ნატრიუმის ქლორიდი 0.9% ბაქსტერი - Natrium Chloratum 0.9% Baxter
ნატრიუმის ქლორიდი 0.9% ბაქსტერი - Natrium Chloratum 0.9% Baxter

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლის შემცვლელი და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტური ხსნარები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სავაჭრო დასახელება: ნატრიუმის ქლორიდი
სამკურნალო ფორმა: 0.9% საინფუზიო ხსნარი
შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი შეიცავს:
ნატრიუმის ქლორიდი 0,9გ

აღწერილობა:
მარილიანი უფერო გამჭვირვალე სითხე
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ორგანიზმის წყალ-მარილოვანი ბალანსის მარეგულირებელი საშუალება

ჩვენებები
დეჰიდრატაცია, რომელიც ვითარდება ღებინების, დიარეის, სხვადასხვა ეტიოლოგიის შოკის შედეგად, დიაბეტური კომის, დამწვრობების, ოპერაციის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში პლაზმის მოცულობის შესანარჩუნებლად, მწვავე ცირკულატორული დარღვევების დროს, როდესაც აღინიშნება დეჰიდრატაცია, ინტოქსიკაციის დროს და ასევე როგორც სხვა პრეპარატების გამხსნელი.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად, უფრო ხშირად წვეთოვანი გადასხმის სახით. დოზირება ინდივიდუალურია, დამოკიდებულია წყლის და ელექტოლიტების დეფიციტზე.

უკუჩვენებები
პრეპარატი არ შეჰყავთ ჰიპერნატრიემიის დროს, ცირკულატორული დარღვევების დროს, როდესაც ვითარდება თავის ტვინის და ფილტვების შეშუპება, კორტიკოსტეროიდული საშუალებებით დიდი დოზებით მკურნალობის დროს.
ხსნარის დიდი მოცულობა სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში თირკმელების გამომყოფის ფუნქციის დარღვევით.
ხსნარის დიდი რაოდენობით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერქლორემიული აციდოზი, ჰიპერჰიდრატაცია, კალიუმის გაძლიერებული გამოყოფა ორგანიზმიდან.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს საჭიროა პლაზმის ელექტროლიტების და წყლის ბალანსის მონიტორინგი. სიფრთხილეა საჭირო ჰიპოკალიემიის დროს. ნატრიუმის ქლორიდის დიდი დოზებით გამოყენების დროს შესაძლოა განვითარდეს მარილების მოლეკულური კონცენტრაციის და კოლოიდური დისპერსიის დარღვევა.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნატრიუმის ქლორიდი ხსნარი საინფუზიო 0.9% 500მლ პაკეტი პვქ #1
  • სახელი: ნატრიუმის ქლორიდი ხსნარი საინფუზიო 0.9% 500მლ პაკეტი პვქ #1
  • შეფუთვა: 500მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პაკეტი №1
Pharmadepot 3.55 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით