სოლფატამი - SOLFATAM
სოლფატამი - SOLFATAM

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინი D და ანალოგები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**სოლფატამი
**

სავაჭრო დასახელება

სოლფატამი, Solfatam.

საერთაშორისოარაპატენტირებულიდასახელება

ქოლეკალციფეროლი, Cholecalciferol.

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა

მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ცალ მხარეს გამყოფი ნაზოლით.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი 0,05 მგ (2000 სე-ის ეკვივალენტურია).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, ნატრიუმის ასკორბატი კრისტალური, საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, სილიციუმის დიოქსიდი, dl-ალფა-ტოკოფეროლი, საკვები სახამებელი მოდიფიცირებული.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი).

ათქ კოდი**:****__** A11CC05.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებები.

D ვიტამინი და მისი ანალოგები.

ფარმაკოლოგიური****თვისებები

ფარმაკოდინამიკა

D ვიტამინის ნორმა მოზრდილებში არის 5 მიკროგრამი, რაც დღე-ღამეში 200 სე-ს შეესაბამება. ჯანმრთელ მოზრდილებს შეუძლიათ D ვიტამინზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ენდოგენური სინთეზის გზით, საკმარისი რაოდენობის მზის სინათლის პირობებში.

საკვებიდან D ვიტამინის მიღებას მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გარკვეულ კრიტიკულ პირობებში (კლიმატი, ცხოვრების წესი) შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს. D ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია თევზის ღვიძლი და თევზის ქონი, თუმცა მას მცირე რაოდენობით შეიცავს აგრეთვე, ხორცი, კვერცხის გული, რძე, რძის პროდუქტები და ავოკადო.

D ვიტამინის დეფიციტის ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს, მაგალითად, დღენაკლულ ახალშობილებში, ჩვილებში, რომლებიც 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე კალციუმის დანამატების გარეშე, ან ბავშვებში, რომლებიც იმყოფებიან მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე. მოზრდილებში D ვიტამინის იშვიათი დეფიციტის მიზეზებს შორის საკვებთან ერთად შეიძლება იყოს მისი არასაკმარისი მიღება, ულტრაიისფერი გამოსხივების ნაკლებობა, შეწოვისა და საჭმლის მონელების დარღვევები, ღვიძლის ციროზი და თირკმლის უკმარისობა.

მოქმედების მექანიზმი

ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) სინთეზდება კანში ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით და გარდაიქმნება მის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმად (1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი) ჰიდროქსილირების ორი ეტაპის გავლით: ჯერ ღვიძლში (პოზიცია 25) და შემდეგ თირკმელებში (პოზიცია 1). პარათირეოიდულ ჰორმონთან და კალციტონინთან ერთად 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის და ფოსფატის ბალანსის რეგულაციაში. ბიოლოგიურად აქტიური ფორმით ვიტამინი D3 ასტიმულირებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში, კალციუმის შეღწევას ოსტეოიდში და კალციუმის გამოთავისუფლებას ძვლოვანი ქსოვილიდან. D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში არ ხდება ჩონჩხის კალციფიკაცია (რაც იწვევს რაქიტის განვითარებას) ან ხდება ძვლების დეკალციფიკაცია (რაც იწვევს ოსტეომალაციის განვითარებას).

ვიტამინი D3 მისი წარმოქმნის, ფიზიოლოგიური რეგულაციისა და მოქმედების მექანიზმის თვალსაზრისით, შეიძლება მივიჩნიოთ სტეროიდული ჰორმონის წინამორბედად. კანში ფიზიოლოგიური წარმოქმნის გარდა, ქოლეკალციფეროლი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს საკვებთან ერთად ან სამკურნალო საშუალების სახით. ამ უკანასკნელს შეუძლია გამოიწვიოს ჭარბი დოზირება და ინტოქსიკაცია, ვინაიდან ამ დროს კანში არ ხდება D ვიტამინის სინთეზის ინჰიბირება.

ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) გამომუშავდება მცენარეების მიერ. ქოლეკალციფეროლის მსგავსად, ადამიანის ორგანიზმში ის მეტაბოლურად აქტიურდება. ხარისხობრივად და რაოდენობრივად მათ ერთნაირი ეფექტები აქვს.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

D ვიტამინი იმ რაოდენობით, რომელიც საკვებ პროდუქტებშია, თითქმის მთლიანად შეიწოვება. უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში, შეიწოვება D3 ვიტამინის დაახლოებით 2/3. კანში ვიტამინი D სინთეზდება 7-დეჰიდროქოლესტერინიდან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით.

განაწილება და მეტაბოლიზმი

ვიტამინი D სპეციალური სატრანსპორტო ცილის მეშვეობით აღწევს ღვიძლში, სადაც იგი მეტაბოლიზდება 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლამდე მიკროსომური ჰიდროქსილაზას საშუალებით.

ვიტამინი D ცხიმოვან ქსოვილში გროვდება და, შესაბამისად, აქვს ბიოლოგიური ნახევარდაშლის ხანგრძლივი პერიოდი. D ვიტამინის მაღალი დოზების მიღების შემდეგ 25-ჰიდროქსივიტამინ D-ის (25-(OH)D) კონცენტრაცია შრატში შეიძლება გაიზარდოს რამდენიმე თვის განმავლობაში. ჭარბი დოზირებით გამოწვეული ჰიპერკალციემია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

გამოყოფა

D ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად ნაღველთან და განავალთან ერთად გამოიყოფა.

გამოყენების ჩვენებები

– D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში;

– ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი

1 ტაბლეტი შეიცავს 2000 სე (0,05 მგ) D ვიტამინს.

დოზირების რეჟიმი განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად D ვიტამინის დეფიციტის გამოხატულების, პაციენტის ასაკისა და სხეულის მასის, D ვიტამინის სხვა წყაროების (საკვები, ინსოლაცია) და D ვიტამინის მეტაბოლიზმზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების მიღების გათვალისწინებით.

ყოველდღიურად D ვიტამინის 1000 სე-ზე მეტი დოზით მიღებისას ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის შრატში კალციუმის დონის მონიტორინგი.

მიღების წესი

პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტები მიიღება საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

საჭიროებისას, ტაბლეტი (1000 სე-ის გამოყენების შემთხვევაში – შესაბამისად, ნახევარი ტაბლეტი) უნდა გაიხსნას 5-10 მლ წყალში ჩაის კოვზზე ან მცირე ზომის გამჭვირვალე კონტეინერში (მაგალითად, მცირე ზომის ჭიქაში). ტაბლეტის გახსნას ესაჭიროება დრო (არანაკლებ 2 წუთისა). მორევა აჩქარებს ტაბლეტის გახსნას.

D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში

ჩვეულებრივ საპროფილაქტიკო დოზის სახით რეკომენდებულია D ვიტამინის 500-1000 სე დღე-ღამეში.

ჩვეულებრივ სამკურნალო დოზის სახით რეკომენდებულია D ვიტამინის 5000-6000 სე დღე- ღამეში.

სამკურნალო დოზის მიღების ხანგრძლივობა და საპროფილაქტიკო დოზაზე გადასვლა განისაზღვრება სისხლის შრატში 25-(OH)D-ის კონცენტრაციის კონტროლით.

ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია მოზრდილებში

D ვიტამინის 1000 სე (0, 025 მგ) დღე-ღამეში.

უკუჩვენებები

– ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

– ჰიპერკალციემია და/ან ჰიპერკალციურია;

– 5 წლამდე ასაკი.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირე უცნობია, ვინაიდან სიხშირის შესაფასებლად მნიშვნელოვანი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

ნივთიერებათა ცვლისა** და**** კვების**** მხრივ**

ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

კუჭ** -ნაწლავის ტრაქტის მხრივ**

ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი.

კანის** და**** კანქვეშა**** ქსოვილების მხრივ**

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია D ვიტამინის დამატებითი მიღების (D ვიტამინის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება) გათვალისწინება. D ვიტამინთან ან კალციუმთან კომბინირებული თერაპია უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სისხლის შრატში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგით.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია კალციუმ-ფოსფორის ბალანსზე ზეგავლენის კონტროლი.

სოლფატამი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ თირკმელებში კალციუმის შემცველი კენჭების წარმოქმნის ტენდენცია.

კალციუმისა და ფოსფატების დარღვეული თირკმლისმიერი ექსკრეციის მქონე პაციენტებში, ბენზოდიაზეპინების წარმოებულებით მკურნალობისას და იმობილიზებულ პაციენტებში (ჰიპერკალციემიის და/ან ჰიპერკალციურიის რისკის გამო) სოლფატამი გამოიყენება სიფრთხილით. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია კალციუმის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში და შარდში.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს სარკოიდოზის მქონე პაციენტებში D ვიტამინის აქტიურ ფორმად გარდაქმნის სიჩქარის შესაძლო ზრდის გამო. ასეთ პაციენტებში საჭიროა შრატში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი.

სოლფატამი არ გამოიყენება ფსევდოჰიპოპარათირეოზის დროს (D ვიტამინის მიმართ ნორმალური მგრძნობელობის პერიოდში მისი საჭიროება შეიძლება შემცირდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაგვიანებული ჭარბი დოზირება). ამ შემთხვევაში თერაპიის უფრო ზუსტი კონტროლის უზრუნველსაყოფად გამოიყენება D ვიტამინის წარმოებულები.

პრეპარატი შეიცავს საქაროზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული დარღვევებით, როგორიც არის ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქარაზა- იზომალტაზას დეფიციტი, პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

სადღეღამისო დოზის სახით 1000 სე-ზე მეტი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა კალციუმის და კრეატინინის დონის მონიტორინგი (თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი) სისხლის შრატში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თანმხლებ თერაპიას საგულე გლიკოზიდებით ან შარდმდენებით. ჰიპერკალციურიის (შარდში კალციუმის შემცველობა შეადგენს 300 მგ-ზე (7,5 მმოლ) მეტს დღე-ღამეში) ან თირკმლის უკმარისობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა შეწყდეს.

ბავშვები და მოზარდები

თავიდან უნდა იქნას აცილებული D ვიტამინის შემცველი სხვა პრეპარატების თანმხლები გამოყენება. D ვიტამინის ძალიან მაღალი დოზებით მკურნალობა (მაგ., წყვეტილი პულს- თერაპია) არ უნდა ჩატარდეს სისხლის შრატში 25-(OH)D-ის კონცენტრაციის წინასწარი შემოწმების გარეშე. შემდგომში საჭიროა შრატში 25-(OH)D-ის კონცენტრაციისა და კალციუმის დონის კონტროლი.

ზეგავლენაავტოტრანსპორტის მართვისადა****მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინი D ორგანიზმსადეკვატური რაოდენობით უნდა მიეწოდოს.

ორსულობა

სადღეღამისო დოზები 500 მგ _-_ზე მეტი

ორსულობის დროს სოლფატამის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით და მხოლოდ იმ დოზით, რომელიც აუცილებელია დეფიციტის კორექციისათვის. თავიდან უნდა იქნეს აცილებული D ვიტამინით ხანგრძლივი ჭარბი დოზირება ჰიპერკალციემიის შესაძლო განვითარების გამო, რაც იწვევს ნაყოფის ფიზიკური და გონებრივი განვითარების მანკებს, აორტის სტენოზს და რეტინოპათიას ბავშვებში.

ძუძუთი კვება

D ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში.

ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის.

ფერტილობა

რეპროდუქციულ ფუნქციასა და ფერტილობაზე ქოლეკალციფეროლის ზეგავლენის შემსწავლელ კვლევებში რაიმე ეფექტი არ გამოვლენილა. ადამიანებში პოტენციური სარგებლის რისკთან თანაფარდობა უცნობია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ფენიტოინი** და**** ბარბიტურატები**

პლაზმაში 25-(OH)D-ის კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს და მეტაბოლიზმი გაძლიერდეს არააქტიურ მეტაბოლიტებამდე.

თიაზიდური** შარდმდენები**

შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპერკალციემია თირკმელებით კალციუმის გამოყოფის შემცირების ხარჯზე. ამიტომ, ხანგრძლივი თერაპიის დროს საჭიროა კალციუმის დონის კონტროლი პლაზმასა და შარდში.

გლუკოკორტიკოიდები

ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს D ვიტამინის ეფექტურობა.

სათითურას** გლიკოზიდები**** (საგულე გლიკოზიდები )**

D ვიტამინის პერორალურმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობის (არითმიების განვითარება) რისკი. სამედიცინო მეთვალყურეობა უნდა ჩატარდეს შრატში კალციუმის დონის და ეკგ-ის რეგულარული მონიტორინგით, საჭიროების შემთხვევაში – პლაზმაში დიგოქსინის ან დიგიტოქსინის დონის მონიტორინგი.

D** ვიტამინის**** მეტაბოლიტები**** ან**** ანალოგები**** (მაგ .,კალციტრიოლი )**

ერთდროული მიღება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალციუმის დონის კონტროლი.

რიფამპიცინი** და**** იზონიაზიდი**

D ვიტამინის მეტაბოლიზმი შესაძლოა გაძლიერდეს, ხოლო მისი ეფექტურობა შემცირდეს.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ქოლეკალციფეროლის მწვავე ან ქრონიკულმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, რაც შესაძლოა გახდეს მყარი და სიცოცხლისათვის საშიში.

სიმპტომები შეიძლება იყოს არასახასიათო და გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევის, წყურვილის შეგრძნების, გაუწყლოების, ადინამიის და ცნობიერების დარღვევის სახით. გარდა ამისა, ქრონიკულმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებსა და ქსოვილებში.

500 სე-ზე მაღალი სადღეღამისო დოზები

ერგოკალციფეროლს (ვიტამინი D2) და ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) შედარებით დაბალი თერაპიული ინდექსი აქვს. D ვიტამინით ინტოქსიკაციის ზღურბლი არის 40,000-100,000 სე დღე-ღამეში 1-2 თვის განმავლობაში მოზრდილებში პარათირეოიდული ჯირკვლის ნორმალური ფუნქციით. ამიტომ სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ჭარბი დოზირება იწვევს ფოსფორის დონის მატებას სისხლის შრატსა და შარდში, აგრეთვე ჰიპერკალციემიის სინდრომს ქსოვილებში, შემდგომში კალციუმის ჩალაგებით, განსაკუთრებით თირკმელებსა (ნეფროლითიაზი, ნეფროკალცინოზი) და სისხლძარღვებში.

ინტოქსიკაციის სიმპტომები არასპეციფიკურია და მოიცავს გულისრევას, ღებინებას, საწყის სტადიაზე ფაღარათს, მოგვიანებით - ყაბზობას, უმადობას, დაღლილობას, თავის ტკივილს, მიალგიას, ართრალგიას, კუნთების სისუსტეს, მუდმივ ძილიანობას, აზოტემიას, პოლიდიფსიას, პოლიურიასა და ტერმინალურ სტადიაზე – დეჰიდრატაციას. დამახასიათებელი ბიოქიმიური ცვლილებები მოიცავს ჰიპერკალციემიას, ჰიპერკალციურიას და სისხლის შრატში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის კონცენტრაციის მატებას.

მკურნალობა

500 სე-ზე მაღალი სადღეღამისო დოზები

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მიღებულ უნდა იქნას ზომები, ხშირ შემთხვევაში, ქრონიკული და პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალციემიის აღმოსაფხვრელად.

პირველ რიგში უნდა შეწყდეს D ვიტამინის მიღება. პრეპარატის ჭარბი დოზირებით გამოწვეული ჰიპერკალციემიის აღმოსაფხვრელად საჭიროა რამდენიმე კვირა.

ჰიპერკალციემიის ხარისხის გათვალისწინებით მკურნალობის ზომები მოიცავს დიეტას კალციუმის დაბალი ან ნულოვანი შემცველობით, დიდი რაოდენობით სითხის მიღებას, ფორსირებულ დიურეზს ფუროსემიდის გამოყენებით, აგრეთვე გლუკოკორტიკოიდებისა და კალციტონინის დანიშვნას.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს კალციუმის დონის შემცირება შესაძლებელია ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინფუზიით (3-6 ლ 24 საათის განმავლობაში) ფუროსემიდის და, ზოგიერთ შემთხვევაში, ნატრიუმის ედეტატის დამატებით, დოზით 15 მგ/კგ/სთ, შრატში კალციუმის დონის და ეკგ-ის მუდმივი მონიტორინგის თანხლებით. ოლიგოანურიის დროს აუცილებელია ჰემოდიალიზი (დიალიზატი კალციუმის გარეშე).

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია პაციენტებმა ყურადღება მიაქციონ შესაძლო ჭარბი დოზირების სიმპტომებს (გულისრევა, ღებინება, ასევე თავდაპირველად ფაღარათი, მოგვიანებით - ყაბზობა, ანორექსია, სისუსტე, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, კუნთების სისუსტე, ძილიანობა, აზოტემია, პოლიდიფსია და პოლიურია).

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

60 ტაბლეტი პლასტმასის ფლაკონში ხრახნიანი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. N50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN.VE TİC.А.Ş.”, TURKEY

(15 TemmuzMah.Cami Yolu Cad. No: 50 GüneşliBağcılar / İstanbul).

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

სოლფატამი

**
**

სავაჭრო დასახელება

სოლფატამი, Solfatam

საერთაშორისო** არაპატენტირებული**** დასახელება**

ქოლეკალციფეროლი, Cholecalciferol

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა : მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ცალ მხარეს გამყოფი ნაზოლით.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი 0,05 მგ (2000 სე-ის ეკვივალენტურია).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, ნატრიუმის ასკორბატი კრისტალური, საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, სილიციუმის დიოქსიდი, dl-ალფა-ტოკოფეროლი, საკვები სახამებელი მოდიფიცირებული.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი ® Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებები.

D ვიტამინი და მისი ანალოგები.

ფარმაკოლოგიური** თვისებები**

ფარმაკოდინამიკა

D ვიტამინის ნორმა მოზრდილებში არის 5 მიკროგრამი, რაც დღე-ღამეში 200 სე-ს შეესაბამება. ჯანმრთელ მოზრდილებს შეუძლიათ D ვიტამინზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ენდოგენური სინთეზის გზით, საკმარისი რაოდენობის მზის სინათლის პირობებში. საკვებიდან D ვიტამინის მიღებას მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს გარკვეულ კრიტიკულ პირობებში (კლიმატი, ცხოვრების წესი). D ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია თევზის ღვიძლისა და თევზის ქონი, თუმცა მცირე რაოდენობით მას, აგრეთვე, ხორცი, კვერცხის გული, რძე, რძის პროდუქტები და ავოკადო შეიცავს.

D ვიტამინის დეფიციტის ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს, მაგალითად, დღენაკლულ ახალშობილებში, ჩვილებში, რომლებიც 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე კალციუმის დანამატების გარეშე, ან ბავშვებში, რომლებიც იმყოფებიან მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე. მოზრდილებში D ვიტამინის იშვიათი დეფიციტის მიზეზებს შორის შეიძლება იყოს საკვებთან ერთად მისი არასაკმარისი მიღება, ულტრაიისფერი გამოსხივების ნაკლებობა, შეწოვისა და საჭმლის მონელების დარღვევები, ღვიძლის ციროზი და თირკმლის უკმარისობა.

მოქმედების მექანიზმი

ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) სინთეზირდება კანში ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით და გარდაიქმნება მის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმად (1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი) ჰიდროქსილირების ორი ეტაპის გავლით: ჯერ ღვიძლში (პოზიცია 25) და შემდეგ თირკმელებში (პოზიცია 1). პარათირეოიდულ ჰორმონთან და კალციტონინთან ერთად 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის და ფოსფატის ბალანსის რეგულაციაში. ბიოლოგიურად აქტიური ფორმით ვიტამინი D 3 ასტიმულირებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში, კალციუმის შეღწევას ოსტეოიდში და კალციუმის გამოთავისუფლებას ძვლოვანი ქსოვილიდან. D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში არ ხდება ჩონჩხის კალციფიკაცია (რაც იწვევს რაქიტის განვითარებას) ან ხდება ძვლების დეკალციფიკაცია (რაც იწვევს ოსტეომალაციის განვითარებას).

ეგრეთ წოდებული ვიტამინი D 3 მისი წარმოქმნის, ფიზიოლოგიური რეგულაციისა და მოქმედების მექანიზმის თვალსაზრისით შეიძლება მივიჩნიოთ სტეროიდული ჰორმონის წინამორბედად. გარდა კანში ფიზიოლოგიური წარმოქმნისა, ქოლეკალციფეროლი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს საკვებთან ერთად ან სამკურნალო საშუალების სახით. ამ უკანასკნელს შეუძლია გამოიწვიოს ჭარბი დოზირება და ინტოქსიკაცია, ვინაიდან ამ დროს კანში არ ხდება D ვიტამინის სინთეზის ინჰიბირება. ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) გამომუშავდება მცენარეების მიერ. ქოლეკალციფეროლის მსგავსად, ის მეტაბოლურად ადამიანის ორგანიზმში აქტიურდება. ხარისხობრივად და რაოდენობრივად მათ ერთნაირი ეფექტები აქვს.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

D ვიტამინი იმ რაოდენობით, რომელიც საკვებ პროდუქტებშია, თითქმის მთლიანად შეიწოვება. უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში, შეიწოვება D 3 ვიტამინის დაახლოებით 2/3. კანში ვიტამინი D სინთეზირდება 7-დეჰიდროქოლესტერინიდან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით.

განაწილება და მეტაბოლიზმი

ვიტამინი D სპეციალური სატრანსპორტო ცილის მეშვეობით აღწევს ღვიძლში, სადაც იგი მეტაბოლიზდება 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლამდე მიკროსომური ჰიდროქსილაზას საშუალებით.

ვიტამინი D ცხიმოვან ქსოვილში გროვდება და, შესაბამისად, აქვს ბიოლოგიური ნახევარდაშლის ხანგრძლივი პერიოდი. D ვიტამინის მაღალი დოზების მიღების შემდეგ 25-ჰიდროქსივიტამინ D-ის (25-(OH)D) კონცენტრაცია შრატში შეიძლება გაიზარდოს რამდენიმე თვის განმავლობაში. ჭარბი დოზირებით გამოწვეული ჰიპერკალციემია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

გამოყოფა

D ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად ნაღველთან და განავალთან ერთად გამოიყოფა.

გამოყენების ჩვენებები

- D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში;

- ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი

1 ტაბლეტი შეიცავს 2000 სე (0,05 მგ) D ვიტამინს.

დოზირების რეჟიმი განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად D ვიტამინის დეფიციტის გამოხატულების, პაციენტის ასაკისა და სხეულის მასის, D ვიტამინის სხვა წყაროების (საკვები, ინსოლაცია) და D ვიტამინის მეტაბოლიზმზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების მიღების გათვალისწინებით.

ყოველდღიურად D ვიტამინის 1000 სე-ზე მეტი დოზით მიღებისას ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის შრატში კალციუმის დონის მონიტორინგი.

მიღების წესი

პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტები მიიღება საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

საჭიროებისას, ტაბლეტი (1000 სე-ის გამოყენების შემთხვევაში - შესაბამისად, ნახევარი ტაბლეტი) უნდა გაიხსნას 5-10 მლ წყალში ჩაის კოვზზე ან მცირე ზომის გამჭვირვალე კონტეინერში (მაგალითად, მცირე ზომის ჭიქაში). ტაბლეტის გახსნას ესაჭიროება დრო (არანაკლებ 2 წუთისა). მორევა აჩქარებს ტაბლეტის გახსნას.

D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში

ჩვეულებრივ საპროფილაქტიკო დოზის სახით რეკომენდებულია D ვიტამინის 500-1000 სე დღე-ღამეში.

ჩვეულებრივ სამკურნალო დოზის სახით რეკომენდებულია D ვიტამინის 5000-6000 სე დღე- ღამეში.

სამკურნალო დოზის მიღების ხანგრძლივობა და საპროფილაქტიკო დოზაზე გადასვლა განისაზღვრება სისხლის შრატში 25-(OH)D-ის კონცენტრაციის კონტროლით.

ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია მოზრდილებში - D ვიტამინის 1000 სე (0, 025 მგ) დღე-ღამეში.

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- ჰიპერკალციემია და/ან ჰიპერკალციურია.

- 5 წლამდე ასაკი.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირე უცნობია, ვინაიდან სიხშირის შესაფასებლად მნიშვნელოვანი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ : ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

კუჭ _-_ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ : ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია D ვიტამინის დამატებითი მიღების (D ვიტამინის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება) გათვალისწინება. D ვიტამინთან ან კალციუმთან კომბინირებული თერაპია უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სისხლის შრატში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგით.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია კალციუმ-ფოსფორის ბალანსზე ზეგავლენის კონტროლი.

სოლფატამი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ თირკმელებში კალციუმის შემცველი კენჭების წარმოქმნის ტენდენცია.

პაციენტებში კალციუმისა და ფოსფატების დარღვეული თირკმლისმიერი ექსკრეციით ბენზოდიაზეპინების წარმოებულებით მკურნალობისას და იმობილიზებულ პაციენტებში (ჰიპერკალციემიის და/ან ჰიპერკალციურიის რისკის გამო) სოლფატამი გამოიყენება სიფრთხილით. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია კალციუმის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში და შარდში.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს სარკოიდოზის მქონე პაციენტებში D ვიტამინის აქტიურ ფორმად გარდაქმნის სიჩქარის შესაძლო ზრდის გამო. ასეთ პაციენტებში საჭიროა შრატში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი.

სოლფატამი არ გამოიყენება ფსევდოჰიპოპარათირეოზის დროს (D ვიტამინის მიმართ ნორმალური მგრძნობელობის პერიოდში მისი საჭიროება შეიძლება შემცირდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაგვიანებული ჭარბი დოზირება). ამ შემთხვევაში გამოიყენება D ვიტამინის წარმოებულები თერაპიის უფრო ზუსტი კონტროლის უზრუნველსაყოფად.

პრეპარატი შეიცავს საქაროზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული დარღვევებით, როგორიც არის ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქარაზა- იზომალტაზას დეფიციტი, პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

სადღეღამისო დოზის სახით 1000 სე-ზე მეტის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა კალციუმის და კრეატინინის დონის მონიტორინგი (თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი) სისხლის შრატში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თანმხლებ თერაპიას საგულე გლიკოზიდებით ან შარდმდენებით. ჰიპერკალციურიის (შარდში კალციუმის შემცველობა შეადგენს 300 მგ-ზე (7,5 მმოლ) მეტს დღე-ღამეში) ან თირკმლის უკმარისობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა შეწყდეს.

ბავშვები და მოზარდები

თავიდან უნდა იქნას აცილებული D ვიტამინის შემცველი სხვა პრეპარატების თანმხლები გამოყენება. D ვიტამინის ძალიან მაღალი დოზებით მკურნალობა (მაგ., წყვეტილი პულს- თერაპია) არ უნდა ჩატარდეს სისხლის შრატში 25-(OH)D-ის კონცენტრაციის წინასწარი შემოწმების გარეშე. შემდგომში საჭიროა შრატში 25-(OH)D-ის კონცენტრაციისა და კალციუმის დონის კონტროლი.

ზეგავლენა** ავტოტრანსპორტის მართვისა**** და** მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინი D ორგანიზმსადეკვატური რაოდენობით უნდა მიეწოდოს.

ორსულობა

სადღეღამისო დოზები 500 მგ _-_ზე მეტი

ორსულობის დროს სოლფატამის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით და მხოლოდ იმ დოზით, რომელიც აუცილებელია დეფიციტის კორექციისათვის. თავიდან უნდა იქნეს აცილებული D ვიტამინით ხანგრძლივი ჭარბი დოზირება ჰიპერკალციემიის შესაძლო განვითარების გამო, რაც იწვევს ნაყოფის ფიზიკური და გონებრივი განვითარების მანკებს, აორტის სტენოზს და რეტინოპათიას ბავშვებში.

ძუძუთი კვება

D ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში.

ძუძუთა ახალშობილებში ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის.

ფერტილობა

რეპროდუქციულ ფუნქციასა და ფერტილობაზე ქოლეკალციფეროლის ზეგავლენის შემსწავლელ კვლევებში რაიმე ეფექტი არ გამოვლენილა. ადამიანებში პოტენციური სარგებლის თანაფარდობა რისკთან უცნობია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ფენიტოინი და ბარბიტურატები : პლაზმაში 25-(OH)D-ის კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს და არააქტიურ მეტაბოლიტებამდე მეტაბოლიზმი გაძლიერდეს.

თიაზიდური შარდმდენები: შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპერკალციემია თირკმელებით კალციუმის გამოყოფის შემცირების ხარჯზე. ამიტომ, ხანგრძლივი თერაპიის დროს საჭიროა კალციუმის დონის კონტროლი პლაზმასა და შარდში.

გლუკოკორტიკოიდები : ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს D ვიტამინის ეფექტურობა.

სათითურას გლიკოზიდები _(_საგულე გლიკოზიდები ): D ვიტამინის პერორალურმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობის (არითმიების განვითარება) რისკი. სამედიცინო მეთვალყურეობა უნდა ჩატარდეს შრატში კალციუმის დონის და ეკგ-ის რეგულარული მონიტორინგით, საჭიროების შემთხვევაში - პლაზმაში დიგოქსინის ან დიგიტოქსინის დონის.

D ვიტამინის მეტაბოლიტები ან ანალოგები _(_მაგ _.,_კალციტრიოლი ): ერთდროული მიღება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალციუმის დონის კონტროლი.

რიფამპიცინი და იზონიაზიდი : D ვიტამინის მეტაბოლიზმი შესაძლოა გაძლიერდეს, ხოლო მისი ეფექტურობა შემცირდეს.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ქოლეკალციფეროლის ჭარბმა დოზირებამ, მწვავემ ან ქრონიკულმა, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, რაც შესაძლოა გახდეს მყარი და სიცოცხლისათვის საშიში.

სიმპტომები შეიძლება იყოს არასახასიათო და გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევის, წყურვილის შეგრძნების, გაუწყლოების, ადინამიის და ცნობიერების დარღვევის სახით. გარდა ამისა, ქრონიკულმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებსა და ქსოვილებში.

სადღეღამისო დოზები 500 სე-ზე მეტი

ერგოკალციფეროლს (ვიტამინი D2) და ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) შედარებით დაბალი თერაპიული ინდექსი აქვს. D ვიტამინით ინტოქსიკაციის ზღურბლი არის 40,000-100,000 სე დღე-ღამეში 1-2 თვის განმავლობაში მოზრდილებში პარათირეოიდული ჯირკვლის ნორმალური ფუნქციით. ამიტომ, პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე.

ჭარბი დოზირება იწვევს ფოსფორის დონის მატებას სისხლის შრატსა და შარდში, აგრეთვე ჰიპერკალციემიის სინდრომს ქსოვილებში შემდგომში კალციუმის ჩალაგებით, განსაკუთრებით თირკმელებსა (ნეფროლითიაზი, ნეფროკალცინოზი) და სისხლძარღვებში.

ინტოქსიკაციის სიმპტომები არასპეციფიკურია და მოიცავს გულისრევას, ღებინებას, საწყის სტადიაზე ფაღარათს, მოგვიანებით - ყაბზობას, უმადობას, დაღლილობას, თავის ტკივილს, მიალგიას, ართრალგიას, კუნთების სისუსტეს, მუდმივ ძილიანობას, აზოტემიას, პოლიდიფსიას, პოლიურიასა და ტერმინალურ სტადიაზე - დეჰიდრატაციას. დამახასიათებელი ბიოქიმიური ცვლილებები მოიცავს ჰიპერკალციემიას, ჰიპერკალციურიას და სისხლის შრატში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის კონცენტრაციის მატებას.

მკურნალობა

სადღეღამისო დოზები 500 სე-ზე მეტი

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მიღებულ უნდა იქნას ზომები, ხშირ შემთხვევაში, ქრონიკული და პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალციემიის აღმოსაფხვრელად.

პირველ რიგში უნდა შეწყდეს D ვიტამინის მიღება. პრეპარატის ჭარბი დოზირებით გამოწვეული ჰიპერკალციემიის აღმოსაფხვრელად საჭიროა რამდენიმე კვირა.

ჰიპერკალციემიის ხარისხის გათვალისწინებით მკურნალობის ზომები მოიცავს დიეტას კალციუმის დაბალი ან ნულოვანი შემცველობით, დიდი რაოდენობით სითხის მიღებას, ფორსირებულ დიურეზს ფუროსემიდის გამოყენებით, აგრეთვე გლუკოკორტიკოიდებისა და კალციტონინის დანიშვნას.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს კალციუმის დონის შემცირება შესაძლებელია ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინფუზიით (3-6 ლ 24 საათის განმავლობაში) ფუროსემიდის და, ზოგიერთ შემთხვევაში, ნატრიუმის ედეტატის დამატებით დოზით 15 მგ/კგ/სთ, შრატში კალციუმის დონის და ეკგ-ის მუდმივი მონიტორინგის თანხლებით. ოლიგოანურიის დროს აუცილებელია ჰემოდიალიზი (დიალიზატი კალციუმის გარეშე).

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია პაციენტებმა ყურადღება მიაქციონ შესაძლო ჭარბი დოზირების სიმპტომებს (გულისრევა, ღებინება, ასევე თავდაპირველად ფაღარათი, მოგვიანებით - ყაბზობა, ანორექსია, სისუსტე, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, კუნთების სისუსტე, ძილიანობა, აზოტემია, პოლიდიფსია და პოლიურია).

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

60 ტაბლეტი პლასტმასის ფლაკონში ხრახნიანი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ****

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.