ფლაგიმეტი - flagymet
ფლაგიმეტი - flagymet

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიპროტოზოული საშუალებები, ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - metronidazole
ფლაგიმეტი გრანულები 400მგ/პაკეტი (ჩანართში ეწოდება ფლაგიმეტი) შეიცავს მედიკამენტს რომელსაც ეწოდება მეტრონიდაზოლი (მეტრონიდაზოლის ბენზოატის სახით). მეტრონიდაზოლი მიეკუთვნება ანტიბიოტიკებს. მოქმედებს ინფექციების გამოწმვევი ბაქტერიების და პარაზიტების განადგურებით.
ფლაგიმეტის გამოყენება შესაძლებელია:
-სისხლის, ტვინის, ფილტვების, ძვლების, გენიტალური ტრაქტის, მენჯის, კუჭის და ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ.
-ღრძილების წყლულების და სხვა დენტალური ინფექციების სამკურნალოდ.
-ფეხის ინფიცირებული წყლულების და ნაწოლების სამკურნალოდ
-ოპერაციის შემდგომი ინფექციების პრევენციითვის.

ფლაგიმეტის გამოყენებამდე მიმარეთთ ექიმს თუ:
ორსულად ხართ, ორსულობას გეგმავთ ან ორსულობას ეჭვობთ. ფლაგიმეტი არ უნდა მიიღონ ორსულობის დროს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა.ბავშვს ძუძუთი კვებავთ. ამ დროს უკეთესია ფლაგიმეტი არ გამოიყენოთ. რადგან მცირე რაოდენობა გამოიყოფა ლაქტატში.

როგორ გამოიყენება ფლაგიმეტი
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. მნიშვნელოვანია მკურნალობის სრული კურსის დასრულება. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენს საჭიროებებზე და დაავადებაზე. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
-ფლაგიმეტი მიიღეთ პერორალურად. პაკეტის შიგთავსი მოათავსეთ პირის ღრუში და გადაყლაპვის გაადვილებისთვის დააყოლეთ წყალი.
-მეტრონიდაზოლის დოზა დამოკიდებული იქნება თქვენს საჭიროებებზე და დაავადებაზე, მკურნალონის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება დაავადების ტიპზე და სიმწვავეზე.
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ

მოზრდილები
საწყისი დოზაა 800მგ
8 საათის შემდეგ მიიღეთ მეორე 400მგ დოზა და გაიმეორეთ 8 საათში ერთხელ.
ბავშვები
თქვენი ექიმი წონის მიხედვით განსაზღვრავს ბავშვის დოზას
დოზა გაიმეორეთ 8 საათში ერთხელ
თუ ბავშვი 8 კვირაზე მცირე ასაკისაა, ექიმი მისცემს ერთ სადღეღამისო დოზას ან ორ დოზას, 12 საათიანი ინტერვალით.
ოპერაციის შემდგომი ინფექციების პრევენციისთვის

მოზრდილები
ფლაგიმეტის მიღება დაიწყეთ ოპერაციამდე 24 საათით ადრე
მიიღეთ 400მგ პრეპარატი 8 საათში ერთხელ
ოპერაციის შემდეგ შეიძლება მეტრონიდაზოლი გაიკეთონ ვენაში ან რექტალურად, სანთლის სახით, სანამ გრანულების ორალურად მიღებას შეძლებთ.
ბავშვები
ბავშვს ფლაგიმეტი მიეცით ოპერაციამდე 1-2 საათით ადრე
ექიმი წონის მიხედვით განსაზღვრავს ბავშვის დოზას.
ოპერაციის შემდეგ ბავშვს შეიძლება მეტრონიდაზოლი გაუკეთდეს ვენაში ან რექტალურად, სანთლის სახით სანამ გრანულების ორალურად მიღებას შეძლებს.
ინფექციების სხვა ტიპი

პარაზიტების და ზოგიერთი ბაქტერიით გამოწვეული სხვა ინფექციების სამკურნალოდ, ექიმი გადაწყვეტს რამდენი მეტრონიდაზოლი უნდა მიიღოთ და რა სიხშირით. ეს დამოკიდებული იქნება დაავადებაზე და მის სიმწვავეზე.
პაციენტები ღვიძლის პრობლემებით

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო დაბალი დოზის ან მედიკამენტის ნაკლები სიხშირით მიღება.

ფლაგიმეტი გრანულები 400მგ/პაკეტი

ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი სრულად, სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი დაიწყებს მედიკამენტის მიღება, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ ან თქვენს ბავშვს. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც თუ დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც რომლებიც ჩამოთვლილი არ არის მე-4 პარაგრაფში.
რა არის ფლაგიმეტი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ფლაგიმეტის მიღებამდე
როგორ გამოიყენება ფლაგიმეტი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება ფლაგიმეტი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
** რა არის ფლაგიმეტი და რისთვის გამოიყენება**
ფლაგიმეტი გრანულები 400მგ/პაკეტი (ჩანართში ეწოდება ფლაგიმეტი) შეიცავს მედიკამენტს რომელსაც ეწოდება მეტრონიდაზოლი (მეტრონიდაზოლის ბენზოატის სახით). მეტრონიდაზოლი მიეკუთვნება ანტიბიოტიკებს. მოქმედებს ინფექციების გამოწმვევი ბაქტერიების და პარაზიტების განადგურებით.

ფლაგიმეტის გამოყენება შესაძლებელია:

-სისხლის, ტვინის, ფილტვების, ძვლების, გენიტალური ტრაქტის, მენჯის, კუჭის და ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ.

-ღრძილების წყლულების და სხვა დენტალური ინფექციების სამკურნალოდ.

-ფეხის ინფიცირებული წყლულების და ნაწოლების სამკურნალოდ

-ოპერაციის შემდგომი ინფექციების პრევენციითვის.

დაავადების შესახებ დამატებით ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ ფლაგიმეტის მიღებამდე
არ მიიღოთფლაგიმეტი

თუ ხართ ალერგიული (გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა) მეტრონიდაზოლის, ნიტროიმიდაზოლების (მაგ., ტინიდაზოლი) ან მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში, დამატებითი ინფორმაციისთვის).
ალერგიული რეაქციის (ჰიპერმგრძნობელობის) ნიშნები მოიცავს გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.
არ მიიღოთ ფლაგიმეტი თუ ზემოაღნიშნული გეხებათ. ეჭვის შემთხვევაში ფლაგიმეტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ფლაგიმეტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ფლაგიმეტის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩნეთ და მიმართეთ ექიმს თუ

გაქვთ ან როდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები
გიტარდებათ თირკმლის დიალიზი (იხ. პარაგაფი 3: პირები რომლებსაც უტარდებათ დიალიზი)
გაქვთ ნერვული სისტემის დაავადება
თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რომელიმე გეხებათ თქვენ, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. ასე მოიქეცით თუ რომელიმე წარსულში გეხებოდათ.

სხვა მედიკამენტები და ფლაგიმეტი

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მოიცავს ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, მცენარეული საშუალებების ჩათვლოთ. ეს საჭიროა რადგან ფლაგიმეტმა შეიძება იმოქმედოს სხვა მედიკამენტების მუშაობაზე. აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტი შეიძება მოქმედებდეს ფლაგიმეტის მუშაობაზე.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რომელმე შემდეგ მედიკამენტს:

სისხლის გამათხიეერბელი პრეპარატები, როგორიცაა ვარფარინი
ლითიუმი, მენტალური დაავადებისთვის
ფენობარბიტალი ან ფენიტოინი, ეპილეფსიისთვის
5 ფტორურაცილი, კიბოსთვის
ბუსულფანი, ლეიკემიისთვის (სისხლის უჯრედების კიბო)
ციკლოსპორინი - ორგანოების მოცილების პრევენციისთვის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ
დისულფირამი, ალკოჰოლიზმისთვის
ეჭვის შემთხვევაში, ფლაგიმეტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს

ფლაგიმეტი საკვებთან და სასმელთან ერთად

ფლაგიმეტის მიღებისას და კურსის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში არ მიიღოთ ალკოჰოლი. ფლაგიმეტის გამოყენებისას ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ავადობის შეგრძნება (გულისრევა), ავადობა (ღებინება), მუცლის ტკივილი, ალები, ძალიან სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა და თავის ტკივილი.

ორსულობა და ლაქტაცია

ფლაგიმეტის გამოყენებამდე მიმარეთთ ექიმს თუ:

ორსულად ხართ, ორსულობას გეგმავთ ან ორსულობას ეჭვობთ. ფლაგიმეტი არ უნდა მიიღონ ორსულობის დროს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა.
ბავშვს ძუძუთი კვებავთ. ამ დროს უკეთესია ფლაგიმეტი არ გამოიყენოთ. რადგან მცირე რაოდენობა გამოიყოფა ლაქტატში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

პაციენტები უნდა გააფრთხილონ ძილიანობის, თავბრუსხვევის, დაბნეულობის, ჰალუცინაციების, კონვულსიების ან ტრანზიტორული ვიზუალური დარღვევების შესახებ, უნდა ურჩონ ამ სიმპტომების შემთხვევაში თავი შეიკავონ ატომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისგან. უნდა გაითვალისწინონ პოტენციური ურთერთქმედება დისულფირამს ან/და ალკოჰოლს შრის.

ტესტები

თუ პრეპარატს 10 დღეზე დიდხანს იყენებთ, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს გარკვეული ტესტების ჩატარება.

ფლაგიმეტი შეიცავს ნაწილობრივ პრეჟელატინიზებულ სახამებელს. შეიძლება გამოიყენონ მუცლის დაავადებების მქონე პაციენტებმა. მედიკამენტი არ უნდა მიიღნ პაციენტებმა, რომლებსაც ალერგია აქვთ ხორბალზე (აბდომინური დაავადებების გარდა).

როგორ გამოიყენება ფლაგიმეტი
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. მნიშვნელოვანია მკურნალობის სრული კურსის დასრულება. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენს საჭიროებებზე და დაავადებაზე. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

-ფლაგიმეტი მიიღეთ პერორალურად. პაკეტის შიგთავსი მოათავსეთ პირის ღრუში და გადაყლაპვის გაადვილებისთვის დააყოლეთ წყალი.

-მეტრონიდაზოლის დოზა დამოკიდებული იქნება თქვენს საჭიროებებზე და დაავადებაზე, მკურნალონის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება დაავადების ტიპზე და სიმწვავეზე.

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ

მოზრდილები

საწყისი დოზაა 800მგ
8 საათის შემდეგ მიიღეთ მეორე 400მგ დოზა და გაიმეორეთ 8 საათში ერთხელ.
ბავშვებითქვენი ექიმი წონის მიხედვით განსაზღვრავს ბავშვის დოზას
დოზა გაიმეორეთ 8 საათში ერთხელ
თუ ბავშვი 8 კვირაზე მცირე ასაკისაა, ექიმი მისცემს ერთ სადღეღამისო დოზას ან ორ დოზას, 12 საათიანი ინტერვალით.
ოპერაციის შემდგომი ინფექციების პრევენციისთვის

მოზრდილები

ფლაგიმეტის მიღება დაიწყეთ ოპერაციამდე 24 საათით ადრე
მიიღეთ 400მგ პრეპარატი 8 საათში ერთხელ
ოპერაციის შემდეგ შეიძლება მეტრონიდაზოლი გაიკეთონ ვენაში ან რექტალურად, სანთლის სახით, სანამ გრანულების ორალურად მიღებას შეძლებთ.
ბავშვები

ბავშვს ფლაგიმეტი მიეცით ოპერაციამდე 1-2 საათით ადრე
ექიმი წონის მიხედვით განსაზღვრავს ბავშვის დოზას.
ოპერაციის შემდეგ ბავშვს შეიძლება მეტრონიდაზოლი გაუკეთდეს ვენაში ან რექტალურად, სანთლის სახით სანამ გრანულების ორალურად მიღებას შეძლებს.
ინფექციების სხვა ტიპი

პარაზიტების და ზოგიერთი ბაქტერიით გამოწვეული სხვა ინფექციების სამკურნალოდ, ექიმი გადაწყვეტს რამდენი მეტრონიდაზოლი უნდა მიიღოთ და რა სიხშირით. ეს დამოკიდებული იქნება დაავადებაზე და მის სიმწვავეზე.

პაციენტები, რომლებსაც თირკმლის უტარდებათ დიალიზი

მეტრონიდაზოლი სისხლიდან გამოიყოფა დიალიზით. პრეპარატი უნდა მიიღოთ დიალიზის შემდეგ.

პაციენტები ღვიძლის პრობლემებით

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო დაბალი დოზის ან მედიკამენტის ნაკლები სიხშირით მიღება.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფლაგიმეტი

ფლაგიმეტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. შეფუთვა თან წაიღეთ, რათა ექიმმა გაარკვიოს რა პრეპარატი მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ ფლაგიმეტის მიღება

თუ დოზას გამოტოვებთ და ამას მალე მიხვდებით, მიიღეთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ კურსი. თუმცა თუ შემდეგი დოზის მიღება ახლოვდება, მიიღეთ ის და ჩვეულებრივ განაგრძეთ კურსი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა ფლაგიმეტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ფლაგიმეტის მიღება და ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს თუ:

გაქვთ ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების ან ყელის შეშპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. აგრეთვე შეიძლება შენიშნოთ ქავილი, ხაოიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ან ფოთლისებური გამონაყარი (ურტიკარია). ეს შეიძლება ნიშნავდეს მეტრონიდაზოლზე ალერგიულ რეაქციას.
სერიოზული, მაგრამ ძალიან იშვიათი გვერდით ეფექტია ტვინის დაავადება (ენცეფალოპათია). სიმპტომები ვარირებს, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს ცხელება, კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები. შეიძლება აღინიშნოს ხელის და ფეხის მოძრაობის პრობლემა, ლაბარაკის პრობლემა ან დაბნეულობა.
გაქვთ ბუშტუკოვანი გამონაყარი, აქერცვლით ან სისხლდენით, ტუჩების ირგვლივ, თვალის, პირის ღრუს, ცხვირის და გენიტალიების კანის ირგვლივ. შეიძლება აღინიშნებოდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები და მაღალი ტემპერაურა. ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომები.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით ეფექტებს:

კანის და თვალების გაყვითლება, ეს შეიძლება განპირობებული იყოს ღვიძლის პრობლემებით (სიყვითლე).
მოულოდნელი ინფექციები, პირის ღრუს წყლულები, ღრძილებიდან სისხდენა ან ძლიერი დაღლილობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის პრობლემებით.
მუცლის მწვავე ტკივილი, რომელიც შეიძლება ზურგში გადავიდეს (პანკრეატიტი).
ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

კრუნჩხვები (კონვულსიები)
მენტალური პრობლემები, როგორიცაა დაბნეულობა და ჰალუცინაციები
მხედველობის პრობლემები, როგორიცაა დაბინდული მხედველობა ან მხედველობის გაორება
კანის გამონაყარი ან ალები
თავის ტკივილი
შარდის გამუქება
ძილიანობა ან თავბრუსხვევა
კუნთების ან სახსრების ტკივილი
ღვიძლის პრობლემები, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით (ღვიძლის ჰეპატოცელულური
დაზიანება)
უცნობია (სიხშრის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

ხელების და ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტა, ტკივილი ან სისუსტე
პირში უსიამოვნო გემო
ენის დაბუჟება
გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი ან დიარეა
მადის დაკარგვა
ცხელება
დეპრესია
თვალების ტკივილი (ოპტიკური ნევრიტი)
სიმპტომების ჯგუფი: ცხელება, გულისრევა, თავის ტკივილი, კისრის რიგიდობა და სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის ან ზურგის ტვინის გარსების ანთებით (მენინგიტი).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ მოვლენებსაც, რომლების ჩამოთვლილი არ არის ჩანართში.

როგორ ინახება ფლაგიმეტი
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მედიკამენტი არ გამოიყენოთ კოლოფზე და იარლიყზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფლაგიმეტი

აქტიური ნივთიერებაა მეტრონიდაზოლი (მეტრონიდაზოლის ბენზოატის სახით). ყოველი 1 პაკეტი შეიცავს 400მგ მეტრონიდაზოლს (მეტრონიდაზოლის ბენზოატის სახით)

სხვა ინგრედიენტებია:

ნატრიუმის ლაურლსულფატი

პოვიდონი

სუკრალოზა

სტეარინმჟავა

ტალკი

საბაზისო ბუთილირებული მეტაკრილატის კოლოპიმერი (Eudragit E PO)

ნაწილობრივ პრეჟელატინიზებული სახამებელი

მარწყვის არომატიზატორი

ფლაგიმეტის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ფლაგიმეტი არის თეთრიდან მოყვითალომდე ფერის გრანულები. პირველადი შეფუთვაა მრავალფენიანი პაკეტები. (ქაღალდი/დსპე/ალ/სურლინი)

** გაცემის წესი:**

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ფლაგიმეტი 400მგ#14 ფხვ
  • სახელი: ფლაგიმეტი 400მგ#14 ფხვ
  • მწარმოებელი: ONE PHARMA Industrial Pharmaceutical Company Societe Anonyme (საბერძნეთი)
  • შეფუთვა: 400მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14
Aversi 45.21 ლ
ფლაგიმეტი გრანულა 400მგ პაკეტი #14
  • სახელი: ფლაგიმეტი გრანულა 400მგ პაკეტი #14
  • მწარმოებელი: ONE PHARMA Industrial Pharmaceutical Company Societe Anonyme (საბერძნეთი)
  • შეფუთვა: 400მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14
Pharmadepot 31.85 ლ

GPC 45.5 ლ
Flagymet - ფლაგიმეტი 400მგ 14 პაკეტი
  • სახელი: Flagymet - ფლაგიმეტი 400მგ 14 პაკეტი
  • შეფუთვა: 400მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14
PSP 31.21 ლ