ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის სამკურნალო საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ნოვალანსი
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი** :** ლანსოპრაზოლი.
თითო კაფსულა შეიცავს 15 მგ ლანსოპრაზოლს.
თითო კაფსულა შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს.
ნოვალანსი 15 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები გაუმჭვირვალე ყვითელი კაფსულებია.
ნოვალანსი 30 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები გაუმჭვირვალე თეთრი კაფსულებია.
სხვა ინგრედიენტები
კაფსულის შიგთავსი: შაქრის სფეროები (საქაროზის და სიმინდის სახამებლის), ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეგლუმინი, მანიტოლი (E421), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, პოლისორბატი 80, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეთაკრილის მჟავა-ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), დისპერსია 30%.
კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171).
15 მგ კაფსულის გარსი აგრეთვე შეიცავს: ქინოლინ ყვითელს (E104).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, კუჭის წვენის სეკრეციის დამთრგუნველი საშუალება.
ჩვენებები
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთების მკურნალობა (რეფლუქს ეზოფაგიტი);
- რეფლუქს ეზოფაგიტის პრევენცია;
- გულძმარვის და კუჭის წვენის რეგურგიტაციის მკურნალობა;
- Helicobacter pylori -ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა ან პრევენცია პაციენტებში, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (გამოიყენება ტკივილის ან ანთების საწინააღმდეგოდ) ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებათ;
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.
უკუჩვენებები
- ნოვალანსის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა);
- ატაზანავირის (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ) შემცველი პრეპარატებით მკურნალობა.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ აქვს ღვიძლის მძიმე დაავადება. ექიმმა შეიძლება მოახდინოს დოზის კორექცია.
დიაგნოზის დასაზუსტებლად და/ან ავთვისებიანი დაავადების გამორიცხვის მიზნით ექიმმა შეიძლება დამატებითი გამოკვლევა მოითხოვოს, კერძოდ ენდოსკოპია.
ნოვალანსით მკურნალობის განმავლობაში დიარეის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, ვინაიდან ნოვალანსის მიღება ინფექციური დიარეის მცირე ზრდასთან არის დაკავშირებული.
თუ ექიმმა ნოვალანსი Helicobacter pylori -ით გამოწვეული ინფექციის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან (ანტიბიოტიკები) ან ტკივილის ან რევმატიული დაავადების სამკურნალო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად დანიშნა, პაციენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს ამ პრეპარატების ინსტრუქციებს.
თუ პაციენტი ნოვალანსს ხანგრძლივად (1 წელზე მეტ ხანს) იღებს, სასურველია იყოს ექიმის რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ. ნებისმიერი ახალი, უჩვეულო სიმპტომის და გარემოების შესახებ პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ნოვალანსის მიღებამდე
• თუ ოდესმე გამოვლრნილა კანზე გამონაყარი ნოვალანსის მსგავსი პრეპარატის, რომელიც ამცირებს კუჭის მჟავის რაოდენობას, მიღების შემდეგ;
• თუ ესაჭიროებათ სპეციფიკური სისხლის ანალიზის გაკეთება (ქრომოგრანინი ა).
თუ გამოვლინდა კანის გამონაყარი, კერძოდ, მზისგან დაუცველ ადგილებში, პაციენტმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ნოვალანსის მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს სხვა გვერდითი ეფექტების შესახებ, მაგალითად, როგორიცაა სახსრების ტკივილი.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ნოვალანსი
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს იმავდროულად ან ახლო წარსულში მიღებული ნებისმიერი სხვა პრეპარატის შესახებ.
პაციენტმა აუცილებლად უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ შემდეგი აქტიური ინგრედიენტებიდან რომელიმეს შემცველ პრეპარატებს ღებულობს, ვინაიდან ნოვალანსმა შეიძლება მათ მოქმედებაზე მოახდინოს გავლენა:
- კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
- დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ);
- თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ);
- ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტანტის მოცილების პრევენციისთვის);
- ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის და სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ);
- ანტაციდები (გამოიყენება გულძმარვის და კუჭის წვენის რეგურგიტაციის სამკურნალოდ);
- სუკრალფატი (გამოიყენება წყლულების სამკურნალოდ);
- კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ).
საკვებთან ერთად****მიღება
საუკეთესო შედეგის მისაღებად, ნოვალანსის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე, სულ მცირე, 30 წუთით ადრე.
ორსულობა და ლაქტაცია
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
ორსულობის დროს ნოვალანსის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს ორსულობის დროს ლანსოპრაზოლის გამოყენების შესახებ შესატყვისი მონაცემები.
არასაკმარისი მონაცემებია ლანსოპრაზოლის ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ. ცხოველებში გამოყენების დროს შედეგებზე დაყრდნობით, ლანსოპრაზოლი გადადის დედის რძეში.
გადაწყვეტილების მიღებისას: ძუძუთი კვების გაგრძელების ან ნოვალანსის მკურნალობის გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ, მკურნალი ექიმი გაითვალისწინებს რა არის უპირატესი - ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლობა თუ თქვენთვის ნოვალანსით თერაპია.
ავტომანქანის და მექანიზმების მართვა
ნოვალანსის მიმღებ პაციენტებს ზოგჯერ ისეთი გვერდითი ეფექტები უვითარდებათ, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, დაღლილობა და მხედველობითი დარღვევები. ამგვარი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, პაციენტმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ვინაიდან მისი რეაქციის უნარი შეიძლება დაქვეითებული იყოს.
პაციენტი მხოლოდ თავადაა პასუხისმგებელი გადაწყვეტილებაზე, აქვს თუ არა ტრანსპორტის მართვის ან სხვა სამუშაოს შესრულების უნარი, რომელიც მომატებულ კონცენტრაციას მოითხოვს. ეფექტების ან არასასურველი ეფექტების გამო, ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება მის მიერ ამ საქმიანობების უსაფრთხოდ შესრულების უნარი დააქვეითოს, მედიკამენტების გამოყენებაა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნოვალანსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ნოვალანსი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს დადასტურებული აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მიმართოს ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ბლისტერი, რომელიც შეიძლება მოიხიოს, იხსნება ისე, როგორც ნაჩვენებია ილუსტრაციაზე:
- ამოიღეთ ბლისტერი პერფორაციის ქვემოთ ჩამოშორებით;
- ფრთხილად მოხსენით ფოლგა სანამ არ გამოჩნდება კაფსულა
(არ სცადოთ კაფსულაზე დაჭერით მისი ფოლგიდან ამოღება).
არამოხევადი ბლისტერიდან კაფსულის ამოღება შესაძლობა ალუმინის ფოლგაზე დაჭერით.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით. კაფსულები ან მათი შიგთავსის არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ, ვინაიდან ეს მათ ჯეროვან მოქმედებას ხელს შეუშლის.
თუ ნოვალანსის მიღება ხდება დღეში ერთხელ, მიზანშეწონილია ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღება. საუკეთესო შედეგი მიიღება, ნოვალანსის დილით უზმოზე მიღებისას.
ნოვალანსს დღეში ორჯერ მიღებისას, პირველი დოზა მიიღება დილით, ხოლო მეორე – საღამოს.
ნოვალანსის დოზა პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
გულძმარვის და კუჭის წვენის რეგურგიტაციის მკურნალობა:
15 მგ ან 30 მგ ერთი კაფსულა 4 კვირის განმავლობაში. თუ 4 კვირის მანძილზე სიმპტომები შენარჩუნდა ან არ შემსუბუქდა, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა:
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე 2 კვირის მანძილზე.
კუჭის წყლულის მკურნალობა:
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე.
საყლაპავის ლორწოვანის ანთების მკურნალობა (რეფლუქს ეზოფაგიტი):

რეფლუქს ეზოფაგიტის ხანგრძლივი პრევენცია:
15 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა და დანიშნოს 30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე.
Helicobacter pylori -ით გამოწვეული ინფექციის მკურნალობა:
ჩვეული დოზაა 30 მგ ერთი კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში დილით და 30 მგ ერთი კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში საღამოს. მკურნალობა ყოველდღიურია 7 დღის მანძილზე.
ანტიბიოტიკების რეკომენდებული კომბინაციებია:
- 30 მგ ნოვალანსი 250-500 მგ კლარითრომიცინთან და 1000 მგ ამოქსიცილინთან ერთად.
- 30 მგ ნოვალანსი 250 მგ კლარითრომიცინთან და 400-500 მგ მეტრონიდაზოლთან ერთად.
თუ პაციენტი ინფექციას მკურნალობს წყლულის გამო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ წყლული ხელახლა გაჩნდეს თუკი ინფექციის მკურნალობა წარმატებით ჩატარდა. იმისთვის, რომ პრეპარატს საუკეთესო მოქმედების საშუალება ჰქონდეს, მისი მიღება უნდა მოხდეს რეკომენდებულ დროს და არ მოხდეს დოზის გამოტოვება.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულისაშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებათ:
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პრევენცია პაციენტებში, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებათ: 15 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე, ექიმის რეკომენდაციით შეიძლება ყოველდღიური დოზა 30 მგ ერთ კაფსულამდე გაიზარდოს.
ზ****ოლინგერ-ელისონის სინდრომი:
დასაწყისში ჩვეული დოზაა 30 მგ ორი კაფსულა ყოველდღე, შემდგომში ექიმი დანიშნულებისამებრ ხდება დოზირება, იმის მიხედვით თუ როგორ რეაგირებს პაციენტი ნოვალანსზე.
ნოვალანსი არ ენიშნებათ ბავშვებს.
პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი დარწმუნებული არ არის, თუ როგორ მიიღოს წამალი, უნდა დააზუსტოს ექიმთან.
ჭარბი დოზირება
თუ პაციენტმა ნოვალანსი დანიშნულზე მეტი რაოდენობით მიიღო, სასწრაფოდ უნდა მიმართოს სამედიცინო რჩევისთვის ან სასწრაფოდ მიიღოს კონსულტაცია ჯანმრთელობის ცენტრის ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო ცენტრში.
დოზის გამოტოვება
თუ პაციენტს დოზის მიღება დაავიწყდა, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა მოახლოებული. ამ შემთხვევაში, გამორჩენილი დოზის გამოტოვება უნდა მოხდეს, მომდევნო კაფსულები კი ჩვეულებრივ მიიღება. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამორჩენილი დოზის ანაზღაურების მიზნით.
მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალობის შეწყვიტა არ უნდა მოხდეს ნაადრევად იმის გამო, რომ პაციენტს სიმპტომები მოეხსნა. მდგომარეობა შეიძლება არ იყოს სრულად განკურნებული და შესაძლოა განმეორდეს, თუ მკურნალობის კურსის დასრულება არ მოხდა.
გვერდითი ეფექტები
ისევე, როგორც ყველა პრეპარატი, ნოვალანსიც იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ხშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს):
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
- დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა, შებერილობა, პირის ღრუს ან ყელის სიმშრალე ან ტკივილი;
- გამონაყარი კანზე, ქავილი;
- ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლების ცვლილება;
- დაღლილობა.
- კუჭში კეთილთვისებიანი პოლიპი.
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
- დეპრესია;
- სახსრების ან კუნთების ტკივილი;
- სითხის შეკავება ან შეშუპება;
- სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
- ცხელება;
- მოუსვენრობა, ძილიანობა, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, უძილობა, მხედველობის დარღვევები, ვერტიგო;
- გემოს შეგრძნების ცვლილება, მადის დაკარგვა, ენის ანთება (გლოსიტი);
- კანის რეაქციები, მაგალითად, წვის და ჩხვლეტის შეგრძნება კანქვეშ, სისხლნაჟღენთები, სიწითლე და ჭარბი ოფლიანობა;
- სინათლისადმი მგრძნობელობა;
- თმის ცვენა;
- კანზე ჭიანჭველების შეგრძნება (პარესთეზიები), კანკალი;
- ანემია (სიფერმკრთალე);
- თირკმლის პრობლემები;
- პანკრეატიტი;
- ღვიძლის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს კანის ან თვალების გაყვითლებით);
- სარძევე ჯირკვლების შეშუპება მამაკაცებში, იმპოტენცია;
- კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია, რომელიც კანს ან ლორწოვან გარსს აზიანებს);
- ანგიოედემა;
ანგიოედემის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა სახის, ენის ან ხახის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს;
- ნოვალანსის მსგავსი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებამ, განსაკუთრებით, ერთ წელზე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, შეიძლება მენჯ-ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი მცირედ გაზარდოს. პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ აქვს ოსტეოპოროზი ან თუ ღებულობს კორტიკოსტეროიდებს (რომლებმაც შეიძლება ოსტეოპოროზის რისკი გაზარდოს).
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
- მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის შოკი. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, გამონაყარს, შეშუპებას და ზოგჯერ არტერიული წნევის დაცემას;
- პირის ღრუს ლორწოვანის ანთება (სტომატიტი);
- კოლიტი (ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება);
- ნატრიუმის, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის ცვლილებები;
- კანის ძალიან მძიმე რეაქციები, სიწითლით, ბუშტუკებით, მძიმე ანთებით და კანის აშრევებით;
- ძალიან იშვიათად, ნოვალანსმა შეიძლება სისხლის ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება გამოიწვიოს. თუ პაციენტს განუვითარდა ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება, ასევე ცხელება ადგილობრივი ინფექციის სიმპტომებით, როგორიცაა ყელის/ხახის/პირის ღრუს ტკივილი ან საშარდე სისტემის პრობლემები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ლეიკოციტების შესაძლო შემცირების (აგრანულოციტოზი) შესამოწმებლად საჭიროა გაკეთდეს სისხლის ანალიზი.
უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირე უცნობია):
• თუ პაციენტი ლანსოპრაზოლს სამ თვეზე მეტი ხნის მანძილზე ღებულობს, შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის დონემ დაიწიოს. მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის, კუნთების უნებლიე შეკუმშვების, დეზორიენტაციის, კონვულსიების, თავბრუსხვევის, გულისცემის გახშირების სახით. თუ ამ სიმპტომებიდან პაციენტს რომელიმე აღენიშნება, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ, ასევე, შეიძლება სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება გამოიწვიოს. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლის ანალიზების რეგულარული ჩატარება მაგნიუმის დონის მონიტორინგის მიზნით.
• გამონაყარი, შესაძლებელია სახსრების ტკივილთან ერთად;
• მხედველობითი ჰალუცინაციები.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი დამძიმდა ან პაციენტი შენიშნავს ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებულ გვერდით ეფექტს, უნდა შეატყობინოს ექიმს.
შენახვის პირობები
ნოვალანსი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ბლისტერზე, პოლიმერულ ფლაკონზე ან მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ოპა-ალ-პვქ/ალუ ბლისტერი, რომელიც შეიძლება მოიხიოს და არამოხევადი ბლისტერი
შეინახეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
სინესტისგან დასაცავად ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.
პოლიმერული ფლაკონი პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით, რომელიც შეიცავს სილიციუმის გამშრობს
შეინახეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. პირველი გახსნის შემდეგ ინახება 6 თვის განმავლობაში.
სინესტისგან დასაცავად ფლაკონი ინახება კარგად დახურულად.
მედიკამენტები არ გადაყაროთ კანალიზაციის წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. თუ როგორ უნდა გაანადგუროთ არასაჭირო მედიკამენტები, ჰკითხეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ლანსოპრაზოლი 15 მგ გასტრო-რეზისტენტული კაფსულები შეიძლება იყოს ბლისტერში (ოპა- ალ-პვქ/ალუ ბლისტერი, რომელიც შეიძლება მოიხიოს და არამოხევადი ბლისტერი) ან პოლიმერულ ფლაკონში პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით, რომელიც შეიცავს სილიციუმის გამშრობს და შეიცავს 14 ან 28 კაფსულას.
ლანსოპრაზოლი 30 მგ გასტრო-რეზისტენტული კაფსულები შეიძლება იყოს ბლისტერში (ოპა- ალ-პვქ/ალუ ბლისტერი, რომელიც შეიძლება მოიხიოს და არამოხევადი ბლისტერი) ან პოლიმერულ ფლაკონში პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით, რომელიც შეიცავს სილიციუმის გამშრობს და შეიცავს 14 ან 28 კაფსულას.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
დ და ფიშერ კო ლტდ
პროპიალიონ 41, რიტა კურთ 50,
ოფისი 401, 1048 ნიკოზია, კვიპროსი
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
ლაბორატორიოს ლიცონსა ს, ა
ავდა. მილარკამპო, Nო 7, პოლ. ინდ. მირალკამპო
19200 აქუაქუეკა დე ჰენარეს (გუადალაჯარა), ესპანეთი.
__
საერთაშორისო დასახელება - lansoprazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → წყლულის
სამკურნალო საშუალებები
ფარმაკოლოგიური თვისებები
კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებაა. აბლოკირებს მარილმჟავას
წარმოქმნის ბოლო სტადიას. კუჭის პარიეტალურ უჯრედებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად
– სულფონამიდად. ამცირებს ბაზალურ და მასტიმულირებელ (საკვები, პენტაგასტრინი,
ინსულინი) სეკრეციას და სეკრეტის მოცულობას. მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირების
სიჩქარე დამოკიდებულია დოზაზე. გააჩნია გასტროპროტექტორული მოქმედება: ლორწოვანი
გარსის ოქსიგენაციის და ბიკარბონატების სეკრეციის გაძლიერება. თრგუნავს
Helicobacter pylori-ს ზრდას, ამცირებს კუჭის ანტრალურ ნაწილში სისხლის
მიმოქცევას და თრგუნავს კუჭის მოტორულ-ევაკუაციურ ფუნქციას.
ჩვენებები
არაწყლულოვანი დისპეფსია, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,
ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ზოლინგერ - ელისონის სინდრომი,
Helicobacter pylori-ს ინფექცია (კომბინირებული მკურნალობა).
მიღების წესები და დოზები
პერორალურად დილით. არაწყლულოვანი დისპეფსია: 15-30 მგ/დღეში. თორმეტგოჯა
ნაწლავის წყლული: 30 მგ/დღეში 2-4 კვირის განმავლობაში. კუჭის წყლული: 30-60
მგ/დღეში 4-8 კვირის განმავლობაში, რეფლუქს-ეზოფაგიტი: 30 მგ/დღეში - 4 კვირა,
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, რომელიც უზრუნველყოფს
ბაზალურ მჟავიანობის დონეს 10 მმოლ/სთ. Helicobacter pylori-ს ინფექცია: 30 მგ
2-ჯერ დღეში (კომბინირებული მკურნალობა).
გვერდითი მოვლენები
კუჭნაწლავის ტრაქტი: დიარეა, იშვიათად მადის მომატება ან შემცირება, გულისრევა,
ტკივილი კუჭში, ყაბზობა. ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, ძილიანობა. კანი:
იშვიათად გამონაყარი, ანგიოდემა, ზოგჯერ ინტერსტიციული ნეფრიტი, ღვიძლის
დისფუნქცია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
ავთვისებიანი წარმონაქმნები, ორსულობის პერიოდი (განსაკუთრებით I ტრიმესტრი),
ბავშვთა ასაკი.
შემადგენლობა
**აქტიური ინგრედიენტი: **ლანსოპრაზოლი.
თითო კაფსულა შეიცავს 15 მგ ლანსოპრაზოლს.
თითო კაფსულა შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს.
ნოვალანსი 15 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები გაუმჭვირვალე ყვითელი კაფსულებია.
ნოვალანსი 30 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები გაუმჭვირვალე თეთრი კაფსულებია.
სხვა ინგრედიენტები
კაფსულის შიგთავსი: შაქრის სფეროები (საქაროზის და სიმინდის სახამებლის), ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეგლუმინი, მანიტოლი (E421), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, პოლისორბატი 80, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეთაკრილის მჟავა-ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), დისპერსია 30%.
კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171).
15 მგ კაფსულის გარსი აგრეთვე შეიცავს: ქინოლინ ყვითელს (E104).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, კუჭის წვენის სეკრეციის დამთრგუნველი საშუალება.
ჩვენებები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთების მკურნალობა (რეფლუქს ეზოფაგიტი);
რეფლუქს ეზოფაგიტის პრევენცია;
გულძმარვის და კუჭის წვენის რეგურგიტაციის მკურნალობა;
Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა ან პრევენცია პაციენტებში, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (გამოიყენება ტკივილის ან ანთების საწინააღმდეგოდ) ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებათ;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.
უკუჩვენებები
ნოვალანსის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა);
ატაზანავირის (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ) შემცველი პრეპარატებით მკურნალობა.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ აქვს ღვიძლის მძიმე დაავადება. ექიმმა შეიძლება მოახდინოს დოზის კორექცია.
დიაგნოზის დასაზუსტებლად და/ან ავთვისებიანი დაავადების გამორიცხვის მიზნით ექიმმა შეიძლება დამატებითი გამოკვლევა მოითხოვოს, კერძოდ ენდოსკოპია.
ნოვალანსით მკურნალობის განმავლობაში დიარეის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, ვინაიდან ნოვალანსის მიღება ინფექციური დიარეის მცირე ზრდასთან არის დაკავშირებული.
თუ ექიმმა ნოვალანსი Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექციის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან (ანტიბიოტიკები) ან ტკივილის ან რევმატიული დაავადების სამკურნალო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად დანიშნა, პაციენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს ამ პრეპარატების ინსტრუქციებს.
თუ პაციენტი ნოვალანსს ხანგრძლივად (1 წელზე მეტ ხანს) იღებს, სასურველია იყოს ექიმის რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ. ნებისმიერი ახალი, უჩვეულო სიმპტომის და გარემოების შესახებ პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ნოვალანსის მიღებამდე
• თუ ოდესმე გამოვლრნილა კანზე გამონაყარი ნოვალანსის მსგავსი პრეპარატის, რომელიც ამცირებს კუჭის მჟავის რაოდენობას, მიღების შემდეგ;
• თუ ესაჭიროებათ სპეციფიკური სისხლის ანალიზის გაკეთება (ქრომოგრანინი ა).
თუ გამოვლინდა კანის გამონაყარი, კერძოდ, მზისგან დაუცველ ადგილებში, პაციენტმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ნოვალანსის მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს სხვა გვერდითი ეფექტების შესახებ, მაგალითად, როგორიცაა სახსრების ტკივილი.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ნოვალანსი
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს იმავდროულად ან ახლო წარსულში მიღებული ნებისმიერი სხვა პრეპარატის შესახებ.
პაციენტმა აუცილებლად უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ შემდეგი აქტიური ინგრედიენტებიდან რომელიმეს შემცველ პრეპარატებს ღებულობს, ვინაიდან ნოვალანსმა შეიძლება მათ მოქმედებაზე მოახდინოს გავლენა:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ);
თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ);
ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტანტის მოცილების პრევენციისთვის);
ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის და სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ);
ანტაციდები (გამოიყენება გულძმარვის და კუჭის წვენის რეგურგიტაციის სამკურნალოდ);
სუკრალფატი (გამოიყენება წყლულების სამკურნალოდ);
კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ).
საკვებთან ერთად მიღება
საუკეთესო შედეგის მისაღებად, ნოვალანსის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე, სულ მცირე, 30 წუთით ადრე.
ორსულობა და ლაქტაცია
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
ორსულობის დროს ნოვალანსის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს ორსულობის დროს ლანსოპრაზოლის გამოყენების შესახებ შესატყვისი მონაცემები.
არასაკმარისი მონაცემებია ლანსოპრაზოლის ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ. ცხოველებში გამოყენების დროს შედეგებზე დაყრდნობით, ლანსოპრაზოლი გადადის დედის რძეში.
გადაწყვეტილების მიღებისას: ძუძუთი კვების გაგრძელების ან ნოვალანსის მკურნალობის გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ, მკურნალი ექიმი გაითვალისწინებს რა არის უპირატესი - ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლობა თუ თქვენთვის ნოვალანსით თერაპია.
ავტომანქანის და მექანიზმების მართვა
ნოვალანსის მიმღებ პაციენტებს ზოგჯერ ისეთი გვერდითი ეფექტები უვითარდებათ, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, დაღლილობა და მხედველობითი დარღვევები. ამგვარი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, პაციენტმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ვინაიდან მისი რეაქციის უნარი შეიძლება დაქვეითებული იყოს.
პაციენტი მხოლოდ თავადაა პასუხისმგებელი გადაწყვეტილებაზე, აქვს თუ არა ტრანსპორტის მართვის ან სხვა სამუშაოს შესრულების უნარი, რომელიც მომატებულ კონცენტრაციას მოითხოვს. ეფექტების ან არასასურველი ეფექტების გამო, ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება მის მიერ ამ საქმიანობების უსაფრთხოდ შესრულების უნარი დააქვეითოს, მედიკამენტების გამოყენებაა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნოვალანსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ნოვალანსი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს დადასტურებული აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მიმართოს ექიმს.
**მიღების წესი და დოზირება **
ბლისტერი, რომელიც შეიძლება მოიხიოს, იხსნება ისე, როგორც ნაჩვენებია ილუსტრაციაზე:
ამოიღეთ ბლისტერი პერფორაციის ქვემოთ ჩამოშორებით;
ფრთხილად მოხსენით ფოლგა სანამ არ გამოჩნდება კაფსულა
(არ სცადოთ კაფსულაზე დაჭერით მისი ფოლგიდან ამოღება).
არამოხევადი ბლისტერიდან კაფსულის ამოღება შესაძლობა ალუმინის ფოლგაზე დაჭერით.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით. კაფსულები ან მათი შიგთავსის არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ, ვინაიდან ეს მათ ჯეროვან მოქმედებას ხელს შეუშლის.
თუ ნოვალანსის მიღება ხდება დღეში ერთხელ, მიზანშეწონილია ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღება. საუკეთესო შედეგი მიიღება, ნოვალანსის დილით უზმოზე მიღებისას.
ნოვალანსს დღეში ორჯერ მიღებისას, პირველი დოზა მიიღება დილით, ხოლო მეორე – საღამოს.
ნოვალანსის დოზა პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
გულძმარვის და კუჭის წვენის რეგურგიტაციის მკურნალობა:
15 მგ ან 30 მგ ერთი კაფსულა 4 კვირის განმავლობაში. თუ 4 კვირის მანძილზე სიმპტომები შენარჩუნდა ან არ შემსუბუქდა, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა:
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე 2 კვირის მანძილზე.
კუჭის წყლულის მკურნალობა:
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე.
საყლაპავის ლორწოვანის ანთების მკურნალობა (რეფლუქს ეზოფაგიტი):
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე.
რეფლუქს ეზოფაგიტის ხანგრძლივი პრევენცია:
15 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა და დანიშნოს 30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე.
Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექციის მკურნალობა:
ჩვეული დოზაა 30 მგ ერთი კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში დილით და 30 მგ ერთი კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში საღამოს. მკურნალობა ყოველდღიურია 7 დღის მანძილზე.
ანტიბიოტიკების რეკომენდებული კომბინაციებია:
30 მგ ნოვალანსი 250-500 მგ კლარითრომიცინთან და 1000 მგ ამოქსიცილინთან ერთად.
30 მგ ნოვალანსი 250 მგ კლარითრომიცინთან და 400-500 მგ მეტრონიდაზოლთან ერთად.
თუ პაციენტი ინფექციას მკურნალობს წყლულის გამო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ წყლული ხელახლა გაჩნდეს თუკი ინფექციის მკურნალობა წარმატებით ჩატარდა. იმისთვის, რომ პრეპარატს საუკეთესო მოქმედების საშუალება ჰქონდეს, მისი მიღება უნდა მოხდეს რეკომენდებულ დროს და არ მოხდეს დოზის გამოტოვება.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულისაშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებათ:
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პრევენცია პაციენტებში, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებათ: 15 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე, ექიმის რეკომენდაციით შეიძლება ყოველდღიური დოზა 30 მგ ერთ კაფსულამდე გაიზარდოს.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
დასაწყისში ჩვეული დოზაა 30 მგ ორი კაფსულა ყოველდღე, შემდგომში ექიმი დანიშნულებისამებრ ხდება დოზირება, იმის მიხედვით თუ როგორ რეაგირებს პაციენტი ნოვალანსზე.
ნოვალანსი არ ენიშნებათ ბავშვებს.
პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი დარწმუნებული არ არის, თუ როგორ მიიღოს წამალი, უნდა დააზუსტოს ექიმთან.
ჭარბი დოზირება
თუ პაციენტმა ნოვალანსი დანიშნულზე მეტი რაოდენობით მიიღო, სასწრაფოდ უნდა მიმართოს სამედიცინო რჩევისთვის ან სასწრაფოდ მიიღოს კონსულტაცია ჯანმრთელობის ცენტრის ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო ცენტრში.
დოზის გამოტოვება
თუ პაციენტს დოზის მიღება დაავიწყდა, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა მოახლოებული. ამ შემთხვევაში, გამორჩენილი დოზის გამოტოვება უნდა მოხდეს, მომდევნო კაფსულები კი ჩვეულებრივ მიიღება. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამორჩენილი დოზის ანაზღაურების მიზნით.
მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალობის შეწყვიტა არ უნდა მოხდეს ნაადრევად იმის გამო, რომ პაციენტს სიმპტომები მოეხსნა. მდგომარეობა შეიძლება არ იყოს სრულად განკურნებული და შესაძლოა განმეორდეს, თუ მკურნალობის კურსის დასრულება არ მოხდა.
გვერდითი ეფექტები
ისევე, როგორც ყველა პრეპარატი, ნოვალანსიც იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ხშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა, შებერილობა, პირის ღრუს ან ყელის სიმშრალე ან ტკივილი;
გამონაყარი კანზე, ქავილი;
ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლების ცვლილება;
დაღლილობა.
კუჭში კეთილთვისებიანი პოლიპი.
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
დეპრესია;
სახსრების ან კუნთების ტკივილი;
სითხის შეკავება ან შეშუპება;
სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
ცხელება;
მოუსვენრობა, ძილიანობა, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, უძილობა, მხედველობის დარღვევები, ვერტიგო;
გემოს შეგრძნების ცვლილება, მადის დაკარგვა, ენის ანთება (გლოსიტი);
კანის რეაქციები, მაგალითად, წვის და ჩხვლეტის შეგრძნება კანქვეშ, სისხლნაჟღენთები, სიწითლე და ჭარბი ოფლიანობა;
სინათლისადმი მგრძნობელობა;
თმის ცვენა;
კანზე ჭიანჭველების შეგრძნება (პარესთეზიები), კანკალი;
ანემია (სიფერმკრთალე);
თირკმლის პრობლემები;
პანკრეატიტი;
ღვიძლის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს კანის ან თვალების გაყვითლებით);
სარძევე ჯირკვლების შეშუპება მამაკაცებში, იმპოტენცია;
კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია, რომელიც კანს ან ლორწოვან გარსს აზიანებს);
ანგიოედემა;
ანგიოედემის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა სახის, ენის ან ხახის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს;
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის შოკი. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, გამონაყარს, შეშუპებას და ზოგჯერ არტერიული წნევის დაცემას;
პირის ღრუს ლორწოვანის ანთება (სტომატიტი);
კოლიტი (ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება);
ნატრიუმის, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის ცვლილებები;
კანის ძალიან მძიმე რეაქციები, სიწითლით, ბუშტუკებით, მძიმე ანთებით და კანის აშრევებით;
ძალიან იშვიათად, ნოვალანსმა შეიძლება სისხლის ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება გამოიწვიოს. თუ პაციენტს განუვითარდა ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება, ასევე ცხელება ადგილობრივი ინფექციის სიმპტომებით, როგორიცაა ყელის/ხახის/პირის ღრუს ტკივილი ან საშარდე სისტემის პრობლემები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ლეიკოციტების შესაძლო შემცირების (აგრანულოციტოზი) შესამოწმებლად საჭიროა გაკეთდეს სისხლის ანალიზი.
უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირე უცნობია):
• თუ პაციენტი ლანსოპრაზოლს სამ თვეზე მეტი ხნის მანძილზე ღებულობს, შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის დონემ დაიწიოს. მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის, კუნთების უნებლიე შეკუმშვების, დეზორიენტაციის, კონვულსიების, თავბრუსხვევის, გულისცემის გახშირების სახით. თუ ამ სიმპტომებიდან პაციენტს რომელიმე აღენიშნება, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ, ასევე, შეიძლება სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება გამოიწვიოს. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლის ანალიზების რეგულარული ჩატარება მაგნიუმის დონის მონიტორინგის მიზნით.
• გამონაყარი, შესაძლებელია სახსრების ტკივილთან ერთად;
• მხედველობითი ჰალუცინაციები.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი დამძიმდა ან პაციენტი შენიშნავს ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებულ გვერდით ეფექტს, უნდა შეატყობინოს ექიმს.
შენახვის პირობები
ნოვალანსი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ბლისტერზე, პოლიმერულ ფლაკონზე ან მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ოპა-ალ-პვქ/ალუ ბლისტერი, რომელიც შეიძლება მოიხიოს და არამოხევადი ბლისტერი
შეინახეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
სინესტისგან დასაცავად ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.
პოლიმერული ფლაკონი პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით, რომელიც შეიცავს სილიციუმის გამშრობს
შეინახეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. პირველი გახსნის შემდეგ ინახება 6 თვის განმავლობაში.
სინესტისგან დასაცავად ფლაკონი ინახება კარგად დახურულად.
მედიკამენტები არ გადაყაროთ კანალიზაციის წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. თუ როგორ უნდა გაანადგუროთ არასაჭირო მედიკამენტები, ჰკითხეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ლანსოპრაზოლი 15 მგ გასტრო-რეზისტენტული კაფსულები შეიძლება იყოს ბლისტერში (ოპა- ალ-პვქ/ალუ ბლისტერი, რომელიც შეიძლება მოიხიოს და არამოხევადი ბლისტერი) ან პოლიმერულ ფლაკონში პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით, რომელიც შეიცავს სილიციუმის გამშრობს და შეიცავს 14 ან 28 კაფსულას.
ლანსოპრაზოლი 30 მგ გასტრო-რეზისტენტული კაფსულები შეიძლება იყოს ბლისტერში (ოპა- ალ-პვქ/ალუ ბლისტერი, რომელიც შეიძლება მოიხიოს და არამოხევადი ბლისტერი) ან პოლიმერულ ფლაკონში პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით, რომელიც შეიცავს სილიციუმის გამშრობს და შეიცავს 14 ან 28 კაფსულას.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
საერთაშორისო დასახელება - lansoprazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → წყლულის
სამკურნალო საშუალებები
ფარმაკოლოგიური თვისებები
კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებაა. აბლოკირებს მარილმჟავას
წარმოქმნის ბოლო სტადიას. კუჭის პარიეტალურ უჯრედებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად
– სულფონამიდად. ამცირებს ბაზალურ და მასტიმულირებელ (საკვები, პენტაგასტრინი,
ინსულინი) სეკრეციას და სეკრეტის მოცულობას. მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირების
სიჩქარე დამოკიდებულია დოზაზე. გააჩნია გასტროპროტექტორული მოქმედება: ლორწოვანი
გარსის ოქსიგენაციის და ბიკარბონატების სეკრეციის გაძლიერება. თრგუნავს
Helicobacter pylori-ს ზრდას, ამცირებს კუჭის ანტრალურ ნაწილში სისხლის
მიმოქცევას და თრგუნავს კუჭის მოტორულ-ევაკუაციურ ფუნქციას.
ჩვენებები
არაწყლულოვანი დისპეფსია, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,
ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ზოლინგერ - ელისონის სინდრომი,
Helicobacter pylori-ს ინფექცია (კომბინირებული მკურნალობა).
მიღების წესები და დოზები
პერორალურად დილით. არაწყლულოვანი დისპეფსია: 15-30 მგ/დღეში. თორმეტგოჯა
ნაწლავის წყლული: 30 მგ/დღეში 2-4 კვირის განმავლობაში. კუჭის წყლული: 30-60
მგ/დღეში 4-8 კვირის განმავლობაში, რეფლუქს-ეზოფაგიტი: 30 მგ/დღეში - 4 კვირა,
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, რომელიც უზრუნველყოფს
ბაზალურ მჟავიანობის დონეს 10 მმოლ/სთ. Helicobacter pylori-ს ინფექცია: 30 მგ
2-ჯერ დღეში (კომბინირებული მკურნალობა).
გვერდითი მოვლენები
კუჭნაწლავის ტრაქტი: დიარეა, იშვიათად მადის მომატება ან შემცირება, გულისრევა,
ტკივილი კუჭში, ყაბზობა. ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, ძილიანობა. კანი:
იშვიათად გამონაყარი, ანგიოდემა, ზოგჯერ ინტერსტიციული ნეფრიტი, ღვიძლის
დისფუნქცია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
ავთვისებიანი წარმონაქმნები, ორსულობის პერიოდი (განსაკუთრებით I ტრიმესტრი),
ბავშვთა ასაკი.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით