ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზურები, ანილიდები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ცეტამი ®
Cetam ®
პარაცეტამოლი
ტაბლეტი & სუსპენზია
შემადგენლობა
ცეტამი® ტაბლეტი: თითოეული ტაბლეტი შეიცავს პარაცეტამოლი BP 500 მგ.
ცეტამი® სუსპენზია: თითო 5 მლ სუსპენზია შეიცავს პარაცეტამოლი BP 120 მგ.
არააქტიური ნივთიერებები
სიმინდის სახამებელი, ავიცელი PH 101, ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, გასუფთავებილი წყალი.
ათქ კოდი: N02BE01
შენახვის ვადა: 3 წელი
აღწერა
პარაცეტამოლი წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებას, განსაკუთრებით შესაფერისია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ასპირინს ან სხვა ანალგეტიკების აუტანლობა. თავის და ზურგის ტვინზე პირდაპირი მოქმედებით იგი ამცირებს ტკივილს და ცვლის ტკივილის აღქმას. ტვინში პროსტაგლანდინების დათრგუნვით ჰიპოთალამურ გულის მარეგულირებელი ცენტრზე მოქმედებით აძლიერებს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხისდამწევ ბარიერს.
ჩვენება
ცეტამი® ნაჩვენებია ცხელების, შაკიკის, თავის ტკივილის, კუნთების ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის, კბილის ტკივილის, ართრიტის, ზურგის ტკივილის, ნევრალგიის, ყელის ტკივილის, გაციების და გრიპის შესამსუბუქებლად.
დოზა და მიღების წესი
ტაბლეტი: მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, დღე-ღამეში მაქსიმუმ 4 გ (8 ტაბლეტი).
სუსპენზია: მოზრდილებში: 4-8 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში:
1 წლამდე: ½ -1 ჩაის კოვზი, 3-4-ჯერ დღეში.
1-5 წლამდე: 1-2 ჩაის კოვზი, 3-4-ჯერ დღეში.
6-12 წლამდე: 2-4 ჩაის კოვზი, 3-4-ჯერ დღეში.
ან ექიმის მითითების შესაბამისად.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები მსუბუქი ფორმისაა რაც გამოიხატება კანზე გამონაყარით და ზოგიერთი ჰემატოლოგიური რეაქციებით. ჭარბი დოზირების მიღების შემთხვევაში განვითარებული სიმპტომებია: ღებინება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ღვიძლის დაზიანება, ცერებრალური შეშუპება და თირკმლის ტუბულარული ნეკროზი.
გაფრთხილება
ღვიძლის და თირკმლის დაავადების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე, ასევე პარაცეტამოლის შემცველი სხვა პროდუქტების შემთხვევაში.
უკუჩვენება
ცნობილია პარაცეტამოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ ადგილას 30oC ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს და შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
ცეტამი® ტაბლეტი: თითოეულ კოლოფში არის 10x10, 20x10 & 50x10 ტაბლეტი ბლისტერზე შეფუთვაში
ცეტამი® სუსპენზია: თითოეულ ქარვისფერ შუშის ბოთლში არის 60 მლ სუსპენზია მზომ კოვზთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
PACIFIC PHARMACEUTICALS LTD
ბანგლადეში, ნარაიანგონჯი, კანჩპური
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
0.69 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით