ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის სამკურნალო საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ესომეპრაზოლი****USP
1. სამკურნალო პროდუქტის დასახელება
ესომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი.
ესომეპრაზოლი 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი.
2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 22.280 მგ ესომეპრაზოლის მაგნიუმის ტრიჰიდრატს, რაც 20 მგ ესომეპრაზოლის ეკვივალენტურია.
თითოეული გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 44.50 მგ ესომეპრაზოლის მაგნიუმის ტრიჰიდრატს, რაც 40 მგ ესომეპრაზოლის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერება(ები)
დამხმარე ნივთიერებები სრულად იხილეთ სუნქტში 6.1
3. ფარმაცევტული ფორმა
გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი.
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1 სამკურნალო ჩვენებები
ესომეპრაზოლი ტაბლეტები ნაჩვენებია მოზრდილებში:
გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადებისთვის (გერდ)
- ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა
- ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან ასაცილებლად
- გასტრო -ეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადების სიმპტომური მკურნალობა.
- Helicobacter pylori -ის აღმოსაფხვრელად შესაბამის ანტიბაქტერიულ მკურნალობასთან კომბინაციაში და
- Helicobacter pylori -ისთან დაკავშირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცება და
- პეპტიური წყლულის რეციდივის პრევენცია პაციენტებში Helicobacter pylori -ისთან დაკავშირებული წყლულით.
პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით მკურნალობას.
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება.
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პრევენცია, რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
ზოლინგერ ელისონის სინდრომის მკუნალობა.
ესომეპრაზოლის ტაბლეტები ნაჩვენებია მოზარდებში 12 წლიდან:
გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადებისთვის (გერდ)
- ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა
- ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან ასაცილებლად
- გასტრო -ეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადების სიმპტომური მკურნალობა.
- Helicobacter pylori -ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
4.2.დოზადამიღებისწესი****:
დოზა
მოზრდილები
გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადება _(_გერდ )
- ეროზიულირეფლუქს ეზოფაგიტისმკურნალობა
40 მგ ერთჯერ დღეში 4 კვირა.
დამატებითი 4 კვირიანი მკურნალობა რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ეზოფაგიტის შეხორცება არ ხდება ან ნარჩუნდება სიმპტომები.
- ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან ასაცილებლად
20 მგ ერთჯერ დღეში.
- გასტრო -ეზოფაგეალური რეფლუქსისდაავადების სიმპტომური მკურნალობა.
20 მგ დღე-ღამეში ერთხელ პაციენტებისთვის ეზოფაგიტის დიაგნოზის გარეშე. თუ 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ ქრება, საჭიროა პაციენტის დამატებითი შემოწმების ჩატარება. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მათი შემდეგი პროფილაქტიკისთვის იღებენ 20 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. საჭიროებისამებრ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოთხოვნითი რეჟიმი, დღეში ერთხელ 20 მგ მიღებით. პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ასაპ-ით და მიეკუთვნებიან კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარების რისკის ჯგუფს, შემდგომი სიმპტომების კონტროლისთვის არ არის რეკომენდებული მოთხოვნითი რეჟიმის გამოყენება.
შესაფერის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან კომბინაციაში _Helicobacter pylori-_ის ერადიკაციისთვის და __
- Helicobacter pylori -ით გამოწვეულითორმეტგოჯანაწლავისწყლულისშეხორცებისთვისდა
პეპტიური წყლულების რეციდივის პრევენცია პაციენტებში Helicobacter pylori -ისთანასოცირებული წყლულით:
20 მგ ესომეპრაზოლი 1 გ ამოქსიცილინთან და 500 მგ კლარითრომიცინთან ერთად, თითოეული ორჯერ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში.
პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ასაპ-ით ხანგრძლივ თერაპიას
- ასაპ-თ მკურნალობასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება:
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობაა – 4-8 კვირა.
ასაპ-ით მკურნალობასთან დაკავშირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პრევენცია პაციენტებში რისკის ჯგუფიდან:
20 მგ დღეში ერთხელ.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ ესომეპრაზოლს ორჯერ დღე-ღამეში მიღებით. შემდგომში დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების კლინიკური სურათით. კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პაციენტების უმრავლესობის კონტროლი შესაძლებელია ესომეპრაზოლის 80 მგ-დან 160 მგ-მდე დოზებით დღეში. 80 მგ-ზე მაღალ სადღეღამისო დოზებს შემთხვევაში დოზა უნდა გაიყოს და მისი მიღება უნდა მოხდეს დღეში ორჯერ.
განსაკუთრებული პოპულაციები
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პაციენტებისთვის თირკმელების ფუნქციის დარღვევით დოზის კორექტირება არ მოითხოვება. თირკმელების მძიმე უკმარისობით პაციენტებში გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო, ასეთ პაციენტებს პრეპარატი უნდა დაენიშნოთ განსაკუთრებული სიფრთხილით (იხ. პუნქტი 5.2).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებისთვის მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის ფუნქციის დარღვევით დოზის კორექტირება არ მოითხოვება. პაციენტებში მძიმე ღვიძლის უკმარისობით ესომეპრაზოლის მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 20 მგ-ს (იხ. პუნქტი 5.2).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექტირება არ მოითხოვება.
__
პედიატრიული პოპულაციები
მოზარდები 12 წლ ის ასაკიდან
გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქს დაავადება (გერდ)
- ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა:
40 მგ დღე-ღამეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.
რეკომენდებულია დამატებითი 4 კვირიანი მკურნალობა პაციენტებში რომლებშიც
ეზოფაგიტის შეხორცება არ ხდება ან ნარჩუნდება სიმპტომები.
- ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ
რეციდივის თავიდან ასაცილებლად:
20 მგ დღე-ღამეში ერთხელ.
- გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქს დაავადების სიმპტომატური მკურნალობა:
20 მგ დღე-ღამეში ერთხელ პაციენტებისთვის ეზოფაგიტის დიაგნოზის გარეშე. თუ 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ ქრება, საჭიროა პაციენტის დამატებითი შემოწმების ჩატარება. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მათი შემდეგი პროფილაქტიკისთვის იღებენ 20 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ.
Helicobacter pylori-ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა
სათანადო კომბინირებული მკურნალობის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი ოფიციალური მითითებები ბაქტერიული რეზისტენტობის, მკურნალობის ხანგრძლივობის (ყველაზე ხშირი 7 დღე მაგრამ ხანდახან 14 დღემდე) და ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით. მკურნალობას უნდა დააკვირდეს სპეციალისტი.
დოზირების რეკომენდაცია:
წონა | დოზა
---|---
30 - 40 კგ | ორი ანტიბიოტიკის კომბინაცია: ესომეპრაზოლი 20 მგ, ამოქსიცილინი 750 მგ და კლარითრომიცინი 7.5 მგ/კგ სხეულის წონაზე მიიღება ყველა ერთად დღეში ორჯერ ერთი კვირის მანძილზე.
40 კგ | ორი ანტიბიოტიკის კომბინაცია: ესომეპრაზოლი 20 მგ, ამოქსიცილინი 1 გ და კლარითრომიცინი 500 მგ მიიღება ყველა ერთად დღეში ორჯერ ერთი კვირის მანძილზე.
12 წლამდე ასაკის ბავშვები
1-დან 11 წლამდე ასაკის პაციენტებში დოზები მითითებულია ესომეპრაზოლის საშეტებში SmPC.
მიღების წესი
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, სითხის მიყოლებით. ტაბლეტების დაღეჭვა და დამსხვრევა არ შეიძლება. პაციენტებისთვის, რომლებსაც ყლაპვა უჭირთ, ტაბლეტების გახსნა შეიძლება ნახევარ ჭიქა არაგაზირებულ წყალში. სხვა სითხეები არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ნაწლავში ხსნადი გარსი შეიძლება დაიშალოს. მოურიეთ ტაბლეტს დაშლამდე და დალიეთ სითხე გრანულებთან ერთად დაუყოვნებლივ ან 30 წუთის განმავლობაში. გამოავლეთ ჭიქას ნახევარი ჭიქა წყალი და დალიეთ. დაუშვებელია გრანულების დაღეჭვა ან დამსხვრევა.
პაციენტებისთვის, რომლებსაც ყლაპვა არ შეუძლიათ, ტაბლეტები შეიძლება გაიხსნას არაგაზირებულ წყალში და მიღება მოხდეს კუჭის ზონდის საშუალებით. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული შპრიცისა და მილის მიზანშეწონილობა გულდასმით შემოწმდეს. მომზადებისა და მიღების ინსტრუქციისთვის იხილეთ პუნქტი 6.6.
4.3 უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლების ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ. იხ. პუნქტი 6.1.
- ესომეპრაზოლის გამოყენება ნელფინავირთან ერთად არ შეიძლება (იხ. პუნქტი 4.5).
4.4 განსაკუთრებული გაფრთხილება და გამოყენების სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომის არსებობისას (მაგალითად, სხეულის მასის მნიშვნელოვანი სპონტანური კლება, განმეორებით ღებინება, დისფაგია, ჰემატემეზისი ან მელენა), აგრეთვე, როდესაც არსებობს ეჭვი კუჭის წყლულზე ან დადასტურებულია, უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის შესაძლებლობა, ვინაიდან, ესომეპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების შემსუბუქება და ამგვარად შეაფერხოს სწორი დიაგნოზის დასმა.
ხანგრძლივი გამოყენება
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (განსაკუთრებით, 1 წელზე მეტ ხანს), უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი დაკვირვების ქვეშ.
«მოთხოვნის მიხედვით» მკურნალობა
პაციენტებმა, რომლებიც გადიან მკურნალობას რეჟიმში «მოთხოვნის მიხედვით», უნდა გაიარონ ინსტრუქცია ექიმთან მიმართვის აუცილებლობის თაობაზე სიმპტომების ხასიათის შეცვლის შემთხვევაში.
Helicobacter pylori-ის აღმოფხვრა
Helicobacter pylori-ის ერადიკაციისთვის ესომეპრაზოლის დანიშვნისას საჭიროა სამმაგი კომბინირებული თერაპიის ყველა კომპონენტის შესაძლო ურთიერთმოქმედების გათვალისწინება. კლარითრომიცინი წარმოადგენს CYP3A4-ს ძლიერ ინჰიბიტორს, ამიტომ კლარითრომიცინის უკუჩვენებები და ურთიერთმოქმედებები გათვალისწინებული უნდა იყოს, როდესაც სამმაგი კომბინირებული თერაპია გამოიყენება პაციენტებისთვის, რომლებიც პარარელურად ღებულობენ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4 იზოფერმენტის მეშვეობით, როგორიცაა ციზაპრიდი.
კუჭ-ნაწლავის ინფექციები
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავური ინფექციების როგორიცაა Salmonella და Campylobacter ზრდის უმნიშვნელო რისკი, (იხ. პუნქტი 5.1).
ვიტამინი B12-ს შეწოვა
ესომეპრაზოლმა, ისევე, როგორც ყველა მჟავა-მაბლოკირებელმა პრეპარატმა შეიძლება შეამციროს ვიტამინ В12-ის (ციანოკობალამინის) შეწოვა ჰიპო ან აქლორჰიდრიის გამო. ეს გათვალისწინებული უნდა იქნეს ვიტამინ В12-ის დეფიციტის ან მისი შეწოვის დაქვეითების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტის ხანგრძლივი თერაპიისთვის.
ჰიპომაგნიემია
მძიმე ჰიპომაგნიემია აღნიშნული იყო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ესომეპრაზოლის მსგავსი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (პტი) არა ნაკლებ სამი თვის განმავლობაში, და უმეტესად წლის განმავლობაში. შესაძლებელია ჰიპომაგნიემიის სერიოზული გამოვლენები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, ბოდვა, კონვულსიები, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია, მაგრამ ისინი შეიძლება უსიმპტომოდ დაიწყოს და შეუმჩნეველი დარჩეს. შემთხვევების უმრავლესობაში მაგნიუმის პრეპარატებით ჩამნაცვლებელი თერაპიის და პტი-ს მიღების შეწყვეტის შემდეგ ჰიპომაგნიემიის გამოვლენები მცირდებოდა.
იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია, რომ პაციენტისთვის საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა ან პტი-ს მიღება დიგოქსინთან ერთად ან ისეთ პრეპარატებთან შეთავსებით, რომელთაც გააჩნიათ ჰიპომაგნიემიის გამოწვევის უნარი (მაგალითად, შარდმდენები), პტი-თ მკურნალობის დაწყების წინ და პერიოდულად მკურნალობის დროს ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს მაგნიუმის დონის განსაზღვრის საკითხი.
მოტეხილობის რისკი
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს, განსაკუთრებით, თუ მათ იყენებენ დიდი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში (> 1 წელზე), გააჩნიათ თეძოს, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობის რისკის გაზრდის უნარი, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში ან სხვა ცნობილი რისკ ფაქტორების არსებობისას. დაკვირვებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს გააჩნია მოტეხილობების ზოგადი რისკის 10–40%-ით გაზრდის უნარი. გარკვეულწილად ეს ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა რისკ ფაქტორებთან. ოსტეოპოროზის რისკის ქვეშ მყოფმა პაციენტებმა უნდა იზრუნონ მოქმედი კლინიკური მითითებების შესაბამისად და ადეკვატურად მიიღონ ვიტამინი D და კალციუმი.
სუბფებრილური კანის წითელი მგლურა (სკწმ)
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან იშვიათად არის დაკავშირებული სუბფებრილური კანის წითელი მგლურას შემთხვევები. თუ აღინიშნება დაზიანებები, განსაკუთრებით, კანის იმ ადგილებში, სადაც მზე ხვდება, და თუ მას ახლავს ართრალგია, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და ჯანდაცვის პროფესიონალმა უნდა განიხილოს ესომეპრაზოლის მიღების შეწყვეტა. თუ სუბფებრილური კანის წითელი მგლურას მკურნალობა მანამდე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობისას მოხდა, მაშინ შესაძლოა გაიზარდოს სუბფებრილური კანის წითელი მგლურას რისკი სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობისას.
კომბინაცია სხვა სამკურნალო პროდუქტებთან
ესომეპრაზოლის ატაზანავირთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პუნქტი 4.5). თუ ატაზანავირით და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით კომბინირებული მკურნალობა აუცილებელია, მაშინ ატაზანავირის დოზის 400 მგ-მდე, ხოლო რიტონავირის – 100 მგ- მდე გაზრდისას რეკომენდებულია საგულდაგულო კლინიკური დაკვირვება; ესომეპრაზოლის დოზა არ უნდა აჭარბებდეს 20 მგ-ს.
ესომეპრაზოლი წარმოადგენს CYP2C19-ს ინჰიბიტორს. ესომეპრაზოლით მკურნალობის დასაწყისში და დამთავრების შემდეგ აუცილებელია იმ პრეპარატებთან სავარაუდო ურთიერთმოქმედების გათვალისწინება, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C19-ის საშუალებით. დადგენილია ურთიერთმოქმედება კლოპიდოგრელს და ომეპრაზოლს შორის (იხ. პუნქტი 4.5). ამ ურთიერთმოქმედების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია. სიფრთხილის თვალსაზრისით უნდა მოერიდოთ ესომეპრაზოლის და კლოპიდოგრელის ერთდროულად გამოყენებას.
ესომეპრაზოლის მოთხოვნის მიხედვით თერაპიის დანიშვნისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა ფარმაცევტულ საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგები, ესომეპრაზოლის პლაზმური კონცენტრაციების გამო. იხ. პუნქტი 4.5.
საქაროზა
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს საქაროზას. ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბაციის ან საქაროზა- იზომალტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
გავლენა ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე
ქრომოგრანინის (CgA) დონის მომატებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევის შედეგებზე. ამის თავიდან ასაცილებლად, ესომეპრაზოლით მკურნალობა დროებით უნდა იქნეს შეჩერებული, სულ მცირე, ხუთი დღით ადრე CgA-ს დონის განსაზღვრამდე (იხ. პუნქტი 5.1). თუ პირველადი განსაზღვრის შემდეგ CgA და გასტრინის დონე არ დაუბრუნდება მითითებულ ზღვარს, მისი განსაზღვრა უნდა განმეორდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ესომეპრაზოლის გავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე
პრო ტ ეაზ ა ს ინჰიბიტორ ები
არსებობს შეტყობინებები პროტეაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან ომეპრაზოლის ურთიერთქმედების შესახებ. კლინიკური მნიშვნელობა და მექანიზმები, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ურთიერთქმედებას, ყოველთვის არ არის ცნობილი. ომეპრაზოლით მკურნალობის დროს კუჭის წვენის рН-ის მომატებამ შეიძლება შეცვალოს პროტეაზას ინჰიბიტორების შეწოვა. ურთიერთმოქმედების სხვა შესაძლო მექანიზმები დაკავშირებულია CYP2C19-ის ინჰიბირებასთან.
ატაზანავირთან და ნელფინავირითან აღინიშნა შრატში დონის დაქვეითება, როდესაც მიიღებოდა ომეპრაზოლთან ერთად და მათი ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის. ომეპრაზოლის (40 მგ დღეში ერთხელ) და ატაზანავირის 300 მგ/რიტონავირის 100 მგ ერთდროულად გამოყენება ჯანმრთელ მოხალისეებში იწვევდა ატაზანავირის ზემოქმედების ხარისხის არსებით შემცირებას (AUC, Cmax და Cmin-ის შემცირება დაახლოებით 75%-ით). ატაზანავირის დოზის გაზრდა 400 მგ-მდე არ ახდენდა ატაზანავირის ზემოქმედების ხარისხზე ომეპრაზოლის გავლენის კომპენსირებას. ომეპრაზოლის (20 მგ დღე-ღამეში ერთხელ) ატაზანავირთან 400 მგ/რიტონავირთან 100 მგ ერთდროულად გამოყენება ჯანმრთელ მოხალისეებში იწვევდა ატაზანავირის ზემოქმედების ხარისხის დაქვეითებას, დაახლოებით 30%-ით იმ ზემოქმედებასთან შედარებით, რომელიც აღინიშნებოდა ატაზანავირის 300 მგ/რიტონავირის 100 მგ ყოველდღიურად გამოყენებისას ომეპრაზოლის გარეშე 20 მგ დღე-ღამეში ერთხელ. ომეპრაზოლთან (40 მგ დღე-ღამეში ერთხელ) ერთად მიღება ამცირებდა ნელფინავირის საშუალო AUC, Cmax და Cmin მაჩვენებლებს 36-39%-ით, ხოლო ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის AUC, Cmax და Cmin საშუალო მაჩვენებლებს М8 – 75-92%-ით. იმასთან დაკავშირებით, რომ ომეპრაზოლს და ესომეპრაზოლს გააჩნიათ ანალოგიური ფარმაკოდინამიური ეფექტები და ფარმაკოკინეტიკური თვისებები, ესომეპრაზოლის დანიშვნა ატაზანავირთან ერთად არ არის რეკომენდებული (იხ. პუნქტი 4.4), ხოლო ესომეპრაზოლის ნელფინავირთან ერთად გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3).
საქვინავირისთვის (რიტონავირთან შეთავსებით გამოყენებისას), ესომეპრაზოლთან (40 მგ დღე-ღამეში ერთხელ) ერთად მკურნალობის პერიოდში აღინიშნა შრატში დონის მომატება (80-100%). ომეპრაზოლის 20 მგ დღე-ღამეში ერთხელ გამოყენება არ ახდენს გავლენას დარუნავირის (რიტონავირთან შეთავსებით) და ამპრენავირის (რიტონავირთან შეთავსებით) ზემოქმედების ხარისხზე. ესომეპრაზოლით მკურნალობა დოზით 20 მგ დღე- ღამეში ერთხელ არ ახდენს გავლენას ამპრენავირის ზემოქმედების ხარისხზე (რიტონავირთან ერთად ან მის გარეშე). ომეპრაზოლის 40 მგ დღე-ღამეში ერთხელ გამოყენება არ ახდენს გავლენას ლოპინავირის ზემოქმედების ხარისხზე (რიტონავირთან შეთავსებით).
მეტოტრექსატი
მეტოტრექსატის პტი-თან ერთდ გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა მეტოტრექსატის დონის მომატება. მეტოტრექსატის მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება მოითხოვოს ესომეპრაზოლის მიღების დროებით შეწყვეტა.
ტაკროლიმუსი
ესომეპრაზოლთან ერთად მიღებისას დაფიქსირებულია შრატში ტაკროლიმუსის დონის
მომატება. უნდა ჩატარდეს გაძლიერებული მონიტორინგი ტაკროლიმუსის კონცენტრაციაზე,
ასევე თირკმლის ფუნქციაზე (კრეატინინის კლირენსი) და საჭიროების შემთხვევაში
მოხდეს ტაკროლიმუსის დოზის კორექცია.
სამკურნალო პროდუქტები pH -ზე დამოკიდებული შეწოვით
ესომეპრაზოლით და სხვა პტი-თ მკურნალობით დროს კუჭის მჟავას დათრგუნვამ შეიძლება შეამციროს ან გაზარდოს სამკურნალო საშუალებების შეწოვა, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია კუჭის წვენის рН-ზე. როგორც კუჭისშიდა მჟავიანობის დამაქვეითებელი სხვა სამკურნალო პრეპარატების შემთხვევაში, ესომეპრაზოლით მკურნალობის დროს ისეთი სამკურნალო საშუალებების შეწოვა, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ერლოტინიბი, შეიძლება შემცირდეს, ხოლო დიგოქსინის შეწოვა – გაიზარდოს. ომეპრაზოლის (20 მგ დღეში) და დიგოქსინთან ერთად მიღება ჯანმრთელ მოხალისეებში ზრდიდა დიგოქსინის ბიოშეღწევადობას 10%-ით (ათი სუბიექტიდან ორის შემთხვევაში – 30%-მდე). დიგოქსინის ტოქსიკურობა აღინიშნებოდა იშვიათად. მიუხედავად ამისა, ესომეპრაზოლის მაღალი დოზებით გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დიგოქსინის თერაპიული სამკურნალო მონოტორინგის გაძლიერება.
სამკურნალო პროდუქტები რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C19
ესომეპრაზოლი ახდენს CYP2C19-ს ინჰიბირებას, რომელიც ძირითად მონაწილეობას იღებს ესომეპრაზოლის მეტაბოლიზმში. ამგვარად, ესომეპრაზოლის გამოყენებამ კომბინაციაში ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C19-ს მეშვეობით, როგორიცაა დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, კლომიპრამინი, ფენიტოინი და ა.შ., შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატება და საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესომეპრაზოლის დანიშვნისას «მოთხოვნის მიხედვით» მკურნალობისთვის.
დიაზეპამი
ესომეპრაზოლის 30 მგ-სთან ერთად მიღებისას 45%-ით მცირდება დიაზეპამის, CYP2C19-ს სუბსტრატის კლირენსი.
ფენიტოინი
ეპილეფსიით დაავადებული პაციენტების პლაზმაში ფენიტოინის მინიმალური კონცენტრაციები იზრდება 13%-ით მისი 40 მგ ესომეპრაზოლთან ერთად მიღებისას. ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის გაკონტროლება ესომეპრაზოლით მკურნალობის დასაწყისში და მისი მოხსნისას.
ვორიკონაზოლი
ომეპრაზოლი (40 მგ დღე-ღამეში ერთხელ) ზრდიდა ვორიკონაზოლის (CYP2C19-ს სუბსტრატი) Cmax და AUCდონეებს 15% და 41%-ით, შესაბამისად.
ცილოსტაზოლი
ომეპრაზოლი, ისევე, როგორც ესომეპრაზოლი, მოქმედებს, როგორც CYP2C19-ს
ინჰიბიტორი. ჯვარედინ კვლევაში, ჯანმრთელ სუბიექტებში ომეპრაზოლის დოზით 40 მგ
მიღებისას გაიზარდა ცილოსტაზოლის Cmax და AUC მნიშვნელობები 18% და 26% ით,
შესაბამისად, ხოლო ერთი მისი აქტიური მეტაბოლიტი – 29% და 69%-ით, შესაბამისად.
ციზაპრიდი
40 მგ ესომეპრაზოლის ციზაპრიდთან ერთდროულად მიღებამ ჯანმრთელ მოხალისეებში გამოიწვია მრუდის ქვეშ არსებული არეს ( AUC) გაზრდა 32%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება (t1/2) 31%-ით, თუმცა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა პლაზმაში ციზაპრიდის კონცენტრაცია. მარტო ციზაპრიდის გამოყენების შემდეგ აღნიშნული იყო QTc ინტერვალის უმნიშვნელო გახანგრძლივება, თუმცა ციზაპრიდის ესომეპრაზოლთან კომბინაციაში ერთად გამოყენებისას შემდგომი გახანგრძლივება აღარ აღნიშნულა (იხ. პუნქტი 4.4).
ვარფარინი
კლინიკურ კვლევაში პაციენტები რომლებიც მკურნალობდნენ ვარფარინით, 40 მგ ესომეპრაზოლთან ერთად მიღებამ აჩვენა, რომ კოაგულაციის დრო არ გაცდენია მისაღებ ფარგლებს. თუმცა, პოსტმარკეტინგული კვლევებით, ერთად მიღებისას აღინიშნა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის გაზრდის კლინიკურად მნიშვნელოვანი რამდენიმე შემთხვევა. ვარფარინით ან სხვა კუმარინ წარმოებული პრეპარატებით მკურნალობის დროს რეკომენდებულია მონიტორინგი ესომეპრაზოლით მკურნალობის დანიშვნისას და დასრულებისას.
კლოპიდოგრელი
ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელსა (დატვირთვის დოზა – 300 მგ, შემდეგ 75 მგ/დღ-ღ) და ესომეპრაზოლს (40 მგ დღ-ღ) შორის, რამაც გამოიწვია კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციის შემცირება საშუალოდ 40%-თ და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების მაქსიმალური შემცირება (ADP ინდუცირებული) საშუალოდ 14%-თ.
როდესაც ჯანმრთელ სუბიქტთა კვლევაში კლოპიდოგრელი მიიღებოდა ესომეპრაზოლი 20 მგ + აცეტილსალიცილმჟავა (ASA) 81 მგ ფიქსირებულ დოზის კომბინაციასთან ერთად, მარტო კლოპიდოგრელთან შედარებით, კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია შემცირდა თითქმის 40%-თ. თუმცა, ამ სუბიექტებში თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების მაქსიმალური დონე (ADP ინდუცირებული) იგივე იყო რაც კლოპიდოგრელის და კლოპიდოგრელი + კომბინირებული (ესომეპრაზოლი + აცეტილსალიცილმჟავა) პროდუქტის ჯგუფში.
დაკვირვებითი და კლინიკური კვლევებით მიღებული იყო წინააღმდეგობრივი მონაცემები ესომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედების კლინიკური შედეგების შესახებ გამოხატული გულ-სისხლძარღვთა მოვლენების თვალსაზრისით. სიფრთხილის თვალსაზრისით კლოპიდოგრელთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გამოკვლეული სამკურნალო პროდუქტები კლინიკურად მნიშვნელოვანი
ურთიერთქმედების გარეშე
ამოქსიცილინი და ქინიდინი
ესომეპრაზოლს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ამოქსიცილინის ან ქინიდინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ნაპროქსენი ან როფეკოქსიბი
ესომეპრაზოლის, ნაპროქსენის ან როფეკოქსიბის ერთდროული მიღების შეფასების კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება მოკლევადიანი კვლევების დროს.
სხვა სამკურნალო პროდუქტების ეფექტი ესომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე
სამკურნალო პროდუქტები რომლებიც თრგუნავენ CYP2C19 და/ან CYP3A4
ესომეპრაზოლი მეტაბოლიზდება CYP2C19 და CYP3A4-ით. ესომეპრაზოლს და CYP3A4-ის ინჰიბიტორის, კლარითრომიცინის (500 მგ ორჯერ დღე-ღამეში) ერთად გამოყენება იწვევდა ესომეპრაზოლის (AUC) ექსპოზიციის გაორმაგებას. ესომეპრაზოლის და CYP2C19 და CYP3A4 კომბინირებული ინჰიბიტორის ერთად გამოყენებამ შეიძლება ორ-ჯერზე მეტად გაზარდოს ესომეპრაზოლის ექსპოზიცია. CYP2C19 და CYP3A4-ის ინჰიბიტორი ვორიკონაზოლი ზრდიდა ომეპრაზოლის AUC მნიშვნელობას 280%-ით. ასეთ შემთხვევებში ესომეპრაზოლის დოზის კორექტირება ჩვეულებრივ არ მოითხოვება, მაგრამ დოზის კორექტირების განხილვა აუცილებელია პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით და ხანგრძლივი მკურნალობისას.
სამკურნალო პროდუქტები რომლებიც აინდუცირებენ CYP2C19 და/ან CYP3A4
პრეპარატები, რომლებიც აინდუცირებენ CYP2C19, CYP3A4-ს ან ორივეს (როგორიცაა რიფამპიცინი და კრაზანა), გააჩნიათ სისხლის შრატში ესომეპრაზოლის დონის შემცირების უნარი ესომეპრაზოლის მეტაბოლიზმის მომატების ხარჯზე.
პედიატრიული პოპულაციები
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არსებული კლინიკური მონაცემები ესომეპრაზოლის გამოყენების შესახებ ორსულობის განმავლობაში არასაკმარისია. ორსულობის დიდი რაოდენობის დაკვირვებისას მიღებულ ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემებს, რომელთა დროსაც გამოიყენებოდა ომეპრაზოლის რაცემული ნარევი, ნაყოფისთვის ტოქსიკურობა და განვითარების მანკები არ გამოუვლენიათ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენეს ესომეპრაზოლის პირდაპირი ან ირიბი დამღუპველი გავლენა ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა რომელთა დროსაც გამოიყენებოდა რაცემული ნარევი, არ აჩვენეს პირდაპირი ან ირიბი მავნე გავლენა ორსულობაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ორსულ ქალებში დანიშვნისას.
მონაცემების ზომიერი რაოდენობა ორსული ქალების შესახებ (300-1000 ორსულობის შედეგი) არ მიუთითებს მანკებზე ან ნაყოფის/ახალშობილთა ტოქსიკურობაზე ესომეპრაზოლის გამოყენებისას.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენეს პირდაპირი ან ირიბი მავნე გავლენა რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან დაკავშირებით (იხ. პუნქტი 5.3).
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა ესომეპრაზოლი ადამიანის რძეში. მონაცემები არასაკმარისია ესომეპრაზოლის გავლენაზე ახალშობილებში/ჩვილებში. ესომეპრაზოლი არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა, რომელთა დროსაც გამოიყენებოდა ომეპრაზოლის რაცემული ნარევი, პერორალურად მიღებისას არ აჩვენა გავლენა ფერტილობაზე.
4.7 გავლენა ავტომობილის მართვის და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე
ესომეპრაზოლს მცირე გავლენა აქვს ავტომობილის მართვის და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე. უარყოფითი რეაქციებიდან აღინიშნა (იხ. პუნქტი 4.8) თავბრუსხვევა (არახშირი) და მხედველობის დაბინდვა (იშვიათი). გავლენის შემთხვევაში პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან გამოიყენოს მანქანა- დანადგარები.
4.8 არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა და გულისრევა არის ის უარყოფითი რეაქციები რომლებიც ყველაზე ხშირად აღინიშნა კლინიკურ ცდებში (და ასევე პოსტმარკეტინგული გამოყენებიდან). გარდა ამისა, უსაფრთხოების პროფილი მსგავსია სხვადასხვა ფორმულირებების, მკურნალობის ჩვენებების, ასაკობრივი ჯგუფებისა და პაციენტების პოპულაციებისათვის. დოზასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა.
უარყოფითი რეაქციების ტაბულირებული ჩამონათვალი
ესომეპრაზოლის კლინიკური კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პროგრამაში იდენტიფიცირებულია ან საეჭვოა წამლის შემდეგი უარყოფითი რეაქციები. არცერთი აღმოჩნდა დოზა-დამოკიდებული. რეაქციები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი >1/10; ხშირი >1/100-დან <1/10-მდე; არახშირი >1/1,000-დან <1/100-მდე; იშვიათი >1/10,000-დან <1/1,000-მდე; ძალიან იშვიათი <1/10,000; უცნობი (ვერ ხდება შეფასება არსებული მონაცემებით).
სისტემური ორგანული კლასი | სიხშირე | არასასურველი ეფეტები
---|---|---
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები | იშვიათი | ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია
ძალიან იშვიათი | აგრანულოციტოზი, პანციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები | იშვიათი | ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები მაგ, ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები | არახშირი | პერიფერიული შეშუპება
იშვიათი | ჰიპონატრემია
უცნობი | ჰიპომაგნემია (იხ. პუნქტი 4.4); მწვავე ჰიპომაგნემია შესაძლოა კორელირებდეს ჰიპოკალციემიასთან. ჰიპომაგნემია ასევე შესაძლებელია დაკავშირებუილი იყოს ჰიპოკალციემიასთან.
ფსიქიური დარღვევები | არახშირი | უძილობა
იშვიათი | მღელვარება, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია
ძალიან იშვიათი | აგრესია, ჰალუცინაცია
ნერვული სისტემის დარღვევები | ხშირი | თავის ტკივილი
არახშირი | თავბრუსხვევა, პარესთეზია, ძილიანობა
იშვიათი | გემოს დარღვევა
დარღვევები თვალის მხრივ | იშვიათი | ბუნდოვანი მხედველობა
სმენის და ლაბირინთის დარღვევები | არახშირი | თავბრუსხვევა
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყარის დარღვევები | იშვიათი | ბრონქოსპაზმი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ | ხშირი | მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა/ღებინება, კუჭის ფსკერის ჯირკვლის პოლიპი (კეთილთვისებიანი)
არახშირი | პირის სიმშრალე
იშვიათი | სტომატიტი, კუჭნაწლავის კანდიდოზი
უცნობი | მიკროსკოპული კოლიტი
ჰეპატობილიარული დარღვევები | არახშირი | ღვიძლის ფერმენტების ზრდა
იშვიათი | ჰეპატიტი სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე
ძალიან იშვიათი | ღვიძლის უკმარისობა, ენცელოპათია პაციენტებში მანამდე არსებული ღვიძლის დაავადებით
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები | არახშირი | დერმატიტი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება
იშვიათი | ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა
ძალიან იშვიათი | მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
უცნობი | სუბფებრილური კანის წითელი მგლურა (იხ. პუნქტი 4.4)
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები | არახშირი | თეძოს, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობა (იხ. პუნქტი 4.4)
იშვიათი | ართრალგია, მიალგია
ძალიან იშვიათი | კუნთების სისუსტე
თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები | ძალიან იშვიათი | ინტერსტიციული ნეფრიტი; ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა თირკმლის უკმარისობა
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და გულმკერდის მხრივ | ძალიან იშვიათი | გინეკომასტია
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობა | იშვიათი | სისუსტე, ოფლიანობის მომატება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებელისა და რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოეთხოვებათ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო უარყოფითი რეაქციის შესახებ Yellow Card Scheme-ს საშუალებით:
www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA MHRA Yellow Card -ს ძებნით Google Play ან Apple App Store- ში.
4.9 ჭარბი დოზირება
ამ მომენტისთვის აღწერილია განზრახ ჭარბი დოზირების უკიდურესად იშვიათი შემთხვევები. 280 მგ-ის მიღებისას სიმპტომებიდან აღწერილი იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები და სისუსტე. ესომეპრაზოლის 80 მგ-ის დოზით ერთჯერადი მიღება არ იწვევდა რაიმე უარყოფით შედეგს. სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. ესომეპრაზოლი უკავშირდება პლაზმის ცილებს, ამიტომ დიალიზი ნაკლებად ეფექტურია. ჭარბი დოზირების ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური და უნდა იქნას გამოყენებული ზოგადი დამხმარე ზომები.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: წამლები მჟავასთან-ასოცირებული დარღვევებისთვის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: A02BC05.
ესომეპრაზოლი წარმოადგენს ომეპრაზოლის S-იზომერს და ამცირებს კუჭის მჟავას სეკრეციას სპეციფიური, გამიზნული მოქმედების მექანიზმის გზით. იგი არის მჟავა ტუმბოს სპეციფიური ინჰიბიტორი პარიეტულ უჯრედებში. ომეპრაზოლის R- და S- იზომერებს მსგავსი ფარმაკოდინამიური აქტიურობა გააჩნიათ.
მოქმედების მექანიზმი
ესომეპრაზოლი წარმოადგენს სუსტ ფუძეს, პარიეტული უჯრედების სეკრეტორული არხების მჟავა გარემოში იგი კონცენტრირდება და გარდაიქმნება აქტიურ ფორმად, სადაც იგი აინჰიბირებს ფერმენტ H+K+- ATP-აზას - მჟავა ტუმბოს და თრგუნავს როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ მჟავას სეკრეციას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ესომეპრაზოლის 20 მგ ან 40 მგ-ის პერორალურად მიღების შემდეგ, მოქმედება იწყება ერთი საათის განმავლობაში. განმეორებით დღეში ერთჯერ 5 დღის განმავლობაში ესომეპრაზოლი 20 მგ მიღების შემდეგ, პენტაგასტრინის სტიმულაციის შემდეგ მჟავას საშუალო კონცენტრაციის პიკი მცირდება 90% -ით პრეპარატის მიღებისას 6-7 საათის შემდეგ გაზომვისას თერაპიის მე-5 დღეს.
ესომეპრაზოლის დოზით 20 მგ ან 40 მგ პერორალური მიღებიდან 5 დღის შემდეგ, კუჭშიდა рН მნიშვნელობა ნარჩუნდებოდა 4-ს ზემოთ საშუალოდ 13 და 17 საათი, 24 საათის განმავლობაში გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადების (გერდ) სიმპტომურ პაციენტებში შესაბამისად. პაციენტების რაოდენობა რომელთა კუჭშიდა pH მნიშვნელობა ნარჩუნდებოდა 4-ს ზემოთ მინიმუმ 8, 12 და 16 საათი 20 მგ ესომეპრაზოლისთვის, შეადგენდა 76%, 54% და 24%, შესაბამისად, ხოლო 40 მგ ეზომეპრაზოლისთვის ეს შეფარდება შეადგენს 97%, 92% და 56%.
AUC–ს როგორც პლაზმური კონცენტრაციის სუროგატის პარამეტრის გამოყენებით, ნაჩვენებია ურთიერთობა მჟავას სეკრეციის ინჰიბირებასა და ექსპოზიციას შორის.
ესომეპრაზოლის მიღებისას დოზით 40 მგ, რეფლუქს-ეზოფაგიტის განკურნება ხდება დაახლოებით პაციენტების 78%-ში, თერაპიის ოთხი კვირის შემდეგ და 93%-ში – თერაპიის რვა კვირის შემდეგ.
ერთი კვირის განმავლობაში ესომეპრაზოლით მკურნალობა დოზით 20 მგ დღე-ღამეში 2-ჯერ მიღებისას და შესაფერის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში იწვევს H.pylori -ს წარმატებულ ერადიკაციას პაციენტების დაახლოებით 90%-ში.
წყლულის ეფექტური შეხორცებისთვის და გაურთულებელი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სიმპტომების მოხსნისთვის, ერთკვირიანი ერადიკაციული თერაპიის შემდეგ არ მოითხოვება შემდგომი მონოთერაპია ანტისეკრეტორული პრეპარატებით.
რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პაციენტები ენდოსკოპიურად დადასტურებული პეპტიური წყლულის სისხლდენით Ia, Ib, IIa ან IIb ტიპი ფორესტით (9%, 43%, 38% და 10% შესაბამისად) რანდომიზებული იყვნენ ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ ესომეპრაზოლის საინფუზიო ხსნარს (n=375) ან პლაცებო ჯგუფში (n=389). ენდოსკოპიური ჰემოსტაზის შემდეგ პაციენტები ღებულობნდნენ ან 80 მგ ესომეპრაზოლს 30 წუთის განმავლობაში ინტრავენური ინფუზიის სახით, შემდგომი უწყვეტი (8 მგ/სთ) ინფუზიით, ან პლაცებოს 72 საათის განმავლობაში. საწყისი 72 საათის შემდეგ, ყველა პაციენტი ღიად იღებდა 40 მგ ესომეპრაზოლს პერორალურად 27 დღის განმავლობაში მჟავას დასათრგუნად. 3 დღის განმავლობაში განმეორებითი სისხლდენის შემთხვევები შეადგენდა 5,9% ესომეპრაზოლის ჯგუფში, პლაცებოს ჯგუფთან 10.3% შედარებით. მკურნალობიდან 30-ე დღეს განმეორებითი სისხლდენის შემთხვევები ესომეპრაზოლის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით შეადგენდა 7.7% 13.6%.
ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღების დროს, მჟავას სეკრეციის დაქვეითების შედეგად პლაზმაში გასტრინის კონცენტრაცია იზრდება. ასევე კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითების გამო, იზრდება ქრომოგრანინი A (CgA). CgA-ს დონის მომატებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევის შედეგებზე. არსებული გამოქვეყნებული მტკიცებულებების თანახმად, CgA-ს დონის განსაზღვრამდე 5 დღიდან და 2 კვირით ადრე უნდა შეწყდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღება. ეს საშუალებას მისცემს CgA დონეს, რომელიც შეიძლება ფარულად გაიზარდოს პტი მკურნალობის შემდეგ, დაუბრუნდეს მითითებულ მაჩვენებელს.
ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღებულობდნენ ესომეპრაზოლს, აღენიშნებოდათ ენტეროქრომაფინის მსგავსი უჯრედები (ECL) რაოდენობის მომატება, რაც სავარაუდოდ, დაკავშირებულია პლაზმაში გასტრინის დონის მომატებასთან. ეს დასკვნები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა.
ანტისეკრეტორული პრეპარატების ხანგრძლივად მიღებისას რამდენადმე იზრდება კუჭში ჯირკვლოვანი კისტების განვითარების სიხშირე. ეს ცვლილებები წარმოადგენს მჟავას სეკრეციის ინჰიბირების ფიზიოლოგიურ შედეგს, კეთილთვისებიანია და შექცევადია.
ნებისმიერი საშუალების, მათ შორის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებით განპირობებული კუჭის მჟავიანობის შემცირება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნორმაში არსებული ბაქტერიების რაოდენობას. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების განვითარების რისკის უმნიშვნელო მატება როგორიცაა Salmonella და Campylobacter ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, ასევე შესაძლოა Clostridium difficile.
კლინიკური ეფექტურობა
ორ კვლევაში რანიტიდინით აქტიური კომპარატორის სახით, ესომეპრაზოლმა აჩვენა კუჭის წყლულის შეხორცების უკეთესი ეფექტი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ასაპ, ცოგ-2 სელექტიური ასაპ-ს ჩათვლით.
ორ პლაცებო კვლევაში კომპარატორის სახით, ესომეპრაზოლმა აჩვენა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პრევენციის უკეთესი ეფექტი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ასაპ (ასაკობრივი ჯგუფი >60 და/ან ანამნეზში წყლულით), ცოგ-2 სელექტიური ასაპ-ს ჩათვლით.
ბავშვთაპოპულაცია
გერდ მქონე პედიატრიული პაციენტების კვლევაში (<1-დან 17 წლამდე ასაკში), რომლებიც ხანგრძლივად ღებულობდნენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს, ბავშვების 61%-ში განვითარდა ენტეროქრომაფინის მსგავსი უჯრედების (ECL) მსუბუქი ხარისხის ჰიპერპლაზია, უცნობი კლინიკური მნიშვნელობით და ატროფიული გასტრიტის ან კარცინოიდული სიმსივნეების განვითარების გარეშე.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ესომეპრაზოლი არამდგრადია მჟავე გარემოში და მიიღება პერორალურად ნაწლავში ხსნადი გრანულების სახით. in vivo პირობებში R-იზომერად გარდაქმნა უმნიშვნელოა. ესომეპრაზოლის აბსორბცია სწრაფია, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს პრეპარატის დოზის მიღებიდან 1-2 საათს. პრეპარატის დოზით 40 მგ ერთჯერადი მიღების შემდეგ აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64%-ს და იზრდება 89%-მდე დღე-ღამეში ერთხელ განმეორებით მიღების შემდეგ. ესომეპრაზოლისთვის დოზით 20 მგ მნიშვნელობებმა შესაბამისად შეადგინა 50% და 68%-ს.
საკვების მიღება ანელებს და ამცირებს ესომეპრაზოლის შეწოვას, თუმცა ეს მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს კუჭში მჟავას მიმართ ესომეპრაზოლის მოქმედებაზე.
განაწილება
ჯანმრთელ პირებში წონასწორული კონცენტრაციებისას განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0.22 ლ/კგ სხეულის მასაზე. ესომეპრაზოლის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 97%.
ბიოტრანსფორმაცია
ესომეპრაზოლი მთლიანად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 (CYP) სისტემით. ესომეპრაზოლის მეტაბოლიზმის ძირითადი ნაწილი დამოკიდებულია პოლიმორფულ CYP2C19 იზოფერმენტზე, რომელიც პასუხისმგებელია ესომეპრაზოლის ჰიდროქსი- და დისმეთილ- მეტაბოლიტების წარმოქმნაზე. დარჩენილი ნაწილი დამოკიდებულია სხვა სპეციფიურ იზოფორმაზე, CYP3A4, რომელიც პასუხისმგებელია ესომეპრაზოლის სულფონის წარმოქმნაზე, პლაზმის ძირითადი მეტაბოლიტი.
ელიმინაცია
ქვემოთ მოყვანილი პარამეტრები ძირითადად ასახავს ფარმაკოკინეტიკას პირებში,
აქტიური ფერმენტით CYP2C19, მნიშვნელოვანი მეტაბოლიზატორები.
საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 17 ლ/სთ ერთჯერადი მიღების შემდეგ
და დაახლოებით 9 ლ/სთ – განმეორებით მიღებისას.
პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1.3 საათს დღე-ღამეში ერთჯერ განმეორებით მიღების შემდეგ. ესომეპრაზოლი დღე-ღამეში 1-ჯერ მიღებისას მთლიანად გამოიყოფა პლაზმიდან მიღებებს შორის შუალედში დაგროვების ტენდენციის გარეშე.
ესომეპრაზოლის ძირითადი მეტაბოლიტები კუჭის მჟავას სეკრეციაზე გავლენას არ ახდენს. ესომეპრაზოლის პერორალური მიღებისას 80% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდით, დანარჩენი – განავლით. პრეპარატის 1%-ზე ნაკლები ვლინდება შარდში.
ხაზოვანება/არახაზოვანება
ესომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო 40 მგ დოზისთვის, დღე-ღამეში 2-ჯერ მიღებისას. მრუდის ქვეშ არსებული არე ( AUC) იზრდება ესომეპრაზოლის განმეორებითი მიღებისას.
ასეთი ზრდა არის დოზადამოკიდებული და განმეორებით მიღების შემდეგ იწვევს დოზაზე მეტ პროპორციულ ზრდას AUC-ში. დრო და დოზა დამოკიდებულება მეტაბოლიზმის დაქვეითების და სისტემური კლირენსის შემცირების შედეგია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ესომეპრაზოლის და/ან მისი სულფონური მეტაბოლიტის მიერ იზოფერმენტ CYP2C19 ინჰიბირებით.
პაციენტებისსპეციალურიპოპულაციები
ნელი მეტაბოლიზატორები
მოსახლეობის დაახლოებით 2.9±1.5% აქვს CYP2C19 ფერმენტის დაქვეითებული აქტივობა და ეწოდება ნელი მეტაბოლიზატორები. ასეთ ინდივიდებში ესომეპრაზოლის მეტაბოლიზმი სავარაუდოდ ძირითადად ხორციელდება CYP3A4 იზოფერმენტით. 40 მგ ესომეპრაზოლის განმეორებით დღე-ღამეში 1-ჯერ მიღების ფონზე, საშუალო მრუდის ქვეშ არსებული არე ნელ მეტაბოლიზატორებში აღმოჩნდა დაახლოებით 100%-თ მეტი, ვიდრე იმ სუბიექტებში რომლებსაც ჰქონდათ ფუნქციური CYP2C19 ფერმენტი (მნიშვნელოვანი მეტაბოლიზატორები). პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციების საშუალო მნიშვნელობები გაზრდილი იყო დაახლოებით 60%-ით. მითითებული თავისებურებები გავლენას არ ახდენს ესომეპრაზოლის დოზირებაზე.
სქესი
40 მგ ესომეპრაზოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ, საშუალო მრუდის ქვეშ არსებული
არე ქალებში დაახლოებით 30% მეტია, ვიდრე მამაკაცებში. დღე-ღამეში 1-ჯერ
განმეორებით მიღებისას, გენდერული განსხვავება არ აღინიშნა. ეს მონაცემები
გავლენას არ ახდენს ესომეპრაზოლის დოზირებაზე.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით, ესომეპრაზოლის მეტაბოლიზმი შესაძლოა დარღვეული იყოს. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, მეტაბოლიზმის სიჩქარე დაქვეითებულია, რაც იწვევს ესომეპრაზოლის მრუდის ქვეშ არსებული ფართობის ორჯერ გაზრდას. ამიტომ, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით ესომეპრაზოლის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს. დღე-ღამეში 1-ჯერ მიღებისას ესომეპრაზოლი ან მისი ძირითადი მეტაბოლიტები არ აკუმულირდება.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
კვლევები არ ჩატარებულა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. რადგან თირკმლები პასუხისმგებელია ესომეპრაზოლის მეტაბოლიტების გამოყოფაზე, მაგრამ არა ძირითი შემადგენელი ნაწილის ელიმინაციზე, არ არის მოსალოდნელი, რომ შეიცვალოს ესომეპრაზოლის მეტაბოლიზმი პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
ხანდაზმულები
ესომეპრაზოლის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ხანდაზმულ სუბიექტებში (71-80 წლის).
__
პედიატრიული პოპულაციები
12-დან 18 წლამდე მოზარდები:
12–18 წლის ასაკის ბავშვებში 20 მგ და 40 მგ ესომეპრაზოლის განმეორებით დოზის მიღებისას, მთლიანი ექსპოზიცია (AUC) და პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) მოზრდილების მსგავსია ესომეპრაზოლის ორივე დოზისთვის.
5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
არაკლინიკური მონაცემებით, ადამიანისთვის განსაკუთრებული საფრთხე არ გამოვლენილა უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის, რეპროდუქციული და განვითარების ტოქსიკურობის ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე. უარყოფითი რეაქციები არ შეინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში, მაგრამ ნანახია ცხოველებში ექსპოზიციის დონეზე, რაც კლინიკური ექსპოზიციის დონის მსგავსია და კლინიკური გამოყენების შესაძლო მნიშვნელობა შემდეგია:
ვირთხებში ჩატარებულმა კანცეროგენობის კვლევებმა, რომელთა დროსაც გამოიყენებოდა რაცემული ნარევი, აჩვენა კუჭის ენტეროქრომაფინის მსგავსი უჯრედების (ECL) ჰიპერპლაზია და კარცინოიდები. კუჭის ეს ეფექტები ვირთხებში არის ჰიპერგასტრინემიის შენარჩუნების შედეგი, რაც ამცირებს კუჭის მჟავას წარმოქნას და აღინიშნება ვირთხებში კუჭის მჟავს სეკრეციის ინჰიბიტორებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.
6. ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
20 მგ ტაბლეტი:
მზა გრანულები, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოპოვიდონი (კოლიდონი VA 64), კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კოპოვიდონი (კოლიდონი VA 64), ოპადრი ენტერალური თეთრი, FD & C ლურჯი საღებავი.
40 მგ ტაბლეტი:
ლუდიპრესი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოპოვიდონი (კოლიდონი VA 64), კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ოპადრი ენტერალური თეთრი, ვაშლის მწვანე ფერი, ლიმონის ყვითელი ფერი.
6.2 შეუთავსებლობა
არ არის მოცემული.
6.3 შენახვის ვადა
3 წელი
6.4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
6.5 კონტეინერის აღწერა და შიგთავსი
ესომეპრაზოლი-20: 14 ტაბლეტი ყოველ ბლისტერზე და 2 ბლისტერი ერთ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ესომეპრაზოლი-40: 14 ტაბლეტი ყოველ ბლისტერზე და 2 ბლისტერი ერთ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
6.6 მოხმარების და განკარგვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
განკარგვისთვის განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
პრეპარატის შეყვანა კუჭის ზონდის მეშვეობით
1. მოათავსეთ ტაბლეტი შპრიცში და შეავსეთ შპრიცი 25 მლ წყლით და დაახლოებით 5 მლ
ჰაერით. ზოგიერთი ზონდისთვის შეიძლება საჭირო გახდეს
პრეპარატის განზავება 50 მლ სასმელ წყალში იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული
ზონდის გაჭედვა ტაბლეტის მიკროგრანულებით.
2. დაუყოვნებლივ დაიწყეთ შპრიცის შენჯღრევა და გააგრძელეთ ის დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ტაბლეტის გასახსნელად.
3. დაიჭირეთ შპრიცი ბუნიკით ზემოთ და დარწმუნდით, რომ ბუნიკი არ არის გაჭედილი.
4. შეიყვანეთ შპრიცის ბუნიკი ზონდში, კვლავ გეჭიროთ ის ზემოთ მიმართულ
მდგომარეობაში.
5. შეანჯღრიეთ შპრიცი და გადააბრუნეთ ის ბუნიკით ქვემოთ. დაუყოვნებლივ შეიყვანეთ 5-10 მლ განზავებული პრეპარატი ზონდში. შეყვანის შემდეგ დააბრუნეთ შპრიცი ადრინდელ მდგომარეობაში და შეანჯღრიეთ (შპრიცი უნდა გეჭიროთ ბუნიკის ზემოთ მიმართულ მდგომარეობაში ბუნიკის გაჭედვის თავიდან აცილების მიზნით).
6. გადააბრუნეთ შპრიცი ბუნიკით ქვემოთ და შეიყვანეთ ზონდში პრეპარატის კიდევ 5-10 მლ. გააგრძელეთ ეს ოპერაცია შპრიცის დაცლამდე.
7. თუ შპრიცში დარჩა პრეპარატის ნაწილი, შეავსეთ შპრიცი 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით და გაიმეორეთ მე-5 პუნქტში აღწერილი ოპერაციები. ზოგიერთი ზონდისთვის ამ მიზნისთვის შეიძლება საჭირო გახდეს 50 მლ წყალი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
**7.**სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
DRUG INTERNATIONAL LIMITED.
252, ტონგის სამრეწველო ზონა,
ტონგი, გაზიპური, ბანგლადეში.
ესომეპრაზოლი 20 მგ, 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
წამლის გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
· დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
· ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი და მათი დაავადების ნიშნები ერთნაირია.
· გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს
ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული. იხილეთ პუნქტი 4.
ამ ჩანართში:
1.რას წარმოადგენს ესომეპრაზოლი და რისთვის გამოიყენება იგი
2.რა უნდა იცოდეთ ესომეპრაზოლის მიღებამდე
3.როგორ მივიღოთ ესომეპრაზოლი
4.შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ ესომეპრაზოლი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ესომეპრაზოლი და რისთვის გამოიყენება იგი
ესომეპრაზოლი არის წამლის გენერიული სახელწოდება. იგი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები“. იგი მუშაობს კუჭის მიერ გამომუშავებული მჟავას რაოდენომის შემცირებაზე.
ესომეპრაზოლი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობისთვის:
მოზრდილები
გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადება (გერდ). ეს არის მდგომარეობა როდესაც მჟავა
კუჭიდან გადადის საყლაპავში (მილი რომელიც ყელს აკავშირებს კუჭთან) და იწვევს
ტკივილს, ანთებას და გულძმარვას.
წყლულები კუჭში ან ნაწლავის (ნაწლავი) ზედა ნაწილში რომელიც ინფიცირებულია
„Helicobacter pylori“’-ს ბაქტერიით. თუ თქვენ გაქვთ ეს მდგომარეობა, ექიმმა
ინფექციის მკურნალობის მიზნით შესაძლოა ასევე დაგინიშნოთ ანტიბიოტიკები და ამით
ხელი შეუწყოს წყლულის შეხორცებას.
აასპ-თ (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) გამოწვეული კუჭის
წყლული. ესომეპრაზოლის გამოყენება ასევე შესაძლებელია კუჭის წყლულის
ჩამოყალიბების შეჩერების მიზნით თუ ღებულოთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო
პრეპარატებს.
კუჭში ძალინ დიდი რაოდენობით მჟავას არსებობა რაც გამოწვეულია პანკრეასში ზრდით
(ზოლინგერ ელისონის სინდრომი).
ინტრავენური ომეპრაზოლით წყლულის სისხლდენის რეციდივის პრევენციის შემედეგ
ხანგრძლივი მკურნალობა.
12 წლის და მეტი ასაკის მოზარდები
გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადება (გერდ). ეს არის დაავადება როდესაც მჟავა
კუჭიდან გადადის საყლაპავში (მილი რომელიც ყელს აკავშირებს კუჭთან) და იწვევს
ტკივილს, ანთებას და გულძმარვას.
წყლულები კუჭში ან ნაწლავის (ნაწლავი) ზედა ნაწილში რომელიც ინფიცირებულია
„Helicobacter pylori“’-ს ბაქტერიით. თუ თქვენ გაქვთ ეს მდგომარეობა, ექიმმა
ინფექციის მკურნალობის მიზნით შესაძლოა ასევე დაგინიშნოთ ანტიბიოტიკები და ამით
ხელი შეუწყოს წყლულის შეხორცებას.
2. რა უნდა იცოდეთ ესომეპრაზოლის მიღებამდე
არ მიიღოთ ესომეპრაზოლი:
· თუ ხართ ალერგიული ესომეპრაზოლის ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6).
· თუ ხართ ალერგიული პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების სხვა პრეპარატების მიმართ (მაგ: პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი).
· თუ ღებულობთ ნელფინავირის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).
არ მიიღოთ ესომეპრაზოლი თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი. თუ არ ხართ დარწმუნებული ესომეპრაზოლის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ესომეპრაზოლის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე პრობლემები
თუ ოდესმე გქონიათ კანის რეაქციები ესომეპრაზოლის მსგავსი პრეპარატებით
მკურნალობის შემდეგ რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავას.
თუ თქვენ გჭირდებათ სისხლის კონკრეტული ანალიზი (ქრომოგრანინი A).
ესომეპრაზოლმა შეიძლება დამალოს სხვა დაავადების სიმპტომები. აქედან
გამომდინარე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ ომეპრაზოლის მიღებამდე ან მისი
მიღების დროს აღინიშნება რომელიმე ჩამოთვლილთაგანი:
უმიზეზოდ კარგავთ წონას და გაქვთ ყლაპვის პრობლემები.
გაქვთ კუჭის ტკივილი ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა.
იწყებთ საკვების ან სისხლის ღებინებას.
გაქვთ შავი განავალი (სისხლიანი განავალი)
თუ ესომეპრაზოლი დაგენიშნათ „მოთხოვნის მიხედვით“, სიმპტომების გაგრძელების და
მისი ხასიათის შეცვლის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ესომეპრაზოლის მსგავსი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებამ, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდოს თეძოს, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობის რისკი. უთხარით ექიმს თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ ღებულობთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).
თუ კანზე გაჩნდება გამონაყარი, განსაკუთრებით იმ ადგილებზე სადაც მზე ხვდება, მაშინვე უთხარით ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ესომეპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტა. გახსოვდეთ აგრეთვე ნებისმიერი სხვა ავადმყოფობის ეფექტი, როგორიცაა ტკივილი სახსრებში.
12 წლამდე ააკის ბავშვები
ინფორმაცია დოზირების შესახებ 1-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში მოცემულია ესომეპრაზოლის პროდუქტის საშეტის ინფორმაციაში (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს).
სხვა პრეპარატები და ესომეპრაზოლი
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ ღებულობდით ან შესაძლოა რომ მიიღოთ სხვა პრეპარატები. ეს მოიცავს იმ პრეპარატებს რომელსაც ყიდულობთ რეცეპტის გარეშე. ეს იმის გამო ხდება, რომ ესომეპრაზოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედებაზე და ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ესომეპრაზოლზე.
არ მიიღოთ ესომეპრაზოლის ტაბლეტები თუ ღებულობთ ნელფინავირის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება აივ ინფექციის სანკურნალოდ).
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:
ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სანკურნალოდ).
კლოპიდოგრელი (გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციი მიზნით).
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (გამოიყენება სოკოთი გამოწვეული
ინფექციების სამკურნალოდ).
ერლოტინიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ).
ციტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის, კუნთების მოდუნების ან ეპილეფსიის სამკურნალოდ).
ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს). თუ ღებულობთ ფენიტოინს, ექიმი
დააკვირდება როდესაც დაიწყებთ და შეწყვეტთ ესომეპრაზოლის მიღებას.
პრეპარატები რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, როგორიც არის
ვარფარინი. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენზე დაკვირვება როდესაც დაიწყებთ
და შეწყვეტთ ესომეპრაზოლის მიღებას.
ცილოსტაზოლი (გამოიყენება მონაცვლეობითი კოჭლობის სამკურნალოდ - ტკივილი ფეხებში
სიარულისას, რაც გამოწვეულია სისხლის არასაკმარისის მიწოდებით).
ციზაპრიდი (გამოიყენება დისპეპსიის და გულძმარვის დროს)
დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების დროს)
მეტოტრექსატი (ქიმიოთერაპიული პრეპარატი რომელიც გამოიყენება დიდი დოზებით კიბოს
მკურნალობისთვის) - ექიმმა დროებით უნდა გეშიწყვიტოთ ესომეპრაზოლით მკურნალობა თუ
ღებულობთ დიდი დოზებით მეტოტრექსატს.
ტაკროლიმუსი (ორგანოს გადანერგვა).
რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ).
კრაზანა (Hypericumperforatum) (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
თუ Helicobacter pylori -ს ინფექციით გამოწვეული წყლულის მკურნალობისთვის
ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკები ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი, ასევე
ესომეპრაზოლი, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმს უთხრათ ნებისმიერი სხვა პრეპარატის
შესახებ რომელსაც ღებულობთ.
ესომეპრაზოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან უზმოზე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსული, ფიქრობთ რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმი გადაწყვეტს შეიძლება თუ არა ესომეპრაზოლის მიღება ამ დროის განმავლობაში. არ არის ცნობილი გადადის თუ არა ესომეპრაზოლი დედის რძეში. აქედან გამომდინარე, არ მიიღოთ ესომეპრაზოლი თუ ხართ მეძუძური.
ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ნაკლებად სავარაუდოა რომ ესომეპრაზოლმა გავლენა მოახდინოს ავტომანქანის მართვის, იარაღების გამოყენების ან დანადგარებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, არახშირად ან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დაბინდვა (იხ. პუნქტი 4). ზემოქმედების შემთხვევაში არ მართოთ ავტომანქანა ან არ გამოიყენოთ მექანიზმები.
ესომეპრაზოლი შეიცავს საქაროზას
ესომეპრაზოლი შეიცავს შაქრის ბურთებს რომელიც შეიცავს საქაროზას, რაც წარმოადგენს შაქრის ტიპს. თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
3. როგორ მივიღოთ ესომეპრაზოლი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხარით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
· თუ ამ პრეპარატს ღებულობთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ექიმს დასჭირდება რომ მოახდინოს დაკვირვება (განსკუთრებით თუ მას ღებულობთ ერთ წელზე მეტი).
· თუ ექიმმა გითხრათ, რომ მიიღოთ ეს წამალი ისე, როგორც ეს გჭირდებათ და საჭიროების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს, თუ სიმპტომები შეიცვლება.
რა დოზით უნდა მიიღოთ პრეპარატი
თქვენი ექიმი გეტყვით რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რამდენ ხანს. ეს
დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე, რამდენი წლის ხართ და რამდენად კარგად
მუშაობს თქვენი ღვიძლი.
რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ.
გამოყენება 18 წლის და მეტი ასაკის მოზრდილებში
გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადებით (გერდ) გამოწვეული გულძმარვის მკურნალობა
თუ ექიმმა აღმოაჩინა რომ თქვენი საყლაპავი მილი მსუბუქად დაზიანებულია,
რეკომენდებული დოზაა ესომეპრაზოლი 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსი დაფარული ერთი
ტაბლეტი ერთჯერ დღეში 4 კვირის მანძილზე. თუ საყლაპავი მილის განკურნება ვერ
მოხდება, ექიმი კვლავ დაგინიშნავთ იგივე დოზას 4 კვირის მანძილზე.
საყლაპავი მილის განკურნების შემდეგ რეკომენდებული დოზაა ესომეპრაზოლი 20 მგ
ნაწლავში ხსნადი გარსი დაფარული ერთი ტაბლეტი ერთჯერ დღეში.
თუ საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზაა ესომეპრაზოლი 20 მგ
ნაწლავში ხსნადი გარსი დაფარული ერთი ტაბლეტი ყოველ დღე. მდგომარეობის კონტროლის
შემდეგ, ექიმი გეტყვით რომ პრეპარატი მიიღოთ საჭიროებისამებრ, მაქსიმალური დოზაა
ესომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსი დაფარული ერთი ტაბლეტი ყოველ დღე.
ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ უფრო მცირე დოზა თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები.
Helicobacter pylori -ს ინფექციით გამოწვეული წყლულების მკურნალობა და მათი
რეციდივის პრევენცია
რეკომენდებული დოზაა ესომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსი დაფარული ერთი
ტაბლეტი ორჯერ დღეში ერთი კვირა.
ექიმი ასევე დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს, როგორიცაა ამოქსიცილინი და
კლარითრომიცინი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) მიღებით გამოწვეული
კუჭის წყლულის მკურნალობა:
რეკომენდებული დოზაა ესომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსი დაფარული ერთი
ტაბლეტი ერთჯერ დღეში 4-8 კვირა.
კუჭის წყლულის პრევენცია თუ ღებულობთ აასპ-ებს (არასტეროიდული ანთების
საწინააღმდეგო პრეპარატები)
რეკომენდებული დოზაა ესომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსი დაფარული ერთი
ტაბლეტი ერთჯერ დღეში.
მკურნალობა კუჭში ძალინ დიდი რაოდენობით მჟავას არსებობისას, რაც გამოწვეულია
პანკრეასში ზრდით (ზოლინგერ ელისონის სინდრომი):
რეკომენდებული დოზაა ესომეპრაზოლი 40 მგ ორჯერ დღეში.
ექიმი დოზას შეგიცვლით თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით და ასევე გადაწყვეტს,
თუ რამდენ ხანს გჭირდებათ წამლის მიღება. მაქსიმალური დოზა არის 80 მგ დღეში
ორჯერ.
ინტრავენური ომეპრაზოლით წყლულის სისხლდენის რეციდივის პრევენციის შემედეგ
ხანგრძლივი მკურნალობა:
რეკომენდებული დოზაა ესომეპრაზოლი 40 მგ ერთი ტაბლეტი ერთჯერ დღეში 4 კვირა.
გამოყენება 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში
გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადებით (გერდ) გამოწვეული გულძმარვის მკურნალობა:
თუ ექიმმა აღმოაჩინა რომ თქვენი საყლაპავი მილი მსუბუქად დაზიანებულია,
რეკომენდებული დოზაა ესომეპრაზოლი 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსი დაფარული ერთი
ტაბლეტი ერთჯერ დღეში 4 კვირის მანძილზე. თუ საყლაპავი მილის განკურნება ვერ
მოხდება, ექიმი კვლავ დაგინიშნავთ იგივე დოზას 4 კვირის მანძილზე.
საყლაპავი მილის განკურნების შემდეგ რეკომენდებული დოზაა ესომეპრაზოლი 20 მგ
ნაწლავში ხსნადი გარსი დაფარული ერთი ტაბლეტი ერთჯერ დღეში.
თუ საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზაა ესომეპრაზოლი 20 მგ
ნაწლავში ხსნადი გარსი დაფარული ერთი ტაბლეტი ყოველ დღე.
ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ უფრო მცირე დოზა თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები.
Helicobacter pylori -ს ინფექციით გამოწვეული წყლულების მკურნალობა და მათი
რეციდივის პრევენცია
რეკომენდებული დოზაა ესომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსი დაფარული ერთი
ტაბლეტი ორჯერ დღეში ერთი კვირა.
ექიმი ასევე დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს, როგორიცაა ამოქსიცილინი და
კლარითრომიცინი.
** ამ პრეპარატის მიღება**
ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან უზმოზე.
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ან დაამტვრიოთ ტაბლეტი,
რადგან ტაბლეტი შეიცავს გარსით დაფარულ გრანულებს რომლებიც აჩერებენ პრეპარატის
დაშლას კუჭში არსებული მჟავათი. მნიშვნელოვანია, რომ არ დააზიანოთ გრანულები.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ არ შეგიძლიათ ტაბლეტის გადაყლაპვა
· თუ გაქვთ ტაბლეტის გადაყლაპვის პრობლემა:
- ჩადეთ იგი წყალში (არა გაზირებულ წყალში). არ გამოიყენოთ სხვა სითხეები.
- მოურიეთ სანამ ტაბლეტი არ დაიშლება (ნარევი არ იქნება გამჭვირვალე). შემდეგ დალიეთ ნარევი მაშინვე ან 30 წუთის განმავლობაში. დალევამდე ყოველთვის მოურიეთ ნარევს.
- იმისათვის რომ დარწმუნდეთ მთლიანად დალიეთ თუ არა წამალი, ჭიქას კარგად გამოავლეთ ნახევარი ჭიქა წყალი და შემდეგ დალიეთ. მყარი ნაწილები შეიცავს პრეპარატს - არ დაღეჭოთ ან დაამტრიოთ.
- თუ ყლაპვა საერთოდ არ შეგიძლიათ, ტაბლეტი შეგიძლიათ შეურიოთ წყალში და მოათავსოთ შპრიცში. მისი მიღება შეგიძლიათ ზონდის საშუალებით პირაპირ კუჭში (კუჭის ზონდი).
გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში
ესომეპრაზოლი გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ინფორმაცია დოზირების შესახებ 1-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში მოცემულია ესომეპრაზოლის პროდუქტის საშეტის ინფორმაციაში (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს).
ხანდაზმულები
ხანდაზმულ პაციენტებისთვის დოზის კორექტირება არ მოითხოვება.
თუ ღებულობთ მეტ ესომეპრაზოლს ვიდრე უნდა ღებულობდეთ:
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ იმაზე მეტ ესომეპრაზოლს ვიდრე თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ.
თუ დაგავიწყდათ ესომეპრაოლის მიღება
· თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ, თუმცა, თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დროა, მაშინ გამოტოვეთ დოზა.
· არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:
მსგავსად ყველა პრეპარატისა, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ ესომეპრაზოლის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
მოულოდნელი ქოშინი, ტუჩების, ენის და ყელის ან სხეულის შეშუპება, გამონაყარი,
გონების დაკარგვა ან ყლაპვის გაძნელება (მწვავე ალერგიული რეაქცია);
კანის გაწითლება ბუშტუკებით ან აქერცლით. ბუშტუკები და სისხლდენა შეიძლება
აღინიშნოს ტუჩებზე, თვალებზე, პირში, ცხვირში და გენიტალიებზე. ეს შესაძლოა იყოს
სტივენს ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
კანის სიყვითლე, მუქი შარდი და დაღლილობა რაც შეიძლება იყოს ღვიძლთან
დაკავშირებული პრობლემების სიმპტომები.
ეს ეფექტები იშვიათია და შესაძლოა გავლენა იქონიოს 1,000-დან 1-მდე ადამიანში.
**სხვა გვერდითი მოვლენებია: **
ხშირი (შესაძლოა გავლენა იქონიოს 10-დან 1-მდე ადამიანში)
თავის ტკივილი
გავლენა კუჭზე ან ნაწლავზე: დიარეა, კუჭის ტკივილი, ყაბზობა, შებერილობა
(მეტეორიზმი).
გულისრევის შეგრძნება (გულისრევა) ან ღებინება
კეთილთვისებიანი პოლიპი კუჭში
არახშირი (შესაძლოა გავლენა იქონიოს 100-დან 1-მდე ადამიანში)
ტერფების და კოჭების შეშუპება
ძილის დარღვევა (უძილობა)
თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება როგორიც არის „ჩხვლეტა“, ძილის შეგრძნება.
ტრიალის შეგრძნება (თავბრუსხვევა).
პირის სიმშრალე.
ცვლილება სისხლის ანალიზებში, რითაც მოწმდება თუ როგორ ფუნქციონირებს ღვიძლი.
გამონაყარი კანზე, არათანაბარი გამონაყარი (ჭინჭრის ციება) და კანის ქავილი.
თეძოს, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობა (თუ ესომეპრაზოლი გამოიყენება დიდი დოზებით
და ხანგრძლივად).
იშვიათი (შესაძლოა გავლენა იქონიოს 1,000-დან 1-მდე ადამიანში)
სისხლთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ლეიკოციტების ან თრომბოციტების
რაოდენობის შემცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, სისხლჩაქცევები ან
ინფექციები.
ნატრიუმის დაბალი შემცველობა სისხლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე,
გულისრევის შეგრძნება (გულისრევა) და კრუნჩხვები.
მღელვარება, ცნობიერების დაბინდვა ან დეპრესია.
გემოს შეცვლა.
მხედველობის პრობლემები როგორიც არის მხედველობის დაბინდვა.
უეცარი ქოშინის ან სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება (ბრონქოსპაზმი).
პირის ღრუს ანთება.
ინფექცია სახელწოდებით „კანდიდოზური სტომატიტი“, რამაც შეიძლება გავლენა
მოახდინოს ნაწლავზე და გამოწვეულია სოკოთი.
ღვიძლის პრობლემები, სიყვითლის ჩათვლით რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის
სიყვითლე, მუქი შარდი და დაღლილობა.
თმის ცვენა (ალოპეცია).
გამონაყარი კანზე მზეზე ყოფნისას
სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია).
ზოგადად ცუდად ყოფნა ენერგიის არ ქონა.
ოფლიანობის მომატება.
ძალიან იშვიათი(შესაძლოა გავლენა იქონიოს 10,000-დან 1-მდე ადამიანში)
სისხლის რაოდენობის შეცვლა აგრანულოციტოზის ჩათვლით (ლეიკოციტების შემცირება).
აგრესია.
არ არსებულის დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა (ჰალუცინაციები).
ღვიძლის ძლიერი დარღვევები რასაც მოჰქვება ღვიძლის უკმარისობა და ტვინის ანთება.
ძლიერი გამონაყარის, ბუშტუკების ან კანის აქერცვლის უეცრად დაწყება. ეს შეიძლება
დაკავშირებული იყოს მაღალ ტემპერატურასთან ან სახსრების ტკივილთან
(მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული
ნეკროლიზი).
კუნთების სისუსტე.
თირკმლის მწვავე პრობლემები.
მამაკაცებში მკერდის გადიდება.
უცნობი(არსებული მონაცემებით ვერ ხდება სიხშირის შეფასება)
· შესაძლებელია რომ სისხლში შემცირდეს მაგნიუმის დონე, თუ სამ თვეზე მეტი ხანგრძილოვით ღებულობთ ესომეპრაზოლს. მაგნიუმის დაბალ დონეზე მიუთითებს სისუსტე, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა ან გულისცემის გახშირება. თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩაატაროს რეგულარული სისხლის ანალიზები მაგნიუმის დონის მონიტორინგისთვის.
· ნაწლავის ანთება (დიარეა).
· გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილით.
ესომეპრაზოლმა შეიძლება იშვიათ შემთხვევებში იმოქმედოს ლეიკოციტებზე, რაც იწვევს იმუნურ უკმარისობას. თუ თქვენ გაქვთ ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება მწვავედ დაქვეითებული ზოგადი მდგომარეობით ან ცხელება ადგილობრივი ინფექციის სიმპტომებით, როგორიცაა კისრის, ყელის ან პირის ღრუს ტკივილი ან შარდვის გაძნელება, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს ისე, რომ სისხლის ანალიზით გამოირიცხოს ლეიკოციტების ნაკლებობა (აგრანულოციტოზი). თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ დროს ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენი მკურნალობის შესახებ.
გვერდითი მოვლენების ანალიზი
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.
5. როგორ შევინახოთ ესომეპრაზოლი
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან
მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც
მითითებულია მუყაოზე და ბოთლზე. ვარგისიანობის ვადის ამოწურვა გულისხმობს თვის
ბოლო დღეს.
პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში (ბლისტერი) რათა დაიცვათ ნესტისაგან.
არც ერთი პრეპარატი არ გადააგდოთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
თუ პრეპარატი აღარ გჭირდენათ მისი განკარგვისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ამ
ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ესომეპრაზოლი
· აქტიური ნივთიერება არის ესომეპრაზოლი. ესომეპრაზოლის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოშვება ხდება ორი დოზირების ფორმით 20 მგ ან 40 მგ ესომეპრაზოლი (მაგნიუმის ტრიჰიდრატის სახით).
· სხვა ინგრედიენტებია:
20 მგ ტაბლეტები:
მზა გრანულები, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოპოვიდონი (კოლიდონი VA 64), კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კოპოვიდონი (კოლიდონი VA-64), ოპადრი ენტერული თეთრი, FD და C ლურჯი ფერი.
40 მგ ტაბლეტი :
ლუდიპრესი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოპოვიდონი (კოლიდონი VA 64), კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ოპადრი ენტერული თეთრი, ვაშლის მწვანე ფერი, ლიმონის ყვითელი ფერი.
ესომეპრაზოლის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შიგთავსი
ესომეპრაზოლი-20: 14 ტაბლეტი ყოველ ბლისტერზე და 2 ბლისტერი ერთ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ესომეპრაზოლი-40: 14 ტაბლეტი ყოველ ბლისტერზე და 2 ბლისტერი ერთ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით