ფორტიმოქსი - Fortymox
ფორტიმოქსი - Fortymox

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, ფტორქინოლონები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

1. ა არის ფორტიმოქსი და რისთვის გამოიყენება

ფორტიმოქსის თვალის წვეთები გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული თვალის ინფექციების სამკურნალოდ (კონიუნქტივიტი). აქტიური ნივთიერება - მოქსიფლოქსაცინი, ანტიბაქტერიული ოფთალმოლოგიური ხსნარი.

2. ა უნდა იცოდეთ ფორტიმოქსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფ****ორტიმოქსი

• თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) მოქსიფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გ****აფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

• თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია ფორტიმოქსზე. ალერგიული რეაქციები ნაკლებად ხშირად ვითარდება და სერიოზული რეაქციები იშვიათია. თუ თქვენ გაქვთ რაიმე ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ან რაიმე გვერდითი მოვლენა, გთხოვთ, იხილოთ პარაგრაფი 4.

• თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს – შეწყვიტეთ ლინზების ტარება, თუ გაქვთ თვალის ინფექციის რაიმე ნიშნები ან სიმპტომები. ატარეთ სათვალე. არ განაახლოთ ლინზების ტარება, სანამ არ გაქრება ინფექციის ნიშნები და სიმპტომები და სანამ არ შეწყვეტთ პრეპარატის გამოყენებას.

• პაციენტებს (განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში), რომლებიც პერორალურად ან ინტრავენურად იღებდნენ ფტორქინოლონებს და მათ, ვინც ერთდროულად მკურნალობს კორტიკოსტეროიდებით, აღენიშნებათ მყესების შეშუპება და ტკივილი. შეწყვიტეთ ფორტიმოქსის მიღება, თუ გაგივითარდათ მყესების ტკივილი ან შეშუპება (ტენდინიტი). როგორც ნებისმიერი ანტიბიოტიკის შემთხვევაში, ფორტიმოქსის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა ინფექციები.

სხვა მედიკამენტები და ფორტმოქსი**:**

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

ლობა, ძუთი კვება და ფერტილობა

ფორტიმოქსის თვალის წვეთების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი მხედველობა დაბინდულია მცირე ხნით ფორტიმოქსის გამოყენების შემდეგ. არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ არ გაგივლით.

3. რორ გამოიყენება ფორტიმოქსი

ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

ირება:

რდ**, ს ჩათვლით, ა ბავშვები****:**

1 წვეთი დაზიანებულ ერთ ან ორივე თვალში, 3-ჯერ დღე-ღამეში (დილით, შუადღისას და ღამით). ფორტიმოქსი გამოიყენება ბავშვებში, 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში და თირკმელების ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში. ახალშობილებში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ არსებობს ძალიან შეზღუდული ინფორმაცია და მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის. გამოიყენეთ პრეპარატი ორივე თვალში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა გითხრათ. ფორტიმოქსი გამოიყენეთ მხოლოდ თვალში ჩასაწვეთებლად.

მდგომარეობა უმჯობესდება 5 დღის განმავლობაში. თუ გაუმჯობესება არ შეინიშნება,

მიმართეთ ექიმს.

თქვენ უნდა გააგრძელოთ წვეთების გამოყენება კიდევ 2-3 დღის განმავლობაში ან იმდენ ხანს,

რამდენიც ექიმმა გითხრათ.

სტრუქცი გამოყენების წინ**:**

1- დაიბანეთ ხელები და გადაატრიალეთ თავსახური საათის ისრის მიმართულებით, რომ ფლაკონის წვერი გახვრიტოთ.

2- გადაატრიალეთ თავსახური სხვა მიმართულებით (საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით) გასახსნელად.

3- გადაწიეთ თავი უკან.

4- ქვედა ქუთუთო ჩამოწიეთ საჩვენებელი თითით, ხოლო ფლაკონი მეორე ხელში გეჭიროთ, შემდეგ დააჭირეთ ჩასაწვეთებლად, მხოლოდ ერთი წვეთი თვალში.

5- დახუჭეთ თვალი და დააჭირეთ თვალის კუთხეს დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოთ წვეთების გადასვლა ყელში ნაზოლაკრიმალური სადინრიდან.

  • განსაკუთრებულ სიტუაციაში შეგიძლიათ გაიმეოროთ ნაბიჯები 3-დან 5-მდე მეორე თვალისთვის.

6- დახურეთ ფლაკონი გამოყენების შემდეგ.

რ გამოიყენება**:**

თუ წვეთი თვალს ააცილეთ, სცადეთ ხელახლა.

თუ საჭიროზე მეტი მედიკამენტი მიიღეთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. არ ჩაიწვეთოთ მეტი წვეთი, სანამ არ დადგება თქვენი შემდეგი რეგულარული დოზის დრო.

თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ფორტიმოქსი, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ დაგავიწყდათ პრეპარატის გამოყენება, გააგრძელეთ შემდეგი დოზით, როგორც დაგეგმილია. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, მოიცადეთ მინიმუმ 5 წუთი ფორტიმოქსისა და სხვა წვეთებს შორის.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

4. საო გვერდითი ეფექტები**:**

როგორც ყველა მედიკამენტმა, ფორტიმოქსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ჩვეულებრივ შეგიძლიათ გააგრძელოთ წვეთების მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შედეგები სერიოზულია ან თუ გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია.

თუ თქვენ აღგენიშნებათ მძიმე ალერგიული რეაქცია და დაფიქსირდა რომელიმე ჩამოთვლილიდან, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფორტიმოქსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს: ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი ან ჭინჭრის ციება, სითხით სავსე ბუშტუკები, ნაპრალები და წყლულები.

ხშირი გვერდითი ეფექტები**: **(შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 შემთხვევაში).

ეფექტები თვალთან დაკავშირებით:თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები**: **(შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 შემთხვევაში).

ეფექტები თვალთან დაკავშირებით: თვალის სიმშრალე, თვალის ქავილი, თვალის სიწითლე, თვალის ზედაპირის ანთება ან ნაწიბურები, თვალის სისხლძარღვის დაზიანება,, თვალის არანორმალური მგრძნობელობა, ქუთუთოების ანომალა, ქავილი, სიწითლე ან შეშუპება.

ზოგადი გვერდითი ეფექტები:** ** თავის ტკივილი და ცუდი გემო

**იიაი გვერდითი ეფექტები: **( შეიძლება აღნიშნოს 1000-დან 1 შემთხვევაში).

ეფექტები თვალთან დაკავშირებით: რქოვანას დარღვევა, მხედველობის დაბინდვა ან დაქვეითება,

კონიუნქტივის ანთება ან ინფექცია, თვალის დაძაბვა, თვალის შეშუპება.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: ღებინება, ცხვირის დისკომფორტი, ყელში სიმსივნის შეგრძნება, სისხლში რკინის დაქვეითება, ღვიძლის არანორმალური სისხლის ტესტები, კანის არანორმალური მგრძნობელობა, ტკივილი, ყელის გაღიზიანება.

**უია: **(სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

ეფექტები თვალთან დაკავშირებით: თვალის ინფექცია, თვალის ზედაპირის დაბინდვა, რქოვანას შეშუპება, თვალის წნევის მომატება, თვალის ზედაპირზე ნაკაწრი, თვალის ალერგია, თვალიდან გამონადენი, ცრემლდენა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: ქოშინი, გულის რიტმის დარღვევა, თავბრუსხვევა, ალერგიული სიმპტომების მომატება, ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე, გულისრევა და ჭინჭრის ციება. **გერდი ეფექტების შეტყობინება: **თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მწვავდება, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის იძლევა მუდმივი მონიტორინგის საშუალებას სამედიცინო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე.

5- ო****გორ ინახება ფორტიმოქსი

ინახება ** **ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ წვეთები ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონზე და მუყაოს კოლოფზე „Exp“ აღნიშვნის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 25oC-ზე მაღალ ტემპერატურაზე

შეწყვიტეთ ფლაკონის გამოყენება პირველი გახსნიდან 4 კვირის შემდეგ.

არ გადაყაროთ მედიკამენტები წყალმომარაგებაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6 - შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია:

აქტიური ნივთიერება - მოქსიფლოქსაცინი.

თვალის წვეთების ერთი მლ შეიცავს 5 მგ მოქსიფლოქსაცინს (მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით, 5,45 მგ). ერთი თვალის წვეთი შეიცავს 190 მიკროგრამ მოქსიფლოქსაცინს.

**სხვა ინგრედიენტები: **ნატრიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, გამოხდილი წყალი.

მცირე რაოდენობით ნატრიუმის ჰიდროქსიდი და მარილმჟავა შეიძლება დაემატოს მჟავიანობის ნორმალური დონის (pH დონის) შესანარჩუნებლად.

ოქი****ს აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

მედიკამენტი არის თხევადი (გამჭვირვალე, მოყვითალო ხსნარი) მოწოდებული შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 10 მლ პლასტმასის ფლაკონს ხრახნიანი თავსახურით.

ე****ს არის მედიკამენტი

- მედიკამენტი არის პროდუქტი, რომელიც მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე და მისი ინსტრუქციის საწინააღმდეგოდ მოხმარება საშიშია თქვენთვის.

- მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება, გამოყენების წესი და ფარმაცევტის მითითებები, რომელმაც გაყიდა პრეპარატი.

  • ექიმი და ფარმაცევტი არიან მედიკამენტების, მათი სარგებელისა და რისკების ექსპერტები.

- თავად არ შეწყვიტოთ თქვენთვის დანიშნული მკურნალობის პერიოდი.

- არ გაიმეოროთ იგივე დანიშნულება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

- ყველა მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

წალ****ი: Orchidia Pharmaceutical Industries, ეგვიპტე

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ფორტიმოქსი 0.5% 10მლ თვ.წვ
  • სახელი: ფორტიმოქსი 0.5% 10მლ თვ.წვ
  • შეფუთვა: 0,5% (5მგ/მლ) 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 საწვეთურით
Aversi 12.66 ლ
ფორტიმოქსი წვეთები თვალის 0.5% 10მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ფორტიმოქსი წვეთები თვალის 0.5% 10მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Orchidia Pharmaceutical Industries (ეგვიპტე)
  • შეფუთვა: 0,5% (5მგ/მლ) 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 საწვეთურით
Pharmadepot 20.01 ლ
ფორტიმოქსი წვეთები თვალის 0.5% 10მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ფორტიმოქსი წვეთები თვალის 0.5% 10მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Orchidia Pharmaceutical Industries (ეგვიპტე)
  • შეფუთვა: 0,5% (5მგ/მლ) 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 საწვეთურით
GPC 20.01 ლ
Fortymox - ფორტიმოქსი თვალის წვეთები 0.5% 10მლ
  • სახელი: Fortymox - ფორტიმოქსი თვალის წვეთები 0.5% 10მლ
  • შეფუთვა: 0,5% (5მგ/მლ) 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 საწვეთურით
PSP 12.23 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით