ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
პანადოლი
(PANADOL)
სავაჭრო სახელწოდება: პანადოლი
** საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:** პარაცეტამოლი
** სამკურნალო ფორმა:** შემოგარსული ტაბლეტები
პრეპარატის შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი 500 მგ პარაცეტამოლს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინირებული სახამებელი, სიმინდის სახემებელი,
პოვიდონი, კალიუმის სორბატი, ტალკი, სტეარინის მჟავა, წყალი,
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტრიაცეტინი.
აღწერილობა: კაფსულის ფორმის თეთრი ტაბლეტები ბრტყელი კიდით. ტაბლეტის ერთ
მხარეს ამოტვიფრულია PANADOL, ხოლო მეორე მხარეს ნაჭდევია.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება.
კოდი ატქ: N02B E01.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აბლოკირებს ციკლოოქსიგენაზას და მოქმედებს ტკივილისა და თერმორეგულაციის ცენტრებზე. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი პრაქტიკულად არ ახასიათებს. არ იწვევს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. ზეგავლენას არ ახდენს წყალ-მარილოვან ცვლაზე, ვინაიდან პერიფერიულ ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზზე არ მოქმედებს.
ჩვენებები:
1. ტკივილის სინდრომი. თავის ტკივილის, შაკიკის, კბილის ტკივილის, ყელის
ტკივილის, წელის ტკივილის, კუნთების ტკივილისა და მტკივნეული მენსტრუაციის დროს.
2. ცხელების სინდრომი (სიცხის დამწევი საშუალების სახით). მომატებული
ტემპერატურის დროს გაცივებისა და გრიპის ფონზე.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის და პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის
მიმართ;
- ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციების მძიმე დარღვევები;
- უკუნაჩვენებია 9 წლამდე ასაკისა და 35 კილოგრამზე ნაკლები წონის მქონე
ბავშვებში.
უსაფრთხოების ზომები:
სიფრთხილით გამოიყენება კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიის (მათ შორის ჟილბერის
სინდრომის დროს), ვირუსული ჰეპატიტის, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების,
გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის, ალკოჰოლიზმის, ორსულობისა და
ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან
ერთად.
გამოყენების მეთოდები და დოზები:
მოზრდილებში (ხანდაზმულების ჩათვლით): 0,5 – 1 გრ (1-2 ტაბლეტი) დღეში 4 ჯერამდე,
საჭიროებისამებრ. მიღებებს შორის ინტერვალი –არანაკლებ 4 საათი, ერთჯერადი დოზის
(2 ტაბლეტი) გამოყენება შეიძლება მხოლოდ 4-ჯერ (8 ტაბლეტი) 24 საათის
განმავლობაში.
ბავშვები (9-12 წელი): 1 ტაბლეტი 4 ჯერამდე დღეში, საჭიროებისამებრ. მიღებებს შორის ინტერვალი – არანაკლებ 4 საათი, ერთჯერადი დოზის (1 ტაბლეტი) გამოყენება შეიძლება მხოლოდ 4-ჯერ (4 ტაბლეტი) 24 საათის განმავლობაში.
ექიმის მეთვალყურეობისა და დანიშნულების გარეშე პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 5 დღეზე მეტ ხანს ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით და 3 დღეზე მეტ ხანს სიცხის დამწევი საშუალების სახით. პრეპარატის დღიური დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ჭარბი დოზირების შესახებ საჭიროა დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს, მაშინაც კი, თუ ავადმყოფი თავს კარგად გრძნობს.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. პარაცეტამოლი
იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს ალერგიული
რეაქცია კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით. იშვიათად –
სისხლის სისტემის მხრივ დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია,
მეთჰემოგლობინემია).
მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას მატულობს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის
დარღვევის საშიშროება (თირკმლის კოლიკა, არასპეციფიკური ბაქტერიურია,
ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილური ნეკროზი) და აუცილებელია სისხლის სურათის
კონტროლი.
უჩვეულო სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ჭარბი დოზირება:
პარაცეტამოლით მწვავე მოწამვლის ნიშნებია გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის
არეში, ოფლიანობა, კანის საფარის სიფერმკრთალე. 1-2 დღის შემდეგ ვლინდება ღვიძლის
დაზიანების ნიშნები (მტკივნეულობა ღვიძლის არეში, “ღვიძლის” ფერმენტების
აქტივობის მომატება). მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა,
ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა.
მკურნალობა: საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ მიმართვა
ექიმთან. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და ენტეროსორბენტების მიღება
(აქტივირებული ნახშირი, პოლიფეპანი). პარაცეტამოლით მოწამვლისას სპეციფიკური
ანტიდოტი არის აცეტილცისტეინი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ხანგრძლივი დროის
განმავლობაში მიღებისას პრეპარატი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების
ეფექტს (ვარფარინი და სხვა კუმარინები), რაც ზრდის სისხლდენების საშიშროებას.
ღვიძლში მიკროსომული ჟანგვის ფერმენტების ინდუქტორები (ბარბიტურატები, დიფენინი,
კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ზიდოვუდინი, ფენიტოინი, ეთანოლი, ფლუმეცინოლი,
ფენილბუტაზონი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ჭარბი დოზირებისას ზრდიან
ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროებას. მიკროსომული ჟანგვის ინჰიბიტორები
(ციმეტიდინი) ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროებას.
მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი ზრდიან, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს
პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს. ეთანოლი ხელს უწყობს მწვავე პანკრეატიტის
განვითარებას.
პრეპარატს შეუძლია შეამციროს ურიკოზურიული პრეპარატების აქტივობა.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:
• ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები;
• გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება (მეთოკლოპრამიდი,
დომპერიდონი), ასევე სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატების მიღება
(ქოლესტირამინი);
• ანტიკოაგულანტების და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოველდღიურად
ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება (ასეთ დროს პარაცეტამოლის მიღება
შეიძლება იშვიათად;)
• ორსულობა და ლაქტაცია.
პირებს, რომლებიც ჭარბად ღებულობენ ალკოჰოლს, პრეპარატის მიღებამდე ესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია. რეკომენდებულ დოზებზე მეტის მიღების შემთხვევაში პარაცეტამოლი პათოგენურად მოქმედებს ღვიძლზე.
_გამოშვების ფორმა:
_ 1 ან 2 ბლისტერი (6 ან 12 ტაბლეტიანი) შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების
ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის
შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
ლიცენზიის მფლობელი “გლაქსოსმითკლაინ კონსიუმერ ხელსკერი”.
წარმოებულია ირლანდიაში “შპს გლაქსოსმითკლაინ (დანგარვანი)”-ში.
მისამართი რუსეთში:
119180, ქ. მოსკოვი, იაკინასკაიას სანაპირო, 2.
ს/ს “გლაქსოსმითკლაინ ხელსკერი”
ტელ. 777 9850
ფაქსი 777 9851/52
საერთაშორისო დასახელება - paracetamol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → გაციების დროს გამოსაყენებელი
საშუალებები → პრეპარატები გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
თითოეული სანთელი შეიცავს პარაცეტამოლს დამხმარე ნივთიერება:
ლეციტინი, მყარი ცხიმი აღწერილობა
მოთეთრო-მოყვითალო, ტორპედოსმაგვარი ფორმის ჰომოგენური სანთლები
ჩვენებები
თერაპიული მითითებები
გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ. გამოიყენება 1 - 6 წლის
ბავშვებში.
მიღების წესები და დოზები
ექიმის დანიშნულების უქონლობისას, სანთლები გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც
ინსტრუქციაში არის მითითებული. გამოყენების შესახებ კითხვების გაჩენისას
კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცეპტს.
სანთელი შეჰყავთ ღრმად ანუსში, სასურველია დეფეკაციის შემდეგ. უკეთესი
ლუბრიკაციისთვის, შეიძლება სანთლის ხელში შეთბობა ან მცირე ხნით ცხელ წყალში
ჩაშვება.
დოზირება
სანთლის დოზა დამოკიდებულია ასაკსა და სხეულის წონაზე. ჩვეულებრივ ერთჯერადი დოზა
შეადგენს 10-15 მგ სხეულის 1 კგ წონაზე, ხოლო დღე-ღამური დოზა კი_60 მგ/კგ-ს.
პარაცეტამოლის დოზირების ზოგადი რეჟიმია:
სხეულის მასა ასაკი ერთჯერადი დოზა მაქსიმალური დღე-ღამური დოზა (24 საათი)
10-დან 15კგ-მდე 1-3 წლამდე 1 სანთელი 3 სანთელი, 750 მგ
15-დან 22კგ-მდე 3- 6 წლამდე 1 სანთელი 4 სანთელი, 1000 მგ
დაუშვებელია დღე-ღამური (24 საათი) დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღებებს შორის
ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 საათს (თუ აუცილებელია).
თირკმლის და ღვიძლის დარღვევების, ასევე ჟილბერტის სინდრომის მქონე პაციენტებში
აუცილებლია დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა. თირკმლის
უკმარისობა
თირკმლის მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ) მიღებებს შორის
ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 სთ-ს. მაღალი ტემპერატურის, მეორადი
ინფექციის ნიშნების ან სიმპტომების 3 დღეზე მეტად შენარჩუნებისას საჭიროა ექიმთან
კონსულტაცია.
ასევე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ გრძნობთ, რომ სანთლის მოქმედება
ძალზე ძლიერია ან არასაკმარისია.
უკუჩვენება
- პარაცეტამოლის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა (ალერგია)
- თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ორსულობის
დროს სანთლის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ შესაბამისი რისკის და სარგებლის შეფასების
შემდეგ.
ორსულობისას სანთლის ხანგრძლივად, მაღალი დოზით, ან სხვა პრეპარატებთან ერთად
გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან მოცემულ შემთხვევაში უსაფრთხოება არ
არის დადგენილი.
ლაქტაცია
პარაცეტამოლი აღწევს დედის რძეში. რადგან არ არსებობს ცნობები ახალშობილზე
პარაცეტამოლის მავნე ზეგავლენის შესახებ, შეიძლება ძუძუთი კვების გაგრძელება.

სამკურნალო ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები
აღწერილობა: კაფსულის ფორმის თეთრი ტაბლეტები.
**პრეპარატის შემადგენლობა: **
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ პარაცეტამოლს
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი,
პოლივიდონი, კალიუმის სორბატი, ტალკი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა,
წყალი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტრიაცეტინი.
**ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: **ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება (ფსიქოსტიმულატორი+ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება)
კოდი ACT : N02B – E71.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. “პანადოლ ექსტრა” შეიცავს ორი აქტიური ინგრედიენტის კომბინაციას: პარაცეტამოლი, რომელსაც ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება და კოფეინი, რომელიც ამცირებს ძილიანობასა და დაღლილობას, ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ჰიპოტონიის დროს ზრდის არტერიულ წნევას.
ჩვენებები:
“პანადოლ” გამოიყენება თავის ტკივილის, შაკიკის, კბილის ტკივილის, წელის
ტკივილის, კუნთების ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციისა და ყელის ტკივილის დროს.
“პანადოლ ექსტრა” ასევე გამოიყენება გაცივებისა და გრიპის სიმპტომური მკურნალობის
დროს, სხეულის მომატებული ტემპერატურის დასქვეითებლად.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
- გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზის გენეტიკური არარსებობა
- სისხლის დაავადებები
- მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზის გამოხატული მოვლენები
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
- სიფრთხილით გამოიყენება ჟილბერის სინდრომის დროს
- გლაუკომა, ძილის დარღვევა
- 14 წლამდე ასაკი
გამოყენების მეთოდები და დოზები:
“პანადოლ ექსტრა“ ტაბლეტები მიიღება პერორალურად ჩვეულებრივ 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ
დღეში, საჭიროების შემთხვევაში. მიღებებს შორის ინტერვალი – სულ მცირე 4 საათი.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 2 ტაბლეტი, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 8
ტაბლეტი.
ექიმის მეთვალყურეობისა და დანიშნულების გარეშე პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 5 დღეზე მეტ ხანს ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით და 3 დღეზე მეტ ხანს სიცხის დამწევი საშუალების სახით. პრეპარატის დღიური დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
სიმპტომების შენარჩუნებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ჭარბი დოზირების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, მაშინაც კი, თუ
პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. პარაცეტამოლი
იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს ალერგიული
რეაქცია კანზე გამონაყარის, ქავილის, ქვინკეს შეშუპების სახით. იშვიათად –
ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია, აგრანულოციტოზი, ასევე ძილის
დარღვევა, ტაქიკარდია.
მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას მატულობს ჰეპატოტოქსიკური და
ნეფროტოქსიკური მოქმედების საშიშროება და აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლი.
პრეპარატის ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.
ჭარბი დოზირება:
პარაცეტამოლით ჭარბი დოზირების ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის
არეში, კანის საფარის სიფერმკრთალე, ანორექსია. 1-2 დღის შემდეგ ვლინდება ღვიძლის
დაზიანების ნიშნები. მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა და
კომატოზური მდგომარეობა. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს
ექიმს დახმარებისათვის. პირველადი დახმარება: დაზარებულს უნდა ამოერეცხოს კუჭი და
დაენიშნო ადსორბენტები (აქტივირებული ნახშირი).
განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ჩაისა და ყავის ჭარბი მოხმარება,
რამაც შეიძლება გამოიწვიოს აგზნება, ძილის დარღვევა, ტაქიკარდია, გულის არითმია.
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პარაცეტამოლის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად, ასევე ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში.
**ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: **
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას პრეპარატი აძლიერებს არაპირდაპირი
ანტიკოაგულანტების ეფექტს (ვარფარინი და სხვა კუმარინები), რაც ზრდის
სისხლდენების საშიშროებას. ღვიძლში მიკროსომული ჟანგვის ფერმენტების ინდუქტორები
(ბარბიტურატები, ფენიტოინი, ეთანოლი, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური
ანტიდეპრესანტები) ჭარბი დოზირებისას ზრდიან ჰეპატოტოქსიკური მოქმედების
საშიშროებას. მიკროსომული ჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ამცირებენ
ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროებას. პარაცეტამოლის მოქმედების ფონზე
ქლორამფენიკოლის გამოყოფის დრო 5-ჯერ მატულობს. კოფეინი აჩქარებს ერგოტამინის
შეწოვას. პარაცეტამოლისა და ალკოჰოლური სასმელების ერთდროული მიღება ზრდის
ჰეპატოტოქსიკური ეფექტებისა და მწვავე პანკრეატიტის განვითარების საშიშროებას.
მეთოკლოპრამიდი და დომპერიდონი ზრდიან, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს
პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს. პრეპარატს შეუძლია შეამციროს ურიკოზურიული
პრეპარატების აქტივობა.
გამოშვების ფორმა:
12 ტაბლეტი ბლისტერში.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქდიან გაცემის პირობები:
ექიმის რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით