ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, იმიდაზოლის წარმოებულები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - METRONIDAZOLE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბაქტერიული საშუალება.
საინფუზიო ხსნარი 0.5%: ფლაკონში 100 მლ
1 მლ 1 ფლ.
მეტრონიდაზოლი ..................... 5 მგ 500 მგ
ჩვენებები:
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
ცნს-ის ინფექციები (მაგ., თავის ტვინის აბსცესი, მენინგიტი);
სასუნთქი გზების ინფექციები (ფილტვების ნეკროზული ანთება, ფილტვების ასპირაციული
აბსცესი);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მაგ., პერიტონიტი, ღვიძლის აბსცესი, ოპერაციები
მსხვილ და სწორ ნაწლავზე, მუცლის და მენჯის ღრუს ორგანოების ჩირქოვანი
დაავადებები);
გინეკოლოგიური ინფექციები (ენდომეტრიტი, ჰისტერექტომია, საკეისრო კვეთა,
სეფსისური აბორტი, ცხელება მშობიარობის დროს);
ცხვირის, ყელის, ყურის, კბილების, პირის ღრუს, ყბის ინფექციები (მაგ., პლაუტ-
ვინსენტას ანგინა);
ენდოკარდიტი;
ძვლების, სახსრების ინფექციები (მაგ., ოსტეომიელიტი);
განგრენა;
სეპტიცემია თრომბოფლებიტით;
პროფილაქტიკური გამოყენება ქირურგიული ოპერაციების დროს, რომლებიც დაკავშირებულია
ანაერობული ინფექციის განვითარებასთან, პირველ რიგში გინეკოლოგიაში ან
ოპერაციების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
მიღების წესი და დოზირება:
თუ სხვა დანიშნულება არ არსებობს, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
მოზრდილებში და მოზარდებში:
I დღე - 6-8 საათში ერთხელ 0.5 მგ მეტრონიდაზოლი (100 მლ ინტრავენური საინფუზიო
ხსნარი), მაქსიმალური დოზა დღეში შეადგენს 2 გ-ს.
II და შემდგომ დღეებში - ყოველ 12 საათში ერთხელ 0.5 გ, შესაბამისად 1 გ დღეში.
გამონაკლის შემთხვევაში, შემანარჩუნებელი დოზა მატულობს 1.5 გ-მდე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს.
ქირურგიული ოპერაციის წინ პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია უშუალოდ ოპერაციის
წინ მეტრონიდაზოლის ერთჯერადი დოზა 0.5-1.0 გ (არა უმეტეს 2.0 გ-სა).
ბავშვებში ინიშნება ყოველ 8 საათში ერთხელ 7-10 მგ/კგ-ზე, შესაბამისად დღეღამური
დოზა შეადგენს 20-30 მგ/კგ-ზე.
ინტრავენურად: მეტრონიდაზოლი შეჰყავთ ნელა, არა უმეტეს 100 მლ 20 წუთში, მაგრამ
როგორც წესი შეჰყავთ 100 მლ 60 წუთში.
- დასაშვებია მისი შეყვანა იზოტონურ ხსნართან ან 5% გლუკოზასთან ერთად.
- ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია მათი ცალ-ცალკე
შეყვანა.
- გახსნილი ფლაკონი არ შეინახება. ნარჩენი უნდა გავანადგუროთ.
- მეტრონიდაზოლით ან სხვა პრეპარატებით, რომლებიც შეიცავენ მეტრონიდაზოლს,
მკურნალობის ხანგრძლივობა არ აღემატება 10 დღეს. უფრო ხანგრძლივი მკურნალობა
დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში. განმეორებითი მკურნალობა იშვიათად
ტარდება.
- მკურნალობის ხანგრძლივობის შეზღუდვა განპირობებულია იმით, რომ არ არის
გამორიცხული ნაყოფის უჯრედის დაზიანება, ხოლო ექსპერიმენტში ადგილი აქვს ზოგიერთი
სიმსივნური უჯრედების ზრდას.
უკუჩვენებები:
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით