ლაზოლვანი - Lasolvan
ლაზოლვანი - Lasolvan

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველისა და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლაზოლვანი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 100 მლ
5 მლ
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ..........15 მგ
5 მლ
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ..........30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ბენზილამინების ჯგუფის ბრომჰექსინის აქტიურიმეტაბოლიტია, რომელიც ხასიათდება მუკოლიზური და ამოსახველებელი მოქმედებით.
პრეპარატი ასტიმულირებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ადენოციტების მიერ სეკრეტის გამოყოფას, რითაც ხელს უწყობს ნახველის გათხიერებას. იგი ააქტივებს ჰიდროლიზურ ფერმენტებს და აძლიერებს ლიზოსომების გამოთავისუფლებას კლარის უჯრედებიდან, რაც იწვევს ბრონქულ სეკრეტში მჟავე მუკოპოლისაქარიდების დაშლას. ლიზლის მოქმედებით ძლიერდება სურფაქტანტის წარმოქმნის პროცესი ალვეოლებსა და ბრონქებში, რაც ასევეაუმჯობესებს ბრონქული სეკრეტის რეოლოგიურ მაჩვენებლებს, ამცირებს მის სიბლანტესა და ადჰეზიურ თვისებებს. პრეპარატი, სურფაქტანტის სინთეზის სტიმულირებით, ამცირებსრესპირაციული დისტრეს-სინდრომის განვითარების რისკს ახალშობილებში (მათ შორის, დღენაკლულებში). ლიზლი ასტიმულირებს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას, რაც ხელს უწყობს ნახველის ევაკუაციას, ამცირებს ბრონქების სპასტიკურ ჰიპერრეაქტიულობას. პრეპარატი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო დაანტიოქსიდანტური მოქმედებით, ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს. პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 30 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 6-12 სთ-ის განმავლობაში (დოზის შესაბამისად). მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის მესამე დღეს.

ფარმაკოკინეტიკა:
ლაზოლვანი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 0.5-3 სთ-ში აღწევს. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება მისი 80%.
მაღალი ტროპიზმის გამო, პრეპარატი ადვილად ნაწილდება ბრონქების ლორწოვან გარსსა და ფილტვის ქსოვილში. ამბროქსოლი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს, მისი კონცენტრაცია ნაყოფის პლაზმაში დედის პლაზმასთან შედარებით 2-4-ჯერ მეტია. პრეპარატი გადადის დედის რძეში. ამბროქსოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8-10 სთ-ს. T1/2ხანგრძლივდება თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს და არ იცვლება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას. პრეპარატი პირველად მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში არააქტიური კონიუგატების (დიბრომანტრანილის მჟავა, გლუკურონიდები) წარმოქმნით. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით: 90% - წყალში ხსნადი მეტაბოლიტების სახით, 5% - უცვლელი სახით. ამბროქსოლი არ განიცდის კუმულაციას.

ჩვენებები:
სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ნახველის გაძნელებული გამოყოფა: ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქული ასთმა, პნევმონია, მუკოვისციდოზი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქოექტაზიური დაავადება;
ბრონქებსა და ფილტვებში შეგუბებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკა (ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ტრავმების დროს და სხვა).

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში რეკომენდებულია 1 ტაბლეტი (30 მგ) 3-ჯერ დღეში, შემედგ 1 ტაბლეტი 2-ჯერ ან 1/2 ტაბლეტი (15 მგ) 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად შესაძლებელია 2 ტაბლეტის (60 მგ) დანიშვნა 2-ჯერ დღეში.
5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
სიროფი:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში რეკომენდებულია 10 მლ 3-ჯერ დღეში, შემდეგ 10 მლ 2-ჯერ ან 5 მლ 3-ჯერ დღეში.
მოზრდილებში შესაძლებელია 20 მლ-ის მიღება 2-ჯერ დღეში თერაპიული ეფექტის მისაღწევად.
5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული 5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 2.5 მლ 3-ჯერ დღეში.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 2.5 მლ 2-ჯერ დღეში.
ლაზოლვანი (ტაბლეტები ან სიროფი) მიიღება ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად, რაც ხელს უწყობს პრეპარატის მუკოლიზური მოქმედების გაძლიერებას.
თირკმლის მწვავე უკმარისობის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაშისაჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ და დამოკიდებულია ავადმყოფობის სიმძიმის ხარისხზე. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. მკურნალობის კურსის გახანგრძლივების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის 2-ჯერ შემცირება. დოზირების რეჟიმის დარღვევისას მკურნალობის ეფექტი მცირდება.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
იშვიათად მოსალოდნელია:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები;
სასუნთქი სისტემის მხრივ: სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სიმშრალე, რინორეა;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; ცალკეულ შემთხვევებში - ალერგიული კონტაქტური დერმატიტი; ერთეულ შემთხვევებში - ანაფილაქსიური ტიპის რეაქციები (მათ შორის, ანაფილაქსიური შოკი);
სხვა: ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, დიზურია.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან ბრომჰექსინის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

  • ლაზოლვანის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული.
  • პრეპარატის მიღება ორსულობის II და III ტრიმესტში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
  • პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

  • ლაზოლვანი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან/და ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, მოტორული ბრონქოპათიის დროს, ვინაიდან მოსალოდნელია ნახველის ევაკუაციის შეფერხება.
  • სიროფი შეიცავს შაქრის ისეთ შემცვლელებს, როგორიცაა სორბიტოლი და საქარინი, ამიტომ შესაძლებელია პრეპარატის მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, მხოლოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს 1.2 გ სორბიტოლს. სიროფი არ შეიცავს ეთანოლს.
  • პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს კუჭისა და 12-გოჯა წალავის წყლულოვანი დაავადების კლინიკურ სურათზე.
    პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ მდგომარეობის გაუარესების ან გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოს ექიმს.
    პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია შემდეგი სიპტომები:გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დარღვევები, ძლიერი ჰიპერდოზირების შემთხვევაში შესაძლებელია მკვეთრი არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა (მხოლოდ ექსტრემალური ჰიპერდოზირების შემთხვევაში) პრეპარატის მიღებიდან 1-2 სთ- ის განმავლობაში, სითხეების (რძე, ჩაი) ცხიმიანი საკვების მიღება, გულ- სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მუდმივი კონტროლი, აუცილებლობის შემთხვევაში - სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ლაზოლვანი ხელს უწყობს ბრონქების ლორწოვან გარსსა და ბორონქულ სეკრეტში ანტიმიკრობული საშუალებების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი, სულფანილამიდები) შეღწევას.
- ამბროქსოლის თეოფილინთან ერთად გამოყენებისას იზრდება მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რაც მკურნალობის ვადის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. მონაცემები ამბროქსოლისა და ბრონქული ასთმის ბაზისურ თერაპიაში გამოყენებული სხვა საშუალებების (ბრონქოდილატატორები, მეთილქსანთინის წარმოებულები, კორტიკოსტეროიდები) ურთიერთქმედების შესახებ არ მოიპოვება.
- არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან (მათ შორის, კოდეინთან) ერთად, რადგან ხველის შესუსტება აფერხებს ნახველის გამოყოფას.
- შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება საგულე გლიკოზიდებთან, დიურეზულ და ტოკოლიზურ საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. სიროფის გაყინვა დაუშვებელია. ფლაკონის გახსნის შემდეგ სიროფი ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში

საერთაშორისო დასახელება - ambroxol hydrochloride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი;
1 ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კოპოვიდონი, აეროსილი, კალციუმის სტეარატი, კროსპოვიდონი.

წამლის ფორმა
ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი – სინთეზური სეკრეტოლიტური და სეკრეტომოტორული პრეპარატი. ის ასტიმულირებს ბრონქებში ლორწოს წარმოქმნას, ხელს უწყობს მის გათხელებას და აუმჯობესებს გამოყოფას მოციმციმე ეპითელის აქტივობის გაზრდის ხარჯზე. ამბროქსოლი ზრდის ფილტვებში სურფაქტანტის კონცენტრაციას და ხელს უწყობს მისი განადგურების თავიდან აცილებას. გააჩნია უმნიშვნელო ხველის საწინააღმდეგო ეფექტი. ამბროქსოლი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, ასტიმულირებს ადგილობრივ იმუნიტეტს.

ჩვენებები
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი სეკრეტის ელიმინაციის გაძნელება (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, ტრაქეიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი). ბრონქული ასთმა ნახველის გაძნელებული გამოყოფით, პნევმონია, ფილტვების მუკოვისციდოზი; ფილტვებზე ოპერაციის შემდეგ გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. გამოიყენება ბრონქოსკოპიისათვის მოსამზადებლად და ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ.

უკუჩვენებები
ორსულობის პირველი ტრიმესტრი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ამბროქსოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია).

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება დადგენილ ვადაზე მეტი დროის განმავლობაში.
ორსულობის II და III ტრიმესტრებში ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
თუ დაავადების ნიშნები არ დაიწყებს გაქრობას ან პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება ან განვითარდება არასასურველი რეაქციები, აუცილებელია ამბროქსოლის ჰიდროქლორიდით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
თუ პაციენტი იღებს სხვა პრეპარატებს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ზრდის დოქსიციკლინის, ცეფუროქსიმისა და ამოქსიცილინის თერაპიულ ეფექტურობას. პრეპარატი იწვევს ფილტვებში რიფამპიცინის კონცენტრაციის მომატებას. ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება გულის გლიკოზიდებთან, დიურეტიკებთან ერთად, თერაპიულად მიზანშეწონილია ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის კომბინაცია თეოფილინთან. არ არის რეკომენდებული ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ერთდროული გამოყენება ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, რომლებიც აფერხებენ ნახველის გამოყოფას.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატი სეკრეტირდება დედის რძესთან ერთად, თუმცა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენება თერაპიულ დოზებში არ იწვევს გვერდით მოვლელებს ჩვილებში.

მიღების წესი და დოზები
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ იღებენ 1 ტაბლეტს დღეში 2-ჯერ, აუცილებლობისას კი – დღე-ღამეში 3-ჯერ. ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 60 მგ-მდე (2 ტაბლეტი) დღე-ღამეში 2-ჯერ. 5-დან 12 წლამდე ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება 15 მგ (1/2 ტაბლეტი) დღე-ღამეში 2-3-ჯერ, 2-დან 5 წლამდე ბავშვებში კი 7,5 მგ (1/4 ტაბლეტი) დღე-ღამეში 2-3-ჯერ. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. თერაპიული დოზა ბავშვებში შეადგენს 1,2-1,6 მგ/კგ-ს დღე-ღამეში 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი შეადგენს 4-14 დღეს. ჭარბი დოზის მიღების სიმპტომები: ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები აღწერილი არ არის, თუმცა შესაძლებელია საჭმლის მონელების მოშლა, ეპიგასტრალურ მიდამოში დისკომფორტი ან ტკივილები, კუჭის გადავსების შეგრძნება, გულისრევა, პირღებინება. ჭარბი დოზის მიღების სხვა შემთხვევებში აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. თერაპია – სიმპტომატური.

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 50 ც.
1 ტაბ.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონური დაავადებების სეკრეტოლიზური თერაპიისათვის, რომელიც დაკავშირებულია ნახველის ევაკუაციის დარღვევასთან.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში 1 ტაბლეტი ინიშნება 3-ჯერ დღეში. მკურნალობის ეფექტი შესაძლოა გავზარდოთ დღეში 2-ჯერ 2 ტაბლეტის მიღებით. ტაბლეტი ინიშნება ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:
ლაზოლვანს როგორც წესი კარგად იტანენ პაციენტები, შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ უმნიშვნელო სახის დარღვეები (კუჭის წვა, დისპეფსია, ძალიან იშვიათად გულისრევა და ღებინება).
ალერგიული რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად და ვლინება კანზე გამონაყარით. ძალიან იშვიათად ვითარდება ანაფილაქსიური ტიპის მწვავე რეაქციები.

უკუჩვენებები:

  • პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.

  • რადგან ლაზოლვანი აღწევს დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

  • ლაზოლვანის შემადგენლობაში შემავალმა კონსერვანტმა - ბენზალკონიუმის ქლორიდმა ინჰალაციის დროს შესაძლებელია გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.

ჭარბი დოზირება:
არ მოიპოვება მონაცემები.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ლაზოლვანისა და ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ერთდროული გამოყენება უზრუნველყოფს ფილტვის ქსოვილში ანტიბიოტიკის თერაპიულ კონცენტრაციას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლაზოლვანი 15მგ/5მლ 100მლ სიროფ
  • სახელი: ლაზოლვანი 15მგ/5მლ 100მლ სიროფ
  • შეფუთვა: 15მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები საბავშვო სიროფი ტყის კენკრის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 პოლიპროპილენის საზომი ჭიქით
Aversi 18.46 ლ
ლაზოლვანი 30მგ #20ტ
  • სახელი: ლაზოლვანი 30მგ #20ტ
  • შეფუთვა: 30მგ ტაბლეტი №20 (2X10)
Aversi 12.26 ლ
ლაზოლვანი 30მგ #50ტ
  • სახელი: ლაზოლვანი 30მგ #50ტ
  • მწარმოებელი: Delpharm Reims (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 30მგ ტაბლეტი №50 (5X10)
Aversi 23.55 ლ
ლაზოლვანი 30მგ/5მლ 100მლ სიროფ
  • სახელი: ლაზოლვანი 30მგ/5მლ 100მლ სიროფ
  • მწარმოებელი: Sanofi S.p.A. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Delpharm Reims(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 30მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სიროფი მარწყვის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 პოლიპროპილენის საზომი ჭიქით
Aversi 19.49 ლ
ლაზოლვანი 7.5მგ/მლ 100მლ საინჰ
  • სახელი: ლაზოლვანი 7.5მგ/მლ 100მლ საინჰ
  • შეფუთვა: 7,5მგ/მლ 100მლ საინჰალაციო ხსნარი მუქი ფერის მინის ფლაკონი №1 პოლიეთილენის საწვეთურით და საზომი ჭიქით
Aversi 24.53 ლ
ლაზოლვანი ტაბლეტი 30მგ #20
  • სახელი: ლაზოლვანი ტაბლეტი 30მგ #20
  • მწარმოებელი: Delpharm Reims (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 30მგ ტაბლეტი №20 (2X10)
Pharmadepot 11.61 ლ
ლაზოლვანი ტაბლეტი 30მგ #50
  • სახელი: ლაზოლვანი ტაბლეტი 30მგ #50
  • მწარმოებელი: Delpharm Reims (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 30მგ ტაბლეტი №50 (5X10)
Pharmadepot 22.28 ლ
ლაზოლვანი საბავშვო უშაქრო სიროფი 15მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლაზოლვანი საბავშვო უშაქრო სიროფი 15მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Sanofi S.p.A. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Delpharm Reims(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 15მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები საბავშვო სიროფი ტყის კენკრის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 პოლიპროპილენის საზომი ჭიქით
Pharmadepot 14.82 ლ
ლაზოლვანი ხსნარი საინჰალაციო 7.5მგ/1მლ 100მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლაზოლვანი ხსნარი საინჰალაციო 7.5მგ/1მლ 100მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Istituto de Angeli S.R.L. (იტალია)
  • შეფუთვა: 7,5მგ/მლ 100მლ საინჰალაციო ხსნარი მუქი ფერის მინის ფლაკონი №1 პოლიეთილენის საწვეთურით და საზომი ჭიქით
Pharmadepot 21 ლ
ლაზოლვანი უშაქრო სიროფი 30მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლაზოლვანი უშაქრო სიროფი 30მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Sanofi S.p.A. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Delpharm Reims(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 30მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სიროფი მარწყვის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 პოლიპროპილენის საზომი ჭიქით
Pharmadepot 18.78 ლ
ლაზოლვანი ტაბლეტი 30მგ #20
  • სახელი: ლაზოლვანი ტაბლეტი 30მგ #20
  • მწარმოებელი: Delpharm Reims (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 30მგ ტაბლეტი №20 (2X10)
GPC 8.89 ლ
ლაზოლვანი საბავშვო უშაქრო სიროფი 15მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლაზოლვანი საბავშვო უშაქრო სიროფი 15მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Sanofi S.p.A. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Delpharm Reims(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 15მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები საბავშვო სიროფი ტყის კენკრის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 პოლიპროპილენის საზომი ჭიქით
GPC 11.35 ლ
ლაზოლვანი უშაქრო სიროფი 30მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლაზოლვანი უშაქრო სიროფი 30მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Sanofi S.p.A. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Delpharm Reims(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 30მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სიროფი მარწყვის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 პოლიპროპილენის საზომი ჭიქით
GPC 14.39 ლ
ლაზოლვანი ხსნარი საინჰალაციო 7.5მგ/1მლ 100მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლაზოლვანი ხსნარი საინჰალაციო 7.5მგ/1მლ 100მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Istituto de Angeli S.R.L. (იტალია)
  • შეფუთვა: 7,5მგ/მლ 100მლ საინჰალაციო ხსნარი მუქი ფერის მინის ფლაკონი №1 პოლიეთილენის საწვეთურით და საზომი ჭიქით
GPC 15.12 ლ
ლაზოლვანი ტაბლეტი 30მგ #50
  • სახელი: ლაზოლვანი ტაბლეტი 30მგ #50
  • მწარმოებელი: Delpharm Reims (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 30მგ ტაბლეტი №50 (5X10)
GPC 17.06 ლ
Lasolvan - ლაზოლვანი30მგ. 20 ტაბლეტი
  • სახელი: Lasolvan - ლაზოლვანი30მგ. 20 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 30მგ ტაბლეტი №20 (2X10)
PSP 8.88 ლ
Lasolvan - ლაზოლვანი 30მგ. 50 ტაბლეტი
  • სახელი: Lasolvan - ლაზოლვანი 30მგ. 50 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Delpharm Reims (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 30მგ ტაბლეტი №50 (5X10)
PSP 16.9 ლ
Lasolvan - ლაზოლვანი 30მგ/5მლ 100მლ
  • სახელი: Lasolvan - ლაზოლვანი 30მგ/5მლ 100მლ
  • შეფუთვა: 30მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სიროფი მარწყვის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 პოლიპროპილენის საზომი ჭიქით
PSP 13.94 ლ
Lasolvan - ლაზოლვანი საინჰალაციო 15მგ/2მლ 100მლ
  • სახელი: Lasolvan - ლაზოლვანი საინჰალაციო 15მგ/2მლ 100მლ
  • მწარმოებელი: Istituto de Angeli S.R.L. (იტალია)
  • შეფუთვა: 7,5მგ/მლ 100მლ საინჰალაციო ხსნარი მუქი ფერის მინის ფლაკონი №1 პოლიეთილენის საწვეთურით და საზომი ჭიქით
PSP 18.04 ლ
Lasolvan - ლაზოლვანი მარწყვის არომატით 30მგ/5მლ 100მლ
  • სახელი: Lasolvan - ლაზოლვანი მარწყვის არომატით 30მგ/5მლ 100მლ
  • შეფუთვა: 30მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სიროფი მარწყვის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 პოლიპროპილენის საზომი ჭიქით
PSP 13.95 ლ
Lasolvan - ლაზოლვანი სიროფი 15მგ/5მლ 100მლ
  • სახელი: Lasolvan - ლაზოლვანი სიროფი 15მგ/5მლ 100მლ
  • შეფუთვა: 15მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები საბავშვო სიროფი ტყის კენკრის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 პოლიპროპილენის საზომი ჭიქით
PSP 13.14 ლ
Lasolvan - ლაზოლვანი 30მგ/5მლ სიროფი მარწყვის 100მლ
  • სახელი: Lasolvan - ლაზოლვანი 30მგ/5მლ სიროფი მარწყვის 100მლ
  • შეფუთვა: 30მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სიროფი მარწყვის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 პოლიპროპილენის საზომი ჭიქით
PSP 13.95 ლ
Lasolvan - ლაზოლვანი 15მგ/5მლ 100მლ
  • სახელი: Lasolvan - ლაზოლვანი 15მგ/5მლ 100მლ
  • შეფუთვა: 15მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები საბავშვო სიროფი ტყის კენკრის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 პოლიპროპილენის საზომი ჭიქით
PSP 13.18 ლ
Lasolvan - ლაზოლვანი 30მგ 50 ტაბლეტი
  • სახელი: Lasolvan - ლაზოლვანი 30მგ 50 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 30მგ ტაბლეტი №50 (5X10)
PSP 16.79 ლ
Lasolvan - ლაზოლვანი 30მგ 20 ტაბლეტი
  • სახელი: Lasolvan - ლაზოლვანი 30მგ 20 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 30მგ ტაბლეტი №20 (2X10)
PSP 8.77 ლ
Lasolvan - ლაზოლვანი მარწყვის სიროფი 15მგ/5მლ
  • სახელი: Lasolvan - ლაზოლვანი მარწყვის სიროფი 15მგ/5მლ
PSP 10.8 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით