მკურნალობის დროს ალკოჰოლის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო არასასურველი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დისკომფორტის შეგრძნება (გულისრევა), დისკომფორტი (ღებინება), კუჭის ტკივილი, წამოხურება, ძალიან სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (ტაქიკარდია) და თავის ტკივილი.

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ ექიმს კლონტის მიღებამდე, თუ:

· ორსულად ხართ, შეიძლება დაორსულდეთ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ. კლონტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სრულიად აუცილებელია მისი დანიშვნა.

· თქვენ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. უმჯობესია, ძუძუთი კვების დროს არ გამოიყენოთ კლონტი. ამის მიზეზი არის ის, რომ პრეპარატის მცირე რაოდენობის სეკრეცია შესაძლოა მოხდეს დედის რძეში.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა
კლონტის მიღების პერიოდში შეიძლება გქონდეთ ძილიანობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა, დაინახოთ ან გაიგოთ ის, რაც არ არსებობს (ჰალუცინაციები), გქონდეთ კრუნჩხვები (სპაზმები) ან მხედველობის დროებითი პრობლემები (როგორიცაა ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა). თუ ეს მოხდება, ნუ მართავთ მანქანას ან არ მართოთ რაიმე მექანიზმი ან ხელსაწყო.

კვლევები
თუ ამ პრეპარატს იღებთ 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ გარკვეული კვლევების ჩატარება.

კლონტი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მიმართეთ ექიმს ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.

კლონტი შეიცავს ტარტრაზინს (E102) და ყვითელ პიგმენტს (E110). მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.

3. როგორ მივიღოთ კლონტი

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღება პერორალურად.

რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ.

თქვენი მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენს საჭიროებებზე და დაავადებაზე, რომელსაც მკურნალობთ.

მნიშვნელოვანია მკურნალობის სრული კურსის დასრულება. თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენი ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე.

**რეკომენდებული დოზები: **
ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა:

მოზრდილები

ჩვეული დოზა იწყება 800 მგ-ით და გრძელდება 400 მგ-ით ყოველ 8 საათში.

გამოყენება ბავშვებში
დოზა გამოითვლება ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. დოზის მეღება ხდება განმეორებით ყოველ 8 საათში.

თუ თქვენი შვილი 8 კვირაზე ნაკლები ხნისაა, მას მიეცემა ერთი დღიური დოზა ან ორი ცალკეული დოზა ყოველ 12 საათში.

ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ ინფექციის თავიდან ასაცილებლად:
მოზრდილები
რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ-ს ყოველ 8 საათში ოპერაციამდე 24 საათის განმავლობაში. ოპერაციის შემდეგ თქვენ გაგიკეთდებათ მეტრონიდაზოლი ინტრავენურად ან რექტალურად სუპოზიტორიების სახით, ვიდრე არ შეძლებთ ტაბლეტების ხელახლა მიღებას.

გამოყენება ბავშვებში
მიეცით თქვენს შვილს მეტრონიდაზოლი ოპერაციამდე 1-2 საათით ადრე. დოზა განისაზღვრება ბავშვის სხეულის წონის მიხედვით.

ოპერაციის შემდეგ თქვენ გაგიკეთდებათ მეტრონიდაზოლი ინტრავენურად ან რექტალურად სუპოზიტორიების სახით, ვიდრე არ შეძლებთ ტაბლეტების ხელახლა მიღებას.

ინფექციის სხვა სახეები:
პარაზიტებითა და ზოგიერთი ბაქტერიით გამოწვეული სხვა ინფექციების სამკურნალოდ თქვენი ექიმი გადაწყვეტს მეტრონიდაზოლის დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას. ეს დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ტიპსა და სიმძიმეზე. შეფუთვაში მოთავსებული ფარმაცევტული ეტიკეტი გეტყვით რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რა სიხშირით.

გამოყენება პაციენტებში, რომლებიც გადიან ექსტრარენალური დიალიზის თერაპიას
ჰემოდიალიზს გამოჰყავს მეტრონიდაზოლი თქვენი სისხლიდან. თუ თქვენ გეგმავთ დიალიზის პროცედურას, ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ პროცედურის შემდეგ.

გამოყენება ღვიძლის პრობლემების პაციენტებში
ექიმმა შესაძლოა გითხრათ, რომ გამოიყენოთ უფრო დაბალი დოზა ან მიიღოთ პრეპარატი ნაკლები სიხშირით.

კლონტის დაშვებულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში
თუ თქვენ მიიღეთ დაშვებულზე მეტი ტაბლეტი, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. გახსოვდეთ, რომ თან წაიღოთ პრეპარატის ყუთი, რათა სამედიცინო პერსონალმა ზუსტად იცოდეს რა მედიკამენტი მიიღეთ. ეს დაეხმარება ექიმს გაიგოს რა მიიღეთ.

თუკი დაგავიწყდათ კლონტის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაივიწყეთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ მკურნალობა ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

**4. შესაძლო გვერდითი მოვლენები **

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ კლონტის მიღება და მიმართეთ ექიმს ან სასწრაფოდ წადით საავადმყოფოში, თუ:
• ალერგიული რეაქცია - გაქვთ ხელების, ფეხების, კოჭები, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. ასევე შეიძლება შეამჩნიოთ ქავილი, კორძისებრი ან ერითემატოზული გამონაყარი (ჭინჭრის ციება).

• ენცეფალოპათია (ენცეფალური დაავადება) (მაგ. ცნობიერების დარღვევა, ცხელება, თავის ტკივილი, დანახვა ან გაგონება იმისა, რაც არ არსებობს (ჰალუცინაციები), დამბლა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, მხედველობისა და მოძრაობის დარღვევები, კისრის რიგიდულობა) და ნათხემის ქვემწვავე სინდრომი (მაგ. ატაქსია, დიზართრია, სიარულის დარღვევა, ძილიანობა და ტრემორი.

თქვენ ასევე შეიძლება გამოგიმჟღავნდეთ პრობლემები ხელებსა და ფეხებში, მეტყველების პრობლემები ან იგრძნოთ შფოთვა.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ გვერდით მოვლენებს:
• კანისა და თვალების გაყვითლება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ღვიძლის პრობლემებით (სიყვითლე).

• მოულოდნელი ინფექციები, პირის ღრუს წყლულები, სისხლჩაქცევები, ღრძილების სისხლდენა ან ძლიერი დაღლილობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის პრობლემებით.

• მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ზურგის არეში (პანკრეატიტი).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას:
ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10 000-დან 1-მდე ადამიანზე):

• კრუნჩხვები (ეპილეფსია)

• ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა ცნობიერების დარღვევა, დანახვა ან გაგება არარსებულის (ჰალუცინაციები).

• მხედველობის პრობლემები, როგორიცაა ბუნდოვანი ხედვა ან დიპლოპია.

• კანის გამონაყარი ან ერითემა.

• თავის ტკივილი.

• მუქი ფერის შარდი.

• ძილიანობის ან თავბრუსხვევის შეგრძნება.

• კუნთების ან სახსრების ტკივილი.

• ღვიძლის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის უჯრედების დაზიანება).

უცნობი გვერდითი ეფექტები (სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით):
• დაბუჟება, ჩხვლეტა, ტკივილი ან სისუსტე ხელებსა და ფეხებში.

• უსიამოვნო გემო პირში.

• ენა ხორკლიანი ზედაპირით.

• შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), ღებინება, კუჭის აშლილობა, კუჭის ტკივილი ან დიარეა.

• მადის დაკარგვა.

• სიცხე.

• დეპრესიის შეგრძნება.

• თვალის ტკივილი (ოპტიკური ნევრიტი).

• სიმპტომების დაჯგუფება, მათ შორის: ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კისრის გაშეშება და მძაფრი სინათლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინისა და ზურგის ტვინის დაფარული გარსების ანთებით (მენინგიტი).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს წამალი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ტენისგან დასაცავად.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე კოლოფზე {მოქმედების ვადა}-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად არის აღნიშნული თვის ბოლო დღე.

არ გადაყაროთ მედიკამენტები სანიაღვრე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია. რას შეიცავს კლონტი

- აქტიური ნივთიერებაა მეტრონიდაზოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ მეტრონიდაზოლს.

- სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა 101, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, პოვიდონი K25, პრეჟელატინირებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტარტრაზინი (E102) და ნარინჯისფერი საღბავი (E110).

როგორ გამოიყურება კლონტი (Klont) და შეფუთვის შიგთავსი

კლონტის 200 მგ ტაბლეტები არის მრგვალი, ბრტყელი და ნარინჯისფერი ფერის.

კლონტი 200მგ იყიდება 20, 50, 60 ან 100-ტაბლეტიან შეფუთვაში და ასევე ხელმისაწვდომია საავადმყოფოს შეფუთვაში 100, 250, 500 და 1000 ტაბლეტების მოცულობით.

შეიძლება ყველა შეფუთვა არ იყოს გამოშვებული.

დასახელება - კლონტი ტაბლეტი 200მგ #20
რას წარმოადგენს კლონტი (Klont) და როგორ გამოიყენება იგი
კლონტის (Klont) ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება მეტრონიდაზოლი. იგი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს. იგი მოქმედებს ბაქტერიებსა და პარაზიტებზე, რომლებიც იწვევენ თქვენს ორგანიზმში ინფექციებს.
კლონტი (Klont) ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგ შემთხვევებში:
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა, რომელთა შორისაცაა სეპტიცემია (ინფექცია სისხლში), ტვინის, ფილტვების, ძვლების, სასქესო სისტემის ინფექციების (ბაქტერიული ვაგინიტი (ასევე ცნობილი როგორც არასპეციფიკური ვაგინიტი, ანაერობული ვაგინიტი ან Gardnerella-თი გამოწვეული ვაგინიტი), უროგენიტალური ტრიქომონადოზი ქალებში (ტრიქომონული ვაგინიტი) და მამაკაცებში), მენჯის არეში, კუჭში, ნაწლავებში, ასევე ლამბლიოზი (ჟიარდიაზი).
მწვავე წყლულოვანი გინგივიტის და სხვა სტომატოლოგიური ინფექციების მკურნალობა (მაგ. მწვავე პერიკორონიტი და მწვავე წვეტიანი ინფექციები).
ანაერობული მიკროორგანიზმებით და წოლით (ზეწოლის წყლულები) გამოწვეული ფეხის ინფიცირებული წყლულების მკურნალობა.
ამებიაზის ყველა ფორმის მკურნალობა (ნაწლავის და ექსტრაინტესტინალური დაავადების და ასიმპტომური ცისტების გამავრცელებლებისგან გამოწვეული დაავადების).
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა
თქვენი დაავადების შესახებ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
გასათვალისწინებელია ოფიციალური მითითებები ანტიბაქტერიული აგენტების სათანადო გამოყენების შესახებ.
როგორ მივიღოთ კლონტი
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღება პერორალურად.
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ.
თქვენი მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენს საჭიროებებზე და დაავადებაზე, რომელსაც მკურნალობთ.
მნიშვნელოვანია მკურნალობის სრული კურსის დასრულება. თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენი ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე.
რეკომენდებული დოზები: