კაპტოპრილ სოფარმა 25მგ ტაბლეტები - CAPTOPRIL SOPHARMA 25mg tablets
კაპტოპრილ სოფარმა 25მგ ტაბლეტები - CAPTOPRIL SOPHARMA 25mg tablets

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**არმაკოლოგიური ჯგუფი: ** აგე ინჰიბიტორები
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - კაპტოპრილის 12.5 მგ-ს ან 25 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
კაპტოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინ - მაკონვერტირებელი ფერმენტის მაღალეფექტურ ინჰიბიტორს.
იგი თრგუნავს ანგიოტენზინ-I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ-II-ად, რითაც ხელს უშლის არტერიებისა და ვენების ვაზოკონსტრიქციას, ამცირებს მარჯვენა წინაგულსა და სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში წნევას, საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას და აქვს მკვეთრად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტი. აფერხებს თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას.
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ეფექტურია მიღებიდან 30 წთ- ში და მოქმედებს 4-8 სთ-ის განმავლობაში. ვერ გადის ჰეპატოენცეფალურ ბარიერს, მაგრამ აღწევს პლაცენტაში. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.
ჩვენება
- არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულარული);
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებულ თერაპიაში);
კაპტოპრილის გამოყენება ნაჩვენებია შარდმდენებთან და აუცილებლობის შემთხვევაში სათითურას პრეპარატებთან ერთად.
უკუჩვენება
თირკმლის ფუნქციის დარღვევები, აზოტემია, ჰიპერკალიემია, თირკმლების არტერიების ორმხრივი სტენოზი, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, აორტის რკალის სტენოზი, ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი, კაპტოპრილისადმი მაღალი მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში კაპტოპრილით მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის.
სიფრთხილით ინიშნება აუტოიმუნური დაავადებებისა და სალურეტიკებთან, ანტიდეპრესანტებთან, ინსულინთან კომბინაციაში. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დაკარგული სითხისა და მარილების კომპენსირება.
კაპტოპრილის მოქმედებას აძლიერებენ - კალციუმის ანტაგონისტები, ნიტრატები, ალფა- ბლოკატორები, ვაზოდილატატორები, შარდმდენები და ალკოჰოლი. ხოლო მის მოქმედებას ასუსტებენ - არასტეროიდული
ანალგეტიკები, კორტიკოსტეროიდები, ესტროგენები, პერორალური კომბინირებული კონტრაცეპტივები.
კაპტოპრილი ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.
დოზირება და მიღების წესი
პრეპარატი ინიშნება უზმოზე, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ის შემდეგ. მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე უნდა მოიხსნას უმარილო დიეტა.
მსუბუქი ფორმის ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ ორჯერ დღეში. შემანარჩუნებელი დოზა კი - 25 მგ ორჯერ დღეში. შესაძლებელია მისი გაზრდა მაქსიმალურ დოზამდე 50 მგ ორჯერ დღეში.
მძიმე ფორმის ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ ორჯერ დღეში, საშუალო შემანარჩუნებელი დოზა - 25 მგ 2-3-ჯერ დღეში, მაქსიმალური დღიური დოზა - 150 მგ. დოზის მომატება ხდება თანდათანობით.
გულის უკმარისობის დროს კაპტოპრილის დანიშვნამდე საჭიროა დიურეტიკის მოხსნა ან დოზის შემცირება, ხოლო კაპტოპრილის შემანარჩუნებელი დოზა უნდა განისაზღვროს 25 მგ-ით 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 0.3 მგ/კგ, (მაქსიმალური - 6 მგ/კგ), განაწილებული ორ-სამ მიღებაზე.
ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, მადის დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტონია, ასთენია, ალერგიული გენეზის კანის გამონაყარი, მშრალი ხველა. იშვიათად _ ტაქიკარდია, მუცლის ტკივილი,
დიარეა, პროტეინურია, ჰიპერკალიემია, ბილირუბინემია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 12.5 მგ ან 25 მგ, შეფუთვაში 20 ტაბლეტი.
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა კაპტოპრილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი.

ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა.

დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული საწყისი დოზა ჰიპერტენზიის დროს: 25-50 მგ კაპტოპრილი დღე-ღამეში, მიღებული 2 დოზად. არტერიული წნევის სასურველი მაჩვენებლის მისაღწევად დოზა შესაძლებელია გაიზარდოს თანდათანობით საჭიროებისამებრ 100-150 მგ-მდე, დანიშნული 2 დოზად. თუმცა, აუცილებელია სულ მცირე 2 კვირიანი ინტერვალების დაცვა დოზის მომატებებს შორის. გულის ქრონიკული უკმარობა: კაპტოპრილის საწყისი დოზა ჩვეულებრივ მერყეობს 6.25-12.5, მიღებული დღეში 2-3-ჯერ. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით. კაპტოპრილის შემანარჩუნებელი დოზაა 75-100 მგ დღე-ღამეში, გაყოფილი რამდენიმე დოზად. კაპტოპრილის მაქსიმალური დოზაა - 150 მგ, გაყოფილი რამდენიმე დოზად. ხანდაზმულ და თირკმელის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია მკურნალი ექიმის მიერ დოზის შემცირება - განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე. ბავშვები და მოზარდები: კაპტოპრილის საწყისი დოზა შეადგენს დაახლოებით 0.3 მგ სხეულის მასის კგ-ზე. თირკმლის უკმარობის მქონე დღენაკლულებში, ახალშობილ და ჩვილ ბავშვებში კაპტოპრილის საწყისი დოზა შეადგენს 0.15 მგ სხეულის მასის კგ-ზე. პრეპარატი მოწოდებულია შიგნით მისაღებად. კაპტოპრილი დენკი 25 მიღება შესაძლებელია კვებათა შორის ინტერვალში. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს 1 ჭიქა წყალთან ერთად. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა კაპტოპრილის, სხვა აგფ-ინჰიბიტორის ან მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ანგიონევროზული შეშუპება განვითარებული აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე წარსულში. ქსოვილოვანი შეშუპებისაკენ მიდრეკილება, ორსულობა პირველი სამი თვის შემდგომ. შაქრიანი დიაბეტი,
თირკმლის დარღვეული ფუნქცია. ალსკირენის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობს რომ შეიძლება იყოს
ორსულად ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს,
არ არის რეკომენდებული კაპტოპრილი ს მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და ლაქტაციის პერიოდში. უკუნაჩვენებია მისი მიღება ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.