ნატრიუმის ქლორიდი-სეემი - SODIUM CHLORIDE-SEEM
ნატრიუმის ქლორიდი-სეემი - SODIUM CHLORIDE-SEEM

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტური ხსნარები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნატრიუმის ქლორიდი-სეემის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სამკურნალო პროდუქტის დასახელება: “ნატრიუმის ქლორიდი-სეემი”

აქტიური ნივთიერება (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): ნატრიუმის ქლორიდი

ფარმაცევტული ფორმა: საინფუზიო ხსნარი.

აღწერილობა: უფერო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.

შემადგენლობა:

ხსნარის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტი: ნატრიუმის ქლორიდი - 9.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ი.ვ. ხსნარის დანამატები. ელექტროლიტური ხსნარი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

“ნატრიუმის ქლორიდი-სეემი” 0.9% ინტრავენური ინფუზია არის იზოტონური ხსნარი, მიახლოებითი ოსმოლარობით 308 მოსმ/ლ.

ხსნარის ფარმაკოდინამიკური თვისებები ისეთივეა, როგორიც ნატრიუმის და ქლორიდის იონების სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად. იონები, როგორიცაა ნატრიუმი, ცირკულირებენ უჯრედის მემბრანის გავლით, ტრანსპორტირების სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით, რომელთა შორისაა ნატრიუმის ტუმბო (Na-K-ATPase). ნატრიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროტრანსმისიასა და გულის ელექტროფიზიოლოგიაში, ასევე მის თირკმლისმიერ მეტაბოლიზმში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ნატრიუმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, მაგრამ აღინიშნება თირკმლისმიერი ექსტენსიური რეაბსორბცია.

ნატრიუმის მცირე რაოდენობა იკარგება განავალში და ოფლში.

თერაპიული ჩვენებები

„ნატრიუმის ქლორიდი-სეემი“ 0.9% ინტრავენური ინფუზია ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობებისას:

• იზოტონური უჯრედგარე დეჰიდრატაციის მკურნალობა;

• ნატრიუმის დაქვეითების მკურნალობა;

• გამხსნელი თავსებადი პრეპარატებისთვის, პარენტერალური გამოყენებისთვის.

შეუთავსებლობა

როგორც ყველა პარენტერალური ხსნარის შემთხვევაში, დანამატების თავსებადობა ხსნართან უნდა შეფასდეს დამატებამდე. თავსებადობის კვლევების არარსებობის შემთხვევაში, ეს ხსნარი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან. დანამატები, რომლებიც ცნობილია, რომ შეუთავსებელია, არ უნდა იქნას გამოყენებული.

დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება

მოზრდილები, ხანდაზმულები და ბავშვები:

დოზები შეიძლება გამოიხატოს ნატრიუმის მექვ ან მმოლ, ნატრიუმის მასის ან ნატრიუმის მარილის მასის მიხედვით (1 გ NaCl = 394 მგ, 17,1 მექვ ან 17,1 მმოლი Na და Cl).

სითხის ბალანსის, შრატის ელექტროლიტების და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს შეყვანამდე და შეყვანის დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შრატის ნატრიუმს, პაციენტებში გაზრდილი არაოსმოსური ვაზოპრესინის გამოთავისუფლებით (ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი) და პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად მკურნალობენ ვაზოპრესინის აგონისტებით, საავადმყოფოში შეძენილი ჰიპონატრიემიის რისკის გამო. შრატის ნატრიუმის მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიპოტონური სითხეებისთვის.

“ნატრიუმის ქლორიდი-სეემი” 0.9% ინტრავენური ინფუზიის ტონურობა შეადგენს 308 მოსმ/ლ-ს.

ინფუზიის სიჩქარე და მოცულობა დამოკიდებულია ასაკზე, წონაზე, კლინიკურ მდგომარეობაზე (მაგ. დამწვრობა, ოპერაცია, თავის ტრავმა, ინფექციები) და თანმხლები თერაპია უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ, რომელიც გამოცდილია ინტრავენური სითხით თერაპიის ჩატარებაში. რეკომენდებული დოზირება:

იზოტონური უჯრედგარე დეჰიდრატაციისა და ნატრიუმის დაქვეითების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზაა:

• მოზრდილებისთვის: 500 მლ-დან 3 ლიტრამდე/24 სთ

• ჩვილებისა და ბავშვებისთვის: 20 მლ-დან 100 მლ-მდე 24 სთ-ში და ყოველ კგ სხეულის წონაზე, ასაკისა და სხეულის მთლიანი მასის მიხედვით.

გადამტანის ან გამხსნელის სახით გამოყენებისას რეკომენდებული დოზა მერყეობს 50 მლ-დან 250 მლ-მდე სამკურნალო პროდუქტის ყოველ დოზაზე.

როდესაც, „ნატრიუმის ქლორიდი-სეემი“ გამოიყენება, როგორც გამხსნელი სხვა საინექციო პრეპარატებისთვის, დოზა და ინფუზიის სიჩქარე ასევე ნაკარნახევი იქნება დადგენილი პრეპარატის სახეობითა და დოზირების რეჟიმით.

შეყვანის წესი

ხსნარი განკუთვნილია ინტრავენური ინფუზიით შესაყვანად სტერილური და არაპიროგენული შეყვანის კომპლექტით, ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით. მოწყობილობა დამუშავებული უნდა იყოს ხსნარით, რათა არ მოხდეს ჰაერის შეღწევა სისტემაში.

გამოყენებამდე პროდუქტი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს უცხო ნაწილაკების შემცველობასა და ფერის შეცვლაზე.

არ გამოიყენება, თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე, თავისუფალი ხილული ნაწილაკებისგან და ხუფი არ არის ხელუხლებელი.

არ ამოიღოთ გარეთა შეფუთვიდან, ვიდრე არ იქნება მზად გამოსაყენებლად.

დრეკად პლასტმასის კონტეინერებში შემავალი ინტრავენური ხსნარების წნევის მომატებამ დინების სიჩქარის გაზრდის მიზნით შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ემბოლია, თუ კონტეინერში ნარჩენი ჰაერი შეყვანამდე სრულად არ იქნება ევაკუირებული. ვენტილირებადი ინტრავენური შეყვანის კომპლექტის გამოყენებამ ვენტილატორით ღია მდგომარეობაში შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ემბოლია. ვენტილირებადი ინტრავენური შეყვანის კომპლექტი, რომელსაც აქვს ვენტილატორი ღია მდგომარეობაში, არ უნდა იქნას გამოყენებული დრეკადი პლასტმასის კონტეინერებით.

დანამატების შეყვანა შეიძლება ინფუზიამდე ან ინფუზიის დროს ინექციის ადგილის მეშვეობით.

უკუჩვენებები

ხსნარი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერნატრიემია ან ჰიპერქლორემია.

გასათვალისწინებელია დამატებულ სამკურნალო პროდუქტთან დაკავშირებული უკუჩვენებები.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სითხის ბალანსი/თირკმლის ფუნქცია

გამოყენება თირკმლის (მძიმე) უკმარისობის მქონე პაციენტებში

„ნატრიუმის ქლორიდი-სეემი“ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით ან თირკმლის მძიმე უკმარისობის რისკით. ასეთ პაციენტებში „ნატრიუმის ქლორიდი-სეემი“ მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის შეკავება. (იხილეთ „გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნატრიუმის შეკავების, სითხით გადატვირთვისა და შეშუპების რისკი“ ქვემოთ; დამატებითი ინფორმაციისთვის.)

სითხით და/ან ხსნარით გადატვირთვისა და ელექტროლიტების დარღვევის რისკი

ინფუზიის მოცულობისა და სიჩქარის მიხედვით, „ნატრიუმის ქლორიდი-სეემის“ ინტრავენურად შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს:

• სითხით და/ან ხსნარით გადატვირთვა, რაც იწვევს ჭარბ ჰიდრატაციას/ჰიპერვოლემიას და, მაგალითად, შეგუბებით მდგომარეობებს, ცენტრალური და პერიფერიული შეშუპების ჩათვლით.

• კლინიკურად მნიშვნელოვანი ელექტროლიტური დარღვევები და მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი.

ზოგადად, განზავების მდგომარეობების რისკი (წყლის შეკავება ნატრიუმთან შედარებით) უკუპროპორციულია „ნატრიუმის ქლორიდის-სეემი“ ელექტროლიტების კონცენტრაციის და მისი დანამატების. ამის საპირისპიროდ, გამხსნელი ნივთიერებებით გადატვირთვის რისკი, რაც იწვევს შეგუბებით მდგომარეობებს (გახსნილი ნივთიერების შეკავება წყალთან შედარებით) პირდაპირპროპორციულია „ნატრიუმის ქლორიდის-სეემი“ და მისი დანამატების ელექტროლიტური კონცენტრაციების.

ნებისმიერი ინტრავენური ინფუზიის დაწყებისას საჭიროა სპეციალური კლინიკური მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს კლინიკური შეფასება და პერიოდული ლაბორატორიული ანალიზები სითხის ბალანსის, ელექტროლიტების კონცენტრაციისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ცვლილებების მონიტორინგისთვის ხანგრძლივი პარენტერალური თერაპიის დროს ან როდესაც პაციენტის მდგომარეობა ან შეყვანის სიჩქარე მოითხოვს ასეთ შეფასებას.

დიდი მოცულობის ინფუზია გამოყენებული უნდა იყოს სპეციფიური მონიტორინგით გულის ან ფილტვის უკმარისობის მქონე პაციენტებში და პაციენტებში არაოსმოსური ვაზოპრესინის გამოთავისუფლებით (ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომის ჩათვლით), ჰოსპიტალში შეძენილი ჰიპონატრიემიის რისკის გამო (იხ. ქვემოთ).

ჰიპონატრიემია

პაციენტები არაოსმოსური ვაზოპრესინის გამოთავისუფლებით (მაგ. მწვავე დაავადების, ტკივილის, პოსტოპერაციული სტრესის, ინფექციების, დამწვრობის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს), პაციენტები გულის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებით და პაციენტები, რომლებიც იღებენ ვაზოპრესინის აგონისტებს იმყოფებიან მწვავე ჰიპონატრიემიის განსაკუთრებული რისკის ქვეშ ჰიპოტონური სითხეების შეყვანისას.

მწვავე ჰიპონატრიემიამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპონატრემიული ენცეფალოპათია (ცერებრალური შეშუპება), რომელსაც ახასიათებს თავის ტკივილი, გულისრევა, კრუნჩხვები, ლეთარგია და ღებინება. ცერებრალური შეშუპების მქონე პაციენტებს აქვთ მძიმე, შეუქცევადი და სიცოცხლისთვის საშიში ტვინის ტრავმის რისკი.

ბავშვები, ფერტილური ასაკის ქალები და პაციენტები შემცირებული ცერებრალური შესაბამისობით (მაგ. მენინგიტი, ქალასშიდა სისხლდენა, ცერებრალური კონტუზია და თავის ტვინის შეშუპება) არიან მწვავე ჰიპონატრიემიით გამოწვეული მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ტვინის შეშუპების განსაკუთრებული რისკის ქვეშ.

გამოყენება პაციენტებში ნატრიუმის შეკავების, სითხის გადატვირთვისა და შეშუპების რისკის ქვეშ

„ნატრიუმის ქლორიდი-სეემი“ გამოყენებული უნდა იყოს განსაკუთრებული სიფრთხილით, თუ საერთოდ გამოიყენება, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შემდეგი მდგომარეობები ან მათი განვითარების რისკი:

• ჰიპერნატრიემია. ჰიპერნატრიემიის სწრაფად კორექციამ ადაპტაციის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს ცერებრალური შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ტვინის მუდმივი დაზიანება ან სიკვდილი.

• ჰიპერქლორემია

• მეტაბოლური აციდოზი, რომელიც შეიძლება გაუარესდეს ამ პროდუქტის ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით.

• ჰიპერვოლემია, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა და ფილტვის შეშუპება, შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში.

• იატროგენული ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი (მაგ. ინტრავენური მოცულობითი რეანიმაციის დროს)

• მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის შეკავება, სითხით გადატვირთვა და შეშუპება (ცენტრალური და პერიფერიული), როგორიცაა პაციენტები, რომლებსაც აქვთ

• პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი,

• მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი, ასოცირებული, მაგალითად, შემდეგ მდგომარეობებთან:

- ჰიპერტენზია,

- გულის შეგუბებითი უკმარისობა,

- ღვიძლის დაავადება (ციროზის ჩათვლით),

- თირკმლის დაავადება (თირკმლის არტერიის სტენოზის, ნეფროსკლეროზის ჩათვლით) ან პრე-ეკლამფსია.

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ნატრიუმის და სითხის შეკავების რისკი, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები

ინფუზიის რეაქციები

უცნობი ეტიოლოგიის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, აღწერილია ძალიან იშვიათად „ნატრიუმის ქლორიდის-სეემი“ ინფუზიასთან დაკავშირებით, რაც ვლიდნება, როგორც ჰიპოტენზია, პირექსია, ტრემორი, შემცივნება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი და ქავილი. ამ რეაქციების ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინფუზია. უნდა დაინიშნოს შესაბამისი თერაპიული კონტრზომები კლინიკური ჩვენების მიხედვით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

კონსულტანტ-ექიმს უნდა ჰქონდეს გამოცდილება ამ პროდუქტის სპეციალურ პოპულაციაში გამოყენების და უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან შრატში ნატრიუმის დონის სწრაფი ცვლილებების მიმართ.

ჰიპონატრიემიისა და ჰიპერნატრიემიის სწრაფი კორექცია პოტენციურად საშიშია (სერიოზული ნევროლოგიური გართულებების რისკი). იხილეთ პუნქტი „ჰიპონატრიემია/ჰიპერნატრიემია“ ზემოთ.

პედიატრიული პოპულაცია

აუცილებელია პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაციის ზედმიწევნით მონიტორინგი პედიატრიულ პოპულაციაში, რადგან ამ პოპულაციაში შეიძლება დაქვეითებული იყოს სითხეებისა და ელექტროლიტების რეგულირების უნარი. ამიტომ „ნატრიუმის ქლორიდი- სეემის“ განმეორებითი ინფუზიები უნდა ჩატარდეს მხოლოდ შრატში ნატრიუმის დონის განსაზღვრის შემდეგ.

გერიატრიული პოპულაცია

საინფუზიო ხსნარის ტიპისა და ინფუზიის მოცულობის/სიჩქარის შერჩევისას ხანდაზმული პაციენტისთვის, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ხანდაზმულ პაციენტებს ძირითადად აქვთ გულის, თირკმელების, ღვიძლის და სხვა დაავადებები ან იმავდროულად იღებენ სხვა მედიკამენტებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ვაზოპრესინის ეფექტს

ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები აძლიერებენ ვაზოპრესინის ეფექტს, რაც იწვევს თირკმელებიდან ელექტროლიტებისგან თავისუფალი წყლის გამოყოფის შემცირებას და შეიძლება გაზარდონ საავადმყოფოში შეძენილი ჰიპონატრიემიის რისკი ინტრავენური სითხეებით არასათანადოდ დაბალანსებული მკურნალობის შემდეგ.

• ვაზოპრესინის გამოყოფის მასტიმულირებელი მედიკამენტებია: ქლორპროპამიდი, კლოფიბრატი, კარბამაზეპინი, ვინკრისტინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, 3.4-მეთილენდიოქსი-N-მეტამფეტამინი, იფოსფამიდი, ანტიფსიქოზური საშუალებები, ნარკოტიკული პრეპარატები

• ვაზოპრესინის მოქმედების გამაძლიერებელი მედიკამენტებია: ქლორპროპამიდი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ციკლოფოსფამიდი

• ვაზოპრესინის ანალოგებია: დესმოპრესინი, ოქსიტოცინი, ტერლიპრესინი

სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან ჰიპონატრიემიის რისკს, ასევე მოიცავს დიურეზულებს და ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, როგორიცაა ოქსკარბაზეპინი.

სიფრთხილეა რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ლითიუმით. ნატრიუმის და ლითიუმის თირკმლისმიერი კლირენსი შეიძლება გაიზარდოს „ნატრიუმის ქლორიდი- სეემი“ გამოყენებისას. „ნატრიუმის ქლორიდი-სეემის“ გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლითიუმის დონის დაქვეითება.

კორტიკოიდები/სტეროიდები და კარბენოქსოლონი დაკავშირებულია ნატრიუმის და წყლის შეკავებასთან (შეშუპებით და ჰიპერტენზიით).

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

არ არსებობს ადექვატური მონაცემები ნატრიუმის ქლორიდი-სეემის 0.9% ორსულ და მეძუძურ ქალებში გამოყენების შესახებ. ექიმმა ყურადღებით უნდა განიხილოს პოტენციური რისკები და სარგებელი თითოეული კონკრეტული პაციენტისთვის „ნატრიუმის ქლორიდი-სეემის“ გამოყენებამდე.

„ნატრიუმის ქლორიდი-სეემი“ უნდა დაინიშნოს განსაკუთრებული სიფრთხილით ორსულ ქალებში მშობიარობის დროს, განსაკუთრებით შრატის ნატრიუმის მიმართ სიფრთხილეა საჭირო, თუ იგი გამოიყენება ოქსიტოცინთან ერთად.

სიფრთხილეა რეკომენდებული პრეეკლამფსიის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

სამკურნალო პროდუქტის დამატებისას, პრეპარატის სახეობა და მისი გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ცალკე უნდა განიხილებოდეს.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ ჩატარებულა კვლევები „ნატრიუმის ქლორიდის-სეემის“ გავლენის შესახებ ავტომობილის ან სხვა მძიმე ტექნიკის მართვის უნარზე.

არასასურველი ეფექტები

შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში. ამ პუნქტში ჩამოთვლილი წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

სისტემურ ორგანოთა კლასი | გვერდითი რეაქციები (უპირატესი ტერმინი) | სიხშირე
---|---|---
ნერვული სისტემის დარღვევები | ტრემორი, მწვავე ჰიპონატრემიული ენცეფალოპათია * | ცნობილი არ არის
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები | საავადმყოფოში შეძენილი ჰიპონატრემია* | ცნობილი არ არის
ვსკულარული დარღვევები | ჰიპოტენზია | ცნობილი არ არის
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები | ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი | ცნობილი არ არის
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები: | ინფუზიის ადგილზე რეაქციები, როგორიცაა • ინფუზიის ადგილას ერითემა, • ვენების გაღიზიანება, ინექციის ადგილას ლაქები, წვის შეგრძნება, • ადგილობრივი ტკივილი ან რეაქცია, ინფუზიის ადგილზე ჭინჭრის ციება • ინექციის ადგილზე ინფექცია, • ვენების თრომბოზი ან ფლებიტი, რომელიც ვრცელდება ინექციის ადგილიდან, ექსტრავაზაცია და ჰიპერვოლემია • პირექსია • შემცივნება | ცნობილი არ არის

*საავადმყოფოში შეძენილმა ჰიპონატრიემიამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის შეუქცევადი დაზიანება და სიკვდილი, მწვავე ჰიპონატრემიული ენცეფალოპათიის განვითარების გამო, სიხშირე უცნობია

შემდეგი გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა ამ პროდუქტთან დაკავშირებით, მაგრამ შეიძლება განვითარდეს:

• ჰიპერნატრიემია (მაგ. ნეფროგენული შაქრიანი დიაბეტის ან მაღალი ნაზოგასტრიკული გამოყოფის პაციენტებში დანიშვნისას)

• ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი

• ჰიპონატრიემია, რომელიც შეიძლება იყოს სიმპტომური. ჰიპონატრიემია შეიძლება განვითარდეს, როდესაც ნორმალური თავისუფალი წყლის ექსკრეცია დარღვეულია (მაგ. ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი ან პოსტოპერაციული)

ჭარბი ნატრიუმის ზოგადი გვერდითი ეფექტები აღწერილია პუნქტში დოზის გადაჭარბება.

დანამატები

როდესაც „ნატრიუმის ქლორიდი-სეემი“ გამოიყენება, როგორც სხვა საინექციო პრეპარატების გამხსნელი, დანამატების სახეობა განსაზღვრავს რაიმე სხვა არასასურველი ეფექტის ალბათობას.

არასასურველი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს პაციენტის შეფასება და დაიწყოს შესაბამისი კონტრზომების მიღება, საჭიროების შემთხვევაში ინფუზია უნდა შეწყდეს. ხსნარის დარჩენილი ნაწილი უნდა ინახებოდეს გამოკვლევისთვის, საჭიროების შემთხვევაში.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია.

დოზის გადაჭარბება

ორგანიზმში ჭარბი ნატრიუმის ზოგადი გვერდითი ეფექტებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის სპაზმები, წყურვილი, ნერწყვდენის და ცრემლდენის დაქვეითება, ოფლიანობა, ცხელება, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, თირკმლის უკმარისობა, პერიფერიული და ფილტვის შეშუპება, სუნთქვის გაჩერება, თავის ტკივილი, მოუსვენრობა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა და რიგიდულობა, კრუნჩხვები, კომა და სიკვდილი.

„ნატრიუმის ქლორიდი-სეემის“ გადაჭარბებულმა მოცულობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერნატრიემია (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის გამოვლინებები, მათ შორის კრუნჩხვები, კომა, ცერებრალური შეშუპება და სიკვდილი) და ნატრიუმით გადატვირთვა (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური და/ან პერიფერიული შეშუპება) და მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალიზებული მკურნალი ექიმის მიერ.

ჭარბმა ქლორმა ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს ბიკარბონატის დაკარგვა მჟავიანობის ეფექტით.

როდესაც „ნატრიუმის ქლორიდი-სეემი“ გამოიყენება როგორც გამხსნელი სხვა პრეპარატების საინექციო პრეპარატებისთვის, გადაჭარბებული ინფუზიის ნიშნები და სიმპტომები დაკავშირებული იქნება გამოყენებულ დანამატებთან. შემთხვევით გადაჭარბებული ინფუზიის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მეთვალყურეობა შეყვანილ პრეპარატთან დაკავშირებულ შესაბამის ნიშნებსა და სიმპტომებზე. საჭიროებისამებრ მიღებული უნდა იყოს შესაბამისი და დამხმარე ზომები.

კონტეინერის სახეობა და შიგთავსი

ბოთლები შედგება პოლიპროპილენისგან, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ ბოთლების ფიზიკურ დაცვას. ბოთლის ზომა არის 100, 250 ან 500 მლ. გარე მუყაოს შიგთავსი: 40 ბოთლი 100 მლ, 20 ბოთლი 250 მლ ან 20 ბოთლი 500 მლ.

სიფრთხილის ზომები შენახვისას:

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

**გაცემის წესი: **

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით