ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პლაზმის შემცვლელი და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტური ხსნარები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის წყალხსნარი
ინტრავენური გამოყენებისათვის
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები : ყოველი 100 მლ ხსნარი შეიცავს 900მგ ნატრიუმის ქლორიდს (მარილი) (ნატრიუმი 154 მმოლ/ლ და ქლორიდი 154 მმოლ/ლ).
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი****ს დახასიათება და გამოყენება
ნეოფლექსი 0,9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი ინტრავენური ხსნარია, რომელიც შეიცავს ნატრიუმის და ქლორიდის იონებს, რომლებიც ორგანიზმის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებებია. ის მოქმედებს ორგანიზმში დაკარგული სითხისა და მარილის აღდგენის უზრუნველყოფის გზით. ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი წარმოდგენილია 50, 100, 150, 250, 500, 1000 და 3000 მლ სახით PP და PVC საინექციო ტომარებში. ის წარმოდგენილია ორი ფორმის სახით - საინფუზიო სისტემის თანხლების ან მის გარეშე.
პრეპარატი კეთდება ვენაში პოლიეთილენის მილის დახმარებით.
მედიკამეტი კეთდება მხოლოდ ვენაში შესაფერისი პოლიეთილენის მილის (სისტემის) მეშვეობით.
ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი გამოიყენება სხეულის დეჰიდრატაციის სამკურნალოდ და მსგავსი პირობების პრევენციის მიზნით.
ნეოფლექსი 0,9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი ასევე გამოიყენება სხვა შეთავსებად, ინტრავენური გამოყენების მედიკამენტებთან ერთად შერეული სახით, რომლის შემთხვევაშიც შესარევი მედიკამენტის გაზავება უნდა მოხდეს ინტრავენური გამოყენების დაწყებამდე.
უკუჩვენება
ნეოფლექსი 0,9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
თუ თქვენ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია ნეოფლექს 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის, მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ან დამხმარე ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების მიღებისას, ანუ თუ მოულოდნელად განვითარდა სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი, ხიხინი, კანის გამონაყარი, ქავილი ან შეშუპება სხეულში, მაშინ არ შეიძლება ამ წყალხსნარის გამოყენება.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გაქვთ თუ არა ალერგია, მიმართეთ ექიმს.
ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი გამოიყენება ფრთხილად შემდეგ შემთხვევებშ****ი
ნეოფლექი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი უსაფრთხოდ გამოიყენება პაციენტთა უმრავლესობაში. თუმცა, თუ გაქვთ გულის, თირკმელების, ღვიძლის ან ფილტვების დაავადება, ან თუ გაქვთ დიაბეტი, გაქვთ შეშუპება (შეშუპება) ორგანიზმში მარილის ჭარბი დაგროვების გამო, ექიმმა შეიძლება არ გამოიყენოს ეს მედიკამენტი.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი დაავადება :
- გულის შეგუბებითი უკმარისობა;
- თირკმელების მწვავე უკმარისობა;
- საშარდე გზების ბლოკირება;
- სითხის შეკავება, რაც იწვევს სხეულის ნაწილების შეშუპებას, განსაკუთრებით ტერფების (შეშუპება).
ეს წამალი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.
იმ შემთხვევებში, თუ
- ეს მედიკამენტი შეიყვანება ელექტრონული ტუმბოს საშუალებით, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ტუმბოს მუშაობა შეწყდეს ტომარის სრულ დაცლამდე.
რეკომენდირებულია ამ მედიკამენტის მიღებისას გამოყენებული მილები (კომპლექტები) გამოცვალოთ ყოველ 24 საათში. ასევე, ის გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წამლის კონტეინერი დაუზიანებელია და შიგნით არსებული ხსნარი გამჭვირვალეა.
თუ ეს გაფრთხილებები ვრცელდება თქვენზე, თუნდაც ვლინდებოდა წარსულში ნებისმიერ დროს, მიმართეთ ექიმს.
ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი ინტრავენურად შესაყვანი წამალია. ის შეიყვანება ინტრავენული შეყვანის გზით. აქედან გამომდინარე, მას არ ახასიათებს ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.
ორსულობა
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექიმი არ მიიჩნევს განსაკუთრებით მიზანშეწონილად, არ გამოიყენოთ ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს. თუ ექიმი არ მიიჩნევს განსაკუთრებით მიზანშეწონილად, არ გამოიყენოთ ნეოფლექს 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი ძუძუთი კვების დროს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ნეოფლექს 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვაზე ან მექანიზმებთან მუშაობაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნეოფლექს 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ თქვენ არ გახასიათებთ მგრძნობელობა ნეოფლექს 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის დამხმარე ნივთიერებების მიმართ, მაშინ ამ ნივთიერებების გამო გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.
სხვა მედიკამენტების მიღება/გამოყენება
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ მიღებას, იღებთ ან ახლახან მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები, ვაქცინები და მცენარეული მედიკამენტებიც. ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი შეუთავსებელია ზოგიერთ მედიკამენტებთან. პრეპარატები, რომლებიც ცნობილია რომ შეუთავსებელია ამ ხსნართან, არ უნდა დაემატოს ხსნარს; ამ მედიკამენტების განზავებისთვის უნდა გამოიყენოთ სხვა ხსნარები.
ხსნარში დამატებულ ნებისმიერ სხვა მედიკამენტთან შეუთავსებლობის რისკის შესამცირებლად, ჯანდაცვის თანამშრომელმა უნდა შეამოწმოს ხსნარი ვიზუალურად და აღინიშნება თუ არა ხსნარის ფერის ცვლილება ან ნალექი საბოლოო ნაზავში, რომელიც უნდა იყოს შეყვანილი დაუყოვნებლივ შერევის შემდეგ, ინექციამდე და ინექციის პერიოდში რეგულარულ ინტერვალებში.
ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იყენებენ კარბენოქსოლონს, კორტიკოსტეროიდებს ან კორტიკუოპინს. თუ ამჟამად იყენებთ რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტს, ან თუ იყენებდით მას ცოტა ხნის წინ, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.
ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის გამოყენების წესი
ინსტრუქცია გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ
ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პაციენტისთვის საჭირო მედიკამენტის რაოდენობის და მკურნალობის დროის შესახებ. ჩვეულებრივ დოზირება განისაზღვრება პაციენტის ასაკის, სხეულის წონის და მედიკამენტის გამოყენების კლინიკური მიზეზის გამო. თუ ექიმი არ დანიშნავს სხვაგვარად, უნდა გამოიყენოთ ამ ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდებული დოზირება.
არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის თავის დროზე მიღება.
ექიმი განსაზღვრავს ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდით მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.
გამოყენების გზა და მეთოდი
ეს მედიკამენტი შეიყვანება ვენაში პოლიეთილენის სისტემის მეშვეობით.
განსხვავებული ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
ბავშვებში დოზირება და გამოყენების ოდენობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ხანდაზმული პაციენტები
ზოგადად, ხანდაზმულებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ფრთხილად და ზოგადად უნდა გამოიყენებოდეს შეძლებისდაგვარად ყველაზე დაბალი ეფექტური დოზირება, რადგან ამ პაციენტებში ხშირია ღვიძლის, თირკმელების ან გულის ფუნქციის დარღვევები და ასევე არსებობს სხვა მსგავსი შემთხვევების და თანმდევი მედიკამენტების გამოყენების უფრო მაღალი ალბათობა.
ვინაიდან ეს მედიკამენტი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, პრეპარატის მავნე ზემოქმედების რისკი იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. ვინაიდან თირკმელების ფუნქციის დაქვეითება უფრო ხშირია ხანდაზმულებში, სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისას და მკურნალობის დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
გამოყენებისსპეციალურიშემთხვევები
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევა არ აღინიშნება.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება _,_რომ _ნეოფლექსი 0.9%_იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი თქვენზე მოქმედებს ძალიან ძლიერად ან პირიქით სუსტად, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
თუ თქვენ გამოიყენეთ ნეოფლექსი 0,9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის ჭარბი დოზირება
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ თქვენ მიიღეთ ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის ზედმეტი დოზირება.
თუ დაგავიწყდათ ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდით მკურნალობის შეწყვეტისა****ს
არ აღინიშნება.
მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ნეოფლექს 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდსაც შესაძლოა ახასიათებდეს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ. გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოწვეული იყოს ხსნარში იონების ნაკლებობით ან სიჭარბით და გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის მკურნალობის ნორმალურ პირობებში.
შემდეგი გვერდითი მოვლენები არის გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბების ან გამოყენებისას ტექნიკური მიზეზების გამო და მათი სიხშირე უცნობია.
თუ ჩამოთვლილთაგან აღინშნება რომელიმე, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
- ვენებში თრომბის წარმოქმნა;
- სისხლდენა;
- მარილის (ნატრიუმის) დაგროვება ორგანიზმში;
- გულის უკმარისობის გამწვავება წყლის დაგროვების, შეშუპების (შეშუპების) და სითხის გამო დაგროვება (შეგუბებითი);
- ორგანიზმის სითხეების გადახრა მჟავიანობისკენ (აციდოზი);
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- მოუსვენრობის მდგომარეობა;
- გადაჭარბებული აგზნებადობა;
- შეკუმშვა;
- კომა და სიკვდილი;
- გულის პალპიტაცია (ტაქიკარდია);
- არტერიული წნევის მატება;
- სითხის დაგროვება (შეშუპება) ფილტვებში;
- ნელი სუნთქვა - სუნთქვის გაჩერება;
- გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის კრუნჩხვები, წყურვილი, ნერწყვის შემცირება;
- ოფლიანობის შემცირება;
- კუნთების კრუნჩხვა და რიგიდულობა;
- თირკმლის უკმარისობა;
- სიცხე, სისუსტე;
- ტკივილი გამოყენების ადგილას;
- ანთება გამოყენების ადგილას;
- რიგიდულობა, სიწითლე ან შეშუპება, რომელიც ვრცელდება ვენებში ინექციის ადგილიდან.
აღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
თუ შეინიშნება რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ზემოთ არ არის მითითებული, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი ეფექტებისაც, რომლებიც ზემოთ არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ თურქეთის ფარმაკოლოგიური კონტროლის ცენტში (TUFAM), ვეგ-გვერდზე www.titck.gov.tr ან ცხელ ხაზზე დარეკვის გზით 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ნეოფლქსი 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის შენახვის პირობები
შეინახეთ ნეოფლექსი 0.9% იზოტონური ნატირუმის ქლორიდი ყოველთვის ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.
მედიკამენტი ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე.
პრეპარატი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა. თითოეული ხსნარის ტომარაზე აღნიშნულია ვარგისობის ვადა. არ გამოიყენოთ ხსნარი ამ ვადის გასვლის შემდეგ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
ტურკტიპსან საგლიკ ტურიზმ ეგიტიმ ვე
ტიკარეტ ა.ს. აკიურტ/ანკარა
ელ.ფოსტა: [email protected]
ტელ: + 90 312 8441508
ფაქსი: +90 312 8441527.
მწარმოებელი
ტურკტიპსან საგლიკ ტურიზმ ეგიტიმ ვე
ტიკარეტ ა.ს. აკიურტ/ანკარა
ელ.ფოსტა: [email protected]
ტელ: + 90 312 8441508
ფაქსი: +90 312 8441527.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
3 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით