ვიტაგამა - Vitagamma
ვიტაგამა - Vitagamma

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინი D და ანალოგები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. არის ვიტამინი, რომელიც შედგება 2.000 საერთაშორისო ერთეული (ქოლეკალციფეროლი) D3 ვიტამინისგან.

D ვიტამინი - რომელსაც აგრეთვე უწოდებენ „მზის ვიტამინს“ - არის ვიტამინი, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების დახმარებით წარმოიქმნება კანში,შედის ადამიანის ორგანიზმში სხეულის ზედაპირიდან და ღვიძლსა და თირკმელებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმაში (1,25 - დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი). გარდა ამისა D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვები დანამატის სახით. საუკეთესო საშუალებაა ამისთვის ცხიმიანი ქაშაყი, სკუმბრია, ცილა, ღვიძლი და აგრეთვე სოკო.

როდის უნდა მივიღოთ ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. NEM?

D ვიტამინი მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ვუზრუნველყოთ ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინით. ვიტაგამას მიღება რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ბუნებრივი გზით D ვიტამინის მიღება, მაგ.: გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებთ მზის სხივებს და შესაბამის საკვებს.
ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. NEM მოხმარების წესი

იმისათვის, რომ ხანგრძლივი ვადით ვუზრუნველყოთ ორგანიზმი D ვიტამინით, რეკომენდირებულია მივიღოთ ის რეგულარულად, წელიწადის დროისა და მზის აბაზანების მიუხედავად. რადგან D ვიტამინი როგორც ცხიმში ხსნადი ვიტამინი, ცხიმოვან ქსოვილში ინახება, არ არის აუცილებელი მისი ყოველდღიური მიღება.

ვიტაგამა D3 2000 ს.ე. 1 ტაბლეტში შეიცავს 50სგ (2000 ს.ე.) D3 ვიტამინს.

ყოველ მეორე დღეს ვიტაგამა D3 2000 ს.ე.-ს თითო ტაბლეტის მიღება უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს D ვიტამინით ხანგრძლივი დროით.

ტაბლეტი მიიღეთ სითხესთან ერთად ჭამის დროს, გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ.

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენიშვნა:

არ მიიღოთ ჭარბი დოზა. არ მიიღოთ საკვები დანამატი როგორც საკვების შემცვლელი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ პრეპარატი მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25C.

ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. არის ვიტამინი, რომელიც შედგება 2.000 საერთაშორისო ერთეული (ქოლეკალციფეროლი) D3 ვიტამინისგან.

D ვიტამინი - რომელსაც აგრეთვე უწოდებენ „მზის ვიტამინს“ - არის ვიტამინი, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების დახმარებით წარმოიქმნება კანში,შედის ადამიანის ორგანიზმში სხეულის ზედაპირიდან და ღვიძლსა და თირკმელებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმაში (1,25 - დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი). გარდა ამისა D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვები დანამატის სახით. საუკეთესო საშუალებაა ამისთვის ცხიმიანი ქაშაყი, სკუმბრია, ცილა, ღვიძლი და აგრეთვე სოკო.

როდის უნდა მივიღოთ ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. NEM?

D ვიტამინი მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ვუზრუნველყოთ ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინით. ვიტაგამას მიღება რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ბუნებრივი გზით D ვიტამინის მიღება, მაგ.: გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებთ მზის სხივებს და შესაბამის საკვებს.
ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. NEM მოხმარების წესი

იმისათვის, რომ ხანგრძლივი ვადით ვუზრუნველყოთ ორგანიზმი D ვიტამინით, რეკომენდირებულია მივიღოთ ის რეგულარულად, წელიწადის დროისა და მზის აბაზანების მიუხედავად. რადგან D ვიტამინი როგორც ცხიმში ხსნადი ვიტამინი, ცხიმოვან ქსოვილში ინახება, არ არის აუცილებელი მისი ყოველდღიური მიღება.

ვიტაგამა D3 2000 ს.ე. 1 ტაბლეტში შეიცავს 50სგ (2000 ს.ე.) D3 ვიტამინს.

ყოველ მეორე დღეს ვიტაგამა D3 2000 ს.ე.-ს თითო ტაბლეტის მიღება უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს D ვიტამინით ხანგრძლივი დროით.

ტაბლეტი მიიღეთ სითხესთან ერთად ჭამის დროს, გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ.

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენიშვნა:

არ მიიღოთ ჭარბი დოზა. არ მიიღოთ საკვები დანამატი როგორც საკვების შემცვლელი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ პრეპარატი მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25C.

რას წარმოადგენს ვიტაგამა:

ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტები, არის D3 ვიტამინის შემცველი პრეპარატი.

**გამოიყენება:
** რაქიტის პროფილაქტიკისთვის
D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისთვის
ოსტეოპოროზის სამკურნალოდ
ახალშობილებში რაქიტის რისკის შესამცირებლად

**რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მიღების წინ?
**** ** არ უნდა მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ხართ ალერგიული ქოლეკალციფეროლის, სოიოს, მიწის თხილის ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი კომპონენტების მიმართ
- ჰიპერკალცემიის (სისხლში კალციუმის სიჭარბე) და/ან ჰიპერკალციურიის (შარდში კალციუმის სიჭარბე) დროს

მიღება არ არის რეკომენდირებული ფსევდო ჰიპოპარათირეოიდოზის დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომები

მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ მიდრეკილება თირკმელებში კალციუმის შემცველი ქვების წარმოშობის მიმართ
- პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმელებიდან კალციუმისა და ფოსფატის გამოყოფა, ბენზოთიადიაზინის დერივატით მკურნალობისას (პრეპარატი რომელიც ხელს უწყობს შარდის გამოყოფას). ასევე იმობილიზებულ პაციენტებში არსებობს ჰიპერკალცემიის (სისხლში კალციუმის სიჭარბე) და ჰიპერკალციურიის (შარდში კალციუმის სიჭარბე) რისკი. ასეთ პაციენტებში კალციუმის დონე შარდში და სისხლში უნდა გაკონტროლდეს
- სარკოიდოზის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში კალციუმის დონე შარდში და სისხლში უნდა გაკონტროლდეს

თუ დანიშნული გაქვთ D ვიტამინის შემცველი სხვა პრეპარატები, უნდა იქნას გათვალისწინებული ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტების დოზა. D ვიტამინის ან კალციუმის დამატებითი მიღება უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის ქვეშ. ასეთ შემთხვევებში უნდა გადამოწმდეს შარდში და სისხლში კალციუმის დონე.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტებს, უნდა გადამოწმდეს კალციუმის და ფოსფატის შემცველობა.

დღიური დოზა 500 ს.ე.-ზე მეტის შემთხვევაში:

ტაბლეტების ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში, რეგულარულად უნდა გადამოწმდეს შარდში და სისხლში კალციუმის დონე და თირკმელების ფუნქცია შრატის კრეატინინის გაზომვით. მსგავსი შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში და იმ პაციენტებში ვინც იღებს საგულე გლიკოზიდებს (გულის კუნთების ფუნქციის გასაუმჯობესებლად) და დიურეტიკს (შარდმდენი პრეპარატები). ჰიპერკალცემიის (სისხლში ჭარბი რაოდენობის კალციუმი) ან თირკმელების უკმარისობის დროს უნდა შემცირდეს დოზა ან შეწყდეს მკურნალობა. რეკომენდირებულია დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა, თუ შარდში კალციუმის დონე აღემატება 7.5 მმოლ/24სთ (300მგ/24სთ).

ვიტაგამა ვიტამინი **D****3 **1000 ს.ე. ტაბლეტების მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ/იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატებიც.

რომელი პრეპარატები აფერხებენ ვიტაგამა ვიტამინი **D****3 **1000 ს.ე. **ტაბლეტების **მოქმედებას?

ფენიტოინი (ეპილეფსიის, უძილობის სამკურნალო პრეპარატი, გამოიყენება აგრეთვე ნარკოზის დროს) აფერხებს D ვიტამინის მოქმედებას.

თიაზიდი-დიურეტიკი (შარდმდენი პრეპარატი) - შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების მეშვეობით კალციუმის გამოყოფის შემცირება, რაც თავის მხრივ იწვევს ჰიპერკალცემიას (სისხლში ჭარბი კალციუმი). ხანგრძლივი მკურნალობის დროს უნდა გაკონტროლდეს სისხლში და შარდში კალციუმის დონე.

გლუკოკორტიკოიდების(სტეროიდული ჰორმონი) პარალელურმა მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს D ვიტამინის მოქმედება.

როგორ მოქმედებენ ვიტაგამას ვიტამინი **D****3 **1000 ს.ე. **ტაბლეტები **სხვა პრეპარატებზე?

საგულე გლიკოზიდებთან (გულის კუნთების ფუნქციის გასაუმჯობესებლად) ერთად D ვიტამინის პარალელურად მიღებამ ** ** შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კალციუმის მომატება (წარმოიქმნება გულის რითმის დარღვევის რისკი). უნდა გაკონტროლდეს პაციენტების ეკგ და სისხლში და შარდში კალციუმის დონე.

ორსულობა და ლაქტაცია

ლაქტაციის ან ორსულობის პერიოდში ან თუ გეგმავთ ორსულობას ან ხართ ორსულად ან ვარაუდობთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

დღიური დოზა 500ს.ე.-ზე ნაკლების შემთხვევაში:

აქამდე არ არის ცნობილი რისკები აღნიშნულ დოზებზე.

D ვიტამინის ხანგრძლივი ზედოზირება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში, რადგან ის იწვევს ჰიპერკალცემიას (ჭარბი კალციუმი სისხლში), რაც თავის მხრივ ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ, აგრეთვე თვალის და გულის თანდაყოლილ დაავადებებს იწვევს.

დღიური დოზა 500ს.ე.-ზე მეტის შემთხვევაში:

ორსულობის პერიოდში ვიტაგამა ვიტამინი **D****3 **1000 ს.ე. **ტაბლეტების **მიღება უნდა მოხდეს მკაცრი ჩვენების ქვეშ და იმ დოზებით, რაც აუცილებელია მკურნალობისთვის. D ვიტამინის ხანგრძლივი ზედოზირება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში, რადგან ის იწვევს ჰიპერკალცემიას (ჭარბი კალციუმი სისხლში), რაც თავის მხრივ ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ, აგრეთვე თვალის და გულის თანდაყოლილ დაავადებებს იწვევს.

D ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში. ამ გზით მირებული ზედოზირება არ არის შემჩნეული ჩვილებში.

მართვა და დანადგარების გამოყენება

არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვიტაგამა ვიტამინი **D****3 **1000 ს.ე. **ტაბლეტები **ზემოქმედებას ახდენენ კონცენტრაციაზე.

ვიტაგამა ვიტამინი **D****3 **1000 ს.ე. ტაბლეტები შეიცავენ საქაროზას და ნატრიუმს

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ.

თითო ტაბლეტი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ (23მგ) ნატრიუმს, ანუ შეიძლება ითქვას რომ ის „ნატრიუმის გარეშეა“.

ვიტაგამა ვიტამინი****D 31000 ს.ე. ტაბლეტები მიღების წესი

მიიღეთ პრეპარატი ანოტაციის ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდირებული დოზა შეადგენს:

-რაქიტის პროფილაქტიკის მიზნით მიიღება დღეში ½ ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. (შეესაბამება 0,0125მგ ანუ 500 ს.ე. ვიტამინი D3).

-D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით დღეში ½ ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. (შეესაბამება 0,0125მგ ანუ 500ს.ე. ვიტამინი D3).

-ოსტეოპოროზის სამკურნალოდ მიიღება დღეში 1 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. (შეესაბამება 0,025მგ ანუ 1000ს.ე. ვიტამინი D3).

-დღენაკლულ ბავშვებში რაქიტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია დღეში 1 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. (შეესაბამება 0,025მგ ანუ 1000ს.ე. ვიტამინი D3).

მიღების წესი

შესაძლებელია ტაბლეტის შუაზე გაყოფა.

ჩვილებში და ბავშვებში

ვიტაგამა ვიტამინი **D 3 1000 ს.ე. ტაბლეტი **ჩვილებში და ბავშვებში განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება, მათ არ შეუძლიათ ტაბლეტის გადაყლაპვა და არსებობს დახრჩობის რისკი. რეკომენდირებულია ტაბლეტის დაფხვნა და წყალში გახსნა ან წვეთების ან ემულსიის გამოყენება. ტაბლეტი დაფხვენით რაც შეიძლება წვრილად კოვზის დახმარებით და ჩაის კოვზზე გახსენით ცოტა წყალში, შედეგად მივიღებთ სუსპენზიას. უმჯობესია ბავშვს ჭამის დროს ჩაუდოთ პირში.

სუსპენზიის გარევა ბოთლში ან ფაფაში არ არის რეკომენდირებული, რადგან არ არის გარანტირებული, რომ ბავშვი მას ბოლომდე მიიღებს. თუ მაინც საჭმელში უნდა გაურიოთ, გაურიეთ ის ადუღების შემდეგ. გაითვალისწინეთ საკვეში არსებული D ვიტამინის რაოდენობა.

მოზრდილებში: მიიღეთ ტაბლეტი საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

მიღების** ხანგრძლივობა**

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი!

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცვტს, თუ ფიქრობთ, რომ ვიტაგამა ტაბლეტის მოქმედება სუსტი ან ძლიერია.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში

ა) ზედოზირების სიმპტომები

დღიური დოზა 500 ს.ე.-მდე

D ვიტამინის ხანგრძლივი ზედოზირება იწვევს ჰიპერკალცემიას (სისხლში ჭარბი კალციუმი) და ჰიპერკალციურიას (შარდში ჭარბი კალციუმი). ხანგრძლივმა ზედოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანოების კალციფიკაცია.

დღიური დოზა 500 ს.ე. მეტის შემთხვევაში

ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) და ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) ფლობენ შედარებით ვიწრო სამკურნალო სფეროს. მოზრდილებში, ნორმალურად მოფუნქციონირე პარათირეოიდული ჯირკვლის შემთხვევაში, D ვიტამინით ინტოქსიკაცია შესაძლებელია 1-2 თვის განმავლობაში დღეში 40.000 და 100.000 ს.ე. მიღებისას. ჩვილებში და ბავშვებში შესაძლოა უფრო მცირე დოზამ გამოიწვიოს რეაქცია. აქედან გამომდინარე D ვიტამინის მიღება ექიმის გარეშე არ არის რეკომენდირებული.

ზედოზირების შემთხვევაში იმატებს ფოსფორი, რაც სისხლში და შარდში ჰიპერკალცემიას იწვევს, შედეგად კალციუმი გროვდება ქსოვილებში,თირკმელებში (კენჭების და კრისტალების სახით ) და სისხლძარღვებში.

ინტოქსიკაცია გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: გულისრევა, ღებინება, თავიდან დიარეა, შემდეგ ყაბზობა, მადის დაქვეითება, სისუსტე, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე, ძილიანობა, აზოტემია (სისხლში მომატებული აზოტი), სითხის მოთხოვნილება და ხშირი შარდვა და ბოლო ეტაპზე დეჰიდრატაცია. ჩვეულებრივ ანალიზებში ჩანს ჰიპერკალცემია (სისხლში ჭარბი კალციუმი), ჰიპერკალციურია (შარდში ჭარბი კალციუმი) აგრეთვე შრატში მომატებული 25-ჰიდროქსიკალციფეროლის დონე.

ბ) მკურნალობა ზედოზირების შემთხვევაში

პირველ რიგში უნდა მოხდეს D ვიტამინის პრეპარატების მიღების შეწყვეტა. D ვიტამინის ინტოქსიკაციით გამოწვეული ჰიპერკალცემიის (სისხლში ჭარბი კალციუმი) ნორმაზე დაყვანა საჭიროებს რამდენიმე კვირას.

ჰიპერკალცემიის (სისხლში ჭარბი კალციუმი) დარეგულირება შესაძლებელია საკვებით, რომელიც არ შეიცავს კალციუმს, ჭარბი რაოდენობის სითხის მიღებით, შარდმდენი პრეპარატების დახმარებით, როგორიცაა ფუროსემიდი.ასევე გლუკოკორტიკოიდებით და კალციტონინით (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს სისხლში კალციუმის დონეს).

თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში შარდის გამოყოფას ხელს უწყობს იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზია (3-6 ლ 24სთ-ში) ფუროსემიდთან (შარდმდენი პრეპარატი) ერთად, აგრეთვე 15მგ/კგ კგ/სთ ნატრიუმედეტატი (პრეპარატი, რომელიც ბოჭავს კლაციუმს სისხლში) კალციუმის და ეკგ კონტროლის ქვეშ ხელს უწყობს კალციუმის დონის დაქვეითებას. შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში პირიქით რეკომენდირებულია ჰემოდიალიზი დიალიზატით, რომელიც არ შეიცავს კალციუმს.

სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.

დღიური დოზა 500 ს.ე.-მდე შემთხვევაში

D ვიტამინის ქრონიკული ზედოზირებით გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ რეკომენდირებულია შარდის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა, გლუკოკორტიკოიდების (სტეროიდული ჰორმონი) ან კალციტონინის (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს სისხლში კალციუმის დონეს) მიცემა.

დღიური დოზა 500 ს.ე.-ზე მეტის შემთხვევაში

ზედოზირების შემთხვევაში რეკომენდირებულია ჰიპერკალცემიის (სისხლში ჭარბი კალციუმი) ხანგრძლივი მკურნალობა.

იკითხეთ ექიმთან D ვიტამინის ზედოზირებით გამოწვეული სიმპტომების შესახებ.

**თუ დაგავიწყდათ **ვიტაგამა ვიტამინი D 3 1000 ს.ე. ტაბლეტის მიღება

თუ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ვიტაგამა ვიტამინი D 3 1000 ს.ე. ტაბლეტის მიღების შეწყვეტა

მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა ჩივილები გაუარესდეს ან ახლიდან გამოვლინდეს. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, რაც ყველა შემთხვევაში არ ვლინდება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები ჩნდება ზედოზირების შედეგად.

არ არის ცნობილი (სიხშირე წარმოდენილი მონაცემების საფუძველზე ვერ ფასდება)

დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით შესაძლოა გამოვლინდეს მძიმე და ხანგრძლივი ჰიპერკალცემია (სისხლში ჭარბი კალციუმი), რასაც თან ახლავს მწვავე (გულის არითმია, გულისრევა, ღებინება, ფსიქიური სიმპტომები, ცნობიერების დარღვევა) და ქრონიკული (გახშირებული შარდვის, წყურვილის შეგრძნება, უმადობა, წონაში კლება, თირკმელებში კენჭების წარმოქმნა, თირკმელების კალციფიკაცია, ქსოვილების კალციფიკაცია) შედეგები.

ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულია ფატალური შედეგები.

ძალიან იშვიათად (10.000 პაციენტიდან 1-ში)

სოიოს ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია

ვიტაგამა ვიტამინი****D 3 1000 ს.ე. ტაბლეტების შენახვის წესი

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე. შეინახეთ მაქსიმუმ 250C ტემპერატურაზე.

შეფუთვის შემადგენლობა

რას შეიცავენ ვიტაგამა ვიტამინი D 3 1000 ს.ე. ტაბლეტები.

აქტიული ნივთიერება: 10მგ ქოლეკალციფეროლი-მშრალი კონცენტრატი

შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

0.025მგ ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3 1000 ს.ე.), ჟელატინი, საქაროზა, სახამებელი, ნაწილობრივ ჰიდრირებული სოიოს ზეთი და a-ტოკოფეროლი.

დამხმარე კომპონენტებია:

მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი,, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K25, კროსკარმელოზას ნატრიუმი, ტალკი და მაღალი ჯაჭვური ნაწილობრივი გლიცერიდი.

ვიტაგამა ვიტამინი **D 3 1000 ს.ე. ტაბლეტის **აღწერლობა და შეფუთვის შიგთავსი:

თეთრი მრგვალი ტაბლეტი შუაში ღარით.

ორიგინალ შეფუთვაშია 20, 50, 100 და 200 ტაბლეტი.

ყველა ზომის შეფუთვა არ არის მიმოქცევაში.