ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის სამკურნალო საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
**ნექსიუმი
(nexium)
**
**
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:** ეზომეპრაზოლი
**
სამკურნალო ფორმა:** გარსით გადაკრული ტაბლეტები
**
შემადგენლობა**
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: 22.3 მგ ან 44.5 მგ მაგნიუმტრიყიდრატის ეზომეპრაზოლი,
რაც ეზომეპრაზოლის 20 მგ და 40 მგ შეესაბამება.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლ მონოსტეარიტი 40-55, ოქსიპროპილცელულოზა,
ციპრომელოზა, რკინის ოქსიდი, წითელ-ყავის ფერი (E172), მაგნიუმისსტეარატი,
მეტაკრილმჟავის ეთილკრილატთან თანაპოლიმერი (1:1) 30 % დისპერსია,
მიკროკრისტალური ცელულოზა, სინთეზური პარაფინა, ნიკროგოლი, პოლისორბიტი 80,
კროსპოვიდონი, ნატრიუმისსტეარილფუმარატი, შაფარი სფერული გრანულები (საცაროსა და
სიმინდის სახამებელი), ტალკი, ტიტანის დოიქსიდი (E 171) 77 ტრიეთილ ციტრატო.
**
აღწერილობა:** 20 მგ ტაბლეტი: ღია-ვარდისფერი, მოგრძო ორმხრივამოზნექილი ფორმის
ტაბლეტები, გარსით გადაკრული, გრავირებული – ერთ მხარეზე “20 mg” და A – მეორე
მხარეზე.
EH
40 მგ ტაბლეტები: ვარდისფერი მოგრძო ორმხრივამოზნექილი ფორმის ტაბლეტები, გარსიტ
გადაკრული, გრავირებული – ერთ მხარეზე – “40 mg” და A– მეორე მხარეზე
EH
**
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:** პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი
კოდი: ATX: A02BC05
**
ფარმაკოლოგიური თვისებები**
ფარმაკოდინამიკა.
ეზომეპრაზოლი წარმოადგენს ომეპრაზოლის S – იზომერს; აქვეითებს კუჭში მჟავის
სეკრეციას პროტონული ტუმბოს სპეციფიური ინჰიბირების გზით პარიეტალურ უჯრედებში.
ომეპრაზოლის S- და R- იზომერებს აქვთ მსგავსი ფარმაკოდინამიური აქტივობა.
მოქმედების მექანიზმი.
ეზომეპრაზოლი წარმოადგენს სუსტ ფუძეს და კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტული
უჯრედების სეკრეტორული არხების მჟავე გარემოში გადადის აქტიურ ფორმაში.
კუჭში მჟავე სეკრეციაზე გავლენა.
ეზომეპრაზოლის ქმედება ვითარდება 1 საათის განმავლობაში 20 მგ ან 40 მგ- ის
პერორალური მიღების შემდეგ. პრეპარატის ყოველდღიური მიღების დროს 5 დღის
განმავლობაში 20 მგ დოზით ერთხელ დღეღამეში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია
მჟავის პენტაგასტრინით სტიმულაციის შემდეგ ქვეითდება 90 % - ით (მჟავის
კონცენტრაციის გაზომვა 6-7 საათის შემდეგ დოზის მიღების შემდეგ თერაპიას მე-5
დღეს). ეზომეპრაზოლის პერორალური ყოველდღიური მიღების 5 დღის შემდეგ 20 მგ ან 40
მგ დოზით კუჭში 4-ზე მეტი PH – ისა 24 საათიდან საშუალოდ 13 და 17 საათის
განმავლობაში სადღეღამისო მონიტორირებისას, შესაბამისად, პაციენტებში
სიმპტომატური გასტრო – ეზოფაგალური რეფლუქსური დაავადებით. პაციენტთა შორის,
რომლებიც დღეღამეში ღებულობენ 20 მგ ეზომეპრაზოლს PH - ის დონეზე 4-ზე მეტი
სიმჟავის რეგისტრირება 8.12 და 16 საათის განმავლობაში მიიღწევა 76 %, 54% და 24
– ში შესაბამისად. 40 მგ ეზომეპრაზოლისათვის ეს თანაფარდობა შეადგენს,
შესაბამისად, 97%, 92% და 56% - ს. გამოვლენილია კორელაცია მჟავის სეკრეციასა და
პრეპარატის კონცენტრაციის შორის პლაზმაში (კონცენტრაციის შეფასებისათვის
გამოყენებული იქნა AUC პარამეტრი). თერაპიული ეფექტი, რომელიც მიიღწევა მჟავის
სეკრეციის ინჰიბირების შედეგად. 40 მგ დოზის ნექსუმის მიღების დროს რეფლუქს –
ეზოფაგიტის განკურნებას ადგილი აქვს დაახლოებით 78 % პაციენტებში თერაპიას 4
კვირის შემდეგ და 93 % -ში – თერაპიას 8 კვირის შემდეგ. 20 მგ დოზის ნეკსუმით
მკურნალობის დროს 2-ჯერ დღეღამეში შესაბამის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში ერთი
კვირის განმავლობაში იძლევა წარმატებულ შედეგს Helicobacter pylori ერიდიკაციის
სახით დაახლოებით 90 % პაციენტებში.
პაციენტებს, რომლებსაც არ აღენიშნებათ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გართულება,
ერიდიკაციული ერთკვირიანი კურსის გავლის შემდეგ, არ ესაჭიროებათ შემდგომი
მონოთერაპია ანტისეკრეციული პრეპარატებით წყლულის შესახორცებლად და სიმპტომების
მოსაცილებლად. სხვა ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია მჟავის სეკრეციის
ინჰიბირებასთან. ანტისეკრეციული პრეპარატებით მკურნალობისას გასტრინის დონე
პლაზმაში მატულობს მჟავის სეკრეციის დაქვეითების შედეგად. პაციენტებში, რომლებიც
ანტისეკრეციულ პრეპარატებს ღებულობდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხშირად
აღინიშნება კუჭში ჯირკვლოვანი კისტის წარმოქმნა, რომელიც თერაპიას გაგრძელების
ფონზე მიმდინარეობს დამოუკიდებლად. ეს მოვლენები განპირობებულია ფიზიოლოგიური
ცვლილებებით მჟავის სეკრეციის ინჰიბირების შედეგად. ნექსიუმმა რანიტიდინით ორი
ჩატარებული შედარებითი გამოკვლევებით პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანთების
საწინააღმდეგო არასტეროიდულ თერაპიას ცოგ-2 სელექციური ანთების საწინააღმდეგო
არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) ჩათვლით, გამოავლინა უკეთესი ეფექტურობა
პეპტიური წყლულების შეხორცების მიმართ. ორი გამოკვლევის ჩატარების დროს ნექსიუმმა
ეფექტურობის შეფასების მიხედვით გამოავლინა უკეთესი ეფექტურობა პეპტიკური
წყლულების თავიდან აცილებისას პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანთების
საწინაააღმდეგო არასტერიოდულ თერაპიას (60 წლის ზევით ასაკობრივი ჯგუფი და/ან
პეპტიკური წყლულით ანამნეზში), ცოგ-2 სელექციური ანთების საწინააღმდეგო
არასტერიოდული პრეპარატების (ასაპ) მიღების ჩათვლით.
ფარმაკოკინეტიკა.
აბსორბცია და განაწილება. ეზომეპრაზოლი მჟავა გარემოში არამდგრადია, ამის გამო
პერორალური გამოყენებისათვის ხმარობენ ტაბლეტებს, რომელიც შეიცავს კუჭის წვენის
ქმედების მიმართ მდგრადი პრეპარატის გარსით დაფარულ გრანულებს. In vivo პირობებში
მხოლოდ ეზომეპრაზოლის უმნიშვნელო ნაწილი გარდაიქმნება R – იზომერებად. პრეპარატი
სწრაფად აბსორბირებს: პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები მიღწეულ იქნება 1 – 2
საათის მიღების შემდეგ. ეზომეპრაზოლის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 40 მგ დოზის
ერთჯერადი მიღების შემდეგ შეადგენს 64 %-ს და ყოველდღიური ერთხელ დღეღამეში
მიღების ფონზე იზრდება 9 % - მდე. ეზომეპრაზოლის 20 მგ დოზისათვის ეს
მაჩვენებლები შეადგენს შესაბამისად 50 % და 68 % - ს. აქედან განაწილების
მოცულობა თანასწორობის კონცენტრაციის მქონე ჯანმრთელ ადამიანებში შეადგენს
დაახლოებიტ სხეულის მასის 0,22 ლ/კგ-ს. ეზომეპრაზოლი პლაზმის ცილას უკავშირდება
97 %-ით. საკვების მიღება ანელებს და აქვეიტებს ეზომეპრაზოლის შეწოვა კუჭში.
მეტაბოლიზმი და ეკსკრეცია
ეზომეპრაზოლი მეტაბოლიზმს განიცდის ცოტოქრომ P450 (CYP) სისტემის მონაწილეობით,
ამასთან წარმოიქმნება ეზომეპრაზოლის ჰიდროქსი და დემეთილირებული მეტაბოლიტები.
დარჩენილი ნაწილის მეტაბოლიზმი ხორციელდება სხვა სპეციფიკური იზოფორმის CYP3A4-ის
მიერ; ამასთან იქმნება ეზომეპრაზოლის სულფონაწარმოები, რომლებიც წარმოადგენენ
ძირითად მეტაბოლიტს და რომლებიც განისაზღვრება პლაზმაში. ქვემოთ მოყვანილი
პარამეტრები ასახავენ ძირითადად ფერმენ CYP2C19 აქტიურ პაციენტებში (პაციენტები
აქტიური მეტაბოლიზმით) ფარმაკოკინეტიკის ხასიათს. ზოგადი კლირენსი პრეპარატის
ერთჯერადი მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 17 ლ/სთ და 9 ლ/სთ – მრავალჯერადი
მიღების შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,3 სთ-ს, სისტემატიური
მიღების დროს ერთხელ დღეღამეში. მრუდის “კონცენტრაცია-დრო”(AUC) ქვეშ ფართი
იზრდება დოზის დამოკიდებულებიდან გამომდინარე რეგულარული მიღების დროს და დოზისა
და AUC – ის არახაზოვან დამოკიდებულებაში გამოიხატება. ასეთი დროისა და დოზის
დამოკიდებულება არის მეტაბოლიზმის დაქვეითების შედეგი, ღვიძლში “პირველი გასვლის”
დროს, და აგრეთვე სისტემური კლირენსის დაქვეითებით, რომელიც გამოწვეულია
სავარაუდოთ იმით, რომ ეზომეპრაზოლი ან/და მისი სულფონირებული მეტაბოლიტი CYP2C19
ფერმენტს აინჰიბირებს.
ყოველდღიური ერთჯერადი მიღების დროს ეზომეპრაზოლი სისხლის პლაზმიდან მთლიანად
გამოიყოფა მიღებებს შორის შესვენების დროს და არ კუმულირებს. ეზომეპრაზოლის
არცერთი ძირითადი მეტაბოლიტი გავლენას არ ახდენს კუჭის მჟავას სეკრეციაზე.
პერორალური გამოყენების დროს დოზის 80%- მდე გამოდის მეტაბოლიტების სახით შარდთან
ერთად, ხოლო დანარჩენი რაოდენობა ფეკალიბთან ერთად. შარდში აღინიშნება უცვლელი
ეზომეპრაზოლის 1%-ზე ნაკლები. ფარმაკოკინეტიკის თავისებურებანი პაციენტების
ზოგიერთ ჯგუფში დაახლოებით მოსახლეობის 1-2% CYP2C19 ფერმენტი მცირედაა აქტიური
(პაციენტები არააქტიური მეტაბოლიზმით), ასეთ პაციენტებში ეზომეპრაზოლის
მეტაბოლიზმი ძირითადად განხორციელდება CYP3A4 – ის ქმედების შედეგად. 40 მგ
ეზომეპრაზოლის სისტემატიური მიღების დროს ერთხელ დღეღამეში საშუალო AUC – ი 100%
ჩვენებები
გასტრო – ეზოფაგელური რეფლექსი
- ეროზიული რეფლუქს – ეზოფაგიტის მკურნალობა;
- ხანგრძლივი დამხმარე მკურნალობა მორჩენილი პაციენტების რეციდივების თავიდან
აცილების მიზნით, რომლებიც ეროზიული რეფლუქს –
ეზოფაგიტით იყვნენ დაავადებულნი;
- გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის სიმპტომატური მკურნალობა. კუჭის და თორმეტგოჯა
ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში:
- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა, რომელიც Helicobacter pylori– თან
ასოცირდება
- პეპტიკური წყლულების პროფილაქტიკა და მკურნალობა პაციენტებში წყლულოვანი
დაავადებებით. პაციენტები, რომლებიც დიდხანს ღებულობდნენ ანთების საწინააღმდეგო
არასტეროიდულ პრეპარატებს (ასაპ):
- პეპტიკური წყლულების შეხორცება, რომელიც დაკავშირებულია ასაპ – ის მიღებასთან.
- პროფილაქტიკა წყლულების შეხორცებისა, რომელიც დაკავშირებულია ასაპ– ის
მიღებასთან.
**
უკუჩვენებები**
მომატებული მგრძნობელობა ეზომეპრაზოლის მიმართ, როდესაც ეზომეპრაზოლის მაგივრად
გამოიყენებოდა ბენზიმიდაზოლი ან პრეპარატის სხვა სამკურნალო ფორმის
ინგრედიენტები. პაციენტები, რომლებიც მემკვიდრეობით ვერ იტანენ ფრუქტოზას,
გლუკოგალაქტოზური მალაბსორბაციით ან საქაროზო – იზომალტაზური უკმარისობით.
ბავშვთა ასაკი – პრეპარატის მიღების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ
მონაცემების უქონლობასთან დაკავშირებით პაციენტების მოცემულ ჯგუფში.
სიფრთხილით – თირკმლის მძიმე უკმარისობა (გამოყენება შეზღუდულია)
გამოყენების წესი და დოზები
წამლის მიღება. ტაბლეტი მიღებულ უნდა იქნას მთლიანად, სითხის დაყოლებით. არ
შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა ან დაფხვნა. პაციენტებმა, რომლებსაც გადაყლაპვა უჭირთ,
ტაბლეტი შეიძლება განაზავოთ უგაზო წყლით ნახევარ ჭიქამდე (არ შეიძლება გამოიყენოთ
სხვა სითხე, რადგან მიკროგრანულების დამცავი გარსი შეიძლება გაიხსნას), მოურიეთ
ტაბლეტის დაშლამდე, რის შემდეგაც მიკროგრანულების ტივტივარი უნდა დალიოთ მაშინვე
ან 30 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ ჭიქა კვლავ გაავსეთ ნახევრამდე, მოურიეთ
ნარჩენებს და დალიეთ. მიკროგრანულების დაღეჭვა ან დაფქვა არ შეიძლება. იმ
პაციენტებისათვის, რომლებსაც ყლაპვა არ შეუძლიათ, ტაბლეტები უნდა გაზავდეს უგაზო
წყალში და შეყვანილ იქნას ნაზოგასტრალური ზონდით. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას,
რომ ამორჩეული შპრიცი და ზონდი გულდასმით უნდა იქნას ტესტირებული. მითითებები
პრეპარატის მომზადებაზე და ნაზოგასტრალური ზონდით შეყვანაზე. იხ. ნაწილში
“პრეპარატის შეყვანა ნაზოგასტრალური ზონდით”.
გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსი
ეროზიული რეფლუქს – ეზოფაგატის მკურნალობა: 40 მგ ერთხელ დღეღამეში 4 კვირის
განმავლობაში. რეკომენდირებულია დამატებითი მკურნალობის 4 – კვირიანი კურსი იმ
შემთხვევებში, თუ პირველი კურსის შემდეგ ეზოფაგატის მორჩენა არ ხდება ან
სიმპტომები არ ქრება.
ეროზიული რეფლუქს – ეზოფაგატით მორჩენილი პაციენტების ხანგრძლივი დამხმარე
მკურნალობა რეციდივის თავიდან აცილების მიზნით: 20 მგ ერთხელ დღეღამეში.
გასტრო – ეზოფარელაური რეფლუქსის სიმპტომატური მკურნალობა: 20 მგ ერთხელ
დღეღამეში – პაციენტებს ეზოფაგიტის გარეშე. თუ 4 – კვირიანი მკურნალობის შემდეგ
სიმპტომები არ ქრება, უნდა ჩატარდეს პაციენტის დამატებითი გამოკვლევა.
სიმპტომების გაქრობის შემდეგ შეიძლება პრეპარატის მიღების რეჟიმზე გადაყვანა,
ე.წ. “საჭიროების დროს”, ე.ი. სიმპტომების განვითარებისას 20 მგ ნექსიუმი მიიღება
ერთჯერ დღეღამეში მათ მოხსნამდე.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
Helicobacter pylori - ს ერიდიკაციისათვის კომბინირებული თერაპიის
შემადგენლობაში, და აგრეთვე:
- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა, რომელიც ასოცირდება Helicobacter
pylori – თან: ნექსიუმი 20 მგ, ამოქსიცილინი 1 გ და კლარითრომიცინი 500 მგ. ყველა
პრეპარატი გამოიყენება ორჯერ დღეღამეში 1 კვირის განმავლობაში.
პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იყენებდნენ ასაპ – ებს:
- ასაპ-ების მიღებასთან დაკავშირებული პეპტიური წყლულის შეხორცება: ნექსიუმი 20
მგ ერთხელ დღეღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 4 – 8 კვირას შეადგენს.
- პეპტიური წყლულების პროფილაქტიკა, ასაპ-ების მიღებასთან დაკავშირებული
პეპტიური წყლულების შეხორცება: ნექსიუმი 20 მგ ერთხელ
დღეღამეში.
თირკმლის უკმარისობა: პრეპარატის დოზას კორექცია არ სჭირდება, მაგრამ ნექსიუმის
გამოყენების ცდა თირკმლის უკმარისობის მქონე მძიმე პაციენტებში შეზღუდულია;
ამასთან დაკავშირებით, ასეთი პაციენტებისათვის პრეპარატის დანიშვნისას უნდა
დაიცვას სიფრთხილე (იხ. ნაწილი)
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის უკმარისობის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ხარისხით
პრეპარატის დოზას კორექცია არ სჭირდება. პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით
არ უნდა იქნას გადაჭარბებული მაქსიმალური დოზა – 20 მგ დღეღამეში.
ხანდაზმული პაციენტები: პრეპარატის დოზას კორექცია არ სჭირდება.
გვერდითი მოვლენები.
ქვემოთ მოყვანილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული პრეპარატის
დოზაზე.
ხშირი (>1/100, <1/10) __ თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეია, მეტეორიზმი,
გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა, დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება,
თავბრუსხვევა, პირში სიმშრალე, ალერგიული რეაქციები;
ნაკლებად ხშირი (>1/1000, <1/100) __ ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური
რეაქცია, “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება,
იშვიათი (>1/10000, <1/1000) __ მხედველობის დაბინდვა, სტივენს – ჯონსონის
სინდრომი, მულტიფორმული ექსფოლიატური ერითემა, მიალგია
შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნებოდა რაცემული პრეპარატის (ომეპრაზოლის)
გამოყენების დროს და რასაც შეიძლება მოველოდეთ აგრეთვე ეზომეპრაზოლის გამოყენების
დროს.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა
პარესტეზია, ძილიანობა, უძილობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, წუხილი,
აგზნება, დეპრესია, ჰალუცინაციები (უპირატესად დასუსტებულ პაციენტებში).
ენდოკრინული სისტემა: გინეკომასტია
კუჭ – ნაწლავის ტრაქტი: სტომატიტი და კუჭ – ნაწლავის კანდიდოზი
ჰემატოლოგია
ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია.
ღვიძლი
“ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ენცეფალოპათია პაციენტებში ღვიძლის
ხანგრძლივი მძიმე დაავადებები; ჰეპატიტი სიყვითლესთან ერთად (ან მის გარეშე),
ღვიძლის უკმარისობა.
საყრდენ - მამოძრავებელი აპარატი სახსრების ტკივილი, კუნთის სისუსტე
კანი
გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ტოქსიკური ეპიდერმიული ნეკროლიზი, ალოპეცია
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ალოპეცია
სხვა
საერთო სისუსტე, მომატებული ოფლიანობა, პერიფერიული შეშუპება, გემოს შეცვლა და
ჰიპონატრიემია.
ალერგიული რეაქციები
ციება, ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციული ნეფრიტი და ანაფილაქსიური შოკი.
**
დოზის გადაჭარბება.**
ამჟამად აღწერილია განზრახ დოზის გადაჭარბების ძალიან იშვიათი შემთხვევები.
სიმპტომებისას, რომელიც აღწერილია ეზომეპრაზოლის 280 მგ დოზით მიღების დროს,
აღინიშნებოდა საერთო სისუსტე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია. 80 მგ ნიკსიუმის
ერთჯერად მიღებას არ გამოუწვევია რომელიმე უარყოფითი შედეგები. სპეციფიკური
ანტიდოტები არ არის ცნობილი. ეზომეპრაზოლი შეადგენს პლაზმის ცილებთან
კომპლექსებს, ამიტომ დიალიზი მცირეეფექტურია დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
აუცილებელია ჩატარდეს სიმპტომატური და საერთო დამხმარე მკურნალობა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთობა და სხვა ურთიერთობა
ეზომეპრაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე. კუჭის
წვენის მჟავიანობის დაქვეითება ეზომეპრაზოლით მკურნალობის ფონზე შეიძლება
შეხამებული იყოს პრეპარატის აბსორბციის ცვლილებასთან, რომელთა შეწოვა
დამოკიდებულია გარემოს სიმჟავეზე. ეზომეპრაზოლი აინჰიბირებს cYP2C19 – ძირითად
ფერმენტს, რომელიც მონაწილეობს მის მეტაბოლიზმში. შესაბამისად, ეზომეპრაზოლის
ერთობლივი გამოყენება სხვა პრეპარატებთან, რომლის მეტაბოლიზმში მონაწილეობას
ღებულობს CYP2C19, როგორიცაა დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, კლომიპრამინი,
ფენიტოინი და სხვა., შეიძლება მოგვიყვანოს პლაზმაში ამ პრეპარატების
კონცენტრაციის მომატებასთან, რაც, თავის მხრივ, მიგვიყვანს დოზის დაქვეითების
აუცილებლობისაკენ. ეს მოვლენა განსაკუთრებით გამოიხატება ნეკსიუმის რეჟიმში “
საჭიროების მიხედვით” გამოყენებისას. 30 მგ ეზომეპრაზოლის და დიაზეპამის
ერთობლივი მიღებისას 45%-ით ქვეითდება ფერმენტ-სუბსტრატის კომპლექსის კლირენსი
(CYP2C19- დიაზეპამი). ეპილეფსიით დაავადებულების პლაზმაში ფენიტოინის მინიმალური
კონცენტრაციები, მისი 40 მგ ეზომეპრაზოლის შეთავსებით იზრდებოდა 13% -ით. ამასთან
დაკავშირებით რეკომენდირებულია კონტროლი გაეწიოს პლაზმაში ფენიტოინის
კონცენტრაციას ეზომეპრაზოლით მკურნალობის დასაწყისში და მისი მოშლის დროს.
ვარფარინის 40 მგ ეზომეპრაზოლთან ერთობლივი მიღება არ ახდენს კოაგულაციის დროის
ცვლილებას პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად ღებულობდნენ ვარფარინს, მაგრამ
აღინიშნა რამოდენიმე შემთხვევა, კლინიკურად მნიშვნელოვანი ინდექს MHO სნუ-ს
(საერთაშორისო ნორმალიზებული ურთიერთობა) მომატება ვარფარინსა და ეზომეპრაზოლის
ერთობლივი გამოყენების დროს. ამასთან დაკავშირებით რეკომენდირებულია
მეთვალყურეობის გაწევა პაციენტებზე ამ პრეპარატის ერთობლივი გამოყენების
დაწყებისას და დამთავრებისას. ციზაპრიდის კონცენტრაციები ამ დროს მნიშვნელოვნად
არ იცვლებოდა. ინტერვალი QT-ს უმნიშვნელო გაგრძელება, რომელიც აღინიშნებოდა
ციზაპრიდომის მონოთერაპიის დროს, ნექსიუმის დამატებით არ გაზრდილა (იხ. მუხლი
“განსაკუთრებული მითითებანი”). ნესკსიუმი არ იწვევს ამოქსიცილინისა და ქინიდინის
ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეზომეპრაზოლის ნაპროკსენის
ან როფეკოკსიბის ერთობლივი გამოყენების შეფასების გამოკვლევებმა არ გამოავლინა
კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება. სამკურნალო
პრეპარატების გავლენა ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე. ეზომეპრაზოლის
მეტაბოლიზმში მონაწილეობას ღებულობენ CYP2C9 და CYP3A4. ეზომეპრაზოლის
კლარითრომიცინთან ერთობლივი გამოყენება (500 მგ ორჯერ დღეში), რომელიც
აინჰიბირებს CYP3A4, ახდენს ეზომეპრაზოლის AUC ექსპოზიციის ზრდას 2-ჯერ. ამ
შემთხვევაში ეზომეპრაზოლის დოზა კორექციას არ საჭიროებს.
**
განსაკუთრებული მითითებანი.**
ეზომეპრაზოლით მკურნალობის დაწყების წინ უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი
ახალწარმონაქმნის შესაძლებლობა, რადგან მკურნალობამ შეიძლება მიიყვანოს
სიმპტომატიკის შერბილებასთან და დიაგნოზის დასმის ვადის გადაწევასთან.
პაციენტები, რომლებიც ღებულობენ პრეპარატს დიდი ხნის განმავლობაში (განსაკუთრებით
ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში), უნდა იმყოფებოდნენ ექიმის რეგულარული
მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან თერაპიის “საჭიროების
მიხედვით” რეჟიმში, უნდა გაუწიონ ინსტრუქტირება მისი ექიმთან დაკავშირების
შესახებ სიმპტომების ხასიათის სეცვლის დროს. ყურადღება ექცევა რა პლაზმაში
ეზომეპრაზოლის კონცენტრაციის ცვალებადობას თერაპიის “საჭიროების მიხედვით”
დანიშნულებისას, უნდა იქნას გათვალისწინებული პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა
სამკურნალო საშუალებებთან (იხ. თავი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო
საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”).
ნეკსიუმის დანიშნულებისას Helicobacter pylori- ს ერადიკაციისთვის უნდა იქნას
გათვალისწინებული სამკურნალო ურთიერთქმედების შესაძლებლობა სამმაგი თერაპიის
ყველა კომპონენტისათვის.
**
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს**
ჯერჯერობით არ მოგვეპოვება საკმარისი მონაცემები ორსულობის დროს ნეკსიუმის
გამოყენების შესახებ. ომეპრაზოლზე ჩატარებულმა (რომელიც წარმოადგენს რაცემულ
ნარევს), ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების შედეგებმა გამოავლინა ფოტოტოქსიკური
ქმედების არ არსებობა ან ნაყოფის განვითარების დარღვევა. ეზომეპრაზოლის
ცხოველებში შეყვანისას არ გამოვლინდა რომელიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი
უარყოფითი ზემოქმედება ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე. რაცემული პრეპარატის
შეყვანას ასევე არ მოუხდენია უარყოფითი ზეგავლენა ცხოველებზე ორსულობის,
მშობიარობის პერიოდში და აგრეთვე პოსტნატალური განვითარების პერიოდში. ორსულებს
პრეპარატი უნდა დაუნიშნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი
სარგებლობა აჭარბებს ნაყოფის შესაძლო რისკს. არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა
ეზომეპრაზოლი ძუძუს რძესთან, ამიტომ ნეკსიუმი არ ინიშნება ძუძუს წოვის დროს.
გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა.
7 ტაბლეტი ბლისტერში. მუყაოს შეკვრაში ერთი, ორი ან ოთხი ბლისტერი გამოყენების
ინსტრუქციით.
**
შენახვის პირობები.**
30°C –ზე არაუმეტეს ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის
მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა. ვარგისიანობის ვადის გასვლის მომდევნო 3
წლის განმავლობაში არ გამოიყენება, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
**
აფთიაქიდან გაცემის პირობები.**
გაცემა რეცეპტით.
**
ფირმა – მწარმოებელი.** ასტრაზენეკი აბ, SE-151 85 სოდერტალე, შვედეთი.
დამატებითი ინფორმაცია მიწოდებულ იქნება მისამართზე, 11 9021 მოსკოვი,
თემურ ფრუნზეს ქ. ს. 11, შენ. 205.
პრეპარატის შეყვანა ნაზოგასტრალური ზონდით
პრეპარატის დანიშვნისას ნაზოგასტრალური ზონდით.
1. ტაბლეტი მოათავსეთ შპრიცში და შპრიცი გაავსეთ 25 მლ წყლით და დაახლოებით 5 მლ
ჰაერით. ზოგიერთ ზონდისთვის შეიძლება
აუცილებელი გახდეს პრეპარატის განზავება 50 მლ სასმელ წყალში იმისათვის, რომ არ
მოხდეს ზონდის გაჭედვა ტაბლეტის გრანულებით.
2. მაშინვე შეანჯღრიეთ შპრიცი დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში ტაბლეტის
გასახსნელად.
3. შპრიცი გეჭიროთ ბუნიკით და დარწმუნდით იმაში, რომ ბუნიკი არ გაჭედილა.
4. ზონდში შეიყვანეთ შპრიცის ბუნიკი და დაიჭირეთ ზემოთ ამართულად.
5. შეანჯღრიეთ შპრიცი და გადმოაბრუნეთ ის ბუნიკით ქვედა მხარეს. მაშინვე
შეიყვანეთ 5-10 მლ გახსნილი პრეპარატი ზონდში. შეყვანის შემდეგ ზონდი დააბრუნეთ
წინანდელ მდგომარეობაში და შეანჯღრიეთ (შპრიცი უნდა გეჭიროთ ბუნიკით მაღლა,
ბუნიკის გაჭედვის თავიდან
ასაცილებლად).
6. გადმოაბრუნეთ შპრიცი ბუნიკით დაბლა და შეიყვანეთ პრეპარატის კიდევ 5-10 მლ
ზონდში. მოცემული ოპერაცია გაიმეორეთ მანამ, სანამ შპრიცი არ დაცარიელდება.
7. პრეპარატის ნაწილის შპრიცში ნალექის სახით ნარჩენის შემთხვევაში გაავსეთ
შპრიცი 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით და გაიმეორეთ ოპერაცია, რომელიც აღწერილია
მე-5 პუნქტში. ზოგიერთი ზონდისათვის ამ მიზნით შეიძლება დაგვჭირდეს 50 მლ სასმელი
წყალი
GI.000-019-264.4.0
ნეკსიუმის სავაჭრო მარკა – კომპანია ასტრაზენეკის საკუთრება
AstraZeneca
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
· აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
· დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
· აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
· აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
· წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ნექსიუმიR ?
ნექსიუმისR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ნექსიუმიR ?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ნექსიუმისR შენახვა
რა არის და რისთვის გამოიყენება ნექსიუმიR ?
ნექსიუმი, მოქმედი ნივთიერების სახით ეზომეპრაზოლს შეიცავს და ,,პროტონული ტუმბოს
ინჰიბიტორების‘’(პტი)სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. ამ წამლების ეფექტი,
კუჭში მჟავიანობის შემცირებით ვლინდება.
ნექსიუმი 20 მგ ტაბლეტი, ღია ვარდისფერი ფერის, მომრგვალებული კიდეების, მართკუთხედი ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული, ერთ ზედაპირზე 20 მგ, მეორე ზედაპირზე კი EHA გრავირების მქონე პრეპარატია.
ნექსიუმი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების სამკურნალოდ:
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსით გამოწვეული დაავადება
- კუჭის წვენის საყლაპავში (ხახის კუჭთან დამაკავშირებელი მილი)გამოჟონვასთან
დაკავშირებული საყლაპავის ტკივილი, ანთებითი პროცესი და კუჭის წვის შეგრძნება
(ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობისას გამოიყენება)
- კუჭის წვენის საყლაპავში გამოჟონვასთან დაკავშირებული კუჭის წვა და ღებინების მსგავსი დაავადების სიმპტომების გამოვლინებისას (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დავადების სიმპტომური მკურნალობისას)
მუდმივად აას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების) წამლებით
მკურნალობის საჭიროების მქონე ავადმყოფების მკურნალობისთვის
- ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული წამლის მოქმედებით გამოწვეული
კუჭის ანდა მუცლის ღრუს ზემო ნაწილში დისკომფორტის ანდა ტკივილის სიმპტომების
არსებობისას (აას წამლების გამოყენებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის დაავადებების
მკურნალობისას)
- წყლულები: ტკივილის და ანთებითი პროცესის სამკურნალოდ გამოყენებული წამლებით გამოწვეული წყლულების მკურნალობა და წყლულების განვითარების თავიდან აცილებისთვის (კუჭის წყლულების მკურნალობისას, აას წამლებით მკურნალობასთან დაკავშირებული კუჭის და დუოდენალური წყლულების განვითარების თავიდან აცილება)
წყლულის განვითარების გამომწვევი Helocobaceter pylori-ს სახელით ცნობილი
ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ
ეზომეპრაზოლის საინფუზიო ხსნარით მკურნალობის შემდეგ სისხლდენის შეჩერების
უზრუნველმყოფი მექანიზმების (+ჰემოსტაზი)გაგრძელების და კუჭის ანდა თორმეტგოჯას
(დუოდენუმის) წყლულების დროს განმეორებითი სისხლდენების თავიდან აცილებისთვის
კუჭში მჟავიანობის მომატების გამომწვევი ჰორმონ-მაპროდუცირებელი სიმსივნეების
(ცოლინგერ-ელისონის სინდრომი) ჩათვლით, კუჭში მომატებული მჟავიანობის
მდგომარეობის სამკურნალოდ
ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ, უფრო მეტი ინფორმაციისთვის, თქვენს ექიმს
ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ნექსიუმის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ნექსიუმი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, ეზომეპრაზოლის, ბენზიმიდაზოლის წარმოებულების ანდა ნექსიუმის შემადგენლობაში
არსებული ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ,
თუ, სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიმართ ალერგია გაქვთ (მაგ.
პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი)
როგორც სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შემთხვევაში, ეზომეპრაზოლი,
ატაზანავირთან ანდა ნელფინავირთან (აივ ინფექცია(შიდსი) სამკურნალო წამალი) არ
უნდა იქნას გამოყენებული.
ნექსიუმი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ, ღვიძლის სერიოზული პრობლემები გაქვთ,
თუ, თირკმლების სერიოზული პრობლემები გაქვთ,
თუ, ნექსიუმის მსგავს, კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი წამლით მკურნალობის
შემდეგ კანის ალერგიული რეაქცია გამოგივლინდათ,
თუ, ახლო პერიოდში სისხლში ქრომოგრანინ A ტესტი უნდა გაიკეთოთ
ნექსიუმმა, სხვა დაავადებების სიმპტომები შეიძლება გადაფაროს.
ამიტომ, ნექსიუმის მიღების დაწყებამდე დ ან მიღების დროს თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ:
თუ, წონის უმიზეზო, მკვეთრი დაკლება ანდა ყლაპვის პრობლემები გაქვთ
თუ, კუჭის ტკივილი ანდა დისკომფორტის შეგრძნება გაქვთ
თუ, სისხლიანი ღებინება ანდა საკვების მასებით ღებინება გაქვთ
თუ, განავალი შავი ფერისაა და სისხლის მასებს შეიცავს
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ძალიან იშვიათად დაკავშირებულია ქვემწვავე კანის
ლუპუს ერითემატოზის (იმუნური სისტემის პრობლემით გამოწვეული კანის და ზოგიერთი
ორგანოს დაავადება (კანის წითელი მგლურა) განვითარების შემთხვევებთან.
განსაკუთრებით, კანის მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მიდამოებში
დაზიანებების (დაზიანების, წყლულების) გამოვლინების და თანმხლები სახსრების
ტკივილის დროს, საჭიროა ავადმყოფისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა და
სამედიცინო პერსონალის მიერ მდგომარეობის შეფასება, შემდეგ კი ნექსიუმის
გამოყენების შეწყვეტის საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თუ, ადრე
პროტონული ტუმბოს ინჰიობიტორებით მკურნალობისას ქვემწვავე კუტანეული (კანის)
ლუპუს ერითემატოზი (კანის ქვემწვავე სისტემური მგლურა) გამოგივლინდათ, იგივე
მდგომარეობის გამოვლინების რისკი სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების
გამოყენებისას მატულობს.
თუ, ღვიძლის სერიოზული პრობლემები გაქვთ, ექიმს აცნობეთ, ამ დროს ექიმი შეიძლება წამლის დოზას შეამცირებს.
თუ, თირკმლების სერიოზული პრობლემები გაქვთ, ექიმს აუცილებლად უთხარით.
თუ, ჰელიკობაქტერ პილორის-Helicobacter Pylori- სამკურნალოდ სამკომპონენტიანი მკურნალობა გაქვთ დანიშნული ანდა ნექსიუმი თქვენთან მხოლოდ საჭიროების შემთხვევებისთის დაგენიშნათ და ამავე დროს სხვა წამალსაც ღებულობთ, ექიმს აცნობეთ.
თუ, ნექსიუმი ,,საჭიროების შემთვევაში’’ დაგენიშნათ, სიმპტომების გაგრძელების ანდა სიმპტომების მახასიათებლების ცვლილებისას, ექიმს დაუკავშირდით.
ნექსიუმის ანდა მსგავსი პროტონული ტუმოს ინჰიბიტორების ხანგრძლივი, 1 წელზე მეტი დროით გამოყენებისას, მენჯის, კოჭის ანდა ხერხემლის მოტეხილობის რისკი მსუბუქი ხარისხით შეიძლება მოიმატოს. თუ, ოსტეოპოროზი(ძვლის დაშლა) გაქვთ ანდა კორტიკოსტეროიდებს ღებულობთ (ოსტეოპოროზის რისკს ზრდის), თქვენს ექიმს უთხარით.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ხანგრძლივი გამოყენებისას, ასევე დიგოქსინის მსგავსი წამლების და სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითების გამომწვევი წამლების ერთდ მიღებისას (მაგ. შარდმდენები), დაფიქსირებულია სისხლში მაგნიუმის დონის დაცემა (ჰიპომაგნემია). ექიმი, მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომ პერიოდში სისხლში მაგნიუმის დონეს გააკონტროლებს.
სეკრეციულ ჯირკვლებთან დაკავშირებულ (ნეიროენდოკრინულ) სიმსივნეებზე გაკეთებული კვლევებით გამოვლენილი ურთიერთქმედება: წამლის გამოყენებით გამოწვეული კუჭის მჟავიანობის დონის დაქვეითებისას, ნერვულ სისტემასთან და სეკრეციულ ჯირკვლებთან დაკავშირებულ სიმსივნეებზე გაკეთებული სადიაგნოსტიკო კვლევების დროს შეიძლება მცდარი პოზიტიური შედეგები იქნას მიღებული.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჩათვლით, ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული კუჭის მჟავიანობის დაქვეითებისას, კუჭ-ნაწლავის სისტემაში ნორმალურ პირობებში არსებული ბაქტერიების რაოდენობა უფრო მატულობს. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობა კუჭ-ნაწლავის სისტემის ზოგიერთი ინფექციის რისკს ზრდის, თუნდაც მცირე მაჩვენებლით.
თუ, აღნიშული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში გამოგივლინდათ ანდა ამჟამად თქვენ გეხებათ, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ნექსიუმის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ასევე მშიერზეც.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ნექსიუმით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმს ორსულობის არსებობის ანდა ორსულობის შესახებ გეგმის არსებობის შესახებ აცნობეთ.
თუ, ორსულად ხართ, ნექსიუმი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში მიიღეთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ნექსიუმის, დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ამიტომ, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ნექსიუმი არ უნდა გამოიყენოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ნექსიუმი,ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს. თუმცა, ნაკლები სიხშირით ანდა იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გაბრუება და მხედველობის შემღვრევის მსგავსი ეფექტები (იხილეთ ნაწილი-4). თუ, აღნიშნული მდგომარეობა თქვენთან ვლინდება, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
ნექსიუმის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ნექსიუმი, სუკროზას შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სხვა წამლებს ღებულობთ, რეცეპტის გარეშე გაცემული წამლების ჩათვლით, ბოლო პერიოდში მიიღეთ ანდა ახლო პერიოდში მიღების ალბათობა არსებობს, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს ამ მდგომარეობის შესახებ აცნობეთ.
ნექსიუმის, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება ზოგიერთი წამლის მოქმედების ეფექტი შეცვალოს ანდა სხვა წამლებმა ნექსიუმის ეფექტზე მოახდინოს ზემოქმედება.
თუ, ნელფინავირის ანდა ატაზანავირის (შიდსის მკურნალობისას გამოიყენება) შემცველ წამალს ღებულობთ, ნექსიუმის ტაბლეტები არ გამოიყენოთ.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ:
კლოპიდოგრელი (სისხლის შედედების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება)
კეტაკონაზოლი, იტრაკონაზოლი ანდა ვორიკონაზოლი (სოკოვანი ანთების თავიდან
აცილების მიზნით გამოიყენება)
ერლოტინიბი ანდა იმავე ჯგუფიდან სხვა წამალი (სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება)
ციტალოპრამი, იმიპრამინი ანდა კლომიპრამინი (დეპრესიის სამკრუნალოდ გამოიყენება)
დიაზეპამი (შფოთვის სამკურნალოდ, კუნთების მოდუნებისთვის ანდა ეპილეფსიის
სამკურნალოდ გამოიყენება).
ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება), თუ, ფენიტოინს ღებულობთ, ექიმს
ნექსიუმით მკურნალობის დაწყებამდე ანდა მკურნალობის დროს დაკვირვების ქვეშ
ეყოლებით.
ვარფარინი ანდა კლოპიდოგრელი (სისხლის გათხელების მიზნით გამოყენებული,
ანტიკოაგულანტების სახელით ცნობილი წამლები). ექიმს, ნექსიუმით მკრუნალობის
დაწყებამდე ანდა მკურნალობის შეჩერების შემდეგ დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
სილოსტაზოლი (ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ გამოიყენება, სისხლის
მიმოქცევის დარღვევის გამო სიარულის დროს ფეხებში გაჩენილი ტკივილი).
სისაპრიდი (დისპეფსიის და კუჭის წვის დროს გამოყენებული წამალი).
დიგოქსინი (გულის პრობლემების დროს გამოიყენება).
მეტოტრექსატი (სიმსივნის მკურნალობის დროს დიდი დოზებით გამოყენებული
ქიმიოთერაპიული წამალი). მეტოტრექსატის მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში,
საჭიროა ნექსიუმით მკურნალობის დროებით შეჩერება.
ტაკროლიმუსი (ორგანოთა გადანერგვის დროს გამოიყენება).
რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოიყენება).
წმინდა ჯონსის ვორტი(Hypericum perforatum-დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება)
თუ, ექიმი Helicobacter pylori-თ გამოწვეული წყლულის სამკურნალოდ ნექსიუმთან ერთდ
ამოქსაცილინს და კლარიტრომიცინს (ანტიბიოტიკები) გამოგიწერთ და თუ ამავდროულად
სხვა წამალს ღებულობთ, ექიმს აცნობეთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
როგორ გამოიყენება ნექსიუმი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
წამალი, ყოველთვის თქვენი ექიმის ანდა ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად
მიიღეთ. თუ, რომელიმე საკითხში დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს
ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ამ წამალს დიდი ხანია იყენებთ, ექიმს დაკვირვების ქვეშ ეყოლებით
(განსაკუთრებით მაშინ, თუ მოხმარების პერიოდი 1 წელზე მეტია)
თუ, ექიმმა ამ წამლის მიღება საჭიროების შემთხვევაში გამოყენებისთვის
გამოგიწერათ, სიმპტომების ცვლილების შემთვევაში ექიმს აცნობეთ.
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსით გამოწვეული კუჭის წვის მკურნალობა:
ზრდასრულები:
საყლაპავში ანთებითი პროცესის და ტკივილის მკურნალობისთვის რეკომენდირებული დოზაა (ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტი): ნექსიუმი 40 მგ- 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. დაავადების სიმძიმის და მკურნალობაზე პასუხის შესაბამისად, მკურნალობის ხანგრძლივობა 4-8 კვირამდეა.
დაავადების განმეორებით განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბ. 1 -ჯერ დღეში.
კუჭის წვის და ღებინების მსგავსი სიმპტომების მკურნალობისთვის (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომური მკურნალობა) რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. თუ,დაავადების სიმპტომები 4 კვირაში არ ალაგდება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
სიმპტომების ალაგების შემდეგ, ექიმი, ნექსიუმის გამოყენების რეკომენდაციას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ: ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბ.ეტი 1-ჯერ დღეში.
თუ, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ექიმის შეიძლება დოზას შეამცირებს.
12-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება:
საყლაპავში ანთებითი პროცესის და ტკივილის სამკურნალოდ რეკომენდირებული დოზაა (ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ):ნექსიუმი 40 მგ- 1ტაბ. 1-ჯერ დღეში. დაავადების სიმძიმის და მკურნალობაზე მიღებული შედეგის შესაბამისად, მკურნალობის ხანგრძლივობა 4-8 კვირამდეა.
დაავადების განმეორებით განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბ. 1 -ჯერ დღეში.
კუჭის წვის და ღებინების მსგავსი სიმპტომების მკურნალობისთვის (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომური მკურნალობა) რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. თუ, დაავადების სიმპტომები 4 კვირაში არ ალაგდება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
თუ, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ექიმი შეიძლება დოზას შეამცირებს.
ავადმყოფები, რომლებსაც მუდმივად აას წამლებით მკურნალობა ესაჭიროებათ:
ზრდასრულებში, ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული წამლებით გამოწვეული ტკივილის ანდა მუცლის ზემო ნაწილში დისკომფორტის მსგავსი დარღვევების მკურნალობისთვის რეკომენდირებული დოზაა (აას წამლებთან დაკავშირებული კუჭ- ნაწლავის ზემო ნაწილში გამოვლენილი სიმპტომების მკურნალობისთვის): ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბ. 1- ჯერ დღეში. თუ, დაავადების სიმპტომები 4 კვირაში არ ალაგდება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული წამლით გამოწვეული წყლულის სამკურნალოდ რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20 ანდა 40 მგ- 1ტაბ. 1-ჯერ დღეში, 4-8 კვირის განმავლობაში.
ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული წამლით გამოწვეული წყლულების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20 ანდა 40 მგ- 1ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.
Helicobacter pylori- ს სახელით ცნობილი ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია
ზრდასრულები:
ზრდასრულებისთვის რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20მგ- 1ტაბ. 1-ჯერ დღეში. თქვენი ექიმი, ამავდროულად ქვემოთ მოცემული ანტიბიოტიკების მიღების რეკომენდაციასაც მოგცემთ: ამოქსაცილინი და კლარიტრომიცინი. მკურნალობის რეკომენდირებული ვადაა: 1 კვირა.
წამლის მიღებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ. თუ, რომელიმე საკითხთან დაკაშვირებით დარწმუნებული არა ხართ, ექიმს მიმართეთ. აღნიშნული მკურნალობით განხორცილდება როგორც არსებული წყლულის მკურნალობა, ასევე წყლულის განმეორებით განვითარების თავიდან აცილების პროფილაქტიკაც.
12-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება:
ხშირად გამოყენებული დოზაა, ექიმის მიერ გამოწერილი ორი ანტიბიოტიკის კომბინაცია და ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბ. 2 ჯერ დღეში. მკურნალობის გავრცელებული ხანგრძლივობაა: 1 კვირა.
ეზომეპრაზოლის საინფუზიო ხსნარი- მკურნალობის შემდგომი სისხლდენის შეჩერების უზრუნველყოფის მექანიზმის (ჰემოსტაზის) შენარჩუნების და კუჭიდან ანდა თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება.
პრეპარატის 40 მგ დოზის დღეში 1-ჯერ ორალური გზით, 4 კვირის განმავლობაში მკურნალობის პერიოდის დაწყებამდე მჟავიანობის დათრგუნვის მიზნით უნდა გაკეთდეს: ეზომეპრაზოლი 80 მგ -30 წუთიანი ინფუზია ბოლუსით, შემდეგ კი 3 დღის (72 საათი) განმავლობაში 8მგ/სთ ინტრავენური ინფუზია.
კუჭში მჟავიანობის ჭარბი წარმოების გამომწვევი ჰორმონ-მაპროდუცირებელი სიმსივნეების და ასევე კუჭში მჟავიანობის ჭარბის წარმოების შემთხვევევბში (ცოლინგერ-ელიზონის სინდრომი)-
ზრდასრულთათვის რეკომენდირებული საწყისი დოზაა: ნექსიუმი 40 მგ-1ტაბ. 2-ჯერ დღეში. ექიმი, საჭიროების შესაბამისად დოზის რეგულირებას გააკეთებს.
შეყვანის გზა და მეთოდი:
ნექსიუმი, ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისი ფორმით მიიღეთ. თუ, რომელიმე საკითხთან დაკავშირებით დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. ტაბლეტების რაოდენობა და დოზა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ტაბლეტები, არ დაღეჭოთ ანდა არ დაფხვნათ. ტაბლეტები, საკვებთან ერთდ ანდა მშიერ კუჭზეც, დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ. ტაბლეტი, მთლიანი სახით, ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად უნდა გადაიყლაპოს.
გარდა ამისა, შესაძლებელია ტაბლეტის ნახევარ ჭიქა წყალში ჩაგდება, ტაბლეტი გაიხსნება და უფრო ადვილად შეიძლება დალიოთ. არცერთი სხვა ხსნარი არ გამოიყენოთ. ტაბლეტის შიგნიდან გადმოსული პატარა გრანულები დაღეჭვის გარეშე გადაყლაპეთ. ტაბლეტი, წყალში ჩაგდების შემდეგ 30 წუთზე მეტი დროით არ დააყოვნოთ და დალევამდე ყოველთვის გამოურიეთ. წყალში გახსნილი ტაბლეტის დალევის შემდეგ, ჭიქა წყლით გამოავლეთ და ეს ნაწილიც დალიეთ.
თუ, ამ ხსნარის დალევა არ შეგიძლიათ, ტაბლეტი მცირე რაოდენობით წყალში შეურიეთ და ინჟექტორში შეავსეთ, ამ გზით პრეპარატი მილის საშუალებით (კუჭის მილი) პირდაპირ კუჭში შეიყვანება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: ნექსიუმის ტაბლეტები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა
იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება: ხანდაზმულებში დოზის შემცირება არ არის საჭირო.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
ღვიძლის უკმარისობა:
მსუბუქი ანდა საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, ეზომეპრაზოლის დაშლა შეიძლება დაირღვას. ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმების მქონე ავადმყოფებში, წამლის დაშლა მცირდება და სისხლში მისი დონე შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ, ღვიძლის მძიმე უკამრისობის მქონე ავადმყოფებში წამლის დოზამ -20მგ-დღეში არ უნდა გადააჭარბოს. დღეში ერთი დოზის გამოყენების დროს ეზომეპრაზოლის და მისი დაშლის პროდუქტების სხეულში დაგროვების ნიშნები არ ვლინდება.
თირკმლებისუკმარისობა:
თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ნექსიუმის გამოყენებასთან დაკავშირებით კვლევა არ ჩატარებულა. თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ეზომეპრაზოლის დაშლის პროცესის ცვლილება არ არის მოსალოდნელი.
თუ, ფიქრობთ, რომ ნექსიუმის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ნექსიუმის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ნექსიუმის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ნექიsუმის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, ნექსიუმის ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, წამალი დალიეთ. თუ, წამლის მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოსაა ანდა უკვე წამლის მიღების დროა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და წამლის მიღება ჩვეული რეჟიმის მიხედვით გააგრძელეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ნექსიუმით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ტაბლეტების მიღება არ შეწყვიტოთ.
თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს მიმართეთ.
რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ნექსიუმის შემადგენლობაში არსებული
ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გვერდითი
ეფექტები გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ნექსიუმის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
უეცარად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა, ტუჩების, ენის და ხახის ანდა სხეულის
შეშუპება, კანზე გამონაყარი, გონების დაკარგვა ანდა ყლაპვის გაძნელება (ძლიერი
ალერგიული რეაქციები)
კანზე ბუშტუკების გაჩენა ანდა კანის აცლა, აშრევებასთან ერთaდ სიწითლე, ტუჩების,
თვალების, პირის ღრუს, ცხვირის ღრუს და სასქესო ორგანოების მიდამოებში ძლიერი
ბუშტუკოვანი გამონაყარი და სისხლდენის ალბათობა. ეს მდგომარეობა შეიძლება
,,სტივენს-ჯონსოსნის სინდრომი’’ ანდა ,,ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი’’ იყოს.
ღვიძლის პრობლემების არსებობასთან ერთად კანის სიყვითლე, მუქი ფერის შარდი და
დაღლილობა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ყველა ჩამოთვლილი
სერიოზული გვერდითი ეფექტი იშვიათად (1.000 ავადმყოფიდან
დანარჩენი გვერდითი ეფექტები ქვემოთაა მოცემული:
გავრცელებული (10 ავადმყოფიდან
თავის ტკივილი
მუცლის ანდა ნაწლავების პრობლემები: დიარეა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, აირების
დაგროვება
ავად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა) ანდა ავად ყოფნა (ღებინება)
კუჭში კეთილთვისებიანი პოლიპები
ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან
ფეხების და კოჭების შესივება
ძილის დარღვევები (უძილობა)
გაბრუება, ,,ნემსის ჩხვლეტის’’ მსგავსი შეგრძნებები, ძილიანობა
თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო)
პირის სიმშრალე
ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებელების ცვლილება, რაც სისხლის ანალიზებით ვლინდება
კანზე გამონაყარი, მომრგვალებული გამონაყარი (ურტიკარია) და კანის გასქელება
მენჯის, კოჭების და ხერხემლის მოტეხილობა (ნექსიუმის მაღალი დოზით და ხანგრძლივად
გამოყენების შემთხვევაში)
იშვიათი (1000 ავადმყოფიდან
სისხლის თეთრი უჯრედების ანდა თრომბოციტების რაოდენობის შემცირების მსგავსი
სისხლის პრობლემები. ეს მდგომარეობა სისუსტის შეგრძნებას, დალურჯებების
(სისხლჩაქცევების) განვითრებას განაპირობებს და ინფექციის განვითარების ალბათობას
ზრდის.
სისხლში ნატრიუმის მაჩვენებლის დაბალი დონე. ეს მდგომარეობა სისუსტის შეგრძნებას,
ავად ყოფნის შეგრძნებას (ღებინება) და კრუნჩხვების განვითარებას განაპირობებს
აჟიტირება (მოუსვენრობა).დაბნეულობა ანდა დეპრესიის შეგრძნება
გემოს შეგრძნების დარღვევა
მხედველობის შემღვრევის მსგავსი პრობლემები
უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა ანდა სუნთქვის შეკვრა (ბრონქოსპაზმი)
პირის ღრუში ჩირქოვანი ანთება
სოკოს რომელიმე სახეობით გამოწვეული და ნაწლავებზე მოქმედი ,,რძიანას’’ სახელით
ცნობილი ჩირქოვანი ანთება
კანის გაყვითლება, მუქი ფერის შარდის და დაღლილობის გამომწვევი იქტერული სიყვითლე
ანდა იქტერიის გარეშე სიყვითლე
თმის ცვენა (ალოპეცია)
მზეზე გასვლისას კანზე გამონაყარი
სახსრების ტკივილი (ართრალგია) ანდა კუნთების ტკივილი (მიალგია)
ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება და სისუსტე
ოფლიანობის მომატება
ძალიან იშვიათი (10.000 ავადმყოფიდან
სისხლის მაჩვენებელების ცვლილება, აგრანულოციტოზის ჩათვლით (სისხლის თეთრი
უჯრედების არ არსებობა)
აგრესიულობა/გაღიზიანების შეგრძნება
არ არსებულის დანახვა, შეგრძნება დ ან გაგონება (ჰალუცინაციები)
ღვიძლის დაშლის და თავის ტვინის ჩირქოვანი ანთების გამომწვევი ღვიძლის სერიოზული
პრობლემები
უეცრად განვითარებული გამონაყარი ანდა ბუშტუკების გაჩენა ანდა კანის აცლა,
აშრევების დაწყება. ეს მდგომარეობა შეიძლება დაკაშირებული იყოს მაღალ ცხელებასთან
და სახსრების ტკივილთან (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი,
ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი)
კუნთების სისუსტე
თირკმლების სერიოზული პრობლემები
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება
უცნობი (ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შუეძლებელია)
თუ, ნექსიუმს 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში იყენებთ, სისხლში მაგნიუმის დონე
შეიძლება შემცირდეს. მაგნიუმის დაქვეითებული მაჩვენებელები-დაღლილობას, კუნთების
უნებლიე შეკუმშვებს, ორიენტაციის დარღვევას, ჰალუცინაციებს, გაბრუებას ანდა გულის
რითმის დარღვევას-აჩქარებას განაპირობებს. თუ, აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე
თქვენთან გამოვლინდება, დრო არ დაკარგოთ და ექიმს აცნობეთ. სისხლში მაგნიუმის
დაბალი დონე ასევე განაპირობებს სისხლში კალიუმის და კალციუმის დაქვეითებას.
თქვენი ექიმი, მაგნიუმის მაჩვენებლების კონტროლისთვის სისხლის ანალიზებს
რეგულარულად გადაამოწმებს.
დიარეის გამომწვევი ნაწლავების ჩირქოვანი ანთება (მიკროსკოპული კოლიტი)
ქვემწვავე კუტანეული ლუპუს ერითემატოზი(სისტემური მგლურას კანის ფორმა), (იმუნური
სისტემის პრობლემით გამოწვეული დაავადება- კანს და ზოგიერთ შინაგან ორგანოს
აზიანებს).
ნექსიუმი, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, იმუნურ დაცვაში მნიშვნელოვანი როლის
შემსრულებელი, სისხლის თეთრი უჯრედების დაზიანებას იწვევს. თუ, ცხელების მსგავსი
სერიოზული სიმტომი გამოვლინდება, რომელსაც თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის
დამარღვეველი სერიოზული ინფექციური პროცესი ანდა კისრის არეში, ცხვირის ღრუში,
პირის ღრუში ტკივილი ანდა შარდვის გაძნელების გამომწვევი ლოკალური ჩირქოვანი
ანთება, რომელსაც თან ახლავს ცხელება, შეძლებისდაგვარად სწრაფად ექიმს მიმართეთ,
სისხლის ანალიზებით -სისხლის თეთრი უჯრედების დეფიციტი (აგრანულოციტოზი)
დადასტურდება. გარდა ამისა, საჭიროა მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ექიმისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
აღნიშნულმა გვერდითი ეფექტების ჩამონათვალმა არ აგაღელვოთ, ამათგან შეიძლება არცერთი არ გამოვლინდეს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
ნექსიუმის შენახვა
ნექსიუმი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
ნექსიუმი, შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით