ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური საშუალებები, ანალიდები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუპოზიტორიები ბავშვებისთვის: შეფუთვაში 10 ც.
1 სუპ.
პარაცეტამოლი --------------- 80 მგ
1 სუპ.
პარაცეტამოლი --------------- 150 მგ
1 სუპ.
პარაცეტამოლი --------------- 300 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არანარკოტიული ანალგეზიური საშუალება
ჩვენება:
ინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების,
პოსტვაქცინური რეაქციების და სხვა ცხელებით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი
დაავადებების დროს.
დოზირების რეჟიმი:
სუპოზიტორიები 80მგ: ბავშვებში სხეულის მასით 6-8კგ (3-5 თვის ასაკი) გამოიყენება
1
სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.
სუპოზიტორიები 150მგ: ბავშვებში სხეულის მასით 10-14კგ (1-3 წლის ასაკი)
გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.
სუპოზიტორიები 300მგ: ბავშვებში სხეულის მასით 20-30კგ (5-10 წლის ასაკი)
გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე
კომპონენტის მიმართ; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა; სუპოზიტორიები
80 მგ არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში; სუპოზიტორიები უკუნაჩვენებია
სწორი ნაწლავის ანთების ან სიხლდენის დროს;
შენახვის პირობები:
ეფერალგანის სუპოზიტორიები 80მგ და 150მგ ინახება არაუმეტეს 15C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა 5 წელია. ეფერალგანის სუპოზიტორიები 300მგ ინახება არაუმეტეს 30C
ტემპერატურაზე, ვარგისიანობის ვადაა 3 წელია. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე
მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
UPSA Laboratories a division of BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
7.46 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით