ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიურები საშუალებები, ანილიდები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
დასახელება - პარა-დენკი 125 სუპოზიტორი / Para-Denk 125 Suppos
ჩვენებები
პარა-დენკი 125 გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ.
გამოიყენება 3-12 თვის ბავშვებში.
მიღების წესები და დოზები
ექიმის დამატებითი დანიშნულების უქონლობისას, პარა-დენკი 250 გამოიყენება ზუსტად
ისე, როგორც ინსტრუქციაშია მითითებული. გამოყენების შესახებ კითხვების გაჩენისას
კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს, ან ფარმაცევტს.
სანთელი შეჰყავთ ანუსში ღრმად, სასურველია დეფეკაციის შემდეგ. უკეთესი
ლუბრიკაციისათვის, შეიძლება სანთლის შეთბობა ხელში, ან მცირე ხნით ცხელ წყალში
ჩაშვება
დოზირება:
პარა-დენკი 125 სუპოზიტორიის დოზა დამოკიდებულია ასაკსა და სხეულის წონაზე.
ჩვეულებრივ ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-15 მგ სხეულის 1 კგ მასაზე და 60 მგ/კგ
სადღეღამისო დოზა.
უკუჩვენება
- პარაცეტამოლის და პარა-დენკი 125-ის შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული
მგრძნობელობა (ალერგია)
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატს ინახავენ მშრალ ადგილას, 25oC -ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისაგან
დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 4 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის
გასვლის შემდეგ.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
4.5 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით