ეზუეტი 40 - Ezuet 40
ეზუეტი 40 - Ezuet 40

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის სამკურნალო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - ეზუეტი 40 40მგ #14კაფს

ეზომეპრაზოლი ნაჩვენებია შემდეგისათვის:

მოზრდილები
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD)
- ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა
- განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის პრევენციის მიზნით.
შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან კომბინაციაში Helicobacter pylori-ის ერადიკაციისთვის
- Helicobacter pylori -თან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცების მიზნით.
- პეპტიკური წყლულების რეციდივის პრევენცია Helicobacter pylori-სთან ასოცირებული წყლულების მქონე პაციენტებში.

პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი თერაპია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან დაკავშირებული კუჭის წყლულების შეხორცება.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების პრევენცია რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
ხანგრძლივი მკურნალობა ი.ვ. ინდუცირებული პეპტიკური წყლულებიდან განმეორებითი სისხლდენის პრევენციის შემდეგ.
ზოლინგერ ელისონის სინდრომის მკურნალობა
მოზარდები 12 წლის ასაკიდან
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD)
- ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა
- განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის პრევენციი მიზნით.
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GORD) სიმპტომური მკურნალობა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში Helicobacter pylori-ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.

დოზირება და გამოყენების მეთოდი
დოზირება
მოზრდილები
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD)
- ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა
40 მგ დღეში ერთჯერ 4 კვირის განმავლობაში.
დამატებითი 4 კვირიანი მკურნალობა რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ეზოფაგიტი არ განიკურნა ან რომლებსაც აქვთ მუდმივი სიმპტომები.

- განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის პრევენციის მიზნით 20 მგ დღეში ერთჯერ.

- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GORD) სიმპტომური მკურნალობა

20 მგ დღეში ერთჯერ ეზოფაგიტის არმქონე პაციენტებში. თუ სიმპტომების კონტროლი ვერ იქნა მიღწეული 4 კვირის შემდეგ, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შემდგომი გამოკვლევა. სიმპტომების ალაგების შემდეგ, სიმპტომების შემდგომი კონტროლი შეიძლება მიღწეული იქნას 20 მგ დღეში ერთჯერ მოთხოვნილების შესაბამისი რეჟიმი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ნამკურნალევ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარების რისკი, სიმპტომების შემდგომი კონტროლი მოთხოვნილების შესაბამისი რეჟიმის გამოყენებით რეკომენდებული არ არის.

კომბინაციაში შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან Helicobacter pylori-ის ერადიკაციისთვის

- Helicobacter pylori-თან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცება და

- პეპტიკური წყლულების რეციდივის პრევენცია Helicobacter pylori-სთან ასოცირებული წყლულების მქონე პაციენტებში.

20 მგ ეზომეპრაზოლი 1 გ ამოქსიცილინთან და 500 მგ კლარითრომიცინთან ერთად, ყველა ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ეზომეპრაზოლის, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 პუნქტში.

ეზომეპრაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ნელფინავირთან ერთად
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

15-30რC-ს შორის. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.

გამოყენების ინსტრუქცია****

1. სამკურნალო პროდუქტის დასახელება

ეზუეტი 40 - ეზომეპრაზოლი 40 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულები

2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს 40 მგ ეზომეპრაზოლს (ეზომეპრაზოლის მაგნიუმის სახით). დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1 პუნქტში.

3. ფარმაცევტული ფორმა

გასტრორეზისტენტული კაფსულა 40 მგ:

ვარდისფერი, წაგრძელებული, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული კაფსულა, ერთ მხარეს ამოტვიფრულია 40 მგ და მეორე მხარეს .

4. კლინიკური დეტალები

4.1 თერაპიული ჩვენებები

ეზომეპრაზოლი ნაჩვენებია შემდეგისათვის:

მოზრდილები

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD)

- ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა

- განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის პრევენციის მიზნით.

- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GORD) სიმპტომური მკურნალობა

შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან კომბინაციაში Helicobacter pylori- ის ერადიკაციისთვის

- Helicobacter pylori -თან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცების მიზნით.

- პეპტიკური წყლულების რეციდივის პრევენცია Helicobacter pylori-სთან ასოცირებული წყლულების მქონე პაციენტებში.

პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი თერაპია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან დაკავშირებული კუჭის წყლულების შეხორცება.

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების პრევენცია რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში.

ხანგრძლივი მკურნალობა ი.ვ. ინდუცირებული პეპტიკური წყლულებიდან განმეორებითი სისხლდენის პრევენციის შემდეგ.

ზოლინგერ ელისონის სინდრომის მკურნალობა

მოზარდები 12 წლის ასაკიდან

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD)

- ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა

- განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის პრევენციი მიზნით.

- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GORD) სიმპტომური მკურნალობა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში Helicobacter pylori-ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.

4.2 დოზირება და გამოყენების მეთოდი

დოზირება

მოზრდილები

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD)

- ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა

40 მგ დღეში ერთჯერ 4 კვირის განმავლობაში.

დამატებითი 4 კვირიანი მკურნალობა რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ეზოფაგიტი არ განიკურნა ან რომლებსაც აქვთ მუდმივი სიმპტომები.

- განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის პრევენციის მიზნით 20 მგ დღეში ერთჯერ.

- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GORD) სიმპტომური მკურნალობა

20 მგ დღეში ერთჯერ ეზოფაგიტის არმქონე პაციენტებში. თუ სიმპტომების კონტროლი ვერ იქნა მიღწეული 4 კვირის შემდეგ, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შემდგომი გამოკვლევა. სიმპტომების ალაგების შემდეგ, სიმპტომების შემდგომი კონტროლი შეიძლება მიღწეული იქნას 20 მგ დღეში ერთჯერ მოთხოვნილების შესაბამისი რეჟიმი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ნამკურნალევ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარების რისკი, სიმპტომების შემდგომი კონტროლი მოთხოვნილების შესაბამისი რეჟიმის გამოყენებით რეკომენდებული არ არის.

კომბინაციაში შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან Helicobacter pylori- ის ერადიკაციისთვის

- Helicobacter pylori-თან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცება და

- პეპტიკური წყლულების რეციდივის პრევენცია Helicobacter pylori-სთან ასოცირებული წყლულების მქონე პაციენტებში.

20 მგ ეზომეპრაზოლი 1 გ ამოქსიცილინთან და 500 მგ კლარითრომიცინთან ერთად, ყველა ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი თერაპია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებითთერაპიასთან ასოცირებული კუჭის წყლულების შეხორცება:

სტანდარტული დოზაა 20 მგ დღეში ერთჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობაა 4-8 კვირა.

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებითთერაპიასთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების პროფილაქტიკა რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში 20 მგ დღეში ერთჯერ.

ხანგრძლივი მკურნალობა ი.ვ. ინდუცირებული პეპტიური წყლულებიდან განმეორებითი სისხლდენის პრევენციის შემდეგ

40 მგ ერთჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში ინდუცირებული პეპტიური წყლულებიდან განმეორებითი სისხლდენის პრევენციის შემდეგ.

ზოლინგერ ელისონის სინდრომის მკურნალობა

რეკომენდებული საწყისი დოზაა ეზომეპრაზოლი 40 მგ ორჯერ დღეში. შემდეგ დოზირება უნდა დარეგულირდეს ინდივიდუალურად და მკურნალობა გაგრძელდეს მანამდე, სანამ იქნება ამის კლინიკური ჩვენება. არსებული კლინიკური მონაცემების საფუძველზე, პაციენტების უმრავლესობის კონტროლი შესაძლებელია ეზომეპრაზოლის დღეში 80-დან 160 მგ-მდე დოზებით. დღეში 80 მგ-ზე მეტი დოზებზე, დოზა უნდა გაიყოს და მიეცეს დღეში ორჯერ.

სპეციალური პოპულაციები

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში შეზღუდული გამოცდილების გამო, ასეთ პაციენტებს უნდა უმკურნალონ სიფრთხილით (იხ. პუნქტი 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ეზომეპრაზოლის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს (იხ. პუნქტი 5.2).

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პედიატრიული პოპულაცია

მოზარდები 12 წლის ასაკიდან

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD)

- ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა

40 მგ დღეში ერთჯერ 4 კვირის განმავლობაში.

დამატებითი 4 კვირიანი მკურნალობა რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ეზოფაგიტი არ განიკურნა ან რომლებსაც აქვთ მუდმივი სიმპტომები.

- განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის პრევენციი მიზნით

20 მგ დღეში ერთჯერ.

- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GERD) სიმპტომური მკურნალობა

20 მგ დღეში ერთჯერ ეზოფაგიტის არმქონე პაციენტებში. თუ სიმპტომების კონტროლი ვერ იქნა მიღწეული 4 კვირის შემდეგ, პაციენტის უნდა ჩაუტარდეს შემდგომი გამოკვლევები. სიმპტომების ალაგების შემდეგ, სიმპტომების შემდგომი კონტროლი შეიძლება მიღწეული იქნას 20 მგ დღეში ერთჯერ გამოყენებით.

Helicobacter pylori-ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა

შესაბამისი კომბინაციური თერაპიის შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ოფიციალური ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი გაიდლაინები ბაქტერიული რეზისტენტობის, მკურნალობის ხანგრძლივობის (ძირითადად 7 დღე, მაგრამ ზოგჯერ 14 დღემდე) და ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

დოზირების რეკომენდაციაა:

წონა | დოზირება
---|---
30 – 40 კგ | კომბინაცია ორ ანტიბიოტიკთან: ეზომეპრაზოლი 20 მგ, ამოქსიცილინი 750 მგ და კლარითრომიცინი 7,5 მგ/კგ სხეულის წონაზე, ყველა ერთად გამოიყენება დღეში ორჯერ ერთი კვირის განმავლობაში.

40 კგ | კომბინაცია ორ ანტიბიოტიკთან: ეზომეპრაზოლი 20 მგ, ამოქსიცილინი 1 გ და კლარითრომიცინი 500 მგ, ყველა ერთად გამოიყენება დღეში ორჯერ ერთი კვირის განმავლობაში.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

ამ პრეპარატის სხვა ფორმები შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. გამოყენების მეთოდი

პერორალური გამოყენებისთვის. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხითს დაყოლებით. კაფსულები არ უნდა დაიღეჭოს და არ დაიფშვნას. პაციენტებს, რომლებსაც უჭირთ ყლაპვა, ასევე შესაძლებელია კაფსულების გახსნა და გრანულების შერევა ნახევარ ჭიქა უგაზო წყალში. სხვა სითხეები არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც ნაწლავში ხსნადი გარსი შეიძლება დაიშალოს. დალიეთ სითხე გრანულებთან ერთად დაუყოვნებლივ ან 30 წუთის განმავლობაში. გამოავლეთ ჭიქა ნახევარი ჭიქა წყლით და დალიეთ. გრანულები არ უნდა იყოს დაიღეჭოს და არ დაიფშვნას. პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ყლაპვა, კაფსულები შეიძლება გაიხსნას და გრანულები შეურიოს უგაზო წყალში და შეიყვანონ გასტრალური მილის საშუალებით. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული შპრიცისა და მილის შესაბამისობა საფუძვლიანად შემოწმდეს. მომზადებისა და გამოყენების ინსტრუქციები იხილეთ 6.6 პუნქტში.

4.3 უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ეზომეპრაზოლის, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 პუნქტში.

ეზომეპრაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ნელფინავირთან ერთად (იხ. პუნქტი 4.5).

4.4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომის არსებობისას (მაგ. წონის მნიშვნელოვანი უნებლიე დაკლება, მორეციდივე ღებინება, დისფაგია, ჰემატემეზი ან მელენა) და კუჭის წყლულზე ეჭვის ან მისი არსებობისას, უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნე, რადგანაც ესომეპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება შეამსუბუქოს სიმპტომები და დააყოვნოს დიაგნოზის დასმა.

ხანგრძლივი გამოყენება

ხანგრძლივ მკურნალობაზე მყოფი პაციენტები (განსაკუთრებით ისინი, ვინც მკურნალობდნენ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში) უნდა იმყოფებოდნენ რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ. მოთხოვნილების შესაბამისად მკურნალობა

მოთხოვნილების შესაბამისად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ მიმართონ თავის ექიმს, თუ მათი სიმპტომების ხასიათი შეიცვალა.

Helicobacter pylori-ის ერადიკაცია

Helicobacter pylori-ის ერადიკაციის მიზნით ეზომეპრაზოლის დანიშვნისას გასათვალისწინებელია სამმაგი თერაპიის ყველა კომპონენტის შესაძლო წამლებს შორისი ურთიერთქმედება. კლარითრომიცინი არის CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი და, შესაბამისად, კლარითრომიცინის უკუჩვენებები და ურთიერთქმედებები უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც სამმაგი თერაპია გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა პრეპარატებს, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ით, როგორიცაა ციზაპრიდი.

კუჭ-ნაწლავური ინფექციები

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავური ინფექციების მცირედ გაზრდილი რისკი, როგორიცაა Salmonella და Campylobacter (იხილეთ პუნქტი 5.1).

B12 ვიტამინის აბსორბცია

ეზომეპრაზოლმა, ისევე როგორც ყველა მჟავას მაბლოკირებელმა მედიკამენტმა, შეიძლება შეამციროს B12 ვიტამინის (ციანოკობალამინი) აბსორბცია ჰიპო- ან აქლორჰიდრიის გამო. ეს გასათვალისწინებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ორგანიზმში B12 ვიტამინის შემცირებული მარაგები ან შემცირებული აბსორბციის რისკის ფაქტორები ხანგრძლივი თერაპიის დროს.

ჰიპომაგნიემია

მძიმე ჰიპომაგნიემია დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (PPI), როგორიცაა ეზომეპრაზოლი, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში და უმეტეს შემთხვევებში - ერთი წლის განმავლობაში. ჰიპომაგნიემიის სერიოზული მანისფესტაციები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, დელირიუმი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია შეიძლება განვითარდეს, მაგრამ შეიძლება დაიწყოს ფარულად და იყოს შეუმჩნეველი. უმეტეს დავადებულ პაციენტებში ჰიპომაგნიემია გაუმჯობესდა მაგნიუმის ჩანაცვლებისა და PPI-ს შეწყვეტის შემდეგ. პაციენტებისთვის, რომლებიც მოსალოდნელია რომ იმყოფებოდნენ გახანგრძლივებულ მკურნალობაზე ან რომლებიც იღებენ PPI-ებს დიგოქსინთან ან პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია (მაგ. დიურეტიკები), ჯანდაცვის პროფესიონალებმა უნდა გაითვალისწინონ მაგნიუმის დონის გაზომვა PPI-ით მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს.

მოტეხილობის რისკი

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას (>1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში) შეიძლება ზომიერად გაზარდონ ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობის რისკი, ძირითადად ხანდაზმულებში ან სხვა დადგენილი რისკ-ფაქტორების არსებობისას. დაკვირვებითი კვლევებით სავარაუდოა, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდონ მოტეხილობის საერთო რისკი 10-40%-ით. ეს მომატება ნაწილობრივ შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა რისკ- ფაქტორებით. ოსტეოპოროზის რისკის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ მკურნალობა მოქმედი კლინიკური გაიდლაინების შესაბამისად და ისინი უნდა ღებულობდნენ D ვიტამინისა და კალციუმის ადექვატურ რაოდენობას.

კომბინაცია სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ეზომეპრაზოლის ატაზანავირთან ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პუნქტი 4.5). თუ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთან ატაზანავირის კომბინაცია გარდაუვალად ჩაითვლება, რეკომენდებულია ყურადღებით კლინიკური მონიტორინგი კომბინაციაში ატაზანავირის დოზის 400 მგ-მდე გაზრდით 100 მგ რიტონავირთან ერთად; ეზომეპრაზოლის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს.

ეზომეპრაზოლი CYP2C19-ს ინჰიბიტორია. ეზომეპრაზოლით მკურნალობის დაწყებისას ან დასრულებისას გასათვალისწინებელია CYP2C19-ით მეტაბოლიზებულ პრეპარატებთან ურთიერთქმედების პოტენციალი. აღინიშნა ურთიერთქმედება კლოპიდოგრელსა და ომეპრაზოლს შორის (იხ. პუნქტი 4.5). ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა ნათელი არ არის. სიფრთხილის მიზნით, ეზომეპრაზოლისა და კლოპიდოგრელის ერთდროული გამოყენება არ უნდა მოხდეს.

ეზომეპრაზოლის დანიშვნისას მოთხოვნილების შესაბამისად თერაპიისთვის, გასათვალისწინებელია სხვა ფარმაცევტულ საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგები, ეზომეპრაზოლის პლაზმური კონცენტრაციის ცვალებადობის გამო, იხილეთ პუნქტი 4.5.

საქაროზა

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს საქაროზას. პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ნატრიუმი

ეს პრეპარატიშეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ კაფსულაში, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

კანის ქვემწვავე წითელი მგლურა (SCLE)

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები დაკავშირებულია SCLE-ის ძალიან იშვიათ შემთხვევებთან. თუ დაზიანებები განვითარდება, განსაკუთრებით კანის მზეზე დაუცველ ადგილებში, და თუ თან ახლავს ართრალგია, პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და ჯანდაცვის პროფესიონალმა უნდა განიხილოს ეზომეპრაზოლის შეწყვეტა. თუ SCLE განვითარდა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით ადრინდელი მკურნალობის შემდეგ, ამან შეიძლება გაზარდოს SCLE-ის რისკი სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობისას.

არასწორი ლაბორატორიული ტესტები

ქრომოგრანინის A (CgA) დონის მომატებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევას. არასწორი შედეგის თავიდან ასაცილებლად, ეზომეპრაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს მინიმუმ ხუთი დღით ადრე CgA-ს გაზომვამდე (იხ. პუნქტი 5.1).

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები ეზომეპრაზოლის ეფექტები სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე

პროტეაზას ინჰიბიტორები

ცნობილია, რომ ომეპრაზოლი ურთიერთქმედებს ზოგიერთ პროტეაზას ინჰიბიტორებთან. ამ დაფიქსირებული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა და მექანიზმები ყოველთვის არ არის ცნობილი. ომეპრაზოლით მკურნალობის დროს კუჭის pH-ის მომატებამ შეიძლება შეცვალოს პროტეაზას ინჰიბიტორების აბსორბცია. სხვა შესაძლო ურთიერთქმედების მექანიზმები განპირობებულია CYP 2C19-ის ინჰიბირებით.

ატაზანავირისა და ნელფინავირის შემთხვევაში დაფიქსირდა შრატში მათი დონის დაქვეითება ომეპრაზოლთან ერთად მიღებისას და ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის. ჯანმრთელ მოხალისეებში ომეპრაზოლის (40 მგ დღეში ერთჯერ) 300 მგ ატაზანავირთან /100 მგ რიტონავირთან ერთად მიღებამ გამოიწვია ატაზანავირის ექსპოზიციის არსებითი შემცირება (AUC, Cmax და Cmin-ის დაახლოებით 75%-ით შემცირება). ატაზანავირის დოზის 400 მგ-მდე გაზრდამ არ დააკომპენსირა ომეპრაზოლის გავლენა ატაზანავირის ექსპოზიციაზე. ჯანმრთელი მოხალისეებისთვის ომეპრაზოლის (20 მგ დღეში) 400 მგ/რიტონავირთან 100 მგ ატაზანავირთან ერთად მიღებამ გამოიწვია ატაზანავირის ექსპოზიციის დაახლოებით 30%-ით დაქვეითება ატაზანავირის 300 მგ/რიტონავირთან 100 მგ დღეში დაფიქსირებულ ექსპოზიციასთან შედარებით, ომეპრაზოლის 20 მგ დღეში გარეშე. ომეპრაზოლის (40 მგ დღეში) ერთდროულმა გამოყენებამ შეამცირა ნელფინავირის საშუალო AUC, Cmax და Cmin 36-39%-ით, და ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის M8-ის საშუალო AUC, Cmax და Cmin შემცირდა 75-92%-ით. ომეპრაზოლისა და ეზომეპრაზოლის მსგავსი ფარმაკოდინამიკური ეფექტებისა და ფარმაკოკინეტიკური თვისებების გამო, ეზომეპრაზოლის და ატაზანავირის ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის (იხ. პუნქტი 4.4), ხოლო და ეზომეპრაზოლის და ნელფინავირის ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3).

საქვინავირის შემთხვევაში (ერთდროულად რიტონავირთან ერთად) აღინიშნა შრატში დონის მომატება (80-100%) ომეპრაზოლით ერთდროულად მკურნალობის დროს (40 მგ დღეში). დღეში 20 მგ ომეპრაზოლით მკურნალობას არ ჰქონდა გავლენა დარუნავირის (ერთდროულად რიტონავირთან ერთად) და ამპრენავირის (ერთდროულად რიტონავირთან ერთად) ექსპოზიციაზე. დღეში 20 მგ ეზომეპრაზოლით მკურნალობას არ ჰქონდა გავლენა ამპრენავირის ექსპოზიციაზე (რიტონავირთან ერთად და მის გარეშე). დღეში 40 მგ ომეპრაზოლით მკურნალობას არ ჰქონდა გავლენა ლოპინავირის ექსპოზიციაზე (ერთდროულადრიტონავირთან ერთად).

მეტოტრექსატი

PPI-ებთან ერთად მიღებისას მეთოტრექსატის დონეები გაიზარდა ზოგიერთ პაციენტში. მეტოტრექსატის მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს ეზომეპრაზოლის დროებითი მოხსნა.

ტაკროლიმუსი

ცნობილია, რომ ეზომეპრაზოლთან ერთდროულად მიღება ზრდის ტაკროლიმუსის დონეს შრატში. უნდა ჩატარდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციების, ასევე თირკმლის ფუნქციის (კრეატინინის კლირენსი) გაძლიერებული მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დარეგულირდეს ტაკროლიმუსის დოზა.

სამკურნალო პროდუქტები pH-ზე დამოკიდებული აბსორბციით

კუჭის მჟავის დათრგუნვამ ეზომეპრაზოლით და სხვა PPI-ებით მკურნალობის დროს შეიძლება შეამციროს ან გაზარდოს იმ სამკურნალო პროდუქტების აბსორბცია, რომლების აბსორბციაც დამოკიდებულია კუჭის pH-ზე. ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას, ეზომეპრაზოლით მკურნალობისას შეიძლება შემცირდეს ისეთი სამკურნალო საშუალებების აბსორბცია, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ერლოტინიბი, ხოლო დიგოქსინის აბსორბცია შეიძლება გაიზარდოს. ჯანმრთელ სუბიექტებში ომეპრაზოლით (20 მგ დღეში) და დიგოქსინით ერთდროულმა მკურნალობამ გაზარდა დიგოქსინის ბიოშეღწევადობა 10%-ით (30%-მდე ათიდან ორ სუბიექტში). იშვიათად აღინიშნა დიგოქსინის ტოქსიკურობა. თუმცა, ხანდაზმულ პაციენტებში ეზომეპრაზოლის მაღალი დოზებით მიღებისას საჭიროა სიფრთხილე. ამიტომ, უნდა გაძლიერდეს დიგოქსინის თერაპიული წამლის მონიტორინგი.

CYP2C19-ით მეტაბოლიზებული სამკურნალო საშუალებები

ეზომეპრაზოლი აინჰიბირებს CYP2C19-ს, ეზომეპრაზოლის ძირითად მეტაბოლურ ფერმენტს. ამგვარად, როდესაც ეზომეპრაზოლი კომბინირებულია CYP2C19-ით მეტაბოლიზებულ პრეპარატებთან, როგორიცაა დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, კლომიპრამინი, ფენიტოინი და სხვ., ამ პრეპარატების პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს და საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მოთხოვნილების შესაბამისად თერაპიისთვის ეზომეპრაზოლის დანიშვნისას.

დიაზეპამი

30 მგ ეზომეპრაზოლის ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია დიაზეპამის CYP2C19 სუბსტრატის კლირენსის 45%-ით შემცირება.

ფენიტოინი

40 მგ ეზომეპრაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ განაპირობა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში ფენიტოინის დონეების 13%-ით მომატება პლაზმაში. რეკომენდირებულია ფენიტოინის პლაზმურ კონცენტრაციაზე მონიტორინგი ეზომეპრაზოლით მკურნალობის დაწყების ან შეწყვეტის დროს.

ვორიკონაზოლი

ომეპრაზოლმა (40 მგ დღეში ერთჯერ) გაზარდა ვორიკონაზოლის (CYP2C19 სუბსტრატი) Cmax და AUC შესაბამისად 15% და 41%-ით.

ცილოსტაზოლი

ომეპრაზოლი და ასევე ეზომეპრაზოლიც მოქმედებენ როგორც CYP2C19-ს ინჰიბიტორები. ომეპრაზოლმა, რომელიც მიცემული იყო 40 მგ დოზით ჯანმრთელ სუბიექტებში ჯვარედინ კვლევაში, გაზარდა Cmax და AUC ცილოსტაზოლისთვის 18%-ით და 26%-ით შესაბამისად და მისი ერთ-ერთი აქტიური მეტაბოლიტისა კი 29%-ით და 69%-ით, შესაბამისად.

ცისაპრიდი

ჯანმრთელ მოხალისეებში, 40 მგ ეზომეპრაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია პლაზმური კონცენტრაცია-დროის მრუდის (AUC) ქვეშ არსებული ფართობის 32%-ით გაზრდა და ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდის 31%-ით გახანგრძლივება (t1/2), მაგრამ არ აღინიშნა ციზაპრიდის პლაზმაში პიკური დონეების მნიშვნელოვანი მომატება. მცირედ გახანგრძლივებული QTc ინტერვალი, რომელიც დაფიქსირდა მხოლოდ ციზაპრიდის მიღების შემდეგ, მეტად არ გახანგრძლივებულა, როდესაც ციზაპრიდი გამოყენებული იქნა ეზომეპრაზოლთან კომბინაციაში (იხ. ასევე პუნქტი 4.4).

ვარფარინი

40 მგ ეზომეპრაზოლის ერთდროულმა მიღებამ ვარფარინით ნამკურნალევ პაციენტებში კლინიკურ კვლევაში აჩვენა, რომ კოაგულაციის დროები იყო დასაშვებ დიაპაზონში. თუმცა, პოსტმარკეტინგულად დაფიქსირდა კლინიკური მნიშვნელობის მქონე მომატებული INR-ის რამდენიმე იზოლირებული შემთხვევა ერთდროულად მკურნალობის დროს. ვარფარინით ან სხვა კუმარინის წარმოებულებით მკურნალობის დროს რეკომენდებულია მონიტორინგი ეზომეპრაზოლით თანმხლები მკურნალობის დაწყებისას და დასრულებისას.

კლოპიდოგრელი

ჯანმრთელი სუბიექტების კვლევების შედეგებმა აჩვენა ფარმაკოკინეტიკური (PK)/ფარმაკოდინამიკური (PD) ურთიერთქმედება კლოპიდოგრელს (300 მგ დატვირთვის დოზა, რასაც მოჰყვება 75 მგ დღიური შემანარჩუნებელი დოზა) და ეზომეპრაზოლს (40 მგ დღიური პერორალური დოზა) შორის, რაც იწვევდა კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტი ექსპოზიციის გაზრდას საშუალოდ 40%-ით და შედეგად მცირდებოდა თრომბოციტების (ADP ინდუცირებული) აგრეგაციის მაქსიმალურ ინჰიბირებას საშუალოდ 14%-ით.

როდესაც კლოპიდოგრელი მიღებულ იქნა ეზომეპრაზოლის ფიქსირებული დოზის კომბინაციასთან ერთად 20 მგ + აცეტილსალიცილის მჟავა 81 მგ მხოლოდ კლოპიდოგრელთან შედარებით ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებულ კვლევაში, აღინიშნა კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის თითქმის 40%-ით შემცირებული ექსპოზიცია. თუმცა, ამ სუბიექტებში თრომბოციტების აგრეგაციის (ADP-ით ინდუცირებული) ინჰიბირების მაქსიმალური დონეები იგივე იყო კლოპიდოგრელისა და კლოპიდოგრელი + კომბინირებული (ეზომეპრაზოლი + აცს) პროდუქტების ჯგუფებში.

არათანმიმდევრული მონაცემები ეზომეპრაზოლის PK/PD ურთიერთქმედების კლინიკური შედეგების შესახებ სერიოზული გულ-სისხლძარღვთა მოვლენების მხრივ დაფიქსირებული იქნა როგორც დაკვირვებით, ასევე კლინიკურ კვლევებში. სიფრთხილის მიზნით კლოპიდოგრელის ერთდროულად გამოყენება არ უნდა მოხდეს.

გამოკვლეული მედიკამენტები კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების გარეშე ამოქსიცილინი და ქინიდინი

დადგენილია, რომ ეზომეპრაზოლს არა აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ამოქსიცილინის ან ქინიდინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ნაპროქსენი ან როფეკოქსიბი

კვლევებმა, რომლებითაც შეფასდა ეზომეპრაზოლის და ნაპროქსენის ან როფეკოქსიბის ერთდროულად გამოყენება, არ გამოავლინა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება მოკლევადიანი კვლევების დროს.

სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტები ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე

CYP2C19 და/ან CYP3A4-ს ინჰიბიტორი სამკურნალო საშუალებები

ეზომეპრაზოლი მეტაბოლიზდება CYP2C19-ით და CYP3A4-ით. ეზომეპრაზოლისა და CYP3A4 ინჰიბიტორი კლარითრომიცინის (500 მგ დღეში 2-ჯერ) ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია ეზომეპრაზოლის ექსპოზიციის (AUC) გაორმაგება. ეზომეპრაზოლის და CYP2C19-ისა და CYP3A4-ის კომბინირებული ინჰიბიტორის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ეზომეპრაზოლის ექსპოზიციის ორჯერ და მეტად გაზრდა. CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბიტორმა ვორიკონაზოლმა გაზარდა ომეპრაზოლის AUCτ 280%-ით. ეზომეპრაზოლის დოზის კორექცია რეგულარულად არ არის საჭირო არცერთ ამ სიტუაციაში. თუმცა, დოზის კორექცია უნდა განიხილებოდეს ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და თუ ნაჩვენებია ხანგრძლივი მკურნალობა.

CYP2C19 და/ან CYP3A4-ს ინდუქტორი სამკურნალო საშუალებები

პრეპარატებმა, რომლებიც იწვევენ CYP2C19 ან CYP3A4 ან ორივეს ინდუცირებას (როგორიცაა რიფამპიცინი და მცენარე კრაზანას პრეპარატები) შიძლება გამოიწვიონ ეზომეპრაზოლის დონის დაქვეითება შრატში ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმის გაზრდის გზით.

პედიატრიული პოპულაცია

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებულიაა მხოლოდ მოზრდილებში.

4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ეზომეპრაზოლისთვის კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ექსპოზიციის შესახებ არასაკმარისია. ომეპრაზოლის რაცემული ნარევის გამოყენებისას, ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან მიღებული ორსულობის დროს ექსპოზიციის შესახებ უფრო დიდი რაოდენობის მონაცემები არ მიუთითებს მალფორმაციულ და ფეტოტოქსიურ ეფექტებზე. ცხოველებზე ჩატარებული ეზომეპრაზოლის კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ეფექტებზე ემბრიონის/ნაყოფის განვითარების მხრივ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები რაცემულ ნარევით არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე ორსულობაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. საჭიროა სიფრთხილე ორსულებისთვის დანიშვნის დროს.

ორსულ ქალებზე მონაცემების საშუალო რაოდენობა (300-1000 ორსულობა) არ მიუთითებს ეზომეპრაზოლის მალფორმაციულ ან ფეტო/ნეონატალურ ტოქსიკურობაზე.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ მიუთითა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ეფექტები რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე (იხ. პუნქტი 5.3).

ძუძუთი კვება

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ეზომეპრაზოლი დედის რძეში. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ეზომეპრაზოლის ეფექტების შესახებ ახალშობილებში/ჩვილებში. აქედან გამომდინარე, ეზომეპრაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

4.7 ეფექტები მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ეზომეპრაზოლი უმნიშვნელო გავლენას ახდენს მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისუნარზე. დაფიქსირდა არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა (არა-ხშირად) და მხედველობის დაბინდვა (იშვიათად) (იხ. პუნქტი 4.8). თუ ასეთი ეფექტები განუვითარდათ, პაციენტებმა არ უნდა მართონ მანქანა და არ იმუშავონ მექანიზმებთან.

4.8 არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა და გულისრევა არიან იმ არასასურველ რეაქციებს შორის, რომლებიც ყველაზე ხშირად დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში (და ასევე პოსტმარკეტინგული გამოყენებისას). გარდა ამისა, უსაფრთხოების პროფილი მსგავსია სხვადასხვა ფორმულაციების, მკურნალობის ჩვენებების, ასაკობრივ ჯგუფებისა და პაციენტების პოპულაციებს შორის. დოზასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები არ გამოვლენილა.

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალის ცხრილი

შემდეგი წამლისმიერი არასასურველი რეაქციები გამოვლინდა ან იყო საეჭვო ეზომეპრაზოლის კლინიკური კვლევების პროგრამაში და პოსტმარკეტინგულად. არცერთი არ აღმოჩნდა დოზასთან დაკავშირებული. რეაქციები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არა-ხშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე)

| ხშირი | არახშირი | იშვიათი | ძალიან იშვიათი | უცნობია
---|---|---|---|---|---
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები | | | ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია | აგრანულოციტოზი, პანციტოპენია |
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები | | | ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მაგ. ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი | |
მეტაბოლიზმისა და ნუტრიციული დარღვევები | | პერიფერიული შეშუპება | ჰიპონატრიემია | | ჰიპომაგნიემია (იხ. პუნქტი 4.4); მძიმე ჰიპომაგნიემია შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპოკალციემიასთან. ჰიპომაგნიემია ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპოკალიემიასთან.
ფსიქიატრიული დარღვევები | | უძილობა | აჟიტირება, დაბნეულობა, დეპრესია | აგრესია, ჰალუცინაციები |
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები | თავის ტკივილი | თავბრუსხვევა, პარესთეზია, ძილიანობა | გემოვნების დარღვევა | |
თვალის მხრივი დარღვევები | | | მხედველობის დაბინდვა | |
ყურისა და ლაბირინთის მხრივი დარღვევები | | ვერტიგო | | |
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივი დარღვევები | | | ბრონქოსპაზმი | |
კუჭ -ნაწლავის მხრივი დარღვევები | მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, შებერილობა, გულისრევა/ ღებინება, ფსკერის ჯირკვლის პოლიპები (კეთილთვისებიანი) | პირის სიმშრალე | სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი | | მიკროსკოპული კოლიტი
ჰეპატობილიარული დარღვევები | | ღვიძლის ფერმენტების მომატება | ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე | ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია პაციენტებში მანამდე არსებული ღვიძლის დაავადებით |
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივი დარღვევები | | დერმატიტი, ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია | ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა | მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) | ქვემწვავე კანის წითელი მგლურა (იხ. პუნქტი 4.4)
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები | | თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა (იხ. პუნქტი 4.4) | ართრალგია, მიალგია | კუნთების სისუსტე |
თირკმლისა და შარდის მხრივი დარღვევები | | | | ინტერსტიციული ნეფრიტი, ზოგიერთ პაციენტში ერთდროულად აღინიშნა თირკმლის უკმარისობა |
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივი დარღვევები | | | | გინეკომასტია |
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები გამოყენების ადგილზე | | | საერთო სისუსტე, მომატებული ოფლიანობა | |

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის პროფსიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ „ყვითელი ბარათის სქემის“ (Yellow Card Scheme) საშუალებით www.mhra.gov.uk/yellowcard-ზე ან მოიძიოთ MHRA Yellow Card - Google Play-ში ან Apple App Store-ში.

4.9 დოზის გადაჭარბება

დღეისათვის არსებობს ძლიერ შეზღუდული გამოცდილებაა განზრახ დოზის გადაჭარბების**** შესახებ. აღწერილი იყო 280 მგ დოზასთან დაკავშირებით კუჭ- ნაწლავის მხრივი სიმპტომები და სისუსტე. 80 მგ ეზომეპრაზოლის ერთჯერადი დოზები იყო პრობლემების გარეშე. სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის. ეზომეპრაზოლი ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს და ამიტომ არ ექვემდებარება დიალიზს. როგორც დოზის გადაჭარბების ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და გამოყენებული უნდა იყოს ზოგადი დამხმარე ზომები.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მჟავიანობასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალო საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: A02B C05

ეზომეპრაზოლი არის ომეპრაზოლის S-იზომერი და ამცირებს კუჭის მჟავას სეკრეციას მოქმედების სპეციფიკური მიზნობრივი მექანიზმის საშუალებით. ის არის პარიეტალურ უჯრედში მჟავა ტუმბოს სპეციფიკური ინჰიბიტორი. ომეპრაზოლის ორივე R- და S-იზომერებს აქვთ მსგავსი ფარმაკოდინამიკური აქტივობა.

მოქმედების მექანიზმი

ეზომეპრაზოლი არის სუსტი ფუძე და კონცენტრირდება და გარდაიქმნება აქტიურ ფორმად პარიეტალური უჯრედის სეკრეტორული მილაკების მაღალ მჟავა გარემოში, სადაც ის აინჰიბირებს ფერმენტ H+K+-ატფ-ზას - მჟავას ტუმბოს და აინჰიბირებს როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ მჟავას სეკრეციას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

20 მგ და 40 მგ ეზომეპრაზოლის პერორალურად მიღების შემდეგ ეფექტი იწყება ერთი საათის განმავლობაში. 20 მგ ეზომეპრაზოლის განმეორებითი მიღების შემდეგ დღეში ერთჯერ ხუთი დღის განმავლობაში, პენტაგასტრინის სტიმულაციის შემდეგ მჟავის საშუალო პიკური გამომუშავება მცირდება 90%-ით, როდესაც ის გაიზომება დოზის მიღებიდან 6-7 საათის შემდეგ მეხუთე დღეს.

20 მგ და 40 მგ ეზომეპრაზოლის პერორალური დოზის ხუთდღიანი მიღების შემდეგ, კუჭშიდა pH 4-ზე ზემოთ შენარჩუნებული იყო საშუალოდ 13 საათისა და 17 საათის განმავლობაში, შესაბამისად 24 საათის განმავლობაში სიმპტომურ GORD-ის მქონე პაციენტებში. იმ პაციენტების პროპორცია, რომლებიც ინარჩუნებდნენ კუჭშიდა pH-ს 4-ზე ზემოთ მინიმუმ 8, 12 და 16 საათის განმავლობაში, შესაბამისად, იყო 20 მგ ეზომეპრაზოლისათვის 76%, 54% და 24%. ეზომეპრაზოლის 40 მგ-ს შესაბამისი პროპორციები იყო 97%, 92% და 56%.

AUC-ის, როგორც პლაზმური კონცენტრაციის სუროგატული პარამეტრის გამოყენებით, ნაჩვენებია კავშირი მჟავას სეკრეციის ინჰიბირებასა და ექსპოზიციას შორის.

რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცება 40 მგ ეზომეპრაზოლით ვლინდება პაციენტთა დაახლოებით 78%-ში ოთხი კვირის შემდეგ, ხოლო 93%-ში რვა კვირის შემდეგ.

ერთკვირიანი მკურნალობა ეზომეპრაზოლით 20 მგ დღეში ორჯერ და შესაბამისი ანტიბიოტიკებით, იწვევს H. pylori-ს წარმატებულ ერადიკაციას პაციენტების დაახლოებით 90%-ში. ერადიკაციული მკურნალობის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში არ არის საჭირო შემდგომი მონოთერაპია ანტისეკრეტორული პრეპარატებით წყლულის ეფექტური შეხორცებისა და სიმპტომების აღმოსაფხვრელად თორმეტგოჯა ნაწლავის გაურთულებელი წყლულების დროს. რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, პაციენტები ენდოსკოპურად დადასტურებული პეპტიკური წყლულოვანი სისხლდენით, რომლებიც დახასიათებულია როგორც Forrest Ia, Ib, IIa ან IIb (9%, 43%, 38% და 10% შესაბამისად) იყვნენ რანდომიზირებული, რომ მიეღოთ ეზომეპრაზოლის საინფუზიო ხსნარი (n=375) ან პლაცებო (n=389). ენდოსკოპიური ჰემოსტაზის შემდეგ პაციენტები იღებდნენ ან 80 მგ ეზომეპრაზოლს ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვებოდა უწყვეტი ინფუზია 8 მგ საათში, ან პლაცებოს 72 საათის განმავლობაში. საწყისი 72 -საათიანი პერიოდის შემდეგ, ყველა პაციენტი ღებულობდა ღია ეტიკეტირების 40 მგ პერორალურ ეზომეპრაზოლს 27 დღის განმავლობაში მჟავას დათრგუნვის მიზნით. განმეორებითი სისხლდენის შემთხვევა 3 დღის განმავლობაში იყო 5.9% ეზომეპრაზოლით ნამკურნალევ ჯგუფში, პლაცებოს ჯგუფის 10.3%-თან შედარებით. მკურნალობიდან 30 დღის შემდეგ, განმეორებითი სისხლდენის შემთხვევა ეზომეპრაზოლით ნამკურნალებ ჯგუფში იყო 7.7% პლაცებოს 13.6%-თან შედარებით. ანტისეკრეტორული სამკურნალო პროდუქტებით მკურნალობისას შრატის გასტრინი იზრდება მჟავას სეკრეციის შემცირების საპასუხოდ. CgA ასევე იზრდება კუჭის მჟავიანობის შემცირების გამო. გაზრდილმა CgA დონემ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევას. ლიტერატურაში არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA გაზომვამდე მინიმუმ 5 დღით ადრე. თუ CgA და გასტრინის დონე არ ნორმალიზდება 5 დღის შემდეგ, გაზომვები უნდა განმეორდეს ეზომეპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.

ECL უჯრედების გაზრდილი რაოდენობა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს შრატში გასტრინის დონის მატებასთან, დაფიქსირდა როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში ეზომეპრაზოლით ხანგრძლივი მკურნალობის დროს. ჩაითვალა, რომ დასკვნებს კლინიკური მნიშვნელობა არა აქვს.

ანტისეკრეტორული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს დაფიქსირდა კუჭის ჯირკვლოვანი კისტების გაჩენა გარკვეულწილად გაზრდილი სიხშირით. ეს ცვლილებები მჟავას სეკრეციის გამოხატული დათრგუნვის ფიზიოლოგიური შედეგია, არის კეთილთვისებიანი და, როგორც ჩანს, შექცევადია.

კუჭის მჟავიანობის დაქვეითება ნებისმიერი საშუალებით, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჩათვლით, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნორმაში არსებული ბაქტერიების რაოდენობას კუჭში. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავური ინფექციების მცირედ გაზრდილი რისკი, როგორიცაა Salmonella და Campylobacter და, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, შესაძლოა ასევე Clostridium difficile.

კლინიკური ეფექტურობა

ორ კვლევაში რანიტიდინით, როგორც აქტიური კომპარატორით, ეზომეპრაზოლმა აჩვენა უკეთესი ეფექტი კუჭის წყლულების შეხორცებაში იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის COX-2 სელექტიურ აასს-ებს.

ორ კვლევაში, სადაც კომპარატორი იყო პლაცებო, ეზომეპრაზოლმა აჩვენა უკეთესი ეფექტი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების პრევენციის მხრივ იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ აასს-ებს (60 წელზე მეტი ასაკის და/ან მანამდე არსებული წყლულით), COX-2 სელექტიური აასს-ების ჩათვლით.

პედიატრიული პოპულაცია

კვლევაში GORD-ის მქონე პედიატრიულ პაციენტებში (<1-დან 17 წლამდე ასაკის), რომლებიც იღებდნენ PPI-ით ხანგრძლივ მკურნალობას, ბავშვების 61%-ს განუვითარდათ მცირე ხარისხის ECL უჯრედული ჰიპერპლაზია ცნობილი კლინიკური მნიშვნელობის გარეშე და ატროფიული გასტრიტის ან კარცინოიდული სიმსივნეების განვითარების გარეშე.

5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ეზომეპრაზოლი მჟავა-ლაბილურია და მიიღება პერორალურად ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული გრანულების სახით. In vivo გარდაქმნა R-იზომერად უმნიშვნელოა. ეზომეპრაზოლის აბსორბცია სწრაფია, მაქსიმალური პლაზმური დონე მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1-2 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 64% ერთჯერადი 40 მგ დოზის შემდეგ და იზრდება 89%-მდე დღეში ერთჯერ განმეორებითი მიღების შემდეგ. 20 მგ ეზომეპრაზოლისთვის შესაბამისი მნიშვნელობებია 50% და 68%, შესაბამისად.

საკვების მიღება აყოვნებს და ასევე ამცირებს ეზომეპრაზოლის აბსორბციას, თუმცა ეს არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ეზომეპრაზოლის ეფექტზე კუჭშიდა მჟავიანობის მიმართ.

დისტრიბუცია

დისტრიბუციის აშკარა მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში ჯანმრთელ სუბიექტებში არის დაახლოებით 0.22 ლ/კგ სხეულის წონაზე. ეზომეპრაზოლი 97%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია

ეზომეპრაზოლი მთლიანად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ს სისტემით (CYP). ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმის ძირითადი ნაწილი დამოკიდებულია პოლიმორფულ CYP2C19-ზე, რომელიც პასუხისმგებელია ეზომეპრაზოლის ჰიდროქსილ- და დესმეთილ- მეტაბოლიტების ფორმირებაზე. დარჩენილი ნაწილი დამოკიდებულია სხვა სპეციფიკურ იზოფორმაზე- CYP3A4, რომელიც პასუხისმგებელია ეზომეპრაზოლის სულფონის, პლაზმაში მთავარი მეტაბოლიტის ფორმირებაზე.

ელიმინაცია

ქვემოთ მოყვანილი პარამეტრები ასახავს ძირითადად ფარმაკოკინეტიკას ფუნქციური CYP2C19 ფერმენტის მქონე პირებში, ინტენსიურ მეტაბოლიზატორებში.

მთლიანი პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 17 ლ/სთ ერთჯერადი დოზის შემდეგ და დაახლოებით 9 ლ/სთ განმეორებითი მიღების შემდეგ. პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,3 საათს დღეში ერთჯერ განმეორებითი დოზირების შემდეგ. ეზომეპრაზოლი მთლიანად ელიმინირდება პლაზმიდან დოზებს შორის, კუმულაციისაკენ მიდრეკილების გარეშე, დღეში ერთჯერ მიღებისას.

ეზომეპრაზოლის ძირითადი მეტაბოლიტები არ ახდენენ ეფექტს კუჭის მჟავას სეკრეციაზე. ეზომეპრაზოლის პერორალური დოზის თითქმის 80% გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით, დანარჩენი კი განავალში. საწყისი პრეპარატის 1%-ზე ნაკლები აღმოჩნდება შარდში. წრფივობა/არაწრფივობა

ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილია 40 მგ-მდე დღეში ორჯერ დოზებზე. პლაზმური კონცენტრაცია-დრო მრუდის ქვეშ ფართობი იზრდება ეზომეპრაზოლის განმეორებით მიღებისას. ეს ზრდა დამოკიდებულია დოზაზე და იწვევს AUC-ის დოზის პროპორციულზე მეტად მომატებას განმეორებითი მიღების შემდეგ. ეს დროზე და დოზაზე დამოკიდებულება განპირობებულია პირველი გასვლის მეტაბოლიზმითა და სისტემური კლირენსის დაქვეითებით, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეულია ეზომეპრაზოლის და/ან მისი სულფონის მეტაბოლიტის მიერ CYP2C19 ფერმენტის ინჰიბირებით.

პაციენტების სპეციალური პოპულაციები

ცუდი მეტაბოლიზატორები

მოსახლეობის დაახლოებით 2,9 ± 1,5%-ს არ გააჩნია ფუნქციური CYP2C19 ფერმენტი და მათ ცუდ მეტაბოლიზატორებს უწოდებენ. ამ პირებში ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი სავარაუდოდ ძირითადად კატალიზირებულია CYP3A4-ით. 40 მგ ეზომეპრაზოლის დღეში ერთჯერ განმეორებითი მიღების შემდეგ, საშუალო ფართობი პლაზმაში კონცენტრაცია- დროის მრუდის ქვეშ იყო დაახლოებით 100%-ით მაღალი ცუდ მეტაბოლიზატორებში იმ სუბიექტებთან შედარებით, რომლებსაც აქვთ ფუნქციური CYP2C19 ფერმენტი (ინსტენსიური მეტაბოლიზატორები).

პლაზმაში საშუალო პიკური კონცენტრაციები გაიზარდა დაახლოებით 60%-ით. ამ დასკვნებს არა აქვთ გავლენა ეზომეპრაზოლის დოზირებაზე.

სქესი

40 მგ ეზომეპრაზოლის ერთჯერადი დოზის შემდეგ, პლაზმაში კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ საშუალო ფართობი არის დაახლოებით 30%-ით მეტი ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. სქესის მიხედვით განსხვავება არ აღინიშნება დღეში ერთჯერ განმეორებითი მიღების შემდეგ. ამ დასკვნებს არა აქვთ გავლენა ეზომეპრაზოლის დოზირებაზე.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი შეიძლება დაირღვეს. ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში მეტაბოლიზმის სიჩქარე მცირდება, რაც იწვევს პლაზმაში ეზომეპრაზოლის კონცენტრაცია- დროის მრუდის ქვეშ ფართობის გაორმაგებას. ამიტომ, მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში დოზა არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმუმ 20 მგ-ს. ეზომეპრაზოლი ან მისი ძირითადი მეტაბოლიტები არ ავლენენ კუმულაციისადმი ტენდენციას დღეში ერთჯერ მიღებისას.

ირკმლის უკმარისობა

თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. რადგანაც თირკმელი პასუხისმგებელია ეზომეპრაზოლის მეტაბოლიტების ექსკრეციაზე, მაგრამ არა საწყისი ნაერთის ელიმინაციაზე, ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმის ცვლილება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მოსალოდნელი არ არის.

ხანდაზმულები

ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი ხანდაზმულ სუბიექტებში (71-80 წლის ასაკის) მნიშვნელოვნად არ იცვლება.

პედიატრიული პოპულაცია

12-18 წლის მოზარდები:

20 მგ და 40 მგ ეზომეპრაზოლის განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ, მთლიანი ექსპოზიცია (AUC) და პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (tmax) 12-დან 18 წლამდე ასაკის პირებში ეზომეპრაზოლის ორივე დოზისთვის იყო მოზრდილებში აღნიშნულის ანალოგიური.

5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

არა-კლინიკური მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის, რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის სტანდარტული კვლევების საფუძველზე. არასასურველი რეაქციები, რომლებიც არ იყო გამოვლენილი კლინიკურ კვლევებში, მაგრამ გამოვლენილი იყო ცხოველებში კლინიკური ექსპოზიციის დონეებზე, რომლებიც იყო კლინიკური ექსპოზიციის დონეების ანალოგიური, შესაძლო რელევანტურობით კლინიკური მომხმარებლისათვის, იყო შემდეგი:

ვირთაგვებში რაცემული ნარევის გამოყენებისას კანცეროგენურობის კვლევებმა აჩვენა კუჭის ECL-უჯრედების ჰიპერპლაზია და კარცინოიდები. კუჭზე ეს ეფექტები ვირთაგვებში არის მდგრადი, კუჭის მჟავის შემცირებული წარმოქმნით გამოწვეული გამოხატული ჰიპერგასტრინემის აღინიშნება ვირთაგვებში კუჭის მჟავას სეკრეციის ინჰიბიტორებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

6. ფარმაცევტული დეტალები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:

შაქარი, ნატრიუმის კარბონატი, დინატრიუმის ჰიდროგენ ფოსფატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ტიტანის დიოქსიდი, მანიტოლი, კოპოლიმერი 30% დისპერსია, კროსპოვიდონი, ტალკი, ჰიპრომელოზა, HPMC ფტალატი, დიეთილფტალატი, ცეტილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, იზოპროპილის სპირტი, აცეტონი, დისტილირებული წყალი, პოლისორბატი 80.

6.2 შეუთავსებლობა

არ არის შესაბამისი

6.3 ვარგისიანობის ვადა

24 თვე

6.4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

15-30°C-ს შორის. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.

6.5 კონტეინერის ხასიათი და შემცველობა

AlU/AlU ბლისტერი, რომელიც შეიცავს 14 კაფსულას.

ორი ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

6.6 სპეციალური სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვაგვარი მოპყრობისათვის

- ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

7. მწარმოებელი:

„ლაბორატორიო ეკზანე ფარმა ს.ა“

ლაპრიდა 43-აველანედა-ბუენოს აირესი.

არგენტინა.

Laboratorio Eczane Pharma S.A

Laprida 43-Avellaneda-Buenos Aires.

Argentina.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

დასახელება - ეზუეტი 40 40მგ #14კაფს

ეზომეპრაზოლი ნაჩვენებია შემდეგისათვის:

მოზრდილები
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD)
- ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა
- განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის პრევენციის მიზნით.
შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან კომბინაციაში Helicobacter pylori-ის ერადიკაციისთვის
- Helicobacter pylori -თან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცების მიზნით.
- პეპტიკური წყლულების რეციდივის პრევენცია Helicobacter pylori-სთან ასოცირებული წყლულების მქონე პაციენტებში.

პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი თერაპია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან დაკავშირებული კუჭის წყლულების შეხორცება.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების პრევენცია რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
ხანგრძლივი მკურნალობა ი.ვ. ინდუცირებული პეპტიკური წყლულებიდან განმეორებითი სისხლდენის პრევენციის შემდეგ.
ზოლინგერ ელისონის სინდრომის მკურნალობა
მოზარდები 12 წლის ასაკიდან
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD)
- ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა
- განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის პრევენციი მიზნით.
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GORD) სიმპტომური მკურნალობა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში Helicobacter pylori-ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.

დოზირება და გამოყენების მეთოდი
დოზირება
მოზრდილები
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD)
- ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა
40 მგ დღეში ერთჯერ 4 კვირის განმავლობაში.
დამატებითი 4 კვირიანი მკურნალობა რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ეზოფაგიტი არ განიკურნა ან რომლებსაც აქვთ მუდმივი სიმპტომები.

- განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის პრევენციის მიზნით 20 მგ დღეში ერთჯერ.

- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GORD) სიმპტომური მკურნალობა

20 მგ დღეში ერთჯერ ეზოფაგიტის არმქონე პაციენტებში. თუ სიმპტომების კონტროლი ვერ იქნა მიღწეული 4 კვირის შემდეგ, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შემდგომი გამოკვლევა. სიმპტომების ალაგების შემდეგ, სიმპტომების შემდგომი კონტროლი შეიძლება მიღწეული იქნას 20 მგ დღეში ერთჯერ მოთხოვნილების შესაბამისი რეჟიმი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ნამკურნალევ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარების რისკი, სიმპტომების შემდგომი კონტროლი მოთხოვნილების შესაბამისი რეჟიმის გამოყენებით რეკომენდებული არ არის.

კომბინაციაში შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან Helicobacter pylori-ის ერადიკაციისთვის

- Helicobacter pylori-თან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცება და

- პეპტიკური წყლულების რეციდივის პრევენცია Helicobacter pylori-სთან ასოცირებული წყლულების მქონე პაციენტებში.

20 მგ ეზომეპრაზოლი 1 გ ამოქსიცილინთან და 500 მგ კლარითრომიცინთან ერთად, ყველა ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ეზომეპრაზოლის, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 პუნქტში.

ეზომეპრაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ნელფინავირთან ერთად
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

15-30რC-ს შორის. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.