ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგიური საშუალებები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ
შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ
ტორეო
**(TOREO®) **
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ტორეო
მოქმედი ნივთიერება (INN): სილდენაფილი
სამკურნალო ფორმა: პერორალური გამოყენების სუსპენზია.
შემადგენლობა:
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: სილდენაფილი, 25 მგ (35.1 მგ სილდენაფილის ციტრატის სახით);
დოზატორის თითოეული აქტივაცია ათავისუფლებს 0.5 მლ სუსპენზიას, რომელიც 12.5 მგ სილდენაფილს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ბენზოატი, უწყლო ლიმონმჟავა, სუკრალოზა (E 955), კალიუმის აცესულფამი (E 950), ჰიპრომელოზა, ქსანტანის გუმფისი, პიტნის არომატიზატორი 501500 TP05041, შემნიღბველი არომატიზატორი SC2411602, გასუფთავებული წყალი.
1პიტნის არომატიზატორი (501500 TP0504) შეიცავს სიმინდის მალტოდექსტრინს, საგემოვნო კომპონენტებს (მენტოფურანი 0.6%, პულეგონი 0.2%, ესტრაგოლი 0.09%) და სიმინდის მოდიფიცირებულ სახამებელს E1450 (7.9%).
2შემნიღბველი არომატიზატორი (SC241160) შეიცავს ბუნებრივ საგემოვნო ნივთიერებებს, E 955 სუკრალოზას (94.5%), კარტოფილის მალტოდექსტრინს და მონოამონიუმის გლიცირიზინატს (0.4%).
აღწერილობა: სუსპენზია თეთრი ფერიდან თითქმის თეთრ ფერამდე, არ შეიცავს გარეშე მინარევებს, აქვს პიტნის სუნი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. უროლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები. ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები. სილდენაფილი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
სილდენაფილი არის პერორალური გამოყენების პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. ნორმალურ პირობებში, ე.ი. სექსუალური აგზნების დროს, პრეპარატი სისხლის მიდინების გაზრდის გზით სასქესო ასოში აღადგენს დარღვეულ ერექციულ ფუნქციას.
ერექციის ფიზიოლოგიური მექანიზმი გულისხმობს სექსუალური სტიმულაციის დროს სასქესო ორგანოს მღვიმოვან სხეულებში აზოტის ოქსიდის (NO) გამოთავისუფლებას. შემდეგ აზოტის ოქსიდი ააქტივებს გუანილატციკლაზას, რაც იწვევს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (cGMP) დონის გაზრდას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მღვიმოვანი სხეულების გლუვი კუნთების მოდუნებას და მათთან სისხლის მიდინებას.
სილდენაფილი არის ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (cGMP)-სპეციფიკური ფოსფოდიესთერაზა 5-ის (PDE5) ძლიერი და სელექციური ინჰიბიტორი მღვიმოვან სხეულებში, სადაც PDE5 ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (cGMP) დესტრუქციას უზრუნველყოფს. ერექციაზე სილდენაფილის ეფექტებს პერიფერიული ხასიათი აქვს. სილდენაფილს არ აქვს პირდაპირი მარელაქსირებელი მოქმედება ადამიანის ცალკეულ მღვიმოვან სხეულებზე, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად ზრდის NO-ს მარელაქსირებელი მოქმედებას ამ ქსოვილზე.
NO/cGMP-ს მეტაბოლური გზის აქტივაციისას, რაც ხდება სექსუალური სტიმულაციის დროს, სილდენაფილის მიერ PDE5-ის ინჰიბირება იწვევს მღვიმოვან სხეულებში cGMP დონის მომატებას. ამრიგად, იმისათვის, რომ სილდენაფილმა გამოიწვიოს სასურველი ფარმაკოლოგიური ეფექტი, აუცილებელია სექსუალური სტიმულაცია.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სილდენაფილი სელექციურია PDE5-ს მიმართ, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ერექციის პროცესში. სილდენაფილის ეფექტი უფრო ძლიერია PDE5-ზე, ვიდრე სხვა ცნობილ ფოსფოდიესთერაზებზე. ეს ეფექტი 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე PDE6–ზე, რომელიც მონაწილეობს ბადურაში ფოტოტრანსფორმაციის პროცესებში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზების გამოყენებისას აღინიშნება 80-ჯერ მეტი სელექციურობა PDE1-თან შედარებით და 700-ჯერ მეტი PDE2, PDE3, PDE4, PDE7, PDE8, PDE9, PDE10 და PDE11-თან შედარებით. კერძოდ, PDE5-ის მიმართ სილდენაფილის სელექციურობა 4000-ჯერ აღემატება მის სელექციურობას PDT3-ის მიმართ, რომელიც არის PDE-ის cAMP-სპეციფიკური იზოფორმა, და რომელიც მონაწილეობს გულის შეკუმშვის რეგულაციაში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
სილდენაფილის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია გრძელვადიანი კვლევების მონაცემებით.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები უზმოზე პერორალური დოზის მიღებიდან 30-120 წთ-ში (საშუალოდ 60 წუთში) მიიღწევა. საშუალო აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 41%-ს (დიაპაზონი 25-დან 63%-მდე). სილდენაფილის რეკომენდებული დოზირების ფარგლებში (25-100 მგ) მიღების შემდეგ AUC და Cmax დოზის პროპორციულად იზრდება.
სილდენაფილის საკვებთან ერთად მიღებისას აბსორბციის სიჩქარე მცირდება Тmax-ის 60 წუთიანი საშუალო დაყოვნებით და Cmax-ის 29%-ით საშუალო შემცირებით.
განაწილება
სილდენაფილის განაწილების საშუალო მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში (Vd) შეადგენს 105 ლ-ს, რაც მიუთითებს ქსოვილებში განაწილებაზე. 100 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ სილდენაფილის საშუალო მაქსიმალური საერთო კონცენტრაცია პლაზმაში არის დაახლოებით 440 ნგ/მლ (CV 40%). ვინაიდან სილდენაფილი (და მისი ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი N-დესმეთილი) 96%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს, სილდენაფილის საშუალო მაქსიმალური თავისუფალი პლაზმური კონცენტრაცია არის 18 ნგ/მლ (38 nM). ცილებთან კავშირი არ არის დამოკიდებული პრეპარატის საერთო კონცენტრაციაზე.
ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილის გამოყენებისას (100 მგ - ერთჯერადად) მიღებული დოზის 0,0002%-ზე ნაკლები (საშუალოდ 188 ნგ) აღინიშნებოდა ეაკულატში დოზირებიდან 90 წუთის შემდეგ.
მეტაბოლოზმი
სილდენაფილის ძირითადად მეტაბოლიზდბა ღვიძლის მიკროსომური იზოფერმენტების CYP3A4-ის (ძირითადი გზა) და CYP2C9-ს (მეორეხარისხოვანი გზა) მეშვეობით. სისხლის საერთო მიმოქცევაში მოცირკულირე ძირითადი მეტაბოლიტი წარმოიქმნება სილდენაფილის N-დემეთილირებით. ამ მეტაბოლიტს აქვს სილდენაფილის მსგავსი სელექციურობის პროფილი ფოსფოდიესთერაზების მიმართ, და in vitro მისი მოქმედების ძალა PDE5-ის მიმართ ძირითადი ნივთიერების აქტივობის დაახლოებით 50%-ს შეადგენს. ამ მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია სილდენაფილის კონცენტრაციის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. N-დემეთილური მეტაბოლიტი განიცდის შემდგომ მეტაბოლიზმს, და მისი საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4 სთ-ს შეადგენს.
გამოყოფა
სილდენაფილის საერთო კლირენსი შეადგენს 41 ლ/სთ-ს, საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 სთ-ს. პერორალური ან ინტრავენური გამოყენების შემდეგ სილდენაფილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ძირითადად ფეკალიებით (მიღებული პერორალური დოზის დაახლოებით 80%) და ნაკლები ინტენსივობით შარდით (მიღებული პერორალური დოზის დაახლოებით 13%).
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული ჯგუფების პაციენტებში
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ჯანმრთელ ხანდაზმული ასაკის (65 წელზე მეტი) მოხალისეებში აღინიშნებოდა სილდენაფილის კლირენსის დაქვეითება, რის შედეგადაც 90%-ით იზრდებოდა სილდენაფილის და მისი აქტიური N-დემეთილური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები შესაბამის კონცენტრაციებთან შედარებით ჯანმრთელ ახალგაზრდა ასაკის (18-45 წლის) მოხალისეებში. ასაკით განპირობებული პლაზმის ცილებთან განსხვავებული კავშირის გამო თავისუფალი სილდენაფილის პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 40 %-ით იზრდება.
თირკმლის უკმარისობა
მსუბუქი და საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე მოხალისეებში (კრეატინინის კლირენსი შეადგენს 30-80 მლ/წთ-ს) 50 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. N-დესმეთილის მეტაბოლიტის საშუალო AUC და Cmax იზრდებოდა 126%-მდე და 73%-მდე შესაბამისად, იმავე ასაკის მოხალისეებთან შედარებით, რომლებსაც არ აღენიშნებოდა თირკმლის უკმარისობა. ამავე დროს, პაციენტებს შორის მაღალი ვარიაბელობის გამო ეს განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე მოხალისეებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) სილდენაფილის კლირენსი დაქვეითებულია, რაც AUC-ს და Cmax-ს, შესაბამისად, საშუალოდ 100%-ით და 88%-თ ზრდის იმავე ასაკის მოხალისეებთან შედარებით, რომლებსაც არ აღენიშნება თირკმლის უკმარისობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად იზრდებოდა N-დესმეთილის მეტაბოლიტის AUC და Cmax 79%-ით და 200%-ით, შესამაბისად.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის ციროზის მქონე მოხალისეებში (კლასიფიკაცია ჩაილდ-პიუ A და B) სილდენაფილის კლირენსი დაქვეითებულია, რაც იწვევს AUC (84%) და Cmax-ის (47%) გაზრდას იმავე ასაკის მოხალისეებთან შეადრებით, რომლებშიც არ ღვიძლის უკმარისობა აღინიშნება. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა არ გამოკვლეულა.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
პრეკლინიკური მონაცემებით, რომლებიც ეფუძნებოდა ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, მრავალჯერადი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, შესაძლო კანცეროგენული ეფექტებისა და რეპროდუქციული/ემბრიონის ტოქსიკურობის დამატებით კვლევებს, არ გამოვლენილა რაიმე განსაკუთრებული რისკი ადამიანისთვის.
გამოყენების ჩვენებები
რეკომენდებულია მოზრდილ მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის დროს, როდესაც სასქესო ასოს ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უნარის დარღვევის გამო შეუძლებელია დამაკმაყოფილებელი სქესობრივი აქტის განხორციელება.
პრეპარატის ეფექტური მოქმედებისთვის საჭიროა სექსუალური სტიმულაცია.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი
რეკომენდებული დოზაა 2 მლ (დოზატორის 4 აქტივაცია), რაც 50 მგ სილდენაფილის ეკვივალენტურია, რომელიც, საჭიროების მიხედვით, სქესობრივ აქტივობამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მიიღება. ეფექტურობისა და ტოლერანტობის გათვალისწინებით, დოზა შეიძლება 4 მლ-მდე (დოზატორის 8 აქტივაცია) გაიზარდოს, რაც 100 მგ სილდენაფილის ეკვივალენტურია, ან 1 მლ-მდე (დოზატორის 2 აქტივაცია) შემცირდეს, რაც 25 მგ სილდენაფილის ეკვივალენტურია. გარდა ამისა, თითოეული პაციენტისთვის ექიმი კონკრეტულ დოზას შეარჩევს.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 4 მლ (დოზატორის 8 აქტივაცია), რაც 100 მგ სილდენაფილის ეკვივალენტურია. გამოყენების მაქსიმალური რეკომენდებული სიხშირე - ერთხელ დღეში. სამკურნალო საშუალების ეფექტურობა ჭამის დროს გამოყენებისას შეიძლება მოგვიანებით გამოვლინდეს, უზმოზე მიღებასთან შედარებით (იხ. ნაწილი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
დოზატორის აქტივაციის რაოდენობა | გამოთავისუფლებული სუსპენზიის რაოდენობა | სილდენაფილის რაოდენობა
---|---|---
2 | 1 მლ | 25 მგ
4 | 2 მლ | 50 მგ
8 | 4 მლ | 100 მგ
დოზატორის თითოეული აქტივაციის დროს გამოთავისუფლდება 0.5 მლ სუსპენზია, რომელიც 12.5 მგ სილდენაფილს შეიცავს.
პაციენტების სპეციალური ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი ასაკიდან) დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის დარღვევის მქონე პაციენტები
მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი = 30-80 მლ/წთ) დოზირების რეჟიმი არ იცვლება.
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია, რის გამოც პრეპარატის გამოყენება იწყება დოზით - 25 მგ (დოზატორის 2 აქტივაცია). პრეპარატის ეფექტურობისა და ტოლერანტობიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს 50 მგ-მდე და 100 მგ-მდე.
ღვიძლის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (მაგ., ციროზის დროს) სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია, რის გამოც საწყისი დოზის სახით რეკომენდებულია 25 მგ პრეპარატის გამოყენება (დოზატორის 2 აქტივაცია). პრეპარატის ეფექტურობისა და ტოლერანტობიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს 50 მგ-მდე და 100 მგ-მდე.
პაციენტები, რომლებიც სხვა სამკურნალო საშუალებებს გამოიყენებენ
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად СYP3A4-ის ინჰიბიტორებს გამოიყენებენ (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“), რიტონავირის გარდა, რომლის გამოყენება სილდენაფილთან ერთად არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“), გასათვალისწინებელია საწყისი დოზის სახით 1 მლ-ის (დოზატორის 2 აქტივაცია) გამოყენების შესაძლებლობა, რაც 25 მგ სილდენაფილის ეკვივალენტურია.
პოსტურალური ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების მინიმალიზაციის მიზნით, პაციენტებში, რომლებშიც დანიშნულია ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები, მდგომარეობის სტაბილიზაცია უნდა მოხდეს ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებით სილდენაფილის გამოყენებამდე. ასევე გასათვალისწინებელია საწყისი დოზის სახით 1 მლ-ის გამოყენება (დოზატორის 2 აქტივაცია), რაც 25 მგ სილდენაფილის ეკვივალენტურია (იხ. ნაწილები „გამოყენების თავისებურებები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).
ბავშვები
სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენების წესი და დოზირება
პერორალური გამოყენებისათვის. დაუშვებელია სხვა გზებით სამკურნალო საშუალების შეყვანა.
რეკომენდებულია უზმოზე მიღება, რადგან საკვებთან ერთად მიღებისას აბსორბცია შეიძლება შეფერხდეს.
პირველ გამოყენებამდე აუცილებელია 3-ჯერ დააწვეთ დოზატორის აქტივატორს, იმისათვის რომ გამოდევნოთ შემცველობა დოზატორის შესავსებად. დოზატორის შეუვსებლობის გამო, პირველი გამოყენების დროს შესაძლებელია უფრო დაბალი დოზის შეყვანა.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალების ცხვირში ან კანქვეშ შეყვანა.
1. ყოველი გამოყენების წინ ენერგიულად შეანჯღრიეთ ფლაკონი, სანამ ფლაკონში არ გაქრება სამკურნალო საშუალების ნალექი. იხ. ნახატი 1.
2. შეაბრუნეთ დოზატორი ღია მდგომარეობაში. იხ. ნახატი 2.
3. მხოლოდ პირველი გამოყენებისთვის: სამჯერ დააწექით აქტივატორს დოზატორის შესავსებად და გამოდევნეთ პროდუქტი მესამე დაჭერის შემდეგ (დოზატორის კონსტრუქციიდან გამომდინარე დოზატორის პირველი ორი აქტივაციის დროს პროდუქტი არ გამოიყოფა).
4. თავი ოდნავ უკან გადაწიეთ. მოათავსეთ დოზატორი პირში. იმდენჯერ დააწექით დოზატორს, რამდენჯერაც საჭიროა, ექიმის მიერ დანიშნული დოზის შესაბამისად, დაიტანეთ სუსპენზია ენაზე და დაუყოვნებლად გადაყლაპეთ ნერწყვთან ერთად. არ შეეხოთ დოზატორის წვერით პირის ღრუს შიგნითა ზედაპირს და ენას. იხ. ნახატი 3.
5. შეაბრუნეთ დოზატორი დახურულ მდგომარეობაში. იხ. ნახატი 4.
გვერდითი მოქმედება
უსაფრთხოების პროფილის მოკლე შინაარსი
სილდენაფილის უსაფრთხოების პროფილი ეფუძვნება 74 ორმაგ ბრმა, პლაცებო- კონტროლირებად კლინიკური კვლევაში მონაწილე 9 570 პაციენტის მონაცემებს. კლინიკურ კვლევებში სილდენაფილის მიღებისას პაციენტებში ყველაზე ხშირად დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები: თავის ტკივილი, ჰიპერემია, დისპეფსია, ცხვირის დაცობა, თავბრუხვევა, გულისრევა, სიმხურვალის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა, ციანოპსია და მხედველობის დაბინდვა. ინფორმაცია სილდენაფილის პოსტმარკეტინგულ პერიოდში განვითარებული გვერდითი რეაქციების შესახებ ეფუძვნება გამოყენების გამოცდილებას 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. იმის გამო, რომ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს არ მიეწოდება ინფორმაცია ყველა გვერდითი რეაქციის შესახებ და არ ხდება მათი ჩართვა უსაფრთხოების მონაცემების ბაზაში, ამ რეაქციების სიხშირის დადგენა შეუძლებელია.
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
ქვემოთ მოცემულია ყველა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში მეტი სიხშირით, ვიდრე პლაცებოს მიღებისას, ორგანოთა სისტემების და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/ 10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
თითოეულ ჯგუფში გვერდითი მოვლენების სიხშირე მოცემულია სერიოზულობის შემცირების მიხედვით.
ინფექციური და ინვაზიური დაავადებები
არც ისე ხშირად: რინიტი.
იმუნური სისტემის დარღვევები
არც ისე ხშირად: ჰიპერმგრძნობელობა.
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირად: თავის ტკივილი.
ხშირად: თავბრუსხვევა.
არც ისე ხშირად: ძილიანობა, ჰიპესთეზია.
იშვიათად: ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გარდამავალი ცერებრული იშემიური შეტევა, კრუნჩხვები*, კრუნჩხვების რეციდივები*, სინკოპე.
მხედველობის ორგანოების დარღვევები
ხშირად: ფერის აღქმის დარღვევები (ქლოროფსია, ქრომატოპია, ციანოპსია, ერითროფსია, ქსანტოფსია), მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა.
არც ისე ხშირად: ცრემლის გამოყოფის დარღვევები (თვალების სიმშრალე, ცრემლის გამოყოფის დარღვევა და ცრემლის გამოყოფის გაზრდა), თვალის ტკივილი, ფოტოფობია, ფოტოპსია, თვალების ჰიპერემია, მხედველობის სიკაშკაშე, კონიუნქტივიტი.
იშვიათად: მხედველობის ნერვის არაარტერიიტული წინა იშემიური ნეიროპათია , ბადურის სისხლძარღვების ოკლუზია, სისხლჩაქცევა ბადურაში, არტერიოსკლეროზული რეტინოპათია, დარღვევები ბადურის მხრივ, გლაუკომა, მხედველობის ველის დეფექტები, დიპლოპია, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მიოპათია, ასთენოპათია, შუშისებრი სხეულის მცურავი შემღვრევა, დარღვევები ფერადი გარსის მხრივ, მიდრიაზი, მხედველობის არეში სინათლის წყაროს გარშემო მანათობელი რგოლების წარმოქმნა, თვალების შეშუპება, თვალების შესიება, მხედველობის დარღვევა, კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალების გაღიზიანება, თვალებში ანომალური შეგრძნებები, ქუთუთოების შეშუპება, სკლერის ფერის შეცვლა.
სმენის ორგანოების და ვესტიბულური აპარატის დარღვევები
არც ისე ხშირად: ვერტიგო, ყურებში შუილი.
იშვიათად: სიყრუე.
დარღვევები გულის მხრივ
არც ისე ხშირად: ტაქიკარდია, გაძლიერებული გულისცემა.
იშვიათად: გულის უეცარი სიკვდილი*, მიოკარდიუმის ინფარქტი, პარკუჭოვანი არითმია*, წინაგულების ფიბრილაცია, არასტაბილური სტენოკარდია.
დარღვევები სისხძარღვების მხრივ
ხშირად: სახის სიწითლე, სიმხურვალის შეგრძებები.
არც ისე ხშირად: ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია.
რესპირაციული სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების დარღვევები
ხშირად: ცხვირის დაცობა.
არც ისე ხშირად: სისხლდენა ცხვირიდან, ცხვირის დანამატი წიაღების დაცობა.
იშვიათად: ყელში მოჭერის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ცხვირის სიმშრალე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირად: გულისრევა, დისპეფსია.
არც ისე ხშირად: გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, პირის სიმშრალე.
იშვიათად: პირის ღრუს ჰიპესთეზია.
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღევვები
არც ისე ხშირად: გამონაყარი.
იშვიათად: სტივენს-ჯონსონის სინდრომი*, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი*.
საყრდენ-მამოძრავებელი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
არც ისე ხშირად: მიალგია, კიდურების ტკივილი.
შარდგამომყოფი სისტემის დარღვევები
არც ისე ხშირად: ჰემატურია.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ
იშვიათად: სისხლდენა სასქესო ასოდან, პრიპიზმი* ჰემატოსპერმია, გახანგრძლივებული ერექცია.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
არც ისე ხშირად: გულმკერდის ტკივილი, დაღლილობის მომატებული შეგრძნება, სიმხურვალის შეგრძნება.
იშვიათად: გაღიზიანება.
გამოკვლევა
არც ისე ხშირად: გულისცემის სიხშირის გაზრდა.
**შეტყობინება საეჭვო უარყოფითი რეაქციების შესახებ **
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო უარყოფითი რეაქციების შესახებ. სამედიცინო მუშაკებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო უარყოფითი რეაქციების შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი „სამკურნალო საშუალების შემადგენლობა“).
- აზოტის ოქსიდის დონორებთან (მაგ., ამილნიტრიტი) ან ნებისმიერი ფორმის ნიტრატებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან ცნობილია, რომ სილდენაფილი გავლენას ახდენს აზოტის ოქსიდის/ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (cGMP) მეტაბოლიზმზე (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“) და იწვევს ნიტრატების ჰიპოტენზური მოქმედების პოტენცირებას.
- PDE5 ინჰიბიტორების (მათ შორის, სილდენაფილი) და გუანილატციკლაზას სტიმულატორების, მაგ., რიოციგუატი, ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან ამან შეიძლება სიმპტომური ჰიპოტენზია გამოიწვიოს (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).
- მდგომარეობები, როდესაც არ არის რეკომენდებული სექსუალური აქტივობა (მაგ., პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა მძიმე დარღვევებით, როგორიცაა არასტაბილური სტენოკარდია ან მძიმე ხარისხის გულის უკმარისობა).
- ერთ თვალში მხედველობის დაკარგვა მხედველობის ნერვის არაარტერიიტული წინა იშემიური ნეიროპათიის (NAION) გამო, იმის მიუხედავად, უკავშირდება თუ არა ეს პათოლოგია PDE5 ინჰიბიტორების წინა გამოყენებას (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).
- ისეთი დაავადებები, როგორიცაა ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღევვა, არტერიული ჰიპოტენზია (არტერიული წნევა < 90/50 მმ ვწყ. სვ.), ცოტა ხნის წინ გადატანილი ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი და ბადურას ცნობილი მემკვიდრეობითი დეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი (ასეთი პაციენტების მცირე რაოდენობას აქვს ბადურას PDE-ას გენეტიკური დარღვევები), რადგან პაციენტების ამ ქვეჯგუფებში სილდენაფილის უსაფრთხოება არ გამოკვლეულა.
**ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან **
სხვა სამკურნალო საშუალებების ზეგავლენა სილდენაფილზე
in vitro კვლევები
სილდენაფილის მეტაბოლიზმში ძირითადად ციტოქრომის P450-ის (CYP) 3A4 იზოფორმები (ძირითადი გზა) და 2C9 იზოფორმები (მეორეული გზა) მონაწილეობენ. შესაბამისად ამ იზოფერმენტების ინჰიბიტორებმა შეიძლება შეამცირონ სილდენაფილის კლირენსი, ხოლო ამ იზოფერმენტების ინდუქტორებმა შეიძლება გაზარდონ სილდენაფილის კლირენსი.
in vivo კვლევები
კლინიკური კვლევების მონაცემების პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა სილდენაფილის კლირენსის შემცირება CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას (მაგ., კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, ციმეტიდინი). მიუხედავად იმისა, რომ ამ პაციენტებში სილდენაფილის და CYP3A4-ის ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებასას არ აღინიშნებოდა გვერდითი მოვლენების სიხშირის გაზრდა, გასათვალისწინებელია საწყისი დოზის სახით 25 მგ სილდენაფილის გამოყენების შესაძლებლობა (დოზატორის 2 აქტივაცია).
წონასწორული კონცენტრაციის მდგომარეობაში (500 მგ 2 ჯერ დღეში) აივ-პროტეაზას ინჰიბიტორის - რიტონავირის, რომელიც Р450-ის ძლიერი ინჰიბიტორია, და სილდენაფილის (100 მგ ერთჯერადი დოზა) ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა პლაზმაში სილდენაფილის Cmax-ის 300%-ით (4-ჯერ) და AUC-ს 1000%-ით (11-ჯერ) გაზრდა. 24 სთ- ის შემდეგ სილდენაფილის პლაზმური დონე კვლავ იყო დაახლოებით 200 ნგ/მლ, იმ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც აღინიშნებოდა სილდენაფილის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას და შეადგენდა 5 ნგ/მლ-ს, რაც მიუთითებს P450-ის სუბსტრატების ფართო სპექტრზე რიტონავირის მნიშვნელოვან გავლენაზე. სილდენაფილი არ ახდენს გავლენას რიტონავირის ფარმაკოკინეტიკაზე. ამ ფარმაკოკინეტიკური მონაცემების გათვალისწინებით, სილდენაფილისა და რიტონავირის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“); ნებისმიერ შემთხვევაში, სილდენაფილის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს (დოზატორის 2 აქტივაცია) 48 სთ-ის განმავლობაში.
აივ პროტეაზას ინჰიბიტორის - საქვინავირის, CYP3A4-ის ინჰიბიტორის, წონასწორული კონცენტრაციის შემქმნელი დოზით (1200 მგ დღეში 3-ჯერ) და სილდენაფილის (100 მგ ერთჯერადად) ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა სილდენაფილის Cmax-ის 140%-ით გაზრდა და სილდენაფილის სისტემური ექსპოზიციის (AUC) 210%-ით გაზრდა. საქვინავირის ფარმაკოკინეტიკაზე სილდენაფილის გავლენა არ დაფიქსირებულა (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“). სავარაუდოა, რომ CYP3A4-ის უფრო ძლიერ ინჰიბიტორებს, მათ შორის კეტოკონაზოლს და იტრაკონაზოლს, უფრო გამოხატული ეფექტები ექნებოდათ.
ერთჯერადად 100 მგ სილდენაფილის და CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორის - ერითრომიცინის წონასწორულ მდგომარეობაში (500 მგ 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში) ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა სილდენაფილის სისტემური ექსპოზიციის (AUC) 182%-ით გაზრდა. მოხალისე ჯანმრთელ მამაკაცებში არ აღინიშნებოდა აზითრომიცინის (500 მგ 3 დღის განმავლობაში) ზეგავლენა სილდენაფილის AUC-ზე, Cmax-სა და Tmax-ზე, ელიმინაციის სიჩქარის მაჩვენებელსა და სილდენაფილის და მისი მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტის შემდგომ ნახევარგამოყოფის პერიოდზე.
ჯანმრთელ მოხალისეებში 800 მგ ციმეტიდინის, ციტოქრომ P450-ის ინჰიბიტორის და CYP3A4-ის არასპეციფიკური ინჰიბიტორის, და 50 მგ სილდენაფილის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა სილდენაფილის პლაზმური კონცენტრაციების 56%-ით გაზრდა.
გრეიფრუტის წვენი არის CYP3A4-ის სუსტი ინჰიბიტორი ნაწლავის კედელში; მან შეიძლება გამოიწვიოს სილდენაფილის პლაზმური დონის ზომიერი მომატება.
ანტაციდების ერთჯერადი გამოყენება (მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) არ მოქმედებდა სილდენაფილის ბიოშეღწევადობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამკურნალო საშუალებებთან სპეციფიკური ურთიერთქმედების შესწავლა არ ჩატარებულა, მოსახლეობის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მონაცემებით, სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა CYP2C9-ის ინჰიბიტორების ჯგუფის (მაგ., ტოლბუტამიდი, ვარფარინი, ფენიტოინი), CYP2D6-ის ინჰიბიტორების ჯგუფის (მაგ., სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) სამკურნალო საშუალებებთან, ასევე თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზული საშუალებებთან, მარყუჟოვან და კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან, ანგიოტენზინის გარდამქმნელ ფერმენტის ინჰიბიტორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, ბეტა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტებთან ან CYP450-ის მეტაბოლიზმის ინდუქტორებთან (მაგ., რიფამპიცინი, ბარბიტურატები) ერთდროული გამოყენებისას. კვლევაში ჯანმრთელი მამრობითი სქესის მოხალისეების მონაწილეობით ენდოთელინის ანტაგონისტის - ბოსენტანის (CYP3A4-ის, CYP2C9-ს და, შესაძლოა, CYP2C19-ის ზომიერი ინდუქტორი) წონასწორულ კონცენტრაციაში (125 მგ 2-ჯერ დღეში) და სილდენაფილის წონასწორულ კონცენტრაციაში (80 მგ 3-ჯერ დღეში) ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა სილდენაფილის AUC-ს და Cmax-ის შემცირება, შესაბამისად, 62.6%-ით და 55.4%-ით. შესაბამისად CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორების, მათ შორის რიფამპიცინის, ერთდროულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაციის უფრო გამოხატული დაქვეითება.
ნიკორანდილი არის კალციუმის არხების აქტივატორისა და ნიტრატის ჰიბრიდი. ნიტრატის კომპონენტი განსაზღვრავს სილდენაფილთან მისი სერიოზული ურთიერთქმედების შესაძლებლობას.
სილდენაფილის ზეგავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
in vitro კვლევები
სილდენაფილი არის ციტოქრომ P450 იზოფორმების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4-ის სუსტი ინჰიბიტორი (IC50>150 მკმოლი). ვინაიდან სილდენაფილის პიკური პლაზმური კონცენტრაციები არის დაახლოებით 1 მკმოლი, სამკურნალო საშუალების მოქმედება ამ იზოფერმენტების სუბსტრატების კლირენსზე ნაკლებად სავარაუდოა. არ არსებობს მონაცემები სილდენაფილის და ფოსფოდიესთერაზას არასპეციფიკური ინჰიბიტორების, მათ შორის თეოფილინის და დიპირიდამოლის, ურთიერთქმედების შესახებ.
in vivo კვლევები
ცნობილია, რომ სილდენაფილი მოქმედებს აზოტის ოქსიდის/ციკლური გუანოზინმონოფოსფატის მეტაბოლიზმზე (cGMP) (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“), შესაბამისად, დადგენილია, რომ სილდენაფილი იწვევს ნიტრატების ჰიპოტენზური მოქმედების პოტენცირებას, რის გამოც აზოტის ოქსიდის დონორებთან ან ნებისმიერი ფორმის ნიტრატებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
რიოციგუატი. კლინიკამდელმა კვლევებმა აჩვენა არტერიული წნევის დაქვეითების ადიტიური სისტემური ეფექტი PDE5-ის ინჰიბიტორების და რიოციგუატის ერთდროული გამოყენებისას. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რიოციგუატი აძლიერებს PDE5-ის ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტს. კვლევაში მონაწილე პაციენტებში PDE5-ის ინჰიბიტორების და რიოციგუატის ერთდროული გამოყენებისას კლინიკური ეფექტი არ დაფიქსირებულა. რიოციგუატის და PDE5-ის ინჰიბიტორების (მათ შორის, სილდენაფილი) ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
სილდენაფილის და ალფა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროულმა გამოყენებამ ზოგიერთ მიდრეკილ პაციენტში შეიძლება სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარება გამოიწვიოს. ხშირად ასეთი რეაქცია სილდენაფილის გამოყენებიდან 4 სთ- ში ვითარდება (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზერება“ და „სიფრთხილის ზომები“). სამკურნალო საშუალებების სპეციფიკური ურთიერთქმედების 3 კვლევაში ალფა- ადრენორეცეპტორების ბლოკატორი დოქსაზოზინი (4 მგ და 8 მგ) და სილდენაფილი (25 მგ, 50 მგ და 100 მგ) ერთდროულად გამოიყენებოდა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში, რომელთა მდგომარეობის სტაბილიზაცია მიღწეული იქნა დოქსაზოზინის გამოყენებით.
ამ პოპულაციებში დაფიქსირდა არტერიული წნევის საშუალო დამატებითი შემცირება წოლით მდგომარეობაში 7/7 მმ ვცხ. სვ-ით, 9/5 მმ ვცხ. სვ-ით და 8/4 მმ ვცხ. სვ-ით და არტერიული წნევის საშუალო შემცირება ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას 6/6 მმ ვცხ. სვ-ით, 11/4 მმ ვცხ. სვ-ით და 4/5 მმ ვცხ. სვ-ით, შესაბამისად. სილდენაფილის და დოქსაზოზინის ერთდროული გამოყენებისას პაციენტებში, რომლებშიც სტაბილიზაცია მიღწეული იქნა დოქსაზოსინის გამოყენებით, ზოგჯერ აღინიშნებოდა სიმპტომური ჰიპოტენზია. ეს ცნობები ეხებოდა თავბრუსხვევის შემთხვევებს და გულის წასვლის წინა მდგომარეობას, მაგრამ სინკოპეს გარეშე.
მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა სილდენაფილის (50 მგ) და ტოლბუტამიდის (250 მგ) ან ვარფარინის (40 მგ) ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით.
სილდენაფილი (50 მგ) არ ზრდის აცეტილსალიცილის მჟავას (150 მგ) მიერ გამოწვეული სისხლდენის ხანგრძლივობას. სილდენაფილი (50 მგ) არ იწვევს ალკოჰოლის ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერებას ჯანმრთელ მოხალისეებში, სისხლში ეთანოლის საშუალო მაქსიმალური დონის მაჩვენებლისას 80 მგ/დლ.
პაციენტებში სილდენაფილის ფონზე პლაცებოსთან შედარებით არ აღინიშნებოდა გვერდითი ეფექტების განსხვავებული პროფილი ისეთი კლასის ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, როგორიცაა შარდმდენები, ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები, აგფ-ის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებები (ვაზოდილატატორები და ცენტრალური მოქმედების), ადრენერგული ნეირონების ბლოკატორები, კალციუმის არხების ბლოკატორები და ალფა-ადრენერგული ბლოკატორები. ურთიერთქმედების სპეციფიკურ კვლევაში არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში სილდენაფილის (100 მგ) და ამლოდიპინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდსა სისტოლური არტერიული წნევის დამატებითი დაქვეითება წოლით მდგომარეობაში 8 მმ ვცხ. სვ-ით. დიასტოლური არტერიული წნევის დაქვეითება შეაფგენდა 7 მმ ვცხ. სვ-ს.
არტერიული წნევის ეს დამატებითი დაქვეითება შეესაბამებოდა ჯანმრთელ მოხალისეებში დაფიქსირებული არტერიული წნევის დაქვეითებას სილდენაფილის გამოყენების ფონზე (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
100 მგ სილდენაფილი არ მოქმედებდა CYP3A4-ის სუბსტრატების, მათ შორის, აივ- პროტეაზას ინჰიბიტორების, საქვინავირის და რიტონავირის, ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე.
ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცებში სილდენაფილის წონასწორული მდგომარეობით გამოყენება (80 მგ 3-ჯერ დღეში) ზრდიდა ბოსენტანის (125 მგ 2-ჯერ დღეში) AUC-ს 49.8%-ით და Cmax-ს 42%-ით.
განსაკუთრებული მითითებები
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატი არ არის განკუთვნილი ქალებში გამოყენებისთვის.
ფერტილობა
ჯანმრთელი მოხალისეების მიერ 100 მგ მიღების შემდეგ არ აღინიშნებოდა გავლენა სპერმატოზოიდების მორფოლოგიასა და მოძრაობაზე (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
ზემოქმედება ავტომობილის და რთული მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატმა შეიძლება უმნიშვნელო ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. სილდენაფილის კლინიკური კვლევების დროს აღინიშნებოდა თავბრუხვევის და მხედველობის დარღვევის შემთხვევები, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვამდე, პაციენტებმა უნდა გაარკვიონ, როგორია მათი ინდივიდუალური რეაქცია სამკურნალო საშუალების გამოყენებაზე.
სიფრთხილის ზომები
ერექციული დისფუნციის დიაგნოსტირებისთვის, დაავადების შესაძლო მიზეზების დასადგენად და სათანადო მკურნალობის დასანიშნად საჭიროა პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის სათანადო შესწავლა და საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევა.
მხოლოდ პერორალური გამოყენებისათვის. სხვა გზით შეყვანა დაუშვებელია.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორები.
ვინაიდან სქესობრივ აქტივობას თან ახლავს გარკვეული რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ერექციული დისფუნქციის მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა უნდა შეაფასოს პაციენტის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა.
სილდენაფილს აქვს ვაზოდილაციური მოქმედება, რომელიც ვლინდება არტერიული წნევის მსუბუქი და მოკლევადიანი დაქვეითებით (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). სილდენაფილის დანიშვნამდე ექიმმა სათანადოდ უნდა შეაფასოს, შეიძლება თუ არა ამ ეფექტმა უარყოფითად იმოქმედოს გარკვეული ძირითადი დაავადებების მქონე პაციენტებზე, განსაკუთრებით სექსუალურ აქტივობასთან ერთად.
ვაზოდილატორების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებს მიეკუთვნება მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქციის მქონე პაციენტები (მაგ., აორტის სტენოზი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია) ან მულტისისტემური ატროფიის იშვიათი სინდრომის მქონე პაციენტები, რომლებშიც ამ სინდრომის ერთ-ერთი გამოვლინებაა არტერიული წნევის რეგულირების მძიმე დარღვევა ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ.
სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
პოსტრეგისტრაციული პერიოდის განმავლობაში აღინიშნებოდა სერიოზული გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, მათ შორის, მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, უეცარი კარდიალური სიკვდილი, პარკუჭოვანი არითმია, ცერებროვასკულური სისხლდენა, გარდამავალი ცერებრული იშემიური შეტევა, არტერიული ჰიპერტენზია და არტერიული ჰიპოტენზია, რომლებიც განვითარდა სილდენაფილის გამოყენების დროს. ამ პაციენტების უმრავლესობას, მაგრამ არა ყველას, აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა რისკის ფაქტორები. ასეთი შემთხვევების უმეტესი ნაწილი დაფიქსირდა სქესობრივი აქტის დროს ან მისი დასრულებისთანავე, და მხოლოდ რამდენიმე მათგანი განვითარდა სილდენაფილის გამოყენების შემდეგ სექსუალური აქტივობის გარეშე. შეუძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა მსგავსი გვერდითი რეაქციების განვითარება რისკ ფაქტორებთან უშუალო კავშირში, თუ მათი განვითარება სხვა ფაქტორებით არის განპირობებული.
პრიაპიზმი
ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, მათ შორის სილდენაფილი, ფრთხილად უნდა დაინიშნოს სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაციის მქონე პაციენტებში (მაგ., ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან ისეთი მდგომარეობების დროს, რომლებიც განაპირობებს პრიაპიზმის განვითარებას (მაგ., ნამგლისებურ- უჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკემია). სილდენაფილის მარკეტინგული გამოყენების დროს დაფიქსირდა გახანგრძლივებული ერექციის და პრიაპიზმის დარღვევების შემთხვევები. თუ ერექცია 4 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას. დაუყოვნებლივი მკურნალობის გარეშე პრიაპიზმმა შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ასოს ქსოვილების დაზიანება და პოტენციის მუდმივი დაკარგვა.
მე-5 ტიპის ფოსფოდიესტერაზას სხვა ინჰიბიტორებთან ან ერექციული დისფუნქციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება
მე-5 ტიპის ფოსფოდიესტერაზას სხვა ინჰიბიტორებთან, სილდენაფილის შემცველი ფილტვის არტერიის ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებებთან (მაგ., პრეპარატი რევაციო) ან ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, რის გამოც ამ კომბინაციის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მხედველობაზე ზეგავლენა
მხედველობის დეფექტები და მხედველობის ნერვის არაარტერიიტული წინა იშემიური ნეიროპათიის შემთხვევები დაფიქსირდა სილდენაფილის და სხვა PDE5-ის ინჰიბიტორების გამოყენებისას (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“). იშვიათი მდგომარეობა - მხედველობის ნერვის არაარტერიიტული წინა იშემიური ნეიროპათია დაფიქსირდა სპონტანურად და სადამკვირებლო კვლევის დროს სილდენაფილისა და სხვა ფოსფოდიესტერაზა 5-ის ინჰიბიტორების გამოყენებისას (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები). პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ მხედველობის უეცარი დეფექტის წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა შეწყვიტოს სილდენაფილის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
რიტონავირთან ერთდროული გამოყენება
სილდენაფილისა და რიტონავირის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).
ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებთან ერთდროული გამოყენება
სილდენაფილი სიფრთხილით გამოიყენება ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებთან ერთად, რადგან ზოგიერთ შემთხვევებში მიდრეკილების მქონე პაციენტებში ამ კომბინაციამ შეიძლება სიმპტომური ჰიპოტენზია გამოიწვიოს (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო სასუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“). სიმპტომური ჰიპოტენზია, როგორც წესი, სილდენაფილის გამოყენებიდან 4 სთ-ში ვითარდება. პოსტურალური ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების მინიმალიზაციის მიზნით, პაციენტებში, რომლებშიც დანიშნულია ალფა- ადრენორეცეპტორების ბლოკატორები, მდგომარეობის სტაბილიზაცია უნდა მოხდეს ალფა- ადრენორეცეპტორების ბლოკატორებით სილდენაფილის გამოყენებამდე.
ასევე გასათვალისწინებელია საწყისი დოზის სახით 25 მგ-ის გამოყენების შესაძლებლობა (დოზატორის 2 აქტივაცია) (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“). გარდა ამისა, საჭიროა პაციენტების ინფორმირება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში.
ზეგავლენა სისხლდენაზე
ადამიანის თრომბოციტების in vitro კვლევების თანახმად, სილდენაფილი აძლიერებს ნატრიუმის ნიტროპრუსიდის ანტიაგრეგაციულ ეფექტს. არ არსებობს უსაფრთხოების მონაცემები სილდენაფილის გამოყენების შესახებ სისხლდენისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში ან კუჭის წყლულის გამწვავების დროს, რის გამოც ამ ჯგუფის პაციენტებში სილდენაფილი უნდა დაინიშნოს მხოლოდ სარგებელისა და რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.
ქალები
სილდენაფილი არ არის განკუთვნილი ქალებში გამოყენებისთვის.
ჭარბი დოზირება
კლინიკურ კვლევებში მოხალისეების მონაწილეობით ერთჯერადი დოზის სახით 800 მგ-მდე სილდენაფილის გამოყენებისას აღინიშნებოდა ისეთივე გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაფიქსირდა სილდენაფილის უფრო დაბალი დოზებით გამოყენებისას, მაგრამ უფრო ხშირად და უფრო მძიმე ფორმით. 200 მგ სილდენაფილის გამოყენებამ არ გამოიწვია ეფექტურობის გაზრდა, მაგრამ გაზარდა გვერდითი რეაქციების შემთხვევების რიცხვი (თავის ტკივილი, სახის სიწითლე, თავბრუხვევა, დისპეფსია, ცხვირის დაცობა, დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ).
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებლობისას გამოიყენება შემანარჩუნებელი თერაპია. ჰემოდიალიზის დროს სილდენაფილის კლირენსის დაჩქარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან იგი მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ ხდება შარდით მისი გამოყოფა.
გამოშვების ფორმა
30 მლ (60 დოზა) სუსპენზია მოთავსებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში ხრახნიანი ყელით, რომელიც აღჭურვილია პოლიპროპილენის დისპენსერით (მოცულობა 500 მკლ).
1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ- ჩანართთან) ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30 °C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
ვარგისობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 12 თვე.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან სამკურნალო საშუალების გამოყენების ან მასთან მუშაობის შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას
არ გამოიყენება.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
96.04 ლ | ||
|
98.78 ლ | ||
|
98.5 ლ | ||
|
98.81 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით