ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის სამკურნალო საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - lansoprazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → წყლულის
სამკურნალო საშუალებები
ფარმაკოლოგიური თვისებები
კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებაა. აბლოკირებს მარილმჟავას
წარმოქმნის ბოლო სტადიას. კუჭის პარიეტალურ უჯრედებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად
– სულფონამიდად. ამცირებს ბაზალურ და მასტიმულირებელ (საკვები, პენტაგასტრინი,
ინსულინი) სეკრეციას და სეკრეტის მოცულობას. მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირების
სიჩქარე დამოკიდებულია დოზაზე. გააჩნია გასტროპროტექტორული მოქმედება: ლორწოვანი
გარსის ოქსიგენაციის და ბიკარბონატების სეკრეციის გაძლიერება. თრგუნავს
Helicobacter pylori-ს ზრდას, ამცირებს კუჭის ანტრალურ ნაწილში სისხლის
მიმოქცევას და თრგუნავს კუჭის მოტორულ-ევაკუაციურ ფუნქციას.
ჩვენებები
არაწყლულოვანი დისპეფსია, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,
ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ზოლინგერ - ელისონის სინდრომი,
Helicobacter pylori-ს ინფექცია (კომბინირებული მკურნალობა).
მიღების წესები და დოზები
პერორალურად დილით. არაწყლულოვანი დისპეფსია: 15-30 მგ/დღეში. თორმეტგოჯა
ნაწლავის წყლული: 30 მგ/დღეში 2-4 კვირის განმავლობაში. კუჭის წყლული: 30-60
მგ/დღეში 4-8 კვირის განმავლობაში, რეფლუქს-ეზოფაგიტი: 30 მგ/დღეში - 4 კვირა,
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, რომელიც უზრუნველყოფს
ბაზალურ მჟავიანობის დონეს 10 მმოლ/სთ. Helicobacter pylori-ს ინფექცია: 30 მგ
2-ჯერ დღეში (კომბინირებული მკურნალობა).
გვერდითი მოვლენები
კუჭნაწლავის ტრაქტი: დიარეა, იშვიათად მადის მომატება ან შემცირება, გულისრევა,
ტკივილი კუჭში, ყაბზობა. ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, ძილიანობა. კანი:
იშვიათად გამონაყარი, ანგიოდემა, ზოგჯერ ინტერსტიციული ნეფრიტი, ღვიძლის
დისფუნქცია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
ავთვისებიანი წარმონაქმნები, ორსულობის პერიოდი (განსაკუთრებით I ტრიმესტრი),
ბავშვთა ასაკი.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით