ლევებონი 500მგ - Levebon 500mg
ლევებონი 500მგ - Levebon 500mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლევებონი

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ლევეტირაცეტამი.

გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევეტირაცეტამს.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის შემავსებელი: სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.

გარსის შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი - ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის

დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3350, ტალკი (E553b), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიეპილეფსიური საშუალება.

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება ეპილეფსიის დროს კრუნჩხვების სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებისაგან დამოუკიდებლად, ცალკე (მონოთერაპია) სახით, ან ეპილეფიის სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებთან ერთდ დამატებითი მკურნალობისათვის:

- ნაწილობრივი კრუნჩხვების დაწყება მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე (ეპილეფსიის ტიპი, რომლის დროსაც ადგილი აქვს განმეორებით კრუნჩხვებს, თავდაპირველად ვრცელდება ტვინის მხოლოდ ერთ მხარეს, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება გავრცელდეს ტვინის ორივე მხარეს უფრო დიდ უბნებზე) მოზრდილებში, მოზარდებში და 25 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში;

- მიოკლონური კრუნჩხვები (კუნთების ან კუნთების ჯგუფის მოკლე, კომის მსგავსი კრუნჩხვები) მოზრდილებში და 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდებში იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიით;

- პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები (გამოხატული კრუნჩხვები, გონების დაკარგვის ჩათვლით) მოზრდილებში და 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდებში იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით;

ლევებონის გამოყენების მიზანია კრუნჩხვების რაოდენობის შემცირება.

უკუჩვენებები

ლევებონის მიღება არ შეიძლება

ლევეტირაცეტამის ან პიროლიდონის (მსგავსი აქტიური ნივთიერებები) ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (ჩამოთვლილია ზემოთ) მიმართ ალერგიის შემთხვევაში.


გაფრთხილებები****და სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლევბონის მიღებისას

- თუ გაწუხებთ თირკმელების პრობლემები: ასეთ შემთხვევაში შეასრულეთ ექიმის მითითებები. ექიმი განსაზღვრავს დოზის კორექტირების საჭიროებას.

- თუ შეამჩნევთ მოზარდი პაციენტის ზრდის შენელებას ან სქესობრივი მომწიფების უჩვეულო ნიშნებს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

- ანტიეპილეფსიური საშუალების სახით ლევებონით მკურნალობისას მცირე შემთხვევებში დაფიქსირდა თვითდაზიანებები და თვითმკვლელობის აზრები. დეპრესიის ნიშნების და/ან სუიციდური აზრების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდით მოვლენას სერიოზული სახე აქვს ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:

- უჩვეულო აზრები, გაღიზიანება ან უჩვეულო აგრესიული რეაქციები, განწყობის ან ქცევის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც შესამჩნევია პაციენტის ან მისი გარშემომყოფთათვის.

ბავშვები****და მოზარდები

ლევებონის გარსით დაფარული ტაბლეტები განკუთვნილი არ არის ჩვილებისთვის, პატარა ბავშვებისთვის და 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. პაციენტების გარკვეული ჯგუფისთვის ხელმისაწვდომია ლევებონის 100 მგ/მლ პერორალური ხსნარი. სათანადო დოზირებას, შეფუთვის ზომას და წამლის მოქმედების სიძლიერეს ასაკის, სხეულის წონის და საჭირო დოზის მიხედვით განსაზღვრავს ექიმი.


ლევებონის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.

- რეკომენდებული არ არის მაკროგოლის მიღება (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება) ლევეტირაცეტამის მიღებიდან ერთი საათით ადრე და ერთი საათის შემდეგ, რადგან შეიძლება შეამციროს წამლის ეფექტი.

- მეტოტრექსატის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქრონიკული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ) ლევეტირაცეტამთან ერთად გამოყენებისას, ექიმის მიერ.უნდა ჩატარდეს სისხლში ორივე პრეპარატის დონის მონიტორინგი.

ლევებონის მიღება საკვებთან,სასმელებთანდა ალკოჰოლთან ერთად

ლევებონის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

სიფრთხილის მიზნით რეკომენდებული არ არის ლევებონის მიღება ალკოჰოლთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ან ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ ან თუ გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლევეტირაცეტამი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალი ექიმი ჩათვლის საჭიროდ.

პრეპარატით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გარეშე.

სრულად გამორიცხული არ არის ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტების რისკი.

მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება.

მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

ყურადღება: ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რეაგირებისა და მანქანის მართვის უნარზე.

ლევებონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მანქანის მართვის უნარზე ან რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენებაზე, რადგან ლევბონის მიღებისას შესაძლოა დაღლილობის შეგრძნება, განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ. რეკომენდებული არ არის მანქანის მართვა ან რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენება, სანამ არ დადგინდება, რომ ასეთი მოქმედებების შესრულება გავლენას არ მოახდენს თქვენს უნარზე.

მიღების წესი

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. გაუგებრობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლევებონი მიიღება დღეში ორჯერ, ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. პრეპარატის შემოგარსული ტაბლეტების რაოდენობა მიიღება ექიმის რეკომენდაციის დაცვით.

ლევებონის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებისას, არ შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი დოზირების რეკომენდაციების შეცვლა. სხვა შემთხვევებში გამოყენებული უნდა იქნას ლევებონის დოზირების სხვა ფორმები.

დოზირება მოზრდილებში და მოზარდებში (12-დან 17 წლამდე) 50 კგ სხეულის წონიდან:

მონოთერაპია

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1000 მგ-ს და 3000 მგ-ს დღეში.

ლევებონით მკურნალობის დაწყებისას, თავდაპირველად ინიშნება უფრო დაბალი დოზა ორი კვირის განმავლობაში, სანამ მიღწეული იქნება მინიმალური ოპტიმალური დოზა.

მაგალითი: მიიღებადილით და საღამოს, 1000 მგ დღიური დოზით.

კომპლექსურ მკურნალობაში

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1000 მგ-ს და 3000 მგ-ს.

მაგალითი: მიიღება დილით და საღამოს. 1000 მგ დღიური დოზით

დოზირება ახალშობილებში და ჩვილებში (1 თვიდან 23 თვემდე), ბავშვებში (2-დან 11 წლამდე) და მოზარდებში (12-დან 17 წლამდე) 50 კგ-ზე ნაკლები წონით:

ლევებონი ინიშნება ყველაზე შესაფერისი ფორმით ბავშვის ასაკის, წონის და საჭირო დოზის მიხედვით.

ჩვილებისთვის, პატარა ბავშვებისთვის და 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის და როდესაც შემოგარსული ტაბლეტებით ზუსტი დოზირება შეუძლებელია, უფრო შესაფერისია ლევებონის 100 მგ/მლ პერორალური ხსნარი.

დოზა ჩვეულებრივ მერყეობს 20 მგ/კგ-60 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში.

გამოყენების წესი

შემოგარსული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობა სითხით (მაგ. ერთი ჭიქა წყალი). მისი მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად. დღიური დოზა იყოფა ორ თანაბარ ერთჯერად დოზად.

შემოგარსული ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

გამოყენების ხანგრძლივობა

- პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

ლევებონით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

- არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან შესაძლებელია კრუნჩხვების გახშირება. ლევებონით მკურნალობის შეწყვეტას თანდათანობითი (ეტაპობრივად) წესით, განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.


ჭარბი დოზა

ლევებონის ჭარბი დოზის შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს ძილიანობას, მოუსვენრობას, აგრესიას, სიფხიზლის დაქვეითებას, სუნთქვის დათრგუნვას და კომას.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თან იქონიეთ შემოგარსული ტაბლეტების დარჩენილი ნაწილი ან შეფუთვა, რათა ექიმი გაერკვეს მიღებული აქტიური ნივთიერების შესახებ.

ინფორმაცია ექიმისთვის

დოზის გადაჭარბების სიმპტომები

ლევეტირაცეტამის დოზის გადაჭარბებისას დაფიქსირდა ძილიანობა, აგზნება, აგრესია, ცნობიერების დაქვეითება, რესპირატორული დეპრესია და კომა.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

მწვავე დოზის გადაჭარბების შემდეგ კუჭის დაცლა შესაძლებელია კუჭის ამორეცხვით ან ღებინების გამოწვევით. ლევეტირაცეტამის სპეციფიური ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომურია და შეიძლება მოიცავდეს ჰემოდიალიზს. ექსტრაქციის სიჩქარე დიალიზზე ლევეტირაცეტამისთვის 60%-ია, პირველადი მეტაბოლიტისთვის - 74%.

დოზის გამოტოვება

აცნობოთ ექიმს, თუ გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზა.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

მკურნალობის შეწყვეტა

მკურნალობის შეწყვეტისას ლევებონი, ისევე როგორც სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებები, უნდა შეწყდეს თანდათან, რათა თავიდან იქნას აცილებული კრუნჩხვების სიხშირის გაზრდა.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ უვითარდება.

მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას შემდეგი სიმპტომებისას:

- სისუსტე, თავბრუხვევა ან სუნთქვის გაძნელება, რადგან ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციის ნიშნები;

- სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება (კვინკეს შეშუპება);

- გრიპის მსგავსი სიმპტომები და სახეზე გამონაყარი, რასაც მოჰყვება ფართოდ გავრცელებული გამონაყარი მაღალი ტემპერატურით, სისხლის ანალიზში ღვიძლის ფერმენტებისა და სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილები) მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება (წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით [DRESS) ]);

- შარდის შემცირებული გამოყოფა, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დაბნეულობა, ტერფების ან ფეხების შეშუპება, რაც შეისაძლოა იყოს თირკმელების ფუნქციის უეცარი დაქვეითების ნიშნები;

- კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ბუშტუკების სახით (მუქი ლაქა ცენტრში, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით ან მუქი რგოლებით) (მულტიფორმული ერითემა);

- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

- გამონაყარის უფრო მძიმე ფორმა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

- სერიოზული ფსიქიკური ცვლილებები, დაბნეულობის ნიშნები, ძილიანობა, ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), მეხსიერების დაქვეითება (გულმავიწყობა), არანორმალური ქცევა ან სხვა ნევროლოგიური ნიშნები, მათ შორის უნებლიე ან უკონტროლო მოძრაობები. რაც შესაძლოა იყოს ენცეფალოპათიის ნიშნები.

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია ცხვირისა და ყელის ანთება (ნაზოფარინგიტი), ძილიანობა, თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუხვევა. მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდისას, გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუხვევა შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს გვერდითი მოვლენები უნდა შემცირდეს.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს:

- ცხვირისა და ყელის ანთება (ნაზოფარინგიტი);

- ძილიანობის შეგრძნება (ძილიანობა), თავის ტკივილი.

ხშირი(შეიძლება დაემართოს 10-დან 1 ადამიანს):

- მადის დაკარგვა (ანორექსია);

- დეპრესია, შფოთვა, აგრესია, უძილობა, ნერვოზულობა ან გაღიზიანება;

- თავბრუხვევა, სპაზმი (კრუნჩხვები), წონასწორობის დაკარგვა, ენერგიისა და ენთუზიაზმის ნაკლებობა (ლეთარგია), უნებლიე კანკალი (ტრემორი);

- თავბრუხვევა;

- ხველა;

- მუცლის ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), დიარეა, ღებინება;

- კანზე გამონაყარი;

- სისუსტის (ასთენია)/დაღლილობის შეგრძნება.

იშვიათი (შეიძლება დაემართოს 100-დან 1 ადამიანს):

- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

- წონის დაკლება, წონის მომატება;

- სუიციდის (თვითმკვლელობის) მცდელობა და სუიციდური აზრები, ფსიქიკური დარღვევები, არანორმალური ქცევა, ბოდვები (ჰალუცინაციები), ბრაზი, დაბნეულობა, პანიკური შეტევა, ემოციური არასტაბილურობა/განწყობის ცვალებადობა, მოუსვენრობა ძალადობრივი მოძრაობებით;

- მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია), მეხსიერების დაქვეითება (გულმავიწყობა), მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა (არაკოორდინაცია/ატაქსია), ჩხვლეტა (პარესთეზია), ყურადღების დარღვევა (კონცენტრირების გაძნელება);

- მხედველობის გაორება (დიპლოპია), მხედველობის დაბინდვა;

- ღვიძლის ფუნქციის ტესტებში მომატებული/პათოლოგიური მნიშვნელობები;

- თმის ცვენა, ეგზემა, ქავილი;

- კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი (მიალგია);

- დარღვევა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1 ადამიანს):

- ინფექცია;

- ყველა ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

- სერიოზული ალერგიული რეაქციები (DRESS, ანაფილაქსიური რეაქცია, კვინკეს შეშუპება: სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება);

- სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება;

- სუიციდი (თვითმკვლელობა), პიროვნული დარღვევები, არანორმალური აზროვნება (ნელი აზროვნება, კონცენტრაციის უუნარობა);

- ცხელებისგან გამოწვეული ბოდვა (დელირიუმი);

- ენცეფალოპათია (თავის ტვინის გარკვეული პათოლოგიური მდგომარეობა);

- კუნთების უნებლიე და სპაზმური შეკუმშვა, მოძრაობათა კონტროლის სირთულე, გადაჭარბებული აქტივობა (დისკინეზია, ჰიპერკინეზია);

- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);

- ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

- თირკმლის ფუნქციის უეცარი შემცირება;

- კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იყოს ბუშტუკოვანი (მუქი ლაქები ცენტრში, გარშემორტყმული უფრო ფერმკრთალი უბნით ან მუქი რგოლით) (ერითემა მულტიფორმული); ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და უფრო მძიმე ფორმა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

- რაბდომიოლიზი (კუნთოვანი ქსოვილის დაშლა) და ასოცირებული კრეატინფოსფოკინაზას მომატება სისხლში. მნიშვნელოვნად მაღალი პრევალენტობაა დამახასიათებელი იაპონელ პაციენტებში.

- კოჭლობა ან სიარულის გაძნელება.

შეტყობინება****გვერდითი მოვლენების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოვლენის შემჩნევის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე ეხება ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შეგიძლიათ ქვემოთ მითითებული მონაცემების გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური

თრაიზენის ქ. 5, 1200 ვენა/ავსტრია

ფაქსი: +43 (0) 50 555 36207

ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/

შენახვის წესი

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ტაბლეტის კონტეინერზე. ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადაყაროთ წამლები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. რჩევისათვის, თუ როგორ მოიშოროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ, მიმართეთ ფარმაცევტს. ამით თქვენ დაეხმარებით გარემოს დაცვას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ლევეონის 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები ყვითელი ფერის და კაფსულის ფორმისაა, ერთ მხარეს მარკირების ხაზით.

შემოგარსული ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

ლევებონი შეფუთულია ბლისტერში და ტაბლეტების კონტეინერებში.

ბლისტერების შეფუთვაში შედის 10, 20, 30, 50, 60, 90, 100, 120 და 200 გარსით დაფარული ტაბლეტი.

ტაბლეტის კონტეინერები შეიცავს 10, 20, 30, 50, 60, 90, 100, 120 და 200 გარსით დაფარულ ტაბლეტებს.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მწარმოებელი

შპს G.L. Pharma, შლოსის მოედანი 1, 8502 ლანახი

შპს Klocke Pharma-Service, 77767 აპენწაიერი, გერმანია

საერთაშორისო დასახელება - levetiracetam
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ანტიეპილეფსიური საშუალებები
შემადგენლობა
პრეპარატი ლევეტირაცეტამი ტაბლეტები (LEVEPIRACETAM TABLETS) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლევეტირაცეტამის დიჰიდროქლორიდს.

ჩვენებები
გამოიყენება მონოთერაპიის სახით: მეორადი გენერალიზაციით ან გენერალიზაციის გარეშე მიმდინარე პარციალური გულყრების (კრუნჩხვების) დროს მოზრდილებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ახლად გამოვლენილი ეპილეფსიის დროს.
კომბინირებული თერაპიის სახით: პარციალური გულყრების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან გენერალიზაციის გარეშე ეპილეფსიით დაავდებულ მოზრდილებსა და ბავშვებში.
კომბინირებული თერაპიის სახით: მიოკლონური კრუნჩხვების დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან იუვენილური მიოკლონური კრუნჩხვების სამკურნალოდ.
პირველადად გენერალიზებული გულყრისას მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში იდიოპათიური გენერალიზებილი ეპილეფსიის დროს.

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად, მიღების ჯერადობა 2-ჯერ დღეში. მონოთერაპიაში გამოყენებისას მოზრდილებში და 16 წელზე უფროსს ბავშვებში საწყისი დოზაა 250 მგ 2-ჯერ დღეში. 2 კვირის სემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს საწყის თერაპიულამდე:_500 მგ 2-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა: 3გრ (1,5 გრ 2-ჯერ დღეში.
როგორც მონოთერაპიაში, ასევე კომბინირებულ თერაპიაში დოზის შერჩევა დამოკიდებულიაა დაავადების მიმდინარეობასა და პაციენტის ასაკზე. დოზის შერჩევა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა.
არ შეიძლება პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

გვერდითი მოვლენები
ცნს-ისა მხრივ: აღსანიშნავია შემდეგი გვერდითი ეფექტები: ძილიანობა, ასთენიური სინდრომი, ამნესია, ატაქსია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰიპერკინეზია ტრემორი, წონასწორობის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის შემცირება, მეხსიერების გაუარესება, დეპრესია, აღგზნებადობა, ემოციური ლაბილობა, გუნება-განწყობილების ცვალებადობა, აგრესიულობა, უძილობა, ნერვოზულობა, შფოთვა, ჰალუცინაციები, ადვილად გაღიზიანება, ფსიქიური აშლილობებ, სუიციდის მცდელობა.
მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირად დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა;
სასუნთქი სისტემის მხრივ ხშირად აღინიშნება გაძლიერებული ხველა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეფსიები, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ანორექსია, წონის მომატება, ერთეულ შემთხვევებში_პანკრეატიტი, ჰეპატიტის, ღვიძლის უკმარისობა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად გამონაყარი კანზე, ეკზემა, ქავილი, იშვიათ შემთხვევებში ალოპეცია.
მულტიფორმული ერითემა, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად აღინიშნება ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, სხვა გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია: ინფექციები, მიალგია, ნაზოფარინგიტი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ლევეტირაცეტამის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გარდა განსაკუთრებული აუცილობლობის შემთხვევებისა.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში (პაციენტები 65 წლის ზემოთ), ღვიძლის დავადებისას, თირკმლის უკმარისობის დროს. თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები საჭიროებენ დოზის კორექციას.
მკურნალობას წყვეტენ თანდათანობით, ამცირებენ რა პრეპარატის ერთჯერად დოზას 500 მგ-ით ყოველ 2-4 კვირაში. მკურნალობის პროცესში აუცილებელია თავის შეკავება ავტომობილისა და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობისაგან რო,ლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებუ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
ტოპირამატთან ერთდროული მიღებისას იზრდება ანორექსიის განვითარების რისკი.
პრეპარატის შეწოვა ხარისხი საკვების ზემოქმედებით არ იცვლება, თუმცა მცირდება პრეპარატის შეწოვის სისწრაფე.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, 15-30რС ტემპერატურაზე.

საერთაშორისო დასახელება - levetiracetam
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ანტიეპილეფსიური საშუალებები
შემადგენლობა
პრეპარატი ლევეტირაცეტამი ტაბლეტები (LEVEPIRACETAM TABLETS) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლევეტირაცეტამის დიჰიდროქლორიდს.

ჩვენებები
გამოიყენება მონოთერაპიის სახით: მეორადი გენერალიზაციით ან გენერალიზაციის გარეშე მიმდინარე პარციალური გულყრების (კრუნჩხვების) დროს მოზრდილებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ახლად გამოვლენილი ეპილეფსიის დროს.
კომბინირებული თერაპიის სახით: პარციალური გულყრების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან გენერალიზაციის გარეშე ეპილეფსიით დაავდებულ მოზრდილებსა და ბავშვებში.
კომბინირებული თერაპიის სახით: მიოკლონური კრუნჩხვების დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან იუვენილური მიოკლონური კრუნჩხვების სამკურნალოდ.
პირველადად გენერალიზებული გულყრისას მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში იდიოპათიური გენერალიზებილი ეპილეფსიის დროს.

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად, მიღების ჯერადობა 2-ჯერ დღეში. მონოთერაპიაში გამოყენებისას მოზრდილებში და 16 წელზე უფროსს ბავშვებში საწყისი დოზაა 250 მგ 2-ჯერ დღეში. 2 კვირის სემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს საწყის თერაპიულამდე:_500 მგ 2-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა: 3გრ (1,5 გრ 2-ჯერ დღეში.
როგორც მონოთერაპიაში, ასევე კომბინირებულ თერაპიაში დოზის შერჩევა დამოკიდებულიაა დაავადების მიმდინარეობასა და პაციენტის ასაკზე. დოზის შერჩევა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა.
არ შეიძლება პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

გვერდითი მოვლენები
ცნს-ისა მხრივ: აღსანიშნავია შემდეგი გვერდითი ეფექტები: ძილიანობა, ასთენიური სინდრომი, ამნესია, ატაქსია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰიპერკინეზია ტრემორი, წონასწორობის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის შემცირება, მეხსიერების გაუარესება, დეპრესია, აღგზნებადობა, ემოციური ლაბილობა, გუნება-განწყობილების ცვალებადობა, აგრესიულობა, უძილობა, ნერვოზულობა, შფოთვა, ჰალუცინაციები, ადვილად გაღიზიანება, ფსიქიური აშლილობებ, სუიციდის მცდელობა.
მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირად დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა;
სასუნთქი სისტემის მხრივ ხშირად აღინიშნება გაძლიერებული ხველა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეფსიები, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ანორექსია, წონის მომატება, ერთეულ შემთხვევებში_პანკრეატიტი, ჰეპატიტის, ღვიძლის უკმარისობა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად გამონაყარი კანზე, ეკზემა, ქავილი, იშვიათ შემთხვევებში ალოპეცია.
მულტიფორმული ერითემა, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად აღინიშნება ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, სხვა გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია: ინფექციები, მიალგია, ნაზოფარინგიტი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ლევეტირაცეტამის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გარდა განსაკუთრებული აუცილობლობის შემთხვევებისა.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში (პაციენტები 65 წლის ზემოთ), ღვიძლის დავადებისას, თირკმლის უკმარისობის დროს. თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები საჭიროებენ დოზის კორექციას.
მკურნალობას წყვეტენ თანდათანობით, ამცირებენ რა პრეპარატის ერთჯერად დოზას 500 მგ-ით ყოველ 2-4 კვირაში. მკურნალობის პროცესში აუცილებელია თავის შეკავება ავტომობილისა და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობისაგან რო,ლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებუ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
ტოპირამატთან ერთდროული მიღებისას იზრდება ანორექსიის განვითარების რისკი.
პრეპარატის შეწოვა ხარისხი საკვების ზემოქმედებით არ იცვლება, თუმცა მცირდება პრეპარატის შეწოვის სისწრაფე.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, 15-30რС ტემპერატურაზე.

ლევებონი 500 მგ - გარსით დაფარული ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება: ლევეტირაცეტამი

ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:

- აუცილებლად შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება მოგინდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ თქვენ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- თუ ეს წამალი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ მისცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს მაშინაც კი, თუ მათ აქვთ იგივე სიმპტომები, როგორც თქვენ.

- თუ თქვენ უკუჩვენებას შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რა წერია ამ ინსტრუქციაში?

რა არის ლევებონი და რისთვის გამოიყენება?
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ლევებონის მიღებამდე?
როგორ მივიღოთ ლევებონი?
რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
როგორ უნდა შეინახოთ ლევებონი?
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

რა არის ლევებონი და რისთვის გამოიყენება?
ლევებონი არის ანტიეპილეფსიური საშუალება (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს კრუნჩხვების სამკურნალოდ).

ლევებონი გამოიყენება:

ცალკე, ეპილეფსიის სამკურნალო სხვა მედიკამენტების გარეშე (მონოთერაპია), ან, როგორც ეპილეფსიის სხვა მედიკამენტების დამატებითი მკურნალობა:

ნაწილობრივი კრუნჩხვების დაწყება მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე (ეპილეფსიის ტიპი, რომელშიც ადამიანებს აქვთ განმეორებითი კრუნჩხვები, რომლებიც თავდაპირველად გავლენას ახდენს ტვინის მხოლოდ ერთ მხარეს, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება გავრცელდეს ტვინის ორივე მხარეს უფრო დიდ უბნებზე) მოზრდილებში, მოზარდებში და 25 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში.
მიოკლონური კრუნჩხვები (კუნთების ან კუნთების ჯგუფის მოკლე, შოკის მსგავსი კრუნჩხვები) მოზრდილებში და 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდებში იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიით.
პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები (გამოხატული კრუნჩხვები, გონების დაკარგვის ჩათვლით) მოზრდილებში და 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდებში იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით (ეპილეფსიის ტიპი, რომელიც გენეტიკური ჩანს).
ლევებონი იმიტომ დაგინიშნათ ექიმმა, რათა შემცირდეს კრუნჩხვების რაოდენობა.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ლევებონის მიღებამდე?
ლევებონის მიღება არ შეიძლება

თუ ალერგიული ხართ ლევეტირაცეტამზე ან პიროლიდონის მიმართ (მსგავსი აქტიური ნივთიერებები) ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ლევებონის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ლევბონის მიღებისას

თუ გაწუხებთ თირკმელების პრობლემები: ამ შემთხვევაში მიჰყევით ექიმის მითითებებს. ის გადაწყვეტს საჭიროა თუ არა თქვენი დოზის კორექტირება
თუ შეამჩნევთ თქვენს შვილში ზრდის შენელებას ან თუ სქესობრივი მომწიფება უჩვეულოა: გთხოვთ, აცნობოთ ექიმს.
იმ ადამიანთა მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა ლევებონი, გაუჩნდათ აზრები საკუთარი თავის დაზიანებაზე ან მოკვლაზე. თუ გაქვთ დეპრესიის ნიშნები და/ან სუიციდური აზრები, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა სერიოზული ხდება ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:

არაჩვეულებრივი აზრები, გაღიზიანება ან ჩვეულებრივზე უფრო აგრესიული რეაქციები, ან თუ თქვენ ან თქვენი ოჯახი და მეგობრები შეამჩნევთ განწყობის ან ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებებს.

ბავშვები და მოზარდები

ლევებონის გარსით დაფარული ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ჩვილებისთვის, პატარა ბავშვებისთვის და 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ლევებონის 100 მგ/მლ პერორალური ხსნარი ხელმისაწვდომია პაციენტების გარკვეული ჯგუფისთვის. ექიმი განსაზღვრავს ყველაზე შესაფერისი დოზირების ფორმას, შეფუთვის ზომას და წამლის სიძლიერეს ასაკის, სხეულის წონის და საჭირო დოზის მიხედვით.

ლევებონის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.

თქვენ არ უნდა მიიღოთ მაკროგოლი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება) ლევეტირაცეტამის მიღებიდან ერთი საათით ადრე და ერთი საათის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მისი ეფექტი.
თუ იღებთ მეტოტრექსატს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქრონიკული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ) ლევეტირაცეტამთან ერთად, თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენს სისხლში ორივე პრეპარატის დონეს.

ლევებონის მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

ლევებონის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

სიფრთხილის მიზნით არ მიიღოთ ლევებონი ალკოჰოლთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან თუ გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლევეტირაცეტამი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი ჩათვლის საჭიროდ.

თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გარეშე.

თქვენი ჯერ არ დაბადებულ ბავშვში თანდაყოლილი დეფექტების რისკი სრულად არ არის გამორიცხული.

მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება.

მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

ყურადღება: ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს რეაგირებისა და მანქანის მართვის უნარზე.

ლევებონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი მანქანის მართვის უნარზე ან რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენებაზე, რადგან ლევბონის მიღებისას შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა. ეს განსაკუთრებით ეხება მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ. თქვენ არ უნდა მართოთ მანქანა ან არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ არ დადგინდება, რომ ასეთი მოქმედებების შესრულება გავლენას არ მოახდენს თქვენს უნარზე.

როგორ მივიღოთ ლევებონი?
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლევებონი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ, ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. გთხოვთ, მიიღოთ გარსით დაფარული ტაბლეტების რაოდენობა თქვენი ექიმის მითითებით.

ლევებონის გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენებისას, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოზირების რეკომენდაცია არ შეიძლება შეიცვალოს. ამ შემთხვევებში უნდა იქნას გამოყენებული ლევებონის სხვა დოზირების ფორმები.

დოზირება მოზრდილებში და მოზარდებში (12-დან 17 წლამდე) 50 კგ სხეულის წონიდან:

მონოთერაპია

დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 1000 მგ-ს (4 გარსით დაფარული ტაბლეტი) და 3000 მგ-ს (12 გარსით დაფარული ტაბლეტი) დღეში.

ლევებონით მკურნალობის დაწყებისას, თქვენი ექიმი პირველ რიგში დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზას ორი კვირის განმავლობაში, სანამ მიიღებთ ყველაზე დაბალ დოზას, რომელიც თქვენთვის საუკეთესოა.

მაგალითი: 1000 მგ დღიური დოზით მიიღეთ 2 გარსით დაფარული ტაბლეტი დილით და 2 გარსით დაფარული ტაბლეტი საღამოს.

დამატებითი მკურნალობა

დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 1000 მგ-ს (4 გარსით დაფარული ტაბლეტი) და 3000 მგ-ს (12 გარსით დაფარული ტაბლეტი) დღეში.

მაგალითი: 1000 მგ დღიური დოზით მიიღეთ 2 გარსით დაფარული ტაბლეტი დილით და 2 გარსით დაფარული ტაბლეტი საღამოს.

დოზირება ახალშობილებში და ჩვილებში (1 თვიდან 23 თვემდე), ბავშვებში (2-დან 11 წლამდე) და მოზარდებში (12-დან 17 წლამდე) 50 კგ-ზე ნაკლები წონით:

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ლევებონის ყველაზე შესაფერის ფორმას თქვენთვის ან თქვენი ბავშვისთვის თქვენი ასაკის, წონის და საჭირო დოზის მიხედვით.

ლევებონის 100 მგ/მლ პერორალური ხსნარი უფრო შესაფერისია ჩვილებისთვის, პატარა ბავშვებისთვის და 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის და როდესაც ზუსტი დოზირება შეუძლებელია გარსით დაფარული ტაბლეტებით.

დოზა ჩვეულებრივ მერყეობს 20 მგ კგ სხეულის წონაზე 60 მგ კგ სხეულის მასაზე დღეში.

მაგალითი: დღიური დოზით 20 მგ კგ სხეულის წონაზე, მიეცით თქვენს 25 კგ ბავშვს 1 გარსით დაფარული ტაბლეტი დილით და 1 გარსით დაფარული ტაბლეტი საღამოს.

გამოყენების ტიპი:

მისაღებად.

გადაყლაპეთ გარსით დაფარული ტაბლეტები მთლიანად საკმარისი სითხით (მაგ. ერთი ჭიქა წყალი). მისი მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად. დღიური დოზა იყოფა ორ თანაბარ დოზად.

გარსით დაფარული ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

გამოყენების ხანგრძლივობა

განკუთვნილია ხანგრძლივი მკურნალობისთვის.
მიიღეთ ლევბონი იმდენ ხანს, რამდენჯერაც ექიმი გეტყვით.

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან გასაუბრების გარეშე, რადგან შეიძლება გახშირდეს თქვენი კრუნჩხვები. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს ლევებონის მკურნალობის შეწყვეტას, ის გეტყვით, როგორ შეწყვიტოთ ლევბონი ნელა (ეტაპობრივად).

თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ ლევბონს, ვიდრე საჭიროა

ლევებონის ძალიან მაღალი დოზის შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს ძილიანობას, მოუსვენრობას, აგრესიას, სიფხიზლის დაქვეითებას, სუნთქვის დათრგუნვას და კომას.

თუ იღებთ დანიშნულზე მეტ ტაბლეტს, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თან წაიღეთ შემოგარსული ტაბლეტების დარჩენილი ნაწილი ან შეფუთვა, რათა ექიმი გაერკვეს თქვენ მიერ მიღებული აქტიური ნივთიერების შესახებ.

ინფორმაცია ექიმისთვის:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომებისა და თერაპიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ინსტრუქციის ბოლოს.

თუ დაგავიწყდათ ლევბონის მიღება

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ლევებონის მიღებას

მკურნალობის შეწყვეტისას ლევებონი, ისევე როგორც სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებები, უნდა შეწყდეს თანდათან, რათა თავიდან იქნას აცილებული კრუნჩხვების სიხშირის გაზრდა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სასწრაფოდ გაესაუბრეთ ექიმს ან მოიძიეთ ახლოესი სასწრაფო დახმარების განყოფილება:

სისუსტე, თავბრუსხვევა ან სუნთქვის გაძნელება, რადგან ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციის ნიშნები
სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
გრიპის მსგავსი სიმპტომები და სახეზე გამონაყარი, რასაც მოჰყვება ფართოდ გავრცელებული გამონაყარი მაღალი ტემპერატურით, ღვიძლის ფერმენტების მომატება სისხლის ანალიზში და სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილები) და გაფართოებული ლიმფური კვანძები (წამლის გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით [DRESS) ])
სიმპტომები, როგორიცაა შარდის დაბალი გამოყოფა, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დაბნეულობა, ტერფების ან ფეხების შეშუპება, რადგან ეს შეიძლება იყოს თირკმელების ფუნქციის უეცარი დაქვეითების ნიშნები
კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება ბუშტუკებს იწვევდეს და გამოიყურებოდეს პატარა სამიზნეებად (მუქი ლაქა ცენტრში, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით ან მუქი რგოლებით) (მულტიფორმული ერითემა)
ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)
გამონაყარის უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის ამოღებას სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტს (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
სერიოზული ფსიქიკური ცვლილებების ნიშნები, ან თუ ვინმე თქვენს ირგვლივ შენიშნავს, რომ გაქვთ დაბნეულობის ნიშნები, ძილიანობა, ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), მეხსიერების დაქვეითება (დავიწყება), არანორმალური ქცევა ან სხვა ნევროლოგიური ნიშნები, მათ შორის უნებლიე ან უკონტროლო მოძრაობები. ეს შეიძლება იყოს ენცეფალოპათიის ნიშნები.
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია ცხვირისა და ყელის ანთება (ნაზოფარინგიტი), ძილიანობა, თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა. მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდისას, გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს გვერდითი მოვლენები უნდა შემცირდეს.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს

ცხვირისა და ყელის ანთება (ნაზოფარინგიტი)
ძილიანობის შეგრძნება (ძილიანობა), თავის ტკივილი
ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1 ადამიანს)

მადის დაკარგვა (ანორექსია)
დეპრესია, შფოთვა, მტრობა ან აგრესია, უძილობა, ნერვიულობა ან გაღიზიანება,
თავბრუსხვევა, სპაზმი (კრუნჩხვები), წონასწორობის დაკარგვა, ენერგიის ნაკლებობა და ენთუზიაზმი (ლეთარგია), უნებლიე კანკალი (ტრემორი)
მბრუნავი თავბრუსხვევა
ხველა
მუცლის ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), დიარეა, ღებინება
კანის გამონაყარი
სისუსტის (ასთენია)/დაღლილობის შეგრძნება
იშვიათი (შეიძლება დაემართოს 100-დან 1 ადამიანს)

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
წონის დაკლება, წონის მომატება
სუიციდის (თვითმკვლელობის) მცდელობა და სუიციდური აზრები, ფსიქიკური დარღვევები, არანორმალური ქცევა, ბოდვები (ჰალუცინაციები), ბრაზი, დაბნეულობა, პანიკის შეტევა, ემოციური არასტაბილურობა/განწყობის ცვალებადობა, მოუსვენრობა ძალადობრივი მოძრაობებით
მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია), მეხსიერების დაქვეითება (დავიწყება), მოძრაობების ცუდი კოორდინაცია (არაკოორდინაცია/ატაქსია), ჩხვლეტა (პარესთეზია), ყურადღების დარღვევა (კონცენტრირების გაძნელება)
ორმაგი ხედვა (დიპლოპია), მხედველობის დაბინდვა
ამაღლებული/პათოლოგიური მნიშვნელობები ღვიძლის ფუნქციის ტესტებში
თმის ცვენა, ეგზემა, ქავილი
კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი (მიალგია)
დარღვევა
ძალიან იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1 ადამიანს)

ინფექცია
ყველა ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
სერიოზული ალერგიული რეაქციები (DRESS, ანაფილაქსიური რეაქცია, კვინკეს შეშუპება: სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება)
სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება
სუიციდი (თვითმკვლელობა), პიროვნული დარღვევები, არანორმალური აზროვნება (ნელი აზროვნება, კონცენტრაციის უუნარობა)
ცხელებისგან გამოწვეული ბოდვა (დელირიუმი)
ენცეფალოპათია (თავის ტვინის გარკვეული პათოლოგიური მდგომარეობა)
კუნთების უნებლიე და გამოუსწორებელი სპაზმური შეკუმშვა, რომელიც გავლენას ახდენს თავის, ღეროსა და კიდურებზე; მოძრაობების კონტროლის სირთულე, გადაჭარბებული აქტივობა (დისკინეზია, ჰიპერკინეზია)
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
თირკმლის ფუნქციის უეცარი შემცირება
კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება ბუშტუკებს იწვევდეს და გამოიყურებოდეს პატარა სამიზნეებად (მუქი ლაქები ცენტრში, გარშემორტყმული უფრო ფერმკრთალი უბნით ან მუქი რგოლით) (ერითემა მულტიფორმული); ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის გამოყოფას სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
რაბდომიოლიზი (კუნთოვანი ქსოვილის დაშლა) და ასოცირებული სისხლის კრეატინფოსფოკინაზას მომატება. იაპონელ პაციენტებში პრევალენტობა მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
კოჭლობა ან სიარულის გაძნელება.

როგორ უნდა შეინახოთ ლევებონი?
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ტაბლეტის კონტეინერზე. ვარგისიანობის ვადა მიუთითებს მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ წამლები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამით თქვენ დაეხმარებით გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
რას შეიცავს ლევებონი

აქტიური ნივთიერება არის: ლევეტირაცეტამი. 1 გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევეტირაცეტამს.
სხვა შემადგენელი ნაწილებია:
ტაბლეტის ბირთვი: სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.

გარსიანი საფარი: პოლივინილის სპირტი - ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის

დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3350, ტალკი (E553b), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).

როგორ გამოიყურება ლევებონი და შეფუთვის შიგთავსი

ლევეონის 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები ყვითელი ფერის და კაფსულის ფორმისაა, ერთ მხარეს მარკირების ხაზით.

შემოგარსული ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

ლევებონი შეფუთულია ბლისტერში და ტაბლეტების კონტეინერებში.

ბლისტერების შეფუთვაში შედის 10, 20, 30, 50, 60, 90, 100, 120 და 200 გარსით დაფარული ტაბლეტი.

ტაბლეტის კონტეინერები შეიცავს 10, 20, 30, 50, 60, 90, 100, 120 და 200 გარსით დაფარულ ტაბლეტებს.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით