ნექსიუმი 40მგ - NEXIUM 40mg
ნექსიუმი 40მგ - NEXIUM 40mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის სამკურნალო საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**ნექსიუმი
(nexium)
**

**
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:**
ეზომეპრაზოლი
**
სამკურნალო ფორმა:**
გარსით გადაკრული ტაბლეტები
**
შემადგენლობა**

ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: 22.3 მგ ან 44.5 მგ მაგნიუმტრიყიდრატის ეზომეპრაზოლი, რაც ეზომეპრაზოლის 20 მგ და 40 მგ შეესაბამება.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლ მონოსტეარიტი 40-55, ოქსიპროპილცელულოზა, ციპრომელოზა, რკინის ოქსიდი, წითელ-ყავის ფერი (E
172), მაგნიუმისსტეარატი, მეტაკრილმჟავის ეთილკრილატთან თანაპოლიმერი (1:1) 30 % დისპერსია, მიკროკრისტალური ცელულოზა, სინთეზური პარაფინა, ნიკროგოლი, პოლისორბიტი 80, კროსპოვიდონი, ნატრიუმისსტეარილფუმარატი, შაფარი სფერული გრანულები (საცაროსა და სიმინდის სახამებელი), ტალკი, ტიტანის დოიქსიდი (E 171) 77 ტრიეთილ ციტრატო.
**
აღწერილობა:**
20 მგ ტაბლეტი: ღია-ვარდისფერი, მოგრძო ორმხრივამოზნექილი ფორმის ტაბლეტები, გარსით გადაკრული, გრავირებული – ერთ მხარეზე “20 mg” და A – მეორე მხარეზე.
EH
40 მგ ტაბლეტები: ვარდისფერი მოგრძო ორმხრივამოზნექილი ფორმის ტაბლეტები, გარსიტ გადაკრული, გრავირებული – ერთ მხარეზე – “40 mg” და A– მეორე მხარეზე
EH
**
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:**
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი
კოდი: ATX: A02BC05
**
ფარმაკოლოგიური თვისებები**

ფარმაკოდინამიკა.
ეზომეპრაზოლი წარმოადგენს ომეპრაზოლის S – იზომერს; აქვეითებს კუჭში მჟავის სეკრეციას პროტონული ტუმბოს სპეციფიური ინჰიბირების გზით პარიეტალურ უჯრედებში. ომეპრაზოლის S- და R- იზომერებს აქვთ მსგავსი ფარმაკოდინამიური აქტივობა.
მოქმედების მექანიზმი.
ეზომეპრაზოლი წარმოადგენს სუსტ ფუძეს და კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტული უჯრედების სეკრეტორული არხების მჟავე გარემოში გადადის აქტიურ ფორმაში.
კუჭში მჟავე სეკრეციაზე გავლენა.
ეზომეპრაზოლის ქმედება ვითარდება 1 საათის განმავლობაში 20 მგ ან 40 მგ- ის პერორალური მიღების შემდეგ. პრეპარატის ყოველდღიური მიღების დროს 5 დღის განმავლობაში 20 მგ დოზით ერთხელ დღეღამეში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია მჟავის პენტაგასტრინით სტიმულაციის შემდეგ ქვეითდება 90 % - ით (მჟავის კონცენტრაციის გაზომვა 6-7 საათის შემდეგ დოზის მიღების შემდეგ თერაპიას მე-5 დღეს). ეზომეპრაზოლის პერორალური ყოველდღიური მიღების 5 დღის შემდეგ 20 მგ ან 40 მგ დოზით კუჭში 4-ზე მეტი PH – ისა 24 საათიდან საშუალოდ 13 და 17 საათის განმავლობაში სადღეღამისო მონიტორირებისას, შესაბამისად, პაციენტებში სიმპტომატური გასტრო – ეზოფაგალური რეფლუქსური დაავადებით. პაციენტთა შორის, რომლებიც დღეღამეში ღებულობენ 20 მგ ეზომეპრაზოლს PH - ის დონეზე 4-ზე მეტი სიმჟავის რეგისტრირება 8.12 და 16 საათის განმავლობაში მიიღწევა 76 %, 54% და 24 – ში შესაბამისად. 40 მგ ეზომეპრაზოლისათვის ეს თანაფარდობა შეადგენს, შესაბამისად, 97%, 92% და 56% - ს. გამოვლენილია კორელაცია მჟავის სეკრეციასა და პრეპარატის კონცენტრაციის შორის პლაზმაში (კონცენტრაციის შეფასებისათვის გამოყენებული იქნა AUC პარამეტრი). თერაპიული ეფექტი, რომელიც მიიღწევა მჟავის სეკრეციის ინჰიბირების შედეგად. 40 მგ დოზის ნექსუმის მიღების დროს რეფლუქს – ეზოფაგიტის განკურნებას ადგილი აქვს დაახლოებით 78 % პაციენტებში თერაპიას 4 კვირის შემდეგ და 93 % -ში – თერაპიას 8 კვირის შემდეგ. 20 მგ დოზის ნეკსუმით მკურნალობის დროს 2-ჯერ დღეღამეში შესაბამის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში ერთი კვირის განმავლობაში იძლევა წარმატებულ შედეგს Helicobacter pylori ერიდიკაციის სახით დაახლოებით 90 % პაციენტებში.
პაციენტებს, რომლებსაც არ აღენიშნებათ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გართულება, ერიდიკაციული ერთკვირიანი კურსის გავლის შემდეგ, არ ესაჭიროებათ შემდგომი მონოთერაპია ანტისეკრეციული პრეპარატებით წყლულის შესახორცებლად და სიმპტომების მოსაცილებლად. სხვა ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია მჟავის სეკრეციის ინჰიბირებასთან. ანტისეკრეციული პრეპარატებით მკურნალობისას გასტრინის დონე პლაზმაში მატულობს მჟავის სეკრეციის დაქვეითების შედეგად. პაციენტებში, რომლებიც ანტისეკრეციულ პრეპარატებს ღებულობდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხშირად აღინიშნება კუჭში ჯირკვლოვანი კისტის წარმოქმნა, რომელიც თერაპიას გაგრძელების ფონზე მიმდინარეობს დამოუკიდებლად. ეს მოვლენები განპირობებულია ფიზიოლოგიური ცვლილებებით მჟავის სეკრეციის ინჰიბირების შედეგად. ნექსიუმმა რანიტიდინით ორი ჩატარებული შედარებითი გამოკვლევებით პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ თერაპიას ცოგ-2 სელექციური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) ჩათვლით, გამოავლინა უკეთესი ეფექტურობა პეპტიური წყლულების შეხორცების მიმართ. ორი გამოკვლევის ჩატარების დროს ნექსიუმმა ეფექტურობის შეფასების მიხედვით გამოავლინა უკეთესი ეფექტურობა პეპტიკური წყლულების თავიდან აცილებისას პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანთების საწინაააღმდეგო არასტერიოდულ თერაპიას (60 წლის ზევით ასაკობრივი ჯგუფი და/ან პეპტიკური წყლულით ანამნეზში), ცოგ-2 სელექციური ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული პრეპარატების (ასაპ) მიღების ჩათვლით.
ფარმაკოკინეტიკა.
აბსორბცია და განაწილება. ეზომეპრაზოლი მჟავა გარემოში არამდგრადია, ამის გამო პერორალური გამოყენებისათვის ხმარობენ ტაბლეტებს, რომელიც შეიცავს კუჭის წვენის ქმედების მიმართ მდგრადი პრეპარატის გარსით დაფარულ გრანულებს. In vivo პირობებში მხოლოდ ეზომეპრაზოლის უმნიშვნელო ნაწილი გარდაიქმნება R – იზომერებად. პრეპარატი სწრაფად აბსორბირებს: პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები მიღწეულ იქნება 1 – 2 საათის მიღების შემდეგ. ეზომეპრაზოლის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 40 მგ დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ შეადგენს 64 %-ს და ყოველდღიური ერთხელ დღეღამეში მიღების ფონზე იზრდება 9 % - მდე. ეზომეპრაზოლის 20 მგ დოზისათვის ეს მაჩვენებლები შეადგენს შესაბამისად 50 % და 68 % - ს. აქედან განაწილების მოცულობა თანასწორობის კონცენტრაციის მქონე ჯანმრთელ ადამიანებში შეადგენს დაახლოებიტ სხეულის მასის 0,22 ლ/კგ-ს. ეზომეპრაზოლი პლაზმის ცილას უკავშირდება 97 %-ით. საკვების მიღება ანელებს და აქვეიტებს ეზომეპრაზოლის შეწოვა კუჭში.
მეტაბოლიზმი და ეკსკრეცია
ეზომეპრაზოლი მეტაბოლიზმს განიცდის ცოტოქრომ P450 (CYP) სისტემის მონაწილეობით, ამასთან წარმოიქმნება ეზომეპრაზოლის ჰიდროქსი და დემეთილირებული მეტაბოლიტები. დარჩენილი ნაწილის მეტაბოლიზმი ხორციელდება სხვა სპეციფიკური იზოფორმის CYP3A4-ის მიერ; ამასთან იქმნება ეზომეპრაზოლის სულფონაწარმოები, რომლებიც წარმოადგენენ ძირითად მეტაბოლიტს და რომლებიც განისაზღვრება პლაზმაში. ქვემოთ მოყვანილი პარამეტრები ასახავენ ძირითადად ფერმენ CYP2C19 აქტიურ პაციენტებში (პაციენტები აქტიური მეტაბოლიზმით) ფარმაკოკინეტიკის ხასიათს. ზოგადი კლირენსი პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 17 ლ/სთ და 9 ლ/სთ – მრავალჯერადი მიღების შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,3 სთ-ს, სისტემატიური მიღების დროს ერთხელ დღეღამეში. მრუდის “კონცენტრაცია-დრო”(AUC) ქვეშ ფართი იზრდება დოზის დამოკიდებულებიდან გამომდინარე რეგულარული მიღების დროს და დოზისა და AUC – ის არახაზოვან დამოკიდებულებაში გამოიხატება. ასეთი დროისა და დოზის დამოკიდებულება არის მეტაბოლიზმის დაქვეითების შედეგი, ღვიძლში “პირველი გასვლის” დროს, და აგრეთვე სისტემური კლირენსის დაქვეითებით, რომელიც გამოწვეულია სავარაუდოთ იმით, რომ ეზომეპრაზოლი ან/და მისი სულფონირებული მეტაბოლიტი CYP2C19 ფერმენტს აინჰიბირებს.
ყოველდღიური ერთჯერადი მიღების დროს ეზომეპრაზოლი სისხლის პლაზმიდან მთლიანად გამოიყოფა მიღებებს შორის შესვენების დროს და არ კუმულირებს. ეზომეპრაზოლის არცერთი ძირითადი მეტაბოლიტი გავლენას არ ახდენს კუჭის მჟავას სეკრეციაზე. პერორალური გამოყენების დროს დოზის 80%- მდე გამოდის მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად, ხოლო დანარჩენი რაოდენობა ფეკალიბთან ერთად. შარდში აღინიშნება უცვლელი ეზომეპრაზოლის 1%-ზე ნაკლები. ფარმაკოკინეტიკის თავისებურებანი პაციენტების ზოგიერთ ჯგუფში დაახლოებით მოსახლეობის 1-2% CYP2C19 ფერმენტი მცირედაა აქტიური (პაციენტები არააქტიური მეტაბოლიზმით), ასეთ პაციენტებში ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი ძირითადად განხორციელდება CYP3A4 – ის ქმედების შედეგად. 40 მგ ეზომეპრაზოლის სისტემატიური მიღების დროს ერთხელ დღეღამეში საშუალო AUC – ი 100%

  • ით ჭარბობს ამ პარამეტრის მნიშვნელობას პაციენტებში CYP2C19 აქტიური ფერმენტით (პაციენტები სწრაფი მეტაბოლიზმით). ნელი მეტაბოლიზმის მქონე პაციენტების პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციების საშუალო მნიშვნელობა გაზრდილია დაახლოებით 60%- ით. ხანდაზმულ პაციენტებში (71-81 წელი) ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდის. ქალებში 40 მგ ეზომეპრაზოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ საშუალო AUC 30% - ით აჭარბებს იგივე მაჩვენებელს მამაკაცებში. შემდგომში პრეპარატის სისტემატური ყოველდღიური მიღების დროს ერთჯერ დღეღამეში ორივე სქესის პაციენტებში განსხვავება ფარმაკოკინეტიკაში არ აღინიშნება (მითითებული განსხვავება პრეპარატის დოზირების რეჟიმზე გავლენას არ ახდენს). პაციენტებში ღვიძლის უკმარისობის სიმძიმის ზომიერი ან საშუალო ხარისხით შესაძლოა ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმის დარღვევა. ღვიძლის უკმარისობით მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში მეტაბოლიზმის სიჩქარე დაქვეითებულია, რაც ეზომეპრაზოლში AUC – ის ზრდის 2-ჯერ. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ფარმაკოკინეტიკის შესწავლა არ ჩატარებულა, რადგანაც თირკმელების გავლით ხორციელდება გამოყოფა არა თვით ეზომეპრაზოლისა, არამედ მისი მეტაბოლიტების, რის გამოც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ეზომეპრაზოლის მეტაბოლზმი არ იცვლება.

ჩვენებები
გასტრო – ეზოფაგელური რეფლექსი
- ეროზიული რეფლუქს – ეზოფაგიტის მკურნალობა;
- ხანგრძლივი დამხმარე მკურნალობა მორჩენილი პაციენტების რეციდივების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც ეროზიული რეფლუქს –
ეზოფაგიტით იყვნენ დაავადებულნი;
- გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის სიმპტომატური მკურნალობა. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში:
- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა, რომელიც Helicobacter pylori– თან ასოცირდება
- პეპტიკური წყლულების პროფილაქტიკა და მკურნალობა პაციენტებში წყლულოვანი დაავადებებით. პაციენტები, რომლებიც დიდხანს ღებულობდნენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს (ასაპ):
- პეპტიკური წყლულების შეხორცება, რომელიც დაკავშირებულია ასაპ – ის მიღებასთან.
- პროფილაქტიკა წყლულების შეხორცებისა, რომელიც დაკავშირებულია ასაპ– ის მიღებასთან.
**
უკუჩვენებები**

მომატებული მგრძნობელობა ეზომეპრაზოლის მიმართ, როდესაც ეზომეპრაზოლის მაგივრად გამოიყენებოდა ბენზიმიდაზოლი ან პრეპარატის სხვა სამკურნალო ფორმის ინგრედიენტები. პაციენტები, რომლებიც მემკვიდრეობით ვერ იტანენ ფრუქტოზას, გლუკოგალაქტოზური მალაბსორბაციით ან საქაროზო – იზომალტაზური უკმარისობით.
ბავშვთა ასაკი – პრეპარატის მიღების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების უქონლობასთან დაკავშირებით პაციენტების მოცემულ ჯგუფში.
სიფრთხილით – თირკმლის მძიმე უკმარისობა (გამოყენება შეზღუდულია)

გამოყენების წესი და დოზები
წამლის მიღება. ტაბლეტი მიღებულ უნდა იქნას მთლიანად, სითხის დაყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა ან დაფხვნა. პაციენტებმა, რომლებსაც გადაყლაპვა უჭირთ, ტაბლეტი შეიძლება განაზავოთ უგაზო წყლით ნახევარ ჭიქამდე (არ შეიძლება გამოიყენოთ სხვა სითხე, რადგან მიკროგრანულების დამცავი გარსი შეიძლება გაიხსნას), მოურიეთ ტაბლეტის დაშლამდე, რის შემდეგაც მიკროგრანულების ტივტივარი უნდა დალიოთ მაშინვე ან 30 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ ჭიქა კვლავ გაავსეთ ნახევრამდე, მოურიეთ ნარჩენებს და დალიეთ. მიკროგრანულების დაღეჭვა ან დაფქვა არ შეიძლება. იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ყლაპვა არ შეუძლიათ, ტაბლეტები უნდა გაზავდეს უგაზო წყალში და შეყვანილ იქნას ნაზოგასტრალური ზონდით. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამორჩეული შპრიცი და ზონდი გულდასმით უნდა იქნას ტესტირებული. მითითებები პრეპარატის მომზადებაზე და ნაზოგასტრალური ზონდით შეყვანაზე. იხ. ნაწილში “პრეპარატის შეყვანა ნაზოგასტრალური ზონდით”.
გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსი
ეროზიული რეფლუქს – ეზოფაგატის მკურნალობა: 40 მგ ერთხელ დღეღამეში 4 კვირის განმავლობაში. რეკომენდირებულია დამატებითი მკურნალობის 4 – კვირიანი კურსი იმ შემთხვევებში, თუ პირველი კურსის შემდეგ ეზოფაგატის მორჩენა არ ხდება ან სიმპტომები არ ქრება.
ეროზიული რეფლუქს – ეზოფაგატით მორჩენილი პაციენტების ხანგრძლივი დამხმარე მკურნალობა რეციდივის თავიდან აცილების მიზნით: 20 მგ ერთხელ დღეღამეში.
გასტრო – ეზოფარელაური რეფლუქსის სიმპტომატური მკურნალობა: 20 მგ ერთხელ დღეღამეში – პაციენტებს ეზოფაგიტის გარეშე. თუ 4 – კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ ქრება, უნდა ჩატარდეს პაციენტის დამატებითი გამოკვლევა. სიმპტომების გაქრობის შემდეგ შეიძლება პრეპარატის მიღების რეჟიმზე გადაყვანა, ე.წ. “საჭიროების დროს”, ე.ი. სიმპტომების განვითარებისას 20 მგ ნექსიუმი მიიღება ერთჯერ დღეღამეში მათ მოხსნამდე.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
Helicobacter pylori - ს ერიდიკაციისათვის კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, და აგრეთვე:
- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა, რომელიც ასოცირდება Helicobacter pylori – თან: ნექსიუმი 20 მგ, ამოქსიცილინი 1 გ და კლარითრომიცინი 500 მგ. ყველა პრეპარატი გამოიყენება ორჯერ დღეღამეში 1 კვირის განმავლობაში.
პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იყენებდნენ ასაპ – ებს:
- ასაპ-ების მიღებასთან დაკავშირებული პეპტიური წყლულის შეხორცება: ნექსიუმი 20 მგ ერთხელ დღეღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 4 – 8 კვირას შეადგენს.
- პეპტიური წყლულების პროფილაქტიკა, ასაპ-ების მიღებასთან დაკავშირებული პეპტიური წყლულების შეხორცება: ნექსიუმი 20 მგ ერთხელ
დღეღამეში.
თირკმლის უკმარისობა: პრეპარატის დოზას კორექცია არ სჭირდება, მაგრამ ნექსიუმის გამოყენების ცდა თირკმლის უკმარისობის მქონე მძიმე პაციენტებში შეზღუდულია; ამასთან დაკავშირებით, ასეთი პაციენტებისათვის პრეპარატის დანიშვნისას უნდა დაიცვას სიფრთხილე (იხ. ნაწილი)
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის უკმარისობის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ხარისხით პრეპარატის დოზას კორექცია არ სჭირდება. პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით არ უნდა იქნას გადაჭარბებული მაქსიმალური დოზა – 20 მგ დღეღამეში.
ხანდაზმული პაციენტები: პრეპარატის დოზას კორექცია არ სჭირდება.

გვერდითი მოვლენები.
ქვემოთ მოყვანილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული პრეპარატის დოზაზე.
ხშირი (>1/100, <1/10) __ თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეია, მეტეორიზმი, გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა, დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, თავბრუსხვევა, პირში სიმშრალე, ალერგიული რეაქციები;
ნაკლებად ხშირი (>1/1000, <1/100) __ ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია, “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება,
იშვიათი (>1/10000, <1/1000) __ მხედველობის დაბინდვა, სტივენს – ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ექსფოლიატური ერითემა, მიალგია
შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნებოდა რაცემული პრეპარატის (ომეპრაზოლის) გამოყენების დროს და რასაც შეიძლება მოველოდეთ აგრეთვე ეზომეპრაზოლის გამოყენების დროს.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა
პარესტეზია, ძილიანობა, უძილობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, წუხილი, აგზნება, დეპრესია, ჰალუცინაციები (უპირატესად დასუსტებულ პაციენტებში).
ენდოკრინული სისტემა: გინეკომასტია
კუჭ – ნაწლავის ტრაქტი: სტომატიტი და კუჭ – ნაწლავის კანდიდოზი
ჰემატოლოგია
ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია.
ღვიძლი
“ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ენცეფალოპათია პაციენტებში ღვიძლის ხანგრძლივი მძიმე დაავადებები; ჰეპატიტი სიყვითლესთან ერთად (ან მის გარეშე), ღვიძლის უკმარისობა.
საყრდენ - მამოძრავებელი აპარატი სახსრების ტკივილი, კუნთის სისუსტე
კანი
გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ტოქსიკური ეპიდერმიული ნეკროლიზი, ალოპეცია ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ალოპეცია
სხვა
საერთო სისუსტე, მომატებული ოფლიანობა, პერიფერიული შეშუპება, გემოს შეცვლა და ჰიპონატრიემია.
ალერგიული რეაქციები
ციება, ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციული ნეფრიტი და ანაფილაქსიური შოკი.
**
დოზის გადაჭარბება.**

ამჟამად აღწერილია განზრახ დოზის გადაჭარბების ძალიან იშვიათი შემთხვევები. სიმპტომებისას, რომელიც აღწერილია ეზომეპრაზოლის 280 მგ დოზით მიღების დროს, აღინიშნებოდა საერთო სისუსტე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია. 80 მგ ნიკსიუმის ერთჯერად მიღებას არ გამოუწვევია რომელიმე უარყოფითი შედეგები. სპეციფიკური ანტიდოტები არ არის ცნობილი. ეზომეპრაზოლი შეადგენს პლაზმის ცილებთან კომპლექსებს, ამიტომ დიალიზი მცირეეფექტურია დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს სიმპტომატური და საერთო დამხმარე მკურნალობა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთობა და სხვა ურთიერთობა
ეზომეპრაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე. კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითება ეზომეპრაზოლით მკურნალობის ფონზე შეიძლება შეხამებული იყოს პრეპარატის აბსორბციის ცვლილებასთან, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია გარემოს სიმჟავეზე. ეზომეპრაზოლი აინჰიბირებს cYP2C19 – ძირითად ფერმენტს, რომელიც მონაწილეობს მის მეტაბოლიზმში. შესაბამისად, ეზომეპრაზოლის ერთობლივი გამოყენება სხვა პრეპარატებთან, რომლის მეტაბოლიზმში მონაწილეობას ღებულობს CYP2C19, როგორიცაა დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, კლომიპრამინი, ფენიტოინი და სხვა., შეიძლება მოგვიყვანოს პლაზმაში ამ პრეპარატების კონცენტრაციის მომატებასთან, რაც, თავის მხრივ, მიგვიყვანს დოზის დაქვეითების აუცილებლობისაკენ. ეს მოვლენა განსაკუთრებით გამოიხატება ნეკსიუმის რეჟიმში “ საჭიროების მიხედვით” გამოყენებისას. 30 მგ ეზომეპრაზოლის და დიაზეპამის ერთობლივი მიღებისას 45%-ით ქვეითდება ფერმენტ-სუბსტრატის კომპლექსის კლირენსი (CYP2C19- დიაზეპამი). ეპილეფსიით დაავადებულების პლაზმაში ფენიტოინის მინიმალური კონცენტრაციები, მისი 40 მგ ეზომეპრაზოლის შეთავსებით იზრდებოდა 13% -ით. ამასთან დაკავშირებით რეკომენდირებულია კონტროლი გაეწიოს პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციას ეზომეპრაზოლით მკურნალობის დასაწყისში და მისი მოშლის დროს. ვარფარინის 40 მგ ეზომეპრაზოლთან ერთობლივი მიღება არ ახდენს კოაგულაციის დროის ცვლილებას პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად ღებულობდნენ ვარფარინს, მაგრამ აღინიშნა რამოდენიმე შემთხვევა, კლინიკურად მნიშვნელოვანი ინდექს MHO სნუ-ს (საერთაშორისო ნორმალიზებული ურთიერთობა) მომატება ვარფარინსა და ეზომეპრაზოლის ერთობლივი გამოყენების დროს. ამასთან დაკავშირებით რეკომენდირებულია მეთვალყურეობის გაწევა პაციენტებზე ამ პრეპარატის ერთობლივი გამოყენების დაწყებისას და დამთავრებისას. ციზაპრიდის კონცენტრაციები ამ დროს მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა. ინტერვალი QT-ს უმნიშვნელო გაგრძელება, რომელიც აღინიშნებოდა ციზაპრიდომის მონოთერაპიის დროს, ნექსიუმის დამატებით არ გაზრდილა (იხ. მუხლი “განსაკუთრებული მითითებანი”). ნესკსიუმი არ იწვევს ამოქსიცილინისა და ქინიდინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეზომეპრაზოლის ნაპროკსენის ან როფეკოკსიბის ერთობლივი გამოყენების შეფასების გამოკვლევებმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება. სამკურნალო პრეპარატების გავლენა ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე. ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმში მონაწილეობას ღებულობენ CYP2C9 და CYP3A4. ეზომეპრაზოლის კლარითრომიცინთან ერთობლივი გამოყენება (500 მგ ორჯერ დღეში), რომელიც აინჰიბირებს CYP3A4, ახდენს ეზომეპრაზოლის AUC ექსპოზიციის ზრდას 2-ჯერ. ამ შემთხვევაში ეზომეპრაზოლის დოზა კორექციას არ საჭიროებს.
**
განსაკუთრებული მითითებანი.**

ეზომეპრაზოლით მკურნალობის დაწყების წინ უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის შესაძლებლობა, რადგან მკურნალობამ შეიძლება მიიყვანოს სიმპტომატიკის შერბილებასთან და დიაგნოზის დასმის ვადის გადაწევასთან. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ პრეპარატს დიდი ხნის განმავლობაში (განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში), უნდა იმყოფებოდნენ ექიმის რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან თერაპიის “საჭიროების მიხედვით” რეჟიმში, უნდა გაუწიონ ინსტრუქტირება მისი ექიმთან დაკავშირების შესახებ სიმპტომების ხასიათის სეცვლის დროს. ყურადღება ექცევა რა პლაზმაში ეზომეპრაზოლის კონცენტრაციის ცვალებადობას თერაპიის “საჭიროების მიხედვით” დანიშნულებისას, უნდა იქნას გათვალისწინებული პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან (იხ. თავი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”).
ნეკსიუმის დანიშნულებისას Helicobacter pylori- ს ერადიკაციისთვის უნდა იქნას გათვალისწინებული სამკურნალო ურთიერთქმედების შესაძლებლობა სამმაგი თერაპიის ყველა კომპონენტისათვის.
**
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს**

ჯერჯერობით არ მოგვეპოვება საკმარისი მონაცემები ორსულობის დროს ნეკსიუმის გამოყენების შესახებ. ომეპრაზოლზე ჩატარებულმა (რომელიც წარმოადგენს რაცემულ ნარევს), ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების შედეგებმა გამოავლინა ფოტოტოქსიკური ქმედების არ არსებობა ან ნაყოფის განვითარების დარღვევა. ეზომეპრაზოლის ცხოველებში შეყვანისას არ გამოვლინდა რომელიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი ზემოქმედება ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე. რაცემული პრეპარატის შეყვანას ასევე არ მოუხდენია უარყოფითი ზეგავლენა ცხოველებზე ორსულობის, მშობიარობის პერიოდში და აგრეთვე პოსტნატალური განვითარების პერიოდში. ორსულებს პრეპარატი უნდა დაუნიშნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლობა აჭარბებს ნაყოფის შესაძლო რისკს. არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ეზომეპრაზოლი ძუძუს რძესთან, ამიტომ ნეკსიუმი არ ინიშნება ძუძუს წოვის დროს.

გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა.
7 ტაბლეტი ბლისტერში. მუყაოს შეკვრაში ერთი, ორი ან ოთხი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციით.
**
შენახვის პირობები.**

30°C –ზე არაუმეტეს ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა. ვარგისიანობის ვადის გასვლის მომდევნო 3 წლის განმავლობაში არ გამოიყენება, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
**
აფთიაქიდან გაცემის პირობები.**

გაცემა რეცეპტით.
**
ფირმა – მწარმოებელი.**
ასტრაზენეკი აბ, SE-151 85 სოდერტალე, შვედეთი.
დამატებითი ინფორმაცია მიწოდებულ იქნება მისამართზე, 11 9021 მოსკოვი,
თემურ ფრუნზეს ქ. ს. 11, შენ. 205.

პრეპარატის შეყვანა ნაზოგასტრალური ზონდით
პრეპარატის დანიშვნისას ნაზოგასტრალური ზონდით.
1. ტაბლეტი მოათავსეთ შპრიცში და შპრიცი გაავსეთ 25 მლ წყლით და დაახლოებით 5 მლ ჰაერით. ზოგიერთ ზონდისთვის შეიძლება
აუცილებელი გახდეს პრეპარატის განზავება 50 მლ სასმელ წყალში იმისათვის, რომ არ მოხდეს ზონდის გაჭედვა ტაბლეტის გრანულებით.
2. მაშინვე შეანჯღრიეთ შპრიცი დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში ტაბლეტის გასახსნელად.
3. შპრიცი გეჭიროთ ბუნიკით და დარწმუნდით იმაში, რომ ბუნიკი არ გაჭედილა.
4. ზონდში შეიყვანეთ შპრიცის ბუნიკი და დაიჭირეთ ზემოთ ამართულად.
5. შეანჯღრიეთ შპრიცი და გადმოაბრუნეთ ის ბუნიკით ქვედა მხარეს. მაშინვე შეიყვანეთ 5-10 მლ გახსნილი პრეპარატი ზონდში. შეყვანის შემდეგ ზონდი დააბრუნეთ წინანდელ მდგომარეობაში და შეანჯღრიეთ (შპრიცი უნდა გეჭიროთ ბუნიკით მაღლა, ბუნიკის გაჭედვის თავიდან
ასაცილებლად).
6. გადმოაბრუნეთ შპრიცი ბუნიკით დაბლა და შეიყვანეთ პრეპარატის კიდევ 5-10 მლ ზონდში. მოცემული ოპერაცია გაიმეორეთ მანამ, სანამ შპრიცი არ დაცარიელდება.
7. პრეპარატის ნაწილის შპრიცში ნალექის სახით ნარჩენის შემთხვევაში გაავსეთ შპრიცი 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით და გაიმეორეთ ოპერაცია, რომელიც აღწერილია მე-5 პუნქტში. ზოგიერთი ზონდისათვის ამ მიზნით შეიძლება დაგვჭირდეს 50 მლ სასმელი წყალი
GI.000-019-264.4.0
ნეკსიუმის სავაჭრო მარკა – კომპანია ასტრაზენეკის საკუთრება
AstraZeneca

საერთაშორისო დასახელება - esomeprazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

შემადგენლობა:
თითოეული ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ესომეპრაზოლს (მაგნიუმის დიჰიდრატის ფორმით);
თითოეული ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ესომეპრაზოლს (მაგნიუმის დიჰიდრატის ფორმით).

გამოყენების ჩვენებები
• გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება (გერდ):
o ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა;
o ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა, ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ, რეციდივის თავიდან ასაცილებლად;
o გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადების სიმპტომატური მკურნალობა.
• შესაფერის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან კომბინაციაში Helicobacter pylori- ის ერადიკაციისთვის და
o Helicobacter pylori-ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებისთვის;
o Helicobacter pylori-ით გამოწვეული პეპტიკური წყლულის რეციდივის პროფილაქტიკისთვის.
• პაციენტები, ვინც ხანგრძლივად იღებს აასს-ს:
o აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება;
o აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა პაციენტებში, ვინც რისკის ჯგუფს მიეკუთვნება.
• ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

გამოყენების წესი და დოზები
ტაბლეტი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად, სითხის დაყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა ან გატეხვა. იმ პაციენტებისთვის, ვინც სირთულეს განიცდის ჩაყლაპვისას, ტაბლეტს ხსნიან ნახევარ ჭიქა უგაზო წყალში დაშლამდე (არ შეიძლება სხვა სითხეების გამოყენება, ვინაიდან, მათ შეუძლიათ მიკროგრანულების ნაწლავში ხსნადი გარსის დარღვევა). ატივნარებულ ნარევს იღებენ დაუყოვნებლივ ან 15 წუთის განმავლობაში განმავლობაში, შემდეგ თავიდან ავსებენ ჭიქას ნახევრამდე, ხსნიან ნალექს და სვამენ. მიკროგრანულების დაღეჭვა ან დაქუცმაცება არ შეიძლება.

პაციენტებისთვის, ვისაც ყლაპვა არ შეუძლია, ტაბლეტს ხსნიან ნახევარ ჭიქა უგაზო წყალში და ატივნარებული ნარევი შეჰყავთ კუჭის ზონდის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ არჩეულმა შპრიცმა და ზონდმა საგულდაგულო ტესტირება გაიარონ. მითითებები პრეპარატის მომზადების და კუჭის ზონდის მეშვეობით შეყვანის თაობაზე ამავე კარში ქვემოთ.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი მოზარდები
გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება (გერდ)
- ეროზიული რეფლუქსური ეზოფაგიტის მკურნალობა: 40 მგ დღე-ღამეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.
რეკომენდებულია დამატებითი მკურნალობის 4 კვირიანი კურსი იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი კურსის შემდეგ ეზოფაგიტის შეხორცება არ ხდება ან ნარჩუნდება სიმპტომები.
- ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან ასაცილებლად: 20 მგ დღე-ღამეში ერთხელ.
- გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადების სიმპტომატური მკურნალობა: 20 მგ დღე-ღამეში ერთხელ პაციენტებისთვის დიაგნოზის გარეშე ეზოფაგიტის. თუ 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ ქრება, საჭიროა პაციენტის დამატებითი შემოწმების ჩატარება. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მათი შემდეგი პროფილაქტიკისთვის იღებენ 20 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ.
მოზრდილებში სიმპტომების მოცილების შემდეგ შეიძლება გადასვლა პრეპარატის მიღების რეჟიმზე "აუცილებლობის მიხედვით", ანუ ესომეპრაზოლის 20 მგ-ის მიღებაზე დღე- ღამეში ერთხელ სიმპტომების განახლებისას. პაციენტებისთვის, ვინც იღებს აასს-ს და მიეკუთვნება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარების რისკის ჯგუფს, მკურნალობა რეჟიმში კაუცილებლობის მიხედვითლ რეკომენდებული არ არის.

მოზრდილები
კომბინაციაში შესაფერის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან Helicobacter pylori-ის ერადიკაციისთვის და
- Helicobacter pylori-ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებისთვის და
- Helicobacter pylori-ით გამოწვეული პეპტიკური წყლულების რეციდივის პროფილაქტიკისთვის,
20 მგ ესომეპრაზოლი 1 გ ამოქსიცილინთან და 500 მგ კლარითრომიცინთან ერთად, ყველა ორჯერ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში.

საერთაშორისო დასახელება - esomeprazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

შემადგენლობა:
თითოეული ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ესომეპრაზოლს (მაგნიუმის დიჰიდრატის ფორმით);
თითოეული ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ესომეპრაზოლს (მაგნიუმის დიჰიდრატის ფორმით).

გამოყენების ჩვენებები
• გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება (გერდ):
o ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა;
o ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა, ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ, რეციდივის თავიდან ასაცილებლად;
o გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადების სიმპტომატური მკურნალობა.
• შესაფერის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან კომბინაციაში Helicobacter pylori- ის ერადიკაციისთვის და
o Helicobacter pylori-ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებისთვის;
o Helicobacter pylori-ით გამოწვეული პეპტიკური წყლულის რეციდივის პროფილაქტიკისთვის.
• პაციენტები, ვინც ხანგრძლივად იღებს აასს-ს:
o აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება;
o აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა პაციენტებში, ვინც რისკის ჯგუფს მიეკუთვნება.
• ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

გამოყენების წესი და დოზები
ტაბლეტი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად, სითხის დაყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა ან გატეხვა. იმ პაციენტებისთვის, ვინც სირთულეს განიცდის ჩაყლაპვისას, ტაბლეტს ხსნიან ნახევარ ჭიქა უგაზო წყალში დაშლამდე (არ შეიძლება სხვა სითხეების გამოყენება, ვინაიდან, მათ შეუძლიათ მიკროგრანულების ნაწლავში ხსნადი გარსის დარღვევა). ატივნარებულ ნარევს იღებენ დაუყოვნებლივ ან 15 წუთის განმავლობაში განმავლობაში, შემდეგ თავიდან ავსებენ ჭიქას ნახევრამდე, ხსნიან ნალექს და სვამენ. მიკროგრანულების დაღეჭვა ან დაქუცმაცება არ შეიძლება.

პაციენტებისთვის, ვისაც ყლაპვა არ შეუძლია, ტაბლეტს ხსნიან ნახევარ ჭიქა უგაზო წყალში და ატივნარებული ნარევი შეჰყავთ კუჭის ზონდის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ არჩეულმა შპრიცმა და ზონდმა საგულდაგულო ტესტირება გაიარონ. მითითებები პრეპარატის მომზადების და კუჭის ზონდის მეშვეობით შეყვანის თაობაზე ამავე კარში ქვემოთ.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი მოზარდები
გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება (გერდ)
- ეროზიული რეფლუქსური ეზოფაგიტის მკურნალობა: 40 მგ დღე-ღამეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.
რეკომენდებულია დამატებითი მკურნალობის 4 კვირიანი კურსი იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი კურსის შემდეგ ეზოფაგიტის შეხორცება არ ხდება ან ნარჩუნდება სიმპტომები.
- ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან ასაცილებლად: 20 მგ დღე-ღამეში ერთხელ.
- გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადების სიმპტომატური მკურნალობა: 20 მგ დღე-ღამეში ერთხელ პაციენტებისთვის დიაგნოზის გარეშე ეზოფაგიტის. თუ 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ ქრება, საჭიროა პაციენტის დამატებითი შემოწმების ჩატარება. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მათი შემდეგი პროფილაქტიკისთვის იღებენ 20 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ.
მოზრდილებში სიმპტომების მოცილების შემდეგ შეიძლება გადასვლა პრეპარატის მიღების რეჟიმზე "აუცილებლობის მიხედვით", ანუ ესომეპრაზოლის 20 მგ-ის მიღებაზე დღე- ღამეში ერთხელ სიმპტომების განახლებისას. პაციენტებისთვის, ვინც იღებს აასს-ს და მიეკუთვნება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარების რისკის ჯგუფს, მკურნალობა რეჟიმში კაუცილებლობის მიხედვითლ რეკომენდებული არ არის.

მოზრდილები
კომბინაციაში შესაფერის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან Helicobacter pylori-ის ერადიკაციისთვის და
- Helicobacter pylori-ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებისთვის და
- Helicobacter pylori-ით გამოწვეული პეპტიკური წყლულების რეციდივის პროფილაქტიკისთვის,
20 მგ ესომეპრაზოლი 1 გ ამოქსიცილინთან და 500 მგ კლარითრომიცინთან ერთად, ყველა ორჯერ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში.

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი 20მგ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 22,30მგ ეზომეპრაზოლის მაგნიუმის ტრიჰიდრატი, რაც შეესაბამება 20მგ ეზომეპრაზოლს.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერილ მონოსტეარატი 40-55 1,70მგ, ჰიპროლოზა 8,10მგ, ჰიპრომელოზა 17,00მგ, საღებავი - რკინის წითელი ოქსიდი (E172) 0,06 მგ, საღებავი

  • რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) 0,02მგ, ნატრიუმის სტეარატი 1,20მგ, მეტაკრილის და ეტაკრილის მჟავას თანაპოლიმერი (1:1) 35,00 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა 273,00მგ, პარაფინი 0,20მგ, მაკროგოლი 3,00მგ, პოლისორბატი 80 0,62მგ, კროსპოვიდონი 5,70მგ, ნატრიუმის სტეარილფუმარატი 0,57მგ, საქაროზას სფერული გრანულები (შაქარი, სფერული გრანულები) (ზომა 0,250-0,355მმ) 28მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) 2,90 მგ, ტალკი 14,00მგ, ტრიეთილციტრატი 10,00მგ.

ერთი ტაბლეტი 40მგ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 44,50 მგ ეზომეპრაზოლის მაგნიუმის ტრიჰიდრატი, რაც შეესაბამება 40მგ ეზომეპრაზოლს.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერილ მონოსტეარატი 40-55 2,30მგ, ჰიპროლოზა 11,00მგ, ჰიპრომელოზა 26,00მგ, საღებავი - რკინის წითელი ოქსიდი (E172) 0,45 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1,70მგ, მეტაკრილის და ეტაკრილის მჟავას თანაპოლიმერი (1:1) 46,00 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა 389,00მგ, პარაფინი 0,30მგ, მაკროგოლი 4,30მგ, პოლისორბატი 80 1,10მგ, კროსპოვიდონი 8,10მგ, ნატრიუმის სტეარილფუმარატი 0,81მგ, საქაროზას სფერული გრანულები (შაქარი, სფერული გრანულები) (ზომა 0,250-0,355მმ) 30,00მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) 3,80 მგ, ტალკი 20,00მგ, ტრიეთილციტრატი 14,00მგ.

აღწერა

ტაბლეტები 20მგ: წაგრძელებული ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, ღია ვარდისფერი შემოგარსული ტაბლეტი, ერთ მხარეს გრავირებით - 20 mG, მეორე მხარეს -

– A

EH

ტაბლეტები 40მგ: წაგრძელებული ფორმის ორმხრივ ამოზნექილი, ღია ვარდისფერი შემოგარსული ტაბლეტი, ერთ მხარეს გრავირებით - 40 mG, მეორე მხარეს -

– A

El

ფერი განაკვეთზე თეთრია ყვითელი წინწკლებით (ბურღულის მსგავსი).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კუჭის ჯირკვლების სეკრეციის დამაქვეითებელი საშუალება - პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ეზომეპრაზოლი წარმოადგენს ომეპრაზოლის S-იზომერს და პროტონული ტუმბოს სპეციფიური ინჰიბირების გზით აქვეითებს კუჭის პარიესულ უჯრედებში მარილმჟავას სეკრეციას. ომეპრაზოლის S- და R-იზომერებს ახასიათებს მსგავსი ფარმაკოდინამიური აქტივობა.

მოქმედების მექანიზმი

ეზომეპრაზოლი წარმოადგენს სუსტ ფუძეს, რომელიც კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტული უჯრედების სეკრეტორული მილაკების ძლიერ მჟავა გარემოში აქტიურ ფორმაში გადადის და აინჰიბირებს პროტონულ ტუმბოს-ფერმენტ Н+/К+-ატფ-აზას, ამასთან ხდება მარილმჟავას როგორც ბაზალური, ისე სტიმულირიბული სეკრეცია.

გავლენა კუჭში მჟავას სეკრეციაზე

ეზომეპრაზოლის მოქმედება ვითარდება 20მგ ან 40მგ-ს პერორალური მიღების შემდეგ 1 საათის განმავლობაში. პრეპარატის ყოველდღიური მიღებისას 5 დღის განმავლობაში დღეში 20მგ დოზით პენტაგასტრინით სტიმულირების შემდეგ მარილმჟავას საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია ქვეითდება 90%-ით (მჟავას კონცენტრაციის გაზომვისას პრეპარატის მიღებიდან 6-7 საათის შემდეგ თერაპიის მე-5 დღეს). გასტროეზოფაგური რეფქლუქს დაავადების (გერდ) მქონე პაციენტებში და კლინიკური სიმპტომების არსებობისას ეზომეპრაზოლის ყოველდღიური, 20 ან 40მგ დოზით მიღებიდან 5 დღის შემდეგ კუჭში рН მნიშვნელობა 4-ზე მაღლა ნარჩუნდებოდა საშუალოდ 13, 17 და 24 საათის განმავლობაში. Ⴃღეში 20მგ დოზით ეზომეპრაზოლის მიღების ფონზე, კუჭში рН მნიშვნელობა 4-ზე მეტად ნარჩუნდებოდა არანაკლებ 8, 12 და 16 საათის განმავლობაში პაციენტების 76, 54 და 24%-ში. 40მგ ეზომეპრაზოლისთვის ეს შეფარდება შეადგენს 97%, 92% და 56%-ს.

გამოვლენილია კორელაცია პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციასა და მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირებას შორის (კონცენტრაციის შეფასებისთვის გამოიყენება AUC პარამეტრი (არეალი მრუდის ქვეშ “კონცენტრაცია-დრო”).

თერაპიული ეფექტი, მიღწეული მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირების შედეგად. 40მგ დოზით ნექსიუმის მიღებისას რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცება ხდება დაახლოებით 78%-ში თერაპიის 4 კვირის შემდეგ და 93%-ში - 8 კვირის შემდეგ. ერთი კვირის განმავლობაში ნექსიუმით მკურნალობა დღეში ორჯერ 20მგ დოზით შესაბამის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში იწვევს Helicobacter pylori წარმატებით ერედიკაციას პაციენტების დაახლოებით 90%-ში. პაციენტებში გაურთულებელი წყლულოვანი დაავადებით ერთკვირიანი ერადიკაციული კურსის შემდეგ წყლულის შეხორცების და სიმპტომების მოხსნისთვის საჭირო არ არის პრეპარატებით მონოთერაპია, რომლებიც აქვეითებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას. ნექსიუმის ეფექტურობა პეპტიური წყლილიდან სისხლდენის დროს ნაჩვენები იყო პაციენტების კვლევაში, რომლებსაც აღენიშნებოდათ პეპტიური წყლულიდან ენდოსკოპიურად დადასტურებული სისხლდენა.

მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირებასთან დაკავშირებული სხვა ეფექტები. პრეპარატებით მკურნალობის დროს, რომლებიც აქვეითებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას, პლაზმაში გასტრინის კონცენტრაცია იზრდება მჟავას სეკრეციის დაქვეითების შედეგად. მარილმჟავას სეკრეციის დაქვეითების შედეგად იზრდება ქრომოგრანინ А (CgA)-ს კონცენტრაცია. CgA კონცენტრაციის მომატება შეიძლება გავლენას ახდენდეს ნეიროენდოკრინული სისტემის სიმსივნეების გამოსავლენი გამოკვლევის შედეგებზე. მოცემული გავლენის პრევენციისთვის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღება აუცილებლად უნდა შეწყდეს CgA კონცენტრაციის გამოკვლევამდე 5-14 დღით ადრე. თუ ამ დროის განმავლობაში CgA კონცენტრაცია ნორმალურ მნიშვნელობას არ უბრუნდება, გამოკვლევა უნდა განმეორდეს. ბავშვებში და მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ ომეპრაზოლს, აღინიშნება ენტეროქრომაფინის მსგავსი უჯრედების რაოდენობის მომატება, რაც დაკავშირებულია პლაზმაში გასტრინის კონცენტრაციის მომატებასთან. მოცემულ მოვლენას კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კუჭის ჯირკვლების სეკრეციის დამაქვეითებელ პრეპარატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ხშირად აღინიშნება კუჭში ჯირკვლოვანი კისტების წარმოქმნა. ეს მოვლენები განპირობებულია მარილმჟავას სეკრეციის გამოხატული დაქვეითების შედეგად განვითარებული ფიზიოლოგიური ცვლილებებით. კისტები კეთილთვისებიანია და უკუგანვითარებას ექვემდებარება. იმ სამკურნალო საშუალებების, მათ შორის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენებას, რომლებიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას, ახლავს კუჭში მიკრობული ფლორის შემცველობის გაზრდა, რომელიც ნორმაში არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების რისკის უმნიშვნელო ზრდა, რომლებსაც იწვევს Salmonella spp. და Campylobacter spp ბაქტერიები, ხოლო ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში სავარაუდოდ Clostridium difficile.

რანიტიდინით ორი შედარებითი კვლევის დროს ნექსიუმმა გამოავლინა კუჭის წყლულის შეხორცების უკეთესი ეფექტი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს (აასს) ციკლოოქსიგენაზა-2 (ცოგ-2)-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით.

ორი კვლევის განმავლობაში ნექსიუმმა გამოავლინა მაღალი ეფექტურობა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აასს-ს (ასაკობრივი ჯგუფი 60 წელზე უფროსი და/ან ანამნეზში პეპტიური წყლული), ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია და განაწილება. ეზომეპრაზოლი მჟავა გარემოში გამძლე არ არის, ამიტომ პერორალური მიღებისთვის გამოიყენება პრეპარატის გრანულების შემცველი ტაბლეტები, რომელთა გარსიც გამძლეა კუჭის წვენის მოქმედებისადმი. in vivo პირობებში მხოლოდ ეზომპერაზოლის უმნიშვნელო ნაწილი გარდაიქმნება R-იზომერად. პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება: პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღების შემდეგ 1-2 საათში. ეზომეპრაზოლის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 40მგ დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ შეადგენს 64%-ს და იზრდება 89%-ამდე დღეში ერთხელ ყოველდღიური გამოყენებისას. ეზომეპრაზოლის 20მგ დოზისთვის ეს მაჩვენებლები შეადგენს 50%-ს და 68%-ს. წონასწორული კონცენტრაციისას განაწილების მოცულობა ჯანმრთელ ადამიანებში შეადგენს დაახლოებით 0,22ლ/კგ-ს. ეზომეპრაზოლი 97%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. საკვების მიღება ანელებს და აქვეითებს კუჭში ეზომეპრაზოლის შეწოვას, თუმცა ეს მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირებაზე.

მეტაბოლიზმი და ექსკრეცია. ეზომეპრაზოლი ექვემდებარება მეტაბოლიზმს ციტოქრომ Р450 სისტემის მონაწილეობით. ძირითადი ნაწილი მეტაბოლიზდება სპეციფიური პოლიმორფული იზოფერმენტის - СYР2С19 მონაწილეობით, ამასთან წარმოიქმნება ეზომეპრაზოლის ჰიდროქსილირებული და დესმეთილირებული მეტაბოლიტები. დარჩენილი ნაწილის მეტაბოლიზმი ხორციელდება იზოფერმენტ CYP3A4-ით; ამასთან წარმოიქმნება ეზომეპრაზოლის სულფოწარმოებული, რომელიც წარმოადგენს პლაზმაში განსაზღვრულ ძირითად მეტაბოლიტს.

ქვემოთ მოყვანილი პარამეტრები ძირითადად ასახავს ფარმაკოკინეტიკის ხასიათს პაციენტებში იზოფერმენტ CYP2C19-ს მომატებული აქტივობით. საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 17ლ/სთ-ს პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ და 9ლ/სთ-ს მრავალჯერადი მიღების შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,3 საათს სისტემური მიღებისას დღეში ერთხელ. “კონცენტრაცია-დროის” მრუდი (AUC) იზრდება ეზომეპრაზოლის განმეორებითი მიღებისას. AUC – ს დოზადამოკიდებული ზრდა ეზომეპრაზოლის განმეორებით მიღებისაას არახაზოვანი ხასიათისაა, რაც წარმოადგენს ღვიძლში “პირველადი გავლისას მეტაბოლიზმის დაქვეითების, აგრეთვე სისტემური კლირენსის დაქვეითების შედეგს, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ეზომეპრაზოლით და/ან მისი სულფოწარმოებულებით იზოფერმენტ CYP2C19-ის ინჰიბირებით. დღეში ერთხელ ყოველდღიური მიღებისას ეზომეპრაზოლი სრულად გამოიყოფა სისხლის პლაზმიდან მიღებებს შორის შესვენების დროს და არ გროვდება.

ეზომეპრაზოლის ძირითადი მეტაბოლიტები გავლენას არ ახდენს კუჭის მჟავას სეკრეციაზე. პერორალური გამოყენებისას დოზის 80%-ამდე გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდით, დანარჩენი რაოდენობა გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად. შარდში ისაზღვრება უცვლელი ეზომეპრაზოლის 1%-ზე ნაკლები რაოდენობით.

ფარმაკოკინეტიკის თავისებურებები პაციენტების ზოგიერთ ჯგუფში.

მოსახლეობის დაახლოებით 2,9±1,5% -ში შემცირებულია იზოფერმენტ CYP2C19-ის აქტივობა. ამგვარ პაციენტებში ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება CYP3A4 მოქმედების შედეგად. 40მგ ეზომეპრაზოლის სისტემური მიღებისას დღეში ერთხელ საშუალო АUС მნიშვნელობა 100%-ით აჭარბებს ამ პარამეტრის მნიშვნელობას პაციენტებში, რომლებშიც იზოფერმენტ CYP2C19-ის აქტივობა დაქვეითებულია. პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციის მნიშვნელობა პაციენტებში იზოფერმენტის აქტივობის დაქვეითებით მომატებულია დაახლოებით 60%-ით. აღნიშნული თავისებურებები გავლენას არ ახდენს ეზომეპრაზოლის დოზაზე და გამოყენების მეთოდზე. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (71-80 წელი) ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდის. 40მგ ეზომეპრაზოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ АUС საშუალო მნიშვნელობა ქალებში 30%-ით აღემატება მამაკაცების იგივე მაჩვენებელს. პრეპარატის დღეში ერთხელ ყოველდღიური მიღებისას ფარმაკოკინეტიკის განსხვავებები მამაკაცებსა და ქალებში არ აღინიშნება. აღნიშნული თავისებურებები გავლენას არ ახდენს ეზომეპრაზოლის დოზაზე და გამოყენების მეთოდზე. ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი შეიძლება დაირღვეს პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით. პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით მეტაბოლიზმის სისწრაფე დაქეითებულია, რაც იწვევს ეზომეპრაზოლის АUС მნიშვნელობის ორჯერ ზრდას.

ფარმაკოკინეტიკის შესწავლა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა. რადგან თირკმლით ხორციელდება არა საკუთრივ ეზომეპრაზოლის, არამედ მისი მეტაბოლიტების გამოყოფა, შეიძლება ივარაუდონ, რომ ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ იცვლება. 12-18 წლის ბავშვებში 20 და 40მგ ეზომეპრაზოლის განმეორებითი მიღების შემდეგ АUС მნიშვნელობა და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (tmax) მსგავსი იყო მოზრდილების АUС და tmax მნიშვნელობისა.

ჩვენება

გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება:

- ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა;

- ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან ასაცილებლად;

- გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების სიმპტომური მკურნალობა.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში:

- Helicobacter pylori-სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა.

- Helicobacter pylori-სთან ასოცირებული პეპტიური წყლულის რეციდივის პროფილაქტიკა.

ხანგრძლივი მჟავადამთრგუნველი თერაპია პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს სისხლდენა პეპტიური წყლულიდან (პრეპარატების ინტრავენური მიღების შემდეგ, რომლებიც აქვეითებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას, რეციდივის პროფილაქტიკისთვის).

პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ აასს-ს:

- აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება;

- აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა რისკის ჯგუფის პაციენტებში

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი ან სხვა მდგომარეობები, როლებიც ხასიათდება კუჭის ჯირკვლების პათოლოგიური ჰიპერსეკრეციით, მათ შორის იდიოპათიური ჰიპერსეკრეცია.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ეზომეპრაზოლის, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ინგრედიენტების მიმართ.

ფრუქტოზის მემკვიდრეული აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქაროზა- იზომალტაზას უკმარისობა.

ბავშვთა ასაკი 12 წლამდე (პაციენტების მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემების არ არსებობის გამო) და ბავშვთა ასაკი 12 წლის ზემოთ ყველა ჩვენებისას, გარდა გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადებისა. ეზომეპრაზოლი არ უნდა გამოიყენონ ატაზანავირთან და ნელფინავირთან ერთად (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები”).

სიფრთხილით - თირკმლის მძიმე უკმარისობა (გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ამ დროისთვის არ არსებობს საკმარისი მონაცემები ნექსიუმის ორსულობის დროს გამოყენების შესახებ. ომეპრაზოლის ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებმა, რომელიც წარმოადგენს რაცემიულ ნარევს, აჩვენა ფეტოტოქსური მოქმედების ან ნაყოფის განვითარების დარღვევის არ არსებობა.

ეზომეპრაზოლის ცხოველებში შეყვანისას გამოვლენილი არ არის რაიმე პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი მოქმედება ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე. პრეპარატის რაცემიული ნარევის შეყვანა აგრეთვე არ ახდენდა ცხოველებზე უარყოფით გავლენას მაკეობის პერიოდში, მშობიარობის დროს, აგრეთვე პოსტნატალური განვითარებისას.

ორსულებში პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. უცნობია გამოიყოფა თუ არა ეზომეპრაზოლი რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში ნექსიუმი არ უნდა დაინიშნოს.

გამოყენების მეთოდი და დოზები

მიიღება შიგნით. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს სრულად, სითხის მიყოლებით. ტაბლეტები არ უნდა დაიღეჭოს ან დაქუცმაცდეს. პაციენტებისთვის ყლაპვის გაძნელებით ტაბლეტები შეიძლება გაიხსნას ნახევარ ჭიქა არაგაზირებულ წყალში (არ უნდა გამოიყენონ სხვა სითხეები, რადგან მიკროგრანულების დამცავი გარსი უნდა გაიხსნას), უნდა მოურიონ ტაბლეტის დაშლამდე, რის შემდეგაც მიკროგრანულების ნარევი უნდა დალიონ მაშინვე ან 30 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ჭიქა ხელახლა უნდა აივსოს წყლით ნახევრამდე, ნარჩენებს უნდა მოურიონ და უნდა დალიონ. მიკროგრანულები არ უნდა დაღეჭონ ან არ უნდა დაქუცმაცდნენ. პაციენტებისთვის, რომლებსაც ყლაპვა არ შეუძლიათ, ტაბლეტები უნდა გაიხსნას არაგაზირებულ წყალში და უნდა შეიყვანონ ნაზოგასტრალური ზონდით. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული შპრიცი და ზონდი გამოსადეგი იყოს აღნიშნული პროცედურის შესრულებისთვის. პრეპარტის მომზადების და ნაზოგასტრალური ზონდით შეყვანის მითითებები წარმოდგენილია პარაგრაფში “პრეპარატის შეყვანა ნაზოგასტრალური ზონდით”.

ბავშვები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა: 40მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში. რეკომენდებულია მკურნალობის დამატებითი 4 კვირიანი კურსი იმ შემთხვევებში, როდესაც პირველი კურსის შემდეგ არ ხდება ეზოფაგიტის განკურნება ან სიმპტომები გრძელდება.

ხანგრძლივი დამხმარე მკურნალობა ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის პროფილაქტიკისთვის: 20მგ დღეში ერთხელ.

გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების სიმპტომური მკურნალობა: 20მგ დღეში ერთხელ- პაციენტებში ეზოფაგიტის გარეშე. თუ 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ ქრება, უნდა ჩატარდეს პაციენტის დამატებითი გამოკვლევა. სიმპტომების მოხნის შემდეგ შეიძლება გადავიდნენ პრეპარატის “საჭიროების შემთხვევაში” მიღების რეჟიმზე ანუ ნექსიუმი 20მგ მიიღონ დღეში ერთხელ სიმპტომების განახლებისას. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ აასს-ს და მიეკუთვნებიან კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარების რისკის ჯგუფს, “საჭიროების შემთხვევაში” რეჟიმით მკურნალობა რეკომენდებული არ არის.

მოზრდილები

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში Helicobacter pylori- ს ერადიკაციისთვის:

• Helicobacter pylori-სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა: ნექსიუმი 20მგ, ამოქსიცილინი 1 გ და კლარიტრომიცინი 500მგ. ყველა პრეპარატი მიიღება დღეში ორჯერ 1 კვირის განმავლობაში.

• Helicobacter pylori სთან ასოცირებული პეპტიური წყლულის რეციდივის პროფილაქტიკა: ნექსიუმი 20მგ, ამოქსიცილინი 1 გ და კლარიტრომიცინი 500მგ. ყველა პრეპარატი მიიღება დღეში ორჯერ 1 კვირის განმავლობაში.

ხანგრძლივი მჟავის დამთრგუნველი თერაპია პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ სისხლდენა პეპტიური წყლულიდან (პრეპარატების ინტრავენური შეყვანის შემდეგ, რომლებიც აქვეითებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას, რეციდივის პროფილაქტიკისთვის)

ნექსიუმი 40მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში ინტრავენური თერაპიის დასრულების შემდეგ პრეპარატებით, რომლებიც აქვეითებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას.

პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ აასს -ს:

  • აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება:

  • ნექსიუმი 20მგ ან 40მგ დღეში ერთხელ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4-8 კვირას.

  • აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა: ნექსიუმი 20მგ ან 40მგ დღეში ერთხელ.

კუჭის პათოლოგიურ ჰიპერსეკრეციასთან დაკავშირებული მდგომარეობები, მათ შორის ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და იდიოპათიური ჰიპერსეკრეცია: რეკომენდებული საწყისი დოზა - ნექსიუმი 40მგ ორჯერ დღეში. შემდგომში დოზა ირჩევა ინდივიდუალურად, მკურნალობის ხანგრძლივობა ისაზღვრება დაავადების კლინიკური სურათით. არსებობს პრეპარატის 120მგ დოზის დღეში ორჯერ გამოყენების გამოცდილება.

თირკმლის უკმარისობა: პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ნექსიუმის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია; ამასთან დაკავშირებით პრეპარატის ამგვარ პაციენტებში დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა”).

ღვიძლის უკმარისობა: მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის უკმარისობის დროს პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებისთვის ღვიძლის მძიმე უკმარისობით მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 20მგ-ს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები: პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პრეპარატის შეყვანა ნაზოგასტრალური ზონდით

პრეპარატის დანიშვნისას ნაზოგასტრალური ზონდით მისაღებად

1. ტაბლეტი მოათავსეთ შპრიცში და აავსეთ შპრიცი 25მლ წყლით და დაახლოებით 5მლ ჰაერით. ზოგიერთი ზონდისთვის შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის გახსნა 50მლ სასმელ წყალში, რათა თავიდან აიცილონ ზონდში ტაბლეტის გრანულებით დახშობა.

2. დაუყოვნებლივ შეანჯღრიეთ შპრიცი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ტაბლეტის გახსნისთვის.

3. შპრიცი წვეტით ზემოთ გეჭიროთ და დარწმუნდით, რომ ბოლო დახშული არ არის.

4. შპრიცის ბოლო შეიყვანეთ ზონდში, ისე, რომ შპრიცი წვეტით ზემოთ გეჭიროთ.

5. შპრიცი შეანჯღრიეთ და გადააბრუნეთ ბოლოთი ქვემოთ.

დაუყოვნებლივ შეიყვანეთ 5-10მლ გახსნილი პრეპარატი ზონდში. შეყვანის შემდეგ შპრიცი წინა მდგომარეობაში დააბრუნეთ და შეანჯღრიეთ (შპრიცი უნდა იყოს ბოლოთი ზემოთ მიმართული მისი დახშობის თავიდან ასაცილებლად).

6. გადააბრუნეთ შპრიცი ბოლოთი ქვემოთ და ზონდში კიდევ 5-10მლ პრეპარატი შეიყვანეთ. მოცემული ოპერაცია გაიმეორეთ სანამ შპრიცი არ დაიცლება.

7. შპრიცში პრეპარატის ნაწილის ნალექის სახით დარჩენისას შპრიცი შეავსეთ 25მლ წყლით და 5 მლ ჰაერით და გაიმეორეთ 5,6 პუნქტში აღწერილი ოპერაცია. ზოგიერთი ზონდისთვის, ამ მიზნით, შეიძლება საჭირო გახდეს 50მლ სასმელი წყალი.

გვერდითი მოქმედება

ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტები, რომლებიც დამოკიდებული არ არის პრეპარატის დოზირების რეჟიმზე დარომლებიც აღინიშნა პრეპარატის კლინიკურ კველევებში და მისი გამოყენების პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

ხშირი (>1/100, <1/10) | თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა/ღებინება, შეკრულობა
---|---
არახშირი (>1/1000, <1/100) | დერმატიტი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ძილიანობა, უძილობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია, პირის სიმშრალე, პერიფერიული შეშუპება, “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება
იშვიათი (>1/10000, <1/1000) | მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია\ანაფილაქსიური შოკი), ბრონქოსპაზმი, ჰეპატიტი (სიყვითლით ან მის გარეშე), ართრალგია, მიალგია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დეპრესია, ჰიპონატრიემია, აგზნება, დაბნეულობა, გემოვნების დარღვევა, სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდოზი, ალოპეცია, ფოტოსენსიბილიზაცია, სისუსტე, ოფლიანობა, არამკვეთრი მხედველობა
ძალიან იშვიათი (<1/10000) | მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, წამლისმიერი გამონაყარით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი); აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ჰალუცინაციები, აგრესიული ქცევა, ენცეფალოპათია ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, კუნთების სისუსტე, ინტერსტიციალური ნეფრიტი, გინეკომასტია, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მრავალფორმული ერითემა, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია მძიმე ჰიპომაგნიემიის შედეგად, ჰიპოკალიემია ჰიპომაგნიემიის შედეგად, მიკროსკოპული კოლიტი (ჰისტოლოგიურად დადასტურებული).

დოზის გადაჭარბება

ამ დროისთვის აღწერილია დოზის განზრახ გადაჭარბების უკიდურესად იშვიათი შემთხვევები. ეზომეპრაზოლის 280მგ დოზით პერორალურ მიღებას ახლდა საერთო სისუსტე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები. 80მგ ნექსიუმის ერთჯერადი მიღება არ იწვევდა რაიმე უარყოფით შედეგს. ეზომეპრაზოლის ანტიდოტი უცნობია. ეზომეპრაზოლი კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ამიტომ დიალიზი ნაკლებეფექტურია. დოზის გადაჭარბებისას აუცილებელია სიმპტომური და ზოგადი შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ეზომეპრაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე.

კუჭში მარილმჟავას სეკრეციის დაქვეითებამ ეზომეპრაზოლით და პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე შეიძლება გამოიწვიოს იმ პრეპარატების აბსორბციის შემცირება ან მომატება, რომლებიც აქვეითებს კუჭის წვენის მჟავიანობას. ეზომეპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კეტოკონაზოლის, იტრაკონაზოლის და ერპოტინიბის აბსორბციის შემცირება და ისეთი პრეპარატების აბსორბციის მომატება, როგორიცაა დიგოქსინი. ომეპრაზოლის დღეში ერთხელ 20მგ-ს და დიგოქსინის ერთდროული მიღება ზრდის დიგოქსინის ბიოშეღწევადობის 10%-ით (დიგოქსინის ბიოშეღწევადობა იზრდებოდა 30%-მდე ათიდან 2 პაციენტში).

ნაჩვენები იყო, რომ ომეპრაზოლი ურთიერთქმედებს რამდენიმე ანტირეტროვირუსულ პრეპარატთან. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი და კლინიკური მნიშვნელობა ყოველთვის ცნობილი არ არის. ომეპრაზოლით თერაპიის ფონზე рН მნიშვნელობის მომატება შეიძლება გავლენას ახდენდეს ანტირეტროვირუსული პრეპარატების შეწოვაზე. აგრეთვე შესაძლებელია იზოფერმენტ CYP2C19 დონეზე ურთიერთქმედება. ომეპრაზოლით თერაპიის ფონზე ომეპრაზოლის და ზოგიერთი ანტირეტროვირუსული პრეპარატის ერთად მიღებისას, როგორიცაა ატაზანავირი და ნელფინავირი, აღინიშნება შრატში მათი კონცენტრაციის დაქვეითება. ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის. ჯანმრთელ მოხალისეებში ომეპრაზოლის (დღეში 40მგ) ატაზანავირთან 300მგ/რიტონავირთან 100მგ ერთად გამოყენება იწვევდა ატაზანავირის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვან შემცირებას (“კონცენტრაცია-დროის” მრუდი, მაქსიმალური (Cmax) და მინიმალური (Cmin) კონცენტრაციები მცირდებოდა დაახლოებით 75%-ით). ატაზანავირის დოზის გაზრდამ 400მგ-მდე მოახდინა ბიოშეღწევადობა ომეპრაზოლის მოქმედების კომპენსაცია.

ომეპრაზოლის და სექვინავირის ერთად გამოყენებისას აღინიშნა შრატში სექვინავირის კონცენტრაციის მომატება, ზოგიერთ სხვა ანტირეტროვირუსულ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას მათი კონცენტრაცია არ იცვლებოდა. ომეპრაზოლის და ეზომეპრაზოლის მსგავსი ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიური თვისებების გათვალისწინებით, ეზომეპრაზოლის ანტირეტროვირუსულ პრეპარატებთან ერთად გამოყენება, როგორიცაა ატაზანავირი და ნელფინავირი, რეკომენდებული არ არის.

ეზომეპრაზოლი აინჰიბირებს CYP2C19 –ს, მის მეტაბოლიზმში მონაწილე ძირითად ფერმენტს. შესაბამისად, ეზომეპრაზოლის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომელთა მეტაბოლიზმშიც მონაწილეობას იღებს იზოფერმენტი CYP2C19, როგორიცაა დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, კლომიპრამინი, ფენიტოინი და სხვ. შეიძლება იწვევდეს პლაზმაში ამ პრეპარატების კონცენტრაციის მომატებას, რაც თავის მხრივ შეიძლება საჭიროებდეს დოზების შემცირებას. ეს ურთიერთქმედება განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ ნექსიუმის “საჭიროების შემთხვევაში” გამოყენების შემთხვევაში. 30მგ ეზომეპრაზოლის და დიაზეპამის ერთად გამოყენებისას, რომელიც წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C19-ს სუბსტრატს, აღინიშნება დიაზეპამის კლირენსის 45%-ით შემცირება.

ეზომეპრაზოლის 40მგ დოზით გამოყენება ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში იწვევდა ფენიტოინის ნარჩენი კონცენტრაციის 13%-ით მომატებას. ამასთან დაკავშირებით, ეზომპერაზოლით მკურნალობის დასაწყისში და მისი მოხსნისას რეკომენდებულია პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი. დღეში ერთხელ ომეპრაზოლის 40მგ-ს მიღება იწვევდა ვორიკონაზოლის (იზოფერმენტ CYP2C19-ის სუბსტრატი) “კონცენტრაცია-დროის” მრუდის და Cmax –ის მომატებას 15 და 41%-ით.

ვარფარინის 40მგ ეზომეპრაზოლთან ერთად გამოყენება არ იწვევს კოაგულაციის დროის ცვლილებას პაციენტებში, რომლებიც მას ხანგრძლივად იღებენ. თუმცა აღინიშნა საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ინდექსის კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატების რამდენიმე შემთხვევა) ვარფარინის და ეზომეპრაზოლის ერთდროული გამოყენებისას. ეზომეპრაზოლის და ვარფარინის ან კუმარინის სხვა წარმოებულების თამნხლები მკურნალობის დაწყებამდე და დასრულებისას რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების კონტროლი. კვლევების შედეგებით აღნიშნულია ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელს (დატვირთვის დოზა 300მგ და შემანარჩუნებელი 75მგ/დღეში) და ეზომეპრაზოლს (40მგ დღეში შიგნით) შორის, რაც იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტისადმი ექსპოზიციის შემცირებას საშუალოდ 40%-ით და ადფ-გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის მაქსიმალურ დაქვეითებას დაახლოებით 14%-ით. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

პროსპექტულ რანდომიზებულ დაუსრულებელ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 3760 პაციენტზე მეტი, რომელიც იღებდა პლაცებოს ან ომეპრაზოლს 20მგ/დღეში დოზით კლოპიდოგრელთან და აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად და კლინიკური გამოსავლების არარანდომიზებულ დამატებით (post-hoc) ანალიზში პროსპექტული რანდომიზებული კვლევებისას 47000-ზე მეტი პაციენტის მონაწილეობით, ნაჩვენები არ იყო გულ- სისხლძარღვთა გართულებების რისკის მომატება კლოპიდოგრელის და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას ეზომეპრაზოლის ჩათვლით. შედეგები და დაკვირვებითი კვლევის რიგები წინააღმდეგობრივია და კლოპიდოგრელის და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთად გამოყენების ფონზე არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს გულ-სისხლძარღვთა თრომბოემბოლიური გართულებების მომატებული რისკის არსებობის ან არ არსებობის შესახებ.

კლოპიდოგრელის გამოყენებისას 20მგ ეზომეპრაზოლის და 81მგ აცეტილსალიცილის მჟავას ფიქსირებულ კომბინაციასთან ერთად კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტისადმი ექსპოზიცია დაქვეითდა თითქმის 40%-ით კლოპიდოგრელით მონოთერაპიასთან შედარებით, ამასთან ადფ გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების მაქსიმალური დონეები ერთნაირი იყო, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზის ერთდროულად გამოყენებასთან.

ომეპრაზოლის გამოყენება 40მგ დოზით იწვევდა ცილოსტაზოლის Cmax და AUC (“კონცენტრაცია-დროის” მრუდლი) ზრდას 18 და 26%-ით. ცილოსტაზოლის ერთი აქტიური მეტაბოლიტისთვის ზრდამ შეადგინა 29% და 69%.

ჯანმრთელ მოხალისეებში ციზაპრიდის 40მგ ეზომეპრაზოლთან ერთად გამოყენება იწვევს ციზაპრიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობის მომატებას: AUC – 32%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდის 31%-ით, თუმცა ამ შემთხვევაში პლაზმაში ციზაპრიდის მაქსიმალური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ იცვლება. QT ინტერვალის უმნიშვნელო გახანგრძლივება, რომელიც აღინიშნა ციზაპრიდით მონოთერაპიის დროს, ნექსიუმის დამატებისას არ გაზრდილა (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).

ეზომეპრაზოლის და ტაკროლიმუსის ერთად გამოყენებისას აღინიშნა შრატში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მომატება.

ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა მეტოტრექსატის კონცენტრაციის მომატება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას. მეტოტრექსატის მაღალი დოზების დანიშვნისას უნდა განიხილონ ეზომეპრაზოლის დროებით მოხსნის შესაძლებლობა. ნექსიუმი არ იწვევს ამოქსიცილინის და ქინიდინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებას.

ეზომეპრაზოლის და ნაპროქსენის ან როფეკოქსიბის ერთდროულად ხანმოკლე გამოყენების კვლევებმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.

სამკურნალო პრეპარატების გავლენა ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე

ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმში მონაწილეობს იზოფერმენტები CYP2C19 და CYP3A4. ეზომეპრაზოლის კლარიტრომიცინთან ერთად მიღება (500მგ დღეში ორჯერ) რომელიც აინჰიბირებს იზოფერმენტ CYP3А4-ს იწვევს ეზომეპრაზოლის AUC მნიშვნელობის ორჯერ გაზრდას. ეზომეპრაზოლის და იზოფერმენტ CYP3А4 და CYP2C19-ის კომბინირებული ინჰიბიტორების, მაგ. ვორიკონაზოლის გამოყენება შეიძლება იწვევდეს ეზომეპრაზოლის AUC-ს ორჯერ და მეტად ზრდას. როგორც წესი, ამ შემთხვევებში ეზომეპრაზოლის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ეზომეპრაზოლის დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით და პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას.

იზოფერმენტ CYP2C19 და CYP3A4-ის მაინდუცირებელი პრეპარატები, როგორიცაა რიფამპიცინი და კრაზანას პრეპარატები, ეზომეპრაზოლთან ერთად გამოყენებისას შეიძლება იწვევდეს პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაქვეითებას მეტაბოლიზმის დაჩქარების ხარჯზე.

განსაკუთრებული მითითებები

ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომის არსებობისას (მაგ, ისეთი როგორიცაა სხეულის მასის მნიშვნელოვანი სპონტანური დაქვეითება, განმეორებადი ღებინება, დისფაგია, სისხლიანი ღებინება ან მელენა), აგრეთვე კუჭის წყლულის არსებობისას (ან კუჭის წყლულზე ეჭვისას) უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების არსებობა, რადგან ნექსიუმით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომატიკის წაშლა და გადაავადოს დიაგნოზის დასმა. იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ომეპრაზოლს, კუჭის სხეულის ლორწოვანი გარსის ბიოპტატების ჰისტოლოგიური გამოკვლევისას ვლინდებოდა ატროფიული გასტრიტი. პაციენტები, რომლებიც პრეპარატს იღებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (განსაკუთრებით, წელიწადზე ხანგრძლივად), უნდა იმყოფებოდნენ ექიმის რეგულარული დაკვირვების ქვეშ. პაციენტები, რომლებიც ნექსიუმს იღებენ “აუცილებლობისას”, უნდა გააფრთხილონ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდნენ თავის ექიმს სიმპტომების ხასიათის ცვლილებისას. “აუცილებლობისას” თერაპიის დანიშვნისას, ეზომერპაზოლის კონცენტრაციის მერყეობის დროს, უნდა გაითვალისწინონ პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება (იხ. პარაგრაფი “ურითერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები). ნექსიუმის დანიშვნისას Helicobacter pylori- ს ერედიკაციისთვის უნდა გაითვალისწინონ წამლისმიერი ურთიერთქმედების შესაძლებლობა სამმაგი თერაპიის ყველა კომპონენტისთვის. კლარიტრომიცინი წარმოადგენს CYP3А4 ძლიერ ინჰიბიტორს, ამიტომ ერადიკაციული თერაპიის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3А4 მონაწილეობით მეტაბოლიზებულ სხვა პრეპარატებს, (მაგ. ციზაპრიდი), აუცილებელია უკუჩვენების და ამ სამკურნალო საშუალებებთან კლარიტრომიცინის ურთიერთქმედების გათვალისწინება. ნექსიუმის ტაბლეტები შეიცავს საქაროზას, ამიტომ უკუნაჩვენებია პაციენტებში ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქაროზა- იზომალტაზას უკმარისობით. გამოკვლევის შედეგებით აღნიშნულია ფარმაკოკინეტიკური /ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელს (დატვირთვის დოზა 300მგ და შემანარჩუნებელი დოზა 75მგ დღეში) და ეზომეპრაზოლს შორის (40მგ დღეში შიგნით), რაც იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური ნივთიერებისადმი ექსპოზიციის შემცირებას დაახლოებით 40%-ით და ადფ ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას საშუალოდ 14%-ით. ამიტომ უნდა მოერიდონ ეზომეპრაზოლის და კლოპიდოგრელის ერთად გამოყენებას (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები”). ცალკეული დაკვირვებითი კვლევები მიუთითებს, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდოს ოსტეოპოროზთან დაკავშირებული მოტეხილობის რისკი, თუმცა სხვა მსგავს კვლევებში რისკის მომატება აღნიშნული არ არის. ომეპრაზოლის და ეზომეპრაზოლის რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში ხანგრძლივი თერაპიის ორი ღია კვლევის ჩათვლით (12 წელზე მეტი) დადასტურებული არ იყო პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებასთან ოსტეოპოროზის ფონზე განვითარებული მოტეხილობის კავშირი. თუმცა ომეპრაზოლის/ეზომეპრაზოლის ოსტეოპოროზის ფონზე განვითარებულ მოტეხილობებთან კავშირი დადგენილი არ არის, ოსტეოპოროზის ან მის ფონზე მოტეხილობის რისკის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ შესაბამისი კლინიკური დაკვირვების ქვეშ.

გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატ ნექსიუმით თერაპიის დროს შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება და ძილიანობა, ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

გამოშვების ფორმა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები 20მგ და 40მგ.

7 ტაბლეტი ალუმინის ბლისტერზე, 1, 2 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში პირველი გახსნის კონტროლით.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

3 წელი

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნექსიუმი 40მგ #14ტ(შვედ)
  • სახელი: ნექსიუმი 40მგ #14ტ(შვედ)
  • შეფუთვა: 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (2X7)
Aversi 20.99 ლ
ნექსიუმი 40მგ #28ტ(თურქ)
  • სახელი: ნექსიუმი 40მგ #28ტ(თურქ)
  • შეფუთვა: 40მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28
Aversi 11 ლ
ნექსიუმი ტაბლეტი 40მგ #28
  • სახელი: ნექსიუმი ტაბლეტი 40მგ #28
  • შეფუთვა: 40მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28
Pharmadepot 10.97 ლ
ნექსიუმი ტაბლეტი 40მგ #14
  • სახელი: ნექსიუმი ტაბლეტი 40მგ #14
  • მწარმოებელი: AstraZeneca AB (შვედეთი)
  • შეფუთვა: 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (2X7)
Pharmadepot 20.2 ლ
ნექსიუმი ტაბლეტი 40მგ #14
  • სახელი: ნექსიუმი ტაბლეტი 40მგ #14
  • მწარმოებელი: AstraZeneca AB (შვედეთი)
  • შეფუთვა: 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (2X7)
GPC 20.2 ლ
NEXIUM - ნექსიუმი 40მგ 14 ტაბლეტი
  • სახელი: NEXIUM - ნექსიუმი 40მგ 14 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: AstraZeneca AB (შვედეთი)
  • შეფუთვა: 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (2X7)
PSP 17.18 ლ